შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(10)


28-05-2015, 23:44
ავტორი Tay194
ნანახია 4 070

არ იცოდა სად მიდიოდნენ, ან გუგა რას გულისხმობდა იმაში როცა თქვა მალე ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვიქნებითო, მაგრამ ერთი რამ კარგად იცოდა, რომ გუგასთან არ სურდა არანაირი ურთიერთობა.გუგა გუგა იყო და ელენა ელენა.ან როგორ უნდა დაახლოვებოდა მას იმ საშინელი ქმედების შემდეგ? ამას ხომ ვერასოდეს ვერ დაივიწყებდა ელენა.მანქანაში ისევ სიჩუმე იყო გამეფებული და არ თმობდა თავის პოზიციებს.ელენა უაზროდ იყო ჩაფიქრებული, გუგა კი მშვიდად გზას უყურებდა და ზოგჯერ ელენასაც შეავლებდა ხოლმე თვალს.არა არ შეუძლია ამ გოგოს,რომ ახლა არ იფიქროს.უნდა იფიქროს.რატომღაც თავის სამომავლო გეგმებს გადაავლო თვალი და იქ გუგა არსად ჩანს.ან რატომ უნდა ჩანდეს?!ეგეთი რა სიკეთე გაუკეთ, რომ თავის სამაომავლო გეგმებში ჩასვას ეს ურჩხული.არა არა ახლავე მიუტრიალდება და თავის გემებსაც გააცნობს,სადაც გუგა საერთოდ არ ჩანს.ან არა, ჯობს დაელოდოს,ჯერ გუგამ წამოიწყოს საუბარი,აბა ეს ხომ არ ეცემა პირველი
_კინოში მივდივართ!გზას მოაშორა მზერა და ელენას შეხედა,რომელიც ფანჯარას არ მოსცილდა და ისევ უაზროდ დაიწყო ყურება
_რატომ?ისე კითხა არ შეტრიალებულა მამამკაცისკენ
_კინოში რატომ მიდიან ხოლმე?გუგას ჩაეცინა
_ფილმის სანახავად!მოკლედ მოუჭრა და ისევ გზას გახედა
_რა გჭირს?!მანქანა უცებ გააჩერა და ელენას შეხედა, რომელიც უცებ მოტრიალდა მისკენ და თვალებში ჩააშტერდა
_და რა მჭირს?
_არ ვიცი, აქამდე კარგად იცინოდი და ახლა რა გჭირს?!მკაცრად გაუმეორა შეკითხვა და წარბაწეულმა გახედა
_სიცილი არ შეიძლება?ისე კითხა მამაკაცს ზედაც არ შეხედა, ისევ ფანჯრის მინას მიადო თავი და უაზროდ დაიწყო ყურება
_როგორ არ შეიძლება მაგრამ...
_მაგრამ რა?არ დააცადა მამაკაცს წინადადების დასრულება,ერთი სული ქონდა თვითონაც ეთქვა თავისი სათქმელი
_მაგრამ ის, რომ 5 წუთის წინ თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ჩვენც კარგად ვიყავით!ყველაფერი უცებ ჩაოამარაკრაკა და ისევ გზას გახედა
_ყველაზე საშინელი არსება ხარ რაც კი მინახავს!სულელიც!დაინახა როგორ გაბრაზდა მამაკაცი ამ სიტყვების მოსმენისას, როგორ დაებერა ძარღვები სიბრაზისგან და როგორ დაუჭირა ცალი ხელით სუსტი მკლავი, მაგრამ არ დანებდა და ისევ გააგრძელა
_იმიტომ ვიცინი, რომ არ გავგიჟდე!ჰო ალბათ მალე გავგიჟდები და ჭკუდნა შევიშლები სიცილიც რომ აღარ შემეძლოს! შენ რომ ჩემს დღეში იყო ალბათ ვერც გადაიტანდი ამას!შენ რა ბიჭი ხარ, რა კაცი გქვია!იმის შემდეგ რაც გამიკეთე, იმის შემდეგ რაც შენი ცხოველური ქმედებები გამოავლინე ჩემთან და მის გარდა არაფერი სხვა ადამიანურისა, როგორ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იყო!იმ დღის შემდეგ ნახევრად მკვდარი დავდივარ..
_მორჩი!ახლავე შეწყვიტე ელენა!ამას ყოველდღე ნუ მახსენებ!იმხელა ხმაზე დაიღრიალა უცებ შიშისგან შეხტა და მამაკაცს შეშინებულმა გახედა
_ჰო ყოველდღე უნდა გახსოვდეს ყოველდღე!
_მორჩი, ისედაც ყოველდღე მახსოსვს!უფრო მოუმატა ყვირილს და როცა შეშინებული გოგო დაინახა შეეცადა დამშვიდებულიყო
_ერთი წლის შემდეგ დაგავიწყდება!
_რა შუაშია აქ ერთი წელი?ინტერესით გახედა და ელენას კმაყოფილი სახე,რომ დაინახა ეჭვით აათვალიერა
_ის რომ ერთ წელში წავალ,კარგად მეყოლე!ირონიულად გაუღიმა გაკვირვებულ მამაკაცს
_ეგ ვინ მოგატყუა?სიცლი დაიწყო და ისევ გახედა ელენას,რომელიც ახლა უკვე გაოცებული უყურებდა და აშკარად რაღაც აზრებს ალაგებდა თავში,მაგრამ ვინ დააცადა
_ვინ მოგატყუათქო?!გაუმეორა შეკითხვა და ელენას პასუხს მშვიდად დაელოდა
_არავის მოუტყუებია.შენ მართლა შენი ცოლი ხომ არ გგონივარ?!საშინლად გაღიზიანდა გუგას ირონიულ საუბარზე და სიცილზე.ღირსია ახლა გაუქანოს ეს ხელი და აუწითლოს ის ორივე ლოყა,მაგრამ ამდენი რომ შეეძლოს ამ სიფრიფანა გოგოს რაღა უჭირს
_მისმინე პატარა ქალბატონო!თავიდანვე უნდა შეიგნო,რომ ვერსად ვეღარ წახვალ!უკვე გვიანია,ამიტომ მორჩი ამ ისტერიკების გამართვას და შეეცადე დამშვიდდე!მთელი სერიოზულობით ესაუბრებოდა გამოშტერებული სახით მჯდომ გოგოს და მისი სახის დანახვისას სიცილს ძლივს იკავებდა
_ვერ გიტან!უცებ მოიშორა ობოლი ცრემლი და მამაკაცს ისევ გაუსწორა მზერა.თითქოს დაინახა როგორ ეცვალა ფერი სახეზე მისი ამ სიტყვების მოსმენისას, წამით შეეცოდა კიდეც ,მაგრამ მალევე გაახსენდა ყველაფერი და ისევ ზიზღით დაუწყო ყურება
_ეს აღარ გაიმეორო!
_ვერ გიტან!
_აღარ გაიმეორო ამის დ**** შ****!შენ გგონია მე არ ვდარდობ?შენ გგონია არ მახსოვს და დამავიწყდა? ყოველდღე მახსოვს ელენა, ყოვედღე. ამის გამო ჩემი თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მგონია, ყველაზე საშინელი, მაგრამ არ შემიძლია ყოველ წამს მახსოვდეს! მე ახალი ცხოვრება მაქვს, უფროსწორად ახლა ვიწყებ.ისე მშვიდად ელაპარაკებოდა გოგოს, რომ თვითონაც უკვირდა თავისი სიმშვიდის.აღარ უნდოდა გული ეტკინა მისთვის ,აღარ უნდოდა ახალი საბაბი მიეცა მისი სიძულვილის
_მაგარია, მე ცხოვრენა გამიუბედურე და შენ ახალ ცხოვრებას გეგმავ!ისეთ ხმაზე დაიყვირა აქამდე, რომ არასდროს დაუყვირია. თვითონაც გაუკვირდა თავისი გამბედაობის.არა აშკარად სარგებლობს გუგას მოთმინებით.არა ისე რაში ადარდებს გუგას ახალი ცხოვრება, ახლა ამის დრო არაა ელენა,ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდე
_შენთან ერთად ვიწყებ!მტკიცედ უპასუხა და ისე რომ მის პასუხს არც დალოდებია ისევ სწარაფად მოწყდა ადგილს .რას აღარ ფიქრობდა ელენა, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში გუგამ რაც თქვა, მაგრამ თან ვერ ხვდებოდა რა ეთქვა ამ ბიჭს
_მე შენთან არანაირი ურთიერთობა არ მსურს!უცებ მოვიდა გონს, თითქოს ახლა გაანალიზა გუგას სიტყვები
_ეგ შენ აღარ გეხება!
_რას ქვია მე არ მეხება?არა მაინც რა უზრდელია, ჯერ ეუბნება შენთან ერთად ვიწყებ ცხოვრებასო და ახლა შენ არ გეხებაო,ეს ვერ არის ხო?!
_ მე გადავწყვიტე უკვე ყველაფერი!
_როცა საუბრობ ჩვენზე იქ მხოლოდ მე_ს ნუღარ გაჰკივიხარ!მთელი სიბრაზით აათვალიერა კმაყოფილი სახით მჯდომი გუგა და დაინახა როგო გაეცინა მისი ნათქვამისას
_კარგია პატარავ!ხედავ უკვე ჩევნ თქვი!
_მანქანა გააჩერე!
_გაგიჟდი გოგო?!სად გავჩერო?!გაკვირვებულმა შეხედა და უაზროდ გააქნია თავი
_გააჩერე სანამ გადავხტი?!ხმამღლა იყვირა და მამაკაცს მკვლელის თვალები მიაპყრო
_და შენ გგონია დაგიჯერებ რომ გადახტები?გუგამ სიცილი დაიწყო და გოგონას სახის დანახვისას ისევ დასერიოზულდა
_ნუ დაგავიწყდება რომ მთაში გაზრდილი გოგო ვარ....
_იმიტომ ხარ ასეთი ჯიუტი!მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანს!საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია
_გააჩერე სანამ მართლა გადავხტი!
_გადადი!მალევე გაუჩერა მანქანა იმ იმედით, რომ ვერსად წავიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე.ელენა ისეთი სისწრაფით მიდიოდა თითქოს ვინმე მისდევსო.არა სად მიდის ამ შუაღამეს ისე საკითხავია?რა ჯიუტია ეს გოგო,მაგრამ რა ქნას? ამ ურჩხულთან ყოფნას ისევ წასვლა ურჩევნია
_ელენა ახლავე დაბრუნდი!დაუყვირა მაგრამ ნეტა შენ, უსმენდა რო?
_თავი დამანებე გუგა!
_კარგი მე წავედი და ვნახოთ სახლში როგორ მოხვალ!
_ნამდვილი ურჩხული ხარ!უცებ დაუძახა გუგას სანამ მანქანაშ ჩჯდებოდა და თავისი ნათქვამის გამო, კმაყოფილი სახე მიიღო
_ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად ურჩხულიც ვარ?!ნაწყენმა დაიყვირა და სწრაფად მიმავალ ელენას ხელი ჩავლო
_ხო ურჩხული ხარ!აი დიდი ულვაშები რომ აქვთ და დიდი ბრჭყალები ისეთი ურჩხული!ახლა უკვე მის წინ იყო ასვეტილი მაღალი სილუეტი და ყვრილიც აღარ სჭირდებოდა.არა ისე რა ეტყობა ურჩხულის,შეხედავ კაცია ზე სიმპატიური.შავი თვალები და მისი მკაცრი გამოხედვა ადგილზე აქვავებს ელენას,აღარაფერს ვამბობ იმ სურნელზე რომელიც ცხვირში უღიტინებს და სასიამოვნოდ უთბობს სხეულს
_მოიცა მე თუ ურჩხული ვარ მაშინ შენ მზეთუნახავი გამოდიხარ!გუგამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი,ელენამ გარემო კარგად დაზვერა ვინმე ხომ არ გვიყურებსო.შემდეგ როცა მარტო დაიგულა ბატონი გუგა უფრო გათამამდა.მეტი თავდაჯერებულობისა და ეფექტურობისთვის ,ხელები გადაიჯვარედინა და ისე გაუსწორა მზერა
_დიახ მასე გამოდის!
_ანუ შენ ამბობ რომ მზეთუნახავი ხარ?!სიცილს არ წყვეტდა გუგა
_კი თქო!მობეზრებულად გდაიქნია თავი
_მერე შენ ის არ იცი,რომ ურჩხული პრინცად უნდა გადაიქცეს?!წარბაწეულმა გახედა ელენას და მის პასუხს დიდი ინტერესით დაელოდა
_მერე მე რა უნდა ვქნა?!გაშტერებულმა შეხედა ირონიული სახით მდგომ მამაკაცს,რომელიც ნელნელა ამცირებდა მათ შორის მანძილს
_რა უნდა ქნა და უნდა აკოცო!ამის თქმა იყო და უცებ მოხვია ძლიერი მკლავები მის სუსტ სხეულს,უცებ დაეწაფა მის ვარდისფერ ,სიცივისგან გამობურცულ ტუჩებს და მთლიანად აიკრა მამაკაცმა სასურველი სხეული.

ბავშვებო რაც მოვასწარი და დავწერე ეს არის,არ ვაპირებდი დადებას

დაწერეთ თქვენი აზრი

მგონი აღარ გავაგრძელებ ამ მოთხრობას

დრო მაქვს


არვიცი დაწერეთ ვინც კითხულობთ,რომ ვიცოდე მაინც მიღის თუ არა გაგრძელება

მაპატიეთ,მაგრამ 2 კაცის გამო მართლა არ მიღირს

ახლა დავწერე ეს თავიც დრო არ მაქვს და ვერ ვწერ

უბრალოდ დაწერეთ ვინ კითხულობთ,რომ გადავწყვიტო გავაგრძელო თუ არა



№1  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

წოწ მიყვარხარ რა კარგი თავი იყო თან მალ-მალე დებ ხოლმე
გადავიფიქრე შენს მოკვლას აღარ მაპირებ.
მაგრამ რა იცი თუ ძველებურად გააგრძელებ შეიძლება მოგლა კიდეც wink

 


№2  offline წევრი 4-ever

გააგრძელე რა დასასრული მაინტერესებს:-* კაია ძაან

 


№3  offline წევრი Last Breath

გააგრძელე აუცილებლად <3

 


№4  offline წევრი usazgvro

რასქვია Aრ უნდა გააგრძელო ისე გელოდები ხოლმეე კარგი რა არ გაგვწიროოოოო

 


№5  offline წევრი Elle025

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი..არ შეწყვიტო,გააგრძელე..ძალიან კარგია love

 


№6  offline წევრი Eko Ekunebi

ra agar ynda gaagrdzeloo sulmoutqmelad velu xolme am motxrobas... gaagrdzele argi iyowink

 


№7  offline წევრი ტასიკო

უნდა გააგრძელო აბა რაა

 


№8  offline წევრი Nina-

gaagrdzele ra gtxovv <3 <3 <3

 


№9  offline წევრი Marysese

Arshewkvitoo ar gamagijo tore mecc mogdzebni DA mogklavvv!!!

 


№10  offline წევრი lika

gagrdzele aba ra unda qna :*

male ar dasrulo were sadamdec gaqachav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent