შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?!


4-06-2015, 00:53
ავტორი llella
ნანახია 3 611

ცოტა ხანი ასე ვიყავით, უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, ამოვიღე ჯიბიდან და როცა ეკრანზე დემეტრეს სახელი წავიკითხე საშინლად გამიხარდა, მაგრამ ამავდროულად რაღაც შიშმაც შემიპყრო, ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ აზრზეც არ ვიყავი რას იზამდა დემეტრე რომ გაეგო იმ წუთას სადაც და ვისთან ერთად ვიყავი, ვიცოი, რომ იმ წუთას პირველივე რეისს გამოასწრებდა ფეხით სიარულით და კარგად მიბრეგვავდა ბარათელს.
ჯერ ჯაბას გავხედე, ფეხზე წამოვდექი, მივუახლოვდი ზღვას და ვუპასუხე.
-ბატონო.
-როგორ ხარ პატარავ?!
-მეც არ ვიცი როგორ ვარ!-მობეზრებულმა წამოვიძახე და ხელი ჰაერში ავიქნიე, თოთქოს და დაინახავდა დემეტრე ჩემი სახის გამომეტყველებას ან ჩემი ხელის აქნევას.
-რატო?!
-არავის არ გავახსენდი, არავის არ მოულოცია, აი რო ვნახავ მაგათ რას ვუზამ არც კი ვიცი, გავგლეჯ შუაზე.
-უტუტუტუტუ ცუდები ეგენი ცუდები-გაიცინა დემეტრემ.
-შენაც ნუ იცინი რაა მაგაზე.
-რა მეც ნუ ვიცინი?!-აუუ ამას ხო რამეს ვერ გამოაპარებ რაა კაცი, ვინარი ეს, ან შენაც რას ბუტბუტებ თამუნა, რა ვერ დააჭირე ენას კბილი ვაახ.
-ჰა?!-ვითო ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
-ნუ მაიმუნობ, რა მეც თქო?!
-არაფერი ისეთ დაივიწყე, შენ რას შობი?! მორჩი სამუშაოს?!-ვცადე თემის შეცვლა.
-რავიცი, ვაგვარებ ნელ-ნელა ყველაფერს, ჯერ არა არ დამიმთავრებია, ალბათ გვიან ღამით დავამთავრებ სამუშაოს დღეს.
-ცუდია ეგ, დაიღლები.
-ოოოჰ, საცოლე ნერვიულობ?!-ხმაში სითბო გაერია.
საცოლეს ხსენებაზე სწრაფად ავაფრიალე ხელი თვალების წინ და საყვარელ მბზინავ ნივთს დავაკვირდი, გამეღიმა, თითქოს და ნასიამოვნებმა გავხედე ზღვას და როგორც იქნა მოვუყარე თავი სათქმელს.
-აბა არ ვინერვიულო?!
-მიყვარს როცა ჩემზე ზრუნავ.
-ოოჰ გეყვარება მე შენ გეტყვი ესეთი ბრილიანტი გოგო რო იზრუნებს შენზე.
-ზუსტადაც!
-გველო!-მობეზრებულმა ჩავძახე ყურმილში.
-მეც მიყვარხარ პატარავ.
-ცანცარა ხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ!-გადაიხარხარა.
-ნუ იცინიხარ, მე აქ ვლანძღავ და ის იქეთ იცინის.
-აბა ვიტირო?!-ისევ გაიცინა.
ისე ვიყავი დემეტრესთან ლაპარაკით გართული რომ არც კი გამხსენებია რომ საერთოდ ჯაბასთან ერთად ვიყავი ბერეგზე, მივბრუნდი მისკენ, უბრალოდ გავხედე და დავინახე პირდაპირი გაგებით ტელეფონში ჩამძვრალი ჯაბა და გამეცინა.
-ოოჰ დამიხედეთ ერთი ბიჭს რაა, აქეთ არაა და ბლატაობს.
-მანდ რო ვიყო სუ გადამხსნიდი წელში ხო იცი შენ-უმატა სიცილს დემეტრემ.
-ნუ ხო კაი ვერც ვერაფერს ვერ გიზამ-მეც გავიცინე.
-სად ხარ ახლა?!
-ბერეგზე.
-აუ თამუ გავიქეცი მე და დაგირეკავ მერე.
-კაი-ამის თქმა მოვასწარი და გათიშა.
ასე მალე სიგიჟემდე მენატრება და ამ 2 კვირაში ხო სულ ჭკუიდან გადავალ, კდიე კაი ეს ტექნოლოგიები განვითარებული და ვურეკავ, მესმის მისი ხმა და ა.შ. თორე მართლა გაფრენილი მექნებოდა.
-ვინ იყო?!-უცებ ჯაბას ხმა გავიგე.
-დემეტრე.
-ააჰ-„მსუბუქად“ გაიღიმა და თავი გააქნია-და რა მინდაო?!
-მაპატიე, მაგრამ შენი საქმე არაა-მეც „მსუბუქად“ გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.
-ეეე და რატო ესე მკაცრად?!
-იმიტო.
-წავედით?!-ცოტა ხნის სიჩუმის მერე მკითხა.
-აუუუ კიი, სახლში მინდა.
-ხო კაი წამო წავიდეთ-გაიცინა და წინ წავიდა, მეც გავყევი უკან.
ცოტახანში უკვე სახლთან ვიყავით.
-კარგად პატარა ქალბატონო-გამიღიმა და ხელი დამიქნია
-კარგად-მეც დავუქნიე ხელი და კიბეებზე ავირბინე.
კარები გავაღე და სახლში შევედი, ფეხსაცმელი გავიხადე, მოსაცმელი იქვე მივკიდე და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. საშინლად ვიყავი დაღლილი, ამიტომ პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, გადავივლე და საწოლს მივაშურე, ისევ დაძინება ვამჯობინე ყველაფერს, ჩემს დაბადების დღეზე მაინც გამოვიინებ თქო.
არაჩვეულებრივი სიზმრებს ვნახულობდი, მაგრამ ტელეფონის ხმამ გამაღიძა და ეს არაჩვეულებრივი სიზმრებიც გაქრნენ.
-ვაიმეე მოგკლავთ-წამოვიძახე, საწოლიდან ხელი გადმოვაძვრინე და ტელეფონის ძებნა დავიწყე, როგორც იქნა მივაგენი და დაუხედავად ვუპასუხე.
-თამუნა... თამუნა სად ხარ?!-ისე იყვირა ბესომ გული კინაღამ შემიქანდა, სწრაფად წავოვვარდი საწოლიდან და წამოვჯექი.
-სახლში ვარ, რა?! რა ხდება?! ვინ დაიჭრა?! ვინ მოკვდა?! ცოცხლები ხართ?!
-რავიცი ერთი, გამოგივლი ახლა და მზად იყავი იცოდე, 2 წუთში შენთან ვარ და არ მალოდინო იცოდე.
-კაი-ტელეფონი გავუთიშე და საწოლიდან რასაც ქვია წამოვვარდი, სწრაფად ამოვიცვი კედები და მოვიცვი ჟილეტი, ტელეფონს დავსწვდი და დავხედე, ზუსტად 10 იყო საათი და ამ დროს ბესომაც დარეკა.
-ჩამოდი მალე-ისეთი ხმით მითხრა მთელ ტანში გამცრა.
-მოვივარ-ვუპასუხე და კიბეებზე სირბილით დავეშვი „დაბადების დღეც ასეთი უნდა“ გავიფიქრე და გარეთ გავვარდი, ბესოს მანქანა დავინახე თუ არა მისკენ წავედი და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.
-რა ხდება?!
-რა არა ტო რა არა-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და საჭეს ხელი მაგრად დაარტყა, შიშმა ამიტანა.
-იტყვი ადამიანო რა მოხდა?!-ნერვები ვეღარ მოვთოკე და დავიყვირე.
-უჩაა დაჭრილი-თითქმის ჩურჩულით გამცა პასუხი.
-რ... რა... რას ქვია დაჭრილია?! ღმერთო ვინ დაჭრა?! სადაა ახლა.
-ქუჩაში ვიყავით რაა რაღაც საქმეზე, ხოდა სოფოს ვიღაცამ წაეღლაბურცა, ნუ ეფლირტავას პონტში რაა, ხო ხვდები.
-ვაიმე მივხვდი მერე?!
-მერე რა და გადაირია უჩა და ეტაკა ამათ, ჩვენაც ჩავერიეთ და ამ დროს ერთ-ერთმა დანა დააძრო რაა და დაჭრა უჩა, რამოდენიმე მძიმე ჭრილობა აქვს მიღებული... ძალიან მძიმედაა დაჭრილი... აზრზე არ ვართ გადარჩება თუ არა... არ ვიცი რა მოუვა...-ისეთ ხმით ლაპარაკობდა იქვე როგორ არ მოვკვდი არ ვიცი, ცრემლები მომდიოდა და ღმერთს შევთხოვდი რო უჩა გადაერჩინა.
-კარგად იქნება!-მტკიცედ განვაცხადე-აი ნახავ თუ არ იქნება კარგად! გაუძლებს მაგარი ბიჭია უჩა, ძლიერია და გაუძლებს!
-ღმერთით თამუ ღმერთით-ესღა მითხრა და გამომხედა, მერე ისევ გზას გახედა.
10 წუთი კიდე გზაში ვიყვით, ამ დროის განმავლობაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მე კიდე საქარე მინაე მედო თავი და ცრემლები ერთი-მეორეს მიყოლებით მომდიოდა დაწითლებულ ლოყებზე.
უცებ მანქანა დიდ რესტორნთან გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა, ვერაფერი ვერ გავიგე დაბნეული ვაცეცებდი თვალებს იქეთ აქეთ.
-გადმოდი!-კარები გამიღო ბესომ და გადასვლა მიბრძანა.
-კი მაგრამ... აქ რა გვინდა?! და უჩა?!
-უ თამუ ნუ სვამ რა ზედმეტ კითხვებს! მიხვალ და ნახავ ყველაფერს შენ თვითონ!-მეც გავჩუმდი და უკან გავყევი ბესოს.
ჩაბნელებულ ოთახში შევედით, ვერაფერს ვერ ვხედავდი და ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც.
-ბესო... სად ხარ?!-როცა ვიგრძენი რომ ბესო არ იყო ახლოს უფრო მეტად შემეშინდა. კითხვაზე პასუხი არ მიმიღია-აუუ ბესო სად ხარ?!-უკვე ყვირილზე გადავედი-ჯანდაბა ბესო სად ხარ?!
უცებ სინათლეები ჩაირთო და ოთახში სასაცილო სამკუთედ ქუდებიანი 8 ადამიანი დავლანდე, რომლებიც ურებამდე იღიმოდნენ და ყვიროდნენ.
-გიიიიიიილოოოოოოცაააააააავთ-დაიყვირეს ერთხმად.
-რაა?!-აზრზე ვერ მოვედი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდი.
-რა რაა გოგო დაბადების დღეს გილოცავთ-მითხრა უჩამ და ჩემსკენ წამოვიდა.
-შენ... მოიცა და ცოცხალი ხარ?! არაფერი არ გჭირს?!
-არა ტო არაფერი-გაიცინა და ბესოს გახედა-მოიცა შენ რაა იტირე?!
-მემგონი ზედმეტი მომივიდა-ოთახში ბესოს ხმა გაისმა.
-ვაიმე... მოგკლავ... მოგკლავთ-წამოვიძახე.
-კაი ტო სიურპრიზი იყო ეგ-დაიცვა ძმაკაცი უჩამ.
-კაი ერთი, რას მელაპარაკები... ეგ ძმაკაცია მგ სიურპრიზში შენ რო მოგკლა კინაღამ-გავიცინე, როცა მივხვდი რო ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ.
-აუ ხო გითარი რო მე არაფერი არ დამმართო თქო-გაბუტული ბავშვივით წამოიძახა უჩამ და ბესოს თავზე წამოარტყა.
-ვაიმე რა აზრი აქ ტო-გაეცინა ბესოს.
-გეყოთ ეხა ბოდიალი-უცებ ლექსომ გაგვაჩერა-მიმიშვით ჩემს დასთან-მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, მას ლელუკა მოყვნენ, მერე უჩა და დანარჩენებიც.
-ეს შენ ჩვენგან-ამ ხვევნა კოცნაში ისევ ლექსოს ხმა გავიგე, გავხედე ჯერ მას და მერე მის ხელს რომელშიც პატარა კოლოფი ეჭირა, მომაწოდა, მეც გამოვართვი და ფრთხილად გავხსენი.
-ვაიმე! რა ლამაზია, დიდი მადლობა ბავშვებო-კოლოფიდან ამოვიღე სამაჯური, რომელზეც ადგილ-ადგილ ჩამოკისული ქონდა სახელები.
-ჩვენი სახელებია მანდ, ყველმ მისი გააკეთა-ამიხსნა სოფომ.
-ძლიან ლამაზია.
-გვიხარია რომ მოგეწონა-გადამეხვია ლელუკა.
-ხო მაგარი მაგრობაა?!-დამეკრიჭა უჩა.
-კი, მაგარი მაგრობაა-მეც გავუცინე.
-აბა დავიწყოთ ქეიფი-გამოაცხადა კოკამ და თამადის ადგილი დაიკავა.
მაგრად ვერთობოდით, ბიჭები კარგადაც გამოთვრნენ, მაგრამ არც ისე რო მათი „სიცოცხლეები“ ვერ მიეცილებინათ სახლებამდე, მხოლოდ მე და კოკა ვიყავით „მარტოსულები“ კი დამპირა მე ვიქნები დღეს შენი „ამურიო“ მარა იმდენს სვამს თვალებში ვერ იხედება და ეს ჩემი მპატრონებელი არაა, როგორც ვატყობ, გამოთრნენ მაგრად და დაიწყეს სიმღერა, დადგნენ ერთმანეთის მიყოლებით ერთი მუხლი მოხარეს, მეორეს დაეყრდნენ და ეგაა, დაიწყო „я люблю тебя до слёз“ საიდან გაახსენდათ ეს სიმღერა აზრზე არ ვარ მარა რო იმღერეს ფაქტია და უნდა ავღნიშნო რომ არც თუ ისე ცუდად იმღერეს, „დაჟე“ კარგადაც კი. ბოლოს მორჩნენ ღლაბუცობას და დაეყარნენ.
ჩემთან ბესო მოვიდა.
-წამო ვიცეკვოთ.
-შენ ეხ ფეხზე დგომას შეძლებ 3 წუთი?!-ინტერესით ავხედე ჩემზე მოჩერებულ მოქანავე სხეულს და წარბი ავწიე.
-რაიყო ეჭვი გეპარება?!
-რავიცი მაინც-გავიცინე და გავყევი.
-იმედია არ ხარ ნაწყენი ჩემზე-ცეკვის დროს გავიგე მისი ხმა.
-და რატო უნდა ვიყო ნაწყენი?!-ვერ მივხვდი რაზე ლპარაკობდა.
-დღევანდელზე, რო განერვიულე და... რო გატირე-ბოლო სიტყვები ჩურჩულით მითხრა.
-არა!-მკაცრად ვუპასუხე.
-ნაღდათ?!
-აჰამ-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჩემი ცხოვრება ხარ ტო! ჩემი პატარა დაიკო!
-პატარა აღარ ვარ მე 17 წლის ვარ უკვე შეგახსენებ.
-აა ხო გამახსენდა-გაიცინა-თნაც დანიშნული გოგო ხარ და.
-ხო...
-რაიყო?! რაღაცნაირად მიპასუხე.
-არაფერი...
-გაკლია ხო დემეტრე...-გამიღიმა, მე კდიე მხარზე თავი მივადე.
-ძალიან, მომენატრა...
-მალე ჩამოვა ტო, მოაგვარებს პრობლემებს და ჩამოვა.
-ხო... ვიცი-სიმღერა დასრულდა და ჩვენც დავსხედით.
-ხალხო, ამ საყვარელ გოგოს და გერმანიაში რო ჩლუნდია იმათ გაუმარჯოს რაა-ჭიქა მაღლა აწია კოკამ და წამოიყუდა.
-შენ და იმ ჩლუნგს გაგიმარჯოთ თამუ-გამომხედა უჩამ-გავიცინე და მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე ბიჭებს.
-ნახე თურმე რატო არ კაი რაღაცა აჩუქა იმ ნაგავმა-გაიცინა ბესომ და ყელსაბამზე მიმითითა.
-ძალიან ლამაზია-გამიღიმა ელენემ და ბესოს მიეკრა.
-უუუ, რა საყვარელია-წამოიძახა ლელუკამ.
-შენც თუ ჭკვიანად იქნები გიყიდი რო ოცნებობ იმას-გაუღიმე ლექსომ ლელუკას და ისე კოცა არც კი უფიქრია რომ იქ სხვებიც ვიყავით, ან როდის ფიქრობს მაგაე რო?! არც არასდროს.
-მართლა-გაუღიმა ლელუკამ.
-ხო მართლა.
დიდი ხანი გავჩერით, ღამის 2 საათი იქნებოდა რომ დავიშალეთ. სახლებში გავნაწილდით, ლექსომ ჯერ მე მიმაცილა და მერე ლელუკა მიიყვნა სახლამდე.
-როგორ გაერთე?!-კიბეებზე ავდიოდი როცა ჯაბას ხმა მომესმა.
-არაჩვეულებრივად და შენ აქ რა გინდა?!
-არაფერი.
- კაი თუ არაფერი მაშინ წავედი მე რო მეძინება-გავიცინე და ისევ ვაპირებდი ასვლას რომ კვლავ გამაჩერა.
-ჩემი საჩუქარი არ გაინტერესებს?!
-რა?! რა საჩუქარი?!
-დაბადების დღის-გაიცინა.
-შენ მჩუქნი მე?!
-ხო.
-და რატო?!
-აუ რამდენ კითხვას სვამ ტო-ისევ გაიცინა.
-ოოო ნუ დამცინი.
-ხო კაი ვჩუმდები-პირზე ხელი აიკრა-გამომართვი!
-ისევ კოლოფი?!-გავიცინე და მის ხელში მოთავსებულ პატარა კოლოფს დავხედე.
-ნუ რას ვიზამთ-მანაც გაიცინა-გმომართი თქო!-მიბრძანა როცა ადგილიდან არ გავქანებულვარ.
-ვერ გამოგართმევ, ეს არ იქნება სწორი საქციელი.
-როგრო არა უსწორესი საქციელი იქნება, მიდი გამომართვი! დღეს მოგილოცე დაბადების დღე და საჩუქარი არ მომიცია, ამიტო...
-ხო კარგი, კარგი-გამოვართი კოლოფი და გავხსენი.
-იმედი მაქვს მოგეწონება-ტუჩის კუთხეში ჩატეხა, ჩემი ხელი მისაში მოაქცია და მაკოცა, გამოვშტერდი კინაღამ, ადგილიდნ ვერ ვინძრეოდი-შეხვედრამდე, პატარა ქალბატონო!-ესღა მითხრა და კიბეებზე დაეშვა.
მე სახლში შევედი, გადავივლე და საწოლში შევწექი, ჯაბას ნაჩქარ კოლოფს დავსწვდი და გავხსენი.
-ეს ბიჭი ერთ დღეს შემშლის!-დარწმუნებულმა ამოვიჩურჩულე და წერილი გავხსენი.
„ შენი საყვარელი ფილმიდანაა! ბევრი ვეძებე და იმედია მოგეწონება! მგონი შენი ზომაა და თუ რამე გამოგიცვლი და მოგიტან შენი ზომისას! კიდევ ერთხელ გილოცავ და ყოველივეს საუკეთესოს გისურვებ პატრა ქალბატონო!“ კოლოფიდან ბეჭედი ამოვიღე და უბრალოდ გამეღიმა.
-ბელას ბეჭედი... მე რო მინდოდა...



----
შემიფასეთ <3



№1  offline წევრი anaa

აუუ ჯაბაა მოაშორე რა თAმუნას :\

 


№2  offline წევრი Niacule

აი ჯაბაც და თამუნაც რაკარგები არიან ://

 


№3  offline წევრი masu

Auu vegar gavige romeltan mindodes tamuna :/ dzaan kaia <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu jaba argvinda raa demetre magariaa ❤️❤️

 


№5  offline წევრი lelu777

Jaba da tamuna momwons :D ratomgac ertad minda ikvnen ^_^

 


№6  offline წევრი llella

anaa
აუუ ჯაბაა მოაშორე რა თAმუნას :\

Jabas moshorebas ver dagpirdebi, minda ro gaicnos xalxma jaba marto sxvisi azrebit da warmodgenit ar minda ro warmoidginon

 


№7  offline წევრი -tiko))

Mec minda belas bechedii :( ... rac sheexeba istorias... umagresia ... jabac kai tipia mara chemi demetre sul sxvaa... magaria da gaagrdzele... male dade xolme raa... da kide demetre da tamuna ar daashoro raa

Mec minda belas bechedi :( rac sheexeba istorias... magaria... jabac kai tipia mara demetre mainc sul sxvaa... male dade da tamuna da demetre
Ar daashoro raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№8  offline წევრი lamazmani

უამგრესია ძაან მომწონს მაგარია ველი ახლა თავს

 


№9  offline წევრი malikuna

Jabaaa:3 :// ai vgijdebi am isoriaze magram jabaa da tamuna araa raa.. Jabas vinme axali chirdebaa

 


№10  offline წევრი სპენსერი

აი ეს ავებია ვაკვირდები და ვხევავ რომ ჯაბა არ მოწონთ და გთხოვენ რომ დემეტრესთან დატოვო. ეს შენი ისტორიაა ჩემო კარგო და არა სხვისი რაც გაქ ცაფიქრებული ის დაწერე და არა რასაც ხალხი გირჩევს, ძალიან მომწონს ეს ისტორია. თამუნა ორივესთან კარგია მე ჯაბაც და დემეტრეც მომწონს თავისი მინუსებით და პლიუსებით. მიყვარს ეს ისტორია ძალიან თავისებური,თბილი, საყვარელი და ამავდროულად მხიარულია. მწერელიც კარგი ყავს! <3 ამიტომ მომოწნს ყველაფერს ითვალისწინებ. :) თამუნა და დემეტრეც კარია და თამუნა და ჯაბაც! რაც არ უნდა იყოს არცერთი არ დაკარგავს თამუნას და არ მინდა რომ ეს ისტორია რომელიმეს მკვლელობით დავთავრდეს <3
პ.ს ძლივს დავწერე აქამდე არ ვწერდი ვაკვირდებოდი ჯაბას საქცილებს და კომენტარებს <3
ჩემი რჩევა გაითვალისწინე :* კარგი გოგო ხარ შენ <3 მალე დადე <3 შეცდომიები არ გაქვს <3 <3 მიყვარხარრ შენც და ეს ისტორიაც love ველი ახალსს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent