შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [10]


7-05-2015, 13:57
ავტორი Just A♥
ნანახია 4 896

უკვე დიდი ხანია ანასტასია ჭავჭავაძეს ადევნებს თვალს ალეკო მაკაბელი.თბილისში მუდამ უკან დაჰყვებოდა და რამოდენიმეჯერ ქალის ხელში ჩაგდების შანსებიც დიდი ჰქონდა,თუმცა დვალის გამოჩენამ გეგმები შეუცვალა და ბევრჯერ ჩაუშალა კიდეც.მამაკაცი ზუსტად იმ დროს,იმ ადგილას გამოჩნდებოდა ხოლმე როცა მაკაბელს გეგმის განხორციელების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა.
ყველაფერი რამოდენიმე წლის წინანდელი ამბის ბრალია–გოგის დედა ახალგაზრდობაში ერთი მაფიის წევრს ჰყვარებია,ქალს არ უყვარდა თურმე ეს კაცი და ბოლოს მოიტაცა მამაკაცმა.ქალი რომ გაუჯინიანდა და არ დანებდა ძალა იხმარა მასზე.მალე გამოეპარა ქალი ამ მაფიოზს,თუმცა გოგის დიდ ბაბუას საკუთარი ხელით მოუკლავს ეს კაცი,ქალიშვილის შეურაწყოფისთვის.
აი რა შუაში იყო აქ ალეკო მაკაბელი–ის მაფიოზი ალეკოს ბაბუა გახლდათ,ბაბუამისს მამამისისთვის დაუბარებია შური ეძია ჭავჭავაძეებზე,თუმცა ალეკოს მამა მალევე გარდაიცვალა და ეს საქმე შვილს უბოძა,სიკვდილის წინ ალეკოს უთხრა რომ ზუსტად ისე გასწორებოდა ჭავჭავაძეებს როგორც იმათმა მოუკლეს ბაბუა.სწორედ ამიტომ მამაკაცმა გოგი ჭავჭავაძის ყველაზე სუსტი წერტილი ამოარჩია–ანასტასია.

ყველაფერი რაც აქამდე მოხდა რათქმაუნდა დადგმული იყო–ლიფტში შემთხვევით შეხვედრაც და რესტორანში გამოცხადებაც.მიზანი ერთი იყო–ქალის ხელში ჩაგდება.



*****
დვალს მართალია ეძინა,თუმცა ყრუ კივილის ხმა მაინც მოესმა გარედან,სწრაფად წამოდგა და გარეთ გაიხედა,დერეფანი შეამოწმა,თუმცა არავინ იყო,მაინც გადაწყვიტა გოგოებთან შესვლა,კარებზე რამოდენიმე წუთი აკაკუნა,არავინ გაუღო.ბოლოს იფიქრა სძინავთო და შეეშვა.მიუხედავად ამისა მთელი ღამე ძილი აღარ გაჰკარებია.შინაგანად გრძნობდა ალბათ საფრთხეს.



*****
ლიკას დილით,8 საათზე გამოეღვიძა,გვერდი იცვალა და ანასტასია რომ ვერ დაიგულა თვითონაც წამოდგა,მობილურს დაწვდა და ქალს დაურეკა,თუმცა თვითონ მოესმა ზარის ხმა,გაიფიქრა მობილური დარჩენიაო

მართალია ადრე იყო მისთვის თუმცა დღეს უამრავი საქმე ჰქონდა,თანაც უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან და მოეწესრიგებინა უნდა ყველაფერი,ამიტომ ადგომა დააპირა და მისაღებში ჩავიდა.
ვერც იქ შენიშნა სადმე ანასტასია,ბოლოს დახლთან დადგა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა

–უკაცრავად

–გისმენთ

შავგრემანმა ქალმა გაუღიმა.

–ჩემი მეგობარი ხომ არ გინახავთ დღეს დილით სადმე გასული?

–მაპატიეთ,მე ახალი ვარ,ამიტომ არ ვიცი თქვენი მეგობარი რომელია.

–მოიცა

ჩანთა გახსნა ლიკამ და მობილური ამოიღო

–აი ეს გოგონა

ანასტასიას ფოტოზე მიუთითა

–მახსოვს ეს გოგონა,თუმცა გუშინს მერე არ დამინახავს

–როგორ არა,ღამით წყლისთვის ჩამოვიდა

–სამწუხაროდ არავინ ჩამოსულა ღამით,ერთი მამაკაცის გარდა

–იქნებ სხვებს ჰკითხოთ?მობილური დარჩა ნომერში და ვერ ვუკავშირდები

–არამგონია ამათმა იცოდნენ,ღამით ჩემი ცვლა იყო ჩემს გარდა არავინ ყოფილა აქ,მხოლოდ მე და დაცვა,იქნებ მათ ჰკითხოთ

გარეთ მდგომ შავ ტანისამოსში გამოწყობილ მამაკაცებზე მიუთითა ქალმა

–კარგი,მადლობთ

გარეთ გავიდა და დაცვა რომ მარტო დაიგულა ახლა იმათ დაუწყო გამოკითხვა
–ეს გოგონა სადმე ხომ არ გასულა დილით?

–იცით სამწუხაროდ არ მახსოვს სახეზე,უამრავი სტუმარი გავიდა დილით აქედან.

–გასაგებია მაგრამ იქნებ გაიხსენოთ

შეევედრა ქალი

–უკაცრავად,მაგრამ არამგონია.

–კარგი კარგი

ბურტყუნით დატოვა იქაურობა და ლიფტში ავიდა,დვალს მიადგა ნომერში

–შემოდი

მამაკაცი აივანზე იჯდა და სანაპირო ზოლს გაჰყურებდა,თან მობილურზე საუბრობდა

–ასე ადრიანად რატომ ადექით?

გაუკვირდა დვალს

–ანასტასია ვერსად ვიპოვე

ჩუმად ჩაიჩურჩულა ქალმა და მამაკაცის რეაქციას დაელოდა

–რას ნიშნავს ვერსად?

ფეხზე წამოვარდა დვალი და ქალს აესვეტა წინ

–არ არის

–იქნებ ზღვაზე გავიდა?

აღელვება აშკარად დაეტყო მამაკაცს

–არამგონია,დამიბარებდა

–ღმერთო რა ქარაფშუტა გოგოა!

პიჯაკი მოიცვა დვალმა და ოთახი დატოვა.

სასტუმროში ვინც დაიგულა ყველას ჰკითხა ქალის შესახებ,თუმცა როგორც ჩანს არავის შეუნიშნავს

–კიმაგრამ სად გაქრა,რომელზე დაწექით გუშინ?

უკან მდგარ ლიკას მოუბრუნდა ისევ

–ადრე დავწექით,თუმცა ღამით ადგა,წყლის ამოსატანად ჩავიდა ქვევით,მერე აღარ მახსოვს დაწვა თუ არა

მამაკაცი კიბეებზე ასვლას აპირებდა უცებ რომ გაშეშდა და უკან შემობრუნდა,ჩქარი ნაბიჯებით მივარდა ლიკას,თვალები ანთებოდა უკვე

–რომელ საათზე ჩავიდა ქვევით?

–4 იყო,ზუსტად მახსოვს

–ფუ შენი!

ფეხი მიარტყა იქვე მდგარ მაგიდას და ნამსხვრევებად დაიშალა შუშა.

ამაზე იქაურობას თანამშრომლები დაესივნენ,დვალს არცერთისთვის არ მიუქცევია ყურადღება ,სასწრაფოდ სასტუმროს მეპატრონესთან შევარდა

–უკაცრავად,მაგრამ დაკავებული ვარ

–არ მაინტერესებს

მაღალ 40 წლამდე მამაკაცს გააწყვეტინა სიტყვა შუაში

–ხდება რამე?

–სასწრაფოდ ჩანაწერები მჭირდება

მამაკაცს გაეცინა

–მხოლოდ იურიდიულ პირებზე გაცემის უფლება გვაქვს!მაპატიეთ,მაგრამ

ახლა პირველად ამოიღო ჯიბიდან ის,რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ტყუილად ატარებდა,იარაღი მამაკაცს დაუმიზნა შუბლთან და წინ დაიყენა

–სად არის ჩანაწერები?

ხმა კიდევ უფრო უბოხდებოდა

–დამშვიდდით,ეხლავე მოგიტანთ

იარაღი ჩამოიღო მამაკაცის კეფიდან და დაცვას დაუძახა,რამოდენიმე წუთში ეკრანზე უყურებდა ქალის გამოსახულებას ხელში აყვანილი რომ მიჰყავდა უცხო მამაკაცს

–ახლოს მოიტანეთ

მამაკაცის სახე ძნელად თუმცა გაარჩია

–ამის ***** *******

–იცნობ?

ლიკა შეშინებული და ატირებული უყურებდა ეკრანს

–ალეკოა

–ვაიმე!

პირზე ხელი აიფარა ქალმა და თვალები დააჭირა მაგრად ერთმანეთს



*****
ბათუმს უკვე დიდი ხანია გაცდნენ,რამოდენიმე საათში თბილისში ჩავლენ,ალეკო უკანა სავარძელზე იჯდა,გვერდით ანასტასია იყო,ჯერჯერობით ისევ გათიშულ მდგომარეობაში

–დადგა გადამწყვეტი წამი!

ქალს ფეხებზე უსმევდა იარაღს და ცივი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე

–სად დაგტოვოთ?

მძღოლის ხმა მოესმა წინა მხრიდან

–ჩემთან,სარდაფში.


*****
დვალი იქეთ–აქეთ დადიოდა ოთახში,იქვე იყვნენ სასტუმროს დირექტორი და რამოდენიმე დაცვის თანამშრომელი,ლიკაც იქვე იჯდა

–თქვენ იქ ტყუილად დგახართ?როგორ ვერ შეაჩერეთ?

დაცვის თანამშრომელს უყვიროდა,მისი ხმა მთელ სასტუმროში ისმოდა ალბათ

–რიგითი სტუმარი გვეგონა,არ გვქონდა უფლება

–რა უფლებებზე მელაპარაკები,იმ გოგოს რომ თითი დააკაროს ვინმემ სიცოცხლის უფლებაც აღარ გექნებათ მერე! იქვე მდგომებს დაემუქრა –გაგასაღებთ ყველას!

–დამშვიდდით ბატონო

იმ კაცის ხმა მოესმა ისევ,ცოტა ხნის წინ რომ იარაღით დააშოშმინა
რაღაცის თქმას აპირებდა მამაკაცისთვის მობილურის ხმა რომ მოესმა,ლიკამ დაიკივლა უცებ და ყველანი დაიძაბნენ

–გისმენთ

ზიზღით წარმოთქვა პირველი სიტყვები

–ოჰო! ცნობილი ლევან ჭავჭავაძის ვაჟი!

–პირდაპირ თქვი

ძარღვები დაებერა უკვე

–თბილისში გელოდებით 12 საათზე

–სად?

–მაგასაც გაიგებ,ნუ ჩქარობ

–იცოდე მაგ გოგოს რომ თითი დააკარო,ბაბუაშენის ამბავი მოსაგონარი გაგიხდება,მთელ ჯიშს ამოგიწყვიტავ!

–ნუ იმუქრები,შენი გოგო მე მყავს,არ დაგავიწყდეს!
მობილური გაუთიშა,მამაკაცმა მუშტები დაუშინა კედელს და ლიკა მივარდა სწრაფად მასთან

–კარგი დამიანე,დამშვიდდი

–წავედით

მკლავში ჩაავლო ხელი ქალს და რამოდენიმე საათში თბილისში იყვნენ



*****
გონებაზე ახლახანს მოვიდა თუმცა ბურუსში ხედავდა ყველაფერს,მძაფრი სუნი მაშინვე გაარჩია,ნესტის სუნი რომ იყო იმასაც მალევე მიხვდა,თუმცა მაინც ვერ აღიქვა გამოსახულება მისმა გონებამ,მაშინ გაახსენდა ყველაფერი ალეკოს სახე რომ დალანდა წინ,მომღიმარი თვალებით

–გაიღვიძე პატარა გოგო?

თმაზე მოეფერა ქალს

ანასტასიამ თავი გააქნია და ყვირილი მოუნდა,თუმცა ამაოდ,პირზე რაღაც ჰქონდა აკრული

–ჩუმად!

სახეზე დაუსვა ახლა მამაკაცმა ხელი

–ძალიან ლამაზი ხარ!

ცივი ღიმილით უთხრა და ლაპარაკის საშუალება მისცა ქალს
ანასტასიას შეშლილი სახე ჰქონდა,თმები აწეული თუმცა გაფითრებული იყო მთლად,ხელებიც უკანკალებდა და თვითონაც,მთლიანად კანკალებდა

–ნუ გეშინია,მალე მოვა შენი მხსნელი!

ჩასჩურჩულა ყურში კაცმა და სახეში მიაშტერდა

–რა გინდა ჩემგან?

ძლივს ამოთქვა ქალმა

–შენგან არაფერი,აი შენი გვარისგან კი ყველაფერი!

ქალმა ვერაფერი გაიგო,და ისევ ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი,ჯერ კიდევ საძილე წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო,გაბრუებული

–დამიანეს დაურეკე,ის მოგცემს ყველაფერს,დაურეკე

ცალ–ცალკე წარმოთქვა ეს სიტყვები და ისევ გაითიშა!


*****
ეს თავი ორი დღის წინ დავდე,მაგრამ რატომღაც წაშლილი დამხვდა დღეს რომ ვნახე. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას <3



№1  offline წევრი ninonino7500

დზ კაია :* მალე დადე

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Malee malee mainteresebss :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent