შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ (დასასრული)


28-05-2015, 20:25
ავტორი королева
ნანახია 2 842

გეტყვი ოღონდ არ ინერვიულო
-დედა, მითხარი ჩქარა!
-გუშინ ვიღაც ბიჭი დაუჭრია და დაიჭირეს
-მოიცა, რაა?!
-ხო დედამისმა მითხრა
-მთავარია ცოცხალია
-ცოცხალი კია, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს
-დავურეკავ
-როგორ? ციხეშია, ტელეფონი ჩამორთმეული აქვს
-მაშინ მივაკითხავ
-როგორც გინდა
ლოგინიდან ავდექი, მოვწესრიგდი და გარეთ გავედი.. თათუკას დავურეკე
-ხოო ნიინ
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ცუდად
-რამოხდა?
-თორნიკე დაიჭირეს
-რა?! რატო
-ვიღაც ბიჭი დაუჭრია
-რასამბობ
-ხოო, შოკში ვარ მეც
-ეხლა სად ხარ?
-ციხეში მივდივარ, იმედია შემიშვებენ, მინდა ვნახო
-კაი მიდი, დამირეკე მერე
-კაი
ავტობუსის თავი არ მქონდა, ტაქსი გავაჩერე და წავედი... 15წუთში ციხესთან ვიყავით, მძღოლს მადლობა გადავუხადე და ციხეში შევედი
-გამარჯობა, თორნიკე ლორია მინდა მოვინახულო
-ვინ ხარ მაგის?!
-შეყვარებული
-ეხლა ვიღაც გოგოა შესული, რო გამოვა შეხვალ ოღონდ ცოტა ხნით
-კარგით
-დაჯექი სკამზე, დაელოდე
-კარგით
ხელები მიკანკალებდა, ძალიან მაინტერესებდა რა მოხდა საერთოდ... როგორც იქნა გამოვიდა მაღალი ქერათმიანი გოგონა, მივხვდი რომ ეს ის ანკა იქნებოდა, ძალიან გავბრაზდი მაგრამ თავი დავიწყნარე და თორნიკესთან შევედი... რომ დამინახა წამოხდა და თვალები გაუბრწყინდა
-აბა გისმენ
-რას მისმენ?!
-რამოხდა, მომიყევი ყველაფერი
-შენ რო გელაპარაკე და რო მითხარი არ შეგირიგდებიო, ქუჩაში ვიყავი... ვიღაც ბიჭი მოვიდა სიგარეტი მომაწევინეო და არმაქვსთქო, და როგორ არ გაქვს მომაწევინეო და გადამეკეტა და დავჭერი
-შენ ნორმალური ხარ? მაგის გამო, ადამიანი როგორ გაწირე
-შენ გამაგიჟე
-გეყოფა, რამდენი ხნით დაგიჭირეს?
-3წელი ან 4, აუაუ არ ვიცი... არ ყოფილა სასამართლო
-მამაშენი არ გამოგიყვანს?
-როგორ
-ფულით
-სად ააქ მამაჩემს მაგდენი ფული...
-რამდენი უნდა?
-არვიცი, ათასი უეჭველი უნდა.. მეტიც
-ცუდია, ეს გოგო ვინ იყო?
-ვინ?
-წეღან აქედან რომ გამოვიდა
-ანკა
-აა, გასაგებია
-არვიცი როგორ გაიგო, თვითონ მოვიდა და ხომ არ გავაგდებდი
-კაი, მე წავედი
-იყავი რა
-არ შეიძლება, რო შემოვდიოდი მითხრეს 15წუთიო
-უშენოდ გავგიჟდები
-წავედი
-როგორ მინდა ჩაგეხუტო
-წავედი
-თვალებში შემომხედე
-კაი არ გინდა, უნდა წავიდე
-შემომხედე!
თვალებში შევხედე, მთელი თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე
-აუ ეხლა არ იტირო, გთხოვ გაჩერდი
-არ შემიძლია, ამდენი რამის ატანა... გუშინ გავიგე რომ არ გყვარებივარ და ვიღაც ანკა გიყვარს, ეხლა დაგიჭირეს
-შენ მიყვარხარ რით ვერ გაიგე?!
ძალიან ხმამაღლა იყვირა და მაგიდა ამოატრიალა, ხმაურზე ბადრაგი შემოვიდა და გამიყვანა
მთელი გზა ვტიროდი.. სალოს დავურეკე
-სალოო
-რა გატირებს?
-საშინელება მოხდა
-რამოხდა?!
-თორნიკე დაიჭირეს
-რატო?
-ვიღაც ბიჭი დაჭრა
-ნუ ტირიხარ რა! არ ღირს ეგ ბიჭი ამდენ ნერვიულობად.. ხო ხედავ არ ყვარებიხარ
-იმის მაგივრად რო გამამხნევო, მიმატებ თუ რას შვები?!
-ამო ჩემთან
-არმინდა, წავედი სახლში
-როგორც გინდა
სახლში ავედი და დედაჩემი შემომეგება
-რამოხდა? რა გაარკვიე?
-ახალგაზრდა ბიჭი დაჭრა, ციხეშია... 3 ან 4წელი ვერ გამოვა..
კიდევ უფრო ავტირდი, დედაჩემი ჩამეხუტა და თავზე ხელი გადამისვა
-დაწყნარდი გთხოვ, ნახავ ხოლმე
-ეგრე არ მინდა! აქ მინდა იყოს
-რატო გააკეთა ეს?! რატო?!
-არვიცი....
-იცი, მითხარი დედი გთხოვ
-არაფერი
-აბა შემომხედე
დედაჩემი ყოველთვის ატყობს როცა რამეს ვუმალავ
-კაი მოგიყვები.. მოკლედ, გუშინ კარტები გავცვალეთ და ვიღაც გოგოს მესიჯები ვნახე სადაც სიყვარულს უხსნის, მერე ბარში წავედი და იქ მოვიდა სიყვარულს მიხსნიდა, მიმტკიცებდა რომ მე ვუყვარვარ და ის გოგო გასართობად უნდა, ღამე რომ მოვედი ჩემ ოთახში სულ ვარდები იყო და წერილი, სადაც იგივე ეწერა, მერე დამირეკა და ვუთხარი რომ არ შევურიგდებოდი ამაზე გამწარდა და ვინც პირველი მოხვდა ის დაჭრა
-არვიცი რა ვთქვა, ანუ შენც გარეული ხარ ამ საქმეში?
-აუ დედა!
-კარგი კარგი, მიდი წამოწექი ჩაის გაგიკეთებ
-მამა სადაა?
-სამსახურში, მოვა მალე
-კარგი
ჩემს ოთახში ავედი და წამოვწექი, ცრემლები თავისით მოდიოდა, გული საშინლად მტკიოდა, თორნიკე მაკლდა მისი სითბო და სიყვარული მაკლდა, გაციებული მქონდა ყველაფერი, გაყინული ვიწექი და ვტიროდი.. საშინელი შესახედი ვიყავი, მკვდრის ფერი მედო აღარაფერი მინდოდა, უბრალოდ მომკვდარიყავი სხვა არაფერი მინდოდა, მამაჩემი შემოვიდა ოთახში
-მა როგორ ხარ?
ცრემლები მოვიწმინდე
-კარგად
-გაყინული ხარ, დაგაფარებ რამეს
მამაჩემმა პლედი დამაფარა და შუბლზე მაკოცა
-მადლობა მა, მიყვარხარ
-მეც ძალიან, ხვალე გოგის დაბადების დღეზე მივდივართ
-მე ვერ წამოვალ, სიცხე მაქვს
-რასამბობ მა?! დედამ იცის
-კი, ჩაის მიკეთებს
-კარგი, მე გავალ
-მიდი
მამაჩემი მოვატყუე, არმინდოდა სიმართლე გაეგო.. თან დაბადების დღის თავი საერთოდ არ მქონდა, განადგურებული ვიყავი... ამდროს ჩემი ტელეფონი რეკავს
-გისმენთ
გაყინული ხელებით ვუპასუხე
-ნინა ხარ?
-დიახ
-ანკა ვარ თვაური
-გისმენ
-მოკლედ, თორნიკეს თავი უნდა დაანებო
-ბატონო?
-ხო რაიყო, ვერ გაიგე? 2წელია ვუყვარვარ და მიყვარს, და შენ ზედმეტი ხარ
-გუშინ წინ, თუ მე ვუყვარდი ყველაზე მეტად შენ როგორ უყვარხარ?
-შენ გატყუებს, მე ვუყვარვარ, სულ მეუბნეოდე ნეტა ეს ნინა მომაშორებინაო
-მართლა?
-ხო
-კარგი, თორნიკეს გადაეცი რომ მისთვის აღარ ვარსებობ
-ძალიან კარგი, ნახვამდის
ტელეფონი გავთიშე და ლოგინიდან წამოვდექი, აბაზანაში მინდოდა გასვლა... ამდროს თავბრუ დამეხვა და გავითიშე
გონზე რომ მოვედი, დედაჩემი და მამაჩემი შეშინებულები მედგნენ თავზე
-რა ხდება?
-გული წაგივიდა ნინა
-რატო?
-არ ვიცით ჩვენც, ეხლა სასწრაფო მოვა და გვეტყვის
-არ მინდა სასწრაფო, კარგად ვარ
-არ ხარ კარგად, საშინელი ფერი გადევს
-მამა! რომ ვამბობ კარგად ვარ, ესეიგი კარგად ვარ
-ნინა ტონს დაუწიე, სასწრაფო მოვა და გაგსინჯავს
-კაი, აბაზანაში გასვლა შეიძლება?
-რათქმაუნდა
აბაზანაში ძლივს გავედი, თმები დავივარცხე და სარკეში რომ ჩავიხედე გული გამისკდა, ჩემი თავი ასეთი არასდროს მინახავს.. სასწრაფო მოვიდა
-აბა რა გჭირს?
-თითქოს არაფერი, წამოწოლილი ვიყავი, რომ წამოვდები თავბრუ დამეხვა და გავითიშე
-კარგი, მოდი წნევა გავიზომოთ
-კარგით
-წნევა ნორმალური აქვს, მაგრამ სახეზე ადევს საშინელი ფერი, გემოგლობინი ექნება დაბალი.. გადავიყვანოთ რამოდენიმე დღით გადასხმები გავუკეთოთ
-რა სისულელეა, არ წამოვალ
-გჭირდება, სხვა შემთხვევაში დასუსტდები და ლოგინიდან ვეღარ ადგები
-როგორც გინდათ
-ჩაიცვი
ჯინსი და მაიკა უცებ ჩავიცვი, სასწრაფოს მანქანაში ჩავჯექით და იაშვილში წავედით, ექიმებმა კარგად გამსინჯეს და 10გადასხმა დამინიშნეს, შესაბამისად 10დღე საავადმყოფოში უნდა ვყოფილიყავი
პირველი ღამე საერთოდ არ მძინებია, ჩემს პალატაში 50წლის გულით ავამდყოფი ქალი იყო, მთელი ღამე წუწუნებდა, არ დამაძინა... გათენდა მეორე დღე და სალომე მირეკავს
-სად ხარ გოგო?!
-საავამდყოფოში
-რა?!
-ხო
-რამოხდა?
-იქნებ მოხვიდე
-აბა რას ვიზავ, რომელში ხარ?
-იაშვილში
-კარგი
20წუთში თათუკა და სალომე ჩემს პალატაში გაჩნდნენ
-რამოხდა?! რა დაგემართა?
-გული წამივიდა
-გახდი? ძალიან ცუდი ფერი გადევს
-გემოგლობინი მაქვს დაბალი, და თუარ მომემატა ლოგინიდან ვეღარ ავდგები
-არ ღირს ამდენ ნერვიულობად შენი თორნიკე!
-თორნიკე არაფერ შუაშია, გუშინ მისმა სატრფომ დამირეკა
-მერე?
-თავი დაანებეო, კაითქო
-იდიოტი!
-აღარ გვინდა თორნიკეზე საუბარი
-კაი, კაი
თათუკა და სალომე 2საათში წავიდნენ, მე ისევ მოვიწყინე და ისევ წამოვიდა ფიქრები თორნიკეზე, ამდროს ტელეფონი მირეკავს
-გისმენთ
-სად ხარ?
-თორნიკე?
-ხო
-როგორ მირეკავ?
-მამაჩემმა ფული იშოვა და გამოვედი
-ანკას ხომ ვუთხარი, რომ აღარ დამირეკოსთქო
-სად ხარ?!
-საავადმყოფოში
-რაა?!!!!!
-ხო
-რომელში
-იაშვილში
ტელეფონი გამითიშა, ვიცოდი რომ მოვიდოდა.. თმები დავივარცხნე და ველოდებოდი... 15წუთში ვიღაცამ კარები შემოამტვრია ისე შემოვიდა
-რა დაგემართა?
-გული წამივიდა
-რატო?
-ნერვიულობამ იცისო
-ვაიმე, ჩემი საწყალი გოგო
-შენი აღარ ვარ, საერთოდ აქ რაგინდა?
-შენ კიდე „ატრაკებ“?
-წესიერად, გუშინ შენმა ანკამ დამირეკა და მითხრა, თავი დაგვანებეო
-რაა?! მოვკლავ
-ეგრე ქენი
-ჩაგეხუტები რა
-არა, თან გადასხმა მიყენია და არ გაფუჭდეს ან რამე
-არ მაინტერესებს!!
თორნიკე მაგრად ჩამეხუტა და 20წუთი ვიყავით ესე ჩუმად, ჩახუტებულები.. ვგრძნობდი რომ მის გარეშე უბრალოდ არ შემეძლო, რომ ჩამეხუტა გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა, სახეზე ფერი მომივიდა, გავთბი... ტელეფონი ურეკავს
-ალო
-ანკა ვარ, არ მოდიხარ?
-მოკეტე
-მოეთრიე დროზე!!
-მოვალ, მაცადე
ტელეფონი გათიშა და გამიღიმა
-ვინ იყო?
-ანკა
-წადი
-შენთან მინდა ვიყო
-წადი, შენი მომავალი მასთანაა
-რეებს ბოდავ? შენთან მინდათქო!
-წადი წადი
თორნიკე წავიდა და დავრჩი ისევ მარტო, საშინლად მოწყენილი... იმ ღამეს უაზროდ ჩამეძინა დილით ექიმების ყვირილის ხმა მესმოდა..... გული თითქოს აღარ მიძგერდა, დედაჩემი კიოდა მამაჩემი ტიროდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო... გულის აპარატი ხაზებს აღარ აჩვენებდა და მეც ზევიდან დავყურებდი ჩემს სხეულს, როგორ იწვა გაქვავებული და როგორ დასტიროდა დედაჩემი მას..... ცოტახანში თორნიკეც მოვიდა, ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო, ჩემი მეგობარები თათუკა და სალომე არ ჩანდნენ, ალბათ მერე ისინიც მოვიდოდნენ, მე ვეღარ ვხედავდი მათ, მივდიოდი სადღაც უსასრულობაში, სადაც არავინ და არაფერი ჩანდა. დავტოვე თორნიკე, დავტოვე და წავედი სხვა ცხოვრებაში სადაც თითქოს სინათლე აღარ მოჩანს.



№1  offline წევრი lamazmani

აუ რატო მოკლაი არ უნდა მოგეკლა იქნებ სხანაირი დასასრულიც დაწერო?

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატუკა

ძაან მაგარი ისტორიაა,ცრემლების გარეშე წაკითხვა შუძლებელია relieved

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent