შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორადი ბედნიერება [14]


28-05-2015, 18:33
ავტორი მარრიამი
ნანახია 3 967

დილით უჩვეულო შეგრძნებით გაეღვიძა ანნას. თბილ სხეულზე მიხუტებულს გულიც უცნაურად უძგერდა. წელზე მჭიდროდ მოეხვია ბიჭს ხელი, თავი საზურგეზე ჰქონდა გადავარდნილი. გაეღიმა, ოდნავ წამოიწია და შეაღვიძა.

- რა ხდება? _ შეშინებულმა შეხედა _ ხომ კარგად ხართ?
- კარგად ვართ, ცოდო ხარ შენ, კისერი გეტკინება.
- თუ ჩემზე იდარდებ და იზრუნებ, მზად ვარ ავიტანო _ გაუცინა.
- გეყოფა _ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
- არაფერს არ ვამბობ _ თბილად გაუღიმა. _ ბუხარს დავანთებ და ვისაუზმოთ.
- კარგი..

შედარებით მშვიდად იყო, ისე ძალიან აღარ ნერვიულობდა, უშველა სვანეთმა, ან პეტრეს მონოლოგმა. გულს მაინც უღრღნიდა სხვებზე ფიქრები, მაგრამ იმდენად აღარ. თავისთავად ეღიმებოდა ბიჭის მზერას რომ ხედავდა, მის ზრუნვას. უკვე შეეჩვია გულისცემასაც..

- რამე ხომ არ გინდათ სხვა? _ ფიქრებიდან პეტრეს ხმამ გამოაფხიზლა, სუფრა გაეშალა უკვე.
- არაფერი _ გაუღიმა და მაგიდასთან მოთავსდა.

საუზმის შემდეგ ორივემ ერთად აალაგა. ბუხართან ჩამოსხდნენ, მხოლოდ შეშის ტკაცუნი ისმოდა, ორივე საკუთარ ფიქრებში იყო გართული. პეტრე შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობდა..

- პეტრე, იმ გოგოსთან რა გაკავშირებდა? _ ვერაფრით შეიკავა თავი, რომ არ ეკითხა.
- ვინ გოგოსთან?
- აი ქორწინების სახლში..
- ლიკოსთან, აღარაფერი მაკავშირებს.
- მაშინ რა გაკავშირებდა?
- რომ ჩამოვედი, ლიაკოზე ისევ გაბრაზებული ვიყავი, ჰოდა გადავწყვიტე ჩემი ბედნიერებით სამაგიერო გადამეხადა. ლიკოს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი, რაღაც გრძნობები ჰქონდა, ხელი ვთხოვე და დამთანხმა. მაგრამ ბედნიერება ვერ შევძელით, არ გამოგვივიდა და დავშორდით.
- ჩემი რჩევა არ გაგითვალისწინებია..
- ჰო, ნაწილობრივ.
- ის გოგონა უდანაშაულოა, შენ კი ბოროტად გამოიყენე მისი გრძნობები.
- მე მართლა ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.
- რამდენი ხანი გავიდა ჩვენი შეხვედრიდან? ოთხი თვეა მგონი, ოთხ თვეში ერთის გადაყვარება, მეორესთან ცდა და მესამის შეყვარება ცოტა ბევრი ხომ არაა?
- ცოტა? ბევრია ბევრი, მაგრამ მთავარია ბოლო იყოს.
- დედასთან როგორ ხარ?
- ერთხელ იყო მოსული, მეტი არაფერი. მასთან ურთიერთობა არ მინდა, ვერ ვახერხებ, ჯერ მაინც.
- ის კაცი?
- ის კაცი ისევ საწარმოშია, მთლიანი წილის შესყიდვა მინდა, მაგრამ არ მანებებს.
- ანუ ჯერ არაფერი მოგვარებულა.
- არაფერი იმის გარდა, რომ შენ ხარ ჩემთან.
- მე შენთან არ ვარ პეტრე.. _ მკაცრად ჩაილაპარაკა.
- ჰო, ჰო _ ღიმილით დაეთანხმა. _ გინდა ბიჭებს ვეტყვი და ამოვლენ, ელენესაც წამოიყვანენ, აღარ მოიწყენ.
- მინდა..
- კარგი, დავრეკავ. _ სწრაფად მოაგვარა ბიჭებთან საქმე და ოთახში დაბრუნდა. _ ანნა..
- გისმენ..
- სქესი იცი უკვე?
- არა, ჯერ ადრეა.
- ვინ გინდა რომ იყოს?
- გეგას გოგო უნდოდა _ გაეღიმა.
- ისინი დღესვე წამოვლენ, საღამოს აქ იქნებიან.
- კარგია...

თითქოს ცდილობდნენ საერთო ენის პოვნას, მაგრამ დიალოგი არც ისე კარგად ეწყობოდა. ანნა არ დგამდა ნაბიჯს პეტრესკენ, ფაქტი იყო, ხელს უშლიდა რაღაც.. სწორედ ეს რაღაც უნდა ეპოვა პირველს, ეპოვა და აღმოეფხვრა ანნას გონებიდან. ვერაფრით ეშვებოდა მასზე ფიქრს, მასთან ყოფნის სურვილი არ ასვენებდა...

საღამოს სახლი ახმაურდა. თორნიკემ, რატიმ და ელენემ გაახალისეს წყვილი. ანნამ ელენესთან გადაინაცვლა და თითქოს კიდევ უფრო გაექცა პეტრეს. ელენეს გვერდით იჯდა, თავი მის მხარზე ჩამოედო და ღიმილით შესცქეროდა ბიჭებს. თვითონაც გაუაზრებლად უხაროდა პეტრეს ღიმილიანი სახე, თბილი მზერა, რომელსაც ყოველ გამოხედვაში გრძნობდა. თითქოს ის ორი კვირა, მის გარეშე დაცარიელებული იყო, მაგრამ არ აღიარებდა.

- ახლა ჩვენ გავალთ და ვახშამს მოვამზადებთ _ გაუღიმა ელენემ.
- გავიდეთ ჰო, მოგვშივდა _ მეგობარს გაჰყვა.

სამზარეულოში შევიდნენ თუ არა, ელენემ ისევ წამოიწყო საუბარი.

- ანნა, რას ფიქრობ?
- რაზე?
- ამ ყველაფერზე, ამ სიტუაციაზე.
- არ ვიცი ელე, გაურკვევლობაში ვარ.
- შენ რას გრძნობ?
- გგონია ვიცი? ფიქრებს რომ შევყვე, შეიძლება გავგიჟდე. მომწონს მისი ყურადღება, სითბო.. აქამდე საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მაგრამ მის შეხებაზე სხვანაირი რეაქცია მაქვს, გული უფრო სწრაფად ძგერას იწყებს, მის გარეშე ვცარიელდები.
- ეგ არ ვიცის კი არა, სხვა რაღაცის ნიშნებია სულელო _ გაღიმებული მიეხუტა მეგობარს.
- არ ვიცი, მეშინია.. მგონია რომ არასწორად ვიქცევი, მგონია რომ ამით გეგას ხსოვნას ვუარყოფ, მის მშობლებთანაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
- ანნა, ამისთვის არავინ განგსჯის.. შენ გაქვს ბედნიერების უფლება, შეიძლება თავიდან ვერც გაიგონ, მაგრამ აუცილებლად მიხვდებიან, გაგიგებენ, გეგას მშბლებს შენს ბედნიერებაზე მეტად აღარაფერი გაახარებთ.
- არ ვიცი ელე, ამ გრძნობების თუ ემოციების გამო საკუთარი თავის დასჯა მინდა. არ შემიძლია აჩქარებული გულისცემის ატანა მისი შეხებისას, მტანჯავს ის ფიქრი, რომ გეგას შემდეგ ასე მალე შევძელი...
- არ ინერვიულო, დამშვიდდი, ეცადე მშვიდად იყო და იფიქრო. თუ გრძნობ რომ პეტრე შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია, ხალხის რეაქციის და გეგას ხსოვნის გამო ნუ დაკარგავ.. გეგას შენი ბედნიერება ბევრად უფრო გაახარებდა, ვიდრე ასე გლოვა და ძაძებში სიარული.
- არ ვიცი..
- თავისთავად გაიგებ დროის სვლასთან ერთად. წამო გავიტანოთ, თორემ გველოდებიან..
- ელენეე _ თვალებით ჰკითხა რა გინდაო _ მადლობა _ გაუღიმა ანნამ.
- წამო, წამო..

ივახშმეს, სუფრა აალაგეს და ბუხარს შემოუსხდნენ. ელენე და რატი ერთად მოკალათდნენ, დანარჩენები ცალ-ცალკე თავიდან, თუმცა მალე მიჩოჩდა პეტრე ანნასკენ. ნელა მოჰხვია ხელიც მხრებზე, სულ ერთი წამით იფიქრა რომ მოიშორებდა მის ხელს, მაგრამ ვერ შეძლო.

- ასე ჩუმად როდემდე ვისხდეთ? ვითამაშოთ რამე _ ხმაურიანად განაცხადა თორნიკემ.
- რა? _ ინტერესით შეხედა ელენემ.
- ე.ი. ძალიან მაგარი თამაში ვიცი, მაგრამ ახლა არ დაიწყოთ არაო _ გაიცინა.
- გისმენთ.
- მოკლედ, მე არ მეხება, მე დამკვირვებელი ვიქნები, წყვილებისთვისაა თამაში, რიგ-რიგობით უნდა თქვათ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ერთმანეთში.
- თორნიკე _ ყოყმანით დაიწყო ანნამ.
- ანნა კარგი რა, ხომ გთხოვეთ უარი არ თქვათ, უბრალოდ თამაშია..
- ანნა მართლა არაფერი დაშავდება _ გაუღიმა ელენემ და მიახვედრა, რომ უნდა დათანხმებოდა.
- კარგი, კარგი _ ღრმად ამოისუნთქა.
- თქვენ დაიწყეთ _ გაუღიმა რატიმ.
- პეტრე დაიწყე ახლა _ შეუბღვირა თორნიკემ.
- კარგი ვიწყებ.
- არა, ასე არა, თვალებში უყურე და ისე. _ თვალები ანას თვალებს გაუსწორა და ისე დაიწყო..
- შენი თვალები მიყვარს საოცრად _ ვერაფრით აიძულა თავს, რომ „მომწონს“ ეთქვა.
- ანნა შენი ჯერია _ ანიშნა თორნიკემ.
- მე... არ ვიცი _ გაუაზრებლად ჩაიბურტყუნა.
- ანნა რა არ იცი, თამაშია, ნებისმიერი რამე თქვი რა _ გაუცინა თორნიკემ.
- კარგი, კარგი, შენი მზერა მომწონს. _ პეტრეს გაეღიმა.
- მე შენი ტლიკინი მიყვარს და მენატრება _ მზერა გაუსწორა. ანნამ თვალები დახარა..
- შენი სიდინჯე _ პეტრეს გაეცინა.
- შენი სიცილი, კისკისი..
- შენი, შენი ხელები _ სხვა შესაფერისი ვეღარაფერი მოიფიქრა. არადა მართლა მოწონდა პეტრეს ხელები, გრძელი, მოვლილი თითები და ფრჩხილები, ყოველგვარი ზედმეტი ატრიბუტიკის გარეშე. პეტრეს უკვე გულიანად გაეცინა. ნელა გადაიხარა მისკენ..
- შენი ტუჩები _ უჩურჩულა და მოშორდა. ცეცხლის ნათებაზეც კი კარგად გამოჩნდა ანნას შეფერადებული ლოყები.
- თამაში აღარ მინდა _ გაიბუსხა და წამოდგა. პეტრეს გაეცინა მის ბავშვობაზე. გარეთ გასულს უკან მიჰყვა.
- ანნა.. _ კიბეზე ჩამომჯარს გვერდით მიუჯდა. _ შეგცივდება, ცივია კიბე _ მაშინვე წამოდგა გოგონა და უკმაყოფილო მზერით გადახედა. _ რატომ მებუტები?
- იმიტომ..
- უნდა გვეთქვა და მეც ვთქვი..
- სხვა აღარაფერი დაგრჩა სათქმელი?
- ამის თქმა მინდოდა.
- ჰოდა ილაპარაკე.
- ანნა, გეყოფა, ბავშვივით იქცევი.
- მერე რა _ მხრები აიჩეჩა.
- არ გცივა?
- ცოტა..
- შევიდეთ..
- არ მინდა..
- შენ თუ გინდა ჩაგეხუტო და ისე გაგათბო, წინააღმდეგი არ ვარ..
- პეტრე _ შეუბღვირა.
- კარგი ჰო, მაპატიე _ დასერიოზულდა.
- არ მინდა ასე იქცეოდე.
- როგორ ასე?
- როგორც იქცევი, არ მომწონს ეს ფლირტი, საერთოდაც არ ვარ იმ განწყობაზე ასე მხიარულად ავაწყო ურთიერთობა, არ შემეფერება, მე ქვრივი ვარ..
- თუ ურთიერთობას არ ააწყობ, მთელი ცხოვრება ქვრივი იქნები. კარგი, შენი ნებაა, მე რომ მართლა ვეცადე ხომ ნახე, ძალიან ვეცადე, შენს გამხიარულებასაც, მაგრამ შენ არ გინდა. ჰოდა დღეიდან მორჩა, ზედმეტს აღარაფერს ვიტყვი, აღარც მოგეკარები, ვეღარც ფლირტის ნიშნებს შემატყობ, საერთოდ აღარ ვიმხიარულებ შენი თანდასწრებით, სანამ შენც იმ დასკვნამდეე არ მიხვალ, რომლამდეც მე უკვე დიდი ხანია მივედი. _ სერიოზული და გაბრაზებული ტონით დაასრულა საუბარი.
- პეტრე.
- არავითარი პეტრე ანნა, მე ჩემი სათქმელი გითხარი. მესმის რომ გტკივა გეგა, მაგრამ მას ვერ გაჰყვები რატომ ვერ იგებ, შენ ცოცხალი ხარ და ცხოვრება უნდა გააგრძელო, რომ გეგამ შენს გულში იცოცხლოს სულ. თუმცა შენ აამის გაკეთება არ გინდა, ცდილობ გლოვით გაჰყვე, ის ამას ვერ გაიგებდა, არ მოეწონებოდა, გაგიბრაზდებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ არც კი მქონდა შანსი გეგა დაგვიწყებოდა, არც კი ვეცდებოდი ამას, მაგრამ მეგონა შეძლებდი, შევძლებდი რომ ჩვენ შორის არ მდგარიყო. ვერ შევძელი, მისი არსებობაც და არ არსებობაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა..
- პეტრე _ უკვე ტიროდა ანნა..
- ჩუუ, ნუ ტირი, დამშვიდდი, არ ინერვიულო, ნერვიულობა არ შეიძლება.. მე ჩემი სათქმელი გითხარი ანნა, დანარჩენი შენზეა, მაგრამ მე აღარაფერს გავაკეთებ ზედმეტად, არ შემიძლია რამე გაიძულო, მითუმეტეს რომ სურვილს ოდნავადაც ვერ გატყობ. _ თავისი მოსაცმელი მოასხა მხრებზე და სახლისკენ წავიდა. _ მალე შემოდი, ცივა, შეგცივდებათ.

ანნა კი იდგა და მიმავალ სილუეტს უყურებდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა.. პეტრეს სიტყვებმა ატკინა ასე თუ საკუთარმა საქციელმა, ვეღარ იგებდა, მაგრამ ტკიოდა, გაუსაძლისად. უნდოდა მთელი ხმით ეყვირა, დაცლილიყო. ხვდებოდა როგორ ატკინა პეტრესაც და კიდევ უფრო ბრაზდებოდა. ელენეს ჩახუტებამ გამოაფხიზლა, მთელი ძალით შემოჰხვია ხელები თვითონაც და ხმამაღლა ასლუკუნდა.

- სუ-ლე-ლი ვარ..
- ჩუუ, დამშვიდდი ჩემო ლამაზო, რა მოხდა?
- გაბრაზდა, მართალიც იყო _ თითოეულ ამოსუნთქვას აყოლებდა სიტყვებს.
- კარგი, დამშვიდდი, გადაუვლის..
- არ გადაუვლის, ასე მითხრა, სანამ შენ თვითონ არ მიხვდები რომ საჭიროა ეს ყველაფერი, ხმასაც არ გაგცემ ზედმეტადო..
- კარგი, დამშვიდდი, გაბრაზდა უბრალოდ, აი ნახავ გადაუვლის და შეგირიგდება.
- რომ არ შემირიგდეს?
- მაშინ შენ უნდა შემოირიგო.
- არ შემიძლია, რატომ არ ესმის, რომ არ შემიძლია? _ თავიდან დაიწყო მოთქმა.
- მასაც გაუგე ანნა, მასაც გაუგე..
- თვითონ რატომ ვერ მიგებს?
- გიგებს, შენც იცი რომ გიგებს, მაგრამ გაბრაზდა, იმიტომ რომ შენ არ უშვებ ახლოს, შენ თვითონ არ მიდიხარ მასთან და არც მას უშვებ შენთან.
- ვეც-დე-ბი _ ამოისლუკუნა.
- ეცადე ჩემო ლამაზო, ეცადე, შევიდეთ ახლა, თორემ შეგცივდებათ.
- შევიდეთ _ ცრემლები შეიმშრალა და სახლისკენ წავიდნენ.

პეტრესთვის არ შეუხედავს, ბუხართან ახლოს სავარძელში ჩაეშვა და ცეცხლს გაუსწორა მზერა. ელენე ღიმილით აქნევდა თავს აქეთ-იქით, ბიჭები პეტრეს უბღვერდნენ, პეტრეს კი სულაც არ ეცალა მათთვის. გულს უკლავდა ანნას ცრემლიანი თვალები, ცრემლების მიზეზიც რომ თვითონ იყო, მაგრამ ახლა ვერ მივიდოდა და ვერ ჩაეხუტებოდა. თავის სიტყვას აასრულებდა. იმედი ჰქონდა, რომ ანნას დააკლდებოდა, გადალახავდა ამ კომპლექსებს და მივიდოდა მასთან, მისცემდა უფლებას მათ გვერდით ყოფილიყო, აღარ გაექცეოდა და აღარ შეეშინდებოდა.

___________

ესეც მეთოთხმეტე თავი შოკოლადებო.. მგონი რაღაც ძალიან მეწელება, არადა ვერც მივაფუჩეჩებ ( ჩაფიქრებულ-შეწუხებული სმაილი).. მადლობა რომ კითხულობთ და მაფასებთ.. ძალიან მახარებს თქვენი თბილი სიტყვები.. იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებას და კრიტიკას..

პ.ს. ისტორიას არ შევწვეტ არავითარ შემთხვევაში.. დაგვიანებების მიუხედავად გავაგრძელებ.. ჰო და კიდევ უკვე ატესტატიანი მარრიამი გყავთ, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე ( ვისაც აინტერესებდა.. გკოცნით, გეხუტებით, მიყვარხართ, მენატრებით (სიცილი) )

პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის..



№1  offline წევრი ტასიკო

ძალიან მიყვაეს ეს ისტორია არ მიაფუჩეჩო რაა

 


№2  offline წევრი EiLuL♥

ჩემიიი როშენკაა ❤ მიყვარს ძალიანოოო ❤
--------------------
elene

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ გეწელება ამაზე არ ინერვიულო. მთავარია წერო ის, რაც გეწერება. კარგად მიდიხარ... კარგი თავი იყო, ასე განაგრძე ატესტატიანო :დდ <3

 


№4  offline წევრი Unnamed

გილოცავ ჩემო კარგო გაატესტატიენაბს :D wink love არაფერი არ იწელება :D მთავარია არ შეწყვიტო და წერო :D love

გილოცავ გაატესტატიანებას :D love არ გეწელება :D მთავარია არ შეწყვიტო love

გილოცავ გაატესტატიანებას love არაფერი არ გეწელება :D მთავარია არ შეწყვიტო love ველოდები შემდეგსს!!!

 


№5  offline წევრი სპენსერი

ჩემიიი როშეენიი ^__^ გილოცავვ ატესტატს <3 მაგრი გოგო ხარ შენნ :* :* არ მიაფუჩეჩო ძალიან კარგი ისტორიაა შენ ხომ საუკეთესოოო ხარ love წარმატებებიი love

 


№6  offline ადმინი ano23

რამდენიხანია შენ ისტორიაზე კომენტარი არ დამიწერია :D როგორც ყოველთვის შესანიშნავი თავი იყო . ძალიან ძალიანნმომწონს და მოოუთმენლად ველი ახალ ისტორიას ..იცი შენ რომელსაც ^_^ :D:-*

 


№7  offline წევრი S.likuna

მაგარიაა ძალიან მალე დადე ❤️

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ატესტატს გილოცავ.ეს ნაწილიც მომეწონა კარგი ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline მოდერი მარრიამი

მადლობა მადლობა ყველას <3

Mrs. animal
შოკოლადი ხარ შენ! ბაუნწი აჰაჰაჰ! შენ რო დალაგებულად და გემრიელად წერა შეიგიძლია, ისე რა ვიცი რაა... ძალიან ნიჭიერი ხარ და ისტორიაც ძალიან კარგია! წარმატებები! <3

ვგიჟდები ბაუნტზე ^_^ ვიქნები შენი ბაუნტი :D <3
ano23
რამდენიხანია შენ ისტორიაზე კომენტარი არ დამიწერია :D როგორც ყოველთვის შესანიშნავი თავი იყო . ძალიან ძალიანნმომწონს და მოოუთმენლად ველი ახალ ისტორიას ..იცი შენ რომელსაც ^_^ :D:-*

ვიცი, ვიცი, მაგრამ მოგახსენე უკვე როდისთვისაც მოხერხდება :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent