ატეხილი გრძნობები 10
ჯარჯის საძინებლის კართან იყო ატუზული და ფიქრობდა, რატომ იდგა ასე წყნარად, დაძაბული და აფორიაქებული, მაგრამ არა შეშინებული. რატომ არ გარბოდა თავქუდმოგლეჯილი, რატომ არ ამბობდა რომ არ უნდა, რატომ... უყურებდა, როგორ აუღელვებლად გადაადგილდებოდა ოთახში მამაკაცი, როგორ მშვიდად, აუჩქარებლად მოიხსნა საათი, გაიხადა პიჯაკი. მოშორებით, კარადასთან მდგომი, როგორ შემობრუნდა აუტანლად მომთხოვნი მზერით და მიაშტერდა. ერთიმეორის მიყოლებით შეიხსნა პერანგის ღილები და ნელი ნაბიჯით როგორ დაიძრა მისკენ, თითქოს ნადავლს ეპარებაო. სუნთქვარეული და მუხლებაცახცახებული ეყრდნობოდა კარს. ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში და დამფრთხალი შესცქეროდა მიახლოებულ მამაკაცს, ძირს ,დავარდნილ პერანგს, სვირინგებიან სხეულს, გადაშლილ, ფართო მხრებს, ნაიარევ სახეს და მშიერ, ცივ თვალებს. რომელიღაც მიმზიდველ, მაგრამ საშიშ მხეცს მიამგვანა კაცი და ახლა ნამდვილად იგრძნო, ერთდროულად მოხიბლული და შეშინებული იყო. - მგონი, ჯობია... ცხელი წყალი... გადავივლო... მცივა... - ძლივს ჩაილუღლუღა, რამდენჯერმე ჩაუწყდა ხმა. - ალბათ, ჯობია... - ხმადაბლა ჩაიცინა ჯარჯიმ. ფეფოს თმაში აბურდა თითები, თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. მარტივი მოძრაობით ჩაუხსნა ელვა, სულის მოთქმა არ აცადა, ისე დაფინა მისი კაბა იატაკზე. ბიუსტჰალტერისკენ გააცურა თითები და მალე ისიც კაბის კვალს გაუყენა. სანამ იმის აღქმას მოასწრებდა, რომ კაბა აღარ ეცვა, დედიშობილა იდგა უკვე. გულზე მიკრული წაიყვანა საწოლისკენ, არ შეუწყვეტია კოცნა, მხოლოდ წამით თუ აძლევდა ჩასუნთქვის საშუალებას და კიდევ უფრო გახელებული ეტანებოდა გოგონას ბაგეს. ათრთოლებული ფრთხილად დაუშვა საწოლზე. ჰო, ნამდვილად ცდილობდა არ ეუხეშა, მაგრამ არანაირად არ იყო ნაზი, ვერ იყო. - კიდევ გცივა? - კოცნიდა და სუნთქვაგახშირებული ეჩურჩულებოდა. - სრულყოფილება ხარ... ჩემთვის გაჩნდი... ჩემი ხარ... - ეუბნებოდა და მის მთელს სხეულს სწვალობდა, თითოეულ ნაკვთს ეფერებოდა. ძლიერად ბღუჯავდა აცახცახებულ მკერდს და ტუჩებს მუცელზე დააცოცებდა. გათიშული, შეუცნობელ ბურანში გახვეული ფეფო, საკუთარი სხეულის უკონტროლო ტოკვასაც კი ვერ აღიქვამდა და ეგონა, მეტისმეტი სიამოვნებისაგან სულს განუტევებდა. - გაახილე თავლები! - უბრძანა, სანამ საობოლოოდ დაისაკუთრებდა და საკუთარი ბაგეებით ჩაახშო ამოხეთქილი კივილი... შუაღამე... ორი, ერთარსებად ქცეული სხეული... დარღვეული სიჩუმე... ცრემლნარევი, გოდებაშერეული ხმები... ჩურჩულით ნათქვამი "ჯარჯი" და საბოლოოდ გავეშებული მხეცი... წესიერად გათენებული არ იყო რომ გაეღვიძა. არ ეძინა კარგად, ძილშიც კი ეიფოროაში იყო. გულაღმა იწვა, მუცელზე დასვენებულ ტატუებიან ხელს დაკვირვებით სწავლობდა და ცდილობდა, ყველაფერზე ეფიქრა გარდა იმ სიგიჟეებისა, რაც ღამით მის თავს ხდებოდა. "ბებია რომ ცოცხალი ყოფილიყო?" წარმოდგენაც არ უნდა რა მოხდებოდა. "ან ლეა არ წასულიყო ამერიკაში?" თუმცა არაფერს სეცვლიდა მისი დარჩენა. ან, ან? მაინც ღამინდელ შემთხვევასთან მიდის. შეჩვევა სჭირდება სიახლესთან, განა ნანობს. ქვეცნობიერად დიდი ხანია მზადაა ამ ღამისთვის. კარგა ხანია იცის ვინაა მისი ცხოვრების მამაკაცი. ამიტომაც არ გაიქცა ღამით, არ გაუწია წინააღმდეგობა და ახლა უკვე ქალია, ჯარჯის ქალი. მოხატული ხელის პატრონისკენ დააპირა გადაბრუნება, მთელს სხეულში ტეხდა. სავარაუდოდ, სიარულიც გაუჭირდებოდა და დაჯდომაც. გაჭირებით გადაბრუნდა, შეეცადა, ყველა უსიამოვნო შეგრძნება დაეიგნორებინა. მაინც დასცდა ყრუ ოხვრა. მაშინვე ჯარჯის დაკვირვებულ მზერას გადაეყარა და მის წელზე შემოდებული ხელიც მომენტალურად დაიჭიმა. - კარგად ვარ. - ერთიანად წითელმა ამოიჩურჩულა და თავს ძალა დაატანა თვალი გაესწორებინა მისთვის. მართლაგკარგად გრძნობდა თავს, თუ ფიზიკურ სისუსტეს არ ჩავთვლით. ღამის შედეგის ამოსაცნობად, იდაყვზე დაყრდნობილი, კარგა ხანს ჩასჩერებოდა გოგონას უსაყვედურო თვალებს. თავად, ფეფოს თვალების დანახვისთანავე გადაწყვიტა, რომ მისი გახდებოდა გოგონა. განსაკუთრებულმა, ფრთხილმა, ნაზმა და მოზომილმა გრძნობებმა გაიღვიძა მასში. იცის ვისთან ერთად უნდა დარჩენილი სიცოცხლის გატარება, ვინაა მისი ცხოვრების ნათელი წერტილი, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ერთი დღეც კი. ერთი სიცოცხლე არ ეყოფა მის სიყვარულს ფეფოსადმი. დიახ, სიყვარულს, ან უფრო მეტსაც. ამ არსებით სუნთქავს და ამ არსებით არსებობს. ნელა დაუკოცნა დასიებული ტუჩები. ჯერ ერთი, მერე მეორე. მთელი სახე და მის ყელში ჩარგო ცხვირი. ნელა შეისუნთქა მისი სურნელი, თითქოს სიამოვმებას იხანგრძლივებსო და მკერდისკენ გაიწია. გაუბედავად შემოაჭდეს კისერზე ხელები. ჩუმი ჩაკისკისება მისწვდა მის ყურთასმენას და ისევ ზემოთ აჩოჩდა, კითხვანარევი მზერით ჩახედა თვალებში. - შენი წვერი მიღუტუნებს. - ღიმილოთ განუმარტა ფეფომ და მასაც ჩაეღიმა ძლივს შესამჩნევად. ისევ იწვევდა გოგონას შიშველი სხეული და მინაბული თვალები. უფრო მეტადაც კი ვიდრე წინა ღამით. ახლა, როცა იცის გლუვი კანის გემო, როცა ახსოვს ღამით გამცდილი, ფეფოს სიამოვნების ხმები, აცახცახებული მის მკლავებში, მაგრამ კარგად ხედავს გოგონას შეჭმუხნულ შუბლს სულ უბრალო მოძრაობაზე. - გრილ აბაზანას მონიმზადებ, აბაზანის მერე ისევ ლოგინში დაბრუნდები. საუზმეს, სადილს, ვახშამს საწოლში მიირთმევ. დღეს არ ადგები მოკლედ. - ჩვეული სიმკაცრით გამოუცხადა, ფეფო კი ისევ ბედნიერი უღიმოდა. - კარგს იზამ თუ გამოიძინებ. შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ. შენ მიერ არჩეულ ნებისმიერ რომანტიულ სისულელეს უპრეტენზიოდ მივიღებ, ან რამე სხვა გასართობს მოვიფიქრებთ. - მიაყარა და წამოდგა, ფეფომ კი სწრაფად აარიდა მზერა, ცხოვრებაში პირველად ხედავდა შიშველ მამაკაცს. ნელ-თბილი წყლით აუვსო ჯაკუზი. ფეხზე ადგომის ნება არაფრით მისცა, არც რაიმეს შემოცმის საშუალება დაუტოვა, ულამაზესი ხარ, დასარცხვენი არაფერი გაქვსო, ნაცნობი მშიერი მზერით უთხრა, ბუმბულივით აიტაცა ხელში და სააბაზანოში გააქანა. მალე შემოგიერთდებიო, უთხრა, როცა ჩასვა წყალში და დათხვრილი თეთრეულის გამოსაცვლელად საძინებელში შებრუნდა. სისხლიან ზეწარზე წამით შეაჩერა მზერა, საკუთარი გაველურებული ქცევა წარმოუდგა გონებაში, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და საქმე განაგრძო. ცოტა ხანში, ფეფოსთან ერთად იჯდა ჯაკუზიში და მის გრძელ თმას შამპუნს აზელდა. - ჩემი მიწვევა კომპანიას შენ შესთავაზე? - ჯარჯისკენ ზურგით მჯდომი ფეფო, გრილი წყლით და ჯარჯის თითებით ნასიამოვნები ძლივს იკავებდა თავს კრუტუნისგან. - ვაპირებდი, თუმცა არ დამჭირდა. მოსაწვევი სტუმრების სიაში ერთერთი პირველი შენ ეწერე. - მაგ კომპანიაში რას საქმიანობ? - თამამად გადააგდო თავი მამაკაცის მხარზე და საშუალება მისცა, გელით გაქაფული ღრუბელი ყელზე, მკერდზე, მკლავებზე მოეტარებინა. - ფინანსურ საკითხებს ვაგვარებ. მეგობრის კომპანიაა. მთხოვა დავხმარებოდი და უარი არ მითქვამს. ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ჯარჯის მკლავებში მოქცეულ, საშინლად დაღლილ ფეფოს ლამის ჩაეძინა. - წარმოუდგენლად კარგად უკრავ. - თითქოს შორიდან ჩაესმა მამაკაცის ხმა. - ისეთი სხვანაირი ხარ სცენაზე. ძლიერი, დამოუკიდებელი, უშიშარი... ის ფეფო, გუშინ რომ ვნახე დარბაზში, დაკვრისას, არავის მფარველობას, არავის დაცვას არ საჭიროებს, თავად მიხედავს საკუთარ სხვას. შენი ხილვა, ასეთის, დიდი მოულოდნელობა და აღმოჩენა იყო ჩემთვის. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სიამაყე და შენ გამო სკრიპაჩკა, მხოლოდ და მხოლოდ შენ გამო. განაბული ისმენდა ფეფო სასურველის შთაბეჭდილებებს და ბედნიერი იღიმოდა, ჯარჯი კი გაქაფულ ღრუბელს დაასრიალებდა მისი სხეულის ყველაზე მიმალულ ადგილებში და ართობ ამაღელვებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა ყურში... -------------------------------------------------- ვიჯახირე და მობილურით ავტვირთე, არ გადამიკითხავს, შეცდომები ალბათ იქნება. იმედია, მოგეწონებათ და არ გადაიწვებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.