შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (22)


7-06-2015, 20:17
ავტორი mariam-mariam
ნანახია 5 238

მთელი დღე უხასიათოდ დავდიოდი... ალექსანდრემაც შენიშნა ჩემი უხასიათობა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.. მთელი დღე მაღაზიებში დავყავდი საქორწინო კაბისთვის მაგრამ ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვერ ვნახეთ...
რომელიც მომეწონებოდა მას არ მოწონდა, რომელიც მას მოწონდა მე არ მომწონდა და ვიყავით ესე...
შუადღე იყო უკვე კაფეში შესვლა რომ გადავწყვიტეთ...
-რა გჭირს დღეს მთელი დღეა უხასიათოდ ხარ?!
როგორც კი ადგილი დავიკავეთ და შეკვეთა მივეცით...
-არა არფერი ისეთი...
-ეგ ისეთი რაა?!
კითხვების დასმას აგრძელებხა ალექსანდრე და ნერვებს უფრო და უფრო მიშლიდა...
-არაფერი ალექსანდრე არაფერი..
იმდენად უხეშად ვუთხარი მეთვითონ გამიკვირდა... გაბრაზებისას, როგორც ჩვევია ძარღვები დაებერა და სულ გაწითლდა... ცდილობდა დაეფარა გაბრაზება მაგრამ არ გამოსდიოდა....
-მარიტა! მოიშორე ეგ უაზრო ფიქრები თავიდან... რა უნდა მოხდეს რომ ჩვენ შორის ვინმე ჩადგეს და ვინც ჩადგება ამოვუტრიალებ ყველაფერს... დიდი ბებიიდან დაწყებილი მამით დამთავრებული ყველას მოვუკითხავ.. შენ არ ინერვიულო... არაფერი და ვერაფერი დაგვაშორებს.. მითუმეტეს ეხლა როცა უკვე ჩემი ცოლი ხარ...
-შენი ცოლი ერთ კვირაში გავხდები...
ცრემლები მოვიწმინდე და სიტუაციის განმუხტვა ვცადე...
-გინდა ეხლავე გახდები ჩემი ცოლი მიუხედავად იმისარომ უკვე ხარ?!
გულიანად გამეცინა მის ამ შემოთავაზებაზე და იმის დასამტკიცებლად, რომ "ეხლავე"ვერ გავხდებოდიმისი ცოლი დავთანხმდი....
-ანუ კი? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავეკრიჭე - კაი მოვალ ეხლავე..
შუბლზე მაკოცა და ოდნავ მოშორებით გავიდა ტელეფონზე სალაპარაკოდ... უკან კი ბედნიერი დაბრუნდა...
-გგონია რომ ეხლავე ვერ მოგიყვან ხო?!
-მგონია კი არა დარწმუნებული ვარ..
ჩემ თავში დარწმუნებულმა მტკიცედ ვუთხარი და ენა გამოვუყავი..
-კაი ეხლა ადექი და წავედით...
მის ნებას დავყევი და ზანტად დავიძარი მანქანისკენ...
ალექსანდრე ისეთი აღფრთოვანებული ატარებდა მანქანს, ეჭვიც კი შემეპარა ჩემ თავდაჯერებულობაში..
მალე თბილისიდან გადავუხვიეთ და დავრწმუნდი რომ ამის გამკეთებელი მართლა იყო....
-შენ რა მართლა ამბობდი?!
ვკითხე ანერვიულებულმა
-შენ გეგონა მოგატყუე?! არა მარიტა მართლა მომყავხარ ცოლად... ჯვარს სვეტიცხოველში დავიწერთ, ჩემი მეჯვარე აჩი იქნება შენი კი სალო თუ წინააღმდეგი არ იქნები.. უკვე ვუთხარი....
-არა.. არა რა წინააღმდეგი... მაგრამ ლიზიკო და ბექა?
-ნუ ნერვიულობ დავურეკე და ვუთხარი ისინიც მოდიან
-კაბა?
ყველაზე რთული საკითხი წამოვჭერი...
-ნუ გეშინია.. სალოს მოაქ ისეთი კაბა რომელიც ზუსტად ვიცით რომ მოგეწონება...
მცხეთამდე ხმა არ ამომიღია.. ალექსანდრე გზადაგზა კი სადღაც-სადღაც გადარეკავდა და ბოლოს კმაყოფილი კიდებდა ყურმილს...
მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა და გადასვლისთვის მიბიძგა...
გარეთ კაბა მომარჯვებული სალომე დამხვდა რომელიც ერთ ადგილას ცქმუტავდა და რა ექნა არ იცოდა...
-კიდე კაი მოხვედით... ჯვრისწერა ექვსზეა.. ეხლა კიდე ხუთი საათია... ერთ საათში კაბაც უნდა ჩავაცვა მაკიაჟიც გავუკეთო და თმაც...
-მორჩი სალომე ლექციებს და დროზე მიხედე საქმეს... აჩი მოვა ეხლა და ჩვენც ჩავიცმევთ...
მკაცრი სახე მალევე შეიცვალა ღიმილიანი სახით და აასტუმროსკენ წავიდა...
-იცოდი ამას რო აპირებდა?!ცოტა რომ ჩამოვრჩით ალექსანდრეს მკითხა სალომემ...
-არა არ ვიცოდი, კაფეში ვიჯექოთ რომ ამიშარდა ეხლავე მოგიყვან ცოლადო.. მეც მეთქი ეხლავე რას მომიყვანს თქო და თავი აქ ამოვყავი...
გავუცინე და ოთახში ავედით...45 წუთში თავიდან ბოლომდე მზად ვიყავი....
თეთრი გრძელი დაშვებული კაბა მეცვა, ლავიწის ძვლებამდე დახურული, ზურგზე კი ოდნავ ამოღებული, თეთრი მაღლები და მკრთალი მაკიაჟი.. ვერ ვიტან როცა ტონა გაჯი და ცემენტი ადევთ სახეზე...
სალოც ულამაზესი იყო.. წითელ მოკლე კაბაში რომელიც სულ დახურული იყო... შავი მაღლება და მკრთალი მაკიაჟი...
ზუსტად ხუთზე კარებზე აჩიმ დააკაკუნა და გვამცნო რომ ალექსანდრე უკვე ეკლესიაში გველოდებოდა..
მეც არ დავაყოვნე და ქვევით ჩავედი... სანამ ტაძრამდე მივედი ალბათ ცხრა სიცოცხლე გავაღავე ნერვიულობიდან გამომდინარე...
-ნერვიულობ?
მანქანიდან გადასვლისას მკითხა სალომ და ყურებამდე გამეკრიჭა....
მხოლოდ გავუღიმე და ერთი ღრმად ჩავისუნთქე...
მანქანიდან ფეხი გადავდგი თუ არა ეგრევე ელენიკო მომახტა...
-ჩემი გოგო როდის ჩამოხვედი?!
-დღეს ჩამოვედით მე და მანანა ბებო...
-ყოჩაღ ელენიკო... ლაპარაკი გამოგისწორებია...
მაშინვე ყურში მომხვდა ელენიკოს გამართული ქართული და გულიანად გამეცინა...
-კალგი ლა მალიტა...
ისევ ძველებურად დაიწყო ლაპარაკი.. შიგადაშიგ ღიმილი შემოეპარებოდა ხოლმე და ცდილობდა ენა ისევ აეჩლიფა ან გამოესწორებინა...
-კალგი წამო ალექსანდრე გელოდება...
ხელზე მექაჩებოდა და შესასვლელისკენ "წამათრია"...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გიორგიც იყო მოსული მორგ "ნაშოჩკასთან" ერთად და ყველზე მთავარი რამაც პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ჩამაგდო
ჩემებიც აქ იყვნენ...
ბებიაჩემი და ბაბუაჩემი...
ვერ ვიტყვი გახარებული ვარ მეთქი მაგრამ არც ძალიან ნაწყენი... სადღაც შუაში....
ყველანაირად ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და თავაწეულმა გავაგრძელე გზა ალექსანდრემდე...
-ულამაზესი ხარ..
ყურში მიჩურჩულა, როგორც კი მის გვერდზე დავდექი და ლოყაზე ნაზად მაკოცა...
ვიგრძენი, ნელ-ნელა სახეზე როგორ ვწითლდებოდი... კიდე კაი ხალხისგან ზურგით ვიდექი, მაგრამ ალექსანდრეს ვერაფერს ვერ გამოვაპარებ...
-გიხდება სიწითლე...
ალბათ იმ თეთრ კაბაში საშინელი სანახავჯ ვიქნებოდი აჭარხლებული ლოყებით...
ხელები სახეზე მოვისვი იმის იმედით რომ სიწითლეს გავაქრობდი, მაგრამ ამის სანაცვლოდ მაკიაჟი კინაღამ გავიფუჭე...
-მაკიაჟი გაგიდუჭდება მარიტა და სალომე ორივეს დაგვხოცავს და მერე თავს მოიკლავს შედევრი როგორ გამიფუჭეთო..
გაღიმებულმა გავხედე და მერე სალოს გავხედე, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა..
ხან ლიზკოს ელაპარაკებოდა და ხანაც მანანას, რომელიც თვალებით შველას მთხოვდა..
ნუ მეც ეხლა მომავალ "დედამთილს" ხომ უნდა მოვაწონო თავი და სალომესკენ წავედი..
-სალო წამო ეხლა მამაო გამოვა და ჯვარს დაგვწერს..
-ხო ხო ეხლავე რაღაცას ვეტყვი
-სალომე კაბა გამეხა...
-რა?? აბა სად? მაჩვენე... რა მოუხერხებელი ხარ მარიტა რაა... ერთი საათი ვერ გაუძელი ამ კაბას?! წამოსი მაჩვენე გავაკეთო...
მანანამ მადლობის და ამავდროულად "ვიზიარებ" თვალებით გადმომხედა...
როგორც კი ალექსანდრეს გვერდზე დავდექი სალომესკენ გავიხედე რომელიც კაბზე გარრღვეულ ადგილს ეძებდა...
-შეეშვი სალო.. არსად არაა გახეული უბრალოდ აქეთ რომ წამომეყვანე მაგიტომ გითხარი...
-დარწუმებული ხარ?
-კი სალო კი...
გავუღიმე და ამასობაში მამაოც გამოვიდა რომელსაც მადლობის თვალებით შევხედე..
დაიწყო ჯვრისწერაც.. ყველაფერმა "ტრადიციების" დაცვით ჩაიარა... ჯვარი მამა გიორგიმ დაგვწერა და ბედნიერებაც გვისურვა....
ტაძრიდან კი პირდაპირ რესტორანში წავედით... გაკვირვებული ვიყავი ამდენი რამ ორ საათში როგორ მოასწრო...
-ალექსანდრე..
საჭესთან მჯდომმა თავი ოდნავ მოატრიალა ჩემკენ...
-ეს ყველაფერი ორ საათში როგორ მოასწარი?!
-ეჰ მარიტა.. ეს ყველაფერი ორი კვირის ნაშრომია...
-რაა?
გაოცება ვერ დავმალე... უფრო სწორად გაკვირვებული ვიყავი, ჩემგან უჩუმრად ამდენი რამ როგორ და რანაირად მოახერხა..
ძველი ტრადიციების და ამავდროულად თანამედროვეობის "ნაჯვარით" ქორწილის უსმეტესი საქმეები ქალს "აწევს ხოლმე კისერზე"...
-ხო რა იყო.. ვიცოდი რომ დამთანმხდებოდი და წინასწარ დავიწყე მომზადება..
-რომ არ დაგთანხმებულიყავი რას იზამდი?
ვკითხე გამომცდელად და მთელი ტანით მისკენ მივტრიალდი..
-გამორიცხულია... იმდენად გიყვარვარ რომ უარს ვერ მეტყოდი და არც მითხარი...
-კი მაგრამ ხო შეიძლებოდა მეთქვა?
-ვერ მეტყოდი მარიტა და მორჩი ეხლა ამაზე ლაპარაკს...
-ეხლა რა იქნება?!
-ეხლა? არ ვიცი.. რასაც ცხოვრება მოიტანს ის მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი... მას შემდეგ რაც ღვთის წინაშე ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ, არასდროს ვიქნები შენგან შორსა... სადაც შენ იქაც მე...
ჩემი და შენი თანაცხოვრება იწყება დღეიდან... რაც ჩემამდე იყო შენთან ფეხებზე, და რაც შენამდე იყო ის ორმაგად ფეხებზე...
დღეიდან ახალი მარიტა და ახალი ალექსანდრე იწყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას...
ყველაზე მთავარი იწყებენ ცხოვრებას ერთად.. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ორი ადამიანი... ორი განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მსგავსი ორი ადამიანი....



№1  offline წევრი ninee

dzaan magariia gaagrdzelee

 


№2  offline წევრი Tako Gogelia

ძან მომეწონა მაგარმ რაღაც ეს გიორგი ნერვებს მიშლის :D

 


№3  offline წევრი -tiko))

Chaartyit vinmem am giorgis raa... ise kaiaa :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია ალექსანდრე რა საყვარელია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent