შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 10


7-05-2015, 15:04
ავტორი qari
ნანახია 4 362

ბარში მივედით როგორც ყოველთვის ჩემთვის ფორთოხლის წვენი მოაქვს. მაგრამ თავისთვის რაღაც მუქ სითხეს ირჩევს, ყინულით.რაა ნეტა ეს?
ალბათ სახეზე მაწერია...ან,ჩემს აზრებს კითხულობს,არც გამიკვირდება ის ხომ, ჩემს თვალებსაც კითხულობს...
-ეს ორმაგი ვისკია.
წვენი სასულეში მცდება და ხველა მივარდება.
გამიგია ეს ძალიან ძლიერი სასმელია,რატომ სვამს?
-რამე გაწუხებს დიტო?
ის ფიქრებიდან ერკვევა ხელს წევს,ვიძაბები უნდა გადამხვიოს?!მაგრამ არა ჩემს, უკან საზურგეზე ათავსებს და, სევდიანად მიღიმის,რას ჭირს ასეთი არასდროს არ მინახავს.სამსახურშიაქვს პრობლემები?
-სამსახურში გაქვს პრობლემები?
ის ისევ მიღიმის.
-არა სამსახურში არა!
-აბა?
ის ხელს საზურგედან სწევს და, თითი თავთან მიაქვს იარაღის მსგავსად და საფეთქელთან იდებს.
-აი აქ!აქ მაქვს პრობლემა.
-გტკივა?
ის ისევ იღიმება და, ხელს ისევ საზურგეზე ათავსებს.
-არა!თუმცა კი ძალიან.
-გინდა წავიდეთ და აფთიაქში წამალი ვიყიდოთ.
-ჰმ!წამალი.
რამდენჯერმე იმეორებს "წამალი"თითქოს გემოს უსინჯავს ამ სიტყვას.
-მაგას რომ შეეძლოს გაყუჩება მთელ ფლაკონს დავლევდი.(თითქოს თავისთვის ლაპარაკობს.)
-ასე ძაან გტკივა?(შეწუხებული ვეუბნევი)
ის უკვე დაცლილ ვისკის ჭიქას მაგიდაწე დებს და,თბილი მზერით მიყურებს.ხელს სახეზე მადებს და საჩვენებელ თითს ლოყაზე ასრიალებს.მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის,თვალებს ვხუღავ რომ ჩემი თვალებიდან არაფერი არ ამოიკითხოს.
თითი ლოყიდან ტუჩზე გადადის,და დაუკითხავად ახლა ტუჩებზე დაასრიალებს,მე კი წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია.
არ ვიცი როდის მორჩა ჩემს ტანჯვას,რომ ვერკვევი და თვალებს ვახელ, უკვა თავისი ირონიული სიცილით მიყურებს.თვალები ჩაწითლებულიაქვს და თითქოს ალკოჰოლი მოერია.
-დიტო სახლში მინდა.(ძლივს ვლუღლუღებ)
-სახლში?სახლში გინდა?სახლში...
მისი რეაქცია უკვე მაშინებს,მგონი თავი მართლაც სტკივა და ტვინი აერია.მდივნიდან შეცბუნებული ვდგები და, ისე რომ დიტოს არც ველოდები კარებისკენ გავრბივარ.
როგორც იქნა ჰაერზე გამოვდივარ და გონებაც მეხსნება.ნასვამია!ნასვამია!რავქნა?(სახეზე ხელეფს ვიფარებ და თითქბით შუბლს ვიზელ.)
ჩემით წავალ,ხო არ დაველოდები მაგას.
აჩქარებული ნაბიჯებით მივდივარ რომ ხელიდან მითრევს და მისკენ მაბრუნებს.
-დიტო!
-ჰო!მე ვარ.სად მირბიხარ!
-ძალიან გთხოვ გამიშვი.
მისგან ხელის განთავისუფლებას ვცდილობ,მაგრამ ის ძლიერად მქაჩავს და მის სხეულს ვეკვრები.(ღმერთო როგორი გახურებული სხეულიაქვს,მისი სითბო მეც მედება და მეც ვხურდები,როგორ მინდა ახლა ვაკოცო...-რაა აკოცოო?!გაგიჟდი?.ჩემი ქვეცნობიერი გაბრაზებული მიდადღანებს და მეც მაშინვე ვწითლდები ჩემი ფიქრების გადამკიდე.)საშინლედ ვნებიანი თვალებით დამყურებს,ერთი გაფიქრება ისეცკი გავიფიქრე რომ მასაც ვუყვარვარ და მასაც როგორც მე კოცნა სურს.მაგრამ მისი მძიმე ოხვრა მესმის და ერთი ნაბიჯით მცილდება.
-წამოდი მანქანაში ჩაჯექი სახლში წაგიყვან!
-ასეთ მდგომარეობაში?შენ ხომ ნასვამი ხარ დიტო!
-ეგ შენ არ გეხება.თანაც აქვეა სახლიც და...
-საჭესთან ხშირად სვამ?(უკვე გაბრაზებული ვეუბნევი,ისკი ირონიით მიღიმის და გასაღებს თავის BMV-ს,უშვერს.მანქანაც პატრონის ნებას ემორჩილება და წრიპინებს.მერე მე მიბრუნდება და თვალებით და თავით მანიშნებს რომ ჩავჯდე.უკვე კარგათ გაღიზიანებული ვჯდები და ღვედს ვიკრავ.არ მინდა ნასვამზე ვეკამათო,მაგრამ როგორცკი გათენდება აუცილებლად დაველაპარაკები.და უკვე ერთი სული მაქვს როდის გათენდება!
............
როგორც იქნა სახლთან ვჩერდებით,ღვედს ვიხსნი და კარებს ვწვდები, რომ გავაღო მაგრამ,დიტოს ერთი თიითის მოძრაობა,რაღაც ღილაკს აჭერს ხელს და, კარები ტკაცუნით იკეტება.თვალები უნებურად მეხუჭება და მოსალოდნელ საფრთხეს ვაანალიზებ"ჯანდაბა"რა სჭირს?!
-დიტო რას აკეთებ?!
თავის ქნევით მპასუხობს.
-არაფერს.
-მაშინ კარები გააღე,ძალიან დავიღალე.გთხოოვ.(სასოწარკვეთილი ვეჩურჩულები და ნერვიულობისგან ყელი მიშრება)
-გარბიხარ?მე გამირბიხარ? ჰო!მე გამირბიხარ!
ღმერთო!თვალები ერთიანად ჩამუქებული აქვს...უფრო ვხვდები ვიდრე ვხედავ.ის ღვედს იხსნის და ჩემსკენ იწევა.შუბლს, შუბლზე მადებს და ცხვირის წვერით,ჩემს ცხვირს ეთამაშება.ღრმად ისუნთქავს ჰაერს და, ნასიამოვნები მზერით ბუტბუტებს!
-რა საყვარელი სურნელი გაქვს...
მისი ქმედებებით,გათიშული ვარ,ვერ ვხვდები რას აკეთებს,ან მე რაუნდა ვქნა.
ჩემს ტუჩებს უახლოვდება და ზედ ტუჩებთან ჩურჩულებს.
-წეღან...წეღან გინდოდა რომ მეკოცნა.თავი ძვლივს შევიკავე მაგრამ ახლა არ გამომდის...
უფრო იწევა ახლოს და სულ ოდნავ ვგრძნობ მის რბილ ტუჩებს ჩემს ტუჩებზე.არ ვიცი გამბედაობა,ძალა როგის მოვიკრიბე,ხელებს მის გახურებულ მკერდზე ვადებ და ძლიერი ბიძგით ოდნავ უკან ვხევ.
ის უბრალოდ მიყურებს,არც გაკვირვებული,არც გაოგნებული უბრალოდ მიყურებს.ძალიან მეშინია რადგან ვერ ვხვდები რას ფიქრობს.უცბათ თავის საზურგეს ეხეთქება და თავს მაღლა სწევს.მძიმედ სუნთქავს,თვალებს ხუჭავს თითქოს სიმშვიდეს იხმობსო.
მეც უკვე ამ ქცევით გათამამებული გაუბედავად ვჩურჩულებ.
-კარი გააღე დიტო!
მძიმედ ოხრავს მაგრამ არ ინძრევა.
-ვერ ვხვდები რას მიკეთებ!
რაა?!აქ თუ ვინმე გაურკვევლად რამეს აკეთებს ეს შენ ხარ!გაოგნებული ვბურდღუნებ გულში.
-მე არც არაფერს არ გიკეთებ...კარი გააღე(უკვე სასოწარკვეთილი ვჩურჩულებ)
-შენი შეშინება არ მინდოდა!(უკვე დამშვიდებული ლაპარაკობს მაგრამ პოზას ისევ არ ცვლის)
არ გინდოდა მაგრამ...
-არც შევშინებულვარ უბრალოდ სახლში მინ...
-არა ისეთი დამფრთხალი ხმა გაქვს,აშკარად შეშინებული ხარ.
უკვე მოთმინება მელევა და გათამამებული ვუბრუნდები.
-ჰო დამფრათხალი ვარ რადგან არ ვიცი რას აკეთებ.არ ვიცი ის საჩუქარი რაა.ან ეს ბარში წასვლები და ბოლოს ეს...(უკვე ძალა აღარმაქვს რომ გავაგრძელო.)
ის ჩემსკენ ტრიალდება და თვალებში მიყურებს,მერე ხელს ლოყაზე მკიდებს და ცერა თითით ცრემლს მწმენდს.
ღილაკს თითს ისევ აჭერს და ტკაცუნით კარები ისევ იღება.
ღრმად ისუნთქავს ისევ ჩემს ახლოს ჰაერს და ჩურჩულებს.
-წადი...
ახლა მე არ მინდა წასვლა თუ დავიწყე ბარემ ბოლომდე გავარკვიოთ.თვალებში დაჟინებული ვაჩერდები და მტკიცედ ვეუბნევი.
-რატომ!რატომ მექცევი ასე!
ტუჩებს პრუწავს თავს ოდნავ აქნევს და თითქოს თვითონაც აინტერესებდეს გაკვირვებული ფიქრდება.
-არც მე არ ვიცი!
ნერვიულად ვიცინი.
-დებილი გგონივარ?
-არა!...მაგრამ სულელი კი...
(გაკვირვებისგან თვალები მიფართოვდება და პირი ოდნავ მაგრამ მაინც მეღება.)პატარა სულელი.
-და რაში გამოიხატება ჩემი სისულელე?!(უკვე ნაწყენი ვბუტბუტებ)
-იმაში რომ აქ ხარ და წასვლას არ აპირებ.ვერ ხვდები აქ თუ კიდევ დარჩები, თავს ვეღარ შევიკავებ და მაგ ვნებიან დაბუშტულ ტუჩებს დაგიკოცნი.
ო ღმერთო!რავქნა?სურვილი მაქვს ახლავე მოვწყდე სკამიდან და სულ სირბილით, შეუსვენებლივ ავირბილო მესამე სართულზე.მაგრამ იმდენად შოკირებულივარ რომ ადგილიდან ვერცკი ვინძრევი.გაკვირვებული მივჩერებივარ და თვალებს ვახამხამებ.
-ასე ნუ მიყურებ.პასუხს ვერ გეტყვი რადგან მეთვითონაც არ ვიცი!
შენ არა მაგრამ მე უკვე ვიცი.არ ვუყვარვარ უბრალოდ.უბრალოდ ჩემთან...გართობა უნდა?ჩემი ფიქრებისგან ვცბები გაოგნებული თვალებით, დიტოს ვაკვირდები რომ კითხვას პასუხი გავცე.
-სანდრა.შეწყვიტე ასე ყურება!(აფორიაქებული ბუტბუტებს)არ მინდა გაწყენინო,მე კი თავის შეკავებას ძლივს ვცდილობ...(თვალებს ხუჭავს და ძლივს გასაგონად მეჩურჩულება)წადი გთხოვ...წადი და სხვა დროს ვილაპარაკოთ!
საშინლად გულ ნატკენი ვიღებ ჩანთას და გადავდივარ.
ცრემლებს გზადაგზა ვიწმენდ...სახლში შევდივარ და ჩემს ცხოვრებაში, პირველად მიხარია რომ სახლში არავინ არაა და არ მელოდება.კარებთან ვეშვები,გულმკერდს მუხლებზე ვუხუტებ და ქვითინი მივარდება.
ოთახში შევდივარ და სანამ დასაძინებლად დავწვებოდე ფანჯარას ვაღებ.ვაღებ და უნებლიედ მის მანქანისკენ მექცევა თვალი...ღმერთო ის ჯერ კიდევ აქაა არ წასულა...რავქნა?ჩავიდე?
არა ჩასვლა კი მინდა მაგრამ შიშს ვერ ვძლევ და სახლში ვრჩები.დილის 6საათამდე აქ იყო მერე კი წავიდა.
...............
თვალებს ძვლივს ვახელ,საათს ვუკვირდები და 5თია.
"ჯანდაბა"რამდენი ხანი მეძინა?სასწრაფოდ შხაპს ვიღებ,ვწესრიგდები და სამსახურში გავრბივარ..როგორცკი შევდივარ მარიამი და აკო მხვდებიან.
-სანდრაა!უკვე ცოცხალი აღარც მეგონე მე და აკო მოვდიოდით...
-რატომ?(გაოცებული მივჩერებივარ მათ შეშინებულ სახეებს.)
-რა რატომ გოგო ტელეფონს რატომ არ უპასუხე?
-ტელეფოონს?!(ჯიბიდან ვიღებ და ეკრანს დავყურებ მარიამის 30თი ზარი,უცხო ნომერია კიდევ20ზარით დაფიქსირებული და დიტოს50თი.
7სმსი.კი მაგრამ...ხმა საერთოდ არ გამიგია...არ ვიცი ალბათ შემთხვევით უხმო რეჟიმზე დამიყენებია)არცკი ვიცი რატომ მაგრამ ხმა გათიშული ჰქონია.(მარიამის და აკოს შემხედვარე თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ და საცოდავ გამომეტყველებას ვიღებ)მაპატიეთ რა...
მარიამი თვალებს აბრიალებს.
-ჯანდაბას შენ ცოცხალი ხარ.
-ჰო მარიამ ცოცხალი ვარ.(უხერხულად ვუღიმი)და მკვდარი რატომ გეგონეთ?ან ამდენს რატომ მირეკავდით?
-დიტომ დამირეკა და მთხოვა შეგხმიანებოდი,რადგან ეგონა რომ მას არ პასუხობდი,საწყალს ალბათ ჰგონია რომ ნაწყენი ხარ და...ისე რატომ ეგონა მასე?(მარიამ ისეთი გამომეტყველება ედება სახეზე თითქოს რაღაცას ხვდება თან ვერ ხვდება)
-ამაზე მერე ვილაპარაკოთ კაი.(ალბათ ცოტა უხეშადაც კი ვიცილებ მარიამს თავიდან მაგრამ ახლა ლაპარაკის არც ,თავიმაქვს არც ,განწყობილება და არც დრო.)
-კაი.ოღონდ მერე აუცილებლად.გასაგებია!(მკაცრად მაფრთხილებს მარიამი და, აკოსთან ერთად კარებიდან გადის.)
თავს საშინლად სუსტად ვგრძნობ,ჩემს სკამთან მივდივარ და მოწყვეტით ვეშვები.
უპასუხო ზარებს და ესემესებს ვხსნი.7ვე ესმსი მარიამისგანაა.
...............
ტელეფონი ბზუის და როგორც ყოველთვის ვხტები,არ მახსოვს ხმა(ვიბროზე როდის დავაყენე)როდის ავუწიე,ისე ამ ბოლოდრო ბევრი რამე არ მახსოვს და ძალიან დაბნეული დავდივარ...ფიქრებიდან ვერვკვევი და მახსენდება რომ ტელეფონზე სმსია მოსული.ვხსნი და ფიქრები მიდასტურდება დიტოა.
-სანდრა ვიცი რომ გაბრაზებული ხარ ჩემზე,მაგრამ მხოლოდ ის მომწერე რომ კარგათ ხარ,ან ცარიელი სმსი იმის დასტურად რო ახლა ამ სმს კიტხულობ კაი?
თვალებთან მომდგარ ცრემლებს ვყლაპავ და პასუხს ვუბრუნებ.
-კარგათ ვარ.უბრალოდ ხმას მქონდა დაწეული და არ მესმოდა.
წამებში პასუხი მიბრუნდება.
-მიხარია რომ კარგათ ხარ!
ხელებს ნერვიულად ვათამაშებ,მინდა შევხვდე და ყველაფერი ერთხელ დსა სამუდამოდ გავარკვიოთ.გამბედაობას ვიკრებ და პასუხს ვუგზავნი.
-შენთან შეხვედრა მინდა.საღამოს გეცლება?
პასუხი ისევ მალე მიბრუნდება.
-ვიცი.მეც!
-გეცლება თუ არა!(კატეგორიულ სმს ვწერ,ასე დიდი გული მაინც მაქვს.)
-სანდრა არ გეგონის გემალები,ან გავრბივარ მაგრამ კვირის ბოლომდე არ შემიძლია.
-მაშინ როცა მოახერხებ შენთვითონ გამაგებინე.
-არ მკითხავ რატომ არ შემიძლია?იქნებ გატყუებ?
-არა!თუ მატყუებ შენი პრობლემაა.
-კარგი....ისე სამსახურის გამო ვერ ვახერხებ მოსვლას!
-იქნებ დრო დაგეხმაროს და გაანალიზო...შენ ხომ პასუხი არ გაქვს.
-ირონია,ირონია,რა საჭიროა?
-ეს შენი ჟესტი უფროა ვიდრე, ჩემი.
-ჩემი?!მე და ირონია?ვფიქრობ ცდები.
-ძალიან მინდა, მაგრამ არა!
-რა გინდა?
-ძალიან ბევრი რამე მინდა.მინდა ჩემს კითხვებს პასუხი გაეცეს!
-სანდრა ნუ ფიქრობ!
-ნუ ვფიქრობ?!...უნდა წავიდე არ მცალია!
-კაი კარგათ იყავი.
-რომ მოიცლი შესახვედრად იმედია მომწერ!
-აუცილებლად!
...................
ეს დღეები საშინლად იწელება.მარიამს მოვუყევი დიტოს ამბავი და ძალიან გაბრაზდა,მასზე ძალიან აღრენილია ასე თქვა:_ სადაც გადავეყრები იქვე მოვკლავო!.ძალიან დიდი ხვეწნის მერე როგორც იქნა დავამშვიდე და, პირობა დავადებინე რომ ჩემსა და დიტოს ურთიერთობაში არ, ჩჩაერევა სანამ მე არ ვთხოვ.არ მინდა აკოსთანაც რამე წამოსცდეს,ისინი ხომ დიდიხნის მეგობრები არიან არ მინდა რამე უთანხმოება მოუვიდეთ და, ამის მიზეზი მე ვიყო.



№1  offline წევრი Winchester

კარგიააა ❤❤❤

მაგარიააა <3<3
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent