პირადი მცველი [17]
იმ დღეს უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა,პირველი და უმთავრესი რომელმაც იმ დღეს ხაზი გადაუსვა წარსულს ანასტასია იყო,ამას მერეც მიხვდებით თუ რატომ ვამბობ,ხაზი გადაუსვა მეთქი. მეორე პიროვნება დამიანე იყო,ისედაც მკაცრ და არც ისე თბილი ხასიათის მქონე მამაკაცს სულ შეეცვალა დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ–თითქოს გატყდა,წელში გადატყდაო.ამხელა კაცმა ვერ გაუძლო ამ პატარა გოგოს დაკარგვას და სულ მთლად ჩამოიშალა. მესამე ადამიანი ვისაც თვალებში მუდამ სევდა ჰქონდა იმ დღის შემდეგ,თეა დვალი იყო,თეა უყურებდა დამიანეს და ხვდებოდა,რომ ვეღარასდროს იქნებოდა ეს კაცი ისეთი ბედნიერი,როგორიც მაშინ იყო.თეას მუდამ სველი თვალები ჰქონდა,მუდამ წყლიანი და დარდიანი,თუმცა არავის ანახებდა ამას. 4 წლის წინ გოგიმაც დაკარგა ქალიშვილი,მართალია მუდმივი კონტაქტი არასდროს გაუწყვიტავს მასთან,თუმცა გვერდით რომ არ ჰყავდა ამას დარდობდა ძალიან,დარდმა ჭაღარაც გაუჩინა თმაში. იმ ამბის მერე 4 წელიწადი გავიდა,ანასტასიამ წარსულზე თქვა უარი–გადაწყვიტა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და მალევე მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს,დღეს ანასტასია ჭავჭავაძე ერთ–ერთი მსხვილი გადამზიდი ფირმის მფლობელია საზღვარგარეთ,ოღონდ ერთი რაღაც უნდა აღინიშნოს–ამ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს თავის წარმომავლობასთან. იმ ღამეს ანასტასიამ საკუთარ თავში ის პატარა გოგო დაამარცხა ასე რომ ენდობოდა ყველას,იმ დღის შემდეგ მასში დამოუკიდებელი ქალი იზრდება და დღეს უკვე ძალიან დიდია ეს ქალი! იმ ღამით ბარგი ჩაალაგა,გოგის დაემშვიდობა და საზღვარგარეთ წავიდა,იქ ბიზნესის განხრით დაამთავრა სასწავლებელი და ბიზნესიც დაატრიალა,უამრავ კომპანიასთან და ფირმასთან აქვს კონტრაქტი,უამრავ ფულს ატრიალებს. როგორც კი პირველი ნაბიჯები გადადგა ბიზნესში ფული მოაგროვა,და ყველაფერი გოგის გამოუგზავნა,თან უთხრა რომ აეღო ეს ფული,მიზეზი მარტივი იყო–ქალს არ უნდოდა რაიმე გავლენა ჰქონოდა თავის ცხოვრებაზე მამამისის ფულს,ასეც მოხდა. ხომ ვთქვი დვალი ჩამოიშალა მეთქი–ასეც იყო,თუმცა გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევდით,გარდა იმისა რომ იმ დღის შემდეგ თითქმის არასდროს შეურხევია ბაგეები ღიმილისთვის. დვალმაც გააფართოვა საკუთარი ფირმა და უდიდეს წარმატებას მიაღწია ამ მხრივ,ყველაფერი ჰქონდა მამაკაცს,თუმცა ძალიან ცარიელი იყო,4 წლის განმავლობაში სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია რაც იმას ნიშნავს რომ არ ჰყვარებია,თუმცა უამრავ ქალთან ერთობოდა,ერთი პერიოდი სასმელზეც გახდა დამოკიდებული,თუმცა მალევე დაძლია ეს ყველაფერი და ისევ სამსახურში ჩაეფლო. ***** –Come here გაუღიმა ასისტენტს და კაბინეტში მოიხმო,მართალია თავისი კომპანია ამერიკული იყო,თუმცა ყველანაირად ცდილობდა ისეთი თანამშრომლები აეყვანა რომლებიც ქართულ ენას ფლობდნენ. –ქალბატონო ანასტასია,კონტრაქტი მოვიდა ქალმა თავი მიანება საბუთებს –მანახე ფეხზე წამოდგა და ქალს ფურცლები გამოართვა,ყვითელი კონვერტი სწრაფად გახსნა და ოთახში დაიწყო იქეთ–აქეთ სიარული ამასობაში კაბინეტში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა,ქერა,მაღალი და განსხვავებული გარეგნობის მამაკაცის დანახვაზე ანასტასია ადგილიდან მოწყდა –ანდრეი,ნახე კაცს მიაჩეჩა ფურცლები და თვითონ გაღიმებული ჩამოჯდა სავარძელზე,მამაკაცის რეაქციას დაელოდა –Круто! Очень круто Анастасия ! მამაკაცმა აღტაცება ვერ დამალა,ანასტასია თითქოს მამაკაცის რეაქციას ელოდებოდა,ფეხზე წამოვარდა და ასისტენტს და კაცს ერთად გადაეხვია –ჩვენ ეს შევძელით! როგორც იქნა! –გილოცავ მამაკაცმა ხელი ჩამოართვა და გადაეხვია –მეც გილოცავ ანდრეი,მადლობა შენ! –Чудеса ты! –რა მაგარია! ქალს ღიმილი არ მოშორებია სახიდან,ისე დაემშვიდობა ასისტენტს და რუსთან ერთად დატოვა შენობა! –აბა რა გეგმები გვაქვს ცოტათი რუსული აქცენტით,თუმცა გამართულად წარმოთქვა მამაკაცმა –ბარგს ვალაგებთ! мы идем отсюда Андрей! –სად გაიმართება შეხვედრა? დააინტერესა მამაკაცს –არ ვიცი,დღეს დავუკავშირდები და დეტალებს გავარკვევ,მანამდე წამოდი,სადმე ჩამოვჯდეთ,სანამ შესვენება გვაქვს –С вашего разрешения მომხიბვლელი ღიმილით გაუღიმა მამაკაცმა და მანქანის კარები გაუღო ასეთი გახარებული დიდი ხანია არ ყოფილა ანასტასია,მისი სიხარულის მიზეზი ის იყო რომ ახლახანს უმსხვილეს ფირმასთან "loyalty"–სთან გააფორმა კონტრაქტი,უკვე 2 წელია პასუხს ელოდება ამ ფირმისგან,ეს ფირმა იმით გამოირჩევა სხვებისგან,რომ ერთად კრებს მსხვილ ბიზნესმენემს და მათ აფინანსებს,გარდა ამისა ამ ფირმის საშუალებით ორი კომპანია უკავშირდება ერთმანეთს და შესაბამისად ერთობლივი ძალებით ორივე ორმაგ შემოსავალს ღებულობს! სწორედ ამიტომ უხაროდა ასე ძალიან ჭავჭავაძეს ეს წარმატება! ***** –რუსო როგორ არის? –არაუშავს,ძალიან ენატრები,დარდობს შენზე –შენ როგორ ხარ ? –მეც არამიშავს –ჯანმრთელობა ? –კარგად მაქვს –კარგია -ორი კვირის წინ ლიკამ გამოიარა,მოგვიკითხა და წავიდა –მართლა? –ხო,შენზეც თქვა რომ იშვიათად ესაუბრები –დრო არ მაქვს გოგის ესაუბრებოდა და თან ბარგს ალაგებდა,მართალია ცოტათი ურთოერთობა გაუცივდა გოგისთან მას მერე,რაც მოატყუა,თუმცა ხომ იცით,მშობლის სიყვარულს ვერაფერი დაუდგება წინ! –რა ხდება შენსკენ ახალი ანასტასია,მომენატრა შენთან ხანგრძლივი საუბარი ბოლო ორი წელია მართლა არ უსაუბრია შვილთან დიდხანს და წესიერად,ანასტასია სულ დაკავებულია,ყოველთვის სადღაც ეჩქარება ან გადაუდებელი საქმეები აქვს –ხომ იცი ბიზნესის ამბავი,ყოველდღე სიახლეებია,მაგალითად დღეს ფრანგულ ფირმასთან გავაფორმეთ კონტრაქტი,მოწვევა მოგვივიდა საფრანგეთიდან –მართლა?რა ფირმაა? დააინტერესა გოგის –"Loyalty" –გილოცავ ანასტასია! ვამაყობ შენით! –მადლობა გოგი –საქართველოშიც ხომ არ აპირებ ჩამოსვლას? გოგის ხმა დაუსევდიანდა,ანასტასიაც მიხვდა ამას –არამგონია,არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი –როდემდე უნდა დაიმალო შვილო –არსად არ ვიმალები გოგი! –აბა რას ეძახი შენ მაგას? სხვა ქვეყანაში წადი,მაქ ცხოვრობ და მუშაობ,მაშინ როდესაც საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია ყველაფერი გქონდეს –საღამოს დაგირეკავ გოგი,თავს მიხედე,გკოცნი. მობილური გაუთიშა და თავი მიანება ჩემოდანს,საწოლზე ჩამოჯდა და სივრცეს დაუწყო ყურება,რამოდენიმე წუთის მერე გონზე მოვიდა –ძლიერი უნდა იყო! არ უნდა გატყდე საკუთარ თავს შემოუძახა და ღიმილიანი სახით განაგრძო ბარგის ლაგება.ამჟამად სასტუმროში იყო,4 წელია აქ კი არის,თუმცა საკუთარი სახლი არ უყიდია,ძალიან ეშინია რომ სახლი და მყუდრო გარემო ძველ ცხოვრებას გაახსენებს,თანაც იცის რომ ვერცერთ სახლში ვერ იგრძნობს თავს ისე,როგორც თბილისში იყო,ამიტომაც სასტუმროში ამჯობინებს ცხოვრებას,უკვე 1 წელია ამ სასტუმროშია,ნიუ–იორკის ცენტრში,თუმცა გამოცვლას აპირებს,მობეზრდა უკვე აქაურობა. ფიქრებში იყო გადართული მობილურმა რომ დარეკა –გისმენთ –დიახ,მე ვარ,ანასტასია ჭავჭავაძე –გასაგებია –მადლობთ,ხვალვე გამოვფრინდებით! რამოდენიმე სიტყვა უთხრა და როგორც კი მობილური გათიშა დერეფანში გავარდა,გვერდით ოთახში ანდრეისთან შევიდა,დაუკაკუნებლად –რა ხდება ანასტასია? –ხვალ მივდივართ!დარეკეს –რაო? მამაკაცი წამოდგა და ქალს მიუახლოვდა –პარიზში გველოდებიან,თვითმფრინავს თავად გამოგზავნიან ანდრეის განწყობა შეეცვალა უცებ –რამე ხდება? შეეკითხა ქალი –იცი,იქნებ შენ წასულიყავი? –მაგას როგორ ამბობ? აქამდე ერთად მოვედით და ახლა მარტო მტოვებ? სახე მოეღუშა ქალს –ხომ იცი,ნატაშას მარტო ვერ დავტოვებ,დიდი ხნით მოგვიწევს იქ ყოფნა,ხომ ხვდები.. ნატაშა ანდრეის ქალიშვილი იყო,3 წლის ქალიშვილი ჰყავდა,3 წლის წინ ურთიერთობა ჰქონდა ქალთან,თუმცა ბავშვი რომ გაუჩნდათ ქალმა მიატოვა ბავშვთან ერთად,მას მერე 26 წლის ბიჭი მარტო ზრდის ნატაშას,თუმცა 2 წელია რაც ანასტასია ეხმარება ! ამ ქალით საოცრად არის მოხიბლული,საოცარი ქალია მის წარმოდგენებში ანასტასია! –სად არის ნატაშა? ქალმა გეზი ოთახისკენ აიღო და კარი რომ შეაღო პატარა,თეთრ გოგონას მოჰკრა თვალი,თოჯინებით რომ თამაშობდა,ხელში აიყვანა და მაგრად ჩაკოცნა,მერე მისაღებში გამოიყვანა და შეეკითხა –Хотите с нами?(გინდა ჩვენთან ერთად წამოსვლა?) რუსულად შეეკითხა,რადგან ბავშვი გამართულად ვერ ფლობდა ქართულს –И где? დამარცვლით წარმოთქვა სიტყვები ნატაშამ –В Диснейленд (დისნეილენდში) –Ура! ტაში შემოჰკრეს ერთად ანდრეი უყურებდა და იცინოდა –მოგვცემენ უფლებას ბავშვთან ერთად წასვლის? –თუ დედამისის საბუთებს ვაჩვენებთ,მაშინ კი ანდრეის სახე შეეცვალა –არაფერი მაქვს დედამისის –საერთოდ? არც დაბადების მოწმობა? გაუკვირდა ანასტასია კაცმა თავი გააქნია,მერე რაღაც აზრი მოუვიდა –რომ ვთქვათ,ვითომ შენ ხარ დედა? ქალმა მამაკაცს შეხედა და დაიბნა,რამოდენიმე წამი ხმა არ ამოუღია,მერე დათანხმდა –კარგი,ოღონდ დღესვე მოაგვარე ეს საქმე –კარგი,შენი საბუთები მჭირდება –წამოდი,მოგცემ ბავშვი დასვა და ანდრეისთან ერთად შევიდა ოთახში ***** –შეიძლება? მოკლეთმიანი,ლამაზი და გრძელფეხება ქალი შემოვიდა კაბინეტში,მაკიაჟი ძალიან მკვეთრად რომ ჰქონდა წასმული,თუმცა საოცრად სექსუალური იყო! მაგიდაზე ჩამოჯდა და მოკლე კაბა კიდევ უფრო აეწია,დამიანეს არ გამორჩენია ეს –ჩამოდი მაქედან ბოხი ხმით უთხრა ქალს და მისკენ მიიზიდა,უხეშად აკოცა და მოიშორა –როგორ ხარ? –ვმუშაობ,შენ? –მე გელოდები,როდის განთავისუფლდები,რომ ჩემთან ავიდეთ ქალს ირონიული გამომეტყველება არ მოსცილებია სახიდან,ღმერთო ჩემო,როგორი ვულგარული იყო! –გვიანობამდე ვერ მოვრჩები თავი არ აუწევია ისე მიუგო მამაკაცმა –მაშინ ხვალ წავიდეთ სადმე,მთელი დღე ერთად გავატაროთ –ხვალ მივფრინავ! –კარგი რა ქალს გაბრაზება დაეტყო,მაგიდიდან ფურცლები გადაყარა და დამიანეს ჩაუჯდა კალთაში,ხელები კისერზე შემოხვია –ამდენი მუშაობა არ შეიძლება,არც ამდენი მოგზაურობა,თანაც მარტო გაიღიმა ქალმა და მამაკაცთან ახლოს მიიწია,ტუჩებში აპირებდა კოცნას უცებ დვალმა თავი რომ შეაბრუნა და ქალმაც ტუჩის კუთხეში აკოცა,ამაზე ანასტასია გაახსენდა დვალს და სუნთქვა შეეკვრა –რა გჭირს?სულ გაფითრდი? არც ქალს გამოპარვია მამაკაცის უეცარი ცვლილება დვალი სახეში მიაშტერდა ქალს,უყურებდა მას,თუმცა თვალწინ ნაცნობი სახე ედგა და ვერაფრით აქრობდა ამ სახეს მეხსიერებიდან –თაკო –გისმენ ხელი ჩამოიღო ქალმა მამაკაცის კისრიდან –ჩემთან ერთად წამოდი ხვალ! საქმიანი შეხვედრაა ქალს ძალიან გაუკვირდა მამაკაცის ნათქვამი –მართლა მეუბნები? –ხო,მართლა ფეხზე წამოდგა ქალი და ზურგიდან დაუდგა მამაკაცს,თმებზე დაუწყო ფერება,მერე ისევ კალთაში ჩაუჯდა და უხეშად აკოცა,დვალიც აყვა ალერსში,თუმცა ყველაფერს ისე მოუქნელად და უხეშად აკეთებდა რომ თვითონაც ეზიზღებოდა საკუთარი თავი! უცებ ქალმა მამაკაცის ტუჩები მოიშორა მკერდიდან –და სად მივდივართ? დვალს თავი არ აუწევია ისე უპასუხა –საფრანგეთში ხელში აიყვანა ქალი და მაგიდაზე შემოსვა. ***** როგორც ხედავთ,მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა,თავიდან ვფიქრობდი,უბრალოდ დამესრულებინა ისე როგორც წინა თავი იყო,თუმცა გადავიფიქრე,ძალიან შემენანა ეს მოთხრობა ასე მოკლე დასასრულისთვის. მადლობა თქვენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.