ტიტანი (5)
სრულყოფილი იყო ანა და ყველაზე კარგად ლუკა ამჩნევდა მის სრულყოფილებას… რა სულელური თამაში წამოიწყო, არადა როგორ სჭირდება ეს თანხა. ლუკა ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსგავსი დილემის წინაშე, ან წარსულით უნდა ეცხოვრა გარანტირებულად ან კიდევ ძალიან დაბალი შანსებით უნდა დაეწყო ბრძოლა გოგოსთვის, რომელიც ყოველი გამოჩენისას ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებას უტოვებდა… ანამ როგორც კი ჯგუფელი ბიჭები დაინახა, მათკენ გაემართა. ბიჭებმა შენიშნეს და ლიდერად წოდებულმა ანდრიამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, რომ ყველას მაგივრად მოეხადა ბოდიში და თავის ტავზე აეღო დანაშაული. -ანა ბოდიში რა, არ გვინდოდა მართლა. ყველას ესე ვეხუმრებით ხოლმე და გპირდებით ამ ამბის შემდეგ ბევრს ვიფირებთ სანამ სულელურად მოქცევას გადავცყვეტთ.. -არაუშავს, თუმცა კარგია რომ გაკვეთილი ისწავლეთ. კარგი იქნება, თუ სხვების ფობიებით აღარ გაერთობით. ანამ ბიჭებს გაუცინა და ტუსასთან გაბრუნდა. რას დალევ? (ანა) რამე მაგარი დავლიოთ.. ძალიან მჭირდება დღეს, დამიდგები გვერდში? (ტუსა) რა თქმა უნდა. სადამდეც შენ გაძლებ, იქამდე აგყვები, ხვალ კი ვილაპარაკებთ! (ანა) მაშინ მოემზადე, არც ისე იოლი ღამე გელის წინ, დალევა მეხერხება. გადაიკისკისა ტუსამ და ბარისკენ გაიქცა. ანამ გაობნებისგან პირი დააღო, როდესაც ტუსა ოფიციანტთან და პოდნოსზე უამრავ ჭიქა ტეკილასთან ერთად დაინახა. გაგიჟდი? რამდენი ჭიქაა?? (ანა) ვთვრებით, შენი თხუთმეტია და ჩემიც ასევე. ჯერ მარილი, მერე ტეკილა და მერე ლიმონი. არ დააგავიწყდეს! (ტუსა) ათი ჭიქა საკმარისზე მეტი აღმოჩნდა მხიარულების დაწყებისთვის. ანას ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი, როდესაც არ აინტერესებდა არავინ და არაფერი გარშემო, ცხოვრობდა მომენტით და მხოლოდ საკუთარი თავისთვის. რამდენი “პირველი” ჰქონდა იმ წამს ვინ დათვლის. პირველი ცეკვა თავდავიწყებით, პირველი სიმთვრალე, პირველი მეგობარი და სამეგობრო.. როგორ უცებ შეცვალა მისი ცხოვრება ერთმა საყვარელმა გოგომ.. - მეცეკვები? ისევ ეს ნაცნობი ხმა… და ისევ პირველი… პირველი გაელვება, რომელიც ლუკას სიახლოვემ გამოიწვია. ლუკა პასუხს არ დალოდებია, ძლიერი ხელები მის მუცელს შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. თმა მარცხენა მხარეს გადაუწია, მარჯვნიდან კი თავისი სახე კისერში ჩარგო, ჯერ მისი სურნელი შეისუნთქა ხარბად, თუმცა არ ეყო, ახლა ცხვირი და ტუჩები კისრიდან საფეთქელთან ააცოცა იმდენად ნელა და ვნებიანად, რომ ანაც კი, რომელიც არასდროს კარგავდა კაცთან კონტროლს უბრალოდ შემდეგ მოქმედებას ელოდა, მისი მკერდი უკვე ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ლუკაც მხოლოდ ამ გულისცემას გრძნობდა, ბასების სიმძლავრესაც რომ ფარავდა. -რატომ მაგიჯებ…. რა გინდა? ლუკა ვერ წყნარდებოდა. არასოდეს ჰქონია ქალების მრივ გაჭირვება, ყოველთვის საუკეთესოებთან იწვა, მაგრამ ანა… ანა სხვა განზომილება იყო… არა იმიტომ რომ რთულად ხელმისაწვდომი იყო მისთვის. თვითონაც არ იცოდა რატომ, მხოლოდ ის იცოდა, რომ სჭირდებოდა. ახლა ანამ გამოიჩინა ინიციატივა, მისკენ შეტრიალდა და თლილი თითები ლუკას ძლიერ მკლავებს გამომწვევად ჩამოატარა, შემდეგ ისევ ზევით ააცოცა, თმებში შეუცურა და ნაზად მიიზიდა თავისკენ. ლუკასგა განსხვავებით ანამ უკვე ზუსტად იცოდა რა უნდოდა, უფრო სწორად კი ვინ უნდოდა. მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენოდა საღი აზრი და უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად დაეკარგა. საჩქაროდ გაეცალა ვნებისაგან გაგიჟებულ კაცს და მაგიდისკენ გაეშურა სადაც საუკეთესო მეგობარი - ტეკილა ელოდა. ტუსა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს ამ ორ გზააბნეულ სულს, ერთადერთი იყო მტელს დარბაზში, ვინც იცოდა რა ხდებოდა ანასა ა ლუკას შორის, როცა ჯერ მათაც კი არ იცოდნენ და უკვე ითვისებდა კუპიდონის როლს… ანამ ხუთივე ჭიქა გამოცალა… მარტომ და სულაც არ აწუხებდა ეს ფაქტი, მოსწონდა მდგომარეობა რომელშიც იმყოფებოდა. არაფერი უშლიდა მის გონებას და გულს ხელს, რომ ბედნიერი ყოფილიყო...ნუ, გარდა თავბრუსხვევისა. სუფთა ჰაერზე მოუნდა გასვლა, გზად კი ბიჭების საპირფარეშოს გავლა უწევდა. მის და უნებურად ლუკას ხმა მოესმა, რომელიც ვიღაცასთან ბჭობდა. -ვსო დავამთავროთ, ხო იცი ძალიან მინდა მამაჩემის ფირმის დაბრუნება, მაგრამ ანა უფრო მინდა. არ ვიცი რას მიშვება, მაგრამ მაგნიტივით მიზიდავს. ვეღარცერთ გოგოს ვერ ვუყურებ. მოვრჩეთ სანაძლეოს… წავაგე და ეგ არის… (ლუკა) -დარწმუნებული ხარ? (საბა) -კი საბა! (ლუკა) -კაი, ხვალამდე მაინც გაძლევ დროს… ანას არ ვეტყვით არაფერს სანაძლეოს შესახებ, თუ შენი გახდება მამაშენის კომპანიასაც გამოისყიდი და იქნებ ერთადაც გაიჩითოთ. (საბა) -წავედი, უნდა მოვძებნო და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, ძაან მთვრალი ბაზარია. (ლუკა) “და შენ რა გეგონა აბა?! რომ უყვარდი? კარგი რა ანა, შენ ვინ შეგიყვარებს? სარკეში შეგიხედავს შენი მახინჯი სხეულისთვის? სულისთვის? ერთხელაც გამოამჟღავნებდი ხასიათს და ისედაც გაგექცეოდა!” მეორე მე ებუტბუტებოდა ისედაც განადგურებულ ანას… წარმოუდგენლად დამცირებულა იგრძნო თავი. არადა პირველად… პირველად შეუყვარდა… -ალო, ტუსა. (ანა) -ჰოო, სად ხარ? (ტუსა) -ტუს დღეს ლუკასთან ერთად ვიქნები, არ მოვალ ნომერში და მოიტყუე ვითომ ვარ რა… გთხოოვ (ანა) ტუსა სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაგრამ ძალიან გაუხარდა გულში, რომ ანამ ლუკასთან ყოფნა გადაწყვიტა.. მან ხომ არ იცოდა რა მოხდა სულ რაღაც 2 წუთით ადრე. ლუკა ბართან იჯდა და თვალებით ეძებდა ანას, როდესაც ყურთან მისთვის ყველაზე სასიამოვნო ტუჩები შეეხნენ. ანა ძალიან გამომწვევად და ვნებიანად უსვამდა ტუჩებს კისერზე, კულმინაციად კი ყველაზე ნაზი და ჰაეროვანი კოცნის დროს ენის წვერი აუსვა ყურის ბიბილოზე და ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა: -გამომყევი (ანა) ლუკა თავს ვერ და არც აკონტროლებდა სწრაფად აედევნა უკან მისთვის ყველაზე სასურველ ქალს და რამდენიმე წუთში ანას დაჯავშნულ ნომერში აღმოჩნდნენ. -ეხლა კარგად მომისმინე, თვალებს და ხელებს აგიხვევ, ვერ შემეხები და ვერ შემომხედავ, მხოლოდ მე დავტკბები შენით. ვნებიანად ესაუბრებოდა ანა და თან ტანსაცმელს ხდიდა. -კი მაგრამ, ძალიან მინდა შეგეხო… მინდა ბოლომდე ჩემი იყო და შენი სხეულის ყველა ნაწილი შევისწავლო… დაბნეული და ამავდროულად ძალიან აღგზნებული ელაპარაკებოდა ლუკა, მაგრამ ანა მის არც ერთ სიტყვას არ უსმენდა, რაც პირველი მოხვდა ხელში იმით მიაბა საწოლზე ხელებით და თვალები მისივე მაისურით აუხვია. როდესაც დაინახა რომ ლუკა მზად იყო, ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და თვითონაც გაიხადა. როგორ უნდოდა სე*სის მაგივრად ახლა მასთან სიყვარულით დაკავებულიყო… დიახ, უყვარდა ლუკა..უყვარდა მთელი არსებით და მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ამ ღამით ანას “მახინჯ სინამდვილეს” ვერ დაინახავდა ის პირველ და უკანასკნელად დაკავდებოდა კაცთან სიყვარულით და ზუსტად იცოდა რომ არასდროს ინანებდა ლუკასთვის შეწირულ უმანკოებას. ანა ლუკას ტუჩებს ხარბად დაეწაფა, ორივეს კოცნა ნაზი და ამავდროულად მომთხოვნი იყო, პირველივე კოცნით ვნების ქარცეცხლში გაეხვივნენ, მაგრამ ლუკას ეს არ ეყო, ძლიერი ხელებით სწრაფად გაითავისუფლა თავი, ისე რომ ანამ ვერც კი შეამჩნია და მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა მათი ტუჩები ერთმანეთს მოსცილდნენ და გამოსარკვევად თვალები გაახილა… ლუკამ მხოლოდ რამდენიმე ჩრდილი დაინახა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა რომ სწრაფად წამომხტარიყო საწოლიდან და სინათლის ჩამრთველთან ანაზე სწრაფად გაჩენილიყო.. და სწორედ ამ დროს გადაეშალა სანახაობა… ტუსასგან განსხვავებით უფრო ინტიმურ ადგილებშიც, რომელთა მხოლოდ ნაწილს ხედავდა… კონტროლი დაკარგა. ახლაც რომ ჰკითხოთ, ვერ გაიხსენებს რა რეაქცია ჰქონდა. მაგრამ ანას არ დაავიწყდება არასდროს როგორ მივარდა და როგორ გულდასმით სწავლობდა თითებითა და თვალებით თითოეულ ნაიარევს. ვერავინ წარმოიდგენს რა იგრძნო ამ დროს ანამ… ეს ყველაზე დიდი სირცხვილი იყო მის ცხოვრებაში, ახლა ხომ ვერ გაექცეოდა შეკითხვებს, ტუსასგან განსხვავებით ლუკა არ მოეშვებოდა… მერე კი ალბათ თავის ძმაკაცებისგან “თავანს” ჩაიბარებდა და ბევრსაც იცინებდა ანაზე... ********** დაცხა ხომ?)))) ესეც მოზრდილი თავი. <3 გამიზიარეთ რა შთაბეჭდილებები. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.