იდეალური აზროვნება 17
-მე ვილაპარაკებ, დემეტრემ მტკიცედ ჩაილაპარაკა და ცოლს გადახედა, ნინამ იგრძნო რაღაც ძალიან საიმედო სიმყარე მის მზერაში და თავი უხმოდ დაუქნია. მეორე წამს კი სახლიდან გამომავალი ნიკა დაინახა, ჩქარი ნაბიჯით რომ მოდიოდა მათი მანქანისკენ, მერე მის უკან დაჩი დალანდა, ბოლოს გიორგიც გამოჩნდა ზღურბლზე, ნინას უკვე მერამდენედ ეტკინა ოჯახი და თვითონაც გადავიდა მანქანიდან. არაფრად მოეჩვენა ის შეშლილი სახეები მის ოჯახის წევრებზე რომ შენიშნა, იცოდა, დემეტრე ლაპარაკს დაიწყებდა და მათი ეს ემოცია სანატრელი გაუხდებოდა. -ნინა, დემეტრემ კი თქვა ყველაფერს სახლში გეტყვითო, მაგრამ სადაა ანუკი, ნუ გადამრევთ, დედა, ნატო ცრემლებს ვერ იკავებდა და საოცარი იმედით მისჩერებოდა ნინას. -არ იყო მისი წამოყვანა საჭირო, მოუსმინეთ დემეტრეს, რა, კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და ქმარს იმედიანი მზერით გახედა, თვითონაც არ იცოდა ახლა რისი იმედი ჰქონდა... დემეტრე აუჩქარებლად იმეორებდა ანუკის სიტყვებს, ტიტანური სიმშვიდით და მოთმინებით უძლებდა ცხოვრების ამ წამებს და თან ხან ნიკას მიაპყრობდა მზერას, ხან დაჩის, ალბათ იმიტომ, რომ მათი ესმოდა ყველაზე კარგად. მაგრამ დადიანების მოთმინება არ გამოუჭედიათ გავარვარებული რკინებით და მათრახებით წამების დროს, მათ მიერ ნანახი ბოროტება არ იყო საკმარისი რომ ამისთვის შეემზადებინა ცხოვრებას... დემეტრემ თითქოს თავიდან გადაიტანა ყველაფერი, კიდევ ერთხელ მოუსმინა თავის პატარა დას, კიდევ ერთხელ გაუელვა გონებაში წარმოსახვითმა, მაგრამ მაინც რეალურად არსებულმა საშინელმა კადრებმა, კიდევ ერთხელ გაითავისა მისი ტირილით ნათქვამი ყოველი სიტყვა, კიდევ ერთხელ... და არ სრულდებოდა კიდევ ერთხელ, არ სრულდებოდა, რადგან დადიანების თვალები აცოცხლებდნენ ყველაფერს. ისევ და ისევ... მოეჩვენა რომ უსასრულობა გავიდა, უსასრულობა და მაინც არც ერთი არ იღებდა ხმას. ყველას ყურადღება უხეშმა ჭახანის ხმამ მიიპყრო, ნიაკო უაზროდ დაშტერებოდა ხელიდან გავარდნილი წყლიანი ჭიქის ნამსხვრევებს იატაკზე თითქოს მზერით ცდილობდა მათ შეწებებას. დაჩიმ არაფრისმთქმელი თვალებით გადახედა ნიკას, როგორც ყოველთვის ახლაც ელოდა უფროსი ძმისგან რაიმე იმედის მომცემს, ხელჩასაჭდს ან უბრალოდ რაღაც სიცოცხლის კვალს, მაგრამ ნიკას არც გაუხედავს დაჩისკენ, არც განძრეულა მას შემდეგ, რაც დემეტრემ ახსენა „ნახევრად შიშვლები საპირფარეშოში“... -მე ყველაფერი მესმის ძალიან კარგად, მაგრამ ახლა ბარბარე მარტოა და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ნინამ თვალებით მადლობა გადაუხადა დემეტრეს სიჩუმის დარღვევისთვის. -დემეტრე მართალია, მძიმე ხმით დაიწყო უფროსმა დადიანმა და ნინას ეგონა მოესმა, მამამისს გაოგნებული მზერა მიაპყრო და რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ შეამჩნა როგორ თითქმის შეუმჩნევლად უკანკალებდა ქვედა ყბა. -თუ ანამ არ იცის, მაშინ მის არც ერთ სხვა მეგობარს არ ეცოდინება. -წყნეთის სახლში? თითქმის ჩუღჩულით წამოიძახა ლიზიკომ. -გამორიცხულია, ბარბარემ იცის რომ პირველი ეგ გაგავახსენდება, მტკიცე იყო ნიკას ხმაც და ნინას თითქოს ახლა გაახსენდა როგორი ძლიერი იყო რეალურად მისი ოჯახი, გაახსენდა და ახლა მართლა იგრძნო იმედი, რომ ყველაფერი დალაგდებოდა, მთავარია, ერთმანეთი ჰყავდათ. -სულელი ბავშვი, ამოიხვნეშა ნინამ და თავი დივანს მიადო. -კედები წაღებული აქვს? ნინამ ისე სწრაფად წამოსწია თავი ირგვლის ყველაფრის ტრიალი იგრძნო. -რააა? დაბნეული მზერა მიაპყრო ნიკამ დას. -შენ თქვი ტანსაცმლის რაღაც ნაწილიო, კედები წაღებული აქვს? -არ ვიცი, მხრები აიჩეჩა ნიკამ და ნინამ სწრაფად აირბინა კიბეები, ბარბარეს ოთახის კარები ლამის შეამტვრია და კარადიდან ფეხსაცმლები გადმოყარა. მილიონჯერ დაფიქრდა, უამრავჯერ გაიხსენა ბარბარეს გარდერობი და საბოლოოდ დარწმუნდა რომ ყველა კედი ადგილზე იყო. -ბოლოს რომ ვიყავით ლურჯი კედები გაეხა მთაში ლაშქრობისას და მთელი დარჩენილი დღეები ბუზღუნებდა აქ რომ წამოვალ კედებს აღარ წამოვიღებო, ნიკა, არ გახსოვს, ამაზე იმდენს დასცინოდა დაჩი, ნინა თან კიბეებზე ჩარბოდა და თან ხმამაღლა ლაპარაკობდა. -სად რომ ვიყავით? ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა უფროს დადიანს, მაგრამ არ შეუმჩნევია ნინას. -გურიაში, სოფელშია, სხვა ადგილი ფიზიკურად არ არის რომ წასულიყო და ასე უცებ ცალკე სახლს ვერ მოძებნიდა. დაფიქრდით საუკეთესო ვარიანტია, თბილისში ვერ გაჩერდებოდა მუცელი დაეტყობოდა, იქ კიდევ ახლოს არავინაა სოფელი ამ დროს თითქმის ცარიელია ვერავინ გაიგებს. იდეალურია ახლა... -ნინა, გაჩუმდი, ხმისთვის არ აუწევია დაჩის, მაგრამ ნინას მომდევნო სიტყვა ყელში გაეჩხირა. -წავიდეთ გურიაში, ფეხზე წამოდგა და მანქანის გასაღები აიღო მაგიდიდან. დადიანები ერთიანად წამოდგნენ ფეხზე და კარისკენ წავიდნენ. -არა, მოიცადეთ. გურია ძალიან შორსაა, ამიტომ შეიძლება იქ ვერ ჩასულიყო, ბოლოს და ბოლოს იანვარია, ახლა სახლში ვინმე უნდა დარჩეს, იქნებ დაბრუნდეს, ნიკას ხმა მტკივნეულად მონოტონური იყო. -დედა, მამა, დარჩით სახლში, მობილურები ყველას გვაქვს და დაგვირეკეთ თუ რაიმე ახალს გაიგებთ, ჩვენც ასევე მოვიქცევით. გიორგიმ ცოლს გადახედა და როგორც კი ნატას თვალებს წააწყდა ყოყმანით, მაგრამ მიანც დაუქნია შვილს თავი. -ნიაკო, შენ ვერ წამოხვალ, თითქმის შვიდი თვის ორსული ხარ და დღეს ძალიან დაძაბული იყავი, დაჩი ცოლს მიუახლოვდა და მუცელზე ნაზად მოეფერა, ნიაკო ქმრის თვალებში ეძებდა რაღაც სიცოცხლისუნარიანს, მაგრად მოუჭირა ხელები მის თითებს და ლოყაზე აკოცა. „დაგელოდებითო“ ყურში ჩასჩურჩულა და მიმავალ დაჩის თვალი გააყოლა. -ახლა დედას არაფრის თავი არ აქვს და გთხოვ ნიასთან დარჩი, რა. ლიზიკოს ძალიან ჩუმად უთხრა დაჩიმ და ძმას ანიშნა გარეთ დაგელოდებიო. -ნიკა, ფრთხილად იარეთ გთხოვ. დაგვირეკეთ ხშირად. ნიკა შუბლზე კოცნით მოშორდა ცოლს და ნინამ ოთახის თვალიერება შეწყვიტა უცებ. გაახსენდა რომ უნდა ამდგარიყო და ფეხზე წამოდგა. დემეტრეს დაჟინებულ მზერას გადააწყდა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ცოლს, სახეზე ორი თითით მოეფერა და თვალებში ჩახედა. -არც იფიქრო, დემეტრე, ახლა სახლში არ დავრჩები, თავი გააქნია ნინამ და დემეტრემ ღრმად ამოისუნთქა, ნერვები მოეშალა ნინა რომ მიუხვდა, ეგონა, შეაპარებდა, დაითანხმებდა, მაგრამ ნინა უკვე გასული იყო სახლიდან. თვითონაც მორჩლად მიჰყვა და დაჩის მანქანაში ცოლის გვერდით ჩაჯდა. ^^^ უაზროდ გრძელი იყო გზა, თითქმის უსასრულო, დემეტრე ნინას მიშტერებოდა, გოგონა დრო და დრო ღრმად სუნთქავდა და თვალებს ხუჭავდა. უკვე თითქმის თენდებოდა. ქუთუთოებზე აუტანელ სიმძიმეს გრძნობდა, მაგრამ როგორც კი თვალებს დახუჭავდა მაშინვე უცნაური დანაშაულის გრძნობა შემოუტევდა. კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა გულის რევის შეგრძნების გასაქრობად და ფანჯარაში ნახევრად განათებულ გზას გადახედა. დემეტრე საკუთარი ნერვული სისტემის არსებობას გრძნობდა, ხვდებოდა, რომ ნინა ასე ცუდად ჯერ არ უნახავს და ვერ იტანდა ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა. რა მოხდებოდა ეს დღე რომ გამქრალიყო მათი ცხოვრებიდან, ან რა მოხდებოდა მანდამაინც დღეს რომ არ დაეწყო ლაპარაკი... -ნინა, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს წინ, დაიძინე ცოტა და გაგაღვიძებ, თავი თავის ბეჭზე ჩამოადებინა ცოლს და ყურში ჩუმად უთხრა. -გესმის? ნინას არ ამოუხედავს ისე დაიჩურჩულა. -რა? -სიჩუმე... უკვე თითქმის სამი საათია გზაში ვართ და დაჩის სიტყვაც კი არ უთქვამს, სახე ქმრის ყელში ჩამალა ნინამ და ისევ ჩაისუნთქა ღრმად. -ახლა ანუკისთანაც ცუდად არიან, მამაშენი ვერ ინძრეოდა, ნინას ხმა თითქოს ბოლოში საერთოდ გაიპარა. -ნუ ფიქრობ ყველაფერზე, ნინა, დახუჭე თვალები. -ბარბარე რომ რამე ცუდის გაკეთებას აპირებდეს ტანსაცმელს ხომ არ... დემეტრეს გულმა რამდენიმე დარტყმა მიყოლებით გამოტოვა. რა თქმა უნდა, ამასაც იფიქრებდა... -ჩვენ ორ საათში ჩავალთ თქვენს სოფელში, წამოვიყვანთ ბარბარეს და მერე ყველაფერი დალაგდება, სიტუაციისთვის შეუფერებლად მკაცრი იყო დემეტრეს მზერაც და ხმაც. ნინამ უხმოდ დაუქნია თავი და ისე დამალა სახე მის კისერში. ^^^ დაჩიმ ჭიშკრისგან მოშორებით გააჩერა მანქანა, ნიკა სწრაფად გადმოვიდა და ნინას ძახილმა სამივე ადგილზე გააშეშა. -მე შევალ, დამელოდეთ თქვენ აქ. -გამორიცხულია, ნინა, ზედმეტად ცარიელი იყო დაჩის ხმა, ნინა უცებ საშინლად გაბრაზდა, ძალიან ბევრი იყო ემოცია და ახლა ისე ძალიან უნდოდა მაგრად დაერტყა თუნდაც რამესთვის, ან უბრალოდ ეყვირა ხმის ჩახლეჩვამდე... -არა, არ შეხვალთ არც ერთი, ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა და წამში იგრძნო დემეტრეს შემოხვეული ხელები მუცელზე, ისე ძალიან ეტკინა მკერდში ღრმად რომ მხრებში ინსტინქტურად მოიხარა, აქვე აქვითინდებოდა ახლა რამეს თუ არ გააკეთებდა... ქმრის ხელებს თავისი მიაშველა და მათგან სხეული გაითავისუფლა, ნიკა ამტკიცებდა რომ იქ ყველა უნდა შესულიყვნენ, რომ მხოლოდ ასე დაარწმუნებდნენ ბარბარეს უკან დაბრუნებაში. ნინა მხოლოდ არაფრისმთქმელი თვალებით მიშტერებოდა ძმას და ვერ იაზრებდა მის სიტყვებს. -ჩემი დის ნახვა მინდა და მორჩა, თითქმის დაიყვირა დაჩიმ ბოლოს. -შენი და თვრამეტი წლის ბავშვია, რომელიც ვიღაც ნაბიჭვარმა უგონოდ ყოფნის დროს გააუპატიურა და ახლა ორსულადაა იგივე ნაბიჭვრისგან, რომლის სახეც კი არ ახსოვს, დაჩი, მართლა გგონია, რომ ახლა ბარბარეს თქვენი დანახვა უნდა? ნინამ წამით დამნაშავედაც იგრძნო თავი იმდენი ტკივილი ამოიკითხა ძმების თვალებში, მაგრამ სიმართლე არ იყო ნინას ბრალი და როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ვერსად გაექცეოდნენ მას. -ასეც ვიცოდი, მობილური მიმაქვს და მოგწერთ როგორც კი ვნახავ. ჭიშკარი ნელა შეაღო ნინამ და უკვე კარგად განათებულ სახლს გადახედა. „ოღონდ მანდ იყავი, რა“ ხმადაბლა დაიჩურჩულა და კარზე ჯერ გაუბედავად, მერე ხმამაღლა დააკაკუნა. სუნთქვაც კი შეეკრა და პირით ღრმად ჩაისუნთქა კარს იქით ხმაური რომ გაიგონა, მერე თითქოს იგრძნო როგორ დაინახა ბარბარემ სათვალთავლოში და მისი ყოყმანის სუნიც მოვიდა ნინასთან. -გამიღე, გთხოვ, ხმადაბლა დაუძახა დას და მალე საკეტის ხმაც გაიგონა. ნინამ უცნაური სიმშვიდე იგრძნო ბარბარეს რომ შეხედა, თითქოს ყველაფერი ცუდი უკვე უკან დარჩა... -ჩემი სახლიცაა ეს, შემომიშვი ახლა, გვერდზე ხელით გაწია უმცროსი და ოდნავ გაუღიმა. -როგორ ხარ? თვალებით გაზომა გოგონა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო. ბარაბრეს თვალები ცრემლებით აევსო და თავი დახარა. -ბარბი, გარეთ დემეტრეა, თუ არ მიპასუხებ ვეტყვი შემოვიდეს და გაგსინჯოს, რა თქმა უნდა, დაჩი და ნიკა მარტო არ გამოუშვებენ და ერთ ომი უკვე გადავიტანე აქ მარტო შემოსასვლელად, ამიტომ გისმენ, როგორ ხარ? ნინამ კარი მიკეტა და სამზარეულოში გავიდა. ბარაბარე უკან გაჰყვა დას. -აქ არიან? ჩუმად ჰკითხა უფროსს და ნინას ძალიან ეტკინა მისი ხმა. -არა, რესტორანში არიან ქეიფობენ, სად იქნებიან აბა? -ოჰ, ღმერთო... -მივწერ, რომ კარგად ხარ და რომ გარეთ დარჩნენ. სულ რამდენიმე სიტყვიანი ტექსტი გაუგზავნა ნიკას და უმცროსს მიუჯდა გვერდით. ბარაბრეს სახე ხელებში ჰქონდა დამალული და მხოლოდ მხრების მოძრაობით მიხვდა ნინა რომ ტიროდა. -არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო, გეფიცები. ვერც კი წარმოვიდგენდი... ბარბარე მალე პანიკაში ჩავარდებოდა, ნინამ მაგრად მოხვია ხელები და მიიხუტა. -რა თქმა უნდა, არ გინდოდა, სულელო, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არ გინდოდა. ცოტა ხანი დამშვიდება აცადა გოგონას და მერე თვალებში ფრთხილად ჩახედა. - სახლში უნდა წამოხვიდე, ხომ იცი როგორ ვინერვიულეთ. -მე მეგონა ასე უკეთესი იქნებოდა, დამნაშავის ხმით ჩაილაპარაკა უმცროსმა. -მე გპირდები, რომ მაგ სიტყვებს დაჩისთან და ნიკასთან არ გავამხელ და შენც ნუ გაიმეორებ ნურასდროს! უკვე მკაცრი იყო ნინას ხმა. -წარმომიდგენია რა დაემართებოდათ რომ გაიგებდნენ. -ვერ წარმოგიდგენია, ბარბი, ვერა, ისევ მოჰხვია დას ხელები და შუბლზე აკოცა. -ბარბარე, სიცხე გაქვს. ფეხზე წამოხტა ნინა. -სწრაფად ჩაიცვი, უნდა წავიდეთ. -არა, რა გთხოვ ჯერ არა, ახლა ცოტა ხნით მარტო ვიქნები რა, გთხოვ, ნინა. -ჩასახვის პროცესში ნარკოტიკების და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყავი, მთელი ერთი თვე ნორმალურად არ გისუნთია, ალბათ... ახლა სიცხე გაქვს და გინდა ამ მივარდნილ ადგილას მარტო დაგტოვო. თუ გინდა მაგ ბავშვი ჯანმრთელი კი არა, უბრალოდ დაიბადოს ახლავე ადგები და წამოხვალ თანაც სახლში კი არა საავადმყოფოში, ისევ დაიბრუნა ნინას ხმამ სიმკაცრე. დაინახა როგორ აუკანკალდა ბარბარეს სხეული და თავი საოცრად დაღლილად იგრძნო, თითქოს რაღაც ძლიერი ტვირთის ტარებისგან ისე დაიღალა რომ სადაც იყო მოიხსნიდა და შორს მოისროდა. -ბარბარე, ნუ გვაფიქრებინებ რომ ჩვენი გეშინია, ახლა ნიკასთვის და დაჩისთის გარეთ დგომა შეურაცხყოფაა, მშვიდად უთხრა დას და ისევ ჩაიხუტა. მუცელზე ნაზად მოეფერა ცალი ხელით და ოდნავ გაიღიმა. -თანაც შენს პატარას დახმარება სჭირდება, კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და თანხმობა დის თვალებში ამოიკითხა. -ჩავიცვამ, თქვა ბოლოს უმცროსმა და კიბეები აიარა თავისი ოთახისკენ. ნინამ ისევ მისწერა ნიკას რომ შემოსულიყვნენ და ისინიც რამდენიმე წამში გაჩნდნენ სახლში. -სად არის? დაჩიმ ოთახი მოათვალიერა და ნინას მიაშტერდა. -ზემოთ, ემზადება, ბოლომდე არც გაუგონია დაჩის და რამდენიმე ნაბიჯში აირბინა კიბე. -როგორაა? ახლა ნიკა მიაშტრედა დას. -სიცხე აქვს და ძალიან დასუსტებულია, დარწმუნებული ვარ საჭმელი ნორმალურად რამდენიმე დღეა ნაჭამი არ ექნება. -საავადმყოფოში წავიყვანოთ? დემეტრემ ნინას გადახედა და დასტურიც მიიღო პასუხად. დივანზე ჩამოჯდა და ჭერს ახედა. ახლა დიდი სიამოვნებით დარჩებოდა აქ და დაიძინებდა, მერე დაბრუნდებოდა უკან და იქნებ ყველაფერი უკვე ყოფილიყო თავის კალაპოტში ჩამდგარი. იქნებ, ბარბარეს აღარ ენერვიულა და უბრალოდ მომავალი დედობის სიხარული ეგრძნო, იქნებ დაჩის და ნიკას თვალებიდან გამქრალიყო ის სუსხი ნინა უკვე რამდენიმე საათი რომ ხედავდა, იქნებ მის მშობლებს ისევ გაეღიმათ ლაღად, იქნებ დემეტრეს აღარ დასჭირვებოდა სიმშვიდის დევნა და თავისი ოჯახით საკმარისი ყოფილიყო... იქნებ მერე ნინაც ყოფილიყო საკმარისი. კიბეებისკენ გაიხედა და ბარბარეს ჩანთამოკიდებულ დაჩის შეხედა, ოდნავ გაეღიმა ხანდახან ისეთი მარტივი იყო დაჩის ხასიათი, მას ერთადერთი რამ უნდოდა ცხოვრებაში რომ ყველა მისი ახლობელი კარგად ყოფილიყო... დარწმუნებული იყო ნინა ბარბარე საყვედურის მაგვარს ვერაფერს იგრძნობდა დაჩისგან. მერე უმცროსს გადახედა და წამში ამოიცნო მისი თავდახრის მიზეზი, ნინამ იგრძნო როგორ დაიმუხტა ჰაერი ირგვლივ, ბარბარე ყველანაირად ცდილობდა ნიკას თვალებს შემთხვევით არსად წაწყდომოდა, საერთოდ უნდოდა რომ გამქრალიყო ამ წამს ოღონდ უფროსი ძმის იმედგაცრუებული თვალებისთვის არ შეეხედა. ნინამ დაღლილი მზერა ახლა უფროსს მიაპყრო და ისევ გაეღიმა. ჰო, ალბათ ყველაფერი იმაზე მალე მოგვარდებოდა ვიდრე მას ეგონა... ან, თითქმის ყველაფერი... ნიკამ ოდნავ გადააქნია თავი და დაჩის ანიშნა მანქანისკენ წასულიყო, თვითონ ხელი მაგრად ჩაშჭიდა ბარბარეს მარჯვენას და გასასვლელისკენ უბიძგა. ნინამ თვალი გააყოლა და-ძმას და მერე ისევ ჭერს ახედა. -გეძინება ხომ? ახლოს იგრძნო ქმრის სურნელი და ახლა მას მიაპყრო მზერა. -დემეტრე, რომ მცოდნოდა ადრე მაინც დაგთანხმდებოდი ცოლობაზე, ამიტომ ძალიან გთხოვ ნუ მიყურებ ისე თითქოს უპატიებელი დანაშაული ჩაიდინე ჩემს წინაშე, ერთ ამოსუნთქვაში ჩაილაპარაკა ნინამ და ფეხზე წამოდგა. დემეტრე ჯერ კიდევ იმ ადგილს მიშტერებოდა ნინა რომ იჯდა რამდენიმე წამის წინ და ყველაფერი პარადოქსულად ხდებოდა მის თავში. ნინას ესმოდა, პატიებაზე არც ფიქრობდა იმდენად კარგად ესმოდა, არ საყვედურობდა, არ ადანაშაულებდა, არ ეშინოდა, მაგრამ დემეტრე თავს უფრო და უფრო უარესად გრძნობდა, უფრო და უფრო დაუმსახურებლად. ^^^ ბარბარეც და ბავშვიც კარგად იყვნენ. ახლა ზუსტად იცოდა დედამისი რამდენიმე წუთითაც რომ არ მოაშორებდა თვალს უმცროს დადიანს. შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, შედარებით მშვიდად მაინც. მეტიც... შეეძლო უკვე დაეძინა და მეორე დღეს ყველაფერი უფრო ადვილი მოეჩვენებოდა, უფრო მარტივიც, ალბათ... -ნინა, დალიე და დაგეძინება, დემეტრე უკვე მერამდენედ აწვდიდა დამამშვიდებლებს, მაგრამ ნინა უჩვეულოდ ჯიუტობდა. თვალები არც გაუხელია ისე გააქნია თავი და გვერდი იცვალა. -დემეტრე, ნიკამ თუ დაგირეკოს გამაღვიძე, ქმარს ამოხედა და ისევ იცვალა გვერდი, მალე ჩაეძინა. დემეტრე ნინას ისე დაშტერებოდა თითქოს ცდილობდა მასში შეეღწია, რომ მისი ფიქრები და გრძნობები ზუსტად გაეგო, უნდოდა ისე ემოქმედა მეტჯერ რომ აღარ ტკენოდა ნინას გული, მეტჯერ რომ არ დაენახა მის თვალებში არაფრისმთქმელი სიცარიელე. უნდოდა და მზადაც იყო კომპრომისზე წასულიყო, მაგრამ ახლა უკვე ეშინოდა, ნინა აღარ მიიღებდა დათმობებს, ახლა ნინაც იბრძოლებდა მისი სიმშვიდისთვის და საკუთარს დაივიწყებდა... დემეტრეს კი თავისი ოჯახის კარგად ყოფნა უნდოდა. მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა და ჯიბიდან სწრაფად ამოაძვრინა მობილური, თან ნინას გახედა არ გაღვიძებოდა. -გისმენ, ნიკა. ოთახიდან გავიდა და ონკანში წყალი მოუშვა. - გარეთ გელოდებით. -ჰო, მზად ვარ, ერთი ჭიქა წყალი სწრაფად დალია და თითქოს გამოაფხიზლა ცივმა სითხემ. ცოლს კიდევ ერთხელ დახედა და სწრაფად დატოვა სახლი. ^^^ -რა გაიგე? მანქანში ჩაჯდა თუ არა მაშინვე დასვა კითხვა. ნიკამ კონვერტი გადმოაწოდა, ორი ახალგაზრდა ბიჭის დაბურული ფოტოსურათი შეათვალიერა დემეტრემ. -კლუბის კამერებმა დააფიქსირეს, ჩანს როგორ შეიყვანეს საპირფარეშოში ორივე, მეტი არაფერი. დაჩი ხმადაბლა ლაპარაკობდა. -რა ვიცით კიდევ? -ნასამართლეობა არ აქვთ, ჩვეულებრივი სტუდენტები არიან, დემეტრეს სუნთქვა შეეკრა და მანქანიდან ისევ გადავიდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დაინახა როგორ ამოუდგნენ გვერდით ნიკა და დაჩი. -საქმის აღძვრას აზრი არ აქვს, ერთი თვეა გასული ძალადობის კვალიც არ აქვთ არც ერთს, სრულწლოვნები არიან, საერთოდ არაფერი გვაქვს... დაჩიმ მუშტი დასცხო მანქანას. -ამის დედაც... მეტი რაღა უნდა გაგვეკეთებინა, საერთოდ სახლში ხომ არ ჩაკეტავ... არ ვიცი რა იყო შეცდომა, არ ვიცი რა უნდა გამოვასწოროთ, დაჩის ხმა უფრო სასოწარკვეთილი იყო, ვიდრე გაბრაზებული. დემეტრე უაზროდ დაშტერებოდა ფოტოსურათებს, მაგრამ ვერ ფიქრობდა თავში ერთად იმდენი აზრი უტრიალებდა რომ ერთს ვერ არჩევდა არ იცოდა რა ეფიქრა... არ იცოდა ახლა რა იყო გამოსავალი. რა გაეკეთებინათ მოეძებნათ და ეცემათ? მერე რას მიიღებდნენ ამით? მხოლოდ თავის ბრაზს მისცემდნენ გასაქანს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებოდნენ ცხოველურ საწყისებს და მორჩა. ან არ ენახათ, არ მოეძებნათ? მაშინ რაღატო ჩაიბეჭდეს ეს სახეები გონებაში რომ სულ გახსენებოდათ და მოსვენება არ მიეცათ არასდროს საკუთარი თავებისთვის. -არ შეიძლება უმოქმედოდ ყოფნა, ასე არ შეიძლება. ნიკამ ხელები ჩამოისვა სახეზე და საჭესთან დაბრუნდა. უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და დემეტრე მიხვდა, რომ მაინც მოუწევდათ მათი ნახვა. ^^^ უკვე რამდენიმე წუთი გაუჩერებლად აკაკუნებდა დაჩი კარზე, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. ბოლოს ერთი მაგრად შეაკურთხა და წიხლი მიკრა კარს. მუსიკა შეწყდა და დაახლოებით თხუმთეტი წყვილი თვალი გაოცებული მიაშტერდა სამ გაცოფებულ მამაკაცს. დემეტრემ ნელა ამოიღო კონვერტიდან ფოტოები და მაგიდაზე დადო, ნიკამ თვალით ანიშნა ერთ-ერთს ახლოს მოსულიყო. -ამ ორს ვეძებთ, დანარჩენები გარეთ, ხმადაბლა ჩაილაპარაკა დემეტრემ, მაგრამ ყველამ გაიგონა. ახალგაზრდების მზერას გააყოლეს თვალი და ერთად მდგარი ორი სხეული შეამჩნიეს მხოლოდ. რატომღაც სახეზე ვერცერთი აღიქვეს ნორმალურად. -გარეთ დროზე, გაცილებით უფრო ხმამაღლა დაიყვირა დაჩიმ და ოთახი სწრაფად დაიცალა. ოთახი ნელა გაიარა უფროსმა დადიანმა და ფანჯრები გააღო. გულს ურევდა აქაურობის სუნი, თითქოს ყველაფერი დასვრილი იყო ირგვლივ. -დასხედით, მაგიდისკენ ანიშნა ნიკამ. მობილური ამოიღო და ფოტო გახსნა.-გახსოვთ? ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა ბიჭების შეშინებულ სახეებზე უპირობო თანხმობა რომ ამოიკითხა. -ჩვენ, დაჩის და დემეტრეს გადახედა ნიკამ, -მათი ძმები ვართ და ყველაფერი ვიცით. ღრმად ჩაისუნთქა ერთ-ერთმა და სახეზე ხელები აიფარა. მეორეს სუნთქვა დაავიწყდა. -თქვენი მოკვლა რომ გვდომოდა, უფრო სწორად, თავს რომ უფლებას ვაძლევდეთ მოგკლათ, დემეტრემ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა დასამშვიდებლად, -აქ ასე მშვიდად არ ვისხდებოდით, თქვენ ყოველ შემთხვევაში, ამიტომ თვითგვემას მოეშვით და გისმენთ! კლავდა დევდარიანის სუსხიანი ხმა. -არ გვახსოვს, მე ვცეკვავდი ქერასთან ერთად მერე არაფერი არ მახსოვს... -ქერასთან... დაჩიმ თვალები დახუჭა და ნიკამ დაჭერაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე. -შე, , მთელი ძალით მიანარცხა კედელზე და სახეში მუშტები დაუშინა. -საკმარისია, მძლავრად დაქაჩა ძმა და მკაცრად გადახედა უფროსმა, ბიჭი იქვე ჩაიკეცა და დემეტრე მხრების მოძრაობით მიხვდა, რომ ტიროდა. -შეგვეშინდა უბრალოდ, გონზე რომ მოვედით შეგვეშინდა... ცოცხლები იყვნენ ზუსტად ვიცით, თორემ ისე არ დავტოვებდით, ამაზრზენი იყო მოსასმენად მისი ტირილნარევი, შეშინებული ხმა. შეზიზღდა დემეტრეს ყველაფერი მასთან დაკავშირებული, შეზიზღდა ახლა ამ სახლში რომ იყო, შეზიზღდა რომ საერთო ჰაერით სუნთქავდნენ, მისი ადამიანობა შეზიზღდა. -ჩვენ თითქმის უგონოდ ვიყავით, მართლა არ გვახსოვს არაფერი. როგორც იქნა ხმა ამოიღო მეორემ და ახლა მას გახედა ნიკამ, ბიჭი კიდევ უფრო მოიბუზა და ისევ შეწყვიტა სუნთქვა. -ცოლად უნდა მოვიყვანოთ? ისე გულწრფელი წუხილით იკითხა ბიჭმა რომ დემეტრეს ეგონა მოესმა. ნიკამ ისევ დააკავა დაჩი ახლა მისკენ რომ გაიწია და უცებ ხმამაღლა გაეცინა. ყველაფერს დასცინა, ამ უსუსურ არსებებს, მათ უმწეობას, არაკაცობას, საკუთარ თავს, ამ მდგომარეობას, საერთოდ ყველაფერს... დემეტრეს ნაკვთიც არ შერხევია სახეზე, მხოლოდ ზიზღი გაუმძაფრდა... -შენ? ჩემი და... ცოლად... სიცილს ვერ წყვეტდა ნიკა და წამში ჩაავლო ხელი პარაზიტს. -შენნაირ არაკაცს ვგავარ, ? სუსხიანი ხმით უყვირა და მეორეს გვერდით ააკრა კედელზე, -შენი აზრით ჩემს პატარა დას საჯიჯგნად მოგიგდებ ამ სოროში, შე ნაძირალა? მთელ ხმაზე ღრიალებდა ნიკა და ხელებს მაგრად უჭერდა კისერში. დემეტრემ მხოლოდ მხარზე დაადო ხელი, არაფერი უთქვამს მხოლოდ შეეხო უფროს დადიანს და იმანაც ნელა გაუშვა ხელი სიკვდილამდე შეშინებულ ბიჭს. -აი, რას იზამთ თქვენ, ცივი ხმით დაიწყო დემეტრემ , იმ ხმით ნინასაც რომ ეშინოდა ხოლმე... -ამ სახეებს დაიმახსოვრებთ და როცა ქუჩაში, ბარში, რესტორანში, ნებისმიერ ადგილას დაინახავთ თავს დახრით და ისე გაივლით... არ შეეცდებით ნახოთ არასდროს, არ მიუახლოვდებით... -მერე რომ გაიზრდებით, თუ რაღაც კაცური გაჩნდა თქვენში, ნიკა შიგ თვალებში უყურებდა ორივეს და დაბალი ხმით ნელა საუბრობდა, - და უცებ სინდისის არსებობა გაგახსენდათ, არ მიხვალთ მათთან უაზრო ბოდიშებით და არ დაანახვებთ საკუთარ არარაობა სახეებს. -რაც არ უნდა გაიგოთ, რაც არ უნდა მოხდეს არ მიეკარებით, თუ საჭირო გახდა ამ ქვეყნიდანაც წაეთრევით და დამიჯერეთ, ვერასდროს ჩამოხვალთ, დაჭიმული მუშტები ოდნავ მოუშვა დაჩიმ და ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერი ჩაისუნთქა. დემეტრემ ორივეს გადახედა და მერე თვალები დახუჭა. -ჩვენ მათი სახელებიც კი არ ვიცით, თავდახრილმა ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა. -არც გაიგებთ, არასდროს! კიდევ უფრო გაიმკაცრა ნიკამ ხმა და მიხვდა უკვე წასვლის დრო იყო. -გასაგებია?! ისევ ხმამაღლა დაიძახა დაჩიმ და მთელი სხეული დაეჭიმა. ბიჭებმა თავი სწრაფად დაუქნიე და ისევ აარიდეს თვალები. -არ გეგონოთ, რომ იოლად გახვედით ფონს, ბიჭებო, ის რომ ახლა სიკვდილამდე არ გცემეთ არ ნიშნავს რომ არ შეგვიძლია ან არ გვინდა... ხომ იცით, როცა სიტყვა საკმარისია ხელებს არ ისვრიან, ზედმეტად მშვიდი იყო დემეტრეს ხმა, შიშის ზარს სცემდა ეს სიმშვიდე. არც განძრეულა არც ერთი, თავიც არ აუწევიათ, მაგრამ მხრები მაინც შესამჩნევად უცახცახებდათ ორივეს. ^^^ დემეტრემ ფრთხილად გააღო სახლის კარი. ჯერ კიდევ მძიმე იყო მისი ნაბიჯები. ახლა მხოლოდ ის უნდოდა რომ ნინას მშვიდი სახისთვის შეეხედა და მერე თვითონაც დაეძინა მის გვერდით. -დემეტრე, როგორც იქნა...გოგონას სიმშვიდის არაფერი ეტყობოდა, სწრაფად შეათვალიერა ქმარი და მერე ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე. დემეტრემ ისევ გაუაზრებლად იგრძნო თავი დამნაშავედ და თვითონაც ჩაიხუტა ცოლი, ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი და თითქოს ახლა გამოვიდა იმ ამაზრზენი ოთახიდან. -ნიკამ დაგირეკა? თავის დაქნევით დაეთანხმა და მასთან ერთად წავიდა საძინებლისკენ. -იპოვა ხომ? -კი, ვნახეთ. ნინა, ყველაფერი კარგადაა ნუ ნერვიულობ გთხოვ. ახლა მე და შენ დავიძინებთ, ხვალ კვირაა და ხვალაც მთელი დღე დაისვენებ. არ მინდა გადაიღალო, მით უმეტეს კიდე ერთი ღამე გაათიო, წავედით. მძიმე ხმით საუბრობდა დემეტრე და თან სახეზე ეფერებოდა ცოლს. -შენც არ დაგიძინია და საერთოდაც... დემეტრე, ძალიან ვწუხვარ ანუკის გამოც და ვიცი, რომ შენთვისაც... -ოხხ... ნინა, ახლა ჩემზე მაინც არ ინერვიულო, რა. უსიტყვიდ ჩაუჯდა ქმარს კალთაში და თავი მის კისერში დამალა. დემეტრეს სუნთქვა შეეკრა, უცნაური სიმშვიდე იგრძნო. ნინას საოცარი უნარი ჰქონდა თავისი ყველა დადებითი შეეხსენებინა და ამით დემეტრეს ცხოვრების უარყოფითი მომენტები გადაეფარა. მთელი გონება დაეკავებინა მხოლოდ ნინას თავის სითბოსთან და მზრუნველობასთან ერთად. მხოლოდ მას, არაფერ სხვას... -ნინა, იცი, ძალიან მიყვარხარ, თავზე აკოცა ცოლს და ოდნავ გაეღიმა ნინა უფრო მაგრად რომ მიეხუტა. ხელი არ გაუშვია ისე წავიდა საძინებლისკენ რომ დაესვენათ დღესაც და ხვალაც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.