შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძლიერი ქალი (სრულად)


6-06-2015, 20:22
ავტორი Firefly
ნანახია 25 192

შენ შეიძლება ვერ ხვდები,ან თუნდაც არ გსურს გაიგო ბუნების ცვალებადობა,მზეში აჭრილი ცხელი ორთქლი ციდან ჩანჩქერივით ეშვება და მიწას ხმაურით ედება,გაზაფხულია და ალუბლის ხეების ძირში დავიდე ბინა,საოცარი სურნელი ასდის წვიმის წვეთებით გაჟღენთილ მიწას, რომელსაც აყვავებული ალუბლის კვირტების სასიამოვნო სურნელს ერწყმის და საბოლოო ჯამში საოცარი სურნელის აფრქვევს მთელს ხეივანს.მე კი ხის ძირას მჯდომი განაბული ვუცქერ ამ პატარა ედემს და ხარბად ვისუნთქავ ამ საამო სურნელს...ვფიქრობ და ვხვდები ვინავარ მე?_არარაობა!გაიძახის ჩემი მეორე მედა მიბიძგებს გავკეთო ის რაც თან მინდა თან არა.ვფიქრობ და მენატრება უცოდველი,უდარდელი ბავშვობა...ოჯახის კალთას ამოფარება უცხოს ნახვისას,რიდი და ლოყების შეფარკვლა მოწონებისას...ვფიქრობ და მახსენდება ჩემიში ჩასახული არსება,ნაწილი იმ ტანჯული მოგონებისა გასაქანს რომ არასდიდებით მაძლევს.ვფიქრობ და ვერ ვიძულებ იმ ადამინს ჩემი ცხოვრება რომ დაანგრია,გამანადგურა და წამართვა უმანკოება ძალით დაეუფლა ჩემს სხეულს მან ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა და წავიდა...არა უფრო გაიქცა,მასზე არაფერი ვიცი მე კი მისგან ბავშვს ველოდები.ვერ შევიძულებ მიუხედავად იმისა რაც დამმართა რადგან მაჩუქა პაწაწინა უცოდველი არსება.მე არცერთხელ მიფიქრია რომ ეს არსება რომ რომელიც ჩემში ვითარდება მომეცილებინა,ეს შეუძლებელია როგორც გავიგე რომ პატარა მეყოლრბოდა იმ წამსვე მოიცვა ჩემი მთელი არსება ამ ერთი ციდა ბავშვმა და განვითარება დაიწყო დედის ინსტიქტებმა.გადიოდა დრო მე კი ოჯახს ვერაფერს ვეუბნებოდი,იზრდებოდა ჩემი სიყვარული ბავშვისადმი,იზრდებოდა პასუხისმგებლობაც,დარდიც და ნერვიულობაც.ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი,რომლის ილუზია თურმე მხოლოდ მირაჟი ყოფილა მაშინ გაქრა როცა გავბედე და ვთქვი რომ ბავშვს ველოდებოდი,სწორედ მაშინ მოიხსნეს ჩემმა ოჯახის წევრებმა ნიღბები და ბედნიერი ოჯახის სპეკტაკლიც კულმინაციას მიუახლოვდა და დასრულდა.ჩემი შვილით სრულიად დაუცველი ავღმოჩნდი კარს მიღმა.მეც ავდექი და ნათლიას მივაკითხე,მხოლოდ მისი იმედი მქონდა,მხოლოდ მან შემიბრალა მეც და ჩემი შვილი მან მიხსნა, მისი ბინის გასაღები მომცა და მეც წავედი თბილისში,ვიცოდი ჩემი იჯახის წევრების ნახვა აქ მომიწევდა ამიტომ ნათლიამ მისი ბინა მათხოვა თბილისში.ყველა გზა მოჭრილი მქონდა ავდექი და წამოვედი....თუმცა რა ხეირი? ტანჯვად ქცეული მოგონება ფეხდაფეხ მომსდევდა და გულში არსებულ იარას მარილივით ეყრებოდა.სრულიად მარტო ავღმოჩნდით მე და ჩემი პატარა ამხელა სამყაროში მიუსაფარნი და დაუცველნი.მე 20წლის ემა გასვიანი,ციდან მიწყვეტილი ვარსკვლავივით მოვწყდი ოჯახს და მივდივარ იქ....იქ სადაც მარტოობა,შიში და უნდობლობა მელის და წინასწარ ვაფრთხილებ ჩემს თავს ძლიერი იყავი ემა და ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს- მეთქიდა სამწუხაროდ საკუთარი თავის გამხნევებაც კი არ გამომდის,მაგრამ ჩემში არსებული პატარა იმედის სხივი ჩემი შვილი რომ ჰქვია ის მაძლევს ძალასა და ბრძოლის სტიმულს.უკვე მეხუთე თვეში ვარ,მუცელიც ოდნავ გამეზარდა და სარკესთან ბედნიერი ვტრიალებ,მუცელზე ხელს ვისვამ პატარას ვეფერები.სხეულზე ღია ცისფერი სარაფანი გდავიცვი,ჟაკეტიც მოვიხურე თეთრი ჩადრი კისერზე გადავიგდე და სახლი დავტოვე.ერთი კვირა გავიდა და თითქოს შევეჩვიე აქაურ ცხოვრებას,ჩაფიქრებული მოვუყვები გზას და გაბედულად ვაბიჯებ ეკლესიის ეზოში.სულმა თითქოს შვება ჰპოვა აქამდე ასე რომ ბობოქრობდა,გონება სამყაროს გამოეთიშა და მხოლოდ მე უფალი და ჩემი პატარა დავრჩით,წირვაც დასრულდა ხალხი გაიფანტა,ეკლესიის ბაღში დავჯექი და ჩემს ცხოვრებას გადავხედე,სტუდენტობის სტატუსი შემიჩერდა სწავლა ყველაზე მეტად მინდოდა...და ეს პერსპექტივაც გაქრა უკვე მეორე კურსზე ვიყავი როცა ეს ამბავი შემემთხვა და მაშინ გამოვემშვიდობებე ამ ყოველივეს,კონსერვატორიაშიც ვსწავლობდი ზაფხულში ბანაკში მივდიოდი სადაც მუსიკალურ ცოდნას გავიღრმავებდი ამ ოცნებაზეც ჩავიქნიე ხელი....დღეს კი ერთდერთი ოცნება მაქვს ვიყო კარგი დედა,რომელიც არაფერს მოაკლებს შვილს და სწორ გზაზე დააყენებს და მერე კი ჭაღარაშერეულმა ვიამაყო ჩემი შვილით.ფიქრებში გართული მუცელზე დავაცოცებდი ხელს,გონს ანგელოზივით ტკბილმა ხმამ.
—როგორ ხარ შვილო?_მითხრა შავ ანაფორაში გამოწყობილმა მღვდელმა,სახეზე უმანკოება და სიემინდე ეტყობოდა მის ცისფერ აწყლიანებულ თვალებს,ხოლო ოდნავ ჭაღარაშერეული წვერი სისპეტაკეს მატებდა.გულში უამრავი სითბო ჩამეღვარა..და პირველად მოვყევი ის ამბავი და საერთოდ ყველაფერი და ბოლო თვეებში დაგროვილმა ცრემლებმაც არ დააყოვნეს და თარეში დაიწყეს სახეზე._ამ სანდომიანმა ადამიანმა გამამხნევა,ჩამეხუტა და მაგრძნობინა მამობრივი სითბო,გული გამითბო.ჩემი პატარა დალოცა და მითხრა სულ მევლო უფლის სახლში.
ემოციებით დატვირთული მივყვებოდი ქუჩებს,ჩემს კოროუსსთან დიდ სუპერმარკეტში შესვლისას თვალი მოვკარი განცხადებას სამსახურის თაობაზე.მეც გავესაუბრე უფროსს,მოხდა საოცრება და მიმიღეს.აღფრთოვანებულმა დავტოვე მაღაზია და ღიღინით დავუყევი წვიმისაგან დაცვარულ ტროტუარს,როგორ მიყვარს წუჩებში წვიმისას უმისამართოდ ხეტიელი,სამყაროს ვწყდები და არაფერზე ვფიქრობ უბრალოდ დავდივარ დაპოგრამებულივით.მაგრამ ახლა ჩემში დედის ინსტიქტები ბობოქრობს,ნაბიჯებს ვუმატე,ჩემსს კორპუსსაც მივუახლოვდი,ეზოში მთელი სისწრაფით შემოვარდა მანქანა და ერთი გოგონა გადმოვიდა მანქანა კი ადგილს მოწყდა.გოგონა შეტორტმანდა და მე მომაჩერდა,სულ ერთიანად გალპული ვიყავი შავი კულულებიდან წვიმის წვეთები წურწურით ეშვბოდა.
—გოგონა კარგად ხართ?მითხრა უცნობმა.
—კი..კარგად ვარ.
—მე ემილი ვარ
—მე ემა სასიამოვნოა შენი გაცნობა.
—ჩემთვისაც.იქნებ ჩაი დაგველია??
—სიამვონებით.
—კარგი ჩემთან შევიდეთ
— მე ჯერ გამოვიცვლი იქნებ ჩემთან დავლიოთ?
—არაა გამოიცვალე და ჩემთან მოდი 11 ბინაა.
—კარგი მოვალ.სახლში ერთიანად გათოშილი შევედი ცხელმა შხაპმა გამათბო.სპორტულები ჩავიცვი და ემილისთან წავედი.—შემოდი ემა თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში._ემილი ძალიან სანდომიანი და კეთილი გოგონა აღმოჩნდა,ბევრ საკითხში დაემთხვა კიდეც ჩვენი მოსაზრებები.მერე მუცელზე მისვამდა ხელს რაღაც კავშირს ვგრძნობო შენთანო,რაღაც უხილავი ძაფებით ვარ შენთანო დაკავშირებულიო მითხრა ცოტა კი გიკვირდა.თურმე ფსიქოლოგი ყოფილა 2 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწებს.აღფრთოვანება გოიწვია ჩემში ამ გოგომ,მერე ჩემი ისტორიაც დაუფარავად დეტალებში ვუამბე და ერთად ვტიროდით.არ ვიცი,რატომ მაგრამ ვენდე მას,მისმა სანდომიანმა კეთილმა თვალებმა მისდამი ნდობა მომაპოვებინა.უკვე ორი კვირა გავიდა რაც ვიცნობ ამ გოგოს და უკვე დებივით ვცხოვრობთ,ერთი განახათ როგორ გვიფრთხილდება მე და ჩემს პაწაწინას.მუცელი საგრძნობლად გამზარდა,ექიმთან ყოველ ვიზიტზე დამყვებოდა.სიურპრიზად მინდოდა დარჩენილიყო სქესი,ექიმი კი ყოველ ვიზიტზე მეკითხებოდა გაბრწყინებული თვალებით "ნამდვილად არ გდურთ სქესის გაგება?" მე კი ჯიუტად იმავეს ვიმეორებდი.
ხნდახან უჩუმრად მიტევდა სევდა,ბურუსივით მოეგებოდა ხოლმე თვალებს ტკივილი.ოჯახის მონატრება,ვცდილობდი მათი საქციელისათვის გამართლება მეპოვა მაგრამ არ გომომდიოდა და ეს მტანჯავდა.როგორ მენატრებოდნენ,როგორ მაკლდა მათი სითბო.მე მათ ვაპატიე ასე უოწყალო საქციელი,ვაპატიე ისიც რომ გულიდან ამომიგლიჯეს და ქუჩაში გამაგდეს,იჯახიდან მომკვეთეს.ვაპატიე!როგორ შემეძლო არ მეპატიებინა??მე მათ ამღზარდეს მაჩუქეს სითბო,ტკბილი მოგონებები რომებიც ჩემს გულში ღრმად არის ჩაწერილი.მერე კი უბრალოდ გრიგალი ამოვარდა,ცუნამმა წალეკა ჩემი ცხოვრება და მე უცხო კუნძულზე გამომრიყა ობლად.თუ შემეძლება ჩემს ცხოვრებიდან რომელიმე დეტალი წავშალო,მე დაუფიქრებლად ვიტყვი უარს,სანანებელი არაფერი მაქვს არც იმ ტანჯული ღამის რეპეტიციიდან რომ ვბრუნედებოდი და მთვრალი კაცი ამეკიდა....ფიქრები კარზე გაბმულმა ზარმა გამომარკვია,გაჭირვებით წამოვდექი სავარძლიდან.
—ვაეეე როგორ ხარ?კარი რომ არ გააღე მეგონა რამე დაგემართა აქვითინებულმა გულზე მიმკრა ემილიმ.
—კარგი რააა სანარვიულო არაფერია ხომ იცი მიჭირს სწრაფად სიარული ამ პატარას გამო.
—ჰო კარგი ცრემლები მოიწმინდა ემილიმ.გამოდი ჩემთან ჩემს მშობლებს გაგაცნობ მათც ერთი სული აქვთ როდის გნახავენ.მერე ჩემი ძმაც მოვა.
—კარგი მოვწესრიგდები და მოვალ.
გრძელი ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი,თმა გავიშალე და კულულები მხრებზე გადავიყარე და წავედი ემილისთან.
კარგი ხალხი აღმოჩნდა ემილის მშობლები,დედამისი მუცელზე ნაზად ისვამდა ხელებს მამა ბატონი რევაზი კი თბილი მზერით მაჯილდოვებდა ტკბილ მაასლაათში დრო საოცრად სწრაფად გაიპარა,კარზე ზარი იყო ემილი სიხარულით ადგა ჩემი ძამიკო იქნებაო თქვა და სიხარულით მივიდა კარებთან.კარში მაღალი ზორბა კაცმა შემოაბიჯა სახეზე თბილი ღიმილი დასთმაშებდა.აბა მე მკითხეთ??გულმა ლამის გაგლიჯა გულის პერანგი,სისხლი ამიდუღდა,ძალა გამომეცალა და გონებაში ის ბნელი ღამე ამომიტივტივდა.მინდოდა გავქცეულიყავი,უმისართოდ შორს უკან მოუხედავად გაწრალიყავი.—ემააა გაიცანი ჩემი ძმა ნიკა.მითხრა ემილიმ და სიცოცხლე იმ წამს დავამთავრე.ნიკას სახეზე ფერები გადაუვიდა დროგამოშვებით მაკბიდებოდა ხან სახეზე ხანაც მუცელზე.კანკალმა ამიტანა,დაძაბული ვხლართავდი თითებს ერთმანეთში და აქედან წასვლის გეგმებს ვაწყობდი.როცა ემილი სამზარეულოში მარტო დავიგულე მასთან მივედი.
—ემი მე წავალ რაა
—რატომ ემაა?ცუდად ხომ არ ხარ?
—არა არა ფეხები მტკივა ცოტა დავიღალე და წავალ კაი?
—კარგი რო რამე დამირეკე,საღამოს გამოვალ.
—კარგი.
დავემშვიდობე ემილის მშობლებს და ჩემი სახლის ზღურბლს როგორც გავცდი ცრემლებამც იფეთქეს,როგორ მეშინოდა ამ მომენტის და ეს დროც დადგა.გულში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა,მწვავდა მწარე რეალობა და მაშინებდა მომავალი.ბოლო დღეები სახლიდან ფეხს არ ვადგამდი,მიჭრდა...მიჭირდა ემილის მოტყუება,როგორ მეთქვა ის მამაკაცი რომელზეც მბობდი რომ ვნახო ჩემი ხელით დავახრჩობო შენი ძმაამეთქი?როგორ მეთქვა რომ ის იყო ჩემი შვილის მამა?ვფიქრობ და მჭირდება ვინმე ვინც გამიგებს და სწორ გზას მიჩვენებს.მამა გაბრიელი გახსენდა და მასთან წავედი.მისმა მშვიდმა საუბარმა რჩევეა ძალა მომცა დაგვლოცა და შინ დავბრუნდი.ვფიქრობდი როგორ მეთქვა ემილისთვის ყველაფერი,მეშინოდა მისი რეაქციის.ფიქრში დიდი დრო გავიდა,ავდექი წყლის დასალევად მერე ნაყინი და შკოლადი მომინდა სახლში არ მქონდა,ოთახში ბოლთას ვცემდი ხოდა ავდექი მოვიცვი მანტო ქუდი დავიხურე და მაღაზიაში ჩავედი.სიო ქროდა,ტროტუარი მოყინული იყო და მეც მაქსიმალურად ვცდილობდი არ მოვსრიალებულიყავი,თუმცა ამოდ ვიღაცის ძლიერი მკლავები რომ არა მიწას ჩავეხუტებოდი ამხელა მუცლით.
—შუაღამეს გარეთ რა გინდა?მითუმეთეს ცივა და გზა მოყინულია.მითხრა უცხომ.მე თავი მაღლა ავწიე ლამპიონების შუქზე გავარჩიე ნიკას სახე,გულმა ბაგაბუგი დაიწყო,შევშინდი და ხმას ვერ ვიღებდი.
—ემა გარეთ რატომ გამოხვედი?
—მე... ნაყინი და შოკოლადი მომინდა დაა...ჩავიჩურჩულე მორცხვად.
—ამ ყინვაში ნაყინიი??
—ოოო მინდა და რავქნა გაბრაზებულმა მოვბუსე ტუჩები.ნიკამ ერთი გადაიხარხარა,ვაიმე როგორ უხდება ამ ხეპრეს ღიმილი გავიფიქრე გულში,მერე მეორე მემ გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი და მეც მოვრჩი ნიკაზე ფიქრებს.
—კარგი ასე თუ უნდა ჩემს შვილს წავიდეთ და ვუყიდოთ თქვა ნიკამ კაშნე მოიხსნა და მე გამიკეთა მზრუნველი მეუღლსი როლი მოირგო ჩავიქირქილე გულში,მერე ხელი გადამხვია და მე საბოლოოდ გაოგნა მისმა საქცილმა!"ამან თავი რაღაცს მიარტყა" გავიფიქრე და მისი ხელის მოშორება გადავწყვიტე მაგრამ ამაოდ.—ნიკა გამიშვი რაა ამოვიბუზღუნე მე.მაგრამ თითქოს დაყრუვდაო და ისევ თავისას აგრძელებდა.მე კი წარმოუდგენლად მსიამოვნება მასთან სიახლოვე.სახლშიც შემომყვა სალაპარაკო გვაქვსო.მე სამზარეულოში შევედი და დავიწყე ნაყინის ჭამა.მერე მუცელზე ნიკას ხელები ვიგრძენიდა გამაკანკალა.
—ნიკა რასაკეთებ?
—ჩემს შვილს ვეფერები რა არ შეიძლება?
—არა!არ შეიძლება როცა დაიბადება მერე მოეფერე და ეალერსე ახლა თავი შეიკავე.
—მე ახლა მინდა.
—აუუუუ ჩავიბუზღუნე და ნაყინითურთ გავედი სასტუმრო ოთახში.ნიკა ისევ გვერდით მომიჯნდა და ჩემს მუცელზე დაათარეშებდა ხელებს,ვერც კი ძარმოიდგენთ როგორ მსიამოვნებდა მისი შეხება სულ მასთან მინდოდა.მგონი გააფრინე ემა გონს მოეგე!მკარნახობდა მეორე მე.
—მე უნდა წავიდე და ნაყინი არღარ ჭამო თორემ გაცივდები.მუცელზე მაკოცა მერე ლოყაზე და წავიდა.ფიქრები აერია "რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა?"ვფიქრობდი და დაღლილს ჩამეძინა.დილით საშინლად ვიყავი ყელი მტკიოდა და მაკანკალებდა ფეხზე ვერ ვდგებოდი.გავცივდი!ესღამაკლდა სრული ბედნიერებისათვის.ძალაგამოცლილს ისევ ჩთვლიმა და ძლერმა ბრახუნმა გამომაღვიძა,დიდი გაჭირვებით წამოვდექი საწოლიდან და კარები გავაღე —ნიკა??აქ რასაკეთებ?
—გოგო გისკდა გული ტელეფონს რატომ არ იღებდი?კარგად ხარ?რა სახე გაქვს?
—არაფერი არ მჭირს ვუთხარი და შემოვუშვი._ახლოს მოვიდა შუბლზე გახურებული ტუჩები მომაწება.—სიცხე გაქვს ემა.ხო გითხარი არა ნაყინი არ ჭამოქო??ჩაიცვი და ექმთან წავიდეთ._ექიმმა გამსინჯა ნიკა გვერდით მედგა.
—თქვენს მეუღლეს ჰაერის გამოცვლა სჭირდება კარგი იქნება სადმე მთაში თუ წაიყვანთ.
—დიახ რათქმაუნდა დღესვე წავლთ თბილი მზერით შემხედა ნიკამ._ამან გაუბერაა?რა მეუღლე რის მეუღლე?ავნერვულდი და გონება დავძაბე რომ როგორმე პასუხი გამეცა ამ კითხვებზე მაგრამ შენც არ მომოკვდე,ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედი.

***
საღამოს უკვე მესტიაში ვიყავით ნიკას ბაბუის სახლში.ემილის გაუფრთხილებლად წამიყვანა ნიკამ მეთვითონ ვეტყვიო თავის დროზე.დრო გადიოდა ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ,პატარა ბავშვივით მივლიდა.საოცრად დათბა ჩემს მიმართ.მეც სრულ გაურკვევლობაში ვიყავი,მიჭირდა აღიარება- შემიყვარდა! ვცდილობდი მას რამე არ შეემჩნია.საცრად გავაგარეთ დრო ერთად,თითქოს ერთი მთლიანობა,ოჯახი ვიყავით.სიხარულით სარულებდა ჩემს კაპრიზებს.არ ვიცი როგორ მაგრამ თავდავიწყებით შემიყვარდა,უიმედოდ ჩვენ მხოლოდ საერთო შვილი გვყავდა სხვა არაფერი.არდადაგებიც დასრულდა.თბილისში დავბრუნდით,ნიკამ ხელი დამავლო და ემილისთან მიმიყვანა.და მოუყვა ყველაფერი.ენით ვერ ავღწერ როგორ ეჩხუბა ემილი,სილაც გააწნა ძმას,ნიკა კი დუმდა იცოდა დამნაშავე რომ იყო და ლაჩარივით მოიქცა.როცა კუთხეში ატუზული ემა ნახა მივიდა დაუჩოქა და ბოდიში მოუხადა.მაგრამ ემამ მას ძალიან ადრე აპატია.გავდიოდა დრო ნიკა კი ვერ შორდებოდა ემას სულ მითან იყო.ამ ორს სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი თუმცა არცეთი აღიარებდა.
—ემა შენთან სალაპარაკო მაქვს.
—რამე მოხდა?
—ხო...არა..ისა..მოხდა რააა ძლივს შეაკოწიწა სიტყვები.ახლა მისმინე და არ გამაწყვეტინო.პირველ რიგში მაპატიე იმ ღამისთვის და მინდა დავივიწყოთ წარსული.მინდა სულ სხვა ნიკა გაიცნო.რომანტიკოსი არ ვარ და უბრაოდ გლეხურად გეტყვი რომ მიყვარხარ სიგიჟემდე,სულ შენთან მინდა,მინდა ყოველი დილა შენი ალერსით დავიწყო და ცოლად გამომყვები?
_ემა დაბნეული უყურებდა ნიკას რომელიც იმედიანი თველებით უყურებდა.—გამოგყვები!უთხრა და ნიკამ ჰაერში ააფრიალა საყვარელი ქალი.
ყველაფერი დალაგდა ნიკა თინეიჯერვით იქცეოდა ფანჯარასთან უმღეროდა,ყვავილებს უგზავნიდა ემას. ემილიმაც აპატია ძმას.ახლა ემილი მის რძალს ამზადებს და თეთრი კაბის მორგებაში ეხმარება.საკურთხეველთან დგას ორი ყურებამდე ბედნიერი წყვილი და ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცებიან.ეკლესია დატოვეს თუ არა ემას მუცელი ატკივდა.
—ვაიმეეეე
—რამოხდა ემა?
—ნიკაა იბადება!

***
—გილოცავთ ოთხივე კარგად არის!
—ოთხივე?გაიკვირვა ნიკამ.
—დიახ მეუღლეც და ვაჟკაცებიც ჯრთელად არაიან.



№1  offline წევრი რახელი

კარგი იყოოო...

 


№2  offline წევრი anastasia▶▶▶

ძალიან არარეალური ისტორიაა ჰოპლაა და უცებ აპატია. ასეთ რამეს ასე ვერ აპატიებ შანსი არაა.

 


№3  offline მოდერი Nude

ცოტა არ იყოს და, არარეალურია ასეთი რამ... მაპატიე, თუ ჩემი სიტყვები გეწყინა, მაგრამ რომ დაუფიქრდე შენც მიხვდები ♥
--------------------
bailey

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Tbili istoria iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent