პირადი მცველი [18]
დილით ათ საათზე ჩაფრინდნენ საფრანგეთში,აეროპორტში გაატარეს რამოდენიმე ხანი,თუმცა 12–ზე უკვე სასტუმროში იყვნენ,ერთ–ერთ პრესტიჟულ სასტუმროში აიღეს ნომერი,პარიზის ცენტრში და გვერდიგევრდ ოთახებში დაბინავდნენ,თუმცა რატომღაც პატარა ნატაშამ ამჯერად ანასტასიასთან დარჩენა მოინდოდა,მამა ძლივს რომ დაიყოლია დარჩა კიდეც. დვალს უამრავი საქმე ჰქონდა დილით,ამიტომ ცოტათი გვიან მოუწია ჩასვლა,თანაც თაკომაც დააგვიანა,ამიტომ 3 საათზე მოუწიათ ჩასვლა,პრესკონფერენცია საღამოს,6–ზე იყო დანიშნული, 3 საათი კიდევ ჰქონდათ წინ დასაბინავებლად და დასასვენებლად,რათქმაუნდა მათაც იმ სასტუმროში ჰქონდათ დაჯავშნული ნომერი სადაც ანასტასია და ანდრეი იყვნენ,თუმცა სხვადასხვა სართულებზე ერთი ოთახი აიღეს–მართალია თავიდან დვალი აპირებდა ორი ნომრის აღებას რადგან თაკოსთან მხოლოდ ღამის გატარების სურვილი ჰქონდა,არანაირი საუზმობა ან სადილობა ერთად,უბრალოდ არ შეეძლო ეს ყველაფერი,თუმცა ქალის დიდი წუწუნისა და ხვეწნა–მუდარის შემდეგ ერთ ოთახში განლაგდნენ. –რომელზე მივდივართ პრესკონფერენციაზე? ქალს მოკლე ხალათი ეცვა და გამომწვევად იწევდა უფრო ზევით,თან სარკესთან იდგა და სახის კრემებს ისმევდა –არამგონია შენი იქ ყოფნა აუცილებელი იყოს ქალმა შემოხედა –აბა რისთვის წამომიყვანე? –წვეულება იქნება პრესკონფერენციის მერე –აჰა,გასაგებია კმაყოფილი სახით გაიბადრა ქალი და თითის წვერებზე წამოიწია ***** –ნატაშას ქალებს დავუტოვებთ,უამრავი ძიძაა დასაქირავებლად სასტუმროში,ხომ გაჩერდები თოჯინა? ანასტასია თმას ივარცხნიდა და თან ნატაშას ელაპარაკებოდა –კი რუსულად უთხრა ბავშვმა,ძალიან შეუყვარდა ეს პატარა ქალი ამ ხნის განმავლობაში ანასტასიას,თანაც მის სიყვარულს უფრო ზრდიდა ის რომ დედობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვთან,ბავშვს ხელი ჩაკიდა და ანდრეის ოთახისკენ წავიდა –შემოდით მამაკაცის ხმა მოესმა შიგნიდან,კარი შეაღო თუმცა არ შესულა,გარეთ დაელოდა –რატომ არ შემოდიხართ? ისევ მეორე ოთახიდან საუბრობდა მამაკაცი -გვეჩქარება,უკვე 6ის ნახევარია,დაუჩქარე მამაკაცი მაშინვე გამოვიდა ოთახიდან,ნატაშა აიყვანა ხელში და კიბეები ჩაიარეს ერთად ***** პარიზში ნამყოფი იყო ანასტასია 16 წლის ასაკში,თუმცა ბუნდოვნად ახსოვდა,ახლა 24 წლის ქალს უფრო სხვა შთაბეჭდილება დარჩა ამ ქალაქზე,ძალიან მოეწონა,ზედმეტადაც კი,ახლა ტაქსიში იჯდნენ და მანქანანიდან ათვალიერებდა ქალაქს,უცებ რაღაც გაახსენდა –ხვალ დისნეილენდში უნდა წავიყვანოთ ნატაშა,დავპირდი ანდრეის გაეღიმა –აუცილებლად უზარმაზარ,შავი მინებით შებურულ შენობას მიადგნენ,ანასტასიამ ზევით რომ აიხედა თვალი ვერ ააწვდინა შენობას იმსიმაღლე იყო,ტაქსის მძღოლმა გააჩერა და ისინიც გადმოვიდნენ –რა მაგარია,როგორც იქნა აქ ვართ ქალი ვერ მალავდა სიხარულს –ვიცოდი რომ გამოგივიდოდა! გაუღიმა მამაკაცმა და წინ გაუშვა,თვითონ კი უკან ამოუდგა ქალს და ისე შევიდნენ შენობაში,შესვლისთანავე რამოდენიმე შავებში გამოწყობილი მამაკაცი მიეგება მათ,ლიფტში ჩასხდნენ და მე18 სართულზე გაჩერდა ლიფტი,მამაკაცმა პირდაპირ მდგარი კარებისკენ უჩვენა მიმართულები და ანასტასიაც დაიძრა იქეთკენ,ანდრეის საბუთები გამოართვა ხელიდან და თვითონ დაიჭირა,კარების სახელური ფრთხილად ჩამოსწია და გამოაღო,კარების პირდაპირ ნაცნობი სხეული დალანდა,თავიდან თითქოს ბუნდოვნად დაინახა,მერე თვალები მოიფშვნიტა მარჯვენა ხელით,დახუჭა,ფრთხილად გაახილა და აღმოაჩინა რომ ისევ არ გამქრალა სილუეტი,წინ დამიანე დვალი ეჯდა,უკვე 33 წლის მამაკაცი,ლურჯ კოსტუმში,ისევ ისეთი მკაცრი გამომეტყველებით,თუმცა საოცრად სევდიანი თვალებით –შემობრძანდით ქალბატონი ანასტასია! სხვა მამაკაცის ხმა მოესმა მარჯვნიდან,თუმცა ძლივს დაიძრა ადგილიდან,სილუეტსაც მოაშორა თვალები უკვე როგორც კი ქალი ადგილიდან შეირხა მის შერხევაზე დვალს ძარღვები დაებერა ყელთან,ეს აშკარად შეამჩნია ანდრეიმ,რომელიც რამოდენიმე წუთია აკვირდებოდა მამაკაცს,დვალს ისე მონატრებოდა ეს რხევა,ეს სხეული,მიხრა–მოხვრა რომ სუნთქვაც კი გაუხშირდა მისი დანახვისას –მოგესალმებით რბილად წარმოთქვა ანასტასიამ და შეეცადა დაბნეულობა მოეშორებინა სახიდან როდესაც ქალმა ხმა ამოიღო დვალს ხველება აუტყდა,სუნთქვა აღარ შეეძლო უკვე,სულ მთლად თეთრი იყო სახეზე,მამაკაცი დვალთან მივიდა და ინგლისურად შეეკითხა –წყალი? დვალმა თავი დაუქნია და ჭიქა გამოართვალ,ახლაღა შენიშნა ჭავჭავაძემ რომ მამაკაც ხელი სულ უკანკალებდა,ლამის იყო დაექცეოდა წყალი იმდენად უთამაშებდა ხელში ჭიქა –ყველაფერი რიგზეა ბოხი ხმით ჩაილაპარაკა დვალმა,წყლიანი ჭიქა ადგილზე დააბრუნა და მხრებში გასწორდა,თვალი გამოაპარა ქალისკენ და შენიშნა ქალს თვალებში სიბრაზე და მრისხანება რომ ჩასდგომოდა,ამიტომ აღარ ისურვა მისი ყურება,თავი საბუთებში ჩარგო და რამოდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე წამოდგა ანდრეი მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა,თან რაღაც უთხრა ინგლისურად,თუმცა ანასტასიამ ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო,იმდენად დაბინდული ჰქონდა გონება,ახლა მხოლოდ გაქცევა უნდოდა მერე ქალის ჯერიც დადგა,ნელი ნაბიჯებით დაიწყო მამაკაცისკენ რხევა,რომ მივიდა მასთან ახლოს რამოდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა,ბოლოს თავს მოერია,თვალწინ 4წლის წინანდელი ღამე დაუდგა,საკუთარი თავი გაახსენდა საშინლად გაბრაზებული და გაწბილებული,ამ ყველაფერმა ძალა მისცა,თავი მაღლა ასწია და მამაკაცს ხელი ჩამოართვა დვალმა ქალის შეხება რომ იგრძნო თვალები აუწყლიანდა,ეს არ გამოპარვია ჭავჭავაძეს და ცოტათი გაუკვირდა კიდეც,ხელი უნდა გაეშვა მისთვის,თუმცა მამაკაცმა არ დაანება,თავის მსხვილ ხელებში მოიქცია ქალის თეთრი და ნაზი თითები და არაფრით გაუშვა,ბოლოს ქალმა ხელის წრიალი დაიწყო,ამიტომ მამაკაციც იძულებული გახდა ხელი გაეშვა –დაბრძანდით მამაკაცმა მიუთითა სკამზე და ქალიც დაჯდა,პირისპირ ეჯდა მამაკაცი,ამიტომ ყველანაირად ცდილობდა თვალები არ გაესწორებინა მისთვის,თითქოს არც იმჩნევდა მის აქ ყოფნას –ეს თქვენი პარტნიორი კომპანიაა ახალგაზრდა მამაკაცმა დაიწყო საუბარი,რომელიც როგორც ჩანს გენერალური დირექტორი იყო ამ ფირმის –როგორც იცით ჩვენი ფირმა აკავშირებს რამოდენიმე ფილიალს ერთად,და საერთო ძალებით ცდილობს გაზარდოს შემოსავლები,ამიტომ ამჯერად ერთმანეთთან დავაკავშირეთ ქალბატონი ანასტასია ჭავჭავაძის და დამიანე დვალის ფირმა მართალია ჭავჭავაძე აქამდეც მიხვდა რომ რაღაც საერთო უნდა ჰქონოდა დვალის ფირმასთან,თუმცა ამ მამაკაცის სიტყვების შემდეგ სულ გადაეკეტა გონება,ჩუმად ჩაიბურტყუნა –"რაღა მაინცდამაინც ამას გადავეყარე" –რამის თქმა ხომარ გნებავთ? –არა,არაფერია ქალმა გაიღიმა და ისევ აარიდა თავი დვალის მზერას,თუმცა აშკარად გრძნობდა რომ დვალი არ აშორებდა ქალს თვალს,მართლაც ასე იყო,დამიანე ყოველ ნაკვთს აკვირდებოდა ქალისას და სუნთქვა ეკვროდა მათი რხევისას,რას წარმოიდგენდა კიდევ თუ გადაეყრებოდა ქალს–რომელმაც მთელი თავისი არსებობა შეუცვალა. -ყველას გელოდებით ჩვენს ივენთზე ღიმილიანი სახით ჩაილაპარაკა ფრანგმა და ფეხზე წამოდგა,ფეხზე ადგნენ დვალიც,ანასტასიაცა და ანდრეიც კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს,ამჯერად ქალის ხელი უფრო ნაკლებად ცახცახებდა თუმცა დვალის ხელი უფრო აკანკალებული და გახურებული იყო,ისევე როგორც თვითონ ის –იცნობ იმ კაცს ანასტასია? გამოსვლისას მაშინვე კითხა ანდრეიმ,თუმცა ქალისგან პასუხი ვერ მიიღო ლიფტს ელოდებოდნენ რამოდენიმე წამი,უცებ უკნიდან დვალი რომ ამოუდგა მათ და ქალს თავისი მზერით ზურგი დაუწვა,ანასტასიამ ვეღარ გაუძლო და კიბისკენ წავიდა –საით? –კიბით ჩავალ მოკლედ მოუჭრა ანდრეის და 18 სართული ისე ჩაიარა კიბეებზე რომ თავბრუს ხვევა არ განელებია არცერთი წამით ***** –სულ გაფითრებული ხარ არც თაკოს გამოპარვია დვალის ცვლილება ქალს მოკლე კაბა ეცვა,ძალიან გამომწვევი,ჩანს უკვე მომზადებულიყო დღევანდელი საღამოსთვის,მამაკაცთან მიიწია და მხრებზე დაუსვა ხელი –გაჩერდი უხეშად მოიშორა დვალმა და აივანზე გავიდა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გაიღიმა,დიახ 4 წლის მერე პირველად გაეღიმა მთელი გულით,დაფიქრდა რამდენჯერ უნატრია ქალთან შეხვედრა ან მისი კილომეტრებიდან დანახვა ერთი წამით მაინც,ხშირად როცა რაღაც მთელი გულით გწადია არ გისრულდება,გინელდება თუ არა დამოკიდებულება მის მიმართ,ის თავისით,უნებურად მოდის! ცხოვრების მთელი უცნაურობაც სწორედ ამაშია,რომ შეიძლება ცა ღრუბლებით იყოს დაფარული და უცებ ვიღაც ან რაღაც,მზესავით მოგწვდეს გულში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.