შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 36)


2-06-2015, 20:10
ავტორი llella
ნანახია 5 193

თამუნას ნაამბობი:
ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა გამოიკვლიეს გზა ოთახში და მაინც და მაინც ჩემს თვალებზე დაიდეს ბინა, მზის სხივებისგან შეწუხებულმა თვალები ზელვით გავახილე და სულაც არ მომეწონა სიმსუბუქე რომ ვიგრძენი. ჩემს 100 კილოგრამიან დემონს ისე მივეჩვიე რომ უმისოთ მგონი აღარ მძინავს წესიერად. ცოტათი უკან გავჩოჩდი და გვერდით გავიხედე, მაგრამ დემეტრე იქ არ დამხვდა, მხოლოდ წერილი, პატარა ზომის კოლოფი და 1 ცალი ვარდი იყო, თეთრი... მე რომ მიყვარს აი ის ვარდი იყო... მეწყინა ის რომ არ იწვა ჩემს გვერდით, მისი გუშინდელი ნათქვამი ამომიტივტივდა თავში „გერმანიაში უნდა დავბრუნდეო“ წამოვვარდი და წერილს დავსწვდი, ისე გავხსენი როგორ არ გავგლიჯე მიკვირს. საწოლზე მოვთავსდი და წერილის კითხვა დავიწყე.
„პატარავ თუ ამას კითხულობ ანუ საქართველოში აღარ ვარ, არ მინდოდა გამეღვიძებინე. პირველი იმიტომ რომ ძალიან საყვარლად გეძინა და შემეცოდე გაღვიძებისთვის და მეორეც დამშვიდობება არ გამოგვივიდოდა, ნუ მე ვერ დაგემშვიდობებოდი... ხო ხვდები რაა რა საც ვგულისხმობ... ვერ ვპატიობ ჩემს თავს რომ მომიწია წასვლა და შენი დატოვება, მაგრამ სამსახურია პატარავ და ამიტომ ვალდებული ვიყავი წავსულიყავი... სხვანაერად არ გამოდიოდა.
ბიჭებს დაუჯერე და არ გააბრაზო, რომ ჩემოვალ საყვედურები არ დამხვდეს იცოდე, მშობელთა კრება რომ იქნება არ გაალანძღვინო ჩემი თავი.“ -ღმერთო რა სულელია, რა მშობელთა კრება, რის მშობელთა კრება, ცრემლები ხელისგულებით მოვიწმინდე და კითხვა გავაგრძელე.
„ხო ახლა რაც შეეხება შენს გაზრდას და დაქალებას, „დაბადების დღეს გილოცავ პატარავ, ყველფერს საუკეთესოს გისურვებ, ჩემთან ერთად რათქმაუნდა, ის გზა გაგევლოს რომლის გავლაც შენ გინდა, და რომლის გარეშეც შენი ცხოვრება არაფრად მიგაჩნია, ის მწვერვალები დაგეპყროს რომლების სხვისთისაა მიუწვდომელი, ყველა შენი სურვილის ასრულებას გისურვებ, ნუ მე დაგეხმარები მაგ ოცნებების ასრულებაში, ერთად ავიხდინოთ შენი ოცნებები“ ეს რაც შეეხებოდა სურვილებს და მოლოცვას, მაპატიე რომ ესე გილოცავ ვიცი რომ ნაწყენი ხარ ჩემზე ორმაგად, ერთი იმისთის რომ დაუმშვიდობებლად წავედი და მეორეც იმიტომ რომ ესე გილოცავ დაბადების დღეს, მაგრამ გპირდები რომ გამოვასწორებ, მალე ჩამოვალ და გამოვასწორებ, საჩუქარი წერილთანაა, შენი საყვარელი ვარდიც მანდაა, მინდოდა მესიამოვნებინა, ვიმედოვნებ რომ გამომივიდა... მიყვარხარ! „
წერილის კითხვა დავასრულე თუ არა გამეღიმა, ისევ მოვიწმინდე ცრემლები და წერილი დავკეცე, იქვე ტუმბოზე დავდე, ვარდს დავსწვდი და დავყნოსე. მართალი იყო, მასზე ნაწყენი ვიყავი, იმაშიც მართალი იყო რის გამოც ვიყავი ნაწყენი, მას რომ არ მოელოცა დაბადების დღე, მე არც კი გამახსენდებოდა რომ 30 ივნისს დაბადების დღე მქონდა.
უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, გადავიხარე და ავიღე მობილური, დემეტრე იყო, ღიმილით გავუსვი ხელი სენსორს და ღიმილითვე ვუპასუხე.
-ბატონო.
-პატარავ გაიღვიძე?!
-კი 10 წუთი იქნება რაც გამეღვიძა.
-ხო მე დილით არ დაგირეკე არ გავაღვიძო თქო.
-ხო ისევე როგორც ღამით ხოო?!-წყენა დამეტყო ხმაში, არ ვაპირებდი მისთის ამის თქმას მაგრამ...
-გაბრაზდი ხო?!
-არა მაგრამ...
-არა მაგრამ გაბრაზდი, მართლა არ შემეძლო რო არ წავსულიყავი თორე ხო იცი რო არ წავიდოდი!-ხმა გაუმკაცრდა.
-ხო ვიცი.
-წერილი წაიკითხე?!
-კი.
-ხო მაშინ კიდევ ერთხელ გილოცავ პატარავ დაბადების დღს უკვე დიდი გოგო გამეზარდე, 17 წლის ხარ უკვე. სურვილებზე აღარ ვიბოდიალებ, მანდ წერია უკვე ყველაფერი-გაიცინა-საჩუქარი მოგეწონა?!
-არა, უფროსწორად არ ვიცი... არ მინახია...
-მანდვე დევს, წერილთან-გავიხედე და ის კოლოფი მომხვდა თვალში, ხელი ვსტაცე, კალთაში მოვითავსე და გავხსენი.
-ის... ის ულამაზესია...-საყვარელმა საყელომ მომჭრა თვალი, რომელსაც პატარა და საყვარელი ანგელოზის კულონი ქონდა, ავიღე და მზის სხივებს შევუშვირე, მართლაც რომ ულამაზესი იყო.
-მიხარია რომ მოგეწონა!-ხმაში კმაყოფილება შეერია.
-მადლობა... ძალიან დიდი მადლობა, ულამაზესია, უბრალოდ რა ვთქვა არც კი ვიცი...
-არაფრის, რისი მადლობა. მართლა გამიხარდა რომ მოგეწონა.
-დემეტრე...
-ხო.
-როდის ჩამოხვალ?!
-ასე 1-2 კვირაში.
-აუ მალე ჩამო რაა...
-ასე მალე მოგენატრე?!-სიცილით მკითხა.
-ხო-თითქმის ჩრჩულით ვუპასუხე და ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები.
-მეც! ძალიან მომენატრე, არ ვიცი ეს დრო უშენოდ როგორ გავძლებ, მგინო ჭკუიდან გადავალ... შენი თვალების გარეშე, შენი სურნელის გარეშე და რაც მთავარია შენი კოცნის გარეშე მოვკვდები მგონია!-ხმა გაუმკაცრდა, მე კიდევ უფრო ამიწითლდა ლოყები.
-მალე ჩამოდი-მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
-როგორ მინდა ეხლა მაქ ვიყო და გიყურებდე მაგ გაწითლებულ ლოყებზე და ამაზე მეტად მინდა დაგიკოცნო ტუჩები.
-ოუუუ შენ რა გარყვნილი ხარ ტო-დაჩის ხმა გავიგონე ტელეფონის იქეთ.
-აქ რა გინდა შენ, გაქრი ეხა-დაუღრინა დემეტრემ ძმას.
-რა მინდა და კონფერენციაა და მალე მორჩით მაგ სუსი-მუსის ეხა, სარძლო ზდაროვააა, დაბიდუბის გილოცავ-ბოლო სიტყვები ისე დაიყვირა მეგონა დავყრუვდებოდი.
-ზდაროვა, ზდაროვა, მეც მომიკითე და მადლობა გადაეცი-გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე. „ბავშვი უძახე შენ თამუნა და 4 კაცი ერთად მიბრეგვა ამ შენმა ბავშვმა, ბოლოს და ბოლოს 25 წლისაა ბიჭი“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
-მანაც მოგიკითხა და მადლობაო ხისთავიანო, ახლა კიდე გაქრი.
-ოოოჰ გაქრი არა ის კიდე მიდი აეგდე დ მერე ილაპარაკეთ რაა-არ ცხრებოდა დაჩი.
-დემეტრე მიხედე საქმეს.
-კაი პატარავ, ეხა კონფერენციაა და რო მოვიცლი მაშინვე დაგირეკავ.
-აჰამ.
-მიყვარხარ!-მისი თბილი ხმა სასიამოვნოთ ჩამესმა ყურში.
-მეც.
-კაი გავიქეცი თორე დამამხო ამან კაბინეტი თავზე-გავიცინე და გავუთიშე.
კდიევ ერთხელ შევათვალიერე კულონი და კიდევ ერთხელ დავყნოსე ჩემთვის საყვარელი ვარდი, მერე ფეხზე წამოვდექი და აბაზანისაკენ ავიღე გეზი, მოვწესრიგდი, გამოვედი და კარადაში რასაც ქვია შევძვერი. ჯინსის დახეული შარვალი, კედები და წოლებიანი მაისური ჩავიცი, თმები კოსად შევიკარი და ბოლო შტრიხიც, დემეტრეს ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე და ოთახიდან გავედი.
სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ეტყობოდა არავი არ იყო, გავიფიქრე ალბათ ლექსომ ლელუკა მიიყვანა სახლში თქო, მერე კი სამსახურში წავიდა თქო, ამიტომაც არხეინად მივაშურე სამზარეულოს, გამოვაღე მაცივრის კარი, წვენი და სალათა გამოვიღე, დავაწყვე ყველაფერი მაგიდაზე და გემრიელად შევექეცი.
ისე ლელუკა გამახსენდა, ამან მაგარი დამივიწყა, რაც ლექსოს ერთადაა ეს თხა მას მერე დებილივით ვერავის ვერ ხედავს ლექსოს გარდა, ნუ ლექსო არ აძლევს იმის დროს რო ვინმე ნახოს, ხან სად მიყავს, ხან სად, ხან ვის აცნობს, ხან ვის და არიან გვრიტები ერთ ამბავში, ვერც გაამტყუნებ, მე რა დღეში ვიყავი ერთი დემეტრეს არ ვცილდებოდი გვერდიდან, მე რაა, ის არ მცილდებოდა თორე...-ხმამაღლა გავიცინე.
-ისე რა ჭირთ ყველას, დავიჯერო დემეტრეს გარდა არავის გახსენებია ჩემი დაბადების დღე?!-ნაწყენმა წამოვიძახე-რაარი ვინმეს არ მოულოცია, საკუთარ ძმასაც კი დაავიწყდა, უუუუფ.
გავიფიქრე დავურეკავ და გავლანძღავ თქო მარა ჯერ მოცდა ვარჩიე, იქნება სინდის-ნამუსი მოძებნონ საკუთარ თავში, დამირეკონ და მომილოცონ თქო.
მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ფილმის ყურება გადავწყვიტე, დივანზე კომფორტულად მოვკალათდი და ჩავრთე ჩემი საყვარელი ფილმი „ბინდი. საგა. განთიადი. 2 ნაწილი“ ყველა ნაწილი მიყვარს, მაგრამ ამას ხო საერთოდ ვაფანატებდი, 2 საათი ამ ფილმს დავუთმე, ამ დროის განმავლობაში არავის გავხსენებივარ, არც ლექსოს, არც ლელუკას, არც ბესოს, არც კოკას და უჩასაც კი, ნაწყენმა ავიღე მობილური და დავურეკე ლექსოს. „ნომერი გათიშულია, ან გასულია მომსახურების ზონიდა, გთოვთ დარეკოთ მოგვიანებით“
-ოოჰ და რატო გვაქო გათიშულიო?!
ახლა ლელუკასთან დავრეკე, მას არ ქონდა გამოთიშული მაგრამ მაინც არ მპასუხობდა, სხვებსაც დავურეკე, არც ისინი მპასუხობდნენ, ან სულაც გათიშული ჰქონდათ.
ნაწყენმა მივაგდე ტელეფონი დივანზე და ფეხზე წამოვდექი, მოსაცმელს დავსტაცე ხელი, ტელეფონი, ნუშნიკები და ფული ავიღე, კარები გადავკეტე და წავედი, მეც არ ვიცი სად მაგრამ წავედი, ჩემ სახლთან ახლოს მდებარე კაფეში შევედი და დავიკავე თავისუფალი ადგილი.
-რას ინებებთ?!-ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი, მაშინ რომ იყო მოსული, დემეტრემ კინაღამ ცოცხლად რომ შეჭამა, გამეღიმა.
-დიახ, ერთი ყავა თუ შეიძლება.
-ახლავე პატარა ქალბატონო-ღიმილით გამშორდა, მე კი ფანჯარაში გავიხედე.
მიყვრს ბათუმი ზაფხულობით, ძალიან ბევრი ხალხი ირევა ბათუმის ქუჩებში ბათუმში, ვინ რომელი ქვეყნიდანაა ჩამოსული და ვინ რა ენაზე საუბრობს, უბრალოდ მიყვარს როცა ვხედავ ხელჩაკიდებულ წყვილს მზიან ბათუმში, ეხლაც კაფის წინ გოგონა და ბიჭი სხედან, გოგოს ბიჭის მხარზე აქვს თავი მიდებული და რაღაცას ებუტბუტება, ბიჭიც ღიმილით უსმენს და თმებზე ეფერება.
სასტიკად მომინდა რომ დემეტრე ყოფილიყო ახლა, ჩემს გვერდით, მაგრამ...
-აი ინებეთ თქვენი ყავა-ისევ გამიღიმა და ყავის ფინჯანი წინ დამიდო, მაგრამ ეტყობოდა რომ წასვლას არ აპირებდა.
-მადლობა, კიდე თუ დამჭირდებით დაგიძახებთ-შევეცადე წესიერად მომეშორებინა, ისეც გაბრაზებული ვიყავი და მასზე ვიყრიდი ჯავრს.
-მარტო რატო ხართ ესეთი საყვარელი გოგონა?!-მისი კითვის შემდეგ ჩემმა ტვინმა მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა „ვაი შენს პატრონს“
-იმიტო!
-ეგ რა პასუხია?!-აუუუ ამას შარი უნდა უეჭველი, ეხა რო გადავამტვრევ ამ მაგიდას თავე მერე მიხვდება „ ოოჰ შენაც არ მყავდე ეხა რებო რაა, არ ჩაულეწო ნეკნები და არ მოუგრიხო კისერი“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
-ჩვეულებრივი.
-ესეთი ლამაზი გოგონა არ უნდა იჯდეს მარტო კაფეში-„ვითო ჭკვიანური რამეც თქვი ეხა?!“ ზუსტად ესეთი სახე მქონდა.
-და ვინ თქვა რო მარტოა?!-უცებ ნაცნობი ხმა გავიგონე, გავბრუნდი და თქვენ წარმოიდგინეთ არ გამკვირვებია ჯაბა ბარათელი რომ მომხვდა თვალში-უფლებას გაძლევ შენით აახვიო!-ეს საცოდაოდა გააჩოჩა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. სულაც არ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, სულ მარტო ყოფნას საკუთარ დაბადების დღეზე ისევ ბარათელთან ერთად ყოფნა სჯობდა. საწყალი ბიჭი წასვლას აპირებდა მაგრამ ჯაბას მააჩერა.
-ერთი ყავა მეც მომიტანე ბიჭი!-ისიც უხმოდ გაგვეცალა და 2 წუთში კიდევ ერთი ფინჯანი ყავით გაჩნდა ჩვენთან.
-ინებეთ.
-ხო ეხლა კი შეგიძლია აახვიო-ისიც წავიდა, თვალი გააყოლა ბიჭს და მე მომიბრუნდა-ოოხ, როგორი გაბრაზებული ვართო!!!-გაიღიმა და ყავა, მოსვა-ნუ ვის არ დავიწყებია მეგობრის დაბადების დღე ხოო?!-ინტერესით შემომხედა.
-რაა?! შენ საიდან იცი?!
-მე ძალინა ბევრი რამ ვიცი.
-ოოჰ-ერთი ამოვიოხრე, მეც მოვსვი ყავა და ისევ ფანჯარაში გავიხედე.
-ლამაზი წყვილია.
-ხო-დავეთანხმე მეც.
-ისე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხოო?!-გაკვირვებულმა გავხედე.
-რას გულისხმობ?!
-რას და ესენი ეხა საყვარლად სხედან, ეფერებიან ერთმანეთს და საუბრობენ, მაგრამ აუცილებლად რომელიმე მათგანი დაამთავრებს ამ ურთიერთობას, თვითონაც ვერ გაიგებს რატომ მაგრამ დაამთავრებს, მერე მეორე ინერვიულებს და ნუ როგორც ხდება რაა-გამიღიმა და გამომხედა.
-რატო ფიქრობ ეგრე?!
-იმიტომ რომ ვიცი.
-არ იცი... თუ უყვარს არ მიატოვებს... არასდროს...
-გარწმუნებ!
-ვერაფერსაც ვერ დამარწმუნებ! როგორ შეიძლება წახვიდე იმ ადამიანისგან ვინც გიყვარს?! ვერაფრის დიდებით ვერ წახვალ... თუ უყვარს ვერსად ვერ წავა მისგან.
-შენ ეტყობა ვიღაც გიყვარს და ამიტომაც იცავ კლანჭებით ეგრე სიყვარულის ისტორიას.
-თავადაც იცი ვინც...
-ხო! ვიცი, სამწუხროდ ვიცი-ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა და ამიტომაც ვერ გავარჩიე.
-რა თქვი?!
-რას გულისხმობ?!
-ბოლოს რა თქვი თქო.
-არაფერი, ვიცი თქო-თავი გააბრუნა, მერე კი ისევ გამომხედა-ხო მართლა წერეთელი როდის ჩამოდის?!
-და შენ რა იცი რო წასულია?!
-დაგავიწყდა რაც გითხარი?!-გამიღიმა და ისე მკითხა.
-ააა ხო შენ ხო ყველაფერი იცი...
-ხოდა როდის თქო.
-არ ვიცი, მალე!
-მისთვის ჯობია მალე ჩამოვიდეს.
-რატო?!-ვერ გავიგე რას გულისხმობდა.
-არფერი, ისე ვთქვი.
-აუ შენთვის არავის უთქვამს რო ძაან სრულყოფილად პასუხობ ყველა კითხვას?!-გავიცინე და ყავა მოვსვი.
-შენ წარმოიდგინე და არა-მასაც გაეცინა.
-უეჭველი ავიწყდებოდათ თქმა-ტელეფონს დავხედე, იქნებ დამირეკეს, ან მომწერეს მაინც თქო მარა შენც არ მომიკვდე რაა... არც დემეტრეს დაურეკია დილის მერე, მეც აღარ დავურეკე, ალბათ მუშაობს და არ შევაწუხო თქო.
-კიდე არ მოულოციათ?!-მკითხა როცა დაინახა რომ ტელეფონს ვამოწმებდი.
-არა...-ნაწყენმა გავეცი პასუხი, მან უბრალოდ გამიღიმა.
-წამო, წავედით!-ღიმილით მითხრა და ოფიციანტს დაუახა.
-რას ქვია წავედით?! ან სად?!-გაკვირვებულმა ვკითხე.
-სადღაც-ოფიციანტს ფული გადაუხადა და ფეხზე წამოდგა.
-არ მინდა, მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ!
-როგორ არა, ჩემთან ერთად მოდიხარ!-ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაგდო.
-აუ-ხელზე ვანიშნე მეტკინა თქო მანაც უცებ გამიშვა ხელი და თვალებში ჩამხედა.
ისევ მის შავ თვალებს გადავეყარე, ის დღე გამახსენდა, პირველად რომ დავაკვირდი მის შავ, უძირო თვალებს, როცა ვცეკვავდით მაშინ დავაკვირდი და ვთქვი კიდევც რომ მის თვალებში მისი მთელი ცხოვრების წაკითხვას შეძლებდით თქო, რომ სევდითა და დარდით სავსე თვალე ქონდა, მაგრამ მაინც ძლიერი გამოხედვა, ეხლა კი... თითქოს და შეცვლილიყო მისი გამოხედვა, რაღაც სიხარულის ნატამალიც იყო მათში...
-მაპატიე-უცებ მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-არაუშავს-ჩუმად ვუპასუხე და გავბრუნდი, ისიც უკან გამომყვა.
გარეთ გამოვედით მე სახლისაკენ ავიღე გეზი, მაგრამ ვინ მაცალ რო?! ისევ გამაჩერა, მისკენ მიმაბრუნა და ღიმილით მითხრა.
-მაქეთ არა პატარა ქალბატონო!
-მერე და მე შენთან ერთად არ მოვდივარ!
-როგორ არა ჩემთან ერთად მოდიხარ, თანაც დიდი სიამოვნებით-გამიღიმა, ხელკავი გამომდი და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
-მოიცა, ეეე არ მოვდივარ თქო!-წამოვიყვირე, მას კი ვითო ჩემი ყვირილი არც გაუგონია-გამიშვი ხელი, უნდა წავიდე!
-კი კაცო, უნდა წავიდეთ აბა რა უნდა ვქნათ-გამომხედა და გაეღიმა.
-აუუ სულ ასეთი აუტანელი ხარ?!-ინტერესით გავხედე, მას გაეცინა.
-უმეტესწილად ხო.
-ძალიან ცუდი!
-და რატო ვითო?!
-აუტანელი ბიჭები გოგოებს არ მოწონთ.
-რავიცი მე არ ვუჩივი მაგ „მომწონებლების“ რაოდენობას და...-ვითო სერიოზულად გაუკვირდა ნათქვამიო მხრები აიჩეჩა და ისევ გამომხედა.
-ზედმეტად თავდაჯერებული რო ხარ გითხარი ხო?!
-არა არ მახსენდება ეგეთი რაღაც-გაიცინა.
-მასხარ ხარ.
-ხო ეგეც ვიცი.
-ოოჰ კაი ერთი-მობეზრებულმა გავხედე და წამოვიძახე-ხო მოვედით ეხა გამიშვი სახლში უნდა წავიდე.
-არ გიშვებ თქო ვახ!-როგორც ეტყობა გაბრაზდა, სწრაფად მიმატრიალ მისკენ და თვალებში ჩამხედა-არა თქო და მორჩა.
ღმერთო რაარი რანაერი თვალები აქ, ყველანერი გრძნობა ეხატება თვალებში, ბრაზი, სინანული, სიხარული და რავიცი კიდე... ილე უნდა ავღნიშნო რო მგარი თვალები აქვს... მაგრამ მე მხოლოდ ერთის თვალები მიყვარს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, მხოლოდ მისი...
-რას ქვია არა?!
-რას და იმას რო არ გაგიშვებ, ჯერ არა და მერე მიგიყვან პატრონთან არ დაგკარგავ ნუ გეშინია!
-და შენ რა უფლება გაქვს გამირკვიო სად წავიდე და სად არა?! ვინ ხარ საერთოდ?!-გავბრაზდი და დავიყვირე.
-ჯაბა ვარ ბართელი ტო არ იცი?! რას მეკითხები-გაიცინა, გარემოს თვალი მოავლო და ისევ მე გამომხედა.
-ვაიმეეე, მასხარა ხარ რააა, აი ნამდვილი მასხარა!
-ჩემი „ფიშკაა“ ეგ ხო იცი შენ არა!-არფერი აღარ მიპასუხია მეც როგორც იქნა ვინებე და გადავავლე თვალი გარემოს, „ესენი ღადაობენ ხოო?! რა ბერეგი?! რის ბერეგი?! კიდეევ?! ისევ?! ოოოო ღმერთო ესეც...“
ამ დროის განმავლობაში როგორც ეტყობა მივედით დანიშნულების ადგილას.
-ვიცი რო გიყვარს აქ მოსვლა-გამიღიმა, როცა მიხვდა, რომ ადგილით ნასიამოვნები ვიყავი, მართლა გამიხარდა ბერეგზე რომ მოვედი, საშინლად მიყვარს ეს ადგილი, წვიმაში ხო საერთოდ.
-მე მეგონა შენი საყვარელი ადგილი იყო-მობეზრებულად გავეცი პასუხი.
-ჩემ საყვარელ ადგილს მერე განახებ.
-მეტი შენთან ერთად წამოსვლას აღარ ვაპირებ და ამიტომ ჯობია თეორიულად მითხრა.
-წინასწარ ნუ იტყვი ნურაფერს!-აღარაფერი აღარ მითქვამს.
ვიჯექით და გავყურებდით ზღვას, ღმერთო ჩემი რა სისულელეა, რა მინდა ეხლა აქ ჯაბა ბარათელთან ერთად?! თან მარტოს... ბიჭები ვერ იტანენ, სასიკვდილოდ იმეტებენ და მე აქ ვსეირნობ მასთან ერთად, მაგრამ რა ვქნა?! ჩემ დაბადებისდღეს მარტომ შევხვდე?! საკუთარ მეგობრებს, ძმას და საუკეთესო დაქალს რო დავიწყდები და ვიღაც (ნუ ამ შემთხვევაში ჯაბას)
რო მოგილოცავს დაბადების დღეს სხვა გამოსავალი არ გაქვს.
„არა რაა მაინც ჩემს თავს ვამართლებ შენი გამოსწორება არ იქნება თამუნა...“




- - - - - - -
გამარჯობა ბავშვებო <3 იმედია მოგეწონებათ ახალი თავი.

აი ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, არც კი ვიცი თავი რითი ვიმართლო, ძალიან ბევრი რამ დამატყდა თავს ამ კვირაში და ფეხზე როგორ ვდგავარ ან საერთოდ როგორ ვვაზროვნებ არც კი ვიცი.
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, მრცხვენია თქვენი, უპასუხისმგებლოდ ვიქცევი ვიცი და არ მეპატიება, მაგტრამ მაინც იმედია რომ დამიფასებთ ნაშრომს და ნაწვალევს <3
აღარც არავინ აღარ მწერთ და ამის გამო ხო საერთოდ მგონია რო აღარ მოგწონთ ისტორია. :(
ნუ ერთი სიტყვით ველოდები შეფასებას და კომენტარებს. <3



№1  offline წევრი Mariami)

Sheidzleba ucnauria magramm ...... Mindaa romm jabaa sheuyvardes da mastan darches

 


№2  offline წევრი wipwipa

ვაფშე აღარ მახსოვდა ამ ისტორიის არსებობა...

 


№3  offline წევრი Indigo

არ მომწონს ეს ფეთქებადი ძველი ბიჭები და რა ვქნა... არ მომწონს დემეტრე და ვვარაუდობ რომ ჯაბაც მისნაირი იქნება...:(

Mariami)
Sheidzleba ucnauria magramm ...... Mindaa romm jabaa sheuyvardes da mastan darches

უცნაურია მაგრამ დემეტრტეს მეც ჯაბა მირჩევნია :)
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline წევრი malikuna

Aravitari jaba... Vgijdebi am istoriaze dzalian momwons tumca mwyins ROM gvian deb:(( shen uket ici visia tamunaa ardagaviwydet xalxo is danishna chvenma sanaqebo demetrem❤❤❤

 


№5  offline წევრი lika

martla kargi istoria da dzan momwons vafaseb shens nashroms da mafloba am tavistvis imito rom ragac problemebis miuxedavad moicald chventvis da dagvide axali tavi sul mindoda demetre yofiliyo aq da jaba rato chakvexe tavadac ici rogor velodebi axal tavs yoveltvis da sul gwer piradshic ki magram exla ra xdeba ici sheni dagvianeba da imdenad gaiwela rom istoris wakitxvis survili tandatan miqreba imitom rom axal tavs deb ise gvian is dzveli damaviwyda sad gavcherdi ulkve isic imdenat ar mainteresebs jaba iqneba tu demetre .... amisdamiuxedavad vfiqrob romisewer ogond dawero banalurs xdi dzan arvici yvelas tavisi azri aqvs ugulot dawerili taviyo ragac dzan gtxov mapatio eseti komentaristvis magram minda es yovelive gaitvaliswino arminda am komentarma shenze uaryofitat imoqmedos es faqti shenc agnishne rom
აღარც არავინ აღარ მწერთ და ამის გამო ხო საერთოდ მგონია რო აღარ მოგწონთ ისტორია. : ki mogvwons ubralod pasiurob dzan ... imedia gamoasworeb am yovelives

sasveni nishnebis ggareshe miweria da imedia gaigeb azrs .. ubralod ise emocit davwere es komentari

 


№6  offline წევრი masu

აუუუ ძაან კაია და მალე დადე ხოლმე რა <3

 


№7  offline წევრი კუსა ♥

jabastan ar datovoo !!!! demetre jobiaaa ^^ <3

 


№8  offline წევრი llella

nini5852
აუუ არავითარი ჯაბა დემეტრეზეაა დანიშნული :) ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან მომწონს, იმდენად ვიავი ამ ისტორიის ყოველდღიურ კითხვზე მიჩვეული რომ ვერ ვეგუები ასე იშვიათად რომ დებ, თუმცა შენიც მესმის და არ გსავედურობ, პირადი პრობლემების მიუხედავად მაინც დებ ახალ თავებს და გულს არ გვწყვეტ:* სულაც არ არის ბანალური თითქმის ყველა ისტორიაში მსგავსი "პრობლემაა", მაგრამ მჯერა და იმედი მაქვს რომ დემეტრე და თამუნა ერთად იქნებიან და არაა თამუნა და ჯაბა. ^_^ წარმატებები :*

vaime gmerto esmis vigacas chemi haleluiaaa :D ^_^ madloba tbili sityvebisatvis da gagebistvis...mec meshlrba nervebi ese gvian ro vdeb magram mec minda gamigot, magram arc aravis esmis chemi razec guli mwydeba :( yvelanairad vcdilob ro davbechdo dido tavi da saintereso, aq kide iwereba ro banaliria da pataraa, rac guls namdvilad mtkens da vxvdebi, nu vgrdznob ro tyuila viwvale amdeni :((( madloba eseti komentaristvis, namdilad ver vityvi vistan darcheba :D 3:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent