და მე მიყვარხარ (IV) (თამარას)
დღეები დღეებს მიყვებოდა,თამარა შეიცვალა,სულ ოდნავ... რატომ? იმიტომ რომ სიყვარულის სიომ ჩაჰბერა. შეუყვარდა. ხო,ძნელი დასაჯერებელია მაგრამ,ძაან მაგრად შეუყვარდა. ვერც კი მიხვდა,ისე დაისაკუთრა ამ გრძნობამ მისი სული,გული,ფილტვებიც და ნაღველის (ხო,კაი,არ იყო სასაცილო) ღამის ოთხი იყო საათი,თამარა ლოგინში რომ ნებივრობდა,ვერ ისვენებდა და აქეთ-იქით წამდაუწუმ გადატრიალდებოდა,გადმოტრიალდებოდა. დაღლილი იყო,უნივერსიტეტში ისე დაიძაბა,ისე გადაიღალა,წარმოიდგინეთ დემეტრესაც ვეღარ დასცინოდა,გამოსვლის დროს უბრალოდ ჩაეხუტებოდა და მანქანაში ჯდებოდა. ახლაც,იმეცადინა და დაძინება გადაწყვიტა,მაგრამ ვერ გაცურა მორფეოსზე,ნუ რას ვიზამთ... ადგა და სკაიპში შეძვრა,დაინახა თუ არა მისი ძმა ონლაინ იყო,სიხარულით გამოფხიზლდა და გადარეკა,ეს სენსაციური მოვლენა არ იყო ხელიდან გასაშვები... არც უფიქრია თმები რომ ქონდა დასავარცხნი,პირი დასაბანი,მისი ძმის საროჩკა გამოსაცველელი (სულ იმ საროჩკით იძინებდა). -ვაიმე,მომენატრე ეკო,სიგიჟემდე-ცრემლები ლამის მოერია თამარას,ეკრანზე მონატრებული სხეული რომ დალანდა და ნაღვლიანი თვალები მიანათა. -უიმე,ეს რა მესმის,ღუნღულ,დასაფიქსირებელი თარიღია-სიცილით უთხრა ერეკლემ და მის გვერდით დადებული ხაჭაპური კარგად მადიანად მოკბიჩა,დას კი ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი. -ეგ არ უნდა გექნა-ძლივს ამოილუღლუღა სახეზე ფერწართმეულმა გოგომ,მანანას ხაჭაპურები,მანანას ხაჭპურები... გიჟდებოდა ბებიის ხაჭაპურებზე,100%იანად ჩეეძლო ეთქვა,საუკეთესო მცხობელი იყო მანანა,ყოველ ღამე სიზმარში ისედაც ხაჭაპურები ელანდება და,ამ ბიჭმა ხომ მთლად გამოაშტერა-ვსო,საქართველოში მოვდივარ! -კაი კაი,არ გინდა გეხვეწები,ძლივს შენგან დასვენებული ვარ-ისე გადაიხარხარა ერეკლემ,უმცროს ყენიასაც გაეცინა და მერე,მერე აღარ ულაპარაკიათ,იცინიდნენ ას,დაუსრულებლად და ბოლო ხმაზე,იცინოდნენ რა,ჭიხვინებდნენ... ---- ---- უნივერსიტეტის გადაღლილი დღის მიუხედავად,ისეთ კარგ ხასიათზე იყო,კიბეებზე ჩასვლისას ღიღინებდა,თან ცეკვავდა. დღეს კარგი დღე აქვს,დილიდან ასეთ ოპტიმიზმშია სავსე და კარგად იქნება,მე შენ გეტყვი. -მოვედიიიი-გაიქცა და მთელი ძალით მოხვია ხელები დადიანს,ისეთი გრძნობა დაეუფლა,აი,ფრთები შეისხა მაგრამ არ გაფრინდა,დედამიწაზე უკეთესი ყოფა შედგა. -მიყვარხარ!-მამაკაცის ბოხმა,ცივმა მაგრამ ამავდროულად საშინლად თბილმა ბარიტონმა შეაჯრთო,შეცბა,არ ელოდა... განა,რას უნდა დალოდებოდა,მაგრამ მაინც... მიყვარხარო უთხრა,რაც არასდროს არცერთს არ უთქვამთ-ნახე რა კარგი სიტყვაა,მეც ვარ,შენც ხარ...-გააგრძელა კვლავ და თითები თამარას თმებში ახლართა -მეც მიყვარხარ,ძალიან...-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა,რამდენჯერ წამოუდგენია ეს სცენა,სიტყვებიც წინასწარ აქვს მოფიქრებული,მაგრამ ახლა კი დგას ერთ ადგილს მიყინული და ენაჩავარდნილი. -გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად!-არ წყვეტდა მამაკაცი და უფრო მეტად იკრავდა გულში ყენიას.არ ვიცი,მე არ ვიცი,არც თამარამ იცის,არც დემეტრემ იცის,როგორ ავღწერო ის შეგრძნება,რაც მაშინ დაეუფლათ,რაღაც არაამქვეყნიური,მაგიური და ლამაზი.როცა იცი,რომ გყავს ვიღაც,ვიღაც ისეთი ვისთანაც ხარ შენ,ვისი იმედიც სულ გექნება,ვისი ჩახუტებაც სულ მოგენდომება,ძაან მაგარი გრძნობაა. სხვა დანარჩენი,სისულელეა,როცა წუთში 59-ჯერ გენატრება,ის ერთი წუთი კი გულს გიჩერებს ხოლმე,როცა იცი რომ ვიღაცას უყვარხარ,უსასრულოდ... "ასწორებს" ---- მთელი დღე რაღაც ცუდის მოლოდინში იყო,რატომღაც გრძნობდა,რაღაც აუცილებლად მოხდებოდა,რაღაც გარდაუვალი იყო... ღამის სამ საათზე,ვეღარ მოითმინდა,ლოგინიდან წამოხტა,ტელეფონი ხელში აიღო და მისი ნომერი აკრიფა... -აბინენტი დროებით მიუწვდომელია,გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებთ...-(გერმანიაში არ ვიცი როგორ ითარგმენება ეს,ამიტომ ქართულად როგორცაა ისე დავწერ) დაწვა და ძლივს დაიძინა,ტირილში გაათენა,რა აბღავლებდა,არ იცოდა,მან კიარა,ღმერთი უყურებდა თვალებ დაჭყეტილი,აკლია ამასო... დილას საშინლად ბედნიერად იგრძნო თავი,როცა მონატრებულ სხეულს ჩაეხუტა და პირობა დაადებინა,არასდროს მიმატოვოო -ხო,გპირდები თამარა,საერთოდ არასდროს წავალ,სულ შენთან ვიქნები... --- ხოდა,ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ,თვალებდაწითლებული და უსიცოცხლოდ გაყინული ზის საწოლზე,დემეტრეს მონაწერს მეათასედ კითხულობს და მეათასედ იხსენებს ყველაფერს,ყველაფერს,საერთოდ ყველაფერს,იმ 5 თვეს და 29 დღეს,რაც მასთან ერთად გაატარა,იხსენებს და ცრემლები დაუკითხავად უნამავს სახეს,ისიც კარგად ახსოვს,დემეტრემ მისი ჟღალი კულული რომ შეჭრა,უთხრა რომ მომენატრები,დავხედავო,რამდენადაც სასაცილოდ უნდა ჟღერდეს,სასიამოვნოდ განაბულმა ნება მისცა დადიანს მისი კულული წაეღო... ისიც ახსოვს,მის დაბადების დღეზე,უზარმაზარი,უზარმაზარი გვირილების თაიგული რომ აჩუქა დემეტრემ,თამარა კი მთელი 2დღე განუწყვეტლივ იჯდა თავის საწოლზე და გვირილებს პუტავდა,ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარო,ისიც ახსოვს,გველის რომ შეეშინდა და მთელი ძალით მოეხვია დადიანს,უბრალოდ მაშინ თავისი გრძნობები დამალა,თორემ სულ გველები რომ გადაშენებულიყვნენ,მოშორება არ უნდოდა... საწოლიდან წამოდგა,ტელეფონი ძირს დაუვარდა,არც შეუხედავს,კედელს მიეყრდნო და სივრცეს თვალი გაუსწორა...ვეღარ მოითმინდა,ისტერიკულად დაიწყო სიცილი,ბოლო ხმაზე იცინოდა,მაგრამ ეს ისტერიკულ ტირილში რომ გადაიზარდა,ოთახის კუთხეში ჩაიკეცა და ფეხები მოხარა,ორივე ხელი მაგრად შემოხვია,თავი მუხლებს დაადო და ბღავილი დაიწყო,სულ რაღაც 2 საათია რაც მიატოვა,მიზეზი არ იცის,უბრალოდ უთხრა რომ წავედი,ეს ყველაფერი ერთ კარგ,ლამაზ სიზმრად ჩათვალე,უბრალოდ ცხოვრებით დატკბი და ყოველ დღე გამიხსენე,მაგრამ არა როგორც ტკივილიანი მოგონება,არამედ როგორც სიყვარულის ნიმუში-ო,და ვსო... --- დილას ლეას წივილმა რომ გააღვიძა,მაშინ გაახილა თვალები,ღრმად ჩაისუნთქა და საწოლზე წამოჯდა,მოჩხუბარ კამილას რომ მოკრა თვალი,უფრო მეტად მოთავდა და სანახობით "ტკბობა" დაიწყო -გეუბნებიდი მე! არ ღირდა მაგ აყლაყუდას შერიგებოდი,მაგრამ რა ვქნა! იყავი ეგრე! -მეც გეუბნებოდი,ჯორჯისთან სერიოზულ ურთიერთობას ნუ დაიწყებ-მეთქი,მაგრამ სიყვარული მომინდომე და,აჰა,როდის გაიგებ,კაცებს სულ ფეხებზე კიდიათ ჩვენი გრძნობები,უეცრად სხვა გამოჩნდება მათ ცხოვრებაში და,ჰოპლა,დაახვიეო გეტყვიან,შეიგნე! ჩხუბი მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს,თამარას ქვითინი რომ გაიგეს,მეგობრის გამო მოსულებმა ერთმანეთისთვის რჩევა-დარიგება შეწყვიტეს და,ატირებულ ყენიას ჩაეხუტნენ,თან ეუბნებიდნენ,მერე რა,დემეტრეზე კარგები დაილიაო? ---- ---- 2 წლის უნახავ ძმას მოეხვია თუ არა,ყველაფერი დაავიწყდა,ტკივილი გვერდზე გადადო და ერეკლეს უფრო მაგრად მოუჭირა ხელები,რასაც ძმის უკმაყოფილო ამობზუვლება მოყვა -კაი რა,დღეს მაგარი ნაშა ვითრიე და ახლა შენ არ გაქვს უფლება ჩახუტების მეშვეუბით ეცადო ჩემი დახრჩობა!!! -აუ,მანანას ხაჭაპურებს ვჭამ ახლა მეეე....-ძმის სიტყვები დააიგნორა და სახლში შეაბიჯა,მონატრებული სურნელი,მონატრებული ოთახები,და მონატრებული ადამიანები. მშობლებს თვალი მოკრა თუ არა,მათკენ გაექანა,ჯერ ერთი გადაკოცნა,მერე მეორე და ძლივს მოცილდა -დასუსტებული მეჩვენები თამარა! თვალები რას გიგავს,ჩაწითლებული რატომ გაქვს?!-წამსვე ქალიშვილის დაკვირვება დაიწყო ნანამ -კაი ქალო,გეყოს ახლა,ახალ ჩამოსულს,ისევ უკან ნუ გააქცევ!-მამა გამოექომაგა და ხმაურიანი კოცნა მიიღო მადლობის მაგივრად შვილისგან -თვალები სწავლისგან აქ ჩაწითლებული მაგას,ხომ იცი-სიცილით მოაძახა დივანზე მოკალათებულმა ერეკლემ და პულტს დაწვდა -შენგან გამსხვავებით,მე სწავლით ვარ დაღლილი,რამე სასარგებლოს მაინც ჩავდივარ...-ენა გამოუყო თამარამ და თვალებით ანიშნა,გცემო. -გეყოთ ახლა!-როგორც ყოველთვის,თბილი გამომეტყველებით შემოვიდა მანანა ბებო. თამარა მივარდა და,დაუსრულებლად დაუწყო ხვევნა-კოცნა -რა ხაჭაოურები გამოვაცხე,რომ იცოდე...-ამ ფრაზის გაგონება,და თამარას ტუჩების გალოკვა ერთი იყო... --- საღამოს კლუბში წავიდნენ,ერეკლემ ბავშვებს ძალიან მოენატრეო,ეს 3 თვე აქვს დასვენება,გამოიყენოს უნდა და ყველანაირად ცდილობს მონატრებულ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროს,ამიტომ იმწამსვე მოახსენა დადებითი პასუხი და წავიდნენ... მეგობრები ჯერ მისული არ დახვდათ,ერეკლე თავის ნაშასთან გაიქცა,ჭკვიანადო დას დაუბარა. თამარამ კი მარლბოროს კოლოფი ამოაძვრინა,ხო,მისი წასვლის შემდეგ სულ ეწევა,ერთი ღერი ამოიღო და აივანზე გასულმა მოუკიდა,მუაჯირს იდაყვებით დაეყრდო და ღრმა ნაპასი ჩაარტყა -მოწევაც გიხდება,მაგრად-ნაცნობი ბარიტონი და ერთ ადგილას მიყინული ყენიას ასული. ---- ---- ---- როგორი იყო? დღეს ძაან ცუდად ვიყავი,მართლა ძაან ცუდად და,ასეთივე თავია,რატომღაც მომინდა ასე განმევითარებინა მოვლენები,ხოდა ესაა რაც დავწერე,მოცულობაზე უკმაყოფილება არ გავიგო,მეტს ვერანაირად ვერ ვახერხებ! და კომენტარები,არ ვიცი მე,5 კაცი თუ არ კითხულობს მაინც,სტიმული მეკარგება,მაგრამ მარტო თამარას გამო დავწერ,თუ საჭირო იქნება! სიყვარულით,ფსიქო.13 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.