შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად10


2-06-2015, 21:57
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 450

უთენიად გამოღვიძებულ დიმიტრის უჩვეულოდ ეჩვენა თმისა და კანის ის მწველი სურნელი რომელიც ნესტოებს სასიამოვნოდ უწვავდა. ფრთხილად დააშორა წამწამები ერთმანეთს და შეეცადა არსებული რეალობა გაეაზრებინა. სურნელი გვერდით მწოლიარე გოგონადან მოდიოდა რომლის
თმაშიც თავი კომფორტულად ჩაერგო და გოგოსთან მიხუტებლმა თავიდან ჩაძინებაც კი ინატრა იმდენად ესიამოვნა მისი წოლის ეს "პოზა"..მაგრამ სამწუხაროდ აღარ გამოუვიდა..ყოველთვის ასე ემართებოდა მიუხედავად განსაკუთრებული შემთხვევებისა...ერთხელ გამოღვიძებულს მეორედ არასდროს აღარ ეძინებოდა..
ლენას წელზე ხელები მჭიდროდ შემოჰხვია, ახლოს მიიკრა და ღრმად ჩაისუნთქა მისი თმის სურნელი..მძინარე გოგონა რამოდენიმეჯერ შეირხა დიმიტრის მოძრაობებზე და როცა მიხვდა რომ სადაცაა გამოიღვიძებდა, თავს ძალა დაატანა გოგონას მოშორდა და შეეცადა წამომდგარიყო..ყველაზე მეტად რაც უჭირდა ეს გრძნობების გამოხატვა იყო..
მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო როგორ შეიძლებოდა ადამიანისთვის საკუთარი სითბო დაგენახვებინა ან ასე თბილად მოქცეოდი მას, როგორც ახლა ჩაეხუტა მძინარე ლენას..სიყვარულზე ხო საერთოდ არ არის საუბარი, მისთვის ეს გრძნობა იმდენად არადამაჯერებელი და არარსებული იყო რომ ვერასდროს ვერ იტანდა რაიმე რომანტიკულს..მთელი ცხოვრება არიდებდა თავს
ყველაფერს რაც ადამიანური გრძნობების გამოხატვასთან იყო დაკავშირებული, იმ ღალატის შემდეგ კი მართლაც რომ ნამდვილ ქვად იქცა..თავის სიბრაზეში ცდილობდა ყველაფერი ჩაეხშო და ადამიანებთან მხოლოდ სიცივე გამოევლინა..ახლა კი ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა..ნელ-ნელა უფრო და უფრო უჭირდა გრძნობების დამალვა ლენასთან..მის თვალებში დაბუდებული სითბო
გოგონას მიმართ პირველი გამყიდველი აღმოჩნდა მისი სულიერი სიცივისა რომლის შენარჩუნებასაც ესოდენ ძლიერად ცდილობდა..როცა ლენამ გამოიღვიძა, დიმიტრი უკვე წამომდგარიყო და წასასვლელად ემზადებოდა..გოგონა ჯერ მის ყველა მოძრაობას დააკვირდა, შემდეგ ნელა წამოჯდა საწოლზე და ბიჭს გახედა.
-ჭრილობა როგორ გაქვს?-ჰკითხა ლენამ დიდხნიანი სიჩუმით გაღიზიანებულმა და სახეზე დააკვირდა..გუშინდელისგან განსხავებით სახეზე ფერი ნამდვილად მოსვლოდა და სიცხისგან ახურებული ლოყებიც ჩაწყნარებულიყო..
-უკეთესად..უნდა წავიდე..-უთხრა მამაკაცმა ცივად და წამით ჩახედა თვალებში..იმდენად მოქმედებდა მასზე ლენას დაბნეული მზერა და თვალები, რომ მისი სიცივე თითქოს სადღაც გააქრო..თავს ძალა დაატანა და გასასვლელთან მისულმა, თავი ოდნავ მოატრიალა და უკანმოუბრუნებლად ჩაილაპარაკა ბოხი ბარიტონით
-მადლობა..(პაუზა გააკეთა) ყველაფრისთვის..-წაიჩურჩულა ჩუმი ხმით და ოთახი დატოვა..გოგონა გაშტერებული შეცქეროდა უკვე ცარიელ გასასვლელს და დიმიტრის საქციელიდან ვერანაირ ლოგიკურ დასკვნას ვერ აკეთებდა..ის სიტყვა რომელიც წესით ადამიანს გულს უნდა გილბობდეს, ეხლა ყველაზე ცივად და ყველაზე მტკივნეულად მოხვდა გულზე.."მადლობა"..გაიხსენა დიმიტრის ტონი ამ სიტყვის წარმოთქმისას
და გულში სიცარიელე იგრძნო როცა ყოველივე ისე მოეჩვენა, თითქოს მართლა ექიმი ყოფილიყოს და ვინმეს პაციენტის მოვლა დაევალებინოს მისთვის..წარმოთქმული იმდენად ოფიციალურად და არამეგობრულად მოხვდა გულზე, რომ წამით შეზიზღდა კიდევაც დიმიტრი მისი ხასიათის ასეთი ხშირი ცვლილების გამო..ბიჭი სწრაფად მოთავსდა მანქანაში და თავის ბინაში დაბრუნდა. კარებთან მისულმა შესასვლელთან დაგდებული წერილი შენიშნა და მსგავსი
რაღაცეების მიღებით არაგანებივრებულმა სწრაფად გახსნა კონვერტი და ჩუმი ხმით გადაიკითხა "არადა არ გვახსოვხარ ასეთი მხდალი ბიჭი დიმიტრი..ვიდეო კამერებმა მაინც დაგაფიქსირა..და ეგრე დამალვას და რაღაცეების ხლართვას ჯობია დაგვენახო და პირდაპირ გვითხრა რა გინდა..თორე მერე სხვანაირად "შეგეხმიანებით".." დაძაბული ხმით დაამთავრა წერილის კითხვა და გამწარებულმა თაბახი მუშტში დაკუჭა. იმის გააზრებისას თუ ვისგან
იყო წერილი კბილები ბრაზისგან გააღრჭიალა და მკაცრი მზერა სივრცეს გაუსწორა, ბრაზისგან დაბინდული გონებით სწრაფად გავარდა ბინიდან და მანქანაში შეხტა გეზი რომ "ნაცნობებისკენ" აეღო მაგრამ წამით გაახსენდა კახას სახე ყოველივეს გაგებისას და შეეცადა ცოტა დამშვიდებულიყო..ის დაპირდა რომ მის გარეშე მათკენ ნაბიჯსაც არ გადადგამდა და ეხლა ასე დაუფიქრებლად ვერ მოიქცეოდა. სწრაფად აკრიფა კახას ნომერი და მისთვის საუკუნედ ქცეული
რამოდენიმე ზუმერის შემდეგ მეგობრის ხმაც გაიგო..
-გაიგეს...გაიგეს რომ სახლში შეპარვას ვცდილობდი..(საჭეს ბრაზისგან მუშტი დაჰკრა და სახე დაეძაბა) მითხრეს ან შენით გამოჩნდი ან მერე ჩვენ ვიცითო..ეგ მხდალები ეგენი..მე მაგათი****-გამწარებული ლანძღავდა მათ და თან ბრაზისგან ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა..პასუხის მოლოდინში თითოეული ვენა დასკდომამდე დაებერა და მზერაც უფრო პირქუში და ნერვიული გაუხდა
-კახა მითხარი რამე-მუდარანარევი სუსხიანი ბარიტონით წაიჩურჩულა და უკვე გარეთგადმოსულმა მანქანას მუშტი დაჰკა
-ეს ძალიან ცუდია..-როგორც იქნა გაიგო მეგობრის ნერვიული ხმა და სმენად იქცა-მაგრამ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ..იმაზე მეტს რაც დაგაკლეს ვეღარაფერს ვერ გიზამენ..შენ ოჯახი არ გყავს ასე რომ ახლობლით ვერ დაგემუქრებიან..ცოტა უნდა მოვიცადოთ..კარგად იცი როგორ და რა დროს გადავწყვიტეთ მათთან დაკავშირებით ყველაფერი და ერთი წერილით ახლა ყველაფერს ვერ ავრევთ..მითუმეტეს როცა საგანგაშო არაფერია..-დაასრულა საუბარი
-კი მაგრამ..(დაიბნა მეგობრის ასეთ პასუხზე) არ მივცემ ჩემი ასე აგდების უფლებას მეორედ კახა! მითუმეტეს ასე მხდალად და შორიდან!-ბრაზისგან დაიღრიალა და თავი ძლივს მოთოკა რომ მობილური ასფალტზე არ მოესროლა
-სიმშვიდი გმართებს დიმიტრი!-გაისმა მეგობრის მკაცრიხმა-ყველაფერი კარგად იქნება..ცოტაც მოიცადე მეგობარო და მათ ყველა საქციელს სულ სისხლად ვადენინებთ..და შენ კარგად იცი რომ ეს არაჩვეულებრივად გამოგვივა..ახლა კი გთხოვ დამშვიდდე..-ხმა უფრო რბილი გაუხდა კახას-ყველაფერი როგორც დავგეგმეთ ისე იქნება.. ცოტათი მართლაც დამშვიდდასავით, მზერაც უფრო დაურბილდა და ჩუმი ხმით წაიჩურჩულა
-კარგი კახა..ნახვამდის-დაემშვიდობა მეგობარს და მობილური გათიშა..მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა და მისი მოუთმენელი "მე" ხშირად ცდილობდა გადაებირებინა და მანქანა პირდაპირ უკვე მტრადქცეული "მეგობრების" სახლისკენ მიებრუნებინა, მაგრამ მაშინვე ძმაკაცის სიტყვები უნათებდა გონებას და მშვიდდებოდა..ოთხი დღე მშვიდად გავიდა..ხშირად შეახსენებდა ლენაზე ფიქრები თავს, მაგრამ სწრაფადვე იგდებდა გონებიდან და ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდა..მიუჩვეველი იყო გამოდმებით ერთ ადამიანზე ფიქრს და იმ უცნაურ
სიამოვნებასაც, რასაც ეს ფიქრი ანიჭებდა..ბევრჯერ დააპირა სახლში დადგომოდა მაგრამ ამ დროს მისი ბოლო გამომშვიდობება ახსენდებოდა და თავს იკავებდა..აღარ შეეძლო მისი ხასიათით გოგონასთან თამაში..ლენას გულუბყვრილობა და დაბნეულობა კი პირდაპირ ჭკუიდან შლიდა და იმის სურვილს რომ ეს გოგონა მისი ცხოვრების წესის და ხასიათის გამო არ დაეტანჯა, უფრო უძლიერდებოდა..კორპუსთან რამოდენიმეჯერ მისული ცოტახანს თვალს ადევნებდა ცარიელ შესასვლელს, მერე ნაღვლიანი სახით მოაბრუნებდა მანქანას და სახლში ბრუნდებოდა.. ამ დღეებისგან განსხვავებით იმ დღეს სამსახურიდან ბრუნდებოდა როცა სახლში
მისულს ტვინში სისხლი ჩაექცა, როცა ნაცნობ შეფუთვაში დაინახა კიდევ ერთი უცნობი წერილი..ბრაზისგან აკანკალებულმა კი არ გახსნა პირდაპირ გადღლიზა კონვერტი და წერილი გადაიკითხა "უკვე გასაგები გახდა შენი დამოკიდებულება..ვხედავთ რომ შენი ძველი მეგობრების წინააღმდეგ ხლართავ რაღაცეებს მაგრამ იცი რომ ეს ასე არ შეგრჩება..თუ ნებით არ გამოხვალ სააშკარაოზე, მაშინ ძალით გამოგიყვანთ..შენს იმ წერტილს შევეხებით, რომელიც ვერ მიმხვდარხარ ისე გამხდარა შენთვის "სუსტი"" დაასრულა ბრაზით მაგრამ
ცოტათი დაბნეულმა საუბარი, წერილი ნაკუწებად აქცია, შემდეგ მდივანზე ჩამოჯდა და ფიქრებში გადაეშვა..ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო რა იგულისხმებოდა წერილში მაგრამ ის რომ მათ თავს დასხმოდა აღარ უფიქრია..გადაწყვიტა ძმაკაცის მსგავსად ცივი გონებით ემოქმედა და მათ იმ რეაგირებას დალოდებოდა, რომელსაც ვერაფრით ვერ ხვდებოდა..


მადლობა ყველას ვინც კითხულობთ..მიყვარხართ!



№1  offline წევრი saliii

dzaan kai xar avtor ogond tavebi gazarde ra :*

 


№2  offline წევრი ReaDer))

t i k o
Vaimevsaybarelooo <3 rogor gamaxare axali tavi roo dade magarixar dzaan <3

მადლობა დიდიი <3 მიხარია რომ მოგწონს <3

saliii
dzaan kai xar avtor ogond tavebi gazarde ra :*

მადლობაა <3 შევეცდეებიი :3 <3

 


№3  offline წევრი alice

ზალიან მომწონს და გააგრძელე <3

 


№4  offline წევრი ReaDer))

t i k o
Au iqneb moaxerxo da dges dado axali tavii imitoro interneti metisheba da kaixans vegar shemoval :D :D

Davdeb dghes aucileblad :D :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent