შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 11


30-05-2015, 14:49
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 965

სახლში მარტოდ დარჩენილი ელენი, მოუსვენრად იყო. ღელავდა, რადგან არ იცოდა ლუკას მშობლებს რა რეაქცია ექნებოდათ მის გაცნობაზე. ან თვითონ, როგორ მიიღებდა მათ. თითქმის მთელი ღამე ფიქრებში გაატარა.
დილით, ცუდ ხასიათზე გაეღვიძა. სამსახურში წასვლა ეზარებოდა. კარადიდან ჯინსები და თხელი ჯემპრი გამოიღო, მაკიაჟიც არ გაიკეთა ისე წავიდა.
-ვაიმე დედა!გოგო რა მოგივიდა ფერი არ გადევს მაგ ანგელოზივით სახეზე.. აღელვებული შეეგება თიკა.
-არაფერი თიკა, უბრალოდ ცუდად მეძინა.
-მოიცადე ყავას გაგიმზადებ, შენ ოფისში დამელოდე ახალი ჭორი მაქვს. ელენი ოფისში გაისტუმრა, თვითონ კი ყავის მომზადებას შეუდგა, ერთი სული ქონდა ვინმესთვის ჩაეკაკლა ახალი ამბები.
-უჰჰ გოგო,მოკლედ ვალერის ცოლს გაუგია იმ საყვარლის ამბავი და ისეთი ამბავი ამტყდარააა.. მივარდნია იმ ქალს სახლში და მთელი მეზობლების წინაშე მოუჭრია თავი. ხოდა, დადის ახლა ჩვენი ვალერი ხუთოსანი მოსწავლესავით, სამსახური-სახლში.
-და შენ საიდან იგებ ხოლმე ამ ამბებს?
-ჩემი ახლო მეგობარია მაგათი კარის მეზობელი და ვალერის ოჯახთან ძალიან არის დაახლოებული.
-ფისო ვალერი გეძახის თავის კაბინეტში.შემოყო თავი დათომ.
-შენი ფისო არ ვარ მე და ერთხელაც იქნება ისეთ სახელს შეგარქმევ, რომ სხვა ფისოებიც აღარ გაგეკარებიან დათიკო! მიაძახა ელენმა და უფროსის კაბინეტში მიიმალა. ვალერიმ ახალი ივენთები წარუდგინა, დეტალები განიხილეს და კმაყოფილები იყვნენ, რომ ეს თვე საკმაოდ მომგებიანი იყო მათთვის.
სამუშაოზე ყურადღების გადატანა მოუხდა ელენს და თითქმის სულ გდაავიწყდა დღეს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ლუკას მშობლებთან. მისი ტელეფონი აწკრიალდა, უცნობი ნომერი იყო.
-ლენ, რას შვები ჩემო სიცოცხლე. გირეკავდი ცოტა ხნის წინ და არ მპასუხობდი.ხო კარგად ხარ?
-კი ლუკა უბრალოდ ჩემ უფროსთან ვიყავი, რაღაც საკითხებს განვიხილავდთ და ტელეფონი ჩემს კაბინეტში დამრჩა. რას შვები აბა, როგორ ჩაიარა ოჯახთან შეხვედრამ?
-კარგად ძალიან გაუხარდათ ისევ სახლში, რომ ვარ. შენზეც ველაპარაკე და მოუთმენლად გელოდებიან. ელენს ცივმა ოფლმა დაასხა..
-ლუკა რა ვიცი იქნებ არ ღირს ჯერ აჩქარება და შენ მშობლებთან ვიზიტი. რავიცი მაინც არ იფიქრონ ერთი თვეც არ არის რაც იცნობსო და უკვე სახლში დაადგაო. რაღაცნაირად მეუხერხულება.. ბურტყუნებდა ელენი.
-შენ ეტყობა ღამე ცუდად გეძინა ჩემო პატარავ და იმიტომაც ბოდავ . რა ერთი თვე გოგო ბავშვობიდან გიცნობთქო დაგავიწყდა?თან დედაჩემს მაგრა გაუხარდა, რომ ვუთხარი ის პატარა ელენი ვიპოვე თქო.ასე რომ დამშვიდდი აქ არავინ უცხო არაა და ყველა კარგად მიგიღებს. ელენს ცოტა მოეშვა და ხასიათზეც მალევე მოვიდა. ლუკა სახლში მიაკითხავდა საღამოს. ვალერის სთხოვა წავალო და სამსახურიდან გიჟივით გამოვარდა.
თითქმის მთელი კარადა გადმოატრიალა. ვერაფრით გადაეწყვიტა რა ჩაეცვა. ბოლოს არჩევანი შავ კლასიკური სტილის კაბაზე შეაჩერა. თმები დაისწორა, მაღალ ქუსლიანი ჩექმა გადმოიღო, რომელიც ძალიან მოუხდა მის კაბას, მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და უკვე მზად იყო. ლუკას მოსვლამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა და გული საშინლად უცემდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ღელავდა ამდენს.უცებ ზარის ხმა გაისმა. ელენმა კარი გაუღო გარეთ მდგარ ლუკას, რომელსაც მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და გოგონა ვნებიანი თვალებით შეათვალიერა.
-შეუდარებელი ხარ.შენ მე გამაგიჟებ ერთხელაც იქნება. მიეფერა ლუკა ელენს და ტუჩებზე ნაზად აკოცა. მისმა შეხებამ, გოგონას სიმშვიდე მოჰგვარა და თითქოს ნერვიულობამაც იმწამსვე გაუარა.ჩანთას ხელი დაავლო და ლუკასთან ერთად გავიდა.
სახლს, რომ მიუახლოვდენ ელენი გაოცებული შეჰყურებდა, უზარმაზარ ეზოში ჩადგმულ შენობას. ლუკამ მანქანა სახლის პირდაპირ დააყენა, გადავიდა და ელენს კარები გაუღო. ის კი აქეთ იქეთ იყურებოდა და ცდილობდა იქაურობა კარგად მოეთვალიერებინა.
-ზაფხულში უფრო ლამაზია ეზო. ჭიშკრიდან, აი ამ კუთხემდე სულ ნაირ-ნაირი ყვავილები აქვთ ხოლმე დარგული და ძალიან ალამაზებს აქაურობას. აუხსნა ლუკამ. შემდეგ შესასვლელში ზარი დარეკა. სანამ კარს გააღებდნენ ელენი ისეთმა აღელვებამ მოიცვა კინაღამ სული შეეხუთა. კარი მოსამსახურემ გაუღო და ღიმილით შეიპატიჟა ორივე. სახლიც საკმაოდ დიდი იყო.გრძელი დერეფანი, რომ გაიარეს მისაღებ ოთახში შევიდნენ, სადაც ფართე მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. ყველამ მათკენ გამოიხედა. ლუკას დედა, ქალბატონი ნანა სავარძელიდან წამოხტა და ახალ შემოსულებს ღიმილით მიეგება. -გამარჯობათ ელენ. როგორც იქნა ისევ გიპოვეთ.რომ იცოდე რამდენ ხანს ვეძებეთ შენი სახლი მე და ლუკამ წლების წინ. ისევ ისეთი ლამაზი და კოხტა ხარ, როგორიც ბავშვობაში. მოეხვია ნანა ელენს, რომელსაც ასეთი თბილი მიღების შემდეგ გულზე მოეშვა და თავი ბევრად უფრო კარგად იგრძნო. იქვე იყვნენ ლუკას ბიძაშვილი და მამიდა, რომლებიც ასევე თბილად შეხვდნენ და სუფრასთან მიიპატიჟეს.
-მამა ჯერ არ მოსულა? იკითხა ლუკამ. -არა დედა, დარეკა რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრააო და ცოტა დამაგვიანდებაო. ჩვენ დავიწყოთ, თორემ ალბათ ელენი მშიერი იქნება სამსახურიდან თუ მოდის. გაუღიმა ელენს ნანამ. ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. ლუკას ოჯახის წევრები მართლაც ძალიან თბილი ხალხი იყო. ელენს სიამოვნებდა მათ გვერდით ყოფნა. ცოტა ხანში ლუკას მამაც მოვიდა და მათ შეუერთდა. -ვაა თამაზ შენც აქ ხარ? გაეხუმრა ლუკა მამას. -"გაგიტყდა"? არც თამაზიმ დააყოვნა და თავისივე ნათქვამზე გულიანად გაიცინა. -გამარჯობა ელენ შვილო მე თამაზი ვარ. ბატონი ლუკას მამა. -თამაზას იუმორში ვერავინ აჯობებს ჩაერთო ლუკაც. -სასიამოვნოა ბატონო თამაზ. გაუღიმა ელენმა. უკვე გვიანი იყო, ელენი და ლუკა დაემშვიდობნენ ოჯახის წევრებს და გამოვიდნენ. - მე არ დავბრუნდებიი. დაიძახა ლუკამ და კარი გაიხურა. ელენი სირცხვილისგან იქვე გაწითლდა და ლუკას მხარზე მწარედ უჩქმიტა. -აუცილებელი იყო მთელ ოჯახს გაეგო, რომ ამაღამ ჩემს საწოლში უნდა იკოტრიალო ? -საყვარელო შენ ეგენი ბავშვები ხოარ გგონია. გადაიხარხარა ლუკამ. სახლში, რომ შევიდნენ ელენი თავისი ოთახისკენ გაეშურა გამოსაცვლელად. ეს არ გამოპარვია ლუკას თვალს და უკან აედევნა. ნახევრად შიშველი ელენის დანახვაზე, სისხლი აუჩქეფდა, მასთან მიიჭრა და გიჟივით დაუწყო კოცნა. არც ელენს გაუწევია წინააღმდეგობა. ლუკას შეხებაზეც კი თრთოდა ხოლმე. ორივე ვნებაარეული კოცნიდა ერთმანეთს, ლუკამ წამებში სრულად გააშიშვლა ელენი და მთლიანად დაეუფლა.
-ლუკა ალბათ მე არ ვგავარ სექსში იმ გამოცდილ გოგონებს ვისთანაც შენ გქონდა ხოლმე ურთიერთობა..
- შენ გსიამოვნებს?
-კი.. თითქოს სამყაროს ვეთიშები შენი სხეული რომ მეხება..
-ხოდა მეც ეგრე ვარ.. არაფერი სჯობს იმას როცა საყვარელ ქალთან გაქვს სექსი. არც კი მინდა სხვას შეგადარო. ლუკამ მაგრად აკოცა ელენს ლოყაზე.
-მოდი წავიდეთ. წამოიძახა ლუკა.
-სად წავიდეთ?
-ქობულეთში.უცებ იქაურობა გამახსენდა. ისევ ის სახლი ავიღოთ სადაც გაგიცანი..
-ლუკა ამ ზამთარში რა ვაკეთოთ იქ. რო დათბება მერეც მოვასწრებთ წასვლას.
-არა, რო დათბება მერე სხვაგან წავალთ.ეხლა ქობულეთში წავიდეთ, მარის და გიოსაც უთხარი, მეგი და დათა ხო ულაპარაკოდ წამოვლენ. გაგვისწორდება ყველას.
-ხოო კარგი მაშინ წავიდეთ, ოღონდ 2 დღე დამაცადე, რომ ჩემ საქმეებს მოვრჩე.
-როგორც იტყვი ქალბატონო. დაეთანხმა ლუკა და ლოყაზე უჩქმიტა, თითქმის ჩაძინებულ ელენს.
ყველას გაუხარდა ლუკას შემოთავაზება და სიამოვნებით დათანხმდნენ ქობულეთში წასვლაზე. ელენმა სასწრაფოდ მოაგვარა თავისი საქმეები და ყველანი ლუკას მანქანით გაემგზავრნენ. ის სახლი, ძლივს იპოვეს. გადაეკეთებინათ და უფრო გაუფართოებიათ. დამსვენებელი იმ დროს არავინ ყავდა მეპატრონეს და დიდი სიამოვნებით მიაქირავა მთელი სახლი ლუკას. ელენი და ლუკა ზუსტად იმ ოთახში დაბინავდნენ, სადაც ლუკა და მისი ოჯახი იყო. დამღლელი მგზავრობის მერე ცოტა გამოიძინეს და საღამოს რესტორანში წავიდნენ.
უკვე მაგიდას უახლოვდებოდნენ, რომ ელენს ვიღაცამ ძლიერად წაავლო მკლავში ხელი და მისკენ მიატრიალა.
-ელენიკოო საყვარელო როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ბიჭი ისე მოეხვია ელენს ლუკას ეგონა მალე ყელში გემრიელად აკოცებსო. დაბნეულმა ელენმა უხერხულად გაუღიმა ნიკას.
-კარგად შენ როგორ ხარ?.. ნიკა ელენის თანაკურსელი იყო, რომელიც დიდხანს ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მაგრამ არ გაუმართლა. ელენს ყოველთვის აღიზიანებდა მისი ფამილარული დამოკიდებულება და ცდილობდა თავი მისგან შორს დაეჭირა, თუმცა ნიკა ამას სხვანაირად იღებდა და თვლიდა, რომ ელენს ის სიგიჟემდე უყვარდა და უბრალოდ თავს იფასებდა.
ერთხელ თანაკურსელების შეკრებაზე ხმა მაღალა გამოაცხადა, ელენს დიდი ხანია ვუყვარ და ცდილობდა ჩემთან ურთიერთობა ქონოდა, მაგრამ მე უკვე დაკავებული ვარ და სამწუხარიდ უარი ვუთხარიო. მას შემდეგ ელენმა ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მასთან. ახლა კი ნიკა ისე თავისუფლად და შიანაურულად მიესალმა და მოეხვია, თითქოს არაფერი მომხდარიყო.
ნიკამ მხოლოდ ახლა მიაქცია ყუარდღება ლუკას და დანარჩენებს
-უკაცრავად, რომ ესე შემოგეჭერით, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ, შენს სტუდენტობის სიყვარულს, რომ ნახავ მართლაც ამაღელვებელი მომენტია. ელენს სიბრაზისგან სახე წამოენთო და ნიკას უხეშად მიახალა:
-არ ვიცი, შენი ილუზიები რა ასაკში უნდა დამთავრდეს, მაგრამ ვატყობ შენ უბრალოდ წვერი გეზრდება და ჭკუა უფრო მეტად გაკლდება. ლუკა ძალიან გააღიზიანა ამ სცენამ, ნიკას საყელოში ჩაავლო ხელი და რესტორნიდან ფორთხიალით გაიტანა. გოგონებს უნდოდათ უკან გადევნებოდნენ, მაგრამ დათამ უთხრა ფეხი არ მოიცვალოთო გიოსთან ერთად მეგობარს უკან გაედევნა. მათ მიჰყვა რესტორნის დაცვაც. ლუკას კედელთან ყავდა აყუდებული, ფერწასული ნიკა და მთელი ძალით აჯანჯღარებდა.
-ვინ მოგცა უფლებ შე ახვარო, რომ ელენს ესე აგდებით ელაპარაკო და თან ჩემი თანდასწრებით.ღრიალებდა ლუკა. დათამ ხელიდან გააგდებინა აკანკალებული ნიკა, რომელმაც ძლივს ამოილუღლუღა ბოდიშიო და უკან მოუხედავად გავარდა. დაცვამ ბიჭებს მოუწოდა ცოტა დამშვიდებულიყვნენ და თუ რამე პრობლემა იყო თვითონ მოაგვარებდნენ, თუმცა მათ აუხსნეს, რომ პრობლემა ახლა უკვე სადღაც შეშინებული მირბოდა და ყველაფერი მოგვარებული იყო.
უკან დაბრუნებულ ბიჭებს, მაგიდასთან მოუსვენრად მჯდარი გოგონები აღელვებულები დახვდნენ და ყველანი ერთად აყრიდნენ კითხვებს. დათამ ისინი დაამშვიდა და მხიარული სახით მენიუ მოითხოვა.
ლუკა, წყნარად იჯდა და დრო და დრო თუ ჩაებმებოდა ხოლმე საუბარში. ელენს გულზე ჩხვლეტდა ლუკას ასეთი დუმილი და ერთი სული ქონდა მასთან მარტო დარჩენილიყო და ესაუბრა. ამ წყვილის გარდა, დანარჩენებმა დრო მხიარულად გაატარეს და სახლში გვიან დაბრუნდნენ.
ელენი როდესაც მარტო დარჩა ლუკასთან, მოეხვია და კისერში ნაზად აკოცა.
-რა დაგემართა დღეს? ესეთი სერიოზული ჯერ არ მინახიხარ? ნიკას სისულელის გამო ხარ ასე?
-ელენ არ ვიცი, როგორ აგიხსნა შეიძლენა პათოლოგი ვარ არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან, როცა შენს გვერდზე ვინმე მამაკაცს ვხედავ.რამე გქონდა მაგ ტიპთან? ელენს ბრაზი მოერია.
-ლუკა შენ ალბათ არც კი გახსოვს ხო, რომ სექსი პირველად შენთან მქონდა და როგორ მეკითხები ესეთ სისულელეს, ან რა შემატყვე რომ საქმეს ეგეთ იდიოტთან დავიჭერდი. ნიკა ჩემი კურსელი იყო და ვიცოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ყურადღება მისთვის არასდროს მიმიქცევია. თვალები აუცრემლიანდა ელენს და აივანზე გავიდა. ლუკა მიხვდა, რომ თავისი უაზრო კითხვით გული ატკინა საყვარელ ქალს და ხასიათი კიდევ უფრო მოეშხამა.
აივანზე გავიდა და ელენს წელზე შემოხვია ხელები.
-მაპატიე გთხოვ.. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ძალიან მიყვარხარ.გავგიჟდები, შენ რომ დაგკარგო ჩემო სიცოცხლე.
-ლუკა მეც მიყვარხარ, შენთან თავს უბედნიერესად ვგრძნობ და გთხოვ ამ ეჭვიანობის გამო ნუ გააფუჭებ ყველაფერს.. ელენმა ხელები მოხვია ლუკას და თავი მკერდზე მიადო.
დილით ტკბილად მძინარე წყვილი ლუკას ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, ლუამ ტელეფონზე საუბარი არაბულად დაიწყო, ელენი მიხვდა, რომ სამსახურიდან ურეკავდნენ. ცოტა ხანში შეამჩნია, რომ საკმაოდ მკაცრი და ანერვიულებული ტონით საუბრობდა. ლუკამ მობილური გათიშა ლოგინზე უხეშად მიაგდო და ამოიოხრა. -რა მოხდა, მშვიდობაა? -ესღა მაკლდა რა. ჩემი თანაშემწე იყო ეგვიპტიდან, სასტუმრო პროსტიტუციულ შარში გაეხვა.ერთ ერთი მენეჯერი, რომელიც ნომრების გაყიდვას უდგას სათავეში ყოველთვის ცდილობს, ხოლმე რომ გავლენიანი ბიზნესმენები მოიზიდოს. ჩვენ, ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო ნომრებს უფასოდ ვაძლევთ,ასევე ფასდაკლებებს რესტორნებში და საკონფერენციო დარბაზებზე და სამაგიეროდ მათგან ვიღებთ ხელშეკრულებას, რომ ბიზნეს შეხვედრებისთვის და რაიმე ღონისძიებებისთვის ისინი მოიყვანენ დიდ ჯგუფებს. ხოდა ვიღაც ტიპზე მიუქირავებია ოთახი, ვითომ უფასოდ, სინამდვილეში კი მისგან დიდ თანხას იღებდა, რადგან ის ტიპი ოთახს თავის პონტში აქირავებდა სხვაზე, ვისაც მეძავები აყავდა ხოლმე იქ. ხოდა პოლიციას დაუწყია მაგათთვის თვალთვალი და დღეს ჩემი მენეჯერი და ის ტიპი, ვისაც ქალები აყავდა აუყვანიათ. მაგრამ იმას ვერ პოულობენ ვის სახელზეც ნომერია გაფორმებული. სადღაცას გაქრაო და ითხოვენ მეპატრონეს უნდა დაველაპარაკოთო. მომიწევს ეხლა, რომ იქ ჩავიდე.
-როდის უნდა წახვიდე? კითხა სევდიანი ხმით ელენმა.
-ხვალ იქ უნდა ვიყო.. დღეს მომიწევს თბილისში დაბრუნება. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ და როცა მოგინდებათ, მაშინ დაბრუნდეთ.
-მეც შენთან ერთად მოვდივარ. მტკიცედ წამოიძახა ელენმა.



№1  offline წევრი Ana-maria11

გავაგრძელებ აუცილებლად მალე დავდებ შემდეგ თავს wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent