შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (9)


7-06-2015, 21:33
ავტორი MyLove
ნანახია 5 530

ძალიან გაახარა ვაჟას და ლილეს ამბავმა, ზედმეტადაც კი, მაგრამ ეს ბერდია, ყველგან რომ მურმანის ეკალივით ეჩხირება, მაგას გადაჰყავს ჭკუიდან. ახლა მასთან ერთად ძილიღა აკლდა სრული ბედნიერებისათვის. „თითქოს პირველად იძინებდე“ გაიფიქრა გულში, თუმცა ამ სიტყვებში დამაიმედებელი ვერაფერი იპოვა. ამხელა კაცს სახლიდან ხომ ვერ გააგდებდა, ან ქუჩაში ხომ ვერ დააძინებდა. ღრმად ამოიქშინა. მისი საწოლი საკმარისზე დიდია იმისათვის, რომ ის ვაჟბატონიც დაიტიოს და ეს უშლის ნერვებს.
დღე ხომ დიდად ვერ დათარეშობდა სახლში, ახლა ღამეც დაძაბული მოუწევს ყოფნა.
საღამოს, ბანაობის შემდეგ, რაც შეეძლო გრძელი პენუარი ამოქექა თავის ნივთებში. კიდევ კარგი, ერთი გრძელი, ბამბის ღამის შარვალი და მაისური ჰქონდა „შავი დღისათვის“.
მართალია, ამ ტანსაცმელში შეიძლება გაიგუდოს, მაგრამ მაგაზე ნამდვილად აღარ დარდობს.
ოთახში დაბრუნებულს, ბერდია უკვე იქ დახვდა და მანაც უხმოდ დაიკავა თავისი ადგილი საწოლში.
ხმის ამოღებას არ აპირებდა, ან რა ჰქონდა სათქმელი? რამეს თუ იტყოდა, ამით ხვიბლიანს გაამწარებდა, მას კი მშვიდად ძილი ყველაზე მეტად უნდოდა.
–იმედია, ჩემ ტერიტორიაზე არ გადმოხვალ! –მაინც ვერ მოითმინა და ჩუმად ამოიბლუყუნა.
–ნუ ცდილობ, ნერვები მომიშალო,–გაღიზიანებული ტონით მიუგო სვანმა და ღრმად ამოიხვნეშა.
–არ ვცდილობ! –უარყო მაშინვე.
რაც იჩხუბეს, მას შემდეგ, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ახლაც ძლივს დაამყარეს ერთი დიალოგი და მაშინაც ჩხუბობენ.
–ბებიაშენს რა ჰქვია?! –ძილი არაფრით ეკარებოდა, ვერც ჩუმდებოდა.
–ანანია, –პირველად ესმოდა მისგან ასეთი თბილი ტონით წარმოთქმული სიტყვა.
ეტყობა, ძალიან უყვარს ხვიბლიანს ბებია.
გაუხარდა, მასში რაღაც ადამიანურიც რომ ამოიცნო. ასეთი სითბოს დატევა როგორ შეუძლია ამხელა სიცივით აღსავსე ადამიანს?!
ალბათ, მხოლოდ მათთან იჩენს ამ სითბოს, ვინც უყვარს.
ხოლო, ბერდიას საქციელით თუ ვიმსჯელებთ, ნაინა დიდად არ უნდა ეხატებოდეს გულზე.
–ლამაზი სახელია, –წარმოთქვა ყველაფრით აღფრთოვანებულმა.
–ჰო, ძალიან, –გუმანით იგრძნო,რომ ბიჭს ჩაეღიმა, –ჩემს შვილს მისი სახელი უნდა დავარქვა.
–მეც რომ დავარქვა, ხომ არ გეწყინება?! –წამოაყრანტალა უეცრად.
რა ალაპარაკებდა, ან რად უნდოდა ხვიბლიანისგან ნებართვის აღება? რასაც უნდა იმას დაარქმევს მის შვილს. ახლა არ ეძინება და რაზე ისაუბროს აღარ იცის. ბავშვობიდან ასეა.
ის და ვაჟა, სოფელში ყოფნისას, პატარები რომ იყვნენ ერთად იძინებდნენ და დილამდე საუბრობდნენ.
–არა, რაც გინდა ის დაარქვი. –ჩაილაპარაკა გულგრილად.
ცოტა არ იყოს, გული დასწყვიტა მამაკაცის ტონმა, მაგრამ არ შეიმჩნია. თვალზე მომდგარ ცრემლებს მიზეზი ვერ უპოვა. რატომ ეწყინა? რა ვალდებულია ბერდია, ნაინას შვილის სახელებზე იფიქროს?!
–ხო და, ანანიას დავარქმევ! –თქვა მტკიცედ, თითქოს ბიჭისთვის აპირებს რამის დამტკიცებასო.
–დაარქვი! –ჯიბრიანად ჩაილაპარაკა სვანმა,–მეც დავარქმევ!
–მეც დავარქმევ, –არაფრის დიდებით აპირებდა სიტყვის შერჩენას,–იქნებ გოგო არ გეყოლოს და სულ ბიჭები გყავდეს?!
–არა, –ჩაილაპარაკა მტკიცედ, –მანამდე გავაჩენ შვილებს, სანამ გოგო არ გაჩნდება!
–მოიშლება შენი ცოლი და ნახავ მერე, –ჩაიფხუკუნა ხმადაბლა. –ამბობენ, მამებს ქალიშვილები ყველაზე მეტად უყვართო..–მამის გახსენებამ ცრემლიანი ღიმილი მოჰგვარა და წლების წინანდელი ტკივილი შეახსენა.
–ძალიან მეყვარება, გოგოც და ბიჭიც, მაგრამ... გოგო სულ სხვაა! –სიყვარულით სავსე ხმით ჩაილაპარაკა.–ყველაზე კარგი მამა ვიქნები. –დაამატა ამაყად.
ნათლად დაუდგა თვალწინ, თუ როგორ ეფერებოდა ხვიბლიანი პატარა, კულულებიან გოგონას და ჩაეღიმა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ესიამოვნა.
სიამოვნებას და საკუთარ საქციელს, გამართლება ვერაფრით უპოვა.
ფიქრების გასაფანტად თავი გადააქნია და ამჯერად ზურგზე დაწვა, თვალებით კი ჭერს მიაჩერდა.
–მეშინია, რომ ჩემი შვილისთვის კარგი დედა არ ვიქნები, –თქვა აცრემლებულმა.
ამის შიში ოდითგანვე უღრღნიდა გულს. რომ ვერ მისცეს შვილს ის სითბო და სიყვარული, რომელ წყალში გადახტეს?!
–თავდაპირველად მაგის ყველას ეშინია, –ანუგეშა გოგონა, –მეც მეშინია, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებ.
–მე მაინც მეშინია, –მისმა სიტყვებმა არანაირი ხსნა არ მოუტანა ნაინას გულს. ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა.
სატირლად ნამდვილად უამრავი მიზეზი ჰქონდა. მაგრამ რისთვის ტიროდა, რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ.
–ნუ გეშინია! –მკაცრად დაუცაცხანა ხვიბლიანმა,–ჯერ მაგაზე ფიქრი ადრეა.
–მართალი ხარ, –პირველად აღიარა, ის, რასაც ფიქრობდა ბერდიაზე.
–ვიცი! –წაუყოყოჩა კაცმა.
–ყეყეჩო, –აბუზღუნდა უმალ.
–ჩერჩეტო!
–რატომ ვარ ჩერჩეტი?! –წარბშეკრული წამოჯდა საწოლზე, ელვისებური სისწრაფით და ხელები გულზე დაიკრიფა.
–აბა მე რატომ ვარ ყეყეჩი?!–მისი მოქმედება გაიმეორა სვანმა.
–იმიტომ, რომ ხარ! –უპასუხა სწრაფადვე.
–ხოდა, შენც ხარ!
–არ ვარ ჩერჩეტი!
–ხარ! –უთხრა დამაჯერებლად და თვალი ჩაუკრა.
–ნეტავ იცოდე, როგორ მიშლი ნერვებს და მაღიზიანებ! –გამოსცრა ნაინას.
–მეც ასევე! –მიუგო გაბრაზებული ტონით ბიჭმა და ზურგი აქცია.
ბერიძემაც მისი მოქმედება გაიმეორა და ზურგშექცევით, საწოლის კიდეზე დაწვა.
მერე იგრძნო, საბანი რომ არ ყოფნიდა და მაგრად დაქაჩა.
არა და, რად უნდოდა ამ სიცხეში საბანი?! გრილად ცმოდა მაინც. ზამთრის საღამურები აცვია და საბანსაც ითხოვს. ეს უკვე ჯინიანობაა!
არც ხვიბლიანმა დააკლო და ისეთი ძალით მოქაჩა საბანი, რომ მასზე ჩაბღუჯული ნაინაც კი წაიყოლია.
–ველურო! –წამოიყვირა მწყობრიდან გამოსულმა,–დამიბრუნე საბანი.
–ხომ არ გცივა?! –მის ჩაცმულობაზე მიუთითა ბერდიამ და ეშმაკურად ჩაიცინა.
–კი, ძალიან მცივანა ვარ.¬¬–იხტიბარი არ გაიტეხა და წარბი ასწია.
¬–კარგი, –მალევე დანებდა ბიჭი და საბანი გვერდებში ამოუკეცა.
გაკვირვებული აცეცებდა თვალებს ნაინა და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. თბილი საბანი კარგად რომ ჩაუკეცა, თვითონაც შეეხურხლა საბანში და ჩაეხუტა.
–გაგათბობ, თუ გცივა. –ჩაიფხუკუნა სვანმა და ზურგზე მიხუტებულ გოგონას, წვივი ტერფზე დაუსვა.
უკვე საშინლად გაოფლიანებულიყო ნაინა და სულს ვერ ითქვამდა. ამ ფერება–ფერებით კი სულ უფრო ურევდა გონებას კაცი. მის სუსტ წერტილებს ძალიან სწრაფად პოულობდა.
სიცხისგან ლამის სუნთვა რომ შეწყვიტა, ხვიბლიანის მკლავებს დაეჯაჯგურა.
დაუპატიჟებელი სტუმარი (9)

–მომაცილე, გემუდარები.–ამოიხრიალა დასიცხულმა.
–აბა მცივაო? ¬–იკითხა გულუბრყვილოდ.
–არ მცივა, იდიოტო, ვერ ხედავ? ოფლში ვცურავ! –ამ კაცს ყველაზე კარგად შეუძლია, მოთმინება დააკარგვინოს ნაინას.
–ჰო, კარგი, კარგი.–მოცილდა მალევე,–თუ შეგცივდება, მითხარი!
–გველო! –კიდევ ერთხელ მოეალრესა სიტყვებით მამაკაცს და მოკლე მკლავიანი მაისურის ჩასაცმელად წამოდგა ფეხზე, თორემ უკვე სული ამოხდა.
***
მთელი ორი კვირის განმავლობაში, ექიმთან დადიოდა ბატონი ბერდია და ესინჯებოდა.
ფეხი ნელ–ნელა უხორცდებოდა და იმდენად აღარც კოჭლობდა.
მათი კინკლაობა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ოჯახში. უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ. ამით კი ორივე სარგებლობდა და ცოცხლად ჭამდნენ ერთურთს.
ერთ დღეს, როდესაც სახლში მარტო აღმოჩნდნენ ნაინა და ბერდია, გოგონამ მზაკვრული გეგმების შემუშავება დაიწყო.
ხვიბლიანი ფეხბურთს უყურებდა და თან ლუდს სვამდა.
მარცხენა წარბი ეშმაკურად აზიდა მაღლა ნაინამ და „ლმობიერი“ ღიმილით გავიდა მისაღებში.
–ყავა ხომ არ გინდა?!–ჰკითხა, საპასუხოდ კი ბერდიას ეჭვნარევი მზერა მიიღო.
–არა! ¬–უპასუხა მტკიცედ და ტელევიზორს მიუბრუნდა.
ეს გეგმა ჩაეშალა. ახლა მეორე უნდა მოეფიქრებინა.
იმ დღეს, არაფერი მომხდარა ისეთი, მაგრამ მეორე დილა, ისეთი გაუთენდა ბერდიას, მტერსაც არ ვუსურვებდი.
მგონი, კიდევ მოუწევს ტრავმატოლოგიურში ყურყუტი, ამჯერად ნაინას ეშმაკობის წყალობით.. თუ ყველაფერი მის სასიკეთოდ არ მიტრიალდა.



№1  offline მოდერი MyLove

ბავშვებო, დიდი ბოდიში პატარა თავისთვის.
ასევე, შემდეგ თავს არ ვიცი როდის დავდებ, გამოცდები მეწყება და ახლაც გადარბენაზე დავწერე, უპასუხისმგებლოდ რომ არ გამომსვლოდა.
1კვირით გემშვიდობებით. sad
თქვენი აზრი, მაინტერესებს....
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი მოჩვენება

ინტრიგანოოოო -_- სად გაწყვიტე უფ :-D არაუშავს მეც გამოცდები მეწყება, აბა შენ იცი წარმატებები <3 ძალიან კარგია

 


№3  offline წევრი ninonino7500

აუ მაგარია დზაან <3 მალე დადე რა და რაც სჰეიდზლება დიდი :D :D :D

 


№4  offline წევრი Ignifex

იფიფ,რა ადგილზე გაწყვიტე :D წარმატებები გამოცდებზე! <3 ველი შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent