შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარრული 15


5-06-2015, 22:13
ავტორი qari
ნანახია 3 331

ხელებს მკერდზე ვადებ და ვაწვები...უძნელდება მაგრამ მაინც მცილდება...ხელებს მენჯებზე იყობს და ზურგს უკან ტრიალდება...ვერ ვხედავ რას გრძნობს,მაგრამ ვხვდები რომ უძნელდება რაღაც ძალიან უძნელდება...რავქნა?როცა რჩევა მჭირდება მაშინ იმალება დივნის უკან შეშინებული მზერით ჩემი ქვეცნობიერი...ოჰ ოდესმე ამას ხმა ამოუღიაა...
ტრიალდება თითებს ტუჩებზე იდებს და ისრესს...მკაცრი ძალიან ძალიან სერიოზული ბარიტონი მარკვევს ფიქრებიდან.
–გიყვარვარ!...ან ხო ან არა!
სტრესისგან კისრის ძარღვი დამეჭიმა,ხელს ვიცურებ და ვისრეს თან დროს ვიყვან ჩემი აზრების დასალაგებლად თუმცა არც არაფერი არ მომდის თავში,ნეტა თუ დავთანხმდები რამოხდება?არა დავთანხმდები მაგრამ როგორ გავიგებ რომ არ მატყუებს?ის ხომ სულ რამოდენიმე საათის წინ ვიღაცას კოცნიდა?ან ერთს გვატყუებს ან მეორეს...ალბათ მე..მე ხომ...
კარზე ზარის ხმაა და ფიქრებიდან ვკრთებ...დიტოს გაოცებულ სახეს ვეფეთები რომელიც კითხვით სავსე მზერით მიყურებს და გაოცებასაც არ მალავს.
–ვინაა ამ დროს?!ასე ხშირად ხდება ხოლმე!(საშინლედ ცივად მეკითხება)
–თუ არ ჩათვლი შენს ვიზიტს არა პირველია!(არანაკლებ ცივად ვპასუხობ მეც)
კარისკენ მივდივარ თუმცა წეღანდელივით აღარ მეშინია ახლა ხომ ჩემს გვერდით ჩემი ოცნების მამაკაცია...ო ჩემი ოცნების...მოიცა თვითონ როგორ მითხრა?!"მიყვარხარო"ჯანდაბა!მეტი მინდაო"მეტი ვიდრე სიყვარული"არა არა ეს ჩემს თავს ნამდვილად არ ხდება.
მანამ ვერ გამოვერკვიე ფიქრებიდან სანამ კარებს მწარედ არ შევეჯახე.თითქმის ჩურჩულით ვკითხე:
–რომელი ხარ?
–მე ვარ საყვარელო,ნუ გეშინია გააღე.
კარი სიხარულით გამოვაღე და მარიამს მაგრად ჩავეხუტე,ცრემლები ვეღარ შევიკავე და მის მხარზე ავქვითინდი.
–ტელეფონზე საშინელი ხმა გქონდა და ვერ გავძელი ხვალამდე,აკოს ვთხოვე რომ მოვეყვანე...ჩუუ..გთხოვ ნუ სტირი საყვარელო...რა მოხდა?(მარიამი თმაზე მეფერება თან თბილად მკოცნის,ალბათ რამოდენიმე წამი ვიდექით ასე თუმცა მე საუკუნედ მომეჩვენა,ცრემლები შევიმშრალე და გვერძზე გავიწიე შემოსვლა რომ შესძლებოდათ.მისაღებისკენ დავიძარით.აკო გაფართოვებული თვალებით მიყურებს,აშკარაა ვერ იტანს ჩემს ტირილს,ალბათ ცდუნებამ სძლია და მკითხა
–რატომ სტირი?ან რატომ გამოიპარე კლუბიდა?
–ვითომ ვერ ხვდები?იმ არანორმალური დიტოს გამოა ასე...სანდრას ჯინაზე კოცნიდა იმ ალქაჯს...სპეციალურად რომ დაემცირებინა!ნამდვილი უტვინოა შენი ძმაკაცი რომ ვერ აფასებს სანდრას აკო,მაპატიე, საყვარელო ,ვიცი შენი საუკეთესო მეგობარია...არც ჩემთვისაა უცხო მაგრამ ნამდვილი იდიოტია.
თქმა ვერ მოვსაწარი რომ მარიამი გამეფრთხილებინა დიტოს აქ ყოფნის შესახებ.საშინელ უხერხულობას ვგრძნობ,დიტო ირონიულად უყურებს,მარიამს და უხეშ მზერას არ აცილებს...მარიამი არ დაბნეულა დიტოს დანახვაზე და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
–ოჰ!ვაჟბატონიც აქ ყოილა!კმაყოფილი ხარ სანდრას დამცირებით?მოგწონს ასეთ მდგომარეობაში რომაა და შენ გამო თვალებს ისიებს ტირილით?
დიტოს სახე უწითლდება მგონი მარტო მე ვამჩნევ რომ სიმშვიდის პიკზეა,მარიამს რომ შეეემჩნია ალბათ ხმას აღარ ამოიღებდა...
დიტომ ჯერ აკოს გახედა,თითქოს ნებართვალ იღებდა პასუხის დასაბრუნებლად,უცნაურია აკო და დიტო ალბათ დიდიხნის მეგობრები არიან,თვალებით...,უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს...აკომ თვალები მოჭუტა და თავი გვერდით გადახარა,ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუპო...(ალბათ ნება მისცა...მიდი ოღონდ ძაან მკაცრად არაო..)ოდნავ,თითქმის შეუმჩნევლად თავი დაუქნია და კედელს მიეყრდნო.დიტომაც საპასუხოდ თვალები დაუხუჭა და ჯერ მე მერე მარიამს მიაჩერდა...დაძაბულობისგან სუნთქვა მეკვრის,ფეხებში ძალა მერთმევა და სანამ დავეცე დივნის სახელურზე ვჯდები...
–მარი...ჯერ ერთი ტონს დაუწიე არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები...არავის დამცირებას არ ვაპირებ მითუმეტეს სანდრასი და რაც არ იცი ნუ ერევი იმ საქმეში კაი!
–ჰოოო?!შესანიშნავად ვიცი რაც ხდება...ნამდვილი სულელი ხარ სანდრას რომ ვერ ამჩნევ!ვინ ხარ საერთოდ რომ ასე აწამებ სანდრას?რაუფლება გაქვს ჰა?
(მარიამი თავს ვეღარ აკონტროლებს და ბოლო ხმაზე უყვირის...დიტოს შუბლზე ოდნავ მაგრამ ოფლის წვეთები მაინც ემჩნევა,ვიცი რომ თავს ძლივს იკავებ რომ მარიამ არ სწვდეს...ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
–მარი გთხოვ ტონს დაუწიე ,გაჩუმდე და არ ჩაერიო ჩვენს ურთიერთობაშაი...უფლებას არ მოგცემ გესმის!...არანაირი უფლება არ გაქვს ამის.
–დიახაც მაქვს უფლება...ეს შენ ხარ უუფლებო...ან საერთოდ აქ რას აკეთებს რატომ შემოუშვი,რატომ გაუღე კარი სანდრა?არ გეყო რაც გაგიკეთა?არ გეყო როგორც დაგამცირა?...ამის გამო არ გამოიქეცი იქიდან?თანაც ისე რომ არც გაგვაფრთხილე...მე და ვასილმა რამდენი გეძებეთ..ტელეფონი რატომ გათიშე რამდენი გირეკა ვასილ...
_ამის დედაც!ვინ ჩემი ***ა ვასილი რაუფლებით ურეკავს?ვის ვამცირებ გოგო სანდრას?! როგორ გაბედე და ნომერი მიეცი ვსასილს?რაუფლებით მიეცი ვინ გეკითხებოდა! ამის დედაც!
(გაცეცხლებულია,სავარძელს წიხლი ამოარტყა და გადაატრიალა,შიშისგან შევკრთი და ქვითინი აივარდა.ის კი დოინჯ შემორტყმული აქოშინებული ტრიალებს უაზროდ.)(მარიამიც დაიძაბა მიხვდა რომ დიტოს თავის შეკავებას ძლლივს ცდილობს,ჩურჩულით მაგრამ მაინც აგრძელებს)
–არანაირი უფლება არაგაქვს დიტო სანდრას ბედნიერება აუკრძალო..რატომ გაბრაზდი ასე.
უეცრად..მოულოდნელად დემეს ღრიალი გაისმა!
–მიყვარს!მიყვარს გესმიიის?მიყვარს....(ცალი ცელი თმებში აქვს შეცურებული და ნერვიულად,გამჭოლი მზერით მომჩერებია)მიყვარს მაგრამ...შენ მართალიხარ,ამას ძალიან გვიან მივხვდი...დამასწრო..ვასომ დამასწრო...
მარიამი თვალების ხამხამით ჯერ აკოს,მერე დიტოს და ბოლოს მზერა ჩემზე გადმოაქვს...გაოგნებული სავარძელში მოწყვეტით ეშვება და თავში ხელებს იწყობს.დიტო მანქანის გასაღებს წვდება და გასასვლელისკენ ეშვება,აკოც უკან მისდევს,თუმცა მეეჭვება გააზრებული ჰქონდეს რატომ ან რისთვის,საცოდავს ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა...უცნაურია რატომ?ის გაუკვირდა რომ დიტოს მე შევუყვარდი?!ან იქნებ დიტოს აღიარებამ გაოგნა...თვითონვე თქვა ასეთი რაღაცეები ჩემი სტილი არააო...ვასილზე იეჭვიანა დიტომ?!ვუყვარვარ ნამდვილად ვუყვარვარ...როგორ მინდა გავეკიდო გავაჩერო მაგრამ თითქოს გავქვავდი...ადგილიდან ვერ ვინძრევი საერთოდ...
მე და მარიამი ასე არასდროს არ ვყოფილვართ...ამდენხნიანი დუმილი უკვე აუტანელია პირს ვაღებ რომ ხმის ამოღება ვთხოვო,უცბათ მარიამის ისტერიული სიცილი მესმის ხითხითით მეუბნევა:
-უყვარხარ!უყვარხარ გესმის!
-ასე გგონია? გგონია დიტოს ნაირ ბიჭს მე შევუყვარდებოდი?
-გაჩუმდი ასეთი სისულელე აღარ გაიმეორო...შენ იმდენად კარგი ხარ რომ დიტოს უნდა უკვირდეს როგორ შეგიყვარდა...
-მარიამ არ ვიცი შენ რომ არა რა მეშველებოდა...
ჩემთან მოდის და იჩოქება მუხლებზე თავს მადებს და ოხრავს.
-ოხ,სანდრა...დიტოს უყვარხარ,მეტი სანერვიულო რაღაგაქვს?მოდი ჩემთან.
-სად წავიდნოდნენ?...ოღონდ ვასილთან არა...ოღონდ იქ არა.
ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ ვპოულობდი ოთახებში უაზროდ დავეხეტებოდი.
-სანდრა დაურეკე მიდი და დაილაპარაკეთ ჩვენ წავალთ...თქვენ მარტო დარჩენა გჭირდებათ და საუბარი.
-დავურეკოო?!რავუთხრა?
-უთხარი რომ მოვიდეს.
-რომ არ მოვიდეს?
-სანდრაააა!დარეკე(თვალის ბრიალით აწოდებს ტელეფონს,რომელზეც ნომერი უკვე აკრეფილია და ზუმერის ხმაც ისმის...გულს ყელთან ვგრძნობ და სისხლი მიდუღს...რამოდენიმე მცდელობის შემდეგ როგორც იქნა მიპასუხა.
-გისმენ!
-დიტო...ლაპარაკი მინდა...
-ვიცი!და ვილაპარაკებთ კიდეც ოღონდ ახლა არა...
-გთხოვ მოდი...
-სანდრა ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ჯობია არ მნახო.
-მინდა...შენთან მინდა...
ირინდება...ვგრძნობ,ვხვდები რომ ეღიმება,რამოდენიმე წუთის მერე არღვევს დუმილს.
-მეც...მაგრამ არა ახლა!



№1  offline წევრი wvima

ქეთიიიი კარგიააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent