შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (6)


30-05-2015, 20:45
ავტორი MyLove
ნანახია 5 591

მეექვსე თავი

საღამო ხანი იყო. გარეთ ვერ გადიოდნენ, რადგან კოჯორში საშინლად წვიმდა. რასაც ჰქვია, ცა იქცეოდა. უხასიათობისაგან, უკვე ლამის ჩამოეძინა. ეს ხვიბლიანიც რომ არ იღებდა ხმას! ჩუმად იჯდა და ერთი წერტილისთვის გაესწორებინა თვალი.
არანაირი საკომუნიკაციო წყარო არ იყო ტელევიზორის გარდა, რომელშიც ერთი არხი ძლივს იჭერდა.
ხან რა გააკეთა, ხან - რა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოისვენა. მთელი დღეა სახლშია ჩაკეტილი და არ იცის რა გააკეთოს. ეს უხიაგიც რომ არ იღებს ხმას! თითქოს განზრახ უშლის ნერვებს ნაინას მისი სიჩუმით, რაც გადასარევად გამოსდის!
–დღეს მთელი დღეა ჩუმად ხარ, -ვეღარ მოითმინა გოგონამ და ფაქტი აღნიშნა.
მგონი, დღეს პირველად ამოიღო ხმა.
–ვის ველაპარაკო, შენ?! -ირონიული ტონით გადახედა გოგონას და თავი გადააქნია.
ისე მრისხანედ ააყვარყვარა მწვანე თვალები, შიშის ზარმა დასცა თავს ინას.
–ოჰ, შენგან პასუხს არ ველოდი, სხვათაშორის. -უაზრო დიალოგს განაგრძობდა ნაინა.
–რატომ გიყვარს ამდენი საუბარი?! -იაზოდ მიუგდო ორი სიტყვა, სინამდვილეში კი ძალიან აინტერესებდა.
–ბევრი საუბარი კი არ მიყვარს, სიჩუმეს ვერ ვიტან! ამიტომ ვცდილობ, სულ ვილაპარაკო.. რა არის ამაში სამარცხვინო?! -მხრები უდარდელად აიჩეჩა და ტელევიზორის პულტს დასწვდა. –აქ კიდევ წესიერს ხომ არაფერს აჩვენებენ!
ბერდიას არაფერი უთქვამს, ან რაღა უნდა ეთქვა?
შეიძლება მისთვის რამის თქმით, კბილი გამოეკრა რამეზე და ბერიძის ჯახირს რა აიტანდა მთელი დღე, ამიტომ ჩუმად ყოფნა არჩია ისევ.
ნაინაც მიხვდა, ხვიბლიანი ხმის ამოღებას რომ არ აპირებდა, ამიტომ ბავშვთან ავიდა გასართობად, უკანალის რხევით. (ეს რატომ გააკეთა თავადაც არ იცის, თუმცა სვანის ვნებიანი მზერა კი აიკიდა)
მძიმე ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში ხვიბლიანმა და ამღვრეული თვალებით დააჩერდა ტელევიზორს. ახლა ამის სექსუალური გამოხტომებიღა აკლდა სრული ბედნიერებისათვის.
^ ^ ^
მეორე დღე იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
ნაინა ადრე ადგა და სახლიც მიალაგა. მარიამს ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ სამზარეულოში ჩასვლა და ყავის გამზადება გადაწვიტა. მისდა გასაკვირად, ბატონი ხვიბლიანი უკვე იქ იყო და კარადებში ფოთალობდა.
ცოტა ხნით, შორიდან უყურებდა ბერდიას საცოდავ მოქმედებას, სავარაუდოდ საკვების ძებნით რომ იყო გართული და სანამ ჭურჭელი თავზე არ გადმოეყარა და კიდევ ერთხელ, კინაღამ არ გაიშოლტა იატაკზე, მანამდე არ დააპირა მისვლა.
–გამოიწიე, გამოიწიე, -აქოთქოთდა წამში და ხელის ფრთხილი კვრით მოაცილა სამზარეულოს მამაკაცი,–მანდ დაჯექი და გავამზადებ საჭმელს!
–მართლა უნარ შეზღუდული გგონივარ შენ! -ღრმა სუნთქვას ამოყოლილ სიტყვას სიბრაზის ნოტები შეპარვოდა და ადვილი მისახვედრი იყო, რომ მისმა სიტყვებმა გაანაწყენა ბერდია.
–შენ კაცი ხარ და შენი უნარ შეზღუდულობისათვის არ გამისვამს ხაზი მგონი! -თავის მართლებას მოჰყვა ნაინა, –ყველაფერს ცუდად ნუ ღებულობ თუ შეიძლება.
–ჩემით გავიკეთებ, შენ მომწამლავ! -მიზეზების ძებნას არ ეშვებოდა ხვიბლიანი და მძიმე-მძიმე ნერწყვებს აგორებდა სასულეში.
–მაცადე საჭმლის გაკეთება-მეთქი! -დაიგრგვინა ბერიძემ და ისევ უკან მიბრუნდა, თან თაროებიდან კვერცხის გადმოლაგება დაიწყო.
¬–არ მიყვარს კვერცხი, -ამოიბლუყუნა ხვიბლიანმა და წარბაწვით მიაჩერდა გოგონას, ახლა მისკენ რომ მიტრიალდა.
–ძეხვი?!
–არც ძეხვი.
–აქ ქათამი იქნება სადმე! -ახლა მაცივარში დაიწყო ფოთიალი.
–არ მიყვარს ქათამი! -წუნიაობას არ ეშვებოდა ბერდია.
–პატარა ჭირვეულ ბავშვს გავხარ! -გამოსცრა კბილებს შორის, –აბა რა გინდა?!
–მე მინდა... -ცოტა ხნით დაფიქრდა, –ხაშლამა.
–რაიო?! -გაოცებულმა დაიყვირა და თვალებ გაფართოებული მიაჩერდა ნიშნისმოგებით მომზირალს.¬
¬–რა, არ იცი როგორ კეთდება?!
¬–რომც ვიცოდე, აქ პროდუქტები არ არის!
მშვიდად განაგრძო სამზარეულოში ფუსფუსი და სულ არ მიუქცევია ყურადღება ხვიბლიანის დაჟინებული მზერისათვის, მთელ სხეულს რომ უწვავდა. მგონი ამ კაცს, მარტო მზერა შეუძლია მწველი!
უეცრად რაღაც ცივი იგრძნო მუცელზე, მძიმედ რომ შემოსრიალდა და ლამის ხელი გაიჭრა შიშისაგან. თავი უკან მიაბრუნა, ტანის მიტრიალებასაც აპირებდა, მაგრამ მძიმე და ძლიერი სხეული, მთელ ზურგს რომ უფარავდა ამის საშუალებას არ აძლევდა.
გაკვირვებისაგან სიტყვებს ვერ პოულობდა, ასეთ მოქმედებას არ მოელოდა. არასოდეს უფიქრია იმაზე, თუ როგორ ეხვეოდა მამაკაცი და ხვიბლიანი მითუმეტეს!
გაკვირვებული კარგა ხანს აყვარყვარებდა თვალებს და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს. იმდენად დიდი შოკი განიცადა მისი შეხებით , რომ ნორმალურად აზროვნებაც კი ვერ შეძლო. აზროვნების უნარი მაშინ სულ მთლად დაკარგა გაყინული ტუჩები რომ მიაწება არტერიაზე და ცალი ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა.
აქ გამომაფხიზლებელი ელექტროშოკი მიიღო. ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ, როგორც იქნა მოიცილა მისი ხელები და სხარტი მოძრაობით მიბრუნდა უკან.
ვნებისგან დაბინდული თვალებით უყურებდა ტანზე ბერდია.
გაბრაზება ყელში აუბუყბუყდა და საუბრის უნარი დაეკარგა. თითქოს ის ამრეზი და ბრაზი ენაზე აწვება და საუბრის საშუალებას არ აძლევს.
გაშლილი ხელი პირდაპირ სახეზე ააკრა და ცრემლმორეულმა დატოვა იქაურობა.
ოთახში შესულმა, მხოლოდ მაშინღა შეამჩნია, რომ საცვლებისა და მოკლე მაისურის ამარა დატანტალებდა ამდენი ხანი და ამან სულ გადარია და შეშალა ჭკუიდან!
ტირილით მიწვა საწოლზე. რას აპირებდა ეს კაცი? კიდევ კარგი, დროზე ადრე რომ გამოფხიზლდა, თორემ ღმერთმა უწყის რა მოხდებოდა! არა, ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. ეს მისთვის უბრალოდ გულის მკვლელი და საშინელი იყო.
ტირილით რომ გული იჯერა, ამ დროისთვის მარიამმაც გამოიღვიძა და ბავშვი ხელში დაიკავა.
ისე მოიქცევა ვითომც არაფერი. კიდევ კარგი, ცოტა სერიოზული არაფერი მოხდა, თორემ ხომ გააფრთხობდა სულს! ასეთი მეწვრილმანე რომ არის, იმიტომ არის ახლა კარგ დღეში.

დაწითლებული თვალები რომ არ დამჩნეოდა პირი კარგად დაიბანა, მართალია, ისეთი ვერაფერი უშველა მაგრამ ნაკლებად დაეტყობა. თან, ეცდება ხვიბლიანს თვალში არ გაეჩხიროს. მისი ხილვა ისედაც საშინელ დღეში აგდებს და ზაფრავს. წარმოდგენა არა აქვს, როგორ უნდა გაძლოს ამ ტირანთან ერთად მთელი ორი კვირა.

ბავშვი სამზარეულოში ჩაიყვანა და ფაფა გაუმზადა. მშვიდად აჭმევდა. არც ხვიბლიანი შესულა მასთან და არაფერი უთქვამს, კიდევ კარგი. მშვიდად აჭამა და ეზოში გაიყვანა.
ნაწვიმარი იყო, ამიტომ აივანზე მოუწია გაჩერება. მარიამი კალთაში ჩაესვა და მის ღუღუნს განაბული უსმენდა.
–ლაო პატალა? -ენა მოიჩლიფა მისი საქციელით გამხიარულებულმა, –მოგწონს აქ?
ისეთ კითხვებს უსვამდა, თითქოს ბავშვს შეეძლო პასუხის გაცემა.
–მე არ მინდა აქ დარჩენა, მაგრამ რას ვიზამთ! -დანანებით გაანდო პატარა საიდუმლო ბავშვს.
–ჩაალაგე ბარგი და წადი! -მამაკაცის უხეშმა ტონმა გამოიყვანა აგონიიდან და გაკვირვებულმა ახედა მასზე რამოდენიმე თავით მაღალ ბერდიას.
–კიდევ აქეთ ხარ დიდ გულზე?-მაშინვე შეტევაზე გადავიდა და გაწბილებული სახით შეხედა.
–ასეთი რა გავაკეთე, რომ არ ვიყო?! -შეიცხადა.
–გაუზრდელი, საშინელი, ხეპრე ადამიანი ხარ! -ფეხზე გამწარებული წამოხტა და ბავშვი კარგად მოიხელთა, ხელიდან რომ არ გავარდნოდა. –იშვიათი ნაგავი ხარ! -მიაძახა კიბეებზე ამავალმა და ოთახში გაუჩინარდა.
–იშვიათი თუ ვარ, ეგეც კარგია. -ჩაიქირქილა გაბრაზებული ხმით და იქვე ჩამოჯდა.


ახლა სულ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ავადმყოფ ადამიანს მარტო ტოვებდა ამხელა სახლში. მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლს ავლენდა ამ საქციელით. ცხელ, გაბრაზებულ გულზე, იმას აკეთებდა, რაც მოაფიქრდებოდა და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობდა. იცოდა, ამ ყველაფერს აუცილებლად ინანებდა ერთი დღის, ან სულაც 2 საათის შემდეგ, მაგრამ აქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო.
საკუთარი სამომსის ჩალაგებას რომ მორჩა, მერე მარიამის ჩაალაგა და ტაქსი გამოიძახა.
ბარგი ძლივს-ძლივობით გაათრია სახლიდან და ჭიშკართან დაელოდა მანქანის მოსვლას.
ისევ გრძნობდა მწველ მზერას ზურგზე, თუმცა მისთვის არაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამ იმპულსურობით,, ის აუცილებლად წამოკრავდა რამეს ფეხს და ძალიან მძიმედ წაითლიდა ცხვირს ცხოვრებაში.
ატირებული ბავშვის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა და აქეთ-იქეთ აქანავებდა.
როგორც იქნა გამოჩნდა ტაქსი. მძღოლმა ბარგი ჩაალაგებინა, თვითონ კი ბავშვთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა.
–თბილისში ხომ?! -თბილი ხმით წინ მჯდომმა, შუა ხნის მამაკაცმა.
–დიახ,-გაბზარული ტონის დაფარვას შეეცადა და თავაზიანად გასცა პასუხი მძღოლს.
მთელი ერთი საათი ხმა არ ამოუღია. რასაც ჰქვია, დანა პირს არ უხსნიდა, იმდენად იყო გაბრაზებული. ჯერ ერთი რამ არ იკმარა, რომ შეურაცხყოფაზეც გადავიდა.
სწორედ ისეთი ადამიანია ბერდია, როგორიც არასოდეს მოსწონდა ნაინას. უხეში, მშრალი და ცივი!
შეიძლება,პათეთიკური გოგონაა, მაგრამ ის ასეთია. რა ჰქნას, თუ ვერ ეკიდება კისერზე ყველას და ხშირად მისი დაბდურობით ყველაფერს აფუჭებს?! მართალია, საშინლად ბევრი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ მას არ უნდა ის სიცარიელე, რომელიც სხეულს შიგნით უქრის ყველას დაანახოს. რთული წარსული გამოიარა და რთული აწმყოთი ცხოვრობს.
დრო არაფერს ჰპირდება ისეთს, რაც იმედს მისცემს!
ყოველთვის დღევანდელი დღით ცხოვრობს და მოვლენებს ობიექტურად უსწორებს თვალს.
არ უყვარს და არც შეუძლია გრძნობების შემოსვა. აჩენს იმას, რასაც გრძნობს, ფიქრობს!
ერთადერთი რასაც მთელი ცხოვრებაა მალავს, ეს არის დედ-მამა. მშობლები, რომლებმაც ადრეულ ასაკში დატოვეს და ბედნიერი ცხოვრების რაღაც ნაწილი ჩაუკლეს!
რამდენი წელია რაც „დედა“ და „მამა“ არ გამოსცდენია მის ბაგეებს.. ეს სიმუნჯე ტკივა და ძულს, ამდენი საუბრით რომ ფარავს.
მისი ცხოვრების ტკივილიანი წუთები არასოდეს არავისთვის მოუხვევია თავს.
იქნებ ამდენი ჩაკეტილი გრძნობა ხდის ყველაფერს გაუსაძლისს?!
მანქანიდან სწრაფი მოძრაობით გადმოხტა ბავშვთან ერთად, მძღოლს ფული გადაუხადა და სახლში შევიდა, სადაც სრული სიწყნარე სუფევდა.
გრეტა როგორც ჩანს არ არის სახლში. მურთაზი თავისთავად სამსახურში იქნება.
ბარგი ოთახში შეიტანა.
მძინარე მარიამი საწოლზე მიაწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
ახლა, გვიან ამოუტივტივდა ყველაფერი თავში და შერცხვა საკუთარი იმპულსურობის, ასეთ რთულ გადაწყვეტილებებს ასე მარტივად რომ იღებს.
იქნებ, რა გაუჭირდა ბერდიას იქ რომ დატოვა? უწინდელივით, სადმე, იატაკზე რომ გაიშხლართოს, მერე ვინღა უშველის?!
მთლად ასე უპატრონოდ ვეღარ დატოვა და ტყუპებს დაურეკა.
–ბექა, შენ ხარ? -ზუსტად რომლის ნომერი ჰქონდა ჩაწერილი არ იცოდა.
–არა, გუგა ვარ. ბექაჩკა შეყვარებულთან არი, რა მოხდა ლამასო?! -ჩვეული ენერგიული ტონით ჰკითხა მეგობარს ტყუპისცალმა.
–მოკლედ, მე წამოვედი კოჯორიდან და ააკითხეთ ბერდიას.-ეცადა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.
–რა? რატომ წამოხვედი? რა მოხდა?!
–ჩადი და აგიხსნის ვაჟბატონი!
–ან თქვენ მომკლავთ, ან შეყვარებული ჩემი ძმა! -დრამატიზებული ტონით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა.

კიდევ ერთხელ მოუწია გრეტას ლექციების სმენა საკუთარ ნაკლთან და მის გამოსწორებასთან დაკავშირებით. იმდენად ჰქონდა გაზეპირებული თითოეული წინადადება , რომ საუბარში ყვებოდა უკვე.
ნათლიაც ხანდახან ჩაჰქირქილებდა „რას ამყევი , ვმღერივარო?“ მაგრამ ბერიძეს არაფერი არ ეყურებოდა!

-------------
არმახსოვს რა დავწერე და დარწმუნებული ვარ, დიდი სისულელეა!
უბრალოდ, დღეს ისეთი საზიზღრულობა დღე მქონდა რომ სხვანაირად არ შემეძლო.
ვერც უნამუსო და უპასუხისმგებლო ადამიანის მარკისთვის გავიმეტე საკუთარი თავი და კი მოგიჯღაბნეთ რაღაც აქ!....
აბა, ჩემო თბილებო და ტკბილებო! (გულების სმაილი)
შემიფასეთ ნაღვაწი.
დაპირებისამებრ, ვეცდები ხვალ სრული ისტორია შემოგთავაზოთ!
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Ignifex

სულაც არ არის დიდი სისულელე! არც ნაჯღაპნი:დ მე კმაყოფილი ვარ და რატომღაც საშინლად მომწონს შენი წერის მანერა <3 ნაინას ადგილზე მეც მასე მოვიქცეოდი,მაგრამ რას დაფრინავდა საცვლების ამარა!:დ მოუთმენლად ველი სრულ ისტორიას<3

 


№2  offline წევრი Nina-

ai dzaan magaria <3 <3 male dade shemdgi tavi....

 


№3  offline წევრი მოჩვენება

რა ვქნა მე მაინც მაგრად მომწონს ბერდიასნაირი ბიჭები :-D ცივები რომ არიან და მერე შაქარივით რო ტკბებიან :-D დატკბება ეგეც მალე. ძალიან კარგიაა წარმატებებიი <3

 


№4  offline მოდერი MyLove

Ignifex
სულაც არ არის დიდი სისულელე! არც ნაჯღაპნი:დ მე კმაყოფილი ვარ და რატომღაც საშინლად მომწონს შენი წერის მანერა <3 ნაინას ადგილზე მეც მასე მოვიქცეოდი,მაგრამ რას დაფრინავდა საცვლების ამარა!:დ მოუთმენლად ველი სრულ ისტორიას<3

მადლობა, საყვარელო.
ძალიან მიხარია ასეთი თბილი კომენტარებით რომ მანებივრებ ხოლმე.
Nina-
ai dzaan magaria <3 <3 male dade shemdgi tavi....

ვეცდები აუცილებლად, ასევე მადლობა!
მოჩვენება
რა ვქნა მე მაინც მაგრად მომწონს ბერდიასნაირი ბიჭები :-D ცივები რომ არიან და მერე შაქარივით რო ტკბებიან :-D დატკბება ეგეც მალე. ძალიან კარგიაა წარმატებებიი <3

ამის დატკბობა ან იქნება, ან -არა! wink ვნახოთ, ვნახოთ. ბევრი რამის დატრიალებას ვაპირებ და...
მადლობა ყველას, მიყვარხართ!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი ხატული♥

მომწოონს ♥ მალე გააგრძელე ჩემო გოგო ♥♥♥ უსაყვარლესი ხარ love

 


№6  offline მოდერი MyLove

ხატული♥
მომწოონს ♥ მალე გააგრძელე ჩემო გოგო ♥♥♥ უსაყვარლესი ხარ love

უღრმესი მადლობა ♥ ძალიან მახარებ, ჩემო კარგო! ♥ ♥ ♥ უყვარხარ ლიკუს! ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№7  offline წევრი lizi chachua

Agfrtovanebuli var ..pirvelad momewoona mgoni istoria aq ..principshi bevri arc wamikitxavs mara mainc :ddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent