შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 5


28-05-2015, 18:24
ავტორი sopiko
ნანახია 6 763

დილით თვალები ძვლივს გავახილე, გვერდით გემრიელად გადავბრუნდი და ვაი ამ გადაბრუნებას, გვერდით დათა იწვა და თვალები ნაღდათ ძალით დაეხუჭა.
-ააააააა-ვიკივლე ხმამაღლა და უკვე მეორედ გავადინე ბრაგვანი იატაკზე.
-ააააა-ისევ ავკივლდი მე და ის იდიოტიც ლოგინიდან გადმოგორდა და ზედ დამახტა.
-რას აკეთებ შე შეშლილო, ადექი ნუ გამჭყლიტეე-ვუყვირე მე.
-მართლა? გუშინ რომ გამომკეტე ოთხი წლის ბავშვივით აბაზანაში კარგი იყო? ახლა აიტანე საყვარელი ქმრის ალერსი-ირონიულად გამიღიმა მან.
-რა? რა რა...-ავბრუყუნდი მე-რას ამბობ?
აღარაფერი აღარ უთქვამს ისე დაეწაფა ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს. მანამდე მკოცნიდა სანამ ჩემმა ცრემლებმა არ შეაჩერა.
-შენ რა ტირი ტო?-მომეშვა უცებ და ფეხზე წამოდგა.
-ადექი-უპასუხოდ დარჩენილმა კითხვამ არ ასიამოვნა და ხელი გამომიშვირა-ადგები ნიტა?
მე ყურადღება არ მიმიქცევია ისე წამოვდექი ფეხზე, ცრემლების მოწმენდა არც მიცდია ისე გავიწიე სააბაზანოსკენ-რადგან შენ არ მოგეწონა აბაზანაში გამოკეტვა იქნებ მე ვცადო?-ვკითხე ზიზღით, სწრაფად შევვარდი ოთახში და კარი გადავკეტე.
-ნიტა კარი გააღე ნუ ბავშვობ, იცოდე ამ კარის გაღება გუშინდელივით არ გამიჭირდება-აბრახუნებდა ის კარებზე მთელი ძალით,.
-ვიცი შენ ხომ არაფერი არ გიჭირს, ისიც კი რომ გამოიყენო ის სიტუაცია რომელშიც ჩავვარდი.-ტირილს ვერ ვიკავებდი მე.
-ნიტა ოღონდ გამოდი და ყველაფერს აგიხსნი, გთოვ-მისი ბრძანებითი კილო მუდარაში გადავიდა.
-არ გენდობი-პირდაპირ მივახილე მე-შენი არ მჯერა...
-მე მაქვს მოსაყოლი, მაქვს ახსნა გესმის? გთხოვ კარი გამიღე...-მუდარას არ წყვეტდა ის.
კარისკენ წავედი, არ ვენდობოდი მაგრამ მაინც წავედი, ცნობისმოყვარეობა მძია მაგრამ ალბათ უფრო იმან რომ არ მინდოდა ის დამნაშავე ყოფილიყო, ის მე კაცის იდეალად წარმომედგინა, მან ხომ გაბოსგან მიხსნა, მან ხომ მძიმე სიტუაციიდან ამ ქორწინებით გამომიყვანა, ის ხომ სულ თბილად და ზრდილობიანად მელაპარაკებოდა, არ მინდოდა ეს ყველაფერი ჩემს გონებაში დანგრეულიყო. კარი გავაღე და სახეშეშლილი დათა დავინახე. მან ხელები გამოსწია ჩასახუტებლად მაგრამ ჩემს მზერას კრა თვალი და უკან დაიხია. მე უკან-უკან წავედი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-აბა რისი თქმა გინდოდა?-ვკითხე ხმაშეცვლილმა.
-იმის თუ რატომ გექცევი ასე... ვიცი უკანასკნელი არაკაცი გგონივარ მაგრამ ასე არაა მართლა-თავი გააქნია მან.
-აბა როგორ არის? დამიმტკიცე...-ამოვიხრიალე მე.
-ყველაფერი ისე დაიწყო რომ გოგო გავიცანი. ძალიან ლამაზი, სუსტი და მორცხვი. ყველაფერზე წავიდოდი ოღონდ ის ჩემი გამხდარიყო მაგრამ... არა , მისი გული კი მოვინადირე მაგრამ სხვა რამე მოხდა. აეც სიკვდილს დავუშორებივართ, ამაზე საშინელი რამ მოხდა. მას ჩემს საუკეთესო ძმაკაცთან შევუსწარი. ძალიან მიყვარდა გესმის? მაგრამ ეს სიყვარული წამში შეცვალა სიძულვილმა.
-იმ გოგოს ლილი ერქვა?-შევაწყვეტინე მე.
-კი-თავი ასწია მან, თითქოს გაუკვირდა მაგრმ მერე მიხვდა, ეს მისი სახის გამომეტყველაბამ მიმახვედრა.
-ვიცი, გიკვირდა როცა ამ სახელს გეძახდი მაგრამ ვნებით დაბრმავებული რას ვაკეთებდი არ ვიცოდი, შენ რომ გამოჩნდი ეს ამბავი ახალი გადატანილი მქონდა, იმიტომ გადავწყვიტე დაქორწინება რომ ყველასთვის მენახებინა რომ არ დავცემულვარ. რომ ლილი და ცოტნე დავივიწყე. რომ წარსული დავივიწყე... მაგრამ არ გამომივიდა შენ ლილის გავდი, საოცრად გავდი, არ ვიცოდი რა მეთქვა შენთვის, უიმედო მდგომარეობაში უარით როგორ გამესტუმრებინე. ხოდა მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას. ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი მაგრამ ვცადე მაინც და ახლა მხოლოდ შენში ჩასახლებული ლილი კი არა შენც შემიყვარდი შენც...-მისმა ბოლო სიტყვებმა გოლო მომიღო, უკან დავიწიე და სახლიდან გავვარდი. მივრბოდი ისე რომ არ ვიცოდი სად მივრბოდი, ტაქსის ხელი დავუქნიე და სწრაფად ჩავხტი შიგნით. მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან და დათა დავინახე რომელიც მანქანას მოსდევდა, მერე კი მანაც გააჩერა ტაქსი და როგორც ვხვდები უთხრა ამ მანქანას უკან გაყევიო.
-სწრაფად...სწრაფად-რაც შეიძლებოდა ვაჩქარებდი მძღოლს და ბებოსთან მივქროდი რომელსაც მომვლელი უვლიდა. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ უცებ საშინელი გადაწყვეტილება მივიღე. კიდევ ერთხელ გავხედე მოთვალთვალე მანქანას და ხმამაღლა ვუთხარი მძღოლს იმ კაცის მისამატრთი რომელიც მძულდა. ვიცოდი ყველაზე ცუდად ვიქცეოდი, ყველაზე უნებისყოფო, უთავმოყვარეო ქალისავით მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდოდა დათაზე შური მეძია. მალე გაბოს სახლთანაც მივედით, კარზე დავაკაკუნე, თან უკან ვიყურებოდი მეშინოდა დათას არ მოესწრო, და ის ის იყო გასაღების ჩხაკუნიც გავიგე რომ გავქრი, უფრო სწორად გამაქროლეს.
-აი ჩემი სავიზიტო ბარათი, აუცილებლად დამირეკეთ ამ მობილურზე-უთხრა დათამ თავისი ტაქსის მძღოლს, მანქანიდან ''ზრდილობიანად'' გადმოათრია და მერე მე ჩამაგდო ''თავხედურად'' მანქანაში. მაგრამ მე როგორც თავხედურად მოქცევას ვაპირებდი ვერავინ გადამიჯოკრავდა. დათა გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, მე კი მეშინოდა სადმე ხევში არ გადავჩეხილიყავით თუმცა ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი, მეშინოდა დათას მოთმინება ახლა არ გამსკდარიყო. ბოლოს გააჩერა მანქანა, ხელი ჩამკიდა, სადღაც დაჩაზე მივედით, არც დაუცდია ფიქრი იმაზე თუ სად ვიყავით რომ გასაღები გადაატრიალა და სახლში შემათრია.
-ასე ხომ? მე შენ რაღაცას გიხსნი რათა შენთან კოცნა მიზეზი მოვუძებნო და შენ იმ ************ მიდიხარ და ღმერთმა იცის რას გეგმავ.-მიღრიალა მან და შემანჯღრია.
-შენი საქმე არ არის...-დავიწყე და მივხვდი რომ ჩემივე წიკვინზე თავადვე მეშლებოდა ნერვები.
-ვიცი ძალიან, ძალიან აუტანელი ვარ, ვიცი საოცრად დაუფიქრებლად მოვიქეცი, ვიცი რომ სულ შეცდომებს ვუშვებ, შენთან ქორწინებაც შეცდომა იყო დათა, შეცდომა იყო...
-არ ვიცი რა იყო შეცდომა და რა არა მაგრამ ახლა ვიცი რომ შეცდომა ის იქნება რომ არ გაკოცო-ამის თქმა იყო დდა მაკოცა, და არა იქ სადაც მე ველოდი, შუბლზე მეამბორა და ამ ამბორში უდიდესი სითბო და სიყვარული ჩააქსოვა.
-გული მტკივა რომ არ შემიძლია გრძნობებზე გიპასუხო და რადგან ეს ასე მოხდა მოგვიწევს განვქორწინდეთ, ბაბუაშენის ანდერძს ვეღარ დავუცდით.
-ამდენი გელაპარაკე და შენ ისევ გონია რომ ამ სულელური ანდერძის გამო ვართ ერთად? ეს ანდერძი...-ნერვები დააწყდა მას და მიყვირა.
-არა აქვს ამას მნიშვნელობა დათა, მთავარი ისაა რომ ეს ფიქტიური ქორწინება არაა-მოკლედ მოვუჭერი მე.
-გპირდები არც ერთხელ არ შეგეხები, ცალ-ცალკე ოთახებში ვიქნებით, ჩემს გრძნობებზე ხმას აღარ ამოვიღებ ოღონდ დარჩი-მთხოვა დათამ.
-და შენ გგონია რომ ეს შვებას მოგანიჭებს?-ვკითხე ეჭვით.
-დარწმუნებული ვარ.
-და იმაშიც რომ შეძლებ ეს დღე დაივიწყო და საერთოდ შენი გრძნობები?
-სავსებით.

...................................................
მგონი ამ თავში ყველაფერი გაირკვა. დიდი ხანია არ დამიდია, გამოცდებისთვის ვემზადები და... თქვენ კომენტარებზე ყოველთვის ვერ გპასუხობთ მაგრამ დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ წერას. ამ ისტორიის წერა და თქვენი გახარება ძალიან მსიამოვნებს. შეაფასეთ ეს თავი და საეთოდ ისტორია.



№1  offline წევრი რახელი

ძალიან კარგიაა..მალეე დადეე თუ შეძლებ..წარმატებები გამოცდებზეეე

 


№2  offline მოდერი sopiko

რახელი
ძალიან კარგიაა..მალეე დადეე თუ შეძლებ..წარმატებები გამოცდებზეეე

მადლობა მადლობა მადლობა love ვცდილობ განსხვავებული ისტორია მქონდეს და ძაან არ გავაბანალურო smile არ ვიცი როგორ გამომდის

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

აუუუუ რა პატარა იყო არ მეყო რა გაზარდე ცოტა დიდი თავები დადე .

 


№4  offline წევრი tatiko:)

Velodebi shemdeg tavs moutmenlad:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent