შეთავსებით ძიძა (თავი 11)
ესეც შემდეგი თავი. ბოდიში უფრო ადრე რომ ვერ დავდე. ტვინი არ მიმუშავებს! ფბ აღვადგინე და დამიმატეთ ელენა სვანი. შეტყობინებები წაშლილი მაქ ზოგი და ვერ გიპოვეთ!!!! მადლობა დიდიიიიიი!!!!!! 888 სახლში სიბრაზისგან ერთიანად აწითლებული მივედი. ტიმოთეს სიტყვები ტვინში მიკაკუნებდა და სულს მიფორიაქებდა. ისე ვიყავი გაღიზიანებული, ახლოს რომ მყოლოდა რაც პირველი მომხვდებოდა ხელში, მაგას შევალეწავდი სახეზე, ჭკუა რომ ესწავლა. მოჩვენებითი ღიმილით ჩავაბარე მამას დღის ანგარიში და ოთახში შევიკეტე. მოუსვენრობას ისე შევეპყარი, შხაპმაც ვერ მიშველა და ნერვიულად ვცემდი ბოლთას. -იდიოტი! თავის ნაშაში ვეშლები მგონი! ყეყეჩი ეგ!..-უმისამართოდ ვისროდი სიტყვებს და მუშტებს ჰაერს ვუღერებდი. ჩემმა ბოდიალმა და გულში დატრიალებულმა ბრაზმა პიკს რომ მიაღწია, საბან შემოხვეული გავვარდი კარებში და ისე შევაჭერი მშობლების ოთახში, არც კი დამიკაკუნებია. უკითხავად ჩავწექი მათ შორის და გახამებულ ზეწარში თავი ჩავრგე. უხილავი კომფორტის გრძნობა დამეუფლა და ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა, სახამებლის სუნზე. -რა იყო, მა, შეგეშინდა?-ღიმილით მიჩურჩულა ზურაბმა და სველ თმებზე მომეფერა,-ისევ სველი გაქ თმები! რატო არ გესმის ჩემი ნათქვამი?! შაკიკი გინდა აიკიდო? -ჰმმმჰმმმ!-სმოვიზმუვლე და მხარი ავიქნიე. მთელი დღის დაღლილობა ქუთუთოებზე დამაწვა და ხმის ამოღება, საშინლად მეზარებოდა. -რა მოხდა, დედი?-ლოყაზე ვიგრძენი ნაზი, თლილი თითების შეხება.-ცუდად ხარ? -მეძინება,-ამოვიბურტყუნე საბანში ცხვირ ჩარგულმა და ნათიას მივეხუტე. -დაიძინე, მამი.-თავზე მაკოცა ზურაბმა და საბანი საგულდაგულოდ შემომიკეცა. -მიყვარხართ!-ვერ მივხვდი, ეს ნამდვილად ვთქვი თუ ძილში წასულის ბოლო გაფიქრებული აზრი იყო. თითქოს ნელ-ნელა გამცილდა მოუსვენრობის გრძნობა. 888 -ლიკა, ძვირფასო, როგორ მიდის შენი საქმეები?-მეორე დღეს, საუზმობისას გამომელაპარაკა ქალბატონი ნონა. -შეძლებისდაგვარად კარგად,-გავუღიმე და ინდიფერენტული სახით მჯდარი ტიმოთესკენ მზერა გავაპარე. -ვხედავ, პატარა ტერორისტებს კარგად გაუგე.-თბილად გამიღიმე ბატონმა მამუკამ და. გვერდით მჯდარ ბიჭს ქოჩორზე მოქაჩა. -ძალიან კარგი შვილიშვილები გყავთ,-სითბო ჩამეღვარა გულში, იანამ რომ შემომცინა და ხელუხლებელ თეფშს დავაშტერდი,-ძალიან შევეჩვიე სამივეს და გამიჭირდება მათთან დაშორება,-უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა მუცელში და გულის რევამ შემაწუხა. -რას ამბობ, ძვირფასო! ეგ მეორედ არ თქვა,-შეიცხადა ქალმა და ხელები გაასავსავა,-რა დროს წასვლაზე ფიქრია! -არა, ზოგადად ვიგულისხმე,-ვეცადე გამეღიმა, თუმცა მუცელში კვლავ მივლიდა წეღანდელი შეგრძნება.-ხომ იქნება დრო... -არანაირი დრო არ იქნება.-შემაწყვეტინა თითის ქნევით,-ადრეა მაგაზე ლაპარაკი, ძალიან ადრე. -ლიკა, მიდიხარ?-ჩუმად იკითხა გაურკვევლობაში მყოფმა იანამ. ტყუპებიც გაფაციცებით გვისმენდნენ. ტიმოთესაც შეეწყვიტა ჭამა და წარბაწეული, სულერთიას გამომეტყველებით გვიმზერდა. რატომღაც გული დამწყდა... -რომ უნდოდეს, ბებიაშენი ოთახში ჩაკეტავს და არ გაუშვებს,-თვალი ჩაუკრა შვილიშვილს კაცმა და მართლა იზამსო, მანიშნა. -რა გულისამაჩუყებელია,-ჩაიფრუტუნა ტიმოთემ და ირონიულად შემომღიმა. სპეციალურად თქვა მარტო ჩემ გასაგონად, ასე რომ მომშხამოდა გუნება! 888 ნაშუადღევს, ბავშვების პარკში გასეირნება გადავწყვიტე. ამინდიც შესანიშნავი იყო. თბილი და მზიანი. თბილისის შეუფერებლად გრილი და სასიამოვნო. შუა სეირნობისას, ბიჭებმა დაიჟინეს, სკეიტ პარკში გავისერნოთო. იანაც აიყოლიეს და მანამ არ მომეშვნენ, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ წამაპორწიალეს. -არც კი გაიფიქროთ!-დავუბრიალე თვალები ტყუპებს, როდესაც ველოსიპედებზე, სკეიტებზე და როლიკებზე ამხედრებულ ახალგაზრდებს შევხედე, გიჭებივით რომ დაქროდნენ. აი, მე კი უარს არ ვიტყოდი ბავშვობის გახსენებაზე. -აუუუ, გთხოვ რა ლიკა! ძაან გთხოვ! უბრალოდ გავიკატავებთ... მიდი რა, ლიკა!..-ლამის ყელი გამოიღადრეს და მეტი დრამატიზებისთვის, ნიკაპიც ააკანკალეს. -ტყუილად მეაფერისტებით!.. არა და მორჩა!-პოზიციას არ ვთმობდი,-რამე რომ დაგემართოთ?! ბიძათქვენი ტყავს გამაძრობს, ეს რომ გაიგოს! ასე, რომ...-მკაცრად შევკარი შუბლი. არადა ერთი სული მქონდა, სკეიტს როდის შევეხებოდი. -აუუუუ, ლიკა!-აწუწუნდნენ ბაღლინჯოები.-არაფერი მოგვივა, არც ბიძია გაიგებს არაფერს. გთხოვ რა!!! -ბავშვებო, კატაობა გინდათ?-ჩემდა ჭირად აყვირდა ერთ-ერთი ველოსიპედისტი და როგორც კი ბავშვებს გადახედა, სიცილით მოგვიახლოვდა,-აბა, რომელს გინდათ პირველად? -მე... მე!..-აყაყანდნენ იაშვილების შთამომავლები. -არ...-დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა, რამდენიმე რომ გამოეყო ჯგუფს და ჩვენს წინ რომ აისვეტნენ. -ვაიმე, რა ლამაზები არიან... როგორ გვანან ერთმანეთს... რა საყვარლები არიან, ეს ორნი... გოგოს ნახე რა ლოყები აქვს... ნეტა როგორ არჩევენ ერთმანეთისგან?-როცა მსგავსი რეპლიკები გავარჩიე აურზაურში, საბოლოოდ დავყარე ფარ-ხმალი. 888 -იცოდეთ, ნელა იარეთ, ბავშვებს რამე არ მოუვიდეთ, თორე თქვენთან ერთად მეც წამაცლიან თავს!.. ბავშვებო, კარგად მოეჭიდეთ და ხელი არ გაუშვათ... იცოდეთ,მარტო ერთი წრე,-ვაფრთხილებდი ველოსიპედებზე, მძღოლებიანად განაწილებულებს და ნერვიულობისგან ხელით ვინიავებდი. ლამის გამოვიტირე, თვალს რომ მიეფარნენ და ხვნეშით ჩავჯექი ბალახზე. მაგათ მოსვლამდე,მოსვენება არ მეღირსებოდა. -არ გინდა, შენც გაიკატავო?-ღიმილით დამადგა ახალგაზრდა, ტატუებიანი ბიჭი თავზე და სკეტი დაატრიალა. -დიდი სიამოვნებით, მაგრამ სანამ ისინი არ დაბრუნდებიან, ვერაფერს მოვახერხებ,-ჩავიქნიე ხელი. -ტყუილად ღელავ. ისეთებზე არიან ჩაბარებულები, უვნებელს დაგიბრუნებენ უკან,-სიცილით გამომიწოდა ხელი და თვალები აათამაშა. -იმედია ხელ-ფეხი მთელი მექნება,-სიცილით ჩავეჭიდე და გვერდით ამოვუდექი. -მე დაგიჭერ, თუ ჩამოვარდი. თუ არადა, საავადმყოფო ახლოსაა,-გამამხნევა, თავისი აზრით. მომწონდა ეს ბიჭი. -ვერაფერს იტყვი, სტიმულის მომცემი სიტყვებია,-ხუმრობაში ავყევი და სკეიტზე ცალი ფეხი შევდგი. -ოდნავ მოიხარე მუხლში, წინ გადაიხარე, მორე ფეხით კი ბიძგი მიეცი... მთელი სიმძიმე, წინა ფეხზე უნდა გქონდეს გადატანილი,-ინსტრუქციას მაძლევდა ბიჭი, თან ხელზე მეჭიდებოდა. -მაგარია!..-აღფრთოვანებულმა წამოვიძახე, დამოუკიდებლად რომ გავიარე რამდენიმე მეტრი და წონასწორობა დარღვეული საავადმყოფოში ამოვყოფდი თავს, რომ არ დავეჭირეთ. -ნუ გათამამდები, ეგრე ძალიან, თორე მართლა მოიტეხ ფეხს,-გამაფრთხილა ბიჭმა და ხელი შემაშველა. -მართლა, რა გქვია?-ახლა გამახსენდა და ინტერესით გადავხედე. -ირაკლი,-სიცილით ამომხედა. -მე ლიკა, სასიამოვნოა,-ღიმილით ჩამოვართვი ხელი და მოკლე სახელოებიან მაისურში გამოჩენილ ტატუებზე ვანიშნე,-ლამაზი სვირინგებია. -ვიცი!-თან მელაპარაკებოდა და თან აქეთ-იქეთ მაკატავებდა. -აი, თავდაჯერებულობაც,-ცერი ავღმართე მოწონების ნიშნად. -შენ გაქ სვირინგი?-თვალებ მოჭუტულმა ამომხედა. -ნწუ,-გადავაქნიე თავი. -არ გინდა?-ეშმაკურად შემომცინა. -ძალიან! -როცა გინდა, მოდი ჩემთან და გაგიკეთებ!-შემომთავაზა ღიმილით. -მეშინია,-დავბრიცე ტუჩები. -არაუშავს, ისეთი ტკივილი არაა, რომ ვერ გაუძლო,-აიჩეჩა მხრები. -გამხნევებაც ასეთი უნდა რა!-ავიბზუე ტუჩი და სიცილში ავყევი,-ვიფიქრებ მაგაზე. მანამდე, ეს მასწავლე. მესამე წრეზე, უკვე თავისუფლად ვატარებდი სკეიტს. მართალია არა ისე ოსტატურად, როგორც ირაკლი, მაგრამ ახალბედასთან შედარებით, არ დავიწუნებოდი. ბავშვებმაც მოასწრეს მეორე წრეზე წასვლა, სანამ მე რაღაცას ვცოდვილობდი. ქალბატონმა ნონამაც მოგვიკითხა ამასობაში. საოცრად მომწონდა, მუცელში ქარის ღიტინი და სრულიად მავიწყდებოდა ყველაფერი. ბოლოს ისე გავთამამდი, სულ დამავიწყდა, პირველად რომ ვიდექი ბორბლებიან დაფაზე და ისე გავქანდი, მანქანაც ვერ დამეწეოდა. შიში მანამ არ მიგრძვნია, სანამ სწორი ზედაპირიდან, ქვაფენილზე არ გავაჭერი და ისე ავყირავდი, მთელმა განვლილმა ცხოვრებამ გამიარა თვალწინ. წინასწარ ვიგრძენი გადაყვლეფილი, ძლივს მოშუშებული იდაყვის მჩხვლეტავი ტკივილი, ამწვარი კვირისტავები და დასახიჩრებული სხეული. მაგრამ მანამ სანამ, რეალურად ვიგრძნობდი ამ ყველაფერს, ვიღაცამ ზურგზე ჩამავლო ხელი და მაისურზე მომქაჩა. ყელზე წაჭერილი ნაჭრისგან სუნთქვა შემეკრა, საკიდზე დაკიდებულივით რომ აღმოვჩნდი და ხმა ვერ დავიმორჩილე, ბრაგუნით რომ შევასკდი ინერციით ზურგით ვიღაცას. სიმწრისგან თვალები ამიცრემლიანდა, ასხლეტილი სკეიტი ფეხზე რომ დამეცა და კივილი ძლივს შევიკავე, ზუსტად ძვალზე რომ მომხვდა ბორბალი. -ვაიმე, ფეხი!-ავბღავლდი და ორად მოვიკეცე. -უარესის ღირსი ხარ!-ზემოდან დამჩხავა ნაცნობმა ხმამ, მაგრამ ისე ვიყავი ტკივილისგან გამწარებული, გარჩევა მიჭირდა.-ამხელა გოგო, პატარა ბავშვივით რომ ერთობი, იმის მაგივრად, შენს საქმეს მიხედო! ჩემი ძმისშვილები სად არიან, საერთოდ იცი?! -კატაობენ!..-ამოვიკრუსუნე ტუჩების კვნეტით და ხტუნვა-ხტუნვით წამოვდექი ფეხზე. აუტანლად მეწვოდა ნატკენი ადგილი და შესამჩნევად გამწითლებოდა. -კატაობენ... შენსავით ხო?-გამოცრა კბილებს შორის გაბრაზებულმა. ხელი დამავლო და ისე მომქაჩა, სკეიტის აღება ძლივს. მოვახერხე. -ვერ გეწევით, ვერ ხედავთ, ძლივს დავდივარ!-გაღიზიანებული კოჭლობით მივსდევდი უკან, არაფრის დიდებით რომ არ მიშვებდა ხელს. -მაგაზე, მანამ გეფიქრა,სანამ კატაობას დაიწყებდი,-შემომიყეფა შუბლ შეკრულმა და ახლახანს მოსული ბავშვებისკენ წამიყვანა. 888 -აუ, რა მაგარი იყო.-აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ტყუპები.-კიდევ წავიდეთ რა, ლიკა! -მოდი, დაიძინეთ, კარგი?-სიცილით ავუჩეჩე თმები და საბანი კარგად გადავაფარე. -ხო წავალთ?-სანამ კარში გავიდოდი, მანამ მკითხეს. -ვეცდები წაგიყვანოთ,-ჩავუკარი თვალი, მთქნარება ავარდნილებს და დერეფანში გავედი. სისინით გადავკვეთე კოლიდორი და კოჭლობით შევაბიჯე მისაღებში. თვალები გაბეზრებულმა ავატრიალე, საბუთებში ჩამძვრალ ტიმოთეს რომ ვკიდე თვალი და ჩანთის ასაღებად მივუახლოვდი. სულ არ გამხარებია მისი დანახვა... საერთოდ არა!.. -შენთვის ნახვამდის არ უსწავლებიათ?-წარბებ აწკიპულმა ამომხედა, ფრატუნით რომ გავემართე გასასვლელისკენ. -ხელის შეშლა არ მინდოდა,-მემაიტურად ავაფახულე წამწამები და თავი დავუკარი დამშვიდობების ნიშნად. -მოიცა, საქმე მაქ შენთან,-წამოიწია სავარძელზე და ქაღალდები გვერდზე გადადო. -ჩემთან?-გულმკერდზე მივიჭირე თითი. -ხო, შენთან,-გაბეზრებულმა გადაატრიალა თვალები. გაურკვევლობაში მყოფმა ავიჩეჩე მხრები და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი. -დაჯექი,-თავით მანიშნა მის გვერდით, მაგრამ წინ დავუჯექი. მისი ირონიული ჩაცინება კი არ შევიმჩნიე. -რა საქმე გაქვთ, უფროსო?-მოუთმენლად ავათამაშე თითები ჩანთაზე. -იცი, რომ ამ კვირის ბოლოს მივდივარ,-მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. -მერე?-კვლავ ჩამწყდა გულში რაღაც და მკერდი დამეჭიმე. -არ ვიცი, როდის დავბრუნდები...-განაგრძო და კვლავ დაკვირვებით შემათვალიერა. -მერე? -შეიძლება, ერთი თვეც ვერ ჩამოვიდე,-გამაღიზიანებლად წელავდა სათქმელს, მეც უფრო მეტად მაწყდებოდა ნერვები. -მერე? -მერეს მეტი, სხვა სიტყვა, არ იცი?-გაღიზიანდა ტიმოთეც და ნიჩაბისხელა მუშტები შეკრა. -თქვენ, არ შეგიძლიათ, პირდაპირ მითხრათ სათქმელი, უფროსო?-ვერც მე შევიკავე თავი. -საჩუქარი მინდა ანას გავუკეთო, წასვლის წინ,-ამოღეჭა როგორც იქნა და გაფაციცებით ჩამაშტერდა თვალებში. ისეთი ცეცხლი წამეკიდა, ისეთი... თავი ძლივს შევიკავე, ეგ შუშის მაგიდა, რომ არ მესროლა უდარდელად გაჯგიმულისთვის. ბრაზმა ისე წამიჭირა ყელში, კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ერთი ღრმად ჩავისუნთქე დასაწყნარებლად და თვალები იატაკს გავუსწორე. ნელ-ნელა გაბრაზებამ . ყელში გახირული ბურთიც გაილია და მისი ადგილი, საშინელმა გულდაწყვეტამ დაიკავა, ეჭვიანობის მწველი ნექტარი რომ შერეოდა. -მერე?-ვეცადე უდარდელი ტონი შემენარჩუნებინა და თვალი გავუსწორე, რამე რომ არ ეეჭვა. -არ ვიცი, რა ვაჩუქო,-აიჩეჩა მხრები და სავარძელზე გადაწვა. მზერას, წამითაც არ მაცილებდა. -მერე?-მკერდში დაგუბული ჰაერი, მჭვალავ ტკივილს გზავნიდა ალვეოლებში. -ისევ ეს მერე!-აშკარად გავაბრაზე. არაუშავს!... მე გაცილებით ცუდად ვგრძნობდი თავს. ისე ცუდად, რომ წვიმაში გაქცევის მეტი არაფერი მინდოდა... ცრემლები არავის რომ არ შეემჩნია. -სხვას, არაფერს მეტყვი?-ასისინდა თვალებ დაწვრილებული. -მე რატო მეუბნებით ამ ყველაფერს?-მეც შევუღრინე. -იმიტომ, რომ შენც ქალი ხარ,-ისე წამოიძახა, თითქოს აშკარა ფაქტს ვერ ვამჩნევდი. -გოგო!..-შევუსწორე თითის აწევით და ენაზე ვიკბინე. იდიოტი ვარ! -ხო, გოგო,-ირონიულად ჩაიქირქილა და განაგრძო,-გოგოებს ხომ ერთნაირი გემოვნება გაქვთ და იქნებ მირჩიო რამე. -თქვენი საცოლის არ ვიცი, მაგრამ მე არავის მსგავსი გემოვნება არ მაქ,-ნელ-ნელა უფრო მეტად ვბრაზდებოდი. ჩემ მეორე ნახევარს, მსგავსი რამ რომ ეთქვა ჩემზე, მაგ გადახოტრილ, იდეალურად მრგვალი ფორმის თავს, შუაზე გავუპობდი. -გასაგებია, გასაგები,-გადააქნია თავზე და ფეხზე წამოდგა.-შეგიძლია წახვიდე. -კოლიე,-მივაძახე, ჰილში გასულმა და ჩემკენ მობრუნებულს ნაძალადევად გავუღიმე,-ძვირფასი კოლიე მოეწონება, დარწმუნებული ვარ. -მოიცა!-დამაწია და გაბეზრებული, კვლავ გავტრიალდი. -ახლა რაღა გნებავთ?-გადავატრიალე თვალები და მოახლოებულს ავხედე. რა მაღალია, რას ჭამდა ასეთს! -სახეზე რაღაც გაქ,-ჩაიცინა კედელზე მიყრდნობილმა. -რა? სად?-შევიცხადე და სანამ სარკეს მოვიძიებდი, მანამ წამავლეს ლოყაზე ხელი და უხეში თითები გადამატარეს, საფეთქლიდან ნიკაპამდე. -კალმით ქაღალდზე უნდა წერო და არა სახეზე,-ისე მქონდა ყურები დაგუდული, ძლივს მესმოდა მამაკაცის ხმა და გულისცემას ფილტვებში ვგრძნობდი. ისეთმა ელეთმელეთმა დამიარა, აზრზე ვერ მოვედი და ისიც ვერ მოვიფიქრე, უკან გავწეულიყავი. გაშტერებული, ერთ ადგილას მილურსმული ვიდექი და რაღაცას ველოდი. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც ნიკაპში ჩამავლო უხეში თითები, თავი მომაბრუნებინა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრო. -მადლობა... რჩევისთვის,-მზერა დაბინდულმა დავინახე, როგორ ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხე და წამის მერე აღვიქვი, რომ იღიმოდა. ინსტიქტურად მეც გავუღიმე, როდესაც ხელი მიშვა და არეული ნაბიჯებით დავტოვე სახლი. მხოლოდ მეორე სართულზე ყოფნისას მომაგონდა ჩანთა და გამწარებულმა გავაღრჭიალე კბილები. სიკვდილი მერჩია კვლავ უკან აბრუნებას და იმ კაცის ნახვას, რომელიც იმაზე იმტვრევდა თავს, თუ რა ეჩუქებინა საცოლესთვის. წამში წამიხდა გუნება, ლოყაც გამეტებით მოვიწმინდე, მისი ტუჩების კვალი რომ წამეცილებინა და სირბილით ავუყევი კიბეებს. -ჩა...-ის იყო კარი გამოვღე და პირიც, დაბარებულივით რომ ამესვეტა ზღურბლზე ტიმოთე და სიტყვა გამიწყდა, რბილი რაღაცის შეხება რომ ვიგრძენი, მომთხოვნად რომ წაეტანა ჩემს ტუჩებს. იმდენად დიდი იყო განცდილი შოკი, რომ ერთიანად გქვავებული ადგილიდან ვერ ვიძროდი. კოცნაში აყოლაზე ან ჯაჯგურზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ვერც მაშინ მოვისაზრე ვერაფერი, ტუჩების მოუშორებლად რომ შემაპორწიალეს სახლში და უბოდიშოდ ამაყუდეს ცივ კარებს. ვერც მაშინ, კისერზე რომ წამავლეს ერთი ხელი და ცხელი თითის ბალიშები გადამატარეს ლავიწზე. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც მძიმე სუნთქვით მომშორდა დაჭიმული მამაკაცი და ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა. -არ შრმეძლო, შენი ისე გაშვება!-დაგუდული, ხორხისმიერი ბარიტონით მიჩურჩულა და სახეზე ჩამოშლილი ჩოლკა გადამიწია. საშინლად დამცირებულად ვიგრძენი თავი. გულ-მკერდ დაჭიმული, არაადამიანური ძალით ვცდილობდი რომ არ მეტირა. წართმეული პირველი კოცნა ვის ახსოვდა. განუწყვეტლივ ანას სახე მიტრიალებდა გონებაში და რამდენიმე წუთის წინ, თავად ტიმოთეს თხოვნა. ასე გამოყენებულად, ცხოვრებაში არ მიგრძვნია თავი... ვერც ვიგრძნობდი ალბათ ოდესმე. მოდუნებული მკლავებიდან უმალ დავუსხლტი და ერთიანად გახევებულს ყურადღება არ მივაქციე, ისე ჩავუყევი კიბეებს. ნელი ნაბიჯებით გადავკვეთე სველი გზა და ტროტუარს დავუყევი. ასეთი მძიმე, არასდროს ყოფილა ტანსაცმელი. არც სხეულზე ნაგრძნობი ჭვიმის წვეთები. ჩანთა კვლავ იქ დამრჩა... ასაღებად არ ავბრუნებულვა... არც მიტირია. ზედმეტად პათეტიკურად მიმაჩნდა ეს ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.