შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [დასასრული]


5-06-2015, 22:02
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 224

კარისკენ წავედი. ვიფიქრე ლექსო და ლიზა მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ არა. კარი გამოვაღე და თვალებგაფართოებულმა, გაკვირვებულმა შევხედე დედაჩემს. სულ შეცვლილა. ერთი წლის განმავლობაში თითქოს ტრანსფორმირდა და სხვა გახდა. გამხდარიყო, თვალრბჩაცვენილი, სევდიანად მიყურებდა. სახეზე ნაკაწრები და ჩალურჯებული ადგილები ჰქონდა. ასევე ხელებზეც, თუმცა ჟაკეტი ჰქონდა მოცმული და წესიერად ვერც ვხედავდი. მის თვალებში ჩამდგარი სევდის მიუხედავად, მიღიმოდა, თითქოს მე კი არა, საკუთარ თავს უღიმოდა.
- დ-დედა? - ამოვილაპარაკე. - შემოდი. - შინ შევიპატიჟე და გვერდით გავდექი. სახლში შემოვიდა და მოათვალიერა.
- მყუდრო სახლია. - ღიმილოთ მომიბრუნდა.
- აქ რას აკეთებ? - ვკითხე. სახე უცებ დაუსევდიანდა და თავი ჩახარა.
-ქეთაა, ვინ არის? - გამომძახა უტამ.
- დედაჩემია. - ვუპასუხე. გავიგე რაღაცის, უფროსწორედ ვიღაცის დავარდნის ხმა. უტა კოჭლობის გამოვიდა მისაღებიდან და გვერდით ამომიდგა.
- გამარჯობა ქალბატონო თინა. - თავაზიანად მიესალმა და ხელი გაუეოდა.
- გაგიმარჯოს. - ხელი ჩამოართვა და მე შემომხედა თბილი მზერით.
- წამო სამზარეულოში. - ვუთხარი უხერხულად და უტას ავხედე "მარტო დაგვტოვე" მზერით. ლოყაზე მაკოცა და სხვა ოთახში გავიდა.
- ხომ კარგად ხარ? - ვკითხე როდესაც ყავია ცხელი ფინჯანი წინ დავუდე.
- შენ დე? - კითხვა შემომიბრუნა და მდუღარე სითხე მოსვა.
- კი. - გავუღიმე, ჩემდაუნებურად სევდიანად. - არჩილის ბრალია? - ვკითხე და სხეულზე მქონე სილურჯეებზე მივუთითე. დადუმდა და თავი დახარა. რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა ე. არაკაცი.
- დღესვე წამოვიღებ შენს ნივთებს და აქ იცხოვრებ. - მტკიცედ ვუთხარი.
- არა, ასე ვერ შეგაწუხებთ. - დარცხვენილმა მითხრა.
- რას ქვია შემაწუხებ? ჯერ ერთი შენ დედაჩემი ხარ და არასდროს არ მაწუხებ და მეორე, იმ ნაბიჭვ**თან აღარ გაგიშვებ გასაგებია?! დედა რას დაემსგავსე ხედავ? გახდი, სხეული დაჟეჟილი და დაკაწრული გაქვს, თვალები ჩაცვენილი.. ყვაზე საშინელი კი ისაა, რომ მოწყენილი და სევდიანი დადიხარ. მართალია არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა, მაგრამ იმდენად გიცნობ შენში ცვლილებები რომ შევამჩნიო. - ვუთხარი. ის კი თავჩაღუნული მისმენდა. დადუმდა. მერე თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
- მაპატიე დე.. მაპატიე რომ არ ვიყავი საუკეთესო დედა.. მაპატიე არჩილისნაირ კაცთან რომ გაცხოვრე.. მაპატიე უტაზე ძალით რომ გაგათხოვე.. მაპატიე, გთხოვ მაპატიე დე რაც კი ტკივილი მოგაყენე. - აქვითინდა. ვერ გავუძელი დედაჩემის ასეთ მდგომარეობაში ყურებას და მეც ავტირდი. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე.
- დე, ნუ მთხოვ პატიებას. შენ რომ არ გაყოლილიყავი არჩილს და ძალით არ გაგეთხოვებინე უტაზე ახლა ბედნიერი არ ვიქნებოდი. მადლობა. - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- ბედნიერი? მოიცა.. თქვენ.. - გაკვირვებულმა ამომხედა.
- ხოო დე. - სიცილით ვუთხარი.
- კი მაგრამ, აკო?
- მოღალატე ნაძი**რალაა. - ზიზღით სავსე სიტყვები მივუგე. - ახლა წავალ და შენს ნივთებს წამოვიღებ შენ კი რაც გინდა ის გააკეთე. - თბილად ვუთხარი და ოთახიდან გავედი. ჩემს ოთახში ავდიოდი, უტა რომ შემეჩეხა.
- აბა რა ხდება? - ინტერესით მკითხა.
- იმედია წინააღმდეგი არ იქნები დედაჩემი ჩვენთან რომ გადმოვიდეს? - ვკითხე.
- არა, რა სისულელეა. - აღტაცებით მითხა.
- წამომყვები მისი ნივთების წამკსაღებად?
- მაგას კითხა უნდა? - მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. კეტები ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
- დე, ჩვენ წავედით. - გავძახე და გავედი. მისამართი ვუთხარი და ჩემი ძველი სახლისკენ ავიღეთ გეზი. არც ისე შორს იყო, ამიტომ მალევე მივედით დანიშნულ ადგილას. უტა გადმოსვლას აპირებდა, როცა გავაჩერე.
- მე ავალ.
- არავითარ შემთხვევაში. - მკაცრად მითხრა და სწრაფად გახმოხტა მანქანიდან. ხელი გადამხვია და ფაქტობრივად სახლამდე ამატრია. კარზე დავაკაკუნე. არავინ გააღო. ისევ დავაკაკუნე. ისევ.. ისევ.. ისევ.. ბოლოს გამახსენდა რომ გასაღებს ტილოს ქვეშ ვინახავდით. ადგილი შევამოწმე და.. ბინგო! საკეტი გავაღწ და შიმ ს
შევედი. საშინელება იყო! პირდაპირი მნიშვნელობით საღორე. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სიბინძურის სუნი ერთმანეთში შერეულიყო და ცხვირს მიწვავდა. სახლი მტვრით იყო დაფარული და აქა-იქ სიახლის ლაქები შეინიშნებოდა. საკუთარ თავს გავუბრაზდი, დედაჩემი აქ ერთი წელი ცზოვრობდა. მე კი ვერთობოდი. ოთახში შევედი და დედას ნივთები დიდ ჩემოდანში ჩავალაგე. ბევრი არც არაფერი ჰქონდა, ამიტომ მალევე მოვრჩი და მძიმე ჩემოდანი უტას მივეცი. გასვლას ვაპირებდი, არჩილის ამაზრზენმა ხმამ რომ შემაჩერა.
- ვინ არის? მოეტრიე შე ბო*ო სახლში? რაო შენმა ლაწირაკმა შვილმა? - ხმა თანდათან ახლოვდებოდა. თვალებში ზიზღი ჩამიდგა. ბარბაციგ გამოვიდა მისაღებიდან, ერთ ხელში ვისკის ბოთლი ეჭირა, მეორეში-სიგარეტი.
- ვახ. ქეთა..- აბლუყუნდა. სახეზე ამაზრზენი ღიმილი აიკრო. ფუ როგორ ვწრ ვჯტან ამ კაცს. უტას ავხედე, რომელსაც ასევე სიძულვილით ჰქონდა სავსე თვალები. წასასვლელად გავტრიალდი..
- არ მომესალმები? მამაშენი ვარ ბოლოს და ბო.. - სიტყვა გავაწყვეტინე.
- რა თქვი? ვინ ვარო?! - ხმამაღლა ვკოთხე.
- მამაშენი.- მიპასუხა. ჰაჰ, ისე ამბობს გეგონება მამაშვილური ურთიერთობა გვაონდეს.
- როგორ ბედავ და მაგას მეუბნები?! - ვუყვირე.
- ოო, კაი რა. დავიჯერო შენი უსაყვარლეს მამიკოს, რომელიც მოკლეს, არ ვჯობივარ? - სარკასტულად იკითხა და სიტყვა "უსაყვარლეს"-ს ხაი გაუსვა.
- ნუ ედრები მამაჩემს. შენნაირი ნაბი**არი არასდროს ყოფილა და არც იქნებოდა! არაჯაცი ღორი ხარ მეტი არაფერი, ფულისა და საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი გიყვარს! - ვუყვირე და სახლიდან გაბბარდი. უტაც უკან მომყვა. ჩემოდანი საბარგულში ჩადო და საჭესთან მოკალათდა. ხუთიოდე წუთი უხმოდ ვიდექით ერთ ადგილას.
- არ წავიდეთ. - ვკითხე წყნარად.
- კარგად ხარ? - ლოყაზე ჩამომისვა ხელის ზურდი დ. თბილად გამიღიმა.
- კი. კარგად ვარ. - ღიმილით მივუგე. მოულოდნელად ჩემკენ წამოიწია და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. მერე მანქანა ადგილს მოწყვიტა.
- დეე! დედიკოოო! - მხიარულად დავიყვირე სახლში შესვლისთანავე.
- რა მოხდა?! - შეშინებული, ხალათშემოცმული ჩამოირბინა კიბეები დედაჩემმა.
- მოვედი. - სიცილით ვუთხარი და მომღიმარ უტას გავხედე.
- მერე შვილო, მთელ თბილისს უნდა გააგებინო ამის შესახებ? - მობეზრებულად ჩაიქნია ხელი.
- ხო აბა, ყველამ უნდა იცოდეს რომ სახლში ვარ. - სრული სერიოზულობით ვუთხარი.
- არაფერი გეშველება. - სიცილით მითხრა.

=_=_=_=


აბაზანაში იატაკზე ვიჯექი და აწყლიანებული თვალებით დავყურებდი ტესტს, რომელიც დადებით პასუხს მაძლევდა. ბედნიერებისგან გავსკდსბოდი ალბათ. ვფიქრობდი პატარა უტაზე.. როგორ უჭირავს მამამისს პატარა ბავშვი, სიყვარულით სავსე თვალებს ანათებს და ისე უღიმის მე რომ მაგიჟებს.
- ქეთაა! ხო კარგად ხარ? - გავიგე დედაჩემის ანერვიულებული ხმა. წამსვე გამოვერკვიე. ფეხზე წამოვდექი და ტესტი ჯიბეში ჩავიცურე. კარი ღიმილაკრულმა გამოვაღე.
- დეე! - გადავეხვიე.
- რა იყო დედი? - ბედნიერი ხმით მკითხა.
- დედიი მიყვარხარ! - ლოყაზე ვაკოცე და ისევ მოვეხვიე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. იმ მომენტში ყველა მიყვარდა!
- მეც ქეთა. - სიყვარულით გაჟღენთილი ნოტები ჩამესმა.
- დე, ორსულად ვარ. - თვალებში ჩავხედე და გაღიმებული დაველოდე მის რეაქციას. გაშტერებულო მიყურებდა ხან თვალებში და ხან მუცელზე. ესე გაგრძელდა ორიოდე წუთი.
- ვაიმე, დეე გილოცავ! - მოვუდა და გადამეხვია. - მალე ბებია გავხდები. - მომშორდა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. დებილივით გავუღიმე და ავტირდი.
- უტას როდის უნდა უთხრა? - მითხრა უცებ.
- ხვალ ვეტყვი, ჩემს დაბადების დღეზე.

=_=_=_=

- რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ქეთუნას დაბადების დღეაა! - დაფეთებული წამოვხტი საწოლიდან და თავზე დამდგარ ხუთ პიროვნებას ავხედე.
- გილოცაავ ჩემო გოგოვ! - ერთდროულად წამოიყვირეს ელენემ და ლიზამ. ჩემკენ ნ და ძლიერად მომეხვივნენ. ბედნიერი შევყურებდი მათ და ვამაყობდი ასეთი მეგობრები რომ მყავდა.. მოიცა ელენე ჩამლვიდა?!
- შენ გოგო ჩამოხვედი?! - გაკვირვებულმა ვიყვირე.
- აბა შენს დაბი დუბის გამოვტოვებდი? - "ეს რა მაკადრე" სახით მითხრა.
- ხო მაგრამ ერთი თვე ერ გასულა.
- არაუშავს. - სიცილით მითხრა ტატომ. უცებ მე და ლიზამ ერთმანეთს გავხედეთ და ბოროტულად გავიღიმეთ.
- უტა! ლექსო! - ერთხმად შევძახეთ.
- რა იყო? - უკან მდგარნი წინ წამოიწივნენ.
- გახსოვს ჯოკერი რომ წააგეთ? - შევახსენე.
- მერე?.. - ნელა თქვა ლექსომ.
- მერე ის რომ გვრიტები ჩამოვიდნენ. - თქვა ლიზამ და ბოროტულად გაიცინა.
- ჯერ ჩაიცვი ქალბატონო, საჩუქრები მიიღე, იქეიფე და მერე მივხედოთ მაგას. - მკაცრად მკთხრა უტამ და ტუჩები შუბლზე მიმაწება. - გილოცავ ჩემო პატარა. - ტუჩმოუშორებლად ამოილაპარაჯა და ამჯერად ბაგეებს დაეპატრონა.
- ჩვენც აქ ვართ ცნობისთვის. - თქვა ლექსომ. სიცილით მოვშორდი და გარეთ გავყარე ყველა. უბრალო ჯინსი და ზოლიანი მაიკა გადავიცვი. ფეხზე კეტები ამოვიცვი და თმა დავივარცხნე.
- მზად ვარ. - ქვევუთ ჩასულმა წამოვიყვირე. სამზარეულოდან ფქვილში მოსვრილი დედაჩემი გამოვიდა.
- დედიი, გილოცავ ჩემო სიყვარულო! - მითხრა და ლოყები ამიწითლა.
- მადლობა დეე. - მეც არ დავაკელი ლოყების აჭარხლება. მისაღებში გავედი, სადაც ბავშვები იყვნენ.
- აბა დღეა რას ვაკე... - სიტყვა გამიწყდა, როდესაც უტას ხელში პატარა არსება შევნიშნე. - ეგ.. რა.. - სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
- ეს შენ. - ღიმილით გამომიწოდა.
- საიდან იცოდი?! - გაკვირვებულმა შევძახე და შავ-თეთრი მალამუტი გამოვართვი.
- მონდომების საკითხია. - კმაყოდილმა გაიღიმა.
- ვაიმე რა საყვარელია - ვერ ვძღებოდი ძაღლის ფერებით.
- კრასავიცა, რას დაარქმევ? - მკითცა ტატომ. ჩაფიქრებულმა მივიდა საჩვენებელი თითი ტუჩებზე და რაც კი ძაღლის სახელები ვიცოდი გავიხსენე.
- გასი! - წამოვიძახე მოულოდნელად. - ჩემი გასიი. - გულში ვიკრავდი.
- ეხლა ყველა ვსვავთ! - წამოიყვირა ლექსომ.
- მე ვერ დავლევ. - უცებ განვაცხადე. გაკვირვებულებმა შემომხედეს.
- რატომ? - ოდნავ გაბრაზებული ხმით მკითხა უტამ.
- შენი შვილისთვის არ შეიძლება ალკოჰოლი. - ბედნიერი ღიმილით ამოვილაპარაკე და მუცელზე ხელები შემოვუხვიე. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. გასიც კი გაჩუმდა.
- გაინძედი შეჩ**ა. - მუჯლუგუნი ჰკრა ტატომ უტას, რიმელიც ხუთი წუთი მუცელზე მომშტერებოდა.
- შენ.. ორსულად ხარ.. - ნელა მომიახლოვდა. - ჩვენს შვილს ატარებ.. - ჩურჩულებდა და მუცელზე მეფერებოდა.
- ხომ მაგარია.. ჩვენი შვილი.. - ამოვიჩურჩულე და ავხედე. მოულოდნელად ჰაერში აღმოვჩნდი. იმდენჯერ დამატრიალა უტამ, თავბრუ დამეხვა.
- მიყვარხარ ქეთა! - უყვირა და თუჩებზე დამაკვდა.
- ავღნიშნავთ! - თქვა ლექსომ. ასეთი კარგი დაბადების დღე არასდროს მქონია. უტა ხელს არ მიშვებდა და სულ მიმეორებდა ფრთხილად ვყოფილიყავი.

=_=_=_=

- არა! - მტკიცედ განაცხადა ლექსომ.
- პირობა პირობაა. - თქვა ლიზამ.
- არა და ვსო! მე არ ვარ სურამელაშვილის როლის შემსრულებელი! - არ თმობდა ადგილს ლექსო. გენიალურმა აზრმა გამჯელვა თავში.
- უტა, არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა. - ვუთხარი ქმარს.
- ლექსო, ვაკეთებთ და მორჩა! - ჰაჰ, აფერისტობაც ამას ჰქვია. მთელი დღე სურამელაშვილის ფორმაში გამოწყობილი ორმეტრიან ბუჭები რუსთაველზე საიარებოდნენ და ხან რომელ სიმღერას და ხან რომელს მღეროხნენ. ჩვენ კი სიცილით ვჯვდებოდით. სახლში მივედით. ცოტახნით იყვნენ ბავშვები, მერე დაიშალნენ.
- იცი რა ძალიან მიყვარხარ. - ჩამჩურჩულა უტამ, როგორც კი საწოლში შევგორდით.
- ვიცი. - გავუღიმე. ხელები მომხვია და ყელში ვნებიანად მკოცნიდა.
- შენ არ გიყვარვარ ხო? - "ნაწყენმა" ამოილაპარაკა.
- რომ არ მყვარებოდე, ახლა შენს.. ჩვენს ბავშვს მუხლით არ ვატარებდი. - ვუთხარი და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.

=_=_=_=

ვიცი საშინლად დავაგვიანე, მაგრამ გამკცდები მქონდა და ფიზიკურად ვერ მივახერხე დაწერა.
მადლობა მინდა გადავუხადო ყბელა თქვენგანს ვინც ჩემს ისტორიას კითხულობს. ყველა ძალიან მიყვარცარ და ალბათ იმედები არ გაგიცრუეთ. ^_^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent