შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 10 (დასასრული)


1-06-2015, 17:44
ავტორი sopiko
ნანახია 8 025

დათამ ლექსოსთან დარჩენა აღარ მოინდომა, მე ყველაფერი მოკლედ ავუხსენი ნანის და წამოვედით. დათა საჭეს ნერვიულად ატარებდა და თან მალიმალ გადმომხედავდა ხოლმე ღიმილით.
-დათა ასე სწრაფად რატომ გამომაქციე?
-ჩუ, სურპრიზია-გამიღიმა მან და როცა კი ლაპარაკს დავაპირებდი მაშინვე მაჩუმებდა.
მეც გავჩუმდი. სხვა რა გზა მქონდა და მოთმინებით დაველოდე მის სურპრიზს. ბევრი ვიარეთ, ბოლოს სადღაც მთიან რაიონში ამიყვანა, მანქანა ლამაზ ორსართულიან სახლთან გააჩერა და გადასვლა დააპირა.
-შენ აქ იყავი ნიტა, მე მალე მოვალ-მითხრა მან, ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადავიდა. ხელებს არ ვაჩერებდი ისე ვნერვიულობდი, მთლად დავისისხლიანე ტუჩები. ასე არასდროს ვყოფილვარ, ხომ ვამბობდი გაბო მიყვარს მეთქი მაგრამ ასე მუღამით არ ვიღვიძებდი. მუღამი იყო აბა რა, აქამდე მინდოდა დათასთვის რაც შეიძლებოდა ნერვები მომეშალა და ესეც სიყვარულის რაღაც განსხვავებული გამოვლინება იყო. ახლა კი ვოცნებობდი ყოველ დილით კოცნით გამეღვიძებინა და მეთქვა როგორ მიყვარდა.
-მიყვარხარ-ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
-მეც მიყვარხარ-მომესმა უცბად ხმა და შევხტი. გვერდით დათა მეჯდა და თავს ძვლივს იკავებდა რომ არ გაეცინა.
-ისე სასაცილოდ იყავი ჩაფიქრებული რომ აღარ ''გაგაღვიძე''-წასკდა ბოლოს სიცილი.
-და იცი რაზე ვფიქრობდი?
-რაზე?
-შოკოლადზე-ახლა მე გავიცინე როცა დავინახე როგორ შეუცვალა იმედიანი სახე გაბრაზებულმა.
-გეგონა ვიტყოდი შენზე მეთქი?-ეშმაკურად ვკითხე მე.
-არა, აღიარე რომ ჩემზე ფიქრობდი-ხელი ჩაიქნია მან და მანქანა დაქოქა.
-ვაღიარებ-ვუთხარი მე.
-რა?-გიჟივით გამომხედა მან.
-ფრთხილად ხევში არ გადამჩეხო, კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი.-გადავიკისკისე მე თუმცა ვაღიარებ ამის მართლა მეშინოდა.
ბოლოს როგორც იქნა მანქანა გააჩერა. თვითონ გადავიდა, მერე მე გამიღო კარი და ჯელტმენურად ხელი გამომიშვირა.
-სად მომიყვანე?-ვკითხე გაოცებულმა.-რა ლამაზია...-მიმოვიხედე ირგვლივ.
-ხო, ეს ჩემი საყვარელი ადგილია, როცა ძალიან ბედნიერი ან ძალიან უბედური ვარ ყოველთვის აქ მოვდივარ, ახლა კი თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, ეს კი შენი დამსახურებაა.-მითხრა მან.
-მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. იმის მერე რაც ოჯახი დავკარგე თავს მეც ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი, იმედი არ დამიკარგავს და არც ცხოვრებაზე ხელი ჩამიქნევია მაგრამ ბედნიერებისკენ აღარ ვისწრფოდი. ამ წუთას კი მგონია რომ ყველაზე კარგი ადამიანი მიდგას წინ და მიღიმის-არაფერს არ ვიგონებდი, რასაც სულით ვგრძნობდი იმას ვამბობდი და თან სიხარულის ცრემლები მომდიოდა.
-ყოველთვის ვფიქრობდი როდის მოვიდოდა ის დღე როცა ამ ყუთს გავხსნიდი-თქვა მან და მუჭი გაშალა, ერთი პაწაწინა ყუთი ეჭირა და მიღიმოდა-და აი ეს დღეც მოვიდა, ბებიამ სიკვდილის წინ მომიხმო და ერთი ზარდახშა მომცა, იქ უამრავი სამკაული იყო, ერთი გამოარჩია და მითხრა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ნაწყენი და გაბაზებული ვყოფილიყავი საყვარელ ადამიანზე ეს ბეჭედი მაინც მისთვის მეჩუქნა და მეთხოვა რომ სულ ეტარებინა ის. ახლა შენს წინაშე ვდგავარ და ალბათ ფიქრობ რა ძველმოდური და ტრადიციების მიმდევარი ბიჭი ვარ, მაგრამ ბებია ჩემთვის ყველაფერი იყო, ალბათ მას რომ ეთხოვა ჩოხა-ახალუხით ვივლიდი თბილისის ცნობილ ქუჩებში.
-არა ვერ გამოიცანი-შევაწყვეტინე მე-ამ წუთას ვფიქრობ თუ როგორი კარგი შეიძლება იყოს ადამიანი რომ ბებიის ხსოვნა არ დაივიწყოს, მიუხედავად იმისა რომ ტრადიციებს ყურადღებას არ აქცევს, ბეჭედს თავისი გემოვნებით არ მყიდულობს და ოღონდ ბებიის სული გაახაროს და რას არ აკეთებს. მე ზუსტად ასეთი მიყვარხარ და წინასწარ გეუბნები რომ შეიცვალო ჩემს გრძნობასაც საფრთხე დაემუქრება. ამბობენ ''ადამიანში არაფრის შეცვლას არ ეცადო, როგორიც არის ისეთი მიიღეო'', მეც ასეთი მიგიღე მაგრამ ''სხვანაირ'' დათას ვერ შევეგუები. მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები ''მე შენ მიყვარხარ'' და ''მესამყაროები'' ზოგს ებანალურება მაგრამ ჩემი ოცნებაა ყოველი დილა ამ სიტყვებით იწყებოდეს და ამით მთავრდებოდეს, ეს იქნება ჩემი ბედნიერების საწინდარი და არანაირი სიმდიდრე და ფული. შეიძლება გგონია რომ გულწრფელად არ ვლაპარაკობ მაგრამ ეს ყველაზე გულწრფელი საუბარია ამ ქვეყანაზე, რასაც ახლა ვამბობ ყველაზე დიდი სიმართლეა მთელს მსოფლიოში. მე შენ მიყვარხარ დათა!-დავასრულე მონოლოგი და გავუღიმე.
-მეც, მეც ზუსტად ასეთი გულწრფელი, გულობრყვილო და უბრალო მიყვარხარ. შენი ყოველი სიტყვა მჯერა და მესამყაროება. არავითარი ფული არ მირჩევნია შენს ღიმილს და ერთ ''მიყვარხარს''-მითხრა მან, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
შეიძლება ეს ყველაფერი ზოგს ერთი ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი გონია მაგრამ მე ამ სიხარულს ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. ყოველთვის მინდოდა საყვარელ ადამიანს სიყვარული განსაკუთრებულად აეხსნა და ბრილიანტის ბეჭედით ეთხოვა ცოლობა, მაგრამ ასე ჩხუბით სიყვარულის ახსნა და მთაზე ცოლობის თხოვნა არასდროს წარმომედგინა. როგორც ჩემი დაქალები იტყოდნენ ეს იყო ყველაზე ორიგინალური სიყვარულის გამოვლინება. მე და დათა სულ ვჩხუბობდით ვკამათობდით მაგრამ ბოლოს მაინც ერთმანეთის საქციელს ვამართლებდით. ორი ჯიუტი ხიდან არ ჩამოდიოდა სანამ ერთმანეთი არ მოვარჯულეთ.
დათამ ხელები გასწია და მის ამ ქმედებაზე მე შინაგანად გამაკანკალა. მას ეგონა რომ შემცივდა, ჟაკეტი გაიხადა და შემომახურა.
-შეგცივდება-ვუთხარი მე.
-მერე რა-უდარდელად მითხრა მან-შენ გამათბობ.
მისმა ამ უბრალო მაგრამ სიყვარულით და სითბოთი სავსე სიტყვებმა ისე გამახარა მიუხედავად იმისა რომ ჟაკეტი დიდი იყო და ტანზე უხერხულად მქონდა შემოხვეული თავი ყველაზე თბილად და კომფორტულად ვიგრძენი, მერე მივხვდი მისმა ჟაკეტმა კი არა მისმა სიტყვებმა გამათბო და გამაბედნიერა.
დათას ხელი ლოყაზე ჩამოვუსვი და ვიგრძენი როგორ დააყარა ტაომ, მეტი ვეღარ მოითმინა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ამ კოცნაში ყველაფერი იყო სიყვარულიც, ვნებაც და ორი გამხეცებული ადამიანის გრძნობებიც:სიხარული, სევდა და დიდი ხნის გაუცნობიერებელი მონატრება. ვიყავით მხოლოდ მე და დათა... არც გაბო, არც ლილე და არც უკუღმართი სანდრო. მხოლოდ მე , ის , ბედნიერება და ანდერძი რომელმაც ჩვენი გულები ერთმანეთს დაუკავშირა...

და ს ა ს რ უ ლ ი
.....................................................
ესეც ბოლო თავი. იმედია იმედები არ გაგიცრუეთ და ბოლომდე ინტერესით წაიკითხეთ. ვცდილობდი ჩემი გრძნობები მოთხრობაში ''ჩამეტანებინა'' :D და როგორ გამომივიდა არ ვიცი. მგონი ჯობდა აქ დამესვა წერტილი ამ ისტორიისთვის თორემ ამდენი ინტრიგა ძაან ბრაზილიურ სერიალს დაემსგვასებოდა. ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას და გპირდებით რომ მალე ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით. <3



№1  offline წევრი lonelygirl123

ვაიმე ძალიან გამახარე ძAლიან კარგი იყოო ძალიან შენც კარგი ხარ ♥♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი Anka.11

Dzalian kargi iko❤️

 


№3  offline წევრი mani156

ძალიიან კარგი იყო love მაგრამ ბებია??.. ნიტას ბებიია.. რა მოუვიდა?? ცოტათი მაინც უნდა ჩაგერთო ეგ ქალიი მოთხრობაშიი,, მაგიის მიზეზიით დაუკავშირდნენ ესენიი ერთმანეთს დარავი :D ნუ ეს ჩემი პირადიი აზრია რა :D კაი იყოო მომეწონა wink love

 


№4  offline წევრი რახელი

კიიი კარგიი იყოოო...მე უკვეე გითხარი რომ კარგი გოგოო ხარ...აზრს არ ვიცვლიი ჯიუტად

 


№5  offline წევრი ninee

dzaan kaii iyoo :-*

 


№6  offline მოდერი sopiko

Anka.11
Dzalian kargi iko❤️

ninee
dzaan kaii iyoo :-*

დიდი მადლობა თქვენ შეფასებისთვის love

რახელი
კიიი კარგიი იყოოო...მე უკვეე გითხარი რომ კარგი გოგოო ხარ...აზრს არ ვიცვლიი ჯიუტად

დიდი მადლობა love ნიტაზე ჯიუტი ყოფილხარ შენ და რაღას ბრაზობდი მასზე wink

lonelygirl123
ვაიმე ძალიან გამახარე ძAლიან კარგი იყოო ძალიან შენც კარგი ხარ ♥♥♥♥♥♥

დიდი მადლობა feel მიუხედავად იმისა რომ სულ სევდიან მოთხრობებს ვწეფ ხოლმე ჩემთვის რა ვქნა არ შემიძლია ამ საყვარელი წყვილების დაშორება და თქვენი განაწყენება love

mani156
ძალიიან კარგი იყო love მაგრამ ბებია??.. ნიტას ბებიია.. რა მოუვიდა?? ცოტათი მაინც უნდა ჩაგერთო ეგ ქალიი მოთხრობაშიი,, მაგიის მიზეზიით დაუკავშირდნენ ესენიი ერთმანეთს დარავი :D ნუ ეს ჩემი პირადიი აზრია რა :D კაი იყოო მომეწონა wink love

ბებია დაიკარგა wink სამი თვე არ გასულა და ბებიაც ისევ ნიტას სახლში მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ მშვიდად ისვენებდა, ერთ თავში ვახსენე რომ ნიტა მასთან წასვლას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა და გაბოსთან წავიდა მერე რაც მოხდა ალბათ გეცოდინება... wink ამ მოთხრობაში მინსოდა ყურადღება ყველაზე მეტად ამ წყვილს მიქცეოდა და შემდეგ ისტორიაე ორი ადამიანის სიყვარული იქნება ასახული love დიდი მადლობა თბილი შეფასებისთვის

 


№7  offline წევრი kapa22

chemi azrit adre daatavre bevri rame dayovi kitxveb gaucemeli kaiyo magram gagrdzelebac sheidzleboda amisi da bevrad uketesi dasasruli arc gakritikeb momecona magram adre daamtavre dzaan ubralod chemi azria es

 


№8  offline წევრი სესილია

კარგი იყო ძალიან ვისიამოვნე love

 


№9  offline წევრი teddy))

რა კარგია <3 ყველა ისტორია მაქვს შენი წაკითხული და ძალიან მომწონს

 


№10  offline წევრი nini :)

კარგი იყო ძალიან მაგრამ ბებიას რა უყვეს?
wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent