შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 4)


3-06-2015, 00:11
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 543

-ზოგჯერ ასეც ხდება-ვთქვი და გოგოებს კარებში მდგარი ერეკლესკენ მოვუთითე, ერეკლე გაშტერებული გვიყურებდა, ანა მიუახლოვდა, მაგრამ მოიშორა და ჩვენკენ წამოვიდა, დავიბენი, უცებ მოგვიახლოვდა და სიცილი დაიწყო
-რა, რაგაცინებს?-გაკვირვებული ახედა ელისაბედმა
-თქვენ რა მართლა უჟმური გეგონეთ? ეს ჯარში თორე, სიყვარულში აბა მკითხეთ-ხორხოცობდა ერეკლე
-ესეიგი შენც ჩვენ სასტავში ხარ?-სიცილით ვუთხარი
-კი აბა, ჩემს გოგოს ვერ დავტოვებ-თქვა და თავზე აკოცა, თან შემოვიდა ოთახში საბა, დათო, ვატო და გიორგი
-ამას აქ რა უნდა?-თქვა დათომ
-ანას მოშორდი-ხელში წაავლო საბამ
-შეეშვი-დაუძახა ელისმა-ანა და ერეკლე ერთად არიან, არც ისე ცუდი ბიჭია ერეკლე როგორიც ჩვენ გვეგონა, ის ჩვენ სასტავშია, დამიჯერეთ-განაგრძობდა ელისი
-ჰო, მართალია, ერეკლე კარგი ადამიანია-გამოვესარჩლე მეც
-აბა მის დეგენერატ ძმას კი არ გავს-ხელები გადააჯვარედინა ელისმა და თავი გვერდზე მიაბრუნა
-ჰო მართლა, რაო ალექსმა?
-რაზე?
-როდის იწყებ დაზვერვებზე წასვლას?
-არ ვიცი დღეს დამასვენა
-მაშინ ხვალ დილით დაგადგება 4-ზე
-რა?-შეჰკივლა
-ჰო, დამიჯერე დაიძინე, თორე გაგიჭირდება-უთხრა და უბიძგა საწოლისკენ
-ვაიმე დავიძინე მე-შემოირტყა თავში ხელი და საწოლზე დაემხო, ჩვენ გარეთ გავედით და სასადილოში შევედით, ელისაბედი კი ოთახში დავტოვეთ.

სასადილოში დიდი ხორხოცი იყო, აქვე იყო მინესოტელიც და ჯაფარიძეც, დიმიტრიმ მამისმკვლელი სახით გამომხედა, მაგრამ მე გვერდი გავუარე და მივაძახე
-იდიოტი!
აშკარად გაიგონა და მომაძახა
-თავხედი!
რა? უზრდელი, როგორ მითხრა ეს? დეგენერატი, არავის უკადრებია, ოჰ! ნერვები მომეშალა და გავბრუნდი
-გოგოს პატივისცემა ისწავლე-ვუთხარი და გამოვბრუნდი, ვახშამი შევჭამეთ და ოთახში დავბრუნდი, საწოლზე დავწექი და დავიწყე ფიქრი,დაახლოებით 2თვეა უკვე რაც აქ ვართ და რა რამდენი რამე მოხდა, ერეკლე და ანა ერთად არიან, მე და ელისი მალე უმცროსი ლეიტენანტები გავხდებით, ვაჟბატონი ჯაფარიძე მჭამს, ყველანაირად ცდილობს გამამწაროს, თუმცა გავიცანი მაგარი ადამიანები, ახალი მეგობრები, მინდა, რომ არ ვინანო აქ ჩამოსვლა, ეჰ, როგორ მომენატრა მამაჩემი, ლუკა ბაბუ და სოფი ბებო, ეჰ!

* * *
დილით ოთხ საათზე ჩამესმა სასტვენის ხმა, ერეკლეს მადლობა გაფრთხილებისთვის, თორე რა ადგებოდა, მაიკაზე მოვიცვი საროჩკა, ჩავიცვი ბათინკები, დავიხურე ქუდი, და გავვარდი გარეთ დიდი ზურგჩანთა მოკიდებული, უკან ავედევნე მინესოტელს..

-დაახლოებით რამდენი ხანია რაც ტყეში დავბორიალობთ?-ვთქვი დიდი სიარულის შემდეგ
-2 საათი, წუწუნი არ გამაგონო-მკაცრად ჩაილაპარაკა
-შევისვენოთ რა
-მალე მივალთ, მოისვენე-ისე მიპასუხა, არც გამოუხედავს ჩემკენ. უკვე ბინდდებოდა, ჩვენ კი უგზო-უკვლოდ მივდიოდით სადღაც, ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, მინესოტელი კი წინ შეუპოვრად მიიწევდა.
-უკვე ღამდება, დინუშნულებამდე ჯერ კიდევ შორია, მოგვიწევს აქ გავჩერდეთ, მე წავალ ფიჩხს მოვძებნი ცეცხლის დასანთებად, შენ აქ იყავი არსად არ წახვიდე-დამიბარა და ბუჩქებში გაუჩინარდა, ყრუდ მესმოდა ხმა, საღაციდან მოდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი საიდან, დიდი ხანი ველოდე ალექსანდრეს, მაგრამ არადა არ ჩანდა, ძალიან შემეშინდა, ავფორიაქდი, იქვე ხის ძირში ჩავიმუხლე და თავი მიხლება დავადე, ცოტაც და ალბათ ვიტირებდი, მგლების ყმუილი მესმოდა, არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა, მაგრამ ახლა რას ვფიქრობ? გამოფხიზლდი ელისაბეს!-შემოვუძახე საკუთარ თავს, საბოლოოდ შენ ჯარისქალი ხდები, უნდა დაძლიო ყოველგვარი შიში, წამოვდექი, აქეთ-იქეთ ყურება დავიწყე, ხმა მიახლოვდებოდა, დავიხარე ჯოხი ავიღე, უნდა მომექნია, რომ მინესოტელის ხმამ გამაშეშა
-რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა
-მე..მე..-სიტყვებს თავს ვერ ვაბავდი
-რა შენ? ჩემი მოკვლა გინდოდა?
-რა სისულელეა, მეგონა მგელი იყო, მითუმეტეს, როცა მისი ყმუილი მესმოდა
-კარგი არ გამაცინო-გულიანად გაიცინა, ღმერო რა კარგი სიცილი აქვს ამ ბიჭს, ნამდვილად მომაჯადოვებელი, მეც გამეღიმა და ტოტები ხელიდან გამოვართვი. კოცონი დავანთეთ, ცოტა ვივახშმეთ, ძალიან გვიანი იყო, კოცონი ანთებული დავტოვეთ, პლედი გადავიფარე და ძილს მივეცი!
შუაღამეს ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე წყლის წვეთები, თვალები ვჭყიტე, კოცონი ჩაქვრა, ერთი გაიელვა ზეცაში და ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა
-ფუ ამის!-ხმამაღლა შეიკურთხა ალექსანდრემ და პლედი თავზე წამოიხურა, ძლიერად დაუშვა წვიმამ, მე ჩემი გადავიფარე თავზე
-ელისაბედ!-მეძახდა მინესოტელი-ელისაბედ!
-ჰო
-როგორ ხარ?
-ცუდად
-გეშინია?
-ცოტა
-კარგი-თქვა და ჩემთან მოვიდა, გვერდით დამიჯდა და ხეს მიეყუდა-კარგად ხარ?
-კი
-გცივა? კანკალებ-ხელი ჩამავლო მკლავში, მე ხმას ვერ ვიღებდი-მოდი ჩემთან-მითხრა და მიმიხუტა ძლიერად, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა ტანში, ნუთუ მესიამოვნა? რატომ გამაჟრჟოლა? ეს რა არის?-ჩემ თავს 1000 კითხვას ვუსვამდი, თუმცა რა აზრი აქ? მთავარია ახლა ასეთ სიტუაციაში ვარ, ბედნიერს გამეღიმა და მაგრად ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა
-ელისაბედ
-ჰო
-ტკბილიძილი
-მადლობა, შენც
-მიხარიხარ
-გიჟი ხარ
-შენ გამაგიჟე-მითხრა, სწრაფად წამოდგა ფეხზე, ხელები ჩამავლო და დამატრიალა, იცინოდა, მეც მეცინებოდა
-გაგიჟდი?
-შენ გამაგიჟე
-აბა დამიჭირე-ვუთხარი და ხეებს შორის წვიმაში დავიწყე სირბილი, დავრბოდით, უკან მომზდევდა,, უეცრად ძლიერი ხელი ვიგრძენი წელზე, დავტრიალდი და გორიალით დავეშვი ტყის პატარა გორაკზე, რომ არა ხე აშკარად გავაგრძელებდით პატარა ხევებისკენ სვლას, ალექსანდრე ჩემზე იყო გადმოწოლილი, სწრაფად წამოდგა,ამაყენა და ხელი მაგრად მომხვია

* * *

საწოლზე ვიწექი, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, გადავტრიალდი და წავაწყდი ჯაფარიძის სახეს
-რა ხდება?
-წამოდი
-სად?-გაკვირვებას ვერ ვმალავდი
-დახმარება მჭირდება-მითხრა და მკლავში ჩამავლო ხელი, უკან მივყევი, თავის ოთახში შემიყვანა, ქურთუკის გაძრობა დაიწყო
-რას შვები?
-ნუ გეშინია, განსაკუთრებულს არაფერს-ცინიზმით ჩაილაპარაკა, მაიკაც გადაიძრო და დავინახე, ბინტით შეხვეული წელი, საიდანაც სისხლი ჟონავდა
-ღმერთო ჩემო, ეს როგორ სად დაგემართა?
-უბრალოდ შეგიძლია დამიმუშავო? დავშავდი ჰო, არ არიან დღეს მედდები და შენ გთხოვე დახმარება
-კარგი, ეხლავე-მიუახლოვდა და ფრთხილად მოხსნა ბინტი, სპირტით დაასველა ბამბა და ფრთხილად მოუსვა ჭრილობაზე, უყურებდა დიმიტრის სხეულს, როგორი დაკუნთული იყო ფრთხილად დაუსვა მისი ნატიფი თითები სხეულზე და გააჟრჟოლა, იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ ჯაფარიძესაც და გაეღიმა, შეუხვია ჭრილობა და ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა ზურგს უკან ხმა მოესმა
-ტასო
-ჰო-გაბრუნდა
-არა, არაფერი ღამემშვიდობის
-შენც ასევე-გაუღიმა და ოთახი დატოვა, გარეთ გაელვა და საშინლად დაიწყო წვიმამ, ხელები გავშალე და სახე წვიმას მივუშვირე, სახეზე მეცემოდა წვიმის წვეთები და მიხაროდა, ვტრიალებდი წვიმაში, დავიწყე ცეკვა, ნელა ვტრიალებდი, მიხაროდა, წვიმაში პირველად ვცეკვავ, მაგარია, ხელები ჩემს წარმოსახვით ადამიანს დავადე და ცეკვა დავიწყე, ვტრიალებდი და ვიცინოდი
-გიჟი ხარ-მომესმა ნაცნობი და საკმაოდ თბილი ხმა, რომელიც წვიმაში იდგა და მიყურებდა
-ჰო, გავგიჟდი-ვიცინოდი და ცეკვას განვაგრძობდი
-შემოგიერთდებით-მითხრა და ხელები წარმოსახვით ქალს შემოხვია და მანაც დაიწყო ცეკვა, ორივე ჩვენს წარმოსახვით პარტნიორს ვეცეკვებოდით და კრუგზე ვტრიალებდით
-პარტნიორები გავცვალოთ-უთხრა ჩემს წარმოსახვით ბიჭს და ხელები მე შემომხვია
-გაგიჟდი ჰო?-სიცილს განვაგრძობდი და ცეკვაში ავყევი
-კი, შენ გამაგიჟე-ხელები ძლიერად მომიჭირა წელზე, ჰაერში ამწია და დამატრიალა, ხელები გავშალე და სახე ცას მივუშვირე, ჩამომსვა და ვალსის ცეკვა განვაგრძეთ..

* * *
დილით ალექსიზე ჩახუტებულს გამეღვიძა, მეამა, ის ისეთი საყვარელი იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი, ვაკვირდებოდი თითოეულ ნაკვთს, უცებ გაეღიმა და დარცხვენილმა თავი ძირა დავხარე
-გეღვიძა და მატყუებდი
-ისე საყვარლად მათვალიერებდი შეუძლებელი იყო არ გავჩერებულიყავი, კარგი ადექი წავედით-ბოლოს მკაცრად თქვა და გზას გაუყვა
-რატო მექცევი ასე?
-ასე როგორ?-დაეჭვებით გადმომხედა
-ისე თითქოს რამე დაგიშავე
-მაპატიე-თქვა და წინ გაუყვა გზას-მალე მივალთ უკვე

* * *
დილით ბედნიერს გამეღვიძა..რატო? ჩემს გვერდით იყო..გვერდით იწვა, ხელები მოხვეული ქონდა, ჟრუანტელმა დამიარა, არც კი ვიცი დიმიტრისთან რა მემართება, რაღაცნაირად ვხდები, ახლაც! გვერდით მიწევს და ჩემი გული ლამია საგულედან ამოხტეს.. თვალები გაახილა და როცა დამინახა სწრაფად წამოდგა
-დღეს გელოდები 6-ზე სტადიონთან, უნდა ივარჯიშო, ხვალ დაზვერვაზე გავდივართ და შენს ელისაბედს ნახავ-მკაცრად თქვა
-რატომ მეუხეშები?-შეცბა არ ელოდა ჩემს ასეთ კითხვას
-ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია-თავისივე ოთახიდან გავიდა და დამტოვა გაშტერებული

სწარაფად ავდექი ფეხზე და სტადიონთან გავედი, ბიჭებს უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე ავარჯიშებდათ..მე გავუყევი გზას სტადიონისკენ სადაც მელოდა ხოხვა, ცოცვა და ასე შემდეგ..

მთელი დღე ვვარჯიშობდი, შუადღეს ჩვენი მაიორი მოვიდა
-როგორც ვხედავ გაუგეთ ერთმანეთს-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
-ნუ იტყვით-ირონიით ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ
-დაზვერვაზე როდის მიგყავს?
-ხვალ
-მინესოტელი და მისი გოგო სად არიან?
-ისინი უკვე 2 დღეა წასულები არიან დაზვერვაზე
-გასაგებია, ალბათ ჩვენს სამალავში მიყავს, დამატებითი აღჭურვილობა სადაცაა
-ჰო იქ მიყავს და იქედან ჩვენი დანაყოფის საზღვრამდე მიიყვანს, მოავლებიებს მთელ კრიგს და მოიყვანს
-ძალიან კარგი, შენც ასე მოგიწევს-მომიბრუნდა მეც, თავი უხერხულად გადავატრიალე და წავედი სავარჯიშოდ

* * *

-რა მაგარია-ემოციებს ვერ ვმალავდი, უამრავი იარაღები, დურბინდები, რაციები, ყუმბარები
-მოგეწონა?
-მაგარია ძალიან
-წამოდი რა განახო-გამიყვანა უკან, ხელი ღილაკს დააჭირა და გაიღო მცენარეებით შემოსილი კარები, სადაც გამოჩნდა ტანკი, უახლესი, თავისი სასროლით,
-ვაუ-თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა-უმაგრესია
-ეს უახლესი მძიმე ტექნიკაა რაც გვაქვს, ვინახაბთ, ჯერ არ გამოგვიყენებია, ახლა წამოდი და დავიავენოთ, დავუკავშირდები ჯაფარიძეს აქ იქნება ტელეფონი
-კარგი


-აქ შედი და დაისვენე, მე შევეცდები დავუკავშირდე ჩვენებს
-კარგი-გვერდით ოთახში გავედი, ზურგჩანთა დავაგდე პატარა საწოლზე და გამოსვლას ვაპირებდი, როცა მომესმა მინესოტელის და ჯაფარიძის ლაპარაკი
-მერე?
-ახლა აქ ვართ
-ვა მაგარია, მე და ტასოც წვიმაში ვცეკვავდით, მერე ჩემთან ერთად ეძინა
-მაგარია, ბიჯო ასე ვაბშე არავის გამოვუშტერებივარ, თავიდან მეგონა როგორი გოგო იცი? აი სპეციალურად რომ მოდიან, აი რომ იბლატაონ მერე ეგეთი და ვაბშე არაა ეგეთი
-ჰო ალექსანდრე მეც ეგეთი მეგონა ორივე, ჩვენ ხვალ მოვდივართ დილით და დაგველოდეთ და ერთად დავბრუნდეთ
-კაი ბრატ
-კაი გავედი აბა
-უი ერეკლე რას შვება მართლა?
-ჰო იცი ბიჭო ეგ და ანა..
-რა? სერიოზულად?
-ნუ რავიცი რასაც ვხედავ ახლა ეგრე გამოდის
-ვა, ვა მაგარია, კაი გავედი აბა
-კარგად-გათიშა აპარატი და გამობრუნდა, დამინახა და ..


აბა რას იტყვით როგორია?? იმედია მოგეწონათ..მადლობთ, რომ კითხულობთ..ველი შეფასებას <33



№1  offline წევრი warsulis menote

აპაპაპაპპაპაპაპაპპპ პირველივაარ.. ახლა დავიწყებ კითხვაას ეჭვიც არმეპარება რომ კარგიი იქნებააა :))

 


№2  offline წევრი ROLIKA

warsulis menote
აპაპაპაპპაპაპაპაპპპ პირველივაარ.. ახლა დავიწყებ კითხვაას ეჭვიც არმეპარება რომ კარგიი იქნებააა :))

Ras ityvi kargia ?? Mogewona ?? :**

 


№3  offline წევრი რახელი

ძააან მომწონსსს მაგარია ძალიან

 


№4  offline წევრი arctic monkey

ჩემი საყვარელი ისტორიაა ძაან მაგარი ხარ

 


№5  offline წევრი ROLIKA

რახელი
ძააან მომწონსსს მაგარია ძალიან

Ugrmesii madlobaa genacvalee <3

arctic monkey
ჩემი საყვარელი ისტორიაა ძაან მაგარი ხარ

Madlobaa...miyvarxart yvelaa <3

 


№6  offline წევრი ninonino7500

au dz magharia ^_^ rac sheidzleba male dade ra :* :* :*

 


№7  offline წევრი ROLIKA

ninonino7500
au dz magharia ^_^ rac sheidzleba male dade ra :* :* :*

Aucileblad vecdebii <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent