შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 40)


7-06-2015, 21:23
ავტორი llella
ნანახია 5 317

თამუნას ნაამბობი:

ლექსო დემეტრეს ელაპარაკებოდა, მე კიდე როგორღაც „შევბობღდი“ ჩემს ოთახში, მოვკალათდი საწოლზე და ინტერნეტში შესვლა გადავწყვიტე, ისეთი არაფერი არ ხდებოდა, ამიტომაც მალევე გამოვედი.
ლექტოპი გვერდით მოვათავსე, ჩავრთე „Марсель - Предубеждение и гордость“ იმ მომენტისთვის მჭირდებოდა ეს სიმღერა, სულიერად, ფიზიკურად, ყველანაერად მჭირდებოდა... ხმას ბოლომდე ავუწიე, არ მინდოდა არაფრის გაგონება, გარდა ამ სიმღრისა, თითქოსდა მინდოდა მოვწყვეტოდი დედამიწას, ხოდა ასეც მოხდა.
თვალები დავხუჭე და მორჩა... მე აღარ ვიყავი დედამიწაზე, არც კი ვიცი სად ვიყავი, მაგრამ მე იქ თავს კარგად ვგრძნობდი... სავსე ვიყავი ემოციებით...
უცებ ჩემი სამყაროდან კარებზე კაკუნის ხმამ კინწისკვრით გამომაგდო. თვალები გავახილე და წამოვიწიე.
-შემოდი.
-ზდაროვა ცალფეხა-გამეკრიჩა კოკა და საწოლზე ჩამოჯდა
-ეგ ცალფეხა იქნება ეხა თუ გაგიგდო-გავიცინე და ვითო გაბრაზების ნიშნად თითი დავუქნიე.
-კაი ერთი არ გადამტეხო ეხა წელში-გაიცინა და ცხვირზე ხელი მომიჭირა-რაფრა ხარ ცა?!
-არ მეტყობა?!-ნატკენ ფეხზე ვანიშნე.
-აუ გოგო რანაერად მოჯექი კიბეზე-გადაიხარხარა, საწოლზე ამოცოცდა და გვერდით მომიწვა.
-რავიცი ერთი, ჯანდაბა, ლელუკას ბრალია ყველაფერი-გავიცინე.
-და ლელუკას რატო გოგო?!
-რატო და მაგას რო არ მოეწერა ესემესი, მე არ წავიკითხავდი და იმ საცოდავ საფეხურსაც შევნიშნავდი.
-აუ შენ რა დედაბერი ხარ ტო!-გადაიხარხარა-მოგირჩება სად წავა.
-რაც შეიძლება მალე მორჩეს რაა-დავეწუწუნე კოკას, გეგონება და ის წყვეტდა როდის მორჩებოდა ჩემი ფეხი-ვეღარ ვუძლებ უკვე.
-აუ შენ რა წუწუნა ხარ ტო-გადაიხარხარა-დემეტრე როგორ გიძლებს მე არ ვიცი.
-მიძლებს!-დავეჯღანე.
მაგრამ იმწამსვე დამივსერიოზულდ სახე, მენატრებოდა... სასტიკად მენატრებოდა, უფლება რომ მოეცათ დაუფიქრებლად წავიდოდი მასთან, მაგრად ჩავეხუტებოდი და დავბრუნდედობი უკან, მაგრამ მე ხო ბედი არ მაქ... ჩემს თავს დავცინე და კოკას გავხედე, რომელიც მომჩრებოდა და თვალს არ მაშორებდა.
-რა იყო?!-გავიცინე.
-არაფერი-თავი გააქნია და გამიღიმა-მოგენატრა ხო?!
-საშინლად!-ცოტახნის სიჩუმის შემდეგ გავეცი პასუხი.
-მაგარია!
-რაარი მაგარი?!-გამიკვირდა, ვერ გავიგე რა იგულისხმა.
-რა და ეგრე რო გიყვარს...-სივრცეს გახედა და გაჩუმდა.
-ხო...
-მაგარია-ისევ დაიჩურჩულა, ასე 10 წუთი გაუნძრევლად და ხმისამოუღებლად ვიჯექით, მივხვდი რომ რაღაცაზე ჩაფიქრებული იყო, უფრო ვიღაცაზე იყო ჩაფიქრებული.
-გიყვარს?!-არ ვიცი საიდან დამებადა ეს კითხვა.
-რა?!-გაკვირვებულმა გამომხედა.
მისი თალები... უბრალოდ აღსაწერად ძალიან ძნელია... მის მწვანე თვალებში ისეთი სევდა დაგუბებულიყო... მწვანე ფერი თითქოსდა გაშავებოდა, აღარ იყო ისეთ კოკა როგორიც ადრე, აღარ იყო მის თვალებში ის სიხარულის სხივები რომლებიც ადრე მინახავს... ნანახმა გამაოცა, არ ვიცოდი ასეთი რა იყო მასში დამალული, არ ვიცოდი ასე რას დარდობდა, მაგრამ ძალიან მომინდა რომ დავხმარებოდი, ყველაფრით რითაც კი შევძლებდი, ამ ნაღრძობი ფეხითაც კი... ყველანაირად!
-გიყვარს თქო?!-კითხვა გავუმეორე.
-არა აქვს მაგას აზრი!-მტკიცედ გამომიცხადა.
-როგრო თუ არა აქვს!
-შევცვალოთ თემა!
-მაპატიე-ამოვიჩურჩულე, მივხვდი რომ სულაც არ უნდოდა ამაზე საუბარი, მე კიდე ცუდად გამომივიდა.
-რისთვის გოგო?!-გამომხედა და გამიღიმა.
-არ უნდა მეკითხა...
-არაუშავს... დაივიწყე, მაინც არაფერი გამოვიოდა ამ საქმიდან.
-ანუ რაღაც მაინც ხდება ხოო?!-ინტერესი ვერ დავმალე და გაღიმებულმა გავხედე.
-აუ შენ რა ხარ-გაიცინა და ლოყაზე მაკოცა.
-მეტყვი რა ხდება?!
-რა აზრი აქვს?!
-რავიცი იქნებ და მოგეხმარო რაიმეთი, ამ დაბრეგვილი ფეხით შავაცოდებ თავს და-გადავიხარხარე.
-არამგონია შენ დამეხმარო...
-და რაიცი შენ?! არც კი ვიცი რა პრობლემა გაქ და საიდან იცი მე შემიძლია დახმარება თუ არა?!
-თამუ დაივიწყე თქო!-ხმა გაუმკაცრდა.
-მითხარი... მომიყევი... იქნებ მოგეშვას...-თითქმის ჩურჩულით ამოვილაპარაკე.
-აღარააქვს მაგას არანაერი აზრი...-ჩამწყდარი ხმით გამცა პასუხი.
-გთხოვ...-არ ვიცი რატომ მაგრამ არ ვთმობდი პოზიციებს, მინოდა დავხმარებოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ დავეხმარებოდი კიდეც.
ზუსტად 20 წუთი ჩუმად იყო... ხმას არ იღებდა, არც ექანებოდა, უბრალოდ იჯდა ჩემს გვერდით და სივრცეს გაჰყურებდა, პირველად ვხედავდი ესეთ კოკას და იმედი მქონდა უკანასკნელადაც.
-ვერ ვაპატიე...-ამოიჩურჩულა ხმაწართმეულმა.
-მას?!
-არა...
-აბა?!
-საკუთარ თავს... საკუთარ თავს ვერ ვაპატიე!!!
-კი მაგრამ... რა მოხდა ეგეთი.
-ზუსტად 4 თვის წინ, ნუ სანამ ბოლოს წავიდოდი გერმანიაში დაჩისთან და დემესთან ერთად, შემთხვევით, უფრო უცებ გავიცანი ერთი გოგონა... ნაზი... სუფთა...პატარა... და საყვარელი... 18 წლის იყო მაშინ, ქუჩაში მივდიოდი და ტელეფონზე ვლაპარაკობდი, მაღაზიას გავხედე და ამ დროს ვიღაც შემასკდა, მეც წავიქეცი და ისიც, პირდაპირ ჩემს ზევით აღმოჩნდა-ტუჩის კუთხეში ჩატეხ, ეტყობა წარსულზე გაეღიმა-ჯერ გამოშტერებული მიყურებდა ვერ გაეგო რა მოხდა და ვერც ის გაიაზრა რომ შუა გორკის ქუჩაზე პირდაპირი გაგებით ჩემზე იწვა, მერე ფეხზე წამოვარდა და ჩხუბი დაიწყო, მე რათქმაუნდა უბრალოდ გავუღინე, ახლოს მოვწიე და ლოყაზე ვაკოცე, ვიგრძენი... ხო ვიგრძენი როგორ გააცახცახა ჩემს შეხებაზე და როგორ გამალებით დაიწყო ფეთქვა მისმა პატარა გულმა... შეხვედრამდე თქო ვუთხარი და წავედი... მას მერე კიდევ შემხვდა, მეგობრებთან ერთად იყო პარკში, ვიღაც ბიჭს ქონდა ხელი გადახვეული, არ ვიცი რატო მაგრამ ნერვები მომეშალა, მინდოდა მივსულიყავი და ის ბიჭი შუაზე გადამეხსნა.
-იეჭვიანე-დარწმუნებულმა წარმოვთქვი და გავიღიმე.
-ხო... ვიეჭვიანე, საშინლად ვიეჭვიანე, მაგრამ არ მქონდა ამის უფლება... ვიცოდი რომ არ მქონდა და ამიტომ გავაკეთე ისე, რომ ეგ უფლება მქონოდა-გაიცინა-მას შემდეგ სადაც ის იყო, მეც იქ ვიყავი-ისევ გაეცინა-ერთხელ მანქნით მივყვებოდი, არ ვიცი საიდან მიხვდა მაგრამ, შუა ტროტუარზე გამომიგდა გოგო, წინ ამესვეტა და თითი დამიქნია გადმოდი და აქ მოდიო-გადაიხარხარა-არა რა გიჟი იყო.
ისეთი ემოციებით ყვებოდა ყოველივეს, ისეთი რომ... არც კი ვიცი...
-მეც გადავედი და წინ დავუდექი, გაცეცხლებული მიყურებდ-მოყოლა გააგრძელა-ვერახარო, ასეო, ისეო და რავიცი კიდე, ნუ რაც იცით გოგოებმა რაა-გადაიხარხარა-მე კიდე ნერვებ მოშლილმა ვსტაცე ხელი და ჩავსვი მანქანაში, წავიყვანე კაფეში, შევიყვანე თქო რომ ვთქვა არასწორი იქნება, უფრო შევიტანე, მხარზე მოკიდებულმა შევიყვანე კაფეში და დავსვი სკამზე, ისეთი მლეწა თამუ, თავდაპირველად ვიფიქრე მეთქი ყბა მომიგრიხა თქო მარა გადავრჩით-ყბაზე ხელი ჩამოისვა, თითქოსდა შეამოწმა ადგილზე თუაო-არ გავუშვი, კი ჯინიანობდა მაგრამ არ გავუშვი-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა-გავიცანი, ნუ მე ვუყვებოდი ჩემზე და მას ვძალავდი მასზე ინფორმაციას, ისეც ვიცოდი მაგრამ მინდოდა მას მოეყოლა, მას მერე ხშირად ვნახულობდი, ისევ „წიკვინებდა“ მაგრამ მერე მიმეჩვია, დავუახლოვდი, ისე როგორც მე მინდოდა-ცოტახანი გაჩერდა და ერთი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს და ჰაერს გაატანა ყველა ტკივილი რაც მოყოლისას განიცადა-წვიმდა... საშინლად წვიმდა... მან კიდევ აიჩემა სასეირნოდ მინდა წასვლაო, მე კიდე ყველაფერს ვუსრულებდი და წავიყვანე თქეშში სასეირნოდ... უცებ მოვწიე ჩემსკენ და ვაკოცე... გააჟრჟოლა... შეცბა... ხმას ვერ იღებდა... პირველად მაშინ ვუთხარი მიყვარხარ თქო... მანამდეც იცოდა რომ მიყვარდა და ჩემი სამყარო იყო... ვგრძნობდი, ვიცოდი რომ იცოდა...-ისევ გაჩუმდა და ამ ჯერად მე გამომხედა-ცოლობა ვთხოვე-ხმაში სიხარული და სევდა ერთდროულად გაერია-დამთანხმდა...-ხმა ჩაუწყდ თითქოს და 200 ნაყინი ეჭამოს და ვეღარ ლაპარაკობდესო-ერთ დღეს ბარში ვიყავით, ბიჭებს გავაცანი, კარდაგაც გამოვთვერი, ამიტომაც „მომიარა“ და ბერეგზე წავიყვანე-„ეეჰ... ბერეგი... ბერეგი და დემეტრე... ბერეგი, წვიმა და დემეტრე...“ გავიფიქრე და მოსმენა გავაგრძელე-ღამის 4 საათი იქნებოდა იქ რომ მივედით, იცი რა ლამაზი იყო... ზღვა მასთან რა მოსატანი იყო... მისი ცისფერი თვალები ყველაფერს ფარავდა და უკუ აგდებდა... მისი შავი და გრელი თმები კი ქარში სასაცილოდ დაეხეტებოდნენ აქეთ-იქეთ, მასზე მომჯდარი შავი კაბა კი... ცდუნებას ვეღარ გავუძელი და...
-ოღონდ არ თქვა რომ...-ხმა ჩამიწყდა და შევეცადე ის ფიქრები თავიდან ამომეგდი.
-არა... მაგრამ... მე ხომ მას შევეხე, ის მთხოვდა გავჩრებულიყავი... მისთის თავი დამენებებინა... რომ ეშინოდა ჩემი...-ისევ სიჩუმე,გული ისე მიცედა მეგონა, რომ მალე ამოვარდებოდა-მე კი თითქოსდა მისი ხმა არ მესმოდა... ყურს არც კი ვუგდებდი...მაგრამ გონს მალევე მოვეგე... მოვშორდი და თვალებში ჩავხედე, ნანახმა ბოლო მომიღო... ჯობდა იქვე მოვეკალი ვიდრე ისე შემოეხედა ჩემთვის... თვალებით მითხრა რომ ვძულდი... რომ ვერ მიტანდა და ასეთ დღეში რომ არ ვიყო აუცილებლად გამოგასალმებდი სიცოცხლესო... არ ვიცოდი რა მექნა, მისკენ დავიძარი, მაგრამ მან უკან დაიწყო სვლა, ისევ წავედი მისკენ მან კი დაიჩურჩულა „გთხოვ მომშორდიო“ აი მანდ კი საბოლოოდ გავნადგურდი... ეხლა უკვე 19ისაა, 1 თვის წინ შესრულდა 24ში... ჩემს გარეშე შეუსრულდა 19... არადა ერთად ვგეგმავდით... ეხლა კიდე... ვერ მივდივარ მასთან... ვერ ვეხები... ვერ ვგრძნობ მის ნაზ კანს, არადა ეგ მჭირდება...-ესღა თქვა და გაჩერდა-ნინი მჭირდება!
უცებ „დაებერტყა“ საწოლზე და თვალები დახუჭა. მეც გვერდით მოვუწექი. ისევ ჩუმად იყო.
-მაპატიე...-დიჩურჩულა და გმომხედა.
-რისთის?!-შევიცხადე.
-თავზე მოგახვიე ეს ყველფერი.
-მერე რაა... პირიქით იმედია ცოტა მაინც მოგეშვა...-საპასუხოდ უბრალოდ გამიღიმა.
-კაი-წამოიყვირა უცებ-ჩემზე ხარ შენ ჩაბარებული, მანამ სანამ ეგ ფეხი არ მოგირჩება!
-ეუფ-გადავიხარხარე-მაგარ ცუდ დღეში ხარ-დავაიმედე და გავხედე სახედამანჭულ კოკას.
-ეხა სულ ნუ მაწყევლინებ თავს, ისე ნუ იზამ ჩემი ხელით მოვიკლა თავი-გადაიხარხარა.
-და რას ვშობითო?!-ოთახში თავი ლექსომ შემოყო.
-არაფერსო, ვლაპარაკობთ-გავუცინე ძმას.
-ნახე რა მოგიტანე-გაიღიმა და ხელში კოლოფი შეათამაშა.
-ტელეფონი მიყიდე?!-გახარებულმა წამოვიყვირე.
-ხო! შენ რო გინოდა ისაა!-გამოღიმა, ლოყაზე მაკოცა და მომცა ჩემი “NOKIA XL”
-არა ხშირად უნდა ვიტკინო ფეხი და დავამტვრიო რაღაცეები-გავიცინე.
-ოოჰ, ისეთი ჭკუის ხარ შენ რო იზამ მაგას-გადაიხარხარა კოკამ.
ვხვდებოდი როგორ უჭირდა კოკას თავის შეკავება, ემოციების დამორჩილება...
ბიჭები წავიდნენ მე კი მარტო დავრჩი ოთახში, ტელეფონი ჩავრთე და დავიწყე ქექვა როგორც ყოველთვის.
მიზნად დავისახე კოკასა და ნინოს შერიგება, არ ვიცოდი როგორ გავაკეთებდი ამას ნაღრძობი ფეხით, მაგრამ მაინც გავიტანდი ჩემსას... ამ ფეხსაც გამოვიყენებდი და ყველაფერი კარგადაც ჩაივლიდა.
ცოტახანში ლექსოც შემოვიდა ოთახში.
-როგორ ხარ?!
-კარგად.
-გტკივა?!
-არც ისე-გავუღიმე.
წამით თავში არაჩვეულებრივმა აზრმა გამიელვა და გეგმის მოქმედებში შეყვანას შევუდექი.
-ლექსო...
-ხო.
-აუ კოკას შეყვარებული რა გვარი რა იყო...-შუბლით თუთებს დავეყრდენი და ვითომ ფიქრი დავიწყე.
-აბაშიძე-დარწმუნებულმა გამცა პასუხი, მისი ჭკუით მომეხმარა.
-ხო დამავიწყდა და-გავუცინე და გავხედე გაკვირვებულ ძმას.
-მოიცა და შენ საიდან იცოდი ეგ ?!
-ვიცოდი.
-კაი კაი. წავედი მე, მოვა 2 წუთში ლელუკაც.
-ვაახ მოაცლევინე?!
-ნუ მაიმუნობ-გაიცინა და დამეჯღანა.
-რაიყო ვტყუი?! რაც ერთად ხართ დაქალი 3ჯერ მეყოელება ნანახი მეტი არა.
-სულ ეგრეც არაა-გაიცინა და კარებკისაკენ წავიდა-კაი წავედი და ჭკვიანად იცოდე.
-დავიმხობ სახლს თავზე-დავეჯღანე და ისიც ოთახიდან გავიდა.
ლექსო გავიდა და ლელუკაც 2 წუთში ჩემს ოთახში იყო.
-ვაიმე რა გჭირს?! როგორ ხარ?! რა დაგემართა?! როდის იტკინე ფეხი?! მართლა ბარათელმა მიგიყვანა ექიმთან?!-კითხვები დამიშინა ლელუკამ.
-ვაიმე ლელუკა დაწყნარდი გოგო ნუ გადაირიე-გავიცინე და დავიწყე კითხვებზე პასუხების გაცემა-კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ და ხო ჯაბამ მიმიყვანა ექიმთან.
-ვაიმე კი შემაშინე და...-ამოიოხრა და მაგრად მომეხვია.
-და რატო ინერვიულე?!
-რა რატო ვინერვიულე გოგო გული კინაღამ გამისკდა როცა გირეკეთ და არ გვპასუხობდი, შევიშალე კინაღამ.
-კაი გოგო რაიყო ცოცხალი ვარ, ფეხი მაქ პროსტა ნაღრძობი-გავეკრიჭე დაქალს.
-რავიცი კი გადაგვიყვანე ჭკუიდან და... ისე ჯაბას მადლობა მაინც თუ გადაუხადე-გაიცინა და გამომხედა.
-არა-გავიცინე მეც.
-აუ შენ რა კულტურული ხააარ-გადაიხარხარა.
-მე თუ შენ და ლექსო, რაარი გოგო ვის არ ყოლია შეყვარებული, რაარი სუ დამივიწყე რაც ზაფხული მოვიდა მას მერე 3 ან 4ჯერ მეყოლები ნანახი მეტი არა.
-არა ეგ ხო... მაგაში გეთანხმები ნამდვილად-გაიცინა-მარა ჩემი ბრალი სულაც არაა... შენ დებილ ძმას დააბრალე... თვითონ დამათრევს აქეთ-იქეთ, ხან ვის მაცობს ხან ვის-ამოიბუზღუნდა და საწოლზე გაწვა.
-აუ მაგარი ძმა კი მყავს მარა ნერვებს მიშლის.
-აუ მაგარი შეყვარებული კი მყავს მარა ნერვებს მიშლის-გაიმეორა ჩემი ნათქვმი და დამეჯღანა.
კიდე დიდხანს ვჭორაობდით, საუბრის დროს ლექსომ შემოაღო კარები.
-აბა ჩემი გოგოები რას შობინ?!
-რავი შენი შეყვარებულის კომენტარებს ვისმენ შენს ქცევსთან დაკავშირებით-სახე დავასერიოზულე და ასეთვე მით წარმოვთქვი, არადა ცოტაც და ჩავბჟირდებოდი მათი სახეების ყურებისს.
-რას განიხილვდით?!-გაკვირვებულმ მკითხა ლექსომ.
-რას და აი შენს ქცევებს და ა.შ-ისევ სერიოზულა ვლაპარაკობდი.
-და რა დასკვნები გამოიტანეთ?!
-რადა...
-ხო, ხო მაინტერესებს რა არ მოსწონს ამ ქალბატონს ჩემში-გახედა დაინტრიგებულმა ლექსომ ლელუკას რომელიც გაკვირვებული გამოგვხედავდა ხან მე, ხანაც ლექსოს.
-ვაიმე ლექსო რას უსმენ... რას კიარადა ვის უსენ-გაიცინა ლელუკამ და ლექსოს ლოყაზე აკოცა, ამნაც შემოხვია წელზე ხელი ლელუკას და კალთაში უპარდონოდ ჩაისკუპა-ხო იცი რო ყველაფერი მიყვარს შენში-ჩემმა ძმამ ლელუკას სიტყვებით გათამამებულმა პირდაპირ დააცხრა ტუჩებზე.
-ისა და...-ჩავახველე-მეც აქ ვარ!-გავიცინე და ერთმანეთზე აკრულ წყვილს თვალი ავრიდე.
-იყავი მერე... ვინ გიშლის.
-თქვენ!-გადავიხარხარე და დავეჯღანე.
-ვაიმე ეს არ გაიზრდება-დადო განაჩენი ლექსომ.
დიდ ხანს კიდე ვლაპარაკობდით, ლელუკამ მამამისს დაურეკა თამუნასთან ვრჩებიო, ჩემთან რაა ლექსოსთან რჩებოდა.
მე კიდე ჩემი გეგმის შესრულებას შევუდექი, სოცილურ ქსელში მოვძებნე ნინი აბაშიძე, მალევე ვიპოვე, საერთო მეგობრებიც გვყავდა, ამიტომ მისი ამბების გაგება არ გამძნელებია, მეტიც ის გავიგე რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მისი ტელეფონის ნომერი, ყველაფერი მოვიფიქრე და დავიძინე.

ნინოს ნაამბობი:


იმის გააზრება რომ იმ ადამიანმა გატკინა გული ვინც თავიდან სიცოცხლე შეგაყვარა ძალიან ძნელია... იმაზე ძნელია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, როცა ყოველ დილით მისი ზარი ან ესემესი გაღვიძებს და აქედან გამომდინარე მაღვიძარას დაყენება სულაც არაა საჭირო, როცა მთელი დღეები მასზე ფიქრობ, როცა მასთან ხარ, მაგრამ მაინც გრძნობ მონატრებას, ლტოლვას მის მიმართ და არ იცი რას გიზამს ეს გრძნობა, გაგაბედნიერებს თუ სამუდამოდ მოგიღებს ბოლოს, როცა შენ ხარ შენ, მაგრამ შენი უმეტესი ნაწილი მისია, როცა სუნთქავ მისით, როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ, გრნობ რომ ისიც ისევე გიჟდება შენზე როგორც შენ მასზე, როცა მზად ხარ აპატიო ყველაფერი, ოღონდ ის შენს გვერდით იყოს... და უცებ... ხვდები რომ ყველაფერი ფარსი იყო... რომ მას მხოლოს „ჟინის“ დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდი... და მეტი არაფერი...
ახლა როცა მისი „უპატიებელი“ საქციელისგან 4 თვე გავიდა მე მაინც ისევ ისე მიყვარს კოკა როგორც ადრე, უფრო მეტად თუ არა... უნდა მძულდეს... ვერ უნდა ვიტანდე... მაგრამ ჩემდა გასაკვირად არაა ასე, ახლაც არ შემიძლია უმისოდ... დღესაც ვეძებ გასასამართლებელ საბუთებს, მე რაა გული ეძებს და გონება აიგნორებს ყოველივეს.
უკვე 4 თვეა რაც თვალით არ მინახავს, რაღაც მომენტში არც მინდოდა რომ მენახა და მიხაროდა ჩემსგან შორს რომ იყო... მაგრა მერე... სიკვდილის ფასად დამიჯა უმიფობა... მეგონა რომ ვკვდებოდი, ვიგუდებოდი და ვიძირებოდი უმისოდ... თითქოს და ასეც მოხდა...
სასაცილოა და 5 თვის წინ გავიცანი... 1 თვე ვიყავით მხოლოდ „ერთად“ და ეს 1 თვე საუკეთესო 1 თვე იყო ჩემს ცხოვრებაში, მასზე მოყოლებული 4 თვე კი უსაშინლეში... სიკვდილი მინდოდა უმისოდ... მისი მოკვლაც მინდოდა... მეც ვერ გავრკვეულიყავი ვერაფერში.
მერჩივნა სხვა ენახა... მივეტოვებინე... ეთქვა რომ აღარ ვუყვარდი და უბრალოდ ერთობოდა... ვიდრე მისი ყოველი სიტყვა და საქციელი ესეთი წრფელი და მართალი ყოფილიყო და ბოლოში გამცრუებოა იმედი... თანაც ასე...
დღესაც თვალწინ მიდგას მისი მწვანე თვალები... მისი უძირო მწვანე თვალები რომელზეც ვგიჟდებოდი.

თამუნას ნაამბობი:

დილით ავდექი თუ არა საათს დავხედე 10 სრულებოდა, წამოვდექი, უკვე სიარულიც შემეძლო, მართალია ვკოჭლობდი მაგრამ მაინც.
როგორც კი მოვწესრიგდი, დავნაყრი და ჩავიცვი ჩემს „ძიძას“ დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთან გაჩენილიყო, მანაც ნახევარ საათში შენთან ვარო და გამითიშა.
შემდეგ კი მეორე ობიექტს მივუბრუნდი, ავკრიფე ჩემთვსი უცნობი ადამიანის ნომერი და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-ბატონო-მიპსუხა გოგონამ საყვარელი ხმით.
-გამარჯობა, ნინი მინდოდა.
-დიახ გისმენთ.
-ნინი, ჩემი კარგო ეხლა რაშია საქმე...-შევჩერდი.
-დიახ...
-სერიოზული საქმე მაქვს თქვენთან!-ხმა გავიმკაცრე არადა უფლება რომ მოეცათ იქვე ვიხოხებდი სიცილისგან.
-რა... რასაქმე?!
-ტელეფონით ვერ გეტყვი ამას.
-კი მაგრამ...-დაიბნა გოგონა.
-მისმინე შენს ახლო მეგობარს ეხება, სულ არ შეგაწუხებდი მე თვითონ მოვიდოდი და რაღაც მაგრამ ფეხი მაქვს ჩემო კარგო ნაღრძობი და სახლში „ძიძების“ დახმარებით გადავაადგილდები.
-და მე...
-აი შენ კი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე კაფეში შეგიძლი მოსვლა, მანდაც ჩამოვბობღდებით მე და ჩემი „ძიძა“ როგორმე.
-მე... არ ვიცი...
-მისმინე, ვიცი რო დაიბენი და ვერც ხვდები მე რა მინდა და რას გელაპარაკები, ამიტომაც მინდა რომ პირისპირ დაგიჯდე და გელაპარაკო.
-არ ვიცი.
-არც მკვლელი არ ვარ, არც ქილერი, არც დაქირავებული არ ვარ და არც შენ გატაცებას არ ვაპირებ ძმას ვფიცავარ-გავიკრიჭე, ვითო დაინახავს ეხლა ნინი ჩემს სიცილს.
-კარგი ხო მოვალ-გაეცინა-სად მოვიდე მითხარი.
-მოგწერ და იმ მისამართე უნდა მოხვიდე დღეს 2 საათზე.
-კარგი.
-ნახვამდის და მადლოდა.
-არა კაცო რისი მადლობა-ხმაში ეტყობოდა რომ გაეღიმა.
ტელეფონი გვთიშე და მისამართი მივწერე, ამ დროს კი ოთახში კოკაც შემოვიდა.
-ცალფეხა რას შობი?! რა გინდოდა, რამე პრობლემა ხო არ გაქ?!-გაიცინა დ გვერდით მომიჯდა.
-არაფერს კლოუნო-გავეკრიჭე-მე და შენ კაფეში უნდა წვიდეთ 2 საათზე.
-და რა ხდება რო?! ბიჭს უნდა შეხვდე გოგო?!-გაიცინა-დემეტრეს ღალატობ?!
-ვაიმე რ ბიჭს უნდა შევხვდე, რა დემეტრეს ვღალატობ ვერახარ შენ.
-ხო კაი, კაი, მართლა რამე ხდება თუ ისე?!
-ისე... კაფეში მინდა წასვლა და შენ როგორც „ძიძად“ წოდებული ვალდებული ხარ პატარა ბავშვის მოთხოვნები შეასრულო.
-არის სერ-თითები საფეთქელთან მიიტანა და გაიჯგიმა.
სანამ მოვემზადე მოვიდა კიდეც 2 საათიც, მე და კოკამ სახლი დავტოვეთ. კაფეში „ჩავბობღდით“ და თავისუფალ ადგილას დავჯექით.
კოკამ გავალ ერთი წუთით და მოვალო. „არა ყველაფერი ისე როგორ მიდის მე როგორც მინდოდა“ ჩემ თავს დავცინე და ბარმენს დავუძახე.
-ბიჭიიი-ხელი ავიქნიე რომ შევემჩნიე. მან გაიკვირვა, გაიცინა და საჩვენებელი თითი გულ-მკერდე მიიდო.
-ხო, ხო შენ! მოდი ერთი წუთით-ისიც მოვიდა.
-გისმენთ.
-ეხლა რაშია საქმე, მე რო დაგიძახებ, ნუ განიშნებ, უნდა მოხვიდე და წამომაყენო-ფეხზე ვანიშენ ვერ დავდივარ თქო.
-კი მაგრამ...
-აა ხო აგიხსნი ეხლა რაშიცაა საქმე-ბიჭს ავუხსენი ყველაფერი ისიც დამთანხმდა და ღიმილით გამშორდა.
როცა დავინახე რომ კაფეს ნინი უახლოვდებოდა კოკა სასწრაფოდ გავგზავნე სასმელზე ისიც წავიდა.
კაფეში შემოსულ ნინის ხელი დავუქნიე, ისიც ჩემსკენ წამოვიდა და დაჯდა მოპირდაპირე სკამზე.
-გამარჯობა-საყვარლად გამიღიმა.
-გაგიმარჯოს-მეც გავუღიმე-როგორ ხარ?!
-არამიშავს... თავად?!-„არადა როგორ გეტყობა უმისობას რომ ებრძვი...“ გულში ვთქვი ისე თითქოს ნინი გაიგონებდა.
-მეც არაჩვეულებრივად, ნუ ფეხს თუ არ ჩავთვლით-გავიცინე და ფეხს დამანჭული სახით დავხედე.
-აუ... ცუდია.
-რავიცი... არც ისე, ეს ფეხი რო არა ეხლა კო...-დროულად დავატორმუზე.
-რომ რა?!
-არაფერი დაივიწყე.
-ხოდა რისთვის მომიყვანე, რა უნდა გეთქვა?!
-ნუ მოყვანით მე მოგიყვნე, მაგრამ სხვამ უნდა დაგელაპარაკოს, იმედი მაქვს...-ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი.
-რა?!
-ნახავ რაც-გავუღიმე და გიორგის (ბარმენს) დავუძახე. ისიც ჩემთან გაჩნდა და ბარისაკენ წამოყვანა, სკამზე მოვკალათდი და დავიწყე მოვლენების განვითარებისათვის თვალის დევნება.
-აქ რატო ხარ?!-მკითხა კოკამ და 1 კათხა ლუდი და წვენი შეუკვეთა.
-მიდი შენ და მოვალ მეც.
-აქ ვიქნები მეც.
-არა კაცო, მიდი და მოვალ თქო-ისიც დამთანხმდ და წავიდა მაგიდისაკენ, სადაც ნინი იჯდა.
მე და გიორგის კი პოპკორნიღა გვაკლდა და ეგ იყო, ინტერესით გავხედავდით ხან კოკას და ხანაც ნინის.
კოკა ისე მივიდა მაგიდამდე არც კი შეუხედავს მაგიდისთვსი, ვერც კი მიხვდა იქ ვინმე იჯდა თუ არა.

კოკას ნაამბობი:

აი როცა დვინახე ნინი ეს იყო რაც იყო. ნინი ფეხზე წამოდგა, მე კი სწრაფად დავაწყე სასმელები მაგიდაზე და ნინის თვალებში ჩავხედე.
-შ... შე... შენ?!-ხმის კანკალით მკითხა, მე კიდე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი, მონატრებული მისი ნაკვთბით ვტკბებოდი.
-ხო... მე!
-აქ რა გინდა?!-გაკვირვებულმა მკითხა მე კი მხრები ავჩეჩე.
თვალს არ ვაშორებდი, არც მქონდა ამის სურვილი, მინდოდა დავმტკბარიყავი მისით, მონატრებული ნაკვთების ხილვისას გამეღიმა, „იმაზე მეტად მოგნატრებია ვიდრე გეგონა“ ვუთხრი საკუთარ თავს.
ნინი უცებ შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, ამ დროს ჩემმა ტვინმა რეაგირება მოახდინა და ძლივს შეძლო რაღაც ნორმალურის თქმა.
-სად მიდიხარ?!-მისკენ წავედი.
-სადღაც!
-მაინც?!
-რა შენი საქმეა?!
-ჩემი საქმეა!
-არ არის!-მტკიცედ ჩაილაპარაკა და კაფიდან გავიდა ამ დროს კი თამუნას ყვირილი მომესმა.
-გაყევი ეხლავე! არ გადამრიო კოკა გაყევი დროზე.
-მიდი ბიჭო ვის ან რას ელოდები, წავა და მიყურე მერე მე-მას აყვა ბარმენიც.
-გაყევი შვილო გაყევი, თუ უყვარხარ რაც არ უნდა იყოს მაინც გაპატიებს-უცებ გვერდით გავიხედე და ხელში 60 წელს გადაცილებული ბებო შემრჩა.
-ეგრე ადვილი არ არის...-ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ მაინც გავყევი, მივხვდი ეხლა რომ არაფერი არ მექნა, ვერც მერე ვერ ვიზამდი ვერაფერს, შანსი მქონდა დამებრუნებინა, მემართლებინა თავი, მართალია არანაერი გასასამართლებელი მე არ მქონდა მაგრამ მაინც ვციდი, „ცდა ბედის კონახევრეაო“ ხოდა მეც ვცდი.
გარეთ გავედი და თეთრ კბაში გამოწყობილ სხეულს დავედევნე, მალევე დავეწიე, ხელზე ფრთხილად შევახე ხელი, ის კი შეცბა და სწრაფად მობრუნდა.
ჯობდა მისი თვალები არ დამენახა... ჯობდა მოვმკვდარიყავი... ტიროდა, ისევ ჩემს გამო ტიროდა...
-რა გინდა?!-სლუკუნებდა.
-არ ვიცი...
-ხოდა წავედი!
-მოიცადე!-ხმა გავიმკაცრე.
-რა გინდა?!-ტიროდა და ისე მელაპარაკებოდა.
-მინდა რომ ჩემთნ იყო...
-ეგ შეუძლებელია.
-რატომ?!
-მეკითხები კიდეც?!-ირონიულად გაიღიმა და ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა.
-ვიცი... ვიცი უკანასკნელი არაკაცივით მოგეგექი... ვიცი რომ არ ვარ ღირსი ახლა ვიდგე შენს წინ და საერთო გელაპარაკებოდე, მესმოდეს შენი ხმა და ვტკბებოდე შენით, მაგრამ! არ შემიძლია გესმის?! არ შემიძლია, უშენოდ ვკვდები, შენით ვარ ავად! ეს დედა ****** ეს 4 თვე საშინელება იყო! ვიცი რომ სასაცილოცაა ეხლა ჩემი საქციელი, ეგრე გამოდის რომ პატიებას გთხოვ, ხო მე კოკა ბუჟღულაშვილი გთხოვ რომ ჩემი უპატიებელი შეცდომა მაპატიო და დამიბრუნდე, მე... მე მჭირდები, არ ვიცი უშენოდ როგორ ვიცხოვრებ... უბრალოდ... უბრალოდ მჭირდები!
მას ხმა არ ამოუღია, მე კიდე ამოციებით ვიყავი სავსე და ვერ გამეგო როგორი ემოციები იყო ეს. ის ხმას ვერ იღებდა, დაბნეული სახით მიყურებდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, გაუჩერებლივ... გაუთავებლად...
არ ვიცი მაგრამ ეხლა მიხაროდა ჩემი საქციელის, რომ ვუთხარი ყველაფერი, იქნებ და ეხლა მისგან ისევ მიმეღო ყბაში ხელი, მაგრმ ამაზეც კი თანახმა ვიყავი.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მისკენ 1 ნაბიჯი გადავდგი, მივხვდი რომ მასაც უნდოდა უკან წასვლა, მაგრამ ვერ ექანებოდა, მისკენ მივიწიე სულ რამოდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს. ფრთხილად შევახე თითები მის გაყინულ ხელს, ისევ... ისევ ვიგრენი და დავინახე თუ როგორ გააცახცახა ჩემს შეხებაზე, იმედი გამიჩნდა იმის რომ ის არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ, რომ მის პატარა გულში იყო ჩემთვის განკუთვნილი ადგილი.
-როგორ მომნატრებიახარ-კანკალით წარმოვთქვი ისე, რომ მისთვის არც კი შემიხედავს, იმის გამო ვერ შევხედე რომ მეშინოდა მის თვალებში ჩამდგარი ცრემლებისთვის კიდევ გამესწორებინა მზერა-შენ... ისეთი ნაზი ხარ... ისეთი საყვარელი... ისეთი... მა... მაპატიე, მე არ უნდა მოვსულიყავი შენთან, არ უნდა მეთხოვა პატიება, არ ვარ პატიების ღირსი... მაპატიე პატარავ... ისევ გატირე... მე ისევ გატირე-ვიგრენი როგორ ჩამომიგორდა ლოყაზე ცრემლი და აი კოკა ბუჟღულაშვილმა მეორეჯერ იტირა მის ცხოვრებაში და ორივე ცრემლის პატრონი ნინი იყო...-მშვიდობით-ესღა ვთქვი, გამოვბრუნდი და წამოვედი.
ასე 5-6 ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, როცა ზურგე შეხება ვიგრძენი, გავშრი, გავქვავდი, როცა მივხვდი ვინ იყო. მივბრუნდი და ხელში ნინი შემრჩა რომელსაც ტირილისგან თვალები დასიებოდა.
-მე... მე უშენოდ არ შემილია...-დაიჩურჩულა და თავი დახარა.
არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ დავიფიცები რომ ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ, ხელები მაგრად მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე.
-მაპატიე გთხოვ... მაპატიე ის რისი პატიებაც არ შეიძლება.
-უკვე დიდი ხანია რაც გაპატიე-მიჩურჩულა ყურთან და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მე კიდევ მისი სურნელით ავივსე ფილტვები და მონატრებულ სხეულს უფრო მაგრად მოვხვიე ხელები.
-მიყვარხარ!-მტკიცედ განვაცხადე და მის ბაგეებს დავეწაფე.
-მეც!-გამიღიმა და ლოყაზე ნაზად შენახო მთრთოლვარე ტუჩები.




- - - - -
გამარჯობათ ხალხოოო ესეც ახალი თავი.
ძლივს ვაღირსე დაბეჭდვა, საშინლად დაღლილი, დაქანცული და გათიშული ვწერდი ამ თავს და იმედია მოგეწონებათ...
ყველანი მიყვარხართ და მადლოაბ რომ კითხულობთ და მოგწონთ ისტორია
იმედია მოგეწონებათ და ველოდები კომენტარებს



№1  offline წევრი Geek Girl

პირველი ვარ!!!! წავედი ეხა წავიკიტხე <3

 


№2  offline წევრი cancara

Yamuna miyvarxar midi gaagzele

 


№3  offline წევრი monika.niqo

Kargad wer Mara dzaan gaiwela DA nel nela interesi ekargrba. Ase ROM ecade maqsimum 2-3 tavshi daasrulo.

 


№4  offline წევრი masu

Auuu magaria <3

 


№5  offline წევრი -tiko))

Ra damtavreba ris damtavreba... es ro damtavrdes raga vqnaa? Arc ki gaifiqro ro daantavro ... nu jer mainc... xo da kide ... demetle momenatlaaa :( ... dzaan kargi gogo xar da mesmis sheni cotas rom agvianeb xolme ... mikaqaall
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი lika

kargiyo ai martla kargi iyo dzan momewona

 


№7  offline წევრი ნატა

Zalian magri xar..
Da zalian kargi istoriaa, erti suli maqvs shemdeg tavs rodis dadeb... Carmatebebiii umagesooo<3<3<3

 


№8  offline წევრი llella

ნატა
Zalian magri xar..
Da zalian kargi istoriaa, erti suli maqvs shemdeg tavs rodis dadeb... Carmatebebiii umagesooo<3<3<3

madloba didi ai dzalian didi madloba <3 <3

[quote=lika]kargiyo ai martla kargi iyo dzan momewona[/quot
madloba <3 <3 <3

-tiko))
Ra damtavreba ris damtavreba... es ro damtavrdes raga vqnaa? Arc ki gaifiqro ro daantavro ... nu jer mainc... xo da kide ... demetle momenatlaaa :( ... dzaan kargi gogo xar da mesmis sheni cotas rom agvianeb xolme ... mikaqaall

chemi -tiko)) <3 ^_^ rogor miyvarxar shen ar ici... madloba <3 madloba eseti tbili sotyvebisatvis... arc ki bici ra gotxra vxedav rom aq xar... akomentareb da me esec ki myofnis chems gulshi sixarulis naperwkali ro gachndes... <3 :*

 


№9  offline წევრი -tiko))

[quote=llella][quote=ნატა]Zalian magri xar..
Da zalian kargi istoriaa, erti suli maqvs shemdeg tavs rodis dadeb... Carmatebebiii umagesooo<3<3<3[/quote]
madloba didi ai dzalian didi madloba <3 <3

[quote=lika]kargiyo ai martla kargi iyo dzan momewona[/quot
madloba <3 <3 <3

[quote=-tiko))]Ra damtavreba ris damtavreba... es ro damtavrdes raga vqnaa? Arc ki gaifiqro ro daantavro ... nu jer mainc... xo da kide ... demetle momenatlaaa :( ... dzaan kargi gogo xar da mesmis sheni cotas rom agvianeb xolme ... mikaqaall[/quote]
chemi -tiko)) <3 ^_^ rogor miyvarxar shen ar ici... madloba <3 madloba eseti tbili sotyvebisatvis... arc ki bici ra gotxra vxedav rom aq xar... akomentareb da me esec ki myofnis chems gulshi sixarulis naperwkali ro gachndes... <3 :*[/quote]
Xoda sul ese gagichen xolme radgan ro ar davakomentaro am istoriaze ar gamomdis... ai ratomgac ver gavdivar ise ro am istoriaze ar davakomentaro ... sul uazro ro iyos mainc :D
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№10  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძლიან მაგარია^_^

 


№11  offline წევრი Indigo

მაგარი ხარ!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

არ მეყო რა კარგი იყო

 


№13  offline წევრი malikuna

Wow ყოჩაღ მომეწონა ძაან უფრო ის გამიხარდა ჯაბა რომ არიყო ამთავში:-D :D აუუ მაგარია მართლა სუპერ გოგო ხარ მარა დემეტრე მოგვენატრაა:((❤❤

 


№14  offline წევრი llella

malikuna
Wow ყოჩაღ მომეწონა ძაან უფრო ის გამიხარდა ჯაბა რომ არიყო ამთავში:-D :D აუუ მაგარია მართლა სუპერ გოგო ხარ მარა დემეტრე მოგვენატრაა:((❤❤

მადლობა <3 როგორ მიხარია როცა ესეთ კომენტარებს ვკითხულობ თქვენ არ იცით <3 მადლობა თბილი სიტყვებისათვის ^_^

 


№15  offline წევრი malikuna

llella
malikuna
Wow ყოჩაღ მომეწონა ძაან უფრო ის გამიხარდა ჯაბა რომ არიყო ამთავში:-D :D აუუ მაგარია მართლა სუპერ გოგო ხარ მარა დემეტრე მოგვენატრაა:((❤❤

მადლობა <3 როგორ მიხარია როცა ესეთ კომენტარებს ვკითხულობ თქვენ არ იცით <3 მადლობა თბილი სიტყვებისათვის ^_^

არაფრის ჩემო კსრგო❤რასაც ვფიქრობ იმას ვწერ.. ❤❤

 


№16  offline წევრი lamazmani

ძაან კაია იყო მომწონს მარად მალ დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent