სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 18
მეჯლისის მოახლოებასთან ერთად,მღელვარება მატულობდა.სამზადისი დასარულს უახლოვდებოდა.ბევრი ამყარებდა ამ მეჯლისზე და მათ პირველ ცეკვებზე იმედს,პირველი კოცნისა და ახალი ურთიერთობის იმედებს,მაგრამ მგონი აჭარბებდნენ. ნეტა მალფოი ცეკვა მაინც თუ იცის? მე არდადეგები უფრო მიხაროდა,დედას,დას და ბებიას ნახვა მინდოდა,მათ გახსენებაზე გულში სითბო მეღვრებოდა.დრაკოსთვის ალბათ არადადეგები საშინელება იქნება.მამა ზაკაბანში,დედამისი კა წარმომიდგენია რა დღეში იქნება,ამის ნახვა სასიამოვნო ნამდვილად არ უნდა იყოს...შემეცოდა მალფოი,არავის ადარდებს,მეგობრებიც თითქმის არ ჰყავს,სულ სითბოს და ნუგეშს ამიტომაც ეძებს. ამ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი დერეფანში,კლასამდე ისე მივედი ვერც კი შევამჩნიე.ბოლო მერხზე დავჯექი. ჯინიმ მოირბინა და მალფოის ჩემს გვერდით დაჯდომა დაასწრო.მალფოიმ ამრეზით გახედა გოგოს. -სულ შენი არაა.დაუფიქრებლად მიაძახა გოგომ და მე მომიბრუნდა.ეს ისე იქცევა,მგონია თავის საკუთრებად მიგჩნევს. -კარგი შეეშვი,რა ქნას.თვილად გავუღიმე ზიბინის გვერდით მჯდომ მალფოის და ყურადღება ისევ წითურზე გადავიტანე. -იცი დედამ ხვალ კაბა უნდა გამომიგზავნის.სიხარულით მაუწყა გოგომ.და შენ როდის გამიგიგზავნის? -ზუსტად არ ვიცი,ალბათ ამ დღეებში.დიდად სიხარული ვერ გამოვხატე. -რა უჟმური ხარ, მალფოიმ გასწავლა?? -არა.გამეცინა მე,ასეთი ვიყავი. -ისე თქვენმა ერთად ყოფნამ, მეჯლისის თემაც კი გადაფარა და დიდი ეჭვი მაქვს.მეჯლისზეც ყურადღება არ მოგაკლდებათ. -დიდად არ მაღელვებს სხვები რას იფიქრებენ.მკვახედ ვუპასუხე გოგოს -ცოტა არ იყოს მაშინებ.აღელვდა ჯინი. -არ იდარდო კარგად ვარ.ვუთხარი და სლიზერინელებს გავხედე. ის სლიზერინელი,რომელსაც გუნდა მოვარტყი,თვალს არ მაშორებდა,ეტყობა ვერ მოინელა ის ამბავი.ალბათ ჩემი მარტო მოხელთება და შურისძიება უნდოდა.მალფოის გავხედე,ისეთი სახე ჰქონდა უეჭველი იგივეს ფიქრობდა. ზარის დარეკვისთანავე გავვარდი ოთახიდან.ალბათ შიშის ბრალი იყო.მალფოი წანომეწია და მკლავში ხელი ჩამავლო. -ასე რამ შეგაშინა? გაიკვიევა დრაკომ. -ის ბიჭი მაშინებს. -კარგი რა მარტო გოგოებთან აქვს დიდი გული.სიხარულით მამცნო ბიჭმა. -შენი აზრით მე ვინ ვარ.მალფოიმ ინტერესით გადმომხედა და გაიცინა.-კარგი არ იდარდო.ნაზად გადამისვა თმაზე ხელი. -გინდა შაბათ-კვირას სადმე წავიდეთ.შემომთავაზა მალფოიმ. -არ ვიცი,მე და ჯინი რას ვიზამთ.... -მგონი მაინც თავს მარიდებ,სევდიანი მზერა შემავლო ბიჭმა. -ნეტავ არ სულელობდე.თმა გავუჩეჩე მალფოის,მან კი ცხვირი აიბზუა და მშვიდად შეუდგა თმის დალაგებას,თითქოს ვერც მამჩნევდა.მისმა საქციელმა გამაღიზიანა,უხმოდ მივატოვე ბიჭი,რომელმაც ასევე ვერ შენიშნა ჩემი წამოსვლა. მთელი დღის განმავლობაში თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი.გადავწყვიტე ბოლო გაკვეთილი,ჰერბოლოგია გამეცდინა და ცოტა გამომეძინა.ოთახი ცარიელი დამხვდა,ძალიან კარგი,მშვიდად ვიქნები. სასწრაფოდ შევძვერი საწოლში იმ იმედით რომ დაღლილს მალე ჩამეძინებოდა მაგრამ სულ ტყუილად.თავში უამრავი სისულელე მიტრიალებდა,ნეტა მალე წავიდე აქედან.....დიდი ხნის წვალების შემდეგ ჩაძინებულს კი ჯინი დამცხრა თავზე. -შენი კაბა ჩამოვიდა, მახარა გოგომ და ნახევრად მძინარეს ყუთი ხელში მომაჩეჩა,მე ზანტად შემოვახიე ბრჭყვიალა ცელოფანი და შავ კაბას დავწვდი. -ყოჩაღ დედა! აღფრთოვანება ვერ დავმალე.კაბა სადა,მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მაქმანის გრძელი სახელოებით,ეს დეტალი ყველაზე მეტად მომეწონა.ყუთში ასევე შესაბამისი ყელსაბამი და საყურეებიც იყო და საჩუქარი ჯინისთვის მწვანეთვლებიანი ულამაზესი ბროში და სამაჯური.წითურს სიხარულისგან სახე გაებადრა და კოცნით დამახრჩო. -აზრზე ხარ,მალფოი ნამდვილად გამოშტედება ასე რომ დაგინახავს.-უი მართლა გარეთ გელოდებოდა მგონი. -შენ რა იცი? რამე გითხრა? -არა უბრალოდ გრიფინდორის ოთახთან ბოლთას სცემდა და მგონი ჰარის ან რონს არ უნდა ელოდებოდეს.გაიცინა ჯინიმ . -რამდენიც უნდა იმდენი იცადოს,იდიოტი.მკვახედ ვთქვი მე და ისევ საწოლში ჩაძრომა დავაპირე. -რა ცვალებადი ხარ. ხან საყვარელია,ხან იდიოტი,რომ ჩამოყალიბდე არა?გაღიზიანდა გოგო.ახლა კი ადექი და შეხვდი, თორემ დილამდე აქ იდგება.შენ მას ჯერ კიდევ არ იცნობ. ზანტად წამოვდექი,ჩავიცვი და გერეთ გავედი.საბედნიეროდ მალფოის ძებნა არ დამჭირდა,კართან ყურყუტებდა,უკმაყოფილო სახით.ზუსტად ისე როგორც ჯინიმ მითხრა.დიდად არ მინდოდა მისი ნახვა. -იცი რამდენი ხანია აქ ვდგავარ.უკმაყოფილო სახით შემომჩივლა ბიჭმა. -ცოტა შეუძლოდ ვიყავი და მეძინა,არც ვიცოდი აქ რომ იყავი და საერთოდ არც მაინტერესებდა.მკვახედ მივუგე ბიჭს და ცხვირი ავიბზუე. -კარგი მაპატიე რა.თმაზე წამეთანაშა ბიჭი.როტომ იყავი ცუდად? რა გჭირდა?შეწუხდა ბიჭი. -არაფერი სერიოზული უბრალოდ ძალიან დავიღალე.მალფოი მომიახლოვდა და გულში მაგრად ჩამიკრა.ისევ ის სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,როგორც პირველად,ისევ სასიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა ტანში,მალფოის სურნელმა ისევ დამახვია თავბრუ.მალფოი მთელი ძალით მიჭერდა,გეგონებოდა ვინმე ართმევდა ჩემ თავს.წყენა სულ გადამავიწყდა და მეც მთელი ძალით მივეკარი ბიჭს. -დრაკო ასე თუ გააგრძელებ,ალბათ გამგუდავ.მალფოის გაეცინა და ხელი ნაზად შემიშვა. -მაპატიე უბრალოდ თავს ვერ ვერევი,მინდა სულ ახლოს მყავდე.სევდიანად ჩაილაპარაკა მალფოიმ.აქამდე არასოდეს არავინ მყვარებია და ცოტა გრძნობებს ვერ ვთოკავ.სიცილით მითხრა დრაკომ.-მე უნდა წავიდე ,ვარჯიში მაქვს,ეს კი შენ დანაშაულის გამოსასყიდად.მალფოიმ მანტიიდან შოკოლადი და ლურჯი ვარდი ამოიღო და გამომიწოდა.ლამის გული გამიჩერდა. **** მართლა ვერ წარმოვიდგენდი მალფოი ასეთი საყვარელი თუ იქნებოდა.საღამოებს ერთად ვატარებდით, უამრავ სისულელეზე ვლაპარაკობდით და ასევე უამრავ სისულელს ვაკეთებდით.დრაკომ ჰაგრიდის ბაღიდან ყვავილებიც კი მოიპარა ჩემთვის.მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი.მისი შავი ნიშანიც აღარ მგვრიდა შიშს.ჯინიც მახარს მიჭერდა და კბილებით მიცავდა რონთან და ჰერმიონთან,რომლებიც არასდროს წყვწტდნენ უაზრო კომენტარებს ჩემზე და მალფოიზე. ჰოგვარტსის არე-მარე ისევ თოვლს დაეფარა,დარბაზები უკვე მოერთოთ.შობამდე მხოლოდ სამი დღეღა რჩებოდა.მღელვარება კიდევ უფრო მატულობდა,მე და მალფოის კი ერთმანეთის მეტი არავინ და არაფერი გვადარდებდა. პ.ს. მაპატიეთ ჩემი მუზა შვებულებაშია და მეტის დაწერა ვერ მოვახერხე.მითხარით როგორ განავითარებდით მოვლენებს თქვენს რჩებებს აუცილებლად გვითვალისწინებ :* *: :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.