შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი.12


2-06-2015, 17:22
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 659

ლუკამ გაოცებულმა შეხედა ელენს, რომელიც საწოლიდან წამოხტა, წინ აესვეტა და წარბაწეული დააშტერდა მის სახეს. ისეთი გამომეტყველება ქონდა თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდა გაბედე და შემეწინააღმდეგეო.
-ელენ, დარწმუნებული ხარ? მერე სამსახური?
-დარწმუნებული ვარ. სამსახურში მთავარი საქმეები გაკეთებული მაქვს, დანარჩენს უჩემოდაც მიხედავენ. ასე რომ დამეხმარე ეხლა ტანსაცმლის ჩალაგებაში და წავედით. ლუკას გაეცინა ელენის ასეთ სიმტკიცეზე, ხელები მოხვია და სახე მთლიანად დაუკოცნა. -შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენს ნიშნავ ჩემთვის. ჩასჩურჩულა მის მკერდზე განაბულ გოგოს.
ლუკამ დათა გააღვიძა და ყველაფერი მოუყვა, შემდეგ დანარჩენებსაც გამოემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
თბილისში, რომ ჩავიდნენ ელენი სახლში დატოვა და გააფრთხილა 1 საათში დავბრუნდები და მზად იყავიო. ელენმა არ იცოდა ზუსტად რამდენი ხნით მოუწევდათ იქ წასვლა, ამიტომაც ტანსაცმლის რჩევა არ დაუწყია, რაც მოხვდა ხელში ყველაფერი სწრაფად ჩატენა ჩემოდანში. ჩაბარგებას რომ მორჩა ყავა მოიდუღა და სამზარეულოში ფანჯარასთან ჩამოჯდა.
ფიქრობდა თუ როგორ უცებ შეცვალა ერთმა მამაკაცმა მისი ცხოვრება. აქამდე თუ მშვიდი და ცოტა მოსაბეზრებელი ცხოვრება ქონდა, ახლა ყველაფერი პირიქით ხდება. ყოველი დღე რაღაც სიახლით არის სავსე. ხვდებოდა, რომ ლუკა მისთვის მხოლოდ სასურველი მამაკაცი არ იყო. მის მიმართ უდიდეს გრძნობას განიცდიდა და თითქოს ეს გრძნობა აშინებდა კიდეც. ყველაფერი ხომ ისე კარგად იყო მათ ცხოვრებაში..ნუთუ ასე მარტივია იყო ბედნიერი. მაშინ რატომ იტანჯებიან სხვები, რატომ უფასურდება მათი სიყვარული, რატომ შორდებიან ქმრები ცოლებს..ამ უსიამოვნო ფიქრებმა ელენს შიში მოჰგვარა. ქორწინებაზე ფიქრმა დააფრთხო. ვაითუ მათი ურთიერთობაც გაუფასურდეს და უბრალო შტამპი დაესვას მათ "ცოლ-ქმარი". ელენს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. თავი ისე გააქნია თითქოს სცადა ფიქრები ამ ხერხით მოეშორებინა. ამასობაში ზარის ხმაც გაისმა.
-მზად ხარ? კითხა ლუკამ და თან ტუჩებზე მადიანად აკოცა. ელენმა თავისი ჩემოდან გამოაგორა, სახლს თვალი მოავლო და ლუკასთან ერთად კიბეებზე დაეშვა.
ელენი ატყობდა, რომ ლუკა აღელვებული იყო.
-კიდევ ხომ არ დაურეკავთ?
-კი შენთან, რომ მოვდიოდი გზაში ველაპარაკე. იმ ტიპს ვერ პოულობენ, ეტყობა დატყდა ქვეყნიდან. მაგრამ იქ რო ჩავალ ჩემ თანამშრომელს ალბათ კისერს მოვამტვრევ ამ ყველაფრის გამო. ვერ ვხვდები, როგორ გაბედა მაგ ნაბი*ვარმა ესეთი რაღაცა. თან ეხლა ფინანსურ საქმეებს რო დაუწყეს ჩხრეკა აღმოაჩინეს, რომ რაღაც თანხები სასტუმროს ანგარიშიდან ვიღაცის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მოკლედ რა, კაი ტვინის ბურღვა მელოდება იქ რო ჩავალ.. უკმაყოფილოდ გააქნია ლუკამ თავი.
თითქმის შუაღამე იყო, რომ ჩაფრინდნენ. მძღოლი აეროპორტში ელოდებოდათ. სასტუმროში, რომ მივიდნენ საკმაოდ დაღლილები იყვნენ და პირდაპირ დასაძინებლად გაემართნენ.
დილით ელენი ლუკას ნაზმა ამბორმა გამოაღვიძა.
-დილა მშვიდობისა ჩემო სიცოცხლე. გაუღიმა ლუკამ და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. განებივრებულმა ელენმა, ხელები მოხვია კისერზე და მთელი ძალით მიეკრო საყვარელ მამაკაცს. მალე საუზმეც ამოუტანეს და ორივე მადიანად შეექცა.
-მე უნდა გავიქცე საყვარელო, შენ თუ გინდა მანამდე აუზზე ჩადი ან სანაპიროზე. შევეცდები ძაან არ დავაგვიანო და მერე მე და შენ ჩემს უსაყვარლეს ადგილზე წავიდეთ, ჩილიმი მოვწიოთ. ეშმაკურად აუთამაშა თვალები ლუკამ.
-კარგი. არ იჩქარო შენ საქმეებს მორჩი. მე კი მანამდე გოგოებს დავურეკავ გავიგებ რას შვებიან. ლუკამ კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ფაფუკი ტუჩები და წავიდა. ელენმა ცოტა ხანს კიდევ ინებივრა საწოლში, შემდეგ წყალი გადაივლო, ლეპტოპი ჩართო და მარის სკაიპში დაურეკა.
ისინი ჯერ კიდევ ქობულეთში იყვნენ. მარი სამზარეულოში ტრიალებდა და დანარჩენი ზარმაცებისთვის საჭმელს ამზადებდა.
-და რატო წვალობ შენც კიდე, სადმე რომ გახვიდეთ და ჭამოთ არა? კითხა ელენმა, რომელსაც მარის ფუსფუსი და ვიშვიში ღიმილს ჰგვრიდა.
-ოო არ იცი გიორგის პრეტენზიულობას, რომ საზღვარი არ ააქ? დილით ამოიჩემა შენი გაკეთებული ჩახოხბილი მინდაო.ისე მიზეზობს გეგონება ორსულადაა ვაჟბატონი.
-მიეცა ეხლა ამას სალაპარაკო. გამოსძახა იქვე დივანზე გაშოტილმა გიორგიმ. ამასობაში მეგიც მოქაქანდა.
-ვაიმეე ლეენ რას შვეები?როგორ ჩახვედით?
-რავი ნორმალურად, ლუკა წავიდა თავისი საქმეების გასარკვევად. მე კიდე აქ ვკოტრიალობ უსაქმურად..
-ამინდი როგორია? არ გადიხარ "პლიაჟზე"? ქვედა ტუჩი გამობურცა მეგიმ.
- კი ცოტა ხანში ჩავალ. ეხლა რაღაც თავი მტკივა ცოტა და მეზარება. თან ისევ მეძინება, ეტყობა მგზავრობამ გადამღალა..
ელენი დაემშვიდობა მეგობრებს და საწოლზე მიწვა. რომ გამოეღვიძა თითქმის შუადღე იყო. საათს დახედა, უკვე 3 ხდებოდა. გაუკვირდა ამდენი ხანი როგორ ჩამეძინაო. შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და გადაწყვიტა რესტორანში ჩასულიყო, თან დროსაც გაიყვანდა.
ელენს თბილად შეხვდნენ ნაცნობ რესტორანში და მის საყვარელ მაგიდასთან მიაცილეს ტერასაზე, რომ იყო. ძალიან ესიამოვნა იქ ჯდომა, ზღვას გაჰყურებდა და თან იხსენებდა მეგობრებთან ერთად გატარებულ სასიამოვნო საღამოებს ამ ადგილზე. უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო. თავი მაღლა ასწია და საყვარელ მამაკაცს ნაზად გაუღიმა.
-უკვე მოხვედი?რომ მცოდნოდა დაგელოდებოდი, მაგრამ ძალიან მომშივდა.. დარცვხენით უთხრა მის გვერდზე ჩამომჯდარ ლუკას.
-უფრო ადრეც მოვრჩებოდი, მაგრამ საქმე იმაზე უფრო რთულადაა ვიდრე მეგონა. ის ტიპი ვიზეც ოთახი იყო მიქირავებული ყალბი საბუთებით იყო თურმე, სინამდვილეში სულ სხვა პიროვნებაა და უკვე აქვს გამოცდილება ადამიანის გატაცებაში და თანხის გამოძალვაში. დიდი ხნის წინ სასჯელიც მოუხდია. პოლიციაში ხუმრობითაც კი მითხრეს გაგიმართლა შენი სასტუმროდან ვინმე ტურისტი, რომ არ გააყოლა ხელსო.
ელენს თავი მხარზე ჩამოადო და ცოტა ხანს ასე ისხდნენ.
-წამოდი ეხლა გამოვიცვლი და რომ დაგპირდი ჩემს საყვარელ ადგილზე წაგიყვან მეთქი იქ წავიდეთ.
- კი მარა არ გშია?
-იქ შევჭამ გემრიელი რაღაცეები აქვთ. თვალი ჩაუკრა და წამოდგა.
ადგილი სადაც ლუკამ ელენი მიიყვანა, მართლაც სასიამოვნო იყო. ძველებურ სტილში გაწყობილი, კედლებს ფარაონების ნახატები ამშვენებდა, ძირს კი ჭრელი ხალიჩები იყო დაფენილი. ელენმა შესვლისთანავე იგრძნო სასიამოვნო სუნი, რომელმაც თითქოს გააბრუა. -რისი სუნია ლუკა? -ეს სურნელოვანი ნახშირია, რომელიც ნელა იწვის და სასიამოვნო სუნი დგება. წყვილი კუთხეში მდგარ დაბალ მაგიდას მიუსხდა. დივანი ისეთი რბილი იყო, ისინი თითქმის მიწოლილები ისხდნენ, თუმცა ლუკამ აუხსნა, რომ ეს ძველებური ტრადიციაა, და მოერე კუთხისკენ გაახედა სადაც რამოდენიმე ახალგაზრდა პირდაპირ ხალიჩაზე იჯდა და ისე მიირთმევდნენ ჩაის. ელენს ესიამოვნა ეს მყუდრო გარემო და ცოტა ხნით ორივეს მიავიწყდა აქ ჩამოსვლის მიზეზი. მათი მყუდროება ლუკას ტელეფონმა დაარღვია. ფარული ნომრიდან ურეკავდნენ, გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს და უპასუხა.
ლუკა არაბულად საუბრობდა ამიტომ ელენი ვერაფერს იგებდა, თუმცა სახეზე ამჩნევდა როგორ აღელდა და ხმაც გაუმკაცრდა. ფერი თითქმის სულ დაკარგა, შუბლთან ძარღვები დაებერა. ტელეფონი გათიშა და ელენს ანერვიულებული თვალებით გახედა.
-ლუკა რა მოხდა, გთხოვ ამოიღე ხმა ფერი საერთოდ არ გადევს.
-ელენ ის კაცი იყო ვისაც ვეძებთ.. გამოსასყიდს მთხოვს..
-რა გამოსასყიდს? არავინ გაუტაცებია და არაფერი წაუღია რისთვის გთხოვს?
-ენდი ყავს გატაცებული..გონია, რომ ჩემი საცოლე ის არის.. ხმა თითქმის ჩაუწყდა ლუკას. ელენს კი ფერი დაეკარგა და კანკალმა აიტანა.
ლუკამ ანგარიში მოითხოვა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვეს.
-ლუკა ძალიან გთხოვ ცოტა ნელა ატარე..ძლივს წარმოთქვა შიშისგან სავარძელზე მიჯაჭვულმა ელენმა.
-მაპატიე, ძალიან ვარ განერვიულებული. ისე გამომწვევად მელაპარაკა ის ნაბი*ვარი გეგონება ქათამი ყავს ადამიანის ნაცვლად გატაცებული. ენდის ხმაც კი მომასმენინა, რომ დამეჯერებინა მისი ნათქვამი..ისე საცოდავად ამოიკნავლა გოგომ თავი არაკაცი მგონია, რომ ჩემს გამო ვიღაც ისჯება.
-პოლიციას არ გააგებინებ?
-არ ვიცი. გამაფრთხილა, რომ მისი ხალხი მითვალთვალებს და ისიც კი მკითხა ცინიკურად ის გოგონა ვინ არის ეხლა რომ დაგყვება გვერდითო..გავგიჟდები შენც, რომ გადმოგწვდეს.. მუშტი მაგრად დაარტყა საჭეს და ქვედა ტუჩს ისე მოუჭირა კბილები ცოტაც და სისხლი იფეთქებდა.
სასტუმროსთან ისე ახლოს გააჩერა მანქანა, თითქოს პირადპირ კარებში აპირებს შესვლასო. სწრაფად გადმოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა თითქოს ვინმეს ეძებდა, მერე ელენს გაუღო კარი და სწრაფად შევიდნენ. თავის ერთ ერთ თანაშემწეს უთხრა მასთან ოთახში ასულიყო. აჰმედს ლუკა ძამასავით უყურებდა და თვალდახუჭული ენდობოდა. სწორედ მანდ დაურეკა საქართველოში ლუკას და შეატყობინა ეს ამბები. ახლა კი აჰმედი იჯდა მის წინ და გაოცებული უსმენდა ლუკას და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
ბიჭები არაბულად საუბრობდნენ, ელენი კი სავარძელში მისვენებული დამფრთხალი სახით შეჰყურებდა მათ.
-რამდენს ითხოვს თანხას. ჰკითხა წარბშეკრულმა აჰმედმა.
-3 მილიონს.. რა გონია მაგას ეს ფული ჯიბეში მიდევს? გაცოფებული ღრიალებდა ლუკა.
-მე მგონია, რომ ჯობია პოლიციიდან ვინმე მთავარი ვიხმოთ და ავუხსნათ სიტუაცია. ყველაფერი ისე მოვაწყოთ, რომ ვითომ პოლიციაში არაფერი იციან.
-არ ვიცი..მაგრამ იმ ნაბ**ზარს კი სიამოვნებით გამოვჭრიდი ყელს, სასტუმროში ესეთი ვიღაც, რომ მომითრია და ამხელა შარში გამხვია. აჰმედმა დაარწმუნა ლუკა, რომ მთავარი გამომძიებლისთვის დაერეკათ. ისიც დათანხმდა და ნახევარ საათში გამომძიებელი ლუკას ოთახში იჯდა. როდესაც ყველაფერი მოისმინა წარბები უკმაყოფილოდ აზიდა. აშკარა იყო, რომ ეს საქმე ადვილად არ დასრულდებოდა.
-პირველ რიგში, შენი ტელეფონის მოსმენას დავიწყებთ, იქნებ შევძლოთ მისი ადგილ სამყოფელის დადგენა. თქვენს სასტუმროში დაცვა უნდა გააორმაგოთ, თუ არ გინდათ, რომ პოლიციელებით აივსოს აქაურობა და ეჭვი არ შეიტანოს რამეში. ასევე მოგამაგრებთ ჩვენს ოფიცრებს, თუმცა ისინი მხოლოდ შორიდან გააკონტროლებენ სიტუაციას, რომ შესამჩნევი არ იყოს სხვისთვის. გამომძიებელმა რამდენიმე ადგილას დარეკა და განკარგულებები გასცა. ელენს ეს სიტუაცია საშინლად ძაბავდა, თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში ეგონა და უნდოდა რომ ეს ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო. აივანზე იდგა და ზღვას სევდიანი თვალებით გაჰყურებდა. ხომ შეიძლებოდა, რომ ის და ლუკა ახლა ბედნიერებით დამტკბარიყვნენ..ალბათ ამ მოსალოდნელი საფრთხის გამო ქონდა უსიამოვნო შეგრძნება თბილისში, გამომგზავრების წინ. უცებ თითქოს ყველაფერი დატრიალდა მის თვალწინ და ელენი მოწვეტით ჩაიკეცა. ლუკა ჯერ კიდევ აჰმედს ესაუბრებოდა და წაქცეული ელენის დანახვაზე გიჟივით წამოხტა. ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა.
ელენმა თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა, ცხვირთან რომ რაღაც ფლაკონს უტრიალებდნენ, რომელსაც საშინელი სუნი ქონდა.
-კარგად ხარ ჩემო პატარავ?როგორ შემაშინე. დამფრთხალი სახით დაჰყურებდა ლუკა.
-კი..კი. ალბათ ამ ახალი ამბების ბრალია.ჩემზე საშინლად იმოქმედა ამ სიტუაციამ ლუკა.. არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეშინია..ცუდი წინათგძნობა მაქვს.
-დამშვიდდი ჩემო სიცოცხლე. არ დავუშვებ შენ, რომ რამე დაგემართოს. ამ საქმეს პროფესიონალები მოკიდებენ ხელს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდება. ოთახში მარტო დარჩნენ. ლუკა გვერდით ეწვა ელენს და თმებზე ეთამაშებოდა. გარეთ, ბნელოდა და საშინლად წვიმდა. ლუკას აჰმედმა მოაკითხა, მაგიდას მიუსხდნენ და საუბარი დაიწყეს.
ელენს მოწყინდა ოთახში უსულო საგანივით ყოფნა, თან ყავის დალევა ძალიან მოუნდა და ლუკას სთხოვა რესტორანში ჩავალო.
-კარგი ოღონდ ფრთხილად იყავი.თუ რამე დაგჭირდეს თანამშრომლებს უთხარი და ეგრევე დამირეკავენ. გააფრთხილა ლუკამ. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაბლა ჩავიდა.
ტერასაზე ვერ დაჯდებოდა, რადგან საშინლად წვიმდა და ფანჯარასთან ახლოს მდგომ მაგიდას მიუჯდა. მიმტანს ყავა შეუკვეთა, მერე ყურში რაღაც უჩურჩულა და ფული გაუწოდა.
ცხელი ყავა ძალიან ესიამოვნა, თითქოს ცოტა მოეშვა და დაძაბულობამ გაუარა. ცოტა ხანში მიმტანი დაბრუნდა, ხელში პატარა პარკი ეჭირა და ელენს ხურდასთან ერთად გაუწოდა.
ყავის სმას, რომ მორჩა საპირფარეშოში გავიდა. იქიდან გამოსულს კარებთან ვიღაც მამაკაცი დახვდა, რომელმაც ინგლისურად მიმართა და სთხოვა მას გაყოლოდა ლუკას დავალებით.
-თვითონ სად არის? კითხა დაბნეულმა ელენმა.
-ბატონი ლუკა პოლიციის განყოფილებაში დიაბარეს სასწრაფოდ და მე მთხოვა, რომ თქვენც იქ წაგიყვანოთ, რადგან სასტუმროში თქვენი მარტო დატოვება უსაფრთხოდ არ მიაჩნია. თავაზიანად მიუგო უცნობმა. ელენი გაყვა უცნობს და მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
სასტუმროს, რომ გასცდნენ, კარგა მოშორებით, უცნობმა მანქანა ერთ-ერთ შესახვევთან გააჩერა და სწრაფად გადავიდა. ელენმა დაბნეულად გააყოლა თვალი და გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ კარები გამოაღეს და ვიღაცამ მკაცრი ტონით უბრძანა მანქანიდან გადმოსულიყო. დამფრთხალი ელენი ადგილიდან ვერ იძროდა, შიშისგან და გაურკვევლობისგან გული გამალებით უძგერდა. მამაკცმა მოერედ თითქმის, დაუღრიალა რომ გადმოსულიყო და ყელზე იარაღის ცივი ლულა მიადო. საცოდავ გოგოს მთელს ტანზე დაბურძგლა და მორჩილად გადავიდა მანქანიდან. მამაკაცს სახე შარფით ქონდა დაფარული და მხოლოდ თვალები უჩანდა. ელენი სხვა მანქანამდე მიიყვანეს, უცებ თავზე რაღაც ჩამოაცვეს და თითქმის ძალით შეტენს შიგნით. ელენმა დაყვირება სცადა, მაგრამ უცნობმა მაშინვე მხარზე მიადო იარაღი და გოგონამ ხმის ამოღება ვეღარ გაბედა.
დიდხანს იარეს, ბოლოს მანქანამ სწრაფად დაამუხრუჭა და ელენს უბრძანეს გადმოსულიყო. ისიც დაემორჩილა და როგორც კი ფეხი ძირს დადგა იგრძნო, რომ რბილ ქვიშაზე იდგა. შიშისგან კანკალებდა და მძიმედ სუნთქავდა. პირველ მანქანაშივე მიხვდა, რომ ის კაცი ლუკას გამოგზავნილი არ იყო და ეს მისი გატაცება იყო.



№1  offline წევრი cancara

Maleeeee dade

 


№2  offline წევრი Tako Gogelia

ვაუუუ მალე დადეეე უკე ძან დამაინტერესაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent