შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად8


31-05-2015, 19:21
ავტორი ReaDer))
ნანახია 1 943

სახლში ბურდღუნით შევვარდი, დაქალების შეკითხვებით სავსე მზერა დავაიგნორე, სამზარეულოში შევვარდი და ერთი ამოსუნთქვით დავცალე ორი ჭიქა ცივი წყალი, შემდეგ ღრმად ამოვისუნთქე, სკამზე ჩამოვჯექი და დაძაბული სახით გავხედე ორივეს..ცოტახანს ჩუმად ვიჯექი მაგრამ
ვიცოდი ხმის ამოღება მაინც მომიწევდა, ამიტომაც ჩუმი ხმით დავიწყე.. ვუთხარი სად ვიყავი რა მოხდა და რატომ ვიყავი ასეთი აფორიაქებული..როცა თხრობას მოვრჩი ოორივეს სახეს დავაკვირდი და მათ რეაქციას დაველოდე..გაოცებულნი ცოტახანს ხმას ვერ იღებდნენ, მერე თეკლა უემოციოდ ჩამოჯდა
ჩემს გვერდით და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-საერთოდ არ იცნობ..არ მომწონს მე ეგ ამბავი..-თქვა და უსიამოვნოდ გადააქნია თავი
-კარგი რა თეკლა..არამგონია რამე სანერვიულო იყოს..მაგრამ კარგი რომ არაფერია ეგ ცხადია-ჩაილაპარაკა ნაიამ და ეშმაკურად გამიღიმა, ნათქვამს მაშინვე მივუხვდი, შეურაწყოფილმა, სახე სასაცილოდ დავმანჭე და დაქალს "გავუბრაზდი"
-გაგიჟდი ნაია? მე და ის? შანსი არაა! ნამდვილი დემონის მოციქულია..-წამოვიყვირე გაღიზიანებულმა მაგრამ მალევე დავმშვიდდი და ჩუმი ხმით წავიჩურჩულე-დავემშვიდობე და აწი საერთოდ აღარ ვნახავ!-დავასრულე მკაცრად და ოთახისკენ გავეშურე..ცხელი შხაპი ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი შვება იყო..ყველაფრისგან დაღლილი ვერც კი მივხვდი რამდენ ხანს
ვიყავი წყლის ჭავლის ქვეშ, იმდენად წავსულიყავი ფიქრებში..თავში უამრავი რამ ერთად მიტრიალებდა და უკვე აღარ ვიცოდი რომელზე გამემახვილებინა ყურადღება.."სად დაიჭრა ან ვინ დაჭრა ნეტა" ვფიქრობდი და ვცდილობდი რაიმე ლოგიკური დასკვნა გამომეტანა მაგრამ როგორ შეიძლებოდა რამე მეფიქრა ადამიანზე რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი "უკვე მისამართიც" ჩამძახა ირონიულად ჩემმა შინაგანმა
ხმამ და მაშინვე გაბრაზებულმა შევუბღვირე გონებაში..თითების ბალიშებს უკვე ხარშვა დაეწყო როცა მივხვდი რომ საკმაოდ დიდი ხანი გასულიყო რაც აქ ვიყავი..ზანტად შევიმშრალე ტანი. ჩავიცვი და ოთახში გამოვედი. ნაია და თეკლა საწოლზე ჩამომჯდარიყვნენ და რაღაცეებზე ჭორაობდნენ თან შიგადაშიგ იცინოდნენ და სახეს სასაცილოდ მანჭავდნენ, მათი სახეების დანახვაზე უნებურად გამეღიმა და გვერდით ჩამოვუჯექი
-მოდით მომხდარი დავივიწყოთ და დღეს რაიმეთი გავერთოთ-ვუთხარი მშვიდი ხმით ორივეს და მათ რეაქციას დაველოდე
-ოოჰ!-წამოიძახა ჩემი დანახვისას ნაიამ-გვეგონა დაგეძინა ან საერთოდ წყალმა ჩაგყლაპა-სასაცილო ტონით წამოიყვირა და როცა ჩემს მობეზრებულ სახეს გადააწყდა, ორივეს ჩაეცინა, უცებ დასერიოზულდა და მშვიდი ხმით მითხრა-კარგი აზრია..მაგრამ ოთხ დღეშ გამოცდა გვეწყება და რის გართობა დაიაა?-მკითხა სასაცილო ხმით თვალებგაფართოებულმადა სახეზე დამაშტერდა
-ვაი! მაგას ნუ მახსენებთ..ერთი სული მაქ როდის გადავაგორებ-წამოიძახა მობეზრებული ხმით თეკლამ და საწოლზე გადაწვა-მართლა გავისეირნოთ რა სადმე..შეგვიძლია მთაწმინდაზეც ავიდეთ-წამოიძახა უცებ გახარებულმა და საწოლიდან წამოხტა
-კარგი აზრია-დავეთანხმე და სამზარეულოსკენ წავედი. ისე მომშიებოდა რომ მზად ვიყავი მთელი მაცივარი გადამეჭამა. ჩემი კულინარიული ნიჭით დიდად ვერ დავიკვეხნიდი ასე რომ რაღაც მივახლაფორთე სამივესთვის და წასახემსად გავძახე ორივეს
-ვაიმე ლენა, მე კი ვთქვი მეშინია გამოცდებისთქო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიკვდილი მინდა-წამოიძახა თეკლამ და ჩემს კერძს დააკვირდა. მის სიტყვებზე ცხვირი ნაწყენმა ავიბზუე და სახე სასაცილოდ დავმანჭე
-ჰოდა დარჩი მშიერი! ბოროტოო!-ვთქვი და სკამზე დავეხეთქე. ისე სწრაფად გადავასანსალე ყველაფერი რომ მე თვითონაც გამიკვრიდა.."აი რას ნიშნავს იყო მშიერი..გასუქდები ლენააა" ჩამძახა ჩემმა შინაგანმა მემ რომელიც მერამდენედ მოვკალი უკვე სათვალავი ამერია..ისეთ აზრებს აფრქვევდა რომ ხანდახან მეგონა გონებაში მეორე ირონიის მეფე დიმიტრი მეჯდა..თავი მობეზრებით გადავაქნიე, შემდეგ ფეხზე წამოვდექი
და სანამ ოთახში მოსამზადებლად გავიდოდი, ხელები ამაყად გავშალე და დაქალების რეაქციას დაველოდე კერძზე
-ტიტანიკის სცენას განასახიერებ ლენა?-მკითხა ნაიამ და ჩაიცინა
- ოოო...როგორ მოგეწონათ კერძი?-ვკითხე თვალებმოჭუტულმა და ხელები ჩამოვწიე
-მმ არიყო ცუდი..-ჩაილაპარაკა თეკლამ და სიცილი დაიწყო-ერთ საათში თუ ისევ მედგა სული მერე ვააბშე მაგარი ყოფილა!-წამოიძახა სასაცილო ტონით და ხელი მოწონების ნიშნად ამიწია
-ეეე..რა უნდა გაგიკეთოთ თქვენ კაცმა? ბოროტებო-შევუბღვირე ორივეს სიცილშეკავებულმა და ოთახში გავვარდი. მალევე მოვემზადეთ და გეზი პარკისკენ ავიღეთ. მშვიდი დღე იყო, მოღრუბლული მაგრამ არა ისეთი წვიმას რომ აპირებდა..სიცხითაც დიდად არ ცხელოდა რამაც უფრო გაგვახარა, რადგან დახუთულ ამინდს ვერცერთი ვერ ვიტანდით..ორი საათი სეირნობით და გართობით ძლივს გავწელეთ მერე ერთ-ერთ კაფეში შევედით და ნაყინიც მივირთვით.
-საღამოსკენ წავიმეცადინოთ ოკეი?-იკითხა ღიმილით ნაიამ და გადმოგვხედა
-ჰო აბა..თორე დავიღუპებით-ვუთხარი სიცილით და განათებულ მობილურს გავხედე. "მოგიწევს სიტყვას გადაააბიჯო..ვერ ვგრძნობ თავს კარგად.."აჩქარებული გულისცემით გადავიკითხე შეტყობინება "მე გაგაფრთხილე..აწი ეგ შენი საქმეა.." მივწერე სწრაფად და გაბრაზებულმა მობილური მაგიდაზე დავახეთქე
-რა ხდება ლენა?-მკითხა გაკვირვებით ნაიამ და სახეზე დამაკვირდა
-არაფერი..-ჩავილაპარაკე ჩუმად და მზერა ავარიდე-წავიდეთ აწი კაი?-წამოვდექი მაგიდიდან და შევეცადე გამეღიმა რომ ჩემი აღელვება არ შეემჩნიათ
-უკვე? კაი წავიდეთ-ჩაილაპარაკა თეკლამ და ორივე ფეხზე წამოდგა. მობილურზე აღარ დამიხედია რადგან არ მინდოდა უარესად ავფორიაქებულიყავი.. სახლში მისულნი დაღლილები დავეხეთქეთ და ცოტახანს წავუსვენეთ..დაგეგმილი სწავლების გაკვეთილი სამწუხაროდ ჩაგვეყარა წყალში..თეკლას თავისმა ძმამ დაურეკა, მშობლები სტუმრად წასულიყვნენ გიორგი(ძმა)ც სადღაც მიდიოდა და თეკლას მისი პატარა დის დატოვება სთხოვა, ნაიას კი დედამისმა დაურეკა და რაღაც საქმის გამო სახლში მოსვლა სთხოვა..იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ. დიდხანს ითრევდა ორივე ფეხს რადგან არცერთს არ სურდა ღამე მარტო დავეტოვებინე მაგრამ
ავუხსენი რომ საშიში არაფერი იყო და ორივე მოწყენილმა გავაცილე. დაცარიელებულ ბინაში მარტოდ დავრჩი და თითქოს რაღაც სიცარიელე დამეუფლა..ასე იცის მოულოდნელმა დაშორებამ თუნდაც მცირეხნიანმა ახლობელ ადამიანებთან..რა უნდა მეკეთებინა ახლა მე მარტოს?! ოთახებში აქეთ იქეთ სიარული დავიწყე, ეს რომ მომბეზრდა მეცადინეობა ვცადე მაგრამ არც ეგ გამომივიდა..ფილმის ყურებაც ვცადე მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევებში ფილმი უაზრობა აღმოჩნდა. გაბრაზებულმა დავკეცე ლეპტოპი და
საწოლზე გადავწექი. მობილურის ზუზუნზე სწრაფად წამოვხტი და ვუპასუხე
-როგორ ხარ ლენა? -გავიგე დედაჩემის მშვიდი ხმა ყურმილს მიღმა და მონატრებისგან სახე უნებურად მომეღრიცა
-კარგად ანა, შენ?როდის ჩამოხვალთ?-ვკითხე მოუთმენელი ტონით და მის პასუხს დაველოდე
-ჩვენც კარგად ვართ და ძალიან მოგვენატრე..ორ დღეში მაქ ვიქნებით, ხომ ყველაფერი კარგადაა? სახლში მარტო ხარ?-გავიგე ანერვიულებული ტონი
-კარგადაა ყველაფერი..არა არვარ..(ურცხვად მოვიტყუე) აქ არიან გოგონები-ჩუმად ჩავილაპარაკე და ტუჩზე ვიკბინე..სიმართლე რომ გაეგოთ ნერვიულობას დაიწყებდნენ ამიტომაც აზრი არ ჰქონდა ეხლა ისინი ამეფორიაქებინა
-კარგი ლენა..ჭკვიანად იყავი, მალე ჩამოვალთ..მამამ მოგიკითხა-დამემშვიდობა თბილი ხმით -მეც მომიკითხე..-ვუთხარი ღმილით და მობილური გავთიშე. თავი საკუთარი ტყუილისგან შეწუხებულმა გადავაქნიე და მობილურის დადებას ვაპირებდი როცა გადავწყვიტე საათი შემემოწმებინა, სწორედ ამდროს გაუხსნელი შეტყობინება შევამჩნიე..მივხვდი ვისგანაც იყო მაგრამ გახსნაზე მაინც დიდხანს ვთაკილობდი..პირდაპირ წაშლაც ვიფიქრე მაგრამ ჩემმა მოუთმენელმა ხასიათმა არ გამახარა და შეტყობინება გავხსენი "ეგრე ხო?..კარგი! ექიმი თუ არ მივა პაციენტთან მაშინ პაციენტი მივა ექიმთან.."
წავიკითხე და მთელი შიგნეულობა ამეწვა. გულმა ისე გამალებით დამიწყო ძგერა რომ ასე მეგონა სადაც იყო ამოვარდებოდა..უამრავი ფიქრი გავივლე გონებაში.."განა აქ მოვა?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს" ნუ გეშინია, მას წარმოდგენა არ აქვს ჩემი სახლი სად არის!" დავამშვიდე საკუთარი თავი და შევეცადე გულისცემა დამერეგულირებინა..რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და რაღაცის მოლოდინით დამფრთხალმა სწრაფად მოვავლე თვალი ნახევრად ბნელ, ცარიელ ოთახს..როგორ მინდოდა ახლა მარტო არ ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც და მაინც ახლა მომიწია ეულად ბინაში ჯდომა..ნერვიულობისგან ბოლთას ვცემდი როცა კიდევ ერთხელ დავხედე საათს დროის შესამოწმებლად..უკვე თორმეტი შესრულებულიყო და გადავწყვიტე მეცადა მაინც დაძინება..იქნებ ამას მაინც ეშველა..სწრაფად ჩავიცვი
თხელი ღამის შორტები, პერანგი და საწოლში შევგორდი. პლედი მოვიხურე და სმენად ვიქეცი "არ მოვა..უფრო სწორად ვერ მოვა! მისამართი არ იცის" ვამშვიდებდი საკუთარ თავს მთელი მონდომებით, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა და თვალები შეშინებულმა ვჭყიტე.


მადლობა ყველას ვინც კითხულობთ..ველი შეფასებებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent