შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(8)


24-05-2015, 19:27
ავტორი Tay194
ნანახია 4 628

სრული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.ეკა და ზურა ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ და ცდილობდნენ მშვიდად გაერკვიათ ,რა ხდებოდა გუგას თავს
_შვილო რა დაგემართა გვითხარი სანამ მოვკვდით ნერვიულობით!ძლივს მოახერხა ეკამ ხმის ამოღება
_ხო ამოიღე ხმა დავიტანჯეთ!აყვა ზურაც
_რაღაც უნდა გავარკვიო!როცა მშობლების შეშინებული სახეები დაინახა მალევე დაიმშვიდა თავი და შეეცადა წყნარად და მშვიდად წამოეწყო საუბარი,მაგრამ როცა ელენა ახსენდებოდა ისევ სიბრაზე იმორჩილებდა და მაშინვე უქრებოდა ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება
_გვითხარი შვილო,ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით(ეკა)
_ელენაზე მაინტერესებს!(გუგა)
_რა ელენა?რამე ხომ არ დაუშავე იმ გოგოს? გუგა იცოდე..ზურა მაშინვე წამოდგა და შვილთან ახლოს მივიდა
_იცოდა?შეეცადა ბრაზი მოეშორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა
_რა იცოდა შვილო?(ეკა)
_იცოდა,რომ ცოლად მომყვებოდა?!გუგამ მშობლებს გადახედა
_შვილო იცი ელენამ...
_რა თქმა უნდა იცოდა,ეგ რა სალაპარაკოა ახლა!მაგის გამო გაგვაღვიძე?!ზურამ ეკას არაფერი დააცადა,უცბად მოუყარა სიტყვებს თავი და ცოლს თვალით რაღაც ანიშნა,ისიც მალევე გაჩუმდა და უკმაყოფილო სახით დაჯდა დივანზე
_თვითონ სხვანაირად მითხრა!მტკიცედ წარმოთქვა ეს სიტყვები,თითქოს ახლა ელენაში კი არა თავის მშობლებში ეპარებოდა ეჭვი
_თვითონ რა გითხრა?!ინტერესით მიაჩერდა ზურა შილს
_არ აქვს მნიშვნელობა!მე თგვენგან მინდა სიმართლის მოსმენა!გუგამ უცებ მოაშორა თვალი ზურას და შეწუხებულ ეკას გახედა
_ჩვენ სათქმელი გითხარით!(ზურა)
_ანუ გამოდის ,რომ გოგო იტყუება?!გუგამ ეჭვის თვალით გადახედა მშობლებს
_ხო ალბათ!(ზურა)
_შეწყვიტე,ახლავე შეწყვიტე!ეკა უცებ ადგა და მეუღლეს წინ აესვეტა
_ეკა არ გინდა!(ზურა)
_რა არ მინდა ზურა რა? სიმართლე უნდა ვუთხრათ!(ეკა)
_რა ხდება იქნებ გამაგებინოთ?!გუგამ ხმამაღლა დაიყვირა და ხელი კედელს მთელი ძალით მიარტყა.სკამიდან უცებ წამოხტა და ოთახში დაიწყო სიარული
_შვილო საქმე იმაშია,რომ გოგომ არაფერი არ იცოდა,საერთოდ!მაშინ გაიგო როცა სახლში დავადეგით წამოსაყვანად და მინდა გითხრა,რომ მისთვის ოჯახში აზრი არც უკითხავთ!!(ეკა)
_ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი?!გაგონილით შეშფითებულმა ხმამაღლა დაიყვირა და ზურას გახედა
_ამას ქონდა რამე მნიშვნელობა შენთვის?!(ზურა)
_მაშინ არა, მაგრამ ახლა ნამდვილად აქვს!ვერც კი ხვდებით რა გააკეთეთ!გუგა მაშინვე გამოვარდა ოთხიდან და სახლი დატოვა.მანქანაში ჩჯდა და მაშინვე მოწყდა ადგილს.საშინლად გრძნობს თავს დღევანდელის გამო,უფროსწორად იმ ყველაფრის გამო რაც ელენას დამართა.ახლა რომ გაიგო, რომ ეს პატარა გოგო არაფერ შუაში არ არის მომხდართან, საკუთარი თავის სძულს.ნანობს, სასტიკად ნანობს თავის შეცდომას,რომელიც არ იცის როგორ გამოასწოროს.დარწმუნებულია არ აპატიებს,რადგან ელენა მართლა არ გავს მათ, ვინც აქამდე ყოლია.იქნებ უყვარს კიდეც ეს პატარა ანგელოზი,მაგრამ არა,ახლა ფიქრობს, რომ არ აქვს ამის უფლება.ფიქრობს, რომ ელენას ღირსი არაა და არ იმსახურებს მას.ახლა როცა სიმართლე იცის,ახლა როცა ხვდება დანაშაულს, გრძნობს რომ სტკივა,ცხორებაში პირველად გოგოს გამო სტკივა გული და საკუთრი თავი სძულს.უფრო იმიტომ სძულს, რომ შეუყვარდა და არ იცის ამ სიყვარულის გამო რეებს ჩიდენს, რადგან იცის რომ ელენა უკვე ძალიან ღრმად შევიდა მის გულში და უკვე დაიდო ბინა.უკვე დაიმორჩილა გუგას გრძნობები და თითქოს ახლა გუგა კი არა ის ბრძნანებლობს.ახლა რას აკეთებს?ალბათ გგონიათ რომ დასალევად მიდის, რომ სასმელს გადააყოლოს მთელი გრძნობები და ყველაფერს გაექცეს. მოკლედ ისე მოიქცეს როგორც ჩვეულებრივ სჩვევია ხოლმე, მაგრამ არა, ცხოვრებაში პირველად თბილისის ერთ წყნარ ქუჩას მიუყვება და მშიდად ფიქრობს,ყველაფერს აანალიზებს და გეგმებს სახავს, გეგმებს რითიც მოიპოვებს საყვარელი ადამიანის ნდობას და პირველრიგში პატიებას.იცის როგორც მოიქცა და ახლა უნდა ყველაფერი კარგად გააკეთოს, აღრაფერი შეეშალოს და ელენას დაუახლოვდეს.ისიც იცის, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ის ხომ მამაკაცია,24 წლის ბიჭი,უფრო მეტი მოეთხოვება ის ელენაზე ძლიერია, ამიტომ მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი,მან უნდა დაუმტკიცოს, რომ სულაც არ ფიქრობს იმას რაც უთხრა.მიუხედავად იმისა რომ იცის არ იმსახურებს მას, იმდენად უყვარს რომ ვერ თმობს,იმდენად არის მასში ელენასთან ყოფნის სურვილი გაღვივებული, რომ არ შეუძლია დათმოს ის.დილით სახლში არ მისულა. გვიანობამდე შარვალკოსტუმში გამოწყობილი სეირნობდა და თითქოს ცდილობდა ადამიანური სახის დაბრუნებას.ვერ გაბედა ელენასთან მისვლა და მის გვერდზე კი არა, ერთ ოთახში ძილი.შეეშინდა, რომ ამით უფრო გააღიზიანებდა მას ამიტომ სასტუმროში წავიდა.დილით ერთ ერთ თნამშრომელს მოატანინა ტანსაცმელი,თავიც მოიწესრიგა და ისე წავიდა ოფისში.მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელთან შედარებით კარგად იყო დამშვიდებული და მისი სახეც ჩვეულ ფორმაში ჩამდგარიყო მაინც ვერ ფარავდა მის საშინელ ხასითს.მდივანს ზედაც არ შეხედა ისე უთხრა საბუთები შემომიტანეო,უცებ შევიდა თავის კაბინეტში და მაგიდასთან მოკალათდა.წამით ისევ ელენაზე ჩაიფქრდა ,მაგრამ უცებ გაიფანტა ფიქრები და საბუთებს მიუბრუნდა
_ბატონო გუგა შეიძლება?ნატა მაშინვე შევიდა უფროსის ოთახში.არა ვერ ხვდება ეს გოგო,ჯერ იმ შეხვედრაზე დაპატიჟადა კარგად ექცეოდა,ახლა რა ეტაკა ნეტა?!არ არა ვერ არის ეს კაცი.ის ელენა ეცოდება ამის ხელში
_გისმენ ნატა!საბუთებს მოშორდა და კართან ატუზულ გოგოს შეხედა, რომელიც რაღაცაზე იყო ჩიფიქრებული და სულაც არ გაეგო გუგას სიტყვები
_რა ხდება აღარ იტყვი?კიდევ გაუმეორა შეკითხვა და უკვე გამოფხიზლებულ გოგოს შეხედა
_უი ბოდიშით, ეს ის ახალი საბუთებია რაც მითხარით.მაშნვე გაუწოდა საბუთები
_კარგი აქ დადე.მაგიდაზე ანიშნა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_კარგით თუ აღარაფერი გინდათ შემიძლია გავიდე?ნატამ მორიდებით კითხა უფროსს და ნერვიულობისგან თითები ერთმანეთში ახლართა
_გადი და ყავაც შემომიტანე!მაშინვე გასცა ბრძანება
_დიახ ახლავე ბატონო გუგა.ნატაც მაშინვე კარის სახელურს დასწვდა და გასვლისთვის მოემზადა
_ნატა მოიცა!მაშინვე მისწვდა მის ყურებს გუგას ბოხი ხმა და ადგილზე გაშეშდა,ნეტავ ახლა რაღა უნდაო ,უცებ მოურტიალდა და მშვიდად კითხა
_რამე გნებავთ ბატონო გუგა?
_შენ და ელენას როგორი ურთიერთობა გაქვთ?მკაცრი ტონით მიუგო და გოგოს თვალებში ჩააშტერდა.არა ძალიან უკვირს ნატას ამას მას რატომ ეკითხება და არა თავის ცოლს
_ მე ძლიან მომწონს თქვენი მეუღლე, არაჩვეულებრივი ადამიანია
_მერე და რატომ არ მოდიხარ ჩვენთნ მის სანახავად?წარბაწეულმა გახედა გაკვირვებულ მდიანს და ჩუმად ჩაიცინა
_იცით არვიცი აქაც საქმეები მაქვს, თან არც მინდა შევაწუხო
_არ შეაწუხებ.დღეს მაგარი ფილმი გადის და ერთდ წადით კინოში აბა რას იტყვი?
_კი რათქმა უნდა,მაგრამ აქ...
-არავითრი მაგრამ! ახლავე დავრეკავ და ყველაფერს შეგატყობინებ!
_კარგით ბატონო გუგა.ნატა გაოცებული იყო,ვერ ხვდებოდა რატომ ცდილობდა მისი უფროსი თვის მეუღლესთან მის დაახლოვებას. არა ეს ნატასაც სურს, მაგრამ მაინც ვერ ხვდება.ისე მეც ვერ გავიგე რა ჩაიფიქრა ამ ბიჭმა.რათ უნდა ეს ნატა?იქნებ აკვირდება ამ გოგოს ამდენი ხანი და იცის, რომ ელენას შურის თვალით არასდროს შეხედავს?იქნებ იცის, რომ ნატა ძალიან კარგი ადამიანია და ზუსტად ასეთთან სურს მისმა მეუღლემ იმეგობროს?არვიცი არვიცი, რას გაუგებ ამას! ხან როგორ ფიქრობს ხან როგორ!გუგა კი არა, კაცი გამოხანა უნდა ერქვას ამას! მაშინვე გადარეკა, გადმორეკა და 8 საათისთვის შეუკვეთა ადგილები წინა რიგში,უფროსწორად მთლიან კინოთეატრს შეუთნხმდა რომ 8 საათისთვის მხოლოდ 4 ადამინაი უყურებდა ფილმს და სხვა არავინ შევიდოდა.ნუ იმათაც რა ექნათ თვით ბატონი გუგას დანაბარები შეასრულეს და 8 საათისთვის ყველა დანარჩენი შეკვეთა მაშნვე გააუქმეს.სანამ ბილეთებს აიღებდა ჯერ სახლში გადარეკა და დედამისსმა რომ უთხრა არამგონია რამე გეგმები ქონდეს ჯერ კიდევ სძინავსო,ლამის სიცილით მოკვდა,ძილისგუდა ცოლი მყოლია და არვიცოდიო.
*****************************************************************
დილით საშნელ გუნებაზე გაეღვიძა.თავი საშინლად სტკიოდა,თუმცა რა არ ტეკინებოდა გუშინდელის შემდეგ.თავი ნელა მიატრიალა საწოლის მეორე მხარეს და იქ მწოლი ურჩხული, რომ არ დაინახა კმაყოფილი გაწვა მთელს საწოლზე.ისე ნეტავ აქამდე სცოდნოდა გუგა ოთახში რომ არ ამოვიდა გულშინ,მთელს საწოლზე უფრო კარგად გაწვებოდა და ტკბილად დაიძინებდა.ძალიან აინტერესებს სად წავიდა ის ურჩხული?ანდა რაში აინტერესებს, რაც უფრო არ იქნება მის გვერდით მით უკეთესი.ყოველ წამს აშხამებს და ნერვებს უფრცქვნის.როგორ ვერ იტანს, ნეტა სულ წავიდეს,გაქრეს მისი ცხოვრებიდან.მაგრამ ეს ერთი წელი მაინც უნდა მოითმინოს.ერთი წლის შემდეგ თავისუფალი იქნება და წავა საერთოდ ამ სახლიდან და მორჩა,დამთავრდება ყველაფერი.ამ დროის გნამავლობაში არც მის მეგობარს ანას დაურეკავს და არც დედამისს.სწყინს საშინლად სწყინს, არც კი იცის რატომ ექცევიან ასე.უნდა აღიაროს, რომ ანასგან უფრო სწყინს ვიდრე დედამისისგან,მაგრამ რას იზამს, ესეთია ცხოვრება. ყველამ დაივიწყდა, ყველამ გული დასწყვიტა და მარტო დატოვა ამ გიგანტ ურჩხულთან.საწოლიდან წამოდგა,აბაზანაში შევიდა და 1 საათის შემდგომ გამოვიდა ..უცხო ქალი რომ დაინახა თავის ოთახში გაუკვრიდა და წინ აესვეტა
_თქვენ ვინ ხართ?გაკვრივებული მიაშტერდა ქალს, რომელიც ელენას ლოგინს ალაგებდა
_გამარჯობა შვილო, მე მოსამსახურე ვარ.უცნობმა გაკვირვებულმა შეხედა და გოგოს თბილად გაუღიმა
_იცით მე ჩემითაც შემიძლია ჩემი ოთახის მოწესრიგება
_ვიცი შვილო ვიცი, მაგრამ აქ ასეთი კანონი გვაქვს.ეკამ უკვე გამაფრთხილა ამის უფლებას არ მოგქცემს ,მაგრამ შენ არ დათანხმდე და ოთახი შენ დაალაგე, არ ეკადრება ეგ ჩვენს რძალსო
_კარგით ისეთი მისალაგებელი არაფაერია, დახმარებაც არ შიძლება?მოწყენილმა გახედა მოსამსახურეს
_არა შვილო, ჯობს ქვემოთ ჩახვიდეთ, საუზმე მზად არის.ქალმა თბილად გაუღიმა გოგოს და თმებზე ხელი გადაუსვა.ელენამაც გაიღიმა.შემდეგ მალევე გადაიცვა მოკლე ვარდისფერი სარაფანი და ოთახი დატოვა.ქვემოთ ჩასულს მთელი ოჯახი დახვდა სეკრებილი
_მოდი შვილო ,შენ გელოდებით.ეკამ მაშინვე მაგიდასთან მიიყვანა და თავის ადგილზე დასვა.ელენამ ყველას გადაავლო თვალი და გუგა, რომ ვერ შენიშნა საშნლად ესიამოვნა
_რძალო ძილი გიყვარს შენ გეტყობა.აი ჩემი ძმა კი ვერ იტანს ძილს, სულ სადღაც დადის.მაშინვე მიუტრიალდა გივი ელენას და ინტერესიანი მზერა მიაპყრო.გოგონას მთელი სახე აუწითლდა და თავი დახარა
_ნუ გრცხვენია კარგი რა, რამდენი ხანიც გინდა დაიძინე.გივიმ როცა შენიშნა ,რომ შერცხვა მაშნვე ინანა ნათქვამი და ელენას თბილად გაუღიმა
_ამას ნუ უსმენ შვილო,შენ კიდე რამდენი ხანიც უნდა დაიძინებს, შენ ვინ გეკითხება?გადაიღე შვილო,ნახე ეს რა გემრიელი ნამცხვარია.მაშინვე გაუწოდა ეკამ შოკოლადის ნამცხვარი და მის თეფშზე მოათავსა
_შვილო ელენა შენ სწავლასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?ზურამ თბილათ გაუღიმა გოგოს და წვენი მოსვა
_იცით რაც აქ ჩამოვედი გეგმები საერთდ აღარ მაქვს.მორცხვად ჩამოაჭრა პატრა ნაჭერი ნამცხვარს და დააგემოვნა
_რატო შვილო!არ რისთვის ხარ? ჩვენი მოვალეობაა გასწავლოთ(ეკა)
_ეკა მართლია!(ზურა)
_სად გეგმავდიი ჩაბარებას?გივიმ ინტერესით გახედა
_იურიდიულზე.მშვიდად მიუგო და ეკას დამატებულ ნამცხვარს კმაყოფილმა გახედა
_ვაა მაგარია!მეც იურიდიული მაქვს დამთავრებული.ადვოკატი ვარ,თუ გინდა დღეს წამოდი და დაგათვალიერებინებ ყველაფერს!გივიმ თბილად გაუღიმა ელენას.უნდა აღიაროს ,რომ მიუხედავად დიდი სილამაზის პატრონისა, ეს გოგო ძალიან თავმდბალია, რაც ძალიან მოსწონს მასში
_ძლაიან კარგია, მაგრამ სად წავალთ?ელენას აშკარად ესიამოვნა გივის შემოთვაზება
_მე ლექციებსაც ვკითულობ,ფულს არ ვიღებ ისე უბრალოდ,ჯავახიშვილში წავიდეთ, სამართალის მხრივ მაგარი უნივერსიტეტია და კარგად ისწავლი(გივი)
_ კარგია, თუ არ შეწუხდები გამოგყვები.ძლიან უხაროდა რომ ჯავახიშვილში შეძლებდა ჩაბრებას, ეს ხომ ის უნივერსიტეტი იყო სადაც ყოველთვის სურდა სწავლა
_არ შევწუხდები რასამბობ,მომეზადე და წავიდეთ(გივი)
_რას ამბობ შვილო რა შეწუხებეაა ,შენ ოღონდ ისწავლე და!(ეკა)
_მართალია უნდა ისწავლო,მიდი ანახე ეს უნივერსიტეტი და თუ მოეწონება მანდ ვასწავლოთ!ზურამ გივის გახედა და თვალით რაღაც ანიშნა
_კარგით მაშინ მოვემზადები.ელენა მაშინვე წამოდგა და თავის ოთახში წავიდა.სულაც არ ეთაკილებოდა ის, რომ ისინი გადაუხდიდნენ სწავლის ფულს.არავითარშემთხვევაში არ იტყოდა ამის გამო სწავლაზე უარს .ყველაფერს გააკეთებდა და ისწავლიდა, აუცილებლად ისწავლიდა და დაუმტკიცებდა იმ ცხოველ ბიჭს, რომ მასაც შეეძლო მიეღწია იმისთვის, რითც ასე ძლაიან მქონდა თავი გუგას და ყოველ წამს აყვედრიდა მის შესაძლებლობებს.

დიდი ბოდიში ყველას დაგვიანებისთვის
შემდეგ თავსაც მალე დავდებ
სიმართლე გითხრათ რამდენიმე ადამიანის გამო დავდე ეს თავი არ ვაპირებდი დადებას მაგრამ დიდი ხანია ელოდებიან ამიტომ გადავწყვიტე არ შემეწყვიტა ეს მოთხრობა და დამედო

მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი ხატული♥

არა რაა არ შეწყვიტოო თორე გადავირევი wink მალე დადე რაა აღარ დააგვიანო love ♥♥♥

 


№2  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

ვაიმე შენ ხომ ხარ არა მოსაკლვი? ჰა?
რამდენი ხანია სულმოუთმენლად ველოდები ახალ თავს და სჰენ კიდე ესე აგვიანებ ხოლმე და კიდე რა პატარა თავებს დებ არა რა მართლა მოსაკლავი ხარ

 


№3  offline წევრი Nina-

dges wavikitze yvela tavi da dzalian momewona <3 <3 <3velodebi gagrdzelebass.......

 


№4  offline წევრი lika

male ra male movkvdi lodinit es male rodis mova ra?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent