შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები (დასასრული)


8-06-2015, 14:18
ავტორი malena
ნანახია 20 843

– ეეე... მგონი სხვაგან მოხვდით. – საკუთარმა ხმამ თავადვე დააფრთხო ფეფო.
ჩასისხლიანებულ თვალებს არ აცილებდა უცნობი და კმაყოფილი იღიმოდა.
– ზუსტად იქ ვართ სადაც საჭიროა და მე და შენ, ახლა, კარგად გავერთობით ლამაზო. – უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი და შიგნით შეათრია კაცმა, დედაბერმა კარი დახურა, გასაღები გადაატრიალა, მერე კი ჯიბეში გაიქანა.
– ხელი გამიშვი. – ამოიხავლა პანიკაში ჩავარდნილმა. მუცელში ტკივილი იგრძნო. „ბავშვი!“ გაუელვა გონებაში თავზარდაცემულს. – რას მერჩით, რა დაგიშავეთ...
– აი, იმ დედაკაცს, – დედაბრისკენ გაიშვირა ხელი კაცმა. – ჩემი ვალი მართებს, დიდი ვალი. – ეს სულაც არ ხდიდა სიტუაციას ფეფოსთვის გასაგებს. მთელი სხეული უცახცახებდა შეშინებულს, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა წასვლოდა გული, პატარაზე ფიქრი ჰმატებდა ძალას, ლოცულობდა მალე მოსულიყო ჯარჯი.
– ააა... არ იცი ჰო? – საზიზღრად გადაიხარხარა უცნობმა. – ეს დიდებული ქალბატონი დედაა შენი და მან შემომთავაზა შენი თავი ვალის სანაცვლოდ. – ჩაისისინა, თავისკენ ახლოს მიწია, ხვნეშით მიაფრქვია ალკოჰოლის სურნელი სახეზე და ქვედაბოლოს წამოწევა დაუწყო.
– არ მომეკარო! – დაიკივლა განწირული ხმით და რაღაც საოცარი ძალის მოზღვავებით ხელიდან დაუსხლტა მოძალადეს.
ერთი გადახედა უცნობ ქალს ზიზღნარევი მზერით, ეტყობოდა არც ისეთი ასაკიანი იყო, უბრალოდ ნაადრევად დაეღარა თავისი ცხოვრების წესს. მისთვის არ სცხელოდა ფეფოს, თუმცა იმედოვნებდა საკმარისი ზიზღი და სიძულვილი ამოიკითხა ქალმა მის მზერაში. როგორმე თავი უნდა დაეცვა, პატარა გადაერჩინა, ჯარჯის მოსვლამდე გაეძლო. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ძლივს აამუშავა გონება. ფიქრობდა, რომელ ოთახში უფრო საიმედოდ შეძლებდა ჩაკეტვას, რომლის კარი იყო უფრო გამძლე. ყველას ოთახი–კაბინეტი ამჯობინა. დამცინავი ღიმილით მისკენ დაძრულ უცნობს საყვავილე კივილით გაუქანა და კაბინეტისკენ გაქანდა. შესაშური სიმკვირცხლე გამოიჩინა დედამისად წოდებულმა დედაკაცმა, წინ გადაუდგა და გასაქცევი გზა აღარ დაუტოვა.
– შე პატარა ძუ*ნა. – ღრიალით წვდა თმაში კაცი. – ვერსად წამიხვალ. ახლა გიხმარ, მერე კი ჩემს ბორდელში წაგათრევ, კარგ ფულს გააკეთებ, ერთი ქალის ფასი თმა გაქვს მარტო.
მტკივნეულად დაქაჩა თმა, აფართხალებულ გოგონას მეორე ხელი სხეულზე შემოაჭდო და გააკავა. ცხვირი ხვნეშით ჩარგო მის თმაში. – ააჰ... სუფთა ქალის სუნი გაქვს, ოჯახის ქალის, მაგრამ მალე ასე აღარ იქნება. შენც რიგითი კახპა გახდები, აყროლებული კახპა, სექსის სუნი გექნება მხოლოდ, გასაგებია? – სუნთქვაგახშირებულმა წასჩურჩულა და ყურიდან ნიკაპამდე ენა დაუსვა.
ღებინებამდე მისული შიგ თვალებში უყურებდა უცნობ ქალს, რომელიც ფეფოს ტირილის საპასუხოდ, თითქმის უკბილო პირს აფჩენდა და ავხორცულად უღიმოდა გოგონას.
იქვე მაგიდას მიახეთქა მოძალადემ. მაგიდის კუთხეს გადაახლიწა წელი და ძირს გადავარდა. ისევ თმაში წვდა და ზემოთ ასწია. მთელი ძალით გააწნა სილა სახეში, მისით დადორბლილი ლოყაზე ხელი რომ დაისვა ფეფომ. შეაბრუნა და ახლა მუცლით მიახეთქა მაგიდის ნაპირს. გოგონას წამოკივლება და ტირილი ოდნავადაც არ მოქმედებდა მასზე. მთელი ძალით დააჭირა ზურგზე ხელი, მაგიდაზე გადახარა, მეორე ხელით ქვედაბოლო წამოუწია და გულისამრევი სიამოვნების ხმებით შეუცურა საცვალში ხელი. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ფეფომ, უკანასკნელი ძალებით შეეცადა ტანის გარხევას და საკუთარი უსუსურობით გამწარებულმა გაბმული, ტკივილიანი წივილი ამოუშვა მკერდიდან.
– გაჩუმდი შენი!.. – ისევ თმაში მოქაჩა უცნობმა, მთელი ძალით დაარტყმევინა სახე მაგიდაზე და საკუთარი შარვლის შესაკრავს წაეტანა.
ლაწალუწის ხმა მისწვდა ფეფოს ყურთასმენას. თეთრი ბინდი ჰქონდა თვალებზე. იგრძნო, როგორ შეუშვეს ხელები. მოცელილი ჩაიკეცა იქვე. ღრიალი, მტვრევა, გინება, ქალის წივილი, აუტანელი ტკივილი მუცლის, „ბავშვი!“, აკივლებული გონება... ერთმანეთში აიზილა ყველაფერი და ერთ დიდ უკუნეთად იქცა, რომელსაც სიამოვნებით დანებდა გოგონა, როგორც იქნა კოშმარი დამთავრდა.

სუსხიანი ღამეა, სადღაც ღამის სამი საათია. მოკლესახელოებიანი მაისურით დგას ფანჯარასთან და ეწევა. ერთიანად დაჭიმული აქვს სხეული, ეს ბოლო პერიოდი ვერაფრით დუნდება. სისასტიკე აღბეჭდილი სახით გასცქერის სიბნელეს და ნაფაზს ნაფაზზე ექაჩება. იმ არაკაცის მოკვლის სურვილი ჭამს. მეხსიერებიდან არ ამოდის იმ ღამით მის თვალწინ გადაშლილი სანახაობა. მოძალადის ხელები ფეფოს სხეულზე. თითქმის გონდაკარგული გოგონა, სისხლის ზოლით, შუბლიდან მთელს სახეზე. ო, როგორ ცოტა დააკლდა რომ ცემაში ამოეხადა სული. მერე რა რომ თითქმის ყველა ძვალი გადაუმსხვრია და თავის ქალა გაუბზარა, მაინც გადაურჩა ის ნაბი*ვარი, მეტისმეტად დროულად მოვიდა პატრული. ერთი ის ამშვიდებს ოდნავ, რომ იცის, დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში, ეს კი იზრუნებს, კარგი დახვედრა მოუწყონ და იქიდან ვეღარასდროს გამოყოს ცხვირი. ფეფოს დედა კი, თუ შეიძლება მისნაირს დედა ეწოდოს, აშკარად ფსიქიკა შერყეულია ქალი, მაგრამ არც იმდენად, ვერ გაეაზრებინა რამხელა დანაშაულზე მიდიოდა, რისთვის იმეტებდა საკუთარ სისხლსა და ხორცს. ისიც აგებს პასუხს დანაშაულისთვის, მაგრამ მაინც, ფეფოს თითოეული იარა, თუ სილურჯე სხეულზე, თითოეული ცრემლი და წამოკივლება ძილში, თითოეული შეკრთომა, როცა ზარია კარზე, მის თვალებში დანახული შიში, ტკივილი და გაუგებრობა, კითხვები, „რატომ, რისთვის?“ ეს ყველაფერი საშინელ სინანულში აგდებს, დაწყებული და ბოლომდე ვერმიყვანილი საქმის გამო...
– ჯარჯი! – ფეფოს შეშფოთებული ხმა მოესმა. სწრაფად ჩასრისა სიგარეტი საფერფლეში და საძინებელში შევიდა.
– ჯარჯი! – განმეორედა შეშინებული ხმა.
– რაო, სკრიპაჩკა? – მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დაარხინებული ხმით გასცა პასუხი. საწოლზე ჩამოუჯდა და მკლავებში მოიქცია. იგრძნო, როგორ ციებიანივით ცახცახებდა გოგონა. ოფლით დაცარულ შუბლზე მიადო ტუჩები, კალთაში გადაისვა და პატარასავით დაარწია.
– მჭირდები ჯარჯი. – გაუბედავად ამოიჩურჩულა ფეფომ და ტუჩებზე წაეტანა.
არ ელოდა. იმ შემთხვევიდან ორი თვე გავიდა. ფეფო გამოჯანმრთელდა, ფიზიკურად. ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა და ისე ვითარდებოდა, როგორც საჭირო იყო. ემოციურად, ფსიქოლოგიურად ჰქონდა მცირე პრობლემები გოგონას, ეგრეთწოდებული პოსტტრავმული სტრესი. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ არცერთხელ ჰქონიათ სექსი ამ დროის განმავლობაში, თავად ფეფო იჭერდა გარკვეულ დისტანციას და სრულიად გასაგები იყო ეს ყველაფერი ჯარჯისთვის.
– მჭირდები, მჭირდები, მჭირდები... – მიაყარა გააქტიურებულმა. ჯარჯის მკლავებში შეხვანცალდა, გულმკერდზე ხელით ნაზად უბიძგა, ლოგინზე გადააწვინა, თავად ზემოდან მოექცა და გახელებული დაეძგერა ტუჩებზე. არანაკლები ენთუზიაზმით აჰყვა ჯარჯი, სიამოვნებით დაუკოცნა სასურველს მონატრებული ბაგეები, ქათქათა ყელი და მკერდი, არ ჩქარობდა. აი, ფეფო კი, დაჟინებული, ჩქარი მოძრაობით დაეტაკა მის მაისურს და გადააძრო, მერე კი შარვალს ეცა. განერვიულებული, არეული სახით სჩადიოდა ამ ყველაფერს.
– ჰეი, პატარავ... – ხელები დაუჭირა ჯარჯიმ და წამოჯდა. – ცოტა ნელა...
– მჭირდები ჯარჯი, მინდიხარ. – სასოწარკვეთამდე მისულს აღმოხდა ფეფოს და ცრემლით დაბინდული თვალები მიანათა მამაკაცს.
– აქ ვარ, შენთან და იმას გავაკეთებ რაც გინდა, რასაც საჭიროებ. – ისევ მკლავებში მოიქცია გოგონა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა. – ოღონდ ფრთხილად, აუჩქარებლად, ისე რომ პატარას არაფერი ვავნოთ.
– ჰო, ჰო. – სწრაფად დაეთანხმა ფეფო და კისერზე მოხვია მკლავები. – ოღონდ დამავიწყე ის კოშმარი, უბრალოდ დამავიწყე, ცოტა ხნის წინ ისევ იგივე მესიზმრა, მეტი აღარ შემიძლია, უბრალოდ ვეღარ გავუძლებ...
მთელს სხეულში სიცივემ დაუარა ჯარჯის, გაშეშდა, ისევ მრისხანე, სასტიკი გაუხდა გამოხედვა.
– მომეფერე ჯარჯი, უბრალოდ მომეფერე. – ჩურჩულებდა ფეფო. გამკაცრებულ, გაყინულ სახეზე ხელებს უსვამდა კაცს და ტუჩებზე კოცნიდა. – მინდა მხოლოდ შენით და შენი ალერსით ვიყო მოცული. ისე მომეფერე, როგორც არასდროს აქამდე. – უკვე მის ყელში დაასრიალებდა ბაგეებს, ჯარჯი კი გაქვავებული, კიდევ უფრო უემოციო ვიდრე ჩვეულებრივ, გაუნძრევლად იჯდა, თითქოს იქ არც იყო. – მინდა, მხოლოდ შენს ტუჩებზე, ხელებზე, ძლიერ სხეულზე ვფიქრობდე ამაღამ. ისე მომეფერე საკუთარი სახელიც კი დამავიწყდეს. – ხელები პერანგის ბოლოებს ჩაავლო გოგონამ, სწრაფად გადაიძრო და გახურებული მკერდით ზედ აეკრო მამაკაცს, კიდევ ერტხელ წაეტანა ტუჩებზე. – შემომხედე ჯარჯი, თვალებში შემომხედე!
შეხედა და, სასოწარკვეთა და ვედრება ერთად ამოიკითხა მის აწყლიანებულ თაფლისფერებში. ერთხანს კიდევ უყურა გოგონას უსიტყვო მუდარას, მერე კი ყველაფერი თავისი გვერდზე გადადო, ერთი, სწრაფი მოძრაობით მოიქცია ქვემოდან და ვნებით აღსავსე დაეწაფა ბაგეებზე.
– ამაღამ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი. ამაღამ, მხოლოდ შენი სიამოვნების ხმები მინდა მესმოდეს. – ხრინწიანი ხმით წასჩურჩულა ყურში, ხელები თავს ზემოთ ააწევინა, თავად კი ყელიდან ქვემოთ, მკირდისკენ გააცოცა ტუჩები. ერთხელ კიდევ შეავლო მზერა ფეფოს მილულულ თვალებს, ცრემლით დანამულ წამწამებს და ისევ ათრთოლებულ მკერდს დაუბრუნდა.
იმ ღამით ფრთხილზე ფრთხილი იყო ჯარჯი, ასეთი დაკვირვებული და მოზომილი პირველ ღამეს არ ყოფილა და ეს ყველაფერი ფეფოს ორსულობით სულაც არ იყო გამოწვეული. არ უნდოდა, ოდნავი სიუხეშით მაინც რაიმე, უსიამოვნო ასოციაციები გამოეწვია გოგონაში. იმ ღამით, მართლა დაავიწყდა საკუთარი სახელი ფეფოს, კაცის სახელს იმეორებდა გაუთავებლად და გაუცნობიერებლად სწყდებოდა სიამოვნების ხმები მის ბაგეებს.

მის მკერდზე მოკალათებულ გოგონას თავს დასცქეროდა. დახუჭულ თვალებს, გაღუებულ ტუჩცხვირს. სიმშვიდე ეფინა სახეზე ფეფოს. ბოლო დროს უჭირს მისი ცნობა. ორსულობამ ხომ შეუცვალა ხასიათი, მაგრამ იმ საშინელმა შემთხვევამ სულმთლად დაშალა. ზოგჯერ ისეთი ანჩხლია, უმიზეზოდ ანჩხლი და ისეთი შეუსაბამოა ეს სიანჩხლე მის მშვიდ, თვინიერ ბუნებასთან. შიშველ ზურგზე დაფენილ გრძელ თმაში შეუცურა ხელი ჯარჯიმ. უყვარს მის აბრეშუმივით სრიალა და სურნელოვან ჩალისფერ თმაში თითებით თამაში. ყოველთვის ეგონა, ისეთი საჭირო თვისება, როგორიც მოთმინებაა, საერთოდ არ გააჩნდა, ფეფოსთან კი მომთმინების საოცარ უნარს იჩენს და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ სცნობს, შეცვლილია თავად, შეცვლილია მისი ცხოვრება, ყველაფერში დამნაშავე კი მის მკერდზე მშვიდად მფშვინავი არსებაა და თამამად შეუძლია თქვას, რომ ამ არსებას აღმერთებს. მძინარემ წამოიკვნესა და დასამშვიდებლად ხელიგული აატარ–ჩაატარა ზურგზე. გოგონას შეჭმუხნულმა შუბლმა ისევ ის არამზადა გაახსენა. თავი გააქნია. შეეცადა ფიქრები გაეფანტა. ფეფოს სიმშვიდისთვის უნდა დაივიწყოს ის არაკაცი. ერთ, ორ საიმედო ადამიანს მიანდობს და დაამთავრებს მაგით. მერე აუკრძალავს საკუთარ თავს მასზე ფიქრს და ფეფოსაც დაავიწყებს. ოღონდ ის იყოს კარგად, პირველ რიგში ის. ამიტომაც დაურეკა ლეას და ცხოვრებაში პირველად, რაღაც სთხოვა.
შუადღე იყო, ზარმა რომ გამოაღვიძა ორივე. ფეფოს შიშმა და სიფითრემ გადაუარა სახეზე. – დამშვიდდი. – წყნარად უჩურჩულა ყურში და მხურვალედ დაუკოცნა ტუჩები. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა აწიოკებული კარის გასაღებად.
– ხომ არ გითქვამს? – მოუთმენლად აცქმუტებული ლეა იდგა ღია კარში.
– ხომ გითხარი დაგხვდები – მეთქი. – უკმაყოფილოდ მოიღუშა ჯარჯი.
– მომენატრე უჟმურო. – მხიარულად გაიცინა ლეამ და კისერზე დაეკიდა ჯარჯის. – ეეე... როგორ გაგილამაზებიათ აქაურობა. – წამოიძახა, როცა შიგნით შესულმა ოთახი მოათვალიერა. – ეცოცხლა ერთი ლუარას, ნახავდი თუ გახლებინებდა ხელს თავის ჩუქურთმებზე. ეგ კი არა, ფეფოსთან არც კი მიგასუნინებდა.
ჯარჯისკენ გაიხედა და მის აწეულ წარბებს გადააწყდა. მეტისმეტად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა მამაკაცი. კიდევ ერთხელ მხიარულად გადაიკისკისა ლეამ.
– ჰო, კარგი სანახავი იქნებოდა თქვენი ჯახი.
– ვინ არის ჯარჯი? – ფეფოს დაბალი, მშვიდი ხმა მოესმათ და საძინებლის კარიდან მალე გამოვიდა კიდეც. – ლეა!!! –შეჰკივლა გოგონამ და გახარებული მივარდა მამიდაშვილს. – როგორ მომენატრე.
– მეც მომენატრე. – არანაკლებ გახარებული გადაეხვია ლეა. – ძალიან მომენატრე.
– რომ იცოდე როგორ მჭირდები, რომ იცოდე რამდენი რამ მოხდა. – წაიდუდუნა ატირებულმა ფეფომ და თავი მამიდაშვილის კისერში ჩარგო.
მიხვდა, გოგონებს ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო და გაეცალა. ნამდვილად არ ჰქონდა იმის ძალა კიდევ ერთხელ მოესმინა, როგორ შეუვარდა ის ცხოველი მის საყვარელ ადამიანს სახლში. გადაწყვიტა მარკეტში ჩასულიყო და ბლომად ხილი ამოეტანა. ბოლო დროს, განსაკუთრებულად ბევრს მიირთმევდა ფეფო და შეეძლო, სულ უბრალოდ აჩუყებოდა გული, გადმოსცვენოდა ცრემლები, თუ მისი საყვარელი ვაშლი, ან ცარცი არ მოიძიებოდა სახლში. მერე იმაზე ეშლებოდა ნერვები რა სისულელეზე ვტირიო, საშინლად ერცხვინებოდა ჯარჯის და სადმე ოთახში შემალული ჩუმად, გულამოსკვნილი ტიროდა. ჯარჯი კი ეფერებოდა და ამშვიდებდა. ამშვიდებდა ჯერ ამიტომ და მერე იმიტომ.

ლეას ჩამოსვლამ ნამდვილად უშველა ფეფოს. ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა გოგონას. ხან სად დაატარებდა და ხან სად ყურადღების გადატანის და იმ საშინელი შემთხვევის დავიწყების მიზნით. ჯერ, რასაკვირველია საშინლად გაბრაზდა. აწყვეტილი ნადირივით ბრდღვინავდა, როცა ყველაფერი გაიგო. მერე მიხვდა, რაც შეიძლება ნაკლები უნდა ელაპარაკა კონკრეტულ შემთხვევაზე და ფეფოსთვის მიეხედა. ფეფოს ორსულობა, ფეფოსთვის გასაოცრად, მეტისმეტად სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა ლეასთვის, სულაც არ გაუოცებია გოგონას გამობურცულ მუცელს. ლოგიკურია, სულაც არ მიკვირსო, ასე დაამშვიდა ბიძაშვილი. ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე, აჟიტირებული წამოიძახებდა, პატარა გვეყოლება, პატარაო და ფეფოს მუცელს სიყვარულით გადაუსვამდა ხოლმე ხელს. ორსულობა მშვენიერი მიზეზი იყო ფეფოს სახლიდან გასაყვანად. ხან სპორტდარბაზში მიარბენინებდა სპეციალური ვარჯიშების გასაკეთებლად, ხან მაღაზიებში ბავშვის ტანსაცმლის ასარჩევად, ხან ისე, უბრალოდ, სასეირნოდ, ბავშვისთვის და შენთვის კარგია ფეხით სიარულიო. თუ შემთხვევით ფეფოს წამოსცდებოდა, ბავშვი გაინძრაო, ოვაციებით ხვდებოდა ამ ფაქტს ლეა და სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, წინ გადახრილი, ცხვირით ფეფოს მუცელზე წარჭობილი, თვალებგადმოკარკლული აკვირდებოდა პატარას მოძრაობებს, „ვააუ, რა საოცრებაა.“ აღმოხდებოდა ხოლმე შოკირებულს. ამ ყველაფერს მათ შორიახლოს მყოფი ჯარჯი უმეტესად უხმოდ აკვირდებოდა. რწმუნდებოდა თავისი გადაწყვეტილების სიწორეში. ატყობდა ფეფოს გამოკეთებას, ხვდებოდა რაოდენ კარგად მოქმედებდა მასზე ლეა. თუმცა, ხშირად იღრინებოდა კიდეც. საღამოობით თითქმის კინწისკვრით აგდებდა ლეას მათი საძინებლიდან და აკისკისებულ ფეფოს მკაცრი სახით იქცევდა მკლავებში, „ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი.“ ეჩურჩულებოდა ყურში და გიჟური ალერსით ათრობდა.
ერთხელ კი ლეამ, შუა ქუჩაში წამოუწია ფეფოს მაისური. გაზაფხული იყო, მაგრამ ციოდა ჯერ კიდევ. ფეფომ ბედნიერმა ჩაილუღლუღა, ბავშვი მოძრაობსო და ლეაც წიოკით ეცა, აბა მანახეო. ჯარჯიმ სწრაფადვე ჩამოუწია მაისური გოგონას და გაცოფებულმა დაუბრიალა ლეას თვალები.
– ოო... ტიპიური აზიატივით ნუ იქცევი რაა. – უთხრა, მაგრამ უკან დაიხია ლეამ. მიხვდა, მართლა გაბრაზდა კაცი.
პასუხის, ახსნა–განმარტებების გარეშე, გვერდში ამოიყენა ფეფო. წელზე მოხვია ხელი და ასე განაგრძო სვლა. გოგონამ ღიმილით გააპარა მისკენ თვალი, მაშინვე მის ყურთან დაიხარა ჯარჯი და წასჩურჩულა.
– ცივა. მუცლის მოშიშვლების სეზონი არაა და ჰო, აზიატი ვარ, ტემპერამენტიანი ქართველი. – სიამაყის ნოტები დაიჭირა მის ხმაში ფეფომ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, არც ისეთი ზედაპირული იყო რიგ საკითხებისადმი მამაკაცი, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანდა. მაშინ, როცა პირველად ნახა, ან ურთიერთობის დასაწყისში, ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთი მზრუნველი, მომთმენი და ალერსიანი თუ იქნებოდა ჯარჯი. ასეთი ფრთხილი ზოგ საკამათო საკითხებში. ერთი შეხედვით თითქოს დამთმობი, მაგრამ არა, არავითარ შემთხვევაში და მესაკუთრე, საშინელი მესაკუთრე. თუმცა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. თავისებურ სითბოს ყოველთვის ამჟღავნებს მასთან, მაგრამ არაბუნებრივი ნაცრისფერების შემაშფოთებელ ციალს ვერაფერს უხერხებს. რაც არ უნდა იყოს, ყველა დადებითი და უარყოფითი თისებიანად გიჟდება ამ კაცზე და ამის იქით ყველაფერი მთავრდება, ყველაფერი სხვა მეასეხარისხოვანი ხდება. თავადაც მოხვია ჯარჯის წელზე ხელი, თავი მკერდზე მიაბჯინა და სიმშვიდე დაუფლებულმა ისევ გაიღიმა.

– სად მიგყავარ ჯარჯი? – ჯარჯის ნაყიდ ლამაზ, საორსულო კაბაში გამოწყობილი ფეფო, ხელჩაკიდებული მიჰყავდა ჯარჯის. – მითხარი რაა... – ვერ ითმენდა გოგონა. ნამდვილად არ იყო მამაკაცისგან სიურპრიზებს ჩვეული.
– ეკლესიაში. – მესამედ დასმული კითხვა აღარ დააიგნორა ჯარჯიმ.
– ეკლესიაში? – დაიბნა გოგონა.
არა, თავად ფეფო ხშირად დადის ტაძარში. მოძღვართანაც შირად საუბრობს, მაგრამ ჯარჯი...
– მმმ... მიხარია ეკლესიაში სიარული თუ გადაწყვიტე. – ჩაიბურტყუნა ჩაფიქრებულმა, სხვა ახსნა ვერ მოუძებნა ჯარჯის სახეს, მტკიცე გადაწყვეტილება რომ აღბეჭდვოდა.
– ჯვარს ვიწერთ.
– რაო??? – ერთ ადგილზე გაშეშდა ფეფო. ჯარჯიც შედგა და მისკენ შეტრიალდა.
– შენი და ლეას საუბარი მოვისმინე. ვიცი გინდა, ჯვარდაწერილ ოჯახში გაჩნდეს ბავშვი, ნამდვილ ოჯახში, ღვთისმიერ კურთხეულში. – ხელებში მოიქცია გოგონას სახე ჯარჯიმ, აღფრთოვანებულ, ბედნიერ თვალებში ჩააჩერდა. იგრძნო, თბილი თაფლისფერები ჩაეღვარა და მთელს მის არსებას მოედო. – ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი შენთვის და ის, რაც შენთვისაა მნიშვნელოვანი, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.
ცრემლით აკიაფებული თვალებით ასცქეროდა და სიტყვებს ეძებდა, როგორ გამოეხატა ის ემოცია, გულის არანორმალური, შლეგიანი ძგერა, აღტაცება და ამ ფორიაქთან კონტარსტულად შერწყმული სულიერი სიმშვიდე.
– თუმცა, მერჩივნა თავად გეთქვა რაც გინდოდა და შემთხვევით არ მომეკრა ყური. – ცრემლიანი თვალები დაუკოცნა და ცალყბად გაუღიმა. – ახლა კი წავიდეთ. – ისევ ჩაავლო ხელი ხელში და წაიყვანა. – ლეა თავისი იასამნისფერი თმით და ვერკა საოცარი ჩაცმულობით ალბათ შოკში აგდებენ შენ მოძღვარს.
– მამა ნერსემ უნდა დაგვწეროს ჯვარი? – კიდევ ერთხელ შეუფრთხიალდა გული სიხარულით ფეფოს. უსიტყვოდ დაუქნია თავი მამაკაცმა და კიდევ ერთხელ დატკბა გოგონას თვალებში დამდგარი ემოციებით.
– ჩვენებიც იქ არიან?
– ყველა.
– ლიოშაც?
– ისიც.
უცნაური ჯვრისწერა ჰქონდათ. უცნაურად, არატრადიცულად ჩაცმული ნეფე–პატარძლით და მათივე უცნაური ამალით. ფეფოს გაცისკროვნებული სახე, მისი ბედნიერებით ბედნიერი ჯარჯი. აცრემლებული ლეა და ვერკა. უჩვეულოდ სერიოზული შოთა, ცერემონიაზე ინტერესიანი მზერამიპყრობილი ალიოშა და მამაოს მშვიდი, მელოდიური ხმა.

მოდიოდნენ ქუჩაში სამნი. მამაკაცი, ქალი და პატარა გოგონა. მოდიოდნენ და სიმშვიდის, ჰარმონიის, სიყვარულის სურნელი მოჰყვებოდათ თან.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კიდევ ერთი კუნტრუშობა, სიყვარულის ზღაპარი დავასრულე ჩემო კარგებო და იმედი მაქვს, ნასიამოვნები დარჩებით.
ზოგადად, ისტორიის დაწერა არ მიჭირს ხოლმე ისე, როგორც ეს ბოლოსიტყვაობა, თქვენთვის სამადლობელი სიტყვების მოძიება.

უნდა განვმეორდე და გითხრათ... მადლიერება, სიხარული, პატივისცემა უმაღლეს ხარისხში იცით რამდენია? არც მე ვიცი, მაგრამ თქვენდამი ამ ემოციებით და გრძნობებით მაქვს გული სავსე.
გემშვიდობებით დროებით, მომენატრებით ყველა...
მუდამ თქვენი მალენა.



№1  offline წევრი Jeje Lava

რატოოოოო დააამთავრეეე ასეეე მალეეეეე ((((

 


№2  offline წევრი nestanuka13

ვაიმეეე როგორ ველოდი ეს დღეები ამ ისტორიას და არ მინდოდა დასასრული ))), მიყვარს ასეთი თბილი, სიყვარულით სავსე ისტორიები კარგი დასასრულით love , ძალიან კარგი გოგო ხარ

 


№3  offline წევრი Niacule

ძაან მაგარი იყო <3 <3

 


№4  offline წევრი Unnamed

Auuu.... Rogor gamixarda da mainc mewyina ro damtavrda :D ai dzaan magari iyo. Dzaan :* da male dagvibrundi axali istoriit :*

 


№5  offline წევრი Bero)))

მე და ჩემი დაქალი ყოველდღე განვიხილავთ ჯარჯის და ფეფოს :D ეს ორი პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა love იმედია მალე დაგვიბრუნდები love

 


№6  offline წევრი Flower

ვგიჟდებიიი... უზომოდ მომეწონაააა... უსაყვარლესი ისტორია იყო, ძალიან თბილი და არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის. ყოჩაღ ავტორ.

 


№7  offline წევრი ლილე

ვაიმე რა მაგარი ხარ♥ როგორ მიყვარხარ♥ ვგიჟდები შენზე♥ ეს ყველაზე მაგარი დაბადებისდღის წინა საჩუქარია♥ სიმართლე რომ ვთქვა არც მიმიღია დაბადებისდღის წინა საჩუქარი♥ მაგრამ ხვალ რაც არ უნდა მაჩუქონ ეს მაინც საუკეთესო იქნება♥

 


№8  offline წევრი სტიქია

ოპლაა :D :D მშვენიერი ამბავია ფინალურების წინ :D :D გამოცდაზე მსოფლიო ისტორიის მაგივრად ჯარჯის და ფეფოს ისტორიას დავწერ, გადაწყდა! :D :D

 


№9  offline წევრი ნინია ))

არ მჯერა რომ დასრულდა :(
იმდენად კარგი იყო,სულ რომ არ დასრულებულიყო მოხარული ვიქნებოდი.
არ გაქრე,მალე დაგვიბრუნდი

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

დროები გქონდა ამ თავში არეული და არ შემიძლია, არ გითხრა.
მთლიანად ისტორია ძალიან კქრგი იყო ♥ წარმატებები :3

 


№11  offline მოდერი malena

Jeje Lava
რატოოოოო დააამთავრეეე ასეეე მალეეეეე ((((


არაფრით გამომდის 30 თავიანი ისტორიები, მგონია საჭიროა დროულად დასრულება და ვფიქრობ ეს ისტორია გამეწელა კიდეც.

 


№12  offline წევრი Mkitxveli

შენ უსაყვარლესი და უნიჭიერესი ხარ, არ ვაჭარბებ :))

 


№13  offline მოდერი malena

nestanuka13
ვაიმეეე როგორ ველოდი ეს დღეები ამ ისტორიას და არ მინდოდა დასასრული ))), მიყვარს ასეთი თბილი, სიყვარულით სავსე ისტორიები კარგი დასასრულით love , ძალიან კარგი გოგო ხარ

Niacule
ძაან მაგარი იყო <3 <3

Unnamed
Auuu.... Rogor gamixarda da mainc mewyina ro damtavrda :D ai dzaan magari iyo. Dzaan :* da male dagvibrundi axali istoriit :*

Bero)))
მე და ჩემი დაქალი ყოველდღე განვიხილავთ ჯარჯის და ფეფოს :D ეს ორი პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა love იმედია მალე დაგვიბრუნდები love

Flower
ვგიჟდებიიი... უზომოდ მომეწონაააა... უსაყვარლესი ისტორია იყო, ძალიან თბილი და არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის. ყოჩაღ ავტორ.


მადლობები დიდზე დიდიიიი... ♥♥♥

ლილე
ვაიმე რა მაგარი ხარ♥ როგორ მიყვარხარ♥ ვგიჟდები შენზე♥ ეს ყველაზე მაგარი დაბადებისდღის წინა საჩუქარია♥ სიმართლე რომ ვთქვა არც მიმიღია დაბადებისდღის წინა საჩუქარი♥ მაგრამ ხვალ რაც არ უნდა მაჩუქონ ეს მაინც საუკეთესო იქნება♥


ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ. გილოცავ წინასწარ. ♥♥♥

 


№14  offline წევრი Khaleesi

ზუსტად დღეს ვფიქრობდი ნეტა როდის დადებს მეთქი. ეს ისტორია ერთ-ერთი საუკეთესეოა რაც მე წამიკითხავს ამ საიტზე იმათგან

 


№15  offline მოდერი malena

სტიქია
ოპლაა :D :D მშვენიერი ამბავია ფინალურების წინ :D :D გამოცდაზე მსოფლიო ისტორიის მაგივრად ჯარჯის და ფეფოს ისტორიას დავწერ, გადაწყდა! :D :D


მადლობა დიდი, მაგრამ ფინალურებს რას უშვრები მერე? :)

ნინია ))
არ მჯერა რომ დასრულდა :(
იმდენად კარგი იყო,სულ რომ არ დასრულებულიყო მოხარული ვიქნებოდი.
არ გაქრე,მალე დაგვიბრუნდი


გმადლობ, დაბრუნებას შემოდგომამდე არ ვგეგმავ. :) არდადეგები დამეწყო. :დ

ფორთოხალი
დროები გქონდა ამ თავში არეული და არ შემიძლია, არ გითხრა.
მთლიანად ისტორია ძალიან კქრგი იყო ♥ წარმატებები :3


გმადლობ.♥♥♥
დროები წინა თავებშიც გვარიანად მქონდა არეული. ამიერიდან წარსულში ვწერ სულ. გადაწყვეტილია. :)

Mkitxveli
შენ უსაყვარლესი და უნიჭიერესი ხარ, არ ვაჭარბებ :))

Khaleesi
ზუსტად დღეს ვფიქრობდი ნეტა როდის დადებს მეთქი. ეს ისტორია ერთ-ერთი საუკეთესეოა რაც მე წამიკითხავს ამ საიტზე იმათგან


მართლა უდიდესი მადლობა, მახარებთ. ♥♥♥♥

 


№16  offline წევრი Only DrEAmer

ძალიან მაგარია რა ^^^ რა ტვინი მყავხარ ^^

 


№17  offline წევრი lesia

ეს იყო გამაოგნებლად შესანიშნავი და ძლიერი... მიხარია ,რომ აღმოგაჩინე .
მადლობა !
love

 


№18  offline წევრი kat1998

იმაზე საოცარი, იმაზე ამაღელვებელი, იმაზე თბილი, ტკბილი და უბრალოდ გამაბედნიერებელი ვიდრე ოდესმე რამე სადმე წამიკითხავს <33 საოცრებაა love პირველად ისტორიის კითხვის დროს ბედნიერებისგან ვიტირე feel ყოჩაღ love

 


№19  offline წევრი Annee

დღეს გული მიგრძნობდა რომ დამხვდებოდა. ^_^
მალენა, არ უნდა დაგესრულებინა ასე მალე.. ახლა მომენატრება მე ფეფოსა და ჯარჯის სიყვარული, ლეას იისფერი თმა, დახვეწილი ვერკა.. და საერთოდ ეს ისტორია მომენატრება, რომელიც კი არ მომწონდა, მიყვარდა..
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ ამ საიტზე! ^_^ იმედია გამახარებ და მალევე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. <3 :*::*:**:*:*=:

დღეს გული მიგრძნობდა რომ დამხვდებოდა. ^_^
მალენა, არ უნდა დაგესრულებინა ასე მალე.. ახლა მომენატრება მე ფეფოსა და ჯარჯის სიყვარული, ლეას იისფერი თმა, დახვეწილი ვერკა.. და საერთოდ ეს ისტორია მომენატრება, რომელიც კი არ მომწონდა, მიყვარდა..
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ ამ საიტზე! ^_^ იმედია გამახარებ და მალევე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით. <3 :*::*:**:*:*=:

 


№20  offline წევრი marisa

ძალიან, ძალიან კარგი ხარ :) მე პირიქით მომწონს რამდენსაც და როგორსაც წერ. შენ გვაბედნიერებ, გვავსებ, დადევითად გვმუხტავ, გვაფერადებ შენი "კუნტრუშობებით". გახსოვს, რომ მითხარი, დავწერ ისტორიას ისეთ წყვილზე, რომ ასაკით დიდი სხვაობა ჰქონდეთო, მაგის საქმე როგორ მიდის? იმედია, მალე დაგვიბრუნდები ♡♥

 


№21  offline წევრი nestanuka13

შემოდგომამდე დიდი დასვენება გამოგდის ძალიან :))))

 


№22  offline წევრი monika.niqo

Owesome. ❤❤❤ magarii xarr DA dzaaliian dzaliian kargaf wwerrr !!!! :*

 


№23  offline ახალბედა მწერალი lullaby

არც კი ვიცი რა დავარქვა ჩემს მოწონებას. ზოგი ისტორიით ვერთობი, ზოგით დრო გამყავს, ეს ვერ დავადგინე რანაირად მომეწონა, მაგრამ ფაქტია ბოლომდე გავედი და არ გამიწყვეტია კითხვა...

ვფიქრობ ეს ფეფოზე ძალადობა არ იყო საჭირო, მაგრამ დასასრული ისეთი რაღაცნაირად თბილი იყო, რომ ეგეც დამავიწყდა...

მთლიანობაში ისტორიით კმაყოფილი ვარ თანაც ძალიან... აწი წაგიკითხავ ხოლმე ^_^ <3

წარმატებები და ბეეეეეევრი ბეეეევრი მუზები ^_^

 


№24  offline წევრი unnoticed

Rac sheni eleqtronuli wigni da es motxroba wavikitxe dauswreblad miyvarxart <3 yoveli istoria cremlebs mgvriis <3 emociebis zgvashi davcurav <3 wignma xo sul gadamria es isedac sheyvarebuli gogo :d

 


№25  offline მოდერი malena

უღრმესი მადლობა ყველას, ყველას... მათბობთ და მატკობთ თქვენი შეფასებებით. ♥♥♥♥♥
marisa ჯერ არ ვიცი მასეთ წყვილზე როდის დავწერ. ახლაც მინდა დაწერა, მაგრამ ჯერ არაფერი მიტრიალებს თავში.

მიყვარხართ ყველა. ძალიან გთხოვთ, ჩემს ისტორიებზე ცრემლად ნუ დაიღვრებით, სატირალს არაფერ ვწერ მე. მინდა, კმაყოფილი ღიმილი დაგთამაშებდეთ სახეზე ყველას, როცა ჩემს ისტორიებს წაიკითხავთ, მინდა, ღიმილი გამოვიწვიო მხოლოდ. იმედია, ბევრს არ ვითხოვ. :))

 


№26  offline მოდერი malena

იგი
რავთქვა მახარებს ის ფაქტი, რომ გიპოვე
ასეთი დინამიკური და
მარავალფეროვანი .


მე კიდევ, შენისთანა გემრიელი შეფასებების მქონე მკითხველის შეძენა მახარებს. love

 


№27  offline წევრი Midnight Memories

შოკში ვარრ <3 ))) ძალიან მაგარი ხარ ))

 


№28  offline წევრი del rey

saswauli xar!! umagresia...

 


№29  offline წევრი Heartbeat

საოცრებაა..მეორე მწერალი ხარ ვინც ასე მომწონს შენ წინა ისტორიაზევაფანატებ მაგრამ, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა..განსხვავებული და საოცარი იყო შენსავით...❤️❤️❤️ მოუთმენლად დაგელოდები და დაველოდები "შენს კუნტრუშობას"❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№30  offline წევრი i love Green Day

მსგავსი ჯერ არაფერი წამიკითხავს ნამდვილი საოცრება ხარ <3-3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent