შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (8)


6-06-2015, 00:14
ავტორი MyLove
ნანახია 5 897

თავი მერვე
თავი ისე უეცრად და გაუაზრებლად ამოჰყო მის კალთაში რომ გაკვირვებისაგან თვალები დაქაჩა. გულაფრთხიალებული ისე აცეცებდა თვალებს, რომ ადვილი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, თუ რასაც განიცდიდა. გინდ ინიციატივა დაარქვით ამას ,ბერდიას მხრიდან, გინდ გამოხტომა მაგრამ მისმა მოქმედებამ ისე უარყოფითად იმოქმედა გოგონაზე რომ თვალებიც კი მიელულა შეშინებულს. არადა რა იყო იმაში საშიში, რომ მამაკაცი მასზე ზრუნავდა?!
გაკვირვებულმა კიდევ ერთხელ ახედა გაფართოებული თვალებით ბიჭს, რომელიც არხეინად წამოწოლილიყო საწოლზე და გოგონას ზედაც არ უყურებდა. მკაცრი და ცივი გამომეტყველება, ახლაც ეხატა ლამაზ ნაკვთებზე. სიტყვით ვერ შეეწინააღმდეგა ნაინა, წამოდგომა კი სცადა.
გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ და ვერ გაეგო რა ხდებოდა. სანამ გონზე მოვიდოდა ყველაფერს გააანალიზებდა, მანამდე ალბათ, გათენდებოდა კიდეც.
-რას აკეთებ? -ამოიბლუყუნა გაკვირვებულმა და მუცელზე შემოხვეულ მკლავებს დაეჯაჯგურა.
-ვიძინებთ! -მოკლედ მოუჭრა ბერდიამ. სიტყვის მრავლობითი ფორმა დიდად არ ესიამოვნა ნაინას ყურებს, მაგრამ ამაზე არაფერი თქვა.
-არ მეძინება მე! -პატარა ბავშვივით გაჭირვეულდა გოგონა.-ვაჟამ რომ გაიგოს,ძალიან გაბრაზდება!
-პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? -გულწრფელად გაიკვირვა სვანმა.-ანდა, ვაჟას უნდა დავეკითხო, როდესაც რამის გაკეთებას დავაპირებ?
-მაგას არავინ გთხოვს! -უხეშად მიუგდო ორიოდ სიტყვა გოგონამ.-შენი აზრით, ნორმალურია ის რასაც შენ აკეთებ?! ერთ წუთას მამწარებ, მერე კიდევ ლოგინში მიწვენ და მეხუტები! შენი სათამაშო დ ვნებების დამცხრობი არ ვარ, ბატონო ბერდია! ახლა კი გამატარეთ, თქვენის ნებართვით!-მცირეხნიანი მონოლოგის შემდეგ, ისევ წამოდგა ფეხზე და გასვლა დააპირა.
ამჯერად მტკივნეული მეთოდებით დააბრუნა ბიჭმა უკან. მარჯვენა ფეხის ბარძაყზე ძლიერად მოუჭირა ხელები და ფრთხილი ბიძგით აიძულა საწყის პოზიციას დაბრუნებოდა. ტკივილისაგან სახე უსიამოვნოდ დაემანჭა გოგონას და შეწინააღმდეგებაც ვეღარ სცადა. მომანჭული სახით მიუწვა გვერდით ხვიბლიანს და თვალები მილულა. ის ადგილი, სადაც ხელი მოჰკიდა ვაჟმა საშინლად ეწვოდა, ამ ყველაფერს კი ტკივილის თანმხლებ მოვლენად თვლიდა.
ცოტა ხნით ბიჭიც ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. მერე, ეტყობა, ნამუსმა შეაწუხა და ჩუმად გააპარა გოგონას ფეხისაკენ შემფასებლური მზერა. სხეულში სისხლი აუდუღდა და ვენებში ხუთჯერ სწრაფად იწყო დენა წითელმა სისხლმა. როგორც ცხოველს, ისე მოუნდა მის კანს შეხებოდა და თუნდაც უხეშად, მაგრამ მაინც მოჰფერებოდა.. ხელი გაბედულად წაიღო მისი მუცლისაკენ და ფრთხილად შეუცურა წელზე. ეს ნატკენი ფეხი გატოკების საშუალებას არ აძლევს, რომ წესიერად გადაბრუნდეს და დაინახოს ნაინა.
ბერიძეს დაღლილობა მოეძალა და წუთიც არ დასჭირვებია ჩასაძინებლად.
-ბავშვი... სულელი ბავშვი! -ჩაიქირქილა ხმადაბლა ბიჭმა და მანაც მალევე მილულა თვალები. მაგრამ ღმერთმა უწყის, როდის ჩაეძინა!
* * *
დილით ერთმანეთში გადახლართულებს არ გამოუღვიძიათ. ეს ფაქტი ასე თუ ისე, გამოადგა ნაინას, რადგან თავისუფლად შეძლებდა ადგომას, სახლის მილაგებასა და საჭმლის გაკეთებას.
ხვიბლიანის კიდევ ერთი, უცნაური გამოხტომა ამჯერად სიმთვრალეს მიაბრალა და საკუთარი თავი დასწყევლა, ასეთი სუსტი რომ იყო მამაკაცის წინაშე. ეს ხომ ბუნებრივიცაა.
ვერაფრით ხვდებოდა, რას შეეძლო ბერდიას ასეთი ქცევები გამოეწვია. საქმესაც კი ვერ დაუდო გული. მის თვალში, სრულიად მიზანშეუწონელი იყო ხვიბლიანის საქციელები. სხვა რომ არაფერი, ერთმანეთისთვის უცხონი არიან და ასე გაშინაურებაც არ შეიძლება! ყოველ მეორეს, რომელიც მკლავში ხელს ჩაავლებს, გვერდით ხომ არ მიუწება? ამიტომ სერიოზულად ფიქრობს თავდაცვითი ილეთების სწავლას და შემდგომში სვანს კარგადაც მიჟეჟავს, რამეს არასწორად თუ მოიმოქმედებს!
ამ მუქარა-მუქარით, მშვენივრად მიალაგა სახლი და საჭმელიც გაამზადა. მძიმე ოხვრა რომ მისწვდა მის ყურთასმენას, მაშინვე მიხვდა გუგა რომ იქნებოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მშვიდად განაგრძო საქმის კეთება.
-აუ, ინუშ, ძმობას გაფიცებ, ნაბეღლავი დამალევინე! -ცალი ხელი თავზე მიედო ბიჭს, ცალს კი მთვარეულივით აფოთიალებდა. ხორბლისფერი კანი ამჯერად სულ გაწითლებოდა, რასაც ერთვოდა შავი თვალების შეფერადებაც და საერთო ჯამში პომიდორივით წითელი გურამიშვილი იდგა გაბრაზებული ნაინას პირისპირ.
-ჰმ, გუშინ რომ უყლუწუნებდი ღვინოს მაშინ გეფიქრა თავის ტკივილსა და სანტრელ ბორჯომზე! -გაბრაზებით მიუგდო ორი სიტყვა და ზურგი აქცია.
-ვის ოჯახშიც, შენ შეხვალ.-ჩაიქირქილა ხმადაბლა ბერიძის მისამართით, რომ არ გაეგო,-ღმერთი არ გწამს? -აწუწუნდა ისევ და სახე საწყლად მომანჭა.-ცუდად ვარ!
-ჰა, ჰა, აიღე! -ჭიქაში ჩამოსხმული მინერალური წყალი გაუწოდა ბიჭს და ბოთლი მაცივარში დააბრუნა.
-ჯიგარი ხარ! -ოდნავ ჩაწმენდილი და სუფთა ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა.-მეტი აღარ არის?
-ერთი ბოთლიღა იყო. იმ არანორმალურსაც მოუნდება და სად ვუშოვო მერე?! -აქაქანდა ინა.
-მეორე გრეტა ხარ რა!
-რამ დაგალევინათ ამ სიცხეში ღვინო, რომელი რომეოები თქვენ ხართ?!-წააქეზა ბიჭი ნაინამ და ალმაცერად გახედა გაბუშტულს.
არა, შეყვარებული გუგა? ეს იგივეა, რაც კვერცხის მდებელი მამალი. თან უფრო რომ გაწითლდა?! ვინ უნდა იყოს ასეთი, ცერცეტი ტყუპისცალი რომ მოიყვანოს ჭკუაზე?
-გურამიშვილი,-ეჭვისთვალით შეხედა ერთ ადგილას აყუდებულს,-ვინმე გიყვარს?
-არა,-ისეთი არა დამაჯერებელი ტონით ამოიბლუყუნა, რომ ყველაზე დებილიც კი არ დაიჯერებდა ამას.
-გუგა! -გამკიცხავი ტონი მიიღო ბერიძემ და ბიჭი თავის პირისპირ დასვა მაგიდასთან.-მოყევი!
-რატომ მოვყვე, რომ დამცინო?!-ნამდვილი პატარა ბავშვივით აბლუყუნდა დაბნეული. ყველანაირად ცდილობდა არაფერი ეთქვა.
-ვინ დაგცინებს, ნუ გადამრიე! 16 წლის გოგო ხომ არ შეგიყვარდა, კაცო?!
-ჩვიდმეტისაა, -იმედ მიცემული გაეკრიჭა მეგობარს, იმ იმედით რომ აღარ დასცინებდა.
-ოჰ, დიდი სხვაობა ყოფილა! -თავი ირონიულად გააკანტურა.-მოყვები თუ როგორ ამოგგლიჯო სიტყვები?
-სოფო ჰქვია, -ისეთი თბილი ტონით ჩაილაპარაკა გუგამ, რომ ოთახში ტემპერატურამ საგრძნობლად აიწია. -ერთხელ სკოლასთან ჩავიარე, აგვიანდებოდა და...დამეჯახა. ისეთი დაბნეული იყო! რომ მივესალმე და გავუღიმე, სულ მთლად წამოწითლდა სახეზე.. დაბნეულობისგან, სახელიც კი წამოსცდა. რაზეც მერე საკუთარ თავს გაუბრაზდა. ინტერნეტში მოვძებნე და მთელი ღამე გადავათენებინე, სანამ ნომერი არ მომცა! ადვილად მოსათაფლი არ აღმოჩნდა. ოთხი თვის მერე გამომიცხადა, რომ მამამისმა უკვე შეურჩია შეყვარებული და მე თავი უნდა დამენებებინა?!
-არ მითხრა, რომ მის ნებას უნდა დაჰყვე!-შეიცხადა ნაინამ და ფეხზე წამოდგა.
-მთხოვა და... -ამოიბუზღუნა გულდაწყვეტილმა.
-კარგი ბიჭი ხარ, მის თხოვნას რომ ასრულებ, მაგრამ ასე შენც გაუბედურდები და ისიც.
-მოვახერხებ რამეს,-იმედისმომცემლად ჩაიღიმა და ოთახი დატოვა.
თავი ერთხელ გააკანტურა გოგონამ, ამხელა კაცი რამ გადარიაო და ამჯერად ოთახში კოჭლობით შემობრძანებულ ბერდიას გადახედა, დაბღვერილი რომ იყურებოდა.
რა გულმავიწყია ეს კაცი, გუშინ რა გააკეთა ისიც კი აღარ ახსოვს და გასაკვირია, საკუთარი სახელი რომ იცის.
ტუჩები მობეზრებულმა დაპრუწა და საჭმლისათვის ჭურჭელი გამოალაგა. ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო და არ უნდოდა არც ერთთან საუბარი.
-დღეს თბილისში ვბრუნდებით, -ჩაილაპარაკა გადაწყვეტით ნაინამ და მარტო დატოვა კაცები.
მისდა გასაკვირად, არც ერთი არ გამოპასუხებია. ეს კარგიც იყო, ნერვების შლა აღარ მოუწევდა ზედმეტად. რაც დასალაგებელი იყო, სწრაფად მიალაგა და როცა ბერდიამ და გუგამ ჭამა მოამთავრეს, სამზარეულოსაც შეავლო ხელი.
-ტაქსს დაურეკეთ! -თქვა უცვლელი ტონით.
-შენს ბრძანებებს უნდა დავემორჩილოთ ამხელა კაცები?! -გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა ხვიბლიანმა და თვალებმოჭუტულმა შეხედა ერთ ადგილას მდგომს.
-მომისმინე, სვანო. -მთელი დღის ბრაზი სახეზე მოაწვა ბერიძეს და გამწარებული დაესვეტა წინ მამაკაცს, რომელიც ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს შეჭმას უპირებსო.-რამე უკეთესი იდეა თუ გაქვს თქვი! თბილისში შენი ძმაკაცის საყვარელი ქალის შვილი მყავს დატოვებული, ფაქტიურად შენი და ჩემი ძმის შვილი. თქვენ აქ ღვინოს და სასმელს გადაყევით და ბავშვი იქ ტირილით მოკვდეს?! არავინ არაფერს არ ბრძანებს, ვაჟბატონო, ამიტომ როგორც გინდა, ისე მოიქეცი!
-მომისმინე, ლაწირაკო,-ამჯერად სვანმა დაიწყო გამწარებით საუბარი და საჩვენებელი თითით ცხვირზე შეეხო გაწიწმატებულ ქალს,-ზედმეტი მოგდის! პატივი მეცი და ასაკი მაინც გაითვალისწინე! წესიერად გვესაუბრე და წესიერად გიპასუხებთ!
-კარგით, ნუ ჩხუბობთ, -საცოდავი სახით ძლივს ჩააკვეხა სიტყვა მათ დიალოგში გუგამ, თუმცა ეჭვი მაქვს, ვინმე უსმენდეს.
-მე ვარ ლაწირაკი?! -გაკვირვებულმა ხელი გულზე მიიდო,-შე ბებრუხანავ! ვის ასაკზე საუბრობ?!
-შე ხვლიკო! -სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა გამწარებულმა წამოიყვირა და ახარხარებული გუგასკენ გაცხარებულმა გააპარა თვალი.
სიცილისგან ერთიანად წამოწითლებულიყო გურამიშვილი და მუცელზე ხელს იჭერდა. რომ არა ასეთი სიტუაცია, ბერდიაც გაიცინებდა, ნაინას კი აეტეხა უკვე ჩუმი ფხუკუნი.
მკაცრი სახით დატოვა სახლი და ტაქსს გარეთ დაელოდა, თან გასვლის წინ ორივეს მიაყვირა „ორი სულელიო“. მისი გასვლა და ნაინას ხმამაღლა ახარხარება ერთი იყო.
***
ერთ კვირაში ვაჟა და ლილეც დაბრუნდნენ უკან და ოჯახს სასიხარულო ამბავი გამოუცხადეს.
თურმე, ჩუმად ჯვარი დაუწერიათ ბათუმში. ამან გრეტას აქოთქოთება გამოიწვია, თუმცა მაინც ძალიან გაუხარდა. თბილად ჩაიკრა რძალი გულში და დიდხანს ეფერა. მურთაზსაც ძალიან გაუხარდა. სიცილ-კისკისით დიდხანს ეხუტა და კოცნა ლილე ნაინამაც, ხოლო ხვიბლიანი მხოლოდ ერთი სიტყვითა და მოკრძალებული ღიმილით შემოიფარგლა.
-ახლა ბერდია სად დაიძინებს?! -გაკვირვებით შეკრა წარბები ბერიძემ, იმის გააზრების შემდეგ, რომ თავისუფალი საძინებელი სახლში აღარ იყო.
-მგონი, დროებით შენთან მოუწევს გადმობარგება...-წარბაწევით აღნიშნა ვაჟამ.
„შარში ვარ“ გაიფიქრა ნაინამ და თავი სავარძლის უკან გადააგდო.
უკვე ნატრობდა, როდის მოურჩებოდა ფეხი დაუპატიჟებელ სტუმარს და დაბრუნდებოდა სვანეთში!



№1  offline წევრი Niacule

ვაიმეეე :დდდდდდ მაგარი იყო ძააან ❤❤ აწი მოუწეევთ ჰორმონების დამორჩილება ნაინას და ხვიბლიანს:დდდ

 


№2  offline წევრი S.likuna

kaii ikooo :D

 


№3  offline წევრი Ignifex

ოპაა :D ნაინა გამაგრდი და მოემზადე მოულოდნელი სიყვარულისთვის:D

 


№4  offline წევრი killer

როგორ მიყვარს ეს ისტორიაა love

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეეეე რამდენი ვიცინე მაგარია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent