შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 13


3-06-2015, 01:21
ავტორი Ana-maria11
ნანახია 2 873

გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე და განძრევას ვერ ბედავდა. მამაკაცმა მხარზე ხელი ჩაავლო და ძალით წაათრია. ფეხები ქვიშაში ეფლობოდა ელენს და ძლივს ადგავდა ნაბიჯებს. მამაკაცი შეჩერდა და რკინის კარზე სამჯერ დააკაკუნა, პაუზის შემდეგ კიდევ ორჯერ. სავარაუდოდ ეს მათი კოდი იყო, რადგან კარები მალევე გაიღო და ელენი შიგნით შეიყვანეს,კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,შემდეგ ხელი კრეს და მის ზურგს უკან გაისმა კარის მიჯახუნების ხმა.
ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, ეგონა მის გარდა იქ კიდევ ვინმე იყო, მაგრამ ხმა რომ არავინ გასცა თავზე ჩამოცმული ნაჭერი მოიშორა და იქაურობას თვალი მოავლო.პატარა ოთახი იყო,სინათლე ოდნავ ბჟუტავდა, კუთხეში მატრასი ეგდო და გვერდით მაგიდა ედგა. ძალა გამოცლილი მიწვა მატრასზე და იმის გაანალიზება დაიწყო თუ რა ხდებოდა მის თავს. გზაში ტირილი ვერ მოახერხა, რადგან ეშინოდა უფრო არ გავაღიზიანოო, სამაგიეროდ ახლა დაეშვა მის ლოყებზე ცრემლების ნაკადული.. თავი მატრასში ჩარგო და მთელი ძალით აქვითინდა.
გული, რომ იჯერა ტირილით, თვალი ერთ წერტილს გაუშტერა და ფიქრებში გადავარდა. საკუთარ თავზე ბრაზი ერეოდა, რომ ესე სულელივით წამოყვა უცხო მამაკაცს.წარმოდგენა არ ქონდა ახლა რას უპირებდნენ, მაგრამ გულში მცირე იმედი მაინც ქონდა, რომ ლუკა როგორც კი გაიგებდა მისი გატაცების ამბავს ყველაფერს იღონებდა მის დასახსნელად.საყვარელი მამაკაცის გახსენებამ ცოტა სიმშვიდე მოჰგვარა.ახლაღა გაახსენდა, რომ გამტაცებლებს ენდიც ყავდათ, ალბათ იმასაც აქ მალავენ გულში გაივლო და კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი.
ლუკას რესტორნიდან დაურეკეს და მოახსენეს,რომ ელენი ვიღაც მამაკაცს გაჰყვა. ამის გაგონებაზე გონება კინაღამ დაკარგა. გიჟივით დაახეთქა ტელეფონი და აჰმედს ხმამაღლა დაუღრიალა, რომ ელენი გაიტაცეს. გაოცებული ბიჭი ფეხზე წამოიჭრა და ლუკასთან ერთად ოთახიდან გავარდა. ჯერ რესტორანში მიცვივდნენ და დეტალურად იკითხეს რა მოხდა, მათაც აუხსნეს, რომ საპირფარეშოდან გამოსულ ელენს უცნობი მამაკაცი დახვდა გარეთ, რაღაცაზე ესაუბრა და გოგონა მასთან ერთად გავიდა. ლუკა ცოფებს ყრიდა და საცოდავ თანამშრომლებს დაუღრიალა, როგორ მიეცით წასვლის უფლებაო, მაგრამ აჰმედმა ხელი ჩაავლო და დაცვის ოთახისკენ წაიყვანა სადაც შეძლებდნენ კამერებით დაფიქსირებული კადრების ნახვას.
ლუკას ცხვირი თითქმის მონიტორზე ქონდა მიდებული და ისე აკვირდებოდა. მალე გამოჩნდა კადრში ვიღაც მამაკაცი, რომელიც ელენს მიუახლოვდა და რაღაცას უხსნიდა.შემდეგ მისაღებში დამონტაჟებული კამერები შეამოწმეს, დაინახეს როგორ გავიდნენ ორივე გარეთ. შესასვლელში დამონტაჟებულმა კამერამ მანქანის ნომრები დააფიქსირა. ამასობაში მათ მთავარი გამომძიებელიც შემოუერთდა და ყველა ჩანაწერი მოითხოვა. ლუკამ მავედრებელი თვალებით გახედა კაცს და თითქმის ჩახლეჩილი ხმით სთხოვა ელენი მაპოვნინეთო. მან შეძლების და გვარად დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ,რაც შესაძლებელი იყო.
ლუკა და აჰმედი ოთახში დაბრუნდნენ.დაახლოებით ერთი საათი გაუნძრევლად იჯდა და ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებდა. უეცრად მისი ტელეფონის ხმა გაისმა და გიჟივით დაეტაკა. ისევ ფარული ნომერი იყო. ხელის კანკალით უპასუხა ტელეფონს.
-ბატონო ლუკა როგორ ბრძანდებით.. გაისმა დამცინავი ხმა. ლუკამ თავი ვეღარ შეიკავა და ყვირილი დაუწყო უცნობს.
-მითხარი სად არის ელენი. რამე რომ დაუშავდეს ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს. ამ სიტყვვებზე უცნობმა გულიანად გაიცინა და უთხრა, რომ მისი გოგო კარგად იყო და თუ ხვალ საღამოს თანხას არ გდაუხდიდა, მის მოჭრილ თავს საჩუქრად გამოუგზავნიდა. ლუკას მთელი სხეული აუკანკალდა, ცივი ოფლი ასხავდა შუბლზე და ძლივს გასაგონი ხმით კითხა თანხა სად უნდა მიეტანა. უცნობმა მოკლედ მოუჭრა, რომ ადგილს ხვალ შეატყობინებდა და თან კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პოლიციის გარეშე ემოქმედა, თორემ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა ამ ამბავს. ლუკამ ტელეფონი მაგიდაზე დააგდო, დივანზე მოწყვეტით დაეცა და აჰმედს საწყალი თვალებით გახედა.ამასობაში გამომძიებელმა დარეკა და შეატყობინა, რომ იმ მანქანას მიაგნეს რითაც სასტუმროდან ელენი წაიყვანეს. თუმცა ავტომობილი უკვე მიტოვებული ეგდო ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში,პატრონის ვინაობა დაადგინეს.ერთი უბრალო მეცხვარე იყო, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ვიღაც უცნობს მანქანა მიაქირავა.ახლა კი ცდილობდნენ დაედგინათ, იმ ადგილიდან როგორ წაიყვანეს ელენი, სავარაუდოდ იმ დროს როცა მანქანები გაცვალეს ქუჩაში არავინ იმყოფებოდა და მოწმის მოძებნა გაუჭირდებოდათ. ლუკამ გამომძიებელს უამბო ახალი ზარის შესახებ და უთხრა რომ ხვალ მარტო წავიდოდა თანხის გადასაცემად. მან კი უპასუხა, რომ ცოტა ხანში მასთან მივიდოდა და ერთად შეიმუშავებდნენ გეგმას.ლუკას მასთან ლაპარაკის შემდეგ ცოტა იმედი მიეცა.
ელენი ისევ გაუნძრევლად იყო მიწოლილი კუთხეში და ემოციებისგან დაცლილს ტირილის თავიც აღარ ქონდა.ცოტა ხანში კარი გაიღო და ნიღბიანმა მამაკაცმა ლანგარი შემოიტანა, რომელზეც პატარა ბოთლით წყალი და სენდვიჩი იდო.ელენი შიშისგან კუთხეში მიიყუჟა. უცნობს მისთვის არაფერი უთქვამს, ცოტა ხანს შესცქეროდა დამფრთხალ გოგონას, შემდეგ კი გატრიალდა და კარი მაგრად მიიჯახუნა. ელენს შიმშილის გრძნობა ნამდვილად აწუხებდა, მაგრამ ჯერ წყალს დასწვდა, რადგან პირი სულ გამომშრალი ქონდა. შემდეგ სენდვიჩს შეექცა მადიანად, მაგრამ უცებ თავში დაარტყა იქნებ მოწამლულიაო და სასწრაფოდ თეფშზე დააბრუნა.
საშინელი ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა.ელენი კიდევ უფრო მოიკეცა, რადგან ამ ხმის ბავშვობიდან ეშინოდა და ეხლა, ხომ საერთოდ სული ელეოდა ამ მიყრუებულ, ნახევრად განათებულ ოთახში.საკმაოდ ციოდა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიცურა, უცებ რაღაც ნივთი მოხვდა ხელში და ფეხზე დენდარტყმულივით წამოვარდა. ნივთი ჯიბიდან ამოიღო და სინათლესთან ახლოს მივიდა.ეს ორსულობის ტესტი იყო, რომელიც რესტორანში მიმტანს მოატანინა აფთიაქიდან.საპირფარეშოში, სწორედ ამის გამო შევიდა, რომ შეემოწმებინა, რადგან ბოლო დღეები უჩვეულო დაღლას და სისუსტეს გრძნობდა. მაშინ პასუხისთვის არც დაუხედავს ისე გამოვიდა, ახლა კი იდგა შუა გულ ოთახში და გაოცებული დაშტერებოდა წითელ ხაზს, რომელიც მის ორსულობას ადასტურებდა.
გამომძიებელი მალევე გაჩნდა ლუკასთან და დაწვრილებით გამოკითხა რაც ტელეფონში უთხრეს. მისი კოლეგები ცდილობდნენ, ადგილის დადგენას საიდანაც ზარი განხორციელდა.მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათ მხოლოდ მცირე ხნით ისაუბრეს,ამ დროის მონაკვეთში კი ვერ შეძლეს ადგილის დადგენა. ლუკა ჯიუტობდა და აჰმედს და გამომძიებელს ეუბნებოდა, რომ არავის გაყოლას არ აპირებდა, რადგან ელენის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. გამომძიებელმა კი გარკვევით აუხსნა, რომ მის იქ წასვლას აზრი არ ქონდა, რადგან თანხის მიღებისთანავე გამტაცებლები ცოცხალს არც ერთს არ დატოვებდნენ.ამიტომ სთხოვა,რომ მათთვის ცოტა დრო ეთხოვა ლუკას, იმ მიზნით, რომ ფულს ხვალ ვერანაირად ვერ მიიღებდა, ამასობაში კი ესენი ამ დროით ისარგებლებდნენ.დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ლუკა დათანხმდა მის მოსაზრებას.
უკვე თენდებოდა ლუკას, რომ ძლივს ჩაეძინა. ელენი კი ისევ თავის ადგილზე იჯდა და ბედნიერებისა და ამავე დროს შიშისაგან წამოსულ ცრემლებს ჯემპრის მკლავებით იმშრალებდა. ის საყვარელი მამაკაცისგან შვილს ელოდებოდა.წარმოიდგინა როგორ გაახარებდა ლუკას ეს ამბავი,როგორ აღნიშნავდნენ ამას ორივე ერთად, მაგრამ ლუკა ახლა მისგან ძალიან შორს იყო, ელენი სადღაც, სავარაუდოდ უდაბნოში გამოკეტილი იჯდა და არც იყო იმაში დარწმუნებული აქედან ცოცხალი გააღწევდა თუ არა. უცებ ისე მოუნდა სიცოცხლე ელენს, რომ გული გამალებით აუძგერდა,თითქოს სადაცაა ამოხტებაო.საკუთარი თავი შეებრალა და თვალცრემლიანი მიწვა.
დილით, კარების გაღების ხმამ გამოაღვიძა.ისევ ის მამაკაცი იყო, ხელში ახალი საჭმელი ეჭირა. თითქმის უჭმელი სენდვიჩი, რომ დაინახა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ელენს დამტვრეული ინგლისურით უთხრა, რომ საჭმელი მოწამლული არ იყო და შეეძლო მშვიდად ეჭამა.უცნობის ოდანვ "მზრუნველობაზე" ელენი ცოტა მოლბა და მისი გასვლისთანავე ჩაკბიჩა ახალი სენდვიჩი.თან თავის თავს ამხნევებდა, რომ ეხლა ორივეს ჭირდებოდათ კვება. ჭამას, რომ მორჩა ოთახში სიარულს მოყვა. დროის შეგრძნება დაკარგული ქონდა.არც ის იცოდა რამდენ ხანს ეძინა. უეცრად ქალის ხმა გაიგონა გვერდითა ოთახიდან და ყურები ცქვიტა.სიტყვებს ვერ არჩევდა მაგრამ თითქოს ხმა ეცნო.კარებს მთელი სხეულით აეკრო, იქნებ რამე გავიგონოო, მაგრამ ხმა მხოლოდ ბუდოვნად ისმოდა. გაოცებული იდგა და ფიქრობდა აქ ქალი რას აკეთებდა. უცებ თავში გაუელვა, რომ გამტაცებლებს ენდიც აქ ყავდათ და გული ისე აუჩქარდა, რომ არ ჩამომჯდარიყო ალბათ იქვე წაიქცეოდა. ცოტა ხანში მის კარებთან ქუსლების კაკუნის ხმა გაისმა და კარი გაიღო.
კარებში ენდი იდგა, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა "გატაცებულის" კვალობაზე. ელენი პირდაღებული უყურებდა მის წინ დამცინავი სახით აყუდებულ ქალს. სიჩუმე ისევ შემოსულმა დაარღვია და ელენი ირონიული ტონით მოიკითხა.
-აბა როგორ მიდის შენი ეგვიპტური არდადაგები? გესლიანად იკითხა ენდიმ და მაგიდაზე ჩამოდო საჯდომი. ელენი გაოცებისაგან სიტყვებს ვერ პოულობდა. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა.
-ენდი შენ ხომ გატაცებული ყავდი ამ ხალხს? ამ კითხვაზე ქალმა გულიანად გაიცინა და ირონიულად მიუგო.
-გატაცებული აქ მხოლოდ ერთი ადამიანია და ისიც შენ.
-მოიცადე აბა ლუკას რომ დაურეკეს და უთხრეს ტყული იყო?
-ეს უბრალოდ გეგმის ნაწილი იყო, რომ უფრო დრამატული გაგვეხადა სცენარი.მაგრამ რომ გავიგე შენც მასთან ერთად ჩამობრძანდი გადავწყვიტეთ სიტუაცია კიდევ უფრო გაგვემძაფრებინა და ლუკასთვის მისი ჩიტუნია მოგვეტაცებინა.საბედნიეროდ შენ იმაზე სულელი აღმოჩნდი ვიდრე ველოდი და თითქმის შენი ფეხით მობრძანდი აქ. მიკვირს რა ნახა იმ იდიოტმა შენნაირ შტერ გოგონაში, როდესაც გვერდით ჩემნაირი გამოცდილი და ჭკვიანი ქალი ყავდა.ასეა, როდესაც ვერ აფასებ იმას რაც გაქვს აუცილებლად მოგეზღვება ამისთვის სამაგიერო. რატომ გეგონათ, რომ ესე ადვილად მომისვრიდით სანაგვეზე და თქვენ სიყვარულით დატკბებოდით?დღემდე კარგად მახსოვს მაშინ, კლუბში როგორ ხელსახოცივით მომისროლა და შენ აგეკიდა. იმის მერე კი ჩემს ზარსაც აღარ პასუხობდა. ისეთი ბოღმით ამობობდა ამ ყველაფერს ენდი, რომ ელენს ტანში გააჟრიალა. ახლა კი ნამდვილად დარწმუნდა, რომ აქედან ცოცხალი ვეღარ გავიდოდა, რადგან ენდიმ მის წინ ყველაფერი აღიარა.
მისდა უნებურად ცრემლები წამოსცვივდა და გულით მოუნდა ეს ქალი საკუთარი ხელით მიეხრჩო.
-რაო, ემოციებს ვერ აკონტროლებ? ისევ გაისმა გესლიანი ხმა.
-მე რას მიპირებთ, როდის უნდა მორჩეს შენი სპექტაკლი?როდის აპირებთ ჩემს მოკვლას? ელენი თავს ვეღარ აკონტროლებდა და ხმას ნელ ნელა უწევდა.
-ნუ ყვირიხარ,არ მინდა თავი ამატკიო. შენ მაშინვე მოგხედავენ, როგორც კი თანხას მივიღებთ. ალბათ იმის ილუზია არ გაქვს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ აქედან ცოცხალი გახვალ. თუმცა შემიძლია ერთი შეღავათი გაგიკეთო. ეშმაკურად გახედა ელენს, რომელმაც ცნობისმოყვარე თვალებით ამოხედა.
-ვთხოვ,რომ ტრადიციული მეთოდით არ მოგკლან, რაც სხეულის ნაწილ ნაწილ დაჭრას ნიშნავს, უბრალოდ ერთი ტყვიით დაასრულებ შენს მოსაწყენ ცხოვრებას. ეს ისე გულახდილად უთხრა, რომ ელენს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ძლივს გასაგონი ხმით სთხოვა მარტო დაეტოვებინა. ენდიმ, თითქოს არც გაუგონიაო მისი სიტყვები საუბარი გააგრძელა.
-როგორი უმადური ხარ.მე შენს სასიკეთოდ გეუბნები,შენ კიდევ არანაირ პატივისცემას არ იჩენ.მართლა ვერ ვმალავ გაოცებას შენში რა ნახა ლუკასნაირმა მამაკაცმა.
-ჩემში ადამიანი ნახა, ის სიყვარული დაინახა, რომელსაც შენნაირი არაადამიანი და ცივსისხლიანი მკვლელი ვერასოდეს მისცემს. მე თავად მიკვრის საერთოდ სექსიც კი როგორ ქონდა შენთან. გამოსცრა ელენმა კბილებიდან, რომლის თვალებშიც უდიდესი ზიზღი იგრძნობოდა მის წინ მდგარი ქალის მიმართ. ენდიმ ამის გაგონებაზე ისეთი სილა გააწნა ელენს,რომ მისი ვარდისფერი ტუჩი, სისხლის პატარა წვეთმა წითლად შეუღება. ენდის ღრიალზე ოთახში ნიღბიანი მამაკაცი შემოვარდა, რომელიც ამ ხნის მანძილზე კარებთან იდგა და მათ დიალოგს უსმენდა.ენდის ხელები შემოავლო და ოთახიდან ძალით გაათრია და კარები მიხურა.
ელენმა ნაზად მოიწმინდა ტუჩზე წამოსული სისხლის წვეთი.ჯერ კიდევ შოკში იყო ცოტა ხნის წინ მოსმენილით.ისე მოუნდა საყვარელ მამაკაცთან ჩახუტება, რომ სიმწრის ცრემლები ვეღარ შეიკავა და მატრასზე დაემხო აქვითინებული.
ლუკა ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა. დაფეთებული ეცა და ეკრანს დახედა. გამომძიებელი რეკავდა.
-ლუკა კარგი ამბავი მაქვს, გუშინ ჩემი კოლეგები მთელი ღამე მუშაობდნენ. ტერიტორიას ათვალიერებდნენ და ყველა შესაძლო ადგილი გულმოდგინეთ გაჩხრიკეს, საითაც გამტაცებლები უნდა წასულიყვნენ იმ ქუჩიდან, სადაც მანქანა დატოვეს. ქუჩის ბოლოში ნაგავსაყრელი ყუთები დგას, რომლის უკანაც პატარა მათხოვარი ბიჭი იმალებოდა, მოზრდილ კარდონის ყუთს ამოფარებული. მან დაინახა, როგორ გადმოიყვანეს ორმა მამაკაცმა, ელენი მანქანიდან, თავზე შავი ნაჭერი ქონდა ჩამოცმული.მეორე მანქანა მერსედესის მარკის ჯიპი იყო. ბიჭუნამ ნომრები დაიმახსოვრა, მაგრამ დიდხანს უარზე იყო პოლიციისთვის ეთქვა, რადგან ეშინოდა.ბოლოს როგორც იქნა დავითანხმეთ და ვათქმევინეთ.ახლა იმ საგზაო კამერების გადამოწმება ხდება რა მიმართულებითაც შესაძლებელი იყო გამტაცებლები წასულიყვნენ. ამას ცოტა დროს დასჭირდება,იმათ თუ დარეკეს აუცილებლად მოახერხე, რომ დრო მოგცენ ცოტა. ლუკამ მადლობა გადაუხადა და მცირე იმედი მიეცა. აჰმედი ცნობისმოყვარე თვალებით მიშტერებოდა, ეტყობოდა გამოუძინებელი იყო რადგან, მთელი ღამე ლუკასთან ერტად გაატარა და იქვე დივანზე ნახევრად მოკეცილს ჩასძინებოდა.
-აჰმედ მისი მეგობრები,რომ დამირეკავენ როგორ ვუთხრა ეს ამბავი.მათ ხომ საღ-სალამათი ელენი გამომატანეს, მე კი ის დავკარგე და თან დიდ უბედურებაში გავხვიე.ჩემი პატარა ანგელოზი ნეტა ახლა რას აკეთებს ან სად ყავთ..წარმომიდგენია როგორი შეშინებული იქნება.როგორ მინდა ეხლა ჩავეხუტო და დავამშვიდო.ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ. ლუკას თვალზე ცრემლები ქონდა მომდგარი..
ელენი ისევ თავის ადგილზე იჯდა და ფიქრებში სათითაოდ ყველას ემშვიდობებოდა. დედა ენატრებოდა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს.ახლა მის მკლავებში თავის დადება და მშვიდად დაძინება, როგორ მოუხდებოდა. თან თავისი პატარა ახსენდებოდა, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრებოდა და ლუკასაც ვერასდროს გააგებინებდა, რომ მისგან შვილს ელოდა.



დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ. მიხარია, რომ მოგწონთ.



№1  offline წევრი Ana-maria11

მალე დავდებ. ბოლო თავი იქნება. ძალიან მიხარია თუ მოგეწონა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent