მეორადი ბედნიერება [15]
პეტრე პირობას ასრულებდა. სამი დღე ისე გავიდა ზედმეტად არაფერი უთქვამს, მზერასაც არიდებდა, შეხებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ცდილობდა ბიჭებთან ემხიარულა და არ შეემჩნია ანნას მოწყენილი თვალები. ურეაქციო სახით დააბიჯებდა გოგონა, აღარაფერი ახალისებდა, თორნიკეს ხუმრობებიც კი. ჩამქრალი მზერა ძირითადად პეტრესკენ იყო მიმართული. თვითონაც ვერ მიხვდა, ისე უცებ შეეჩვია მის ყურადღებას და ერთბაშად ისე დააკლდა.სუნთქვა უჭირდა მის გვერდით რომ იყო, ის კი არც იმჩნევდა. საღამოს ჩვეულებისამებრ ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ. - სახლში მინდა დაბრუნება _ ხმამაღლა გამოაცხადა ანნამ. გაკვირვებულებმა გადახედეს. - რატომ? _ მშვიდი ტონით იკითხა რატიმ. - იმიტომ რომ აქ ვეღარ ვძლებ, ჩემს სახლში მინდა. - ჩათვალე რომ შენს სახლში ხარ _ პასუხი დაუბრუნა თორნიკემ. - არ ვარ ჩემს სახლში, ეს მისი სახლია. - კარგი დავბრუნდეთ _ უპრეტენზიო ტონით დაეთანხმა პეტრე და კიდევ ერთხელ ატკინა თავისი სიტყვებით. „აბა რას ელოდი, მუხლებში ჩაგივარდებოდა?“ - გაბრაზებულმა გაიფიქრა ანნამ და თვალზე მომდგარი ცრემლი უკანვე დააბრუნა. - მოემზადეთ და ხვალ დილით წავიდეთ _ ჩაილაპარაკა პეტრემ და დივნის საზურგეს მიეყრდნო. - დავიძინოთ მაშინ _ უკმაყოფილოდ გამოაცხადა თორნიკემ და ოთახისკენ წავიდა. ყველა მიჰყვა. თორნიკეს და რატის ერთ ოთახში ეძინათ, პეტრეს ცალკე, მამის ოთახში. ელენე და ანნაც ერთ ოთაახში იყვნენ. კარები დაკეტეს თუ არა, ანნამ ემოციებისგან განთავისუფლების უფლება მისცა თავს, ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ერთბაშად გადმოუშვა თვალებიდან. ელენე ვეღარ აწყნარებდა, გაუჩერებლად ზლუქუნებდა. - ანნა, ახლა მომისმინე, იქაც თუ ასე უნდა იყო, ჩემი ხელით წაგიყვან პეტრესთან და სახლში დაგსვამ მასთან _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. - სულ ოდნავადაც არ ვადარდებ. - ძალიანაც ადარდებ, ხვალ თუ აქედან წავედით, მერე ყველაფერი დამთავრდება, მიდი ახლა და დაელაპარაკე. - რაზე ველაპარაკო. - ნუ გადამრევ გოგო, მიდი და ელაპარაკე რას გრძნობ, უთხარი როგორ გწყინს უყურადღებობა, შენი ემოციების შესახებ მოუყევი, რა ვიცი, გააგებინე რამენაირად რომ შეგიძლია მასთან ურთიერთობის აწყობა. - არ შემიძლია _ ამოიკნავლა. - შეგიძლია, აბა ასე უნდა იყო? რამდენ ხანს აპირებ ტირილს? სანამ პეტე კიდევ ერთხელ არ მოიყვანს ცოლს? მერე? - არ ვიცი.. - იცი.. - ვიცი _ პაუზის შემდეგ მტკიცედ ჩაილაპარაკა, ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა. - მიდიხარ? - ჰო _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. პეტრეს კარებზე ფრთხილად დააკაკუნა, არ იცოდა რისი თქმა სურდა, მაგრამ როგორმე უნდა მოეხერხებინა, ბიჭის დატოვება საკუთარ ცხოვრებაში. ოთახიდან პეტრეს ხმა გაისმა. კარები შეაღო და შევიდა. - რამე მოხდა? _ შეშფოთება ვერ დამალა პეტრემ. - არაფერი, ყველაფერი რიგზეა. - აბა? - პეტრე.. იცი.. მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი. - გისმენ.. _ ნელი ნაბიჯით წავიდა ანა მისკენ და ლოგინზე ჩამოჯდა. - ბოდიში _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - რისთვის? - ჩემი საქციელისთვის.. უბრალოდ მართლა რთულია ჩემთვის.. ცოტა მოულოდნელიც, სანერვიულოც, გეგას შემდეგ ასე მალე სხვა ადამიანი.. _ საუბარი უჭირდა. - დამშვიდდი და ისე მელაპარაკე, ნუ ნერვიულობ. - ყველასთვის რთული გასაგები იქნება პეტრე, ძალიან რთული, მეშინია მათი რეაქციების, არ ვიცი რა იქნება. - ახლა შიშის გარეშე მელაპარაკე, მითხარი რისი თქმაც გინდა. - არ მინდა რომ ჩვენი ცხოვრებიდან წახვიდე _ ხმა გაებზარა და თვალები აუბრჭვიალდა. პეტრეს გაეღიმა. - მაინცდამაინც უნდა მეჩხუბა და დამეიგნორებინე ამას რომ მიმხვდარიყავი? - ალბათ _ ტუჩები მობუსხა. - კიდევ კარგი ახლა მაინც მიხვდი. - ხომ არ წახვალ? - არ წავალ _ გაიცინა.. თვალებში უყურებდა ანნას და ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის.. იმდენად რთული აღმოჩნდა ემოციების კონტროლი.. ნელა მიიწია მისკენ, ვერ შეძლო თავი შეეკავებინა, მიიწია და ტუჩებზე შეეხო.. რეაქციამაც არ დააყოვნა, წამსვე დაიხორკლა ანნა.. ისიც გაუაზრებლად აჰყვა პეტრეს.. კოცნა კი სულ უფრო მომთხოვნი ხდებოდა, ხელებსაც ნაზად დაასრიალებდა გოგოს წელზე. - პეტრე, პეტრე _ ნელა მოიშორა.. _ ასე არ შეიძლება, ეს.. ეს არასწორია.. _ ხმის კანკალით ლაპარაკობდა. - მაპატიე, მაპატიე _ თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი _ ბოდიში რა, თავი ვეღარ შევიკავე, არ მინდოდა.. - ჩემი ბრალიცაა, არაუშავს.. - მოდი ჩემთან _ მიიხუტა და თავზე აკოცა. _ შენ არაფერზე ინერვიულო, თქვენ უნდა იყოთ ძალიან კარგად.. ის შიში და მოლოდინები დაივიწყე, ყველაფერს მოვაგვარებთ თუ მოვინდომებთ.. - შევძლებთ? _ აბრჭყვიალებული თვალებით ახედა. - აუცილებლად შევძლებთ თუ შენ გენდომება _ გაუღიმა. - ხვალიდან რა იქნება? - არაფერიც არ იქნება, დავბრუნდებით, შენ აღარ დამემალები, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ. _ ანნას ჩაეღიმა. - კარგი, წავალ ოთახში. - დარჩი რა _ თბილი მზერა მიანათა _ ერთად დავიძინოთ _ გაუღიმა და ლოგინზე მიწვა.. - პეტრე.. _ ყოყმანით დაიწყო. - უბრალოდ დავიძინოთ, მინდა რომ ჩემ გვერდით იყო.. - კარგიი _ გვერდით მიუწვა, პეტრემ თავისკენ მიაჩოჩა და საბოლოოდ ჩახუტებულებს ჩაეძინათ. -------------------------- ქალაქში ჩასულს, მაინც შეეპარა შიში. სახლში თბილად შეხვდნენ, აშკარად ბედნიერები იყვნენ შვილის გარეთ გასვლით. დაძაბულობა მოეხსნა. მეორე დღეს ექიმთან იყო და კიდევ უფრო გააბედნიერა იმის გაგებამ, რომ პატარა კარგ მდგომარეობაში ჰყავდა. მუცელიც უკვე წამოზრდოდა და ძალიან მოწონდა. სახლშიც გახარებული დაბრუნდა.. პეტრე... მეორე დღესვე წავიდა მამის საფლავზე.. უნდოდა რაც შეიძლება მალე მოეყოლა მომხდარის შესახებ.. უყვებოდა კიდეც, მაგრამ ვიღაცის ხმამ შეაწყვეტინა.. - პეტრე _ აშკარად ლიაკოს ხმა იყო. გაკვირვებულმა შეხედა, სახეზე ემოციაც კი არ ქონდა, თვითონაც ვერ მიხვდა ეწყინა, გაბრაზდა და თუ რა გრძნობა დაეუფლა. _ როგორ ხარ? - კარგად ლიაკო, ძალიან კარგად. - ცოლი მოიგყვანია გავიგე. - გავშორდი კიდეც.. - ჩემი ბრალია? - არა, შენ არაფერ შუაში ხარ. - აბა? - სხვა. - პეტრე, ბოდიში მინდა მოგიხადო იმ ყველაფრის.. - არ ღირს ლიაკო, პირიქით მადლობა რომ წახვედი. - მიხარია თუ ბედნიერი ხარ. - მეც, მეც.. ბიჭებთან მეჩქარება _ ლიაკო დატოვა და მეგობრებთან წავიდა.. --------------------- საღამოს ანნას ტელეფონზე ზარი გაისმა.. თორნიკე იყო.. - გისმენ თორნიკე.. - ანნა.. - რა მოხდა? რა ხმა გაქვს? - ანნა, პეტრე დააკავეს? - რა?? - პოლიცია მოვიდა და წაიყვანა, სანამ ტელევიზორიდან გაიგებდი ვარჩიეთ ჩვენ დაგვერეკა.. - კი მაგრამ რატომ? _ საკუთარი ხმა ვეღარ იცნო.. - ბატონი გუჯას მკვლელობას აბრალებენ.. - არა, არა, არა, შეუძლებელია.. - დღეს ვეღარაფერს მოვახერხებთ, ადვოკატს დავუკავშირდით.. - უნდა ვნახო.. - ახლა არ შეგიშვებენ.. - მაგრამ უნდა ვნახო.. - ელენე გამოვა ახლა შენთან და ჩვენთან წამოდით... ნახევარ საათში უკვე ბიჭების წინ ისხდნენ.. - როგორ, რატომ? _ მონოტონურად ბუტბუტებდა. _ რატომ არის ის ეჭვმიტანილი? - თურმე მარტო პეტრე მტრობდა _ სიმწრით ჩაეცინა რატის.. - კი მაგრამ სად იყო, სამხილები არ გაქვთ უდანაშაულობის დასამტკიცებლად?? - დღის თორმეტიდან პირველის ნახევრამდე ჩვენთან არ ყოფილა, შესაბამისად ვერაფერს ვამტკიცებთ, არც შენთან ყოფილა. - კი მაგრამ რამე ხომ უნდა არსებობდეს? _ ამოისლუკუნა. - აუცილებლად მოვაგვარებთ, აუცილებლად.. - როდის შევძლებთ ნახვას? - არ ვიცი, უნდა ვეცადოთ სასამართლო რაც შეიძლება მალე გაიმართოს. - არ შემიძლია _ მთელი ხმით ატირდა.. - დამშვიდდი ანნა, ხვლავე ვეცდებით რომ ნახო და ძალიან მალე გამოუშვან, გპირდებით რომ ამას შევძლებთ. მეორე დღეს საკუთარი კავშირებით იმდენი შეძლეს ბიჭებმა, რომ ანნას პეტრე აჩვენეს. ცრემლიანი თვალებით შეაბიჯა ოთახში, მთელი ძალით ჩაეხუტა ბიჭს და ასლუკუნდა. - ჩუ, დაწყნარდი რა გეხვეწები, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა. შემომხედე, ანნა შემომხედე _ ახედა. _ მითხარი ჩემი გჯერა? - მჯერა.. - რაც არ უნდა გითხრა ახლა, მითხარი რომ მენდობი და ჩემი გჯერა.. - გენდობი და შენი მჯერა, ვიცი რომ შენ არ მოკლავდი, ვიცი.. - იმედი მაქვს რომ შევძლებ უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ არ მინდა ამის გამო შენი ნდობა დავკარგო.. - პეტრე მე გენდობი.. - ლიაკოს შეუძლია მოწმე იყოს _ ჩუმად ჩაილაპარაკა და ანნას რეაქციას დააკვირდა. როგორ უნდოდა მის თვალებში შიში, უნდობლობა არ ამოეკითხა, როგორ უნდოდა ეჭვი ვერ ეპოვა.. - მართლა? _ ბედნიერი იყო, როცა მის თვალებში ეჭვი კი არა იმედი ამოიკითხა. - მამას საფლავზე ვიყავი, იქ კი ლიაკო მოვიდა, მხოლოდ მას შეუძლია იმის თქმა რომ დროის იმ მონაკვეთში საფლავზე ვიყავი _ თავი ვალდებულად ჩათვალა აეხსნა. - მე მჯერა, თუ ის დაგვეხმარება რომ შენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ, მე პრობლემა არ მექნება.. _ ღიმილით მიიხუტა გოგონა. კიდევ ერთხელ გაიაზრა რამხელა განძი ხვდა წილად მისი სახით. ანნას მართლა სჯეროდა. ერთი წამითაც არ დაუშვია ლიაკოს ხსენებისსას, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ახლა რომ პეტრეს უდანაშაულობა ვერ დაემტკიცებინათ, უბრალოდ ვერ გადაიტანდა. მის გარეშე დღეები წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. იმდენად შეეჩვია მასთან ყოფნას. სასამართლო ორ კვირაში დანიშნეს.. კიდევ ორი კვირა პეტრეს გარეშე, მერე კი არც იცოდა რა მოხდებოდა.. იმედი ჰქონდა ლიაკო დათანხმდებოდა ჩვენების მიცემაზე, მაგრამ დაზუსტებული არაფერი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, მაინც ეშინოდა.. ძალიან ეშინოდა... ______________ ესეც მეთხუთმეტე თავი ჩემო შოკოლადებო... უუღრმესი მადლობა, არ მეგონა ამდენი დაგვიანებების შემდეგ ამდენი გამოხმაურება თუ ექნებოდა,, ძალიან მახარებთ და მაპოზიტიურებთ.. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც, ველი შეფასებას დაა კრიტიკას.. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.