შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლევან ხაჩიშვილი (9)


31-05-2015, 00:01
ავტორი ninnii
ნანახია 2 301

როგორც იქნა გათენდა და მეც წამოვწიე თავი საწოლიდან,საათი რომ მენახა.7 ის ნახევარი იყო, მაგრამ მე მაინც ავდექი.სარკეში რომ ჩავიხედე ცუდათ გავხდი ჩემი თავის დანახვაზე თვალები დასიებული მქონდა და მთელი სახე გაწითლებული უძილობისგან,მაგრამ რა დამაძინებდა დღეს ხომ ლევანთან სერიოზულად უნდა მელაპარაკა.არ ვიცოდი ეს ლაპარაკი ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა თუ პირიქით.თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ძნელი იყო.ბიჭებზე საერთოდ არ ვბრაზობდი,იმიტომ რომ ლევანს ოდესღაც ხო მაინც უნდა გაეგო და ალბათ ჯობდა მალევე გაეგო ვიდრე ცოლს რომ მოიყვანდა და შვილი რომ ეყოლებოდა მაშინ.ზოგი ალბათ ამ დღეს უჩვეულო ფორმაში მივიდოდა გამოპრანჭული და გაშპაკლული,მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ.შავი ადიდასის მაიკა ჩავიცვი,თეთრი მოტკეცილი ჯინსი და შავი კეტები.თმები გავიშალე,კეპი დავიხურე და წავედი სკოლაში.გზაში როგორც ყოველთვის ლიზას გავუარე.
-პრივეტ.-ვუთხარი დაქალს და გადავკოცნე.
-პრივეტ,პრივეტ მითხრა ლიზამ და კარადიდან ფეხსაცმელი გამოიღო.ამ დროს გავიგე ლიზას დედის ხმა.
-ვაუ რა გოგო ხარ!-მითხრა ლიზამ.
-კტო ტამ?-იკითხა ლინა დეიდამ(ლიზას დედა).
-ეტა ია.-ვთქვი მე და ოთახში შევედი.
-პრივეტ,ნინი კაკ ძელა?-მკითხა ლიზას დედამ.
-ნარმალნა,ა ვი?-ვკითხე მე.
-ამათ ხელში როგორ ვიქნები.- მითხრა ლინა დეიდამ და ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა.
-ნინიიი.-დამიძახა ლიზამ განწირული ხმით.
-რაარი გოგო?-გიჟივით გავვარდი მე დაქალის ასეთ ხმაზე.
-წავედით რა უნდა იყოს.-მითხრა ლიზამ და ტელეფონი გამოაძრო სატენიდან.
-უიმეე გამიხეთქეე გული.-შეშფოთებულმა ვთქვი.
-ლადნა,მი წავედით.-თქვა ლიზამ და კარი გამოიხურა.გოგო ლინასთან ერთად აღარ გკითხე იმის მერე ლევანს ხო არ მოუწერია?-მკითხა ლიზამ და საათს დახედა.
-არა აღარ მოუწერია,აუ დღეს რაღაცნაირად ვარ,თან მინდა რო დრო მალე გავიდეს,ლევანს რომ რაც შეიძლება მალე ველაპარაკო და თან მინდა რომ არ გავიდეს აუ აუუ.-ვთქვი მე და ჰაერი შევისუნთქე თან სახე დავმანჭე.
-გოგო იცოდე არ დაიბნე და რასაც მის მიმართ გრძნობ ის უთხარი,ახლა შენ ფიქრობ არ ვუყვარვარ და ტყუილად რატო ვუთხრაო მარა დამიჯერე უთხარი,ერთად თუ არ იქნებით ეცოდინება მაინც როგორ გიყვარს.-ჭკუას მარიგებდა ლიზა მე კი მისი ლაპარაკი როგორც ბლა ბლა ბლა ისე ჩამესმოდა რადგან ვფიქრობდი ლევანზე და ჩვენს მომავალ საუბარზე.ვალაგებდი სიტყვებს და წინადადებებს რაც ლევანისთვის უნდა მეთქვა მერე დაბნეული ბატივით,რომ არ მელაპარაკა.
-ჰოო ჰო ვიციი.-სიტყვები გავწელე მე.
-იცი კი არა საეთოდ არ მისმენდი რა გითხარი.-ჩაილაპარაკა ლიზამ თავისთვის.
-როგორ არ ვიცი,ყველაფერი გავიგე.-მოვიტყუე მე და საათს დავხედე.
-აბა რა გითხარი?- ცინიკურად გამომხედა ლიზამ.
-ეე მაცადე რა შეყვარებული გოგო ვარ,ეგ კი არა ჩემი სახელი და გვარი არ მახსოვს.-ვთქვი მე და თავი გავიმართლე.
-რაც მთავარია ლევანისი ხო გახსოვს?-მკითხა ლიზამ და გაიცინა,მერე მეც ავყევი და მთელი გზა ვიცინოდით.(რა გვაცინებდა,ვაი ჩვენს პატრონს).მერე სალომე შეგვხვდა და გავუდექით სკოლის გზას.
-იმათ უყურე რაა.-თქვა სალომემ.
-რაპონტში ვუყურო თვითონ მიყურონ.-ვთქვი მე და ბანდას ნი ვიჟუ ჩავურტყი.
-გავჩერდეთ?-იკითხა ლიზამ და მე გამომხედა.
-გააჩნია როგორი რეაქცია ექნებათ ჩვენს დანახვაზე.-ვუპასუხე მე და გავიღიმე ვითომ არაფერი არ მომხდარა.
-პრივეტ.-თქვა აბუმ.
-პრივეტ.-უპასუხა სალომემ.
-არ გაჩერდებით?-იკითხა გუგამ და მე შემომხედა მერე ლევანს.ლევანმა თვალები რო დაუქაჩა მერე ისევ მე შემომხედა.
-არა საქმე გვაქვს.-თქვა ლიზამ.
-სკოლაში ტოო?-იკითხა აბუმ.
-რა საქმე ნინი?-მკითხა გუგამ მე და ისევ ლევანს გახედა და გაიცინა.
-არ ვიცი.-ვთქვი მე და გავიარეთ.
-აუ პროსტა რაა.-თქვა ლიზამ.
-აუ დღეს ნეტა რაზე დაგელაპარაკებაა,ცნობისმოყვარეობა მკლავს.- თქვა სალომემ
და გაიცინა.
ჩემს ჯინაზე გაკვეთილებიც ძალიან გაიწელა.ასე მეგონა 5 დღე იყო რაც გაკვეთილებზე ვიჯექი.ბოლოს კი როდესაც მეშვიდე გაკვეთილის გასვლის ზარი დაირეკა დებილივით წამოვხტი და პირველი გავედი გარეთ.
-გოგო სად მიდიხარ დაგველოდე.-დამიძახა სალომემ.
-ამ სიყვარულმა სულ გამოაშტერა ეს ხალხი რაა.-ჩაიბურტყუნა ლიზამ.
-გოგო ჩქარა ეე.-ვთქვი მე და ჩქარი ნაბიჯებით წინ წავედი.
-სად გეჩქარებაა?-მკითხა სალომემ.
-სად არა ვისთან.-შეუსწორა ლიზამ.
-ვერ ხართ თქვენ?სწავლის ფული უნდა გადავიხადო და წამო ჩქარა თორე ის კაცი მიდის სადღაც.-ვთქვი მე და იმედები გავუცრუე გოგოებს.
-უიმეე,ჩვენ კი არა შენ ვერ ხარ.-მითხრა ლიზამ.
-რამაზი მასს.-დავიყვირე მე.-ფულის გადახდა მინდა.
-მოდი მოდი.-მითხრა რამაზი მასწმა.მეც შევედი შიგნით ფული გადავიხადე და გარეთ გამოვედი უცებ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
-არ გამოდიხარ გარეთ?
-კი.-მივწერე მე ლევანს.
გარეთ გავედი თუ არა ლევანმა სიგარეტი გადააგდო და ბიჭებს გამოეყო,მეც მივხვდი რომ ლევანთან უნდა მივსულიყავი, სალომე და ლიზა კი აბუსთან და გუგასთან მივიდნენ.
-როგორ ხარ?-მკითხა ლევანმა მოვალეობის მოხდის მიზნით.
-კარგად შენ?-ვკითხე ლევანს მე.
-კარგად.ნინი მართლა გიყვარვარ?-მკითხა ლევანმა.
-ლევან იცი....
-არ ვიცი, ან კი მითხარი ან არა.-გამაწყვეტინა ლევანმა.ამაზე კიდე უფრო დავიბენი ისედაც არ მეკლდა დაბნეულობა.
-კი.-ძლივს ამოვღერღე მე.
-ჰმ.-თქვა ლევანმა და სიგარეტს მოუკიდა.
-ლევან შეგიძლია მომისმინო?ეხლა მე შენ აგიხსნი ყველაფერს.-საწყალი სახით ვთქვი მე.
-გისმენ.-მითხრა ლევანმა.
-აუ მოკლედ რა ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდი იმას რომ მიყვარხარ.იცი შენ რომ დაგინახე სკოლაში რა მომივიდა?გავგიჯდი და გადავირიე,იმის შემდეგ შენ ჩემ გულში უდიდესი ადგილი გიკავია.იცი ზუსტად მახსოვს 2 წლის წინ შენ რომ შემოაღე ჩვენი სკოლის კარი და მე პირველი დანახვაზე შემიყვარდი.1 ნახვით შეყვარების არ მჯეროდა მაგრამ შენ დამაჯერე.შენ ჩემთვის ახლა არ იცი ვინ ხარ.ნეტა ერთი წუთით ჩემს გულში ჩაგახედა რა ხდება.კიდე უფრო ვიტანჯებოდი იმით რომ მე ვიცოდი რომ მიყვარდი და შენ არა ახლა კი ის მაინც ვიცი რომ შენ ეს ამბავი იცი.მოკლედ ძაან რომ არ გამიგრძელდეს შენ საუკეთესო ბიჭი ხარ ვისაც ჩემთან შეხება ჰქონია.აი შენზე და ჩემს გრძნობებზე რომ ვილაპარაკო ალბათ 2 კვირა ვერ მოვრჩები ამიტომ შენც თავი რომ არ მოგაბეზრო ჯობია ეხლა დავამთავრო მაგრამ მინდა იცოდე რომ მე შენ ყოველთვის მიყვარდი მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები...
-ნინი არ ვიცი რა გითხრა,შენს სიტყვებზე დავფიქრდები იქნებ მეც მიყვარხარ,მაგრამ არ ვიციი რა,ხო ხვდები მიდი ეხლა წადი და ცოტა მერე ისევ დავილაპაროთ.-თქვა ლევანმა და ძალიან დაიბანა,ასეთი დაბნეული და გამოუვალ მდგომარეუბაში ლევანი არასდროს არ მენახა,მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ,თვითონ უარეს მდგომარეობაში ვიყავი.
მე თვითონ მიკვირდა როგორ გავბედე ამ ყველაფრის თქმა,მაგრამ ლევანმა ნეტა იცოდეს კიდევ რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი,ჩემი თავის მიკვირდა როგორ მოვუყარე ამ სიტყვებს თავი და ასე როგორ ვილაპარაკე მაგრამ ნათქვამია რომ თუ გიყვარს ყველაფერს შეძლებო და მეც ეს მჭირს.მიყვარს მაგრამ არ ვიცი ეს სიყვარული როგორ განვითარდება.

აბა ბავშვებო შემიფასეთ როგორია გავაგრძელო? თუ არ მოგწონთ მითხარით და არ გავაგრძელებ.მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ ჩემი მოთხრობა და იმათაც ვისაც არ მოგწონთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent