შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 23)


30-05-2015, 23:14
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 591

*** (ემილი)
პირველი რაზეც შეიძლება ვისაუბრო ეს ჩემი ემოციებია ამ დღისგან რაც დამრჩა, როდესაც დემეტრემ მკითხა გავყვებოდი თუ არა ცოლად იმ მომენტშივე, ცხოვრებაში რომანტიკოსი ძალიან მცირე დროით ვიყავი, ამიტომაც ის გრძნობა რაც ახლა დამეუფლა უჩვეულო იყო, თითქოს სითბო ჩამეღვარა მთელს სხეულში და გულში, დაბნეულობა და სიყვარული თანაბრად ვიგრძენი, რატომ ვუთხარი უარი? იმიტომ რომ ვიხუმრე და არაფერი მეტი, თუმცა ეს ყველაფერი ერთგვარი გამოცდაც შეიძლება ყოფილიყო მისთვის, რაც წარმატებით ჩააბარა, უარის შემდეგ უბრალოდ კარგიო რომ ეთქვა და გვერდით ამომდგომოდა ალბათ აღარასდროს დავთანხმდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა, ახლა კი მისი მეუღლე მქვია, რაც უბედნიერესს მხდის. ქორწილი ხევსურეთში შედგა, ორიგინალურიც იყო და საოცნებოც. ანაბელის მსგავსად არც მე ვოცნებობდი ფატაზე და გრანდიოზულ კაბაზე. ყველაფერი სადა და უბრალო წარმომედგინა და ასეც მოხდა..
ხევსურეთზე არ ვიცი რა მოვყვე, სიმღერები, ხეტიალი თუ ბედნიერების აღწერა? უბრალოდ ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, ხევსურეთის უმშვენიერეს ადგილებში სამი შეყვარებული წყვილი, ამავდროულად ერთმანეთის მეგობრები, რა უნდა ყოფილიყო ამაზე მაგარი? მგონი არც არაფერი.
*** (ერეკლე)
დამიანეს და ანაბელის ქორწილში მეც ძალიან მინდოდა მეთხოვა ხელი ტაისიასთვის. თუმცა ახლა არ იყო დრო, ეს უფრო სხვანაირად მქონდა დაგეგმილი და მალევე მოვიყვანდი სისრულეში, ხევსურეთიდან რამოდენიმე დღეში წამოვედით, უამრავი ვიხეტიალეთ და ყველა დღე სხვადასხვა ადგილას გვქონდა კარავი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უამრავ ვიდეოდ და ფოტოდ დაფიქსირდა, რადგან ეს დღეები ზუსტად უნდა შემორჩეს ჩვენს გონებას.
ჩამოსვლიდან რამოდენიმე დღეში ჩემმა საყვარელმა საქმემ, ბრძოლამ შემახსენა თავი, ძალიან ძალიან სერიოზული ტურნირი იყო, წინაზე ბევრად სერიოზული, მაშინ უბრალოდ მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას ახლა კი რამოდენიმე ქვეყანაში გამარჯვებული მებრძოლები იღებდა მონაწილეობას.. ყველა ტურნირზე წავედით, გაცდენილი ვარჯიშების მიუხედავად, მაინც ფორმაში ვიყავი. რინგზე პირველი არ გავდიოდი, რამოდენიმე მებრძოლი გამოვიდა, ჩემს წინ ნამდვილი ბრძოლა იყო, დანდობის გარეშე, ერთი სიტყვით ერთმანეთს ჭამდნენ. ჩემი დრო არც ისე მალე მოსულა, თუმცა ლოდინად ღირდა, პირვლეი მოწინააღმდეგე რუსი მებრძოლი სერგეი იყო. არანაირი მისალმება და არაფერი, ორივემ საპირისპირო შესასვლელებიდან გავიქეცით ერთმანეთისკენ, ავხტი და შევძელი მის გულზე შეჯახება, წაიქცა, სანამ ის ფეხზე წამოდგომას შეძლებდა სპეციალური კიბე ავიღე და ზურგზე მთელი ძალით დავარტყი. რა თქმა უნდა ეს არ იყო ბრძოლის დასასრული, კულისებიდან რამოდენიმე რუსი მებრძოლი გამოიქცა, მათთან შებრძოლებაც მომიხდა, უკვე ძალას ვკარგავდი და ბრძოლის უნარი აღარ მქონდა როდესაც დარბაზიდან ვიღაცამ რაღაც საკმაოდ ბლაგვი ესროლა ჩემს მოწინააღმდეგეებს, დავინახე რომ ის ვიღაც ცოტნე იყო.. რამოდენიმე მებრძოლი მისკენ გაიქცა, მაგრამ დემეტრე წამოიჭრა სკამიდან და ცოტნეს გადაეფარა, რამოდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ დემეტრე გოგოებს მიუტრიალდა რაღაც უთხრა და ტრიბუნისკენ გამოიჭრა, მას გამოჰყვა დამიანე, მებრძოლებთან ზედმეტად ცხოველური დამოკიდებულება შეინარჩუნეს, მეც ძალები აღვიდგინე და მალევე სერგეისთან აღმოჩნდა სამივე. შემდეგ გამოსვლამდე კიდევ იყო დარჩენილი რამოდენიმე მებრძოლი, შემდეგ მეორე ტური და ბოლოს საფინალო ბრძოლა გაიმართებოდა, რომელში მიღწევის დიდი სურვილი და იმედი მქონდა. ყველა ბრძოლა განსხვავებული იყო, თითქოს რაღაც დრამატულობით და სპეციალური დადგმული სცენარით მიმდინარეობდა ყველაფერი, თუმცა ეს ასე არ იყო, ყველა დეტალი რეალური და ისეთივე მძაფრი იყო როგორიც გარეგნულად ჩანდა. ბიჭები თავის ადგილებს დაუბრუნდნენ, მე კი ჯონის და ბრუკის ბრძოლას ვუყურებდი, ცოტა ხნის მანზილზე ერთმანეთის ირგვლივ იტრიალეს, შემდეგ ჯონი მიივიდა ბრუკთან და სახეში გააწნა სილა, გაცოფებულმა ბრუკმა მუხლებში წვდა და ზურგით დააგდო მოედანზე, მთელი ძალით ურტყამდა გვერდებსა და სახეში, ჯონი იკლაკნებოდა და ბრუკის მკლავებიდან გათავისუფლებას ცდილობდა, როდესაც ვერაფერს გახდა დანებების მანიშნებელი ხელი ასწია. დაახლოებით ათამდე ადამიანმა მიირბინა ბრუკთან და ჯონთან რომ როგორმე გაეთავისუფლებინათ ჯონი მისი მკლავებიდან. რთული იყო მაგრამ მაინც შეძლეს ერთმანეთზე მოეწყვიტათ ეს ორი ადამიანი, ცალ-ცალკე რამოდეიმე ადამიანი აკავებდა მათ, მაგრამ ბრუკი მაინც მიიწევდა ჯონისკენ კიდევ ერთხელ გადალახა ადამიანების წინაღობა და ჯონთან მიაღწია, მთელი ძალით მოკიდა უკან შეკრულ კიკინაში ხელი და რკინაზზე დაარტყმვინა სახე. ჯონის სახიდან სისხლმა იწყო სვლა, ბრუკის შეჩერება კიდევ შეძლეს ახლა ჯონი მიიწევდა ადამიანების ჯაჭვის გაწყვეტას რათა ბრუკისთვის საკადრისი პასუხი გაეცა, როგორც იქნა ბრუკი მის ხელებში მოიმწყვდია, ორივე იატაკზე დაეცა და ხელ-ჩართული ბრძოლა გაიმართა, რამოდენიმე ადამიანი კვლავ ცდილობდა მათ დაშორებას, მიუხედავად იმისა რომ ბრძოლა დასრულებული იყო აღარცერთი არ ნებდებოდა, ისევ შეძლეს მათი ერთმანეთზე მოწყვეტა, თითქოს ყველაფერი დამშვიდდა და აღარ აპირებდნენ გაბრძოლებას, თუმცა შევცდით, ბრუკმა ისევ გაწყვიტა ადამიანების წინაღობა და ჯონთან მივარდა, სახეში მთელი ძალით ურტყამდა, თანდათან წითლად შეიღება ჯონის ქერა თმები და ლურჯი თვალებიდანაც სისხლის წვეთები მოედინებოდა, როდესაც ჯონის უსუსრობა იგრძვნეს უკვე ყველა ბრუკის წინააღმდეგ წავიდა, იატაკზე მოაქციეს და საბრძოლო სცენიდან გადაყვანა სცადეს, რამოდენიმე წუთიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა მისი მოედნიდან ჩაყვანა და თითქმის ყველა ბრუკის დაწყნარებას ცდილობდა. მართალია ეს რინგი ხელოვნება იყო, თუმცა ბრუკის გაღიზიანება ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სამართლიანი იყო. გამარჯვებულად ჯონი დაასახელეს, გასაკვირია, ბრუკის გამარვჯება მხოლოდ, იმიტომ გადაეცა რომ ბრუკმა შესაფერის დროს არ შეეშვა. ფინალური ბრძოლა კი ჯონთან მომიწევდა, როგორც ჩანს მისი დამარცხება არც ისე რთულია, მთავარია მისი ყველა მოძრაობა სიღრმისეულად შევისწავლო. რა თქმა უნდა ფინალური ტური განსხვავდება სხვა ტურებისგან, აქ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გაქვს, შეგიძლია ჩახვიდე სცენიდან აიღო ჟიურის წევრი და გადაალეწო მოწინააღმდეგეს, ან საერთოდ დარბაზიდან აარჩიო შესაფერისი პიროვნება, როგორც ინვენტარის ისე ადამიანების გამოყენებაც შეგვიძლია იარაღად.
სცენაზე გავედით, ცოტა ხნის მანძილზე დგომა ვარჩიე, რადგანაც ჯონის საფირმო მოძრაობა სახეში ხელის დარტყმა დავიჭირე, არც შევმცდარვარ, ჩემთან ახლოს მოვიდა ხელი წამოიღო უნდა გაერტყა და ჰაერში დავუკავე, მთელი ძალით ამოვტრიალე ხელი და იატაკზე დავანარცხე, რაღაც ხმა იყო, თუმცა ტაშის გამო ზუსტად ვერ გავიგე რა ხდებოდა, ჯონი მხარზე ხელ მოკიდებული ბორგავდა, შემდეგ წამოდგომა სცადა, თუმცა მარჯვენა ხელს ვერ იყენებდა, ჩემკენ გაბრძოლება სცადა, მაგრამ გაუჭირდა, სპეციალურად გაბმულ თოკზე შეეცადა წონასწორობის შენარჩუნებას, თუმცა მე მისკენ გამოვექანე, ხელში ავიტაცე და ჟიურის მხარეს ვისროლე. სწრაფად შეძლეს რეაგირება და იქაურობას მალევე გაეცალნენ, ჯონის მაგიდაზე დაცემას მისი დალეწვა მოჰყვა, უკვე ვეღარ მოძრაობდა, თუმცა მაინც ვერ ვნებდებოდი, ბრუკის გამოც და პირადი სურვილების გამოც. ბეჭზე მოვიგდე ჯონი და სცენაზე დავანარცხე, წამყავნს მიკროფონი გამოვართვი და ყველას ვისაც სურვილი ჰქონდა მისი ცემის უფლება მივეცი, რა თქმა უნდა ვერავინ ვერ გაბედა სცენაზე ამოსვლა, თუმცა კულისებიდან გამოქცეული ბრკი დავინახე, იატაკზე გაგდებულ ბრუკს მთელი ძალით სცემდა.. უკვე ვეღარავინ ბედავდა სცენასთან მოახლოვებას გარდა წწამყვანისა რომელმაც გამარჯვებულად გამომაცხადა, ბრუკმაც გული იჯერა, ფეხზე ადგა, მომილოცა და მეგობრულად გადამეხვია. სტუმარი მებრძოლის ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ სასიამოვნო იყო. როდესაც აპლოდისმენტები შეწყდა წამყვანს რაღაც ჩავჩურჩულე, თანხმობა მივიღე, დარბაზს თვალი მოვავლე, მიკროფონი ხელში ავიღე და საუბარი დავიწყე.
-კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამის შესახებ გესაუბროთ, ეს არის სიყვარული... მართალია ამ სცენაზე სიყვარულზე საუბარი ცოტათი უცნაურიც კია, მაგრამ იმედია გამიგებთ, ერთი გოგო შემიყვარდა, რომელიც ამ დარბაზშია. მისი სიყვარული მარტო არასდროს მტოვებს. ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს, ჩემშია და სულის უმაღლეს მწვერვალამდე აღწევს ამ სიყვარულის ძალა. მან დაისაკუთრა ჩემი გული და ჩემი სულის ერთ მთლიან ნაწილად აქცია. როდესაც მჭირდება ვინმეს სიახლოვე ის ჩემთან არის, თითქოს ჩემშია და ყველა ემოციას ჩემთან ერთად განიცდის. მინდა როდესაც თმები გაგვიჭაღარავდება ერთმანეთის გვერდით ვიყოთ, როდესაც სიარული აღარ შეგვეძლება, როდესაც ადამიანების მოხიბვლის უნარი აღარ გვექნება.. მინდა ვხედავდე როგორ სძინავს ჩემს გულზე და როგორ იღვიძებს დილით, საყვარელი აბურდული თმებით. მინდა ვაკვირდებოდე მისი გოგოობიდან - ზრდასრულ ქალად ჩამოყალიბებას, მინდა მისი ღიმილის მიზეზი ვიყო და არცერთი დღე არ მინდა მის გარეშე!... მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა მას ხელი ვთხოვო.. გამომყვები ცოლად?
დარბაზში ყველა ტაისიას ეძებდა, როდესაც ემილიმ და ანაბელმა ფეხზე წამოაგდეს, დაბნეული იყო, მაგრამ სწრაფად ჩამოირბინა კიბეები, თოკები ზემოთ ასწია და მთელი ძალით ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა.. მთელი ძალით მივიკარი გულზე და მისი თმის სურნელი შევიგრძენი, შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორე კითხვა..
-ტაისია! გამომყვები ცოლად?
-კიი, კიიი, რა თქმა უნდა..
-რაღაც არ მესმის, უფრო ხმამაღლა თქვი.
-თანახმა ვააარ!


---
შედგა სამივე წყვილი, აბა როგორ მოგეწონათ ეს თავი? საერთოდ კითხულობს ვინმე?



№1  offline წევრი † mariami †

dzan dzan momewona magaria shedga ukve samive wyvili shemdeg raga unda moxdes arvici velodebi shemdeg tavs male dade :*

 


№2  offline წევრი schizophrenic

† mariami †
dzan dzan momewona magaria shedga ukve samive wyvili shemdeg raga unda moxdes arvici velodebi shemdeg tavs male dade :*

მადლობა, ბოლო თავი დარჩა მაინც.. love

 


№3  offline წევრი † mariami †

schizophrenic
† mariami †
dzan dzan momewona magaria shedga ukve samive wyvili shemdeg raga unda moxdes arvici velodebi shemdeg tavs male dade :*

მადლობა, ბოლო თავი დარჩა მაინც.. love

ups eg cudia dzalian kargi istoria iyo yoveltvis vkitxulobdi

 


№4  offline წევრი masu

Auuu kio dzaanagaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent