რიგითი საქმე, N101 (5)
როდესაც მარიამმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კლუბში ამ მოკლე კაბით წავიდოდა, მკაცრად გადახედა ფიფიას. –გახვალ? – მკაცრად შეუღრინა. –აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, არაჩვეულებრივი ნომერია, – ეშმაკურად გაუღიმა. –კარგი, – მკაცრად ჩაილაპარაკა და კაბიანად შევიდა სააბაზანოში. –ეს სულ ასეთი გიჟია? – სრული სერიოზულობით იკითხა გაკვირვებულმა ფიფიამ. –არც კი ვიცი ამ ბოლო დროს რა ეტაკა, – ხელები გაშალა ქეთამ და ჩაცმულ მარიამს გადახედა. მოკლე კაბა, შავი, ტანზე მომჯდარი, საკმაო დეკოლტეთი და ზურგზე საკმარისად დიდი ხვრელით, ისეც მიმზიდველ მარიამს უფრო მადისაღმძვრელს ხდიდა. –ასე უნდა წამოხვიდე? – თქვა რამდენიმე წამის შემდეგ ფიფიამ, როცა საბოლოოდ მოათავა აფციაურის თვალიერება. –კი. –ცირკის წინ რომ დგანან ხოლმე, იმათ გავხარ! – კბილებში გამოსცრა. –ჩემ სადარდებელზე შენ ნუ იდარდებ, – გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. –პრობლემები შეგექმნება და დახმარებას არც კი ელოდო, – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ნომერი დატოვა. ჯერ გაკვირვებული ქალი აზრზე ვერ მოდიოდა, მერე სარკის წინ დადგა და სწორი თმა წელზე დაუშვა. რა უნდოდა ამ კაცს, რას გადაკიდებოდა ამ ლოდივით ქალს, ვერ ხვდებოდა. კლუბში ჩვეული სიტუაცია დაუხვდათ. ბათუმშიც ანალოგიური სიტუაცია ყოფილა, როგორიც თბილისში და მეტიც, რადგან სეზონი იყო და მთელ საქართველოს შეეფარებინა თავი ბათუმისთვის. ცოტა გამოსულ ხალხს ამავე კლუბში შეხვდებოდით, სხვებს კი ამავე ქუჩის ბოლოში, ნაკლებად პრესტიჟულში. მარიამი და ქეთა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, კაკიმ წამოიყვანა. წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, მარიამისგან იყო, რადგან ქეთას უკვე ამოეტრიალებინა წარმოდგენა ამ უკანასკნელზე და საოცრად უნდოდა დაქალის ფიფიასთან ხილვა. მარიამი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ კაკის გაქცეოდა და მამაკაცის ანალოგიური ძალისხმევითაც, ეს ორი უკანასკნელი, აღარ ეყრებოდნენ ერთმანეთს. ერთი კლუბის ერთ ბოლოში ცეკვავდა, მეორე – მეორეში. ფიფია თუ ცხოვრებაში ქალს არ შეხვეწნია, არც ახლა შეეხვეწებოდა, რადგან, თუ მარიამი ჯიუტი იყო, არც მას აკლდა სიჯიუტე. უნდოდა განზე ყოფნა ქალს? არ აპირებდა ხელი შეეშალა, რადგან უკვე მრავლად სცადა მისი გულის მოგება, რომელიც საბოლოოდ ფუჭადვე დასრულდა და ისევ მამაკაცი განარისხა. –რა მარტო ცეკვავს, ? – მხარი მხარზე გაკრა გაგუამ ძმაკაცს. ფიფიამ კითხვას თავი აარიდა და მასთან მოცეკვავე გოგოებს უფრო სექსუალურად დაუწყო მოძრაობა და უადგილო ადგილებზე ხელების ფათური, რაც მარიამის მზერას მოხვდა და ჩაბოღმა ქალი. „ასე, ხო?“ – გაიფიქრა გუნებაში, ბარმენს ვისკი მოთხოვა და რამოდენიმე ჭიქა გამოცალა. –ვიცეკვოთ? – გაისმა მის ზურგს უკან მკაცრი და უცხო ბარიტონი და უარყოფის ნიშნად ხელი აიქნია. – მხოლოდ ერთი ცეკვა, – მუდარა შეეპარა მამაკაცს ხმაში. ნელა მიტრიალდა მარიამი უცნობი მამაკაცისკენ, რომლის დანახვისთანავე დეჟავიუ დაემართა, თითქოს სადღაც ენახა მამაკაცი, მაგრამ ვერ ხვდებოდა სად ან რატომ კარნახობდა გონება და მას რატომ ყვებოდა ინტუიცია იმის, რომ ეს მამაკაცი უეჭველად სადმე უნდა ყოლოდა ნანახი. –გიცნობთ? – ჩხუბის ნაცვლად კითხვა არჩია ქალმა, რომელიც კარგად შეეზარხოშებინა ვისკს. –არამგონია, მაგრამ რა პრობლემაა! – მხიარულად წამოიძახა კაცმა. – ლევან გაგუა. –აჰა, ესეიგი არ გიცნობთ, – სასხვათაშორისად ჩაილაპარაკა და ის–ის იყო შებრუნება დააპირა, რომ მამაკაცის ხმამ შეაჩერა. –და შენ? – თბილად უღიმოდა სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი. –მარიამი მქვია მე. ქეთას ხმა რომ გაიგო, მარიამისკენ მოდიოდა და თან რაღაცას ფუცხუნებდა, ორივე მისკენ მიტრიალდა. თითქოს ახლაღა შენიშნა მარიამთან აყუდებული მამაკაცი და მასში ნაცნობი და სასურველი რომ ვერ ამოიცნო, ამრეზით ახედა. –ხელი შეგიშალეთ? – წამოიყვირა ისე, რომ აზიდული ცალი წარბი არ ჩამოუწევია. –არა! არა! რა სისულელეა! – წამოენთო მარიამი. –მარიამ, შეგიძლია შენი ულამაზესი მეგობარი გამაცნო? – ისე იკითხა, რომ გაკვირვებული ქეთასთვის თვალები არ მოუცილებია. –გევასა, ლევან? – სიცილით გაკრა მხარი ახლად გაცნობილს. –მარიამ, – შეუღრინა სახეაკაფრულმა გოგომ. –ჰო, ეს ქეთაა, ეს კი – ლევანი, – ღიმილით გააცნო ერთმანეთი ამ ორს და ხალხის მასას შეერია. –არ მიაქციო ყურადღება, ბოლო დროს ურევს, – ხელი აიქნია ქეთამ და კოქტეილს გადაწვდა. –მეცეკვები? – აბსოლიტური შარმ–დართულობით ჰკითხა ქეთას და პასუხს არც დალოდებია, წელში ხელი შეუცურა და ნელა ამოძრავდა. უგამოსავლოდ დარჩენილი ქეთაც მოჰყვა ნელ მოძრაობებს და შუა ცეკვაში გააცნობიერა, რომ არც ლევანი იყო ხელწამოსაკრავი მამაკაცი. –რამდენი წლის ხარ? – თავი ოდნავ დახარა კაცმა და ქეთას ყურთან დაიჩურჩულა. –ოცდახუთის, – მორცხვად დაიჩურჩულა და მამაკაცის გემრიელი სურნელი შეისუნთქა. სიამოვნებისგან გაინაბა. –უფრო დიდის მეგონე, – გაეღიმა ლევანს. –შენ რამდენის ხარ? – დაჰიპნოზებულივით იკითხა ქალმა. –ოო, მე დიდი ვარ, – მხიარულად ჩაილაპარაკა და დაბზრიალებული ქალი ძლიერი მკლავებით დაიჭირა. –მაინც? – ქეთამ ახედა მამაკაცს და თვალი–თვალში გაუსწორა. ორივეს გაეღიმა. –ოცდაცამეტის ვარ. –არც შენ ხარ მთლად ბებერი, – გაეცინა ქალს და ისევ მკერდს შეახო თავი, რადგან თავისზე ერთი თავით მაღალი იყო კაცი და მისმა ყურებამ კისერი ატკინა, თორე, თავისი ნება რომ ყოფილიყო, მის სიმპათიურ სახეს არასდროს აარიდებდა თვალებს. ცეკვა დამთავრდა თუ არა, უსიამოვნებამ შეიპყრო ქეთა. აქამდე ყოველთვის დომინანტი ქალი, შეიშმუშნა და დამორცხვდა, თორე სხვა შემთხვევებში მისი სითამამე ამსხვრევდა ყველა სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც ქართველი ქალები ძალიან მორცხვები არიან. განშორების უსიამოვნო შეგრძნებამ შეუტია მის ყველა კუნჭულს და ის იყო პირის გახსნა დააპირა, მამაკაცმა დაასწრო. –დავიღალე. ხომ არ ჯობია სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ? – ღიმილით დააჩერდა აწითლებულ ქალს, რომლის ისეც წითელი კანი უფრო გაემუქებინა კლუბის განათებას. ჯერ დაიბნა, მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას არ ელოდა, თუმცა შემდეგ გაიღიმა და ღიმილითვე, თანხმობის ნიშნად, დაუკრა თავი. თამამმა მამაკაცმა წელზე შეუცურა ხელი და თავს ცხელი ტუჩები შეახო. ამ მოძრაობით დატოვეს კლუბი და ქუჩას სეირნობით დაუყვნენ. გაგუა მხიარული ტიპაჟის კაცი იყო, ქეთაც არა ნაკლებ გიჟი, ამიტომ დააყრუეს ქუჩები სიცილით. შეზარხოშებული და გახურებული მარიამი მასაში ეულად ცეკვავდა და სულ არ ადარდებდა ეს გარემოება. მთავარია იცოდა, რომ უაზრო ტიპები არ შეაწუხებდნენ. როცა ხალხის მასა ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ქალი ხედავდა ფიფიას, რომელსაც ათასი გოგო ეხვია და ისიც არ იშურებდა თვალისმომჭრელი ღიმილის გაცემას. მარიამმა იგრძნო, რომ უადგილო ადგილას მოხვდა ხელი და ნელა მიტრიალდა იქით, საიდანაც ჟესტი წამოვიდა. –უკაცრავად, ხელი გაწიეთ, – ამრეზით გადახედა უცხო მამაკაცს და მკაცრად მოუხაზა. –ძალიან სექსუალური ხარ, – თვალებით შეეცადა მამაკაცი მის „შებმას“. –ვიცი, – მიახალა და ხელი ააღებინა. მეორედაც რომ შეეხო ხელი უადგილო ადგილას და ამჯერად უკვე სხეულიც აყვა მის მოძრაობას, გაბრაზებული შეტრიალდა უკან. მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა, უფრო სწორად გააშეშებინა ფიფიამ, რომელიც ირონიით სავსე ღიმილით უღიმოდა. –შენ თუ გგონია, რომ კაკი ხარ და გეპატიება, არ აგცდება, – გამოსცრა კბილებში გაბრაზებულმა მარიამმა. –ზუსტადაც, მე კაკი ვარ და ყველაფერს ვიღებ, რაც მინდა, – თვალი ჩაუკრა და ხელის ერთი მოძრაობით მოიქცია მკლავებში. –თავხედო, გამიშვი! – დაიყვირა ქალმა და რამდენჯერმე გაიბრძოლა, თუმცა უშედეგოდ, რადგან კაცი დანებებას არ აპირებდა. –თუ მოვინდომებ, ახლავე წამოხვალ ჩემთან ერთად და ჩემი გოგო გახდები, – დაიჩურჩულა მარიამთან ახლოს და ქალმა იგრძნო ალკოჰოლის მძაფრი სურნელი, რომელიც კაკისგან მოდიოდა. –გამიშვი, მთვრალი ხარ, კაკი და თავს ვერ აკონტროლებ, – ლამის ასლუკუნდა, მისი მშველელი კი არავინ იყო, რადგანაც კლუბი ხალხით იყო გადავსებული და მათში მოქცეულები არც ერთი კუთხიდან არ ჩანდნენ. –მთვრალი არ ვარ, მარ, ნასვამი ვარ, – დაიჩურჩულა მგზნებარედ და ქალის მკლავს ძლიერად შეეხო და კლუბის დიჯეისკენ წაიყვანა. –მხეცო, არანორმალურო, გამიშვი! – ძლივს გასაგონად ყვიროდა ქანცგამოლეული მარიამი. –მიკროფონი მოგეპოვებათ? – კითხა კაკიმ დიჯეის. –კი, – მოუჭრა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. –მათხოვე, – თხოვნის კილოზე მეტად, ბრძანების გამოიხატა მამაკაცის ხმაში. –მენეჯერს შეუთანხმდი თუ რამე გინდა. –ვერ გავიგე? – ამრეზით ახედა და მისმა მკაცრმა მზერამ ახალგაზრდა ბიჭი დააფრთხო. –კაკი, რა გინდა? შეეშვი, – მუდარით ახედა მარიამმა კაცს, რომელსაც მრისხანება მკაფიოდ დასტყობოდა. –რომ გითხარი მათხოვე–მეთქი, ესეიგი უნდა მათხოვო! – გამოსცრა კბილებში, მარიამი დააიგნორა და მუსიკა გამორთო. –რეებს აკეთებ? – ხელები გაშალა პროტესტის ნიშნად დიჯეიმ. –რომ გეუბნებიან, უნდა გაიგო! – დაიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა ფიფიამ. –გთხოვ, გაჩერდი! – შეეხვეწა მარიამი და პიჯაკზე დაექაჩა. კაკი კი ისევ აგრძელებდა ღრიალს. –მთვრალი ხარ, გთხოვ, გაჩერდი! – დაიყვირა გაბრაზებულმა ქალმა და მკერდზე დასცხო შეკრუკლი მუშტი. რეაქცია – 0. როცა ქალი მიხვდა, რომ ფიფია ყვირილიდან ჩხუბზე გადადიოდა და უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, მოუწია თავისი პირადი მეს გადაწონა. ნელა აიწია ცერებზე, ისე, რომ მამაკაცის სახეს გატოლებოდა, თვალებში ჩახედა შეჩერებულ და გაკვირვებულ მამაკაცს და სანამ ისევ გააგრძელებდა, მანამდე წაიწია და ტუჩებს წაეტანა. შეკრებილთ, რომლებიც ჩხუბს დაძაბულები უყურებდნენ, სუნთქვა შეეკრათ. განსაკუთრებით ბატონი ფიფიათი მოხიბლულმა გოგოებმა განიცადეს. რამდენიმე წამი კოცნიდნენ ერთმანეთს მარიამი და კაკი. იფოთლებოდა გოგონას მუცელი და რაღაც ისეთს განიცდიდა, რაც არასდროს განეცადა. პრინციპში როდის უნდა განეცადა, შეყვარებული არ ყოლია (თუ თამაშს არ ჩათვლიდა) და ერთხელ ჰქონდა კაკის ნაკოცნი, ისიც წუხელ და ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ გაანალიზა ვერაფერი. კოცნიდა და ხვდებოდა, რომ სამყარო შეჩერებულიყო გარშემო. პრინციპში, ასეც იყო. როცა ორივე მოშორდა ერთმანეთის ტუჩებს, ხალხმა მხიარულად შემოსცხო ხელები ერთმანეთს და იქუხა აპლოდისმენტმა. ფიფიამ გაუღიმა დაბნეულ აფციაურს, კიდევ ერთხელ აკოცა, წამიერად და ღიმილითვე უთხრა: –წავედით. –სად? – გაუკვირდა მარიამს. –ეკლესიაში. ______________________________________ რა ვთქვა, უფრო ადრე დაწერა ვერ მოვახერხე და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან საშინელებაც არ იქნება :დ დიდი მადლობა ტკბილებო, ძალიან დიდი სტიმული ხართ<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.