შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლად შეწირული სიყვარული 3


8-06-2015, 14:47
ავტორი sopiko
ნანახია 3 738

უცბად გავიქეცი და საძინებელში შევედი. დემეს არ უნდა გაეგო რომ მათი საუბარი მოვისმინე, თავი ბალიშში ჩავრგე და გავყუჩდი. ორ წუთში კარის გაღების ხმა მომესმა და ვიგრძენი როგორ ამიწვა მისმა მზერამ ზურგი. გვერდით მომიწვა და მუცელზე ხელები შემომხვია. სუნთქვა ამიჩქარდა, სული შემეხუთა, მისმა სიახლოვემ წნევა მაქსიმუმზე აიყვანა. რამდენი ხანია არ შემხებია, არ მომფერებია, არ უკოცნია... მე კი როგორ მომენატრა, რას არ დავთმობდი ოღონდაც ახლა მისკენ შებრუნება და ძლიერად ჩახუტება შემეძლოს. დემეს ხელი აუკანკალდა, სწრაფად შემიშვა და გვერდით გადაბრუნდა. ვერ მივხვდი რა მოხდა, აღარ ვუყვარვარ? ანკამ უთხრა რამე? თუ სხვა რაღაცაშია საქმე და ის მიმალავს.... გულმა ისევ ხმამაღლა დაიწყო ფეთქვა, ისევ ბინძური ეჭვი აგორდა ჩემს სულში და მოსვენება დამიკარგა.
'' ამას რას ვაკეთებ? მასში ეჭვი როგორ შემაქვს?''-ვუსაყვედურე საკუთარ თავს და დემესკენ გადავბრუნდი. ჩასძინებუდა. გატანჯული სახე ჰქონდა, ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი ნაზად ჩამოვუსვი და გამაჟრჟიალა. მივიწიე და მის ტუჩებს ფრთხილად შევეხე. სიმწრით გამეცინა. ადრე რა იყო და ახლა... ძილში მაქვს მხოლოდ მასთან მოფერების უფლება. მარტოობამ თავი ისევ შემახსენა. მიჭირდა დემესთან ერთად ასე ახლოს და ამასთანავე შორს ყოფნა.
''ნეტავ ანკამ რა უთხრა?''-გამახსენდა ისევ და გულმა მანიშნა რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდებოდა.

დილით ისევ ნაცნობი სიცარიელე ვიგრძნი. ფეხზე ძვლივს წამოვიზლაზნე და მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ''სტუმარი'' მყავდა. დაუპატიჟებელი სტუმარი. სპორტულად გამოვეწყვე და გარეთ გავედი. ანკა დემეს გვერდით დივანზე იჯდა და ყავას მიირთმევდა.
''დღე დილიდანვე ცუდად დაიწყო''-გავიფიქრე და დემეს გვერდით მივუჯექი.
-დილა მშვიდობისა საყვარელო. დილა მშვიდობისა ანკა.-მივესალმე მათ და დემეს ანკას დასანახად ლოყაზე ვაკოცე, ჩემდაუნებურად ამ ჟესტით ვაგრძნობინე რომ დემე ჩემი იყო და თავისი ძველმოდური ქცევებით მას ვერ წამართმევდა. გავგიჟდი არა? ვიცი! ანკას ჩამოსვლამ ძველი ტკივილი გამახსენა. ისევ ილო და ჩემი გრძნობები. რომ გაიგოს დემემ რაზე ვფიქრობ ალბათ აქვე მიმასიკვდილებს და ბოლოს რასაც დავინახავ მარი მალაზონიას მხიარული სახე იქნება. ამ სანახაობაზე გამეცინა. არა რა მართლა გავგიჟდი.
-რა გაცინებს?-გაკვირვებულმა გამომხედა დემემ, ანკამაც დამცინავად გამომხედა.
-მოგონებები ამოგიტივტივდა ლენა? გახსოვს რა მაგრად ვერთობოდით მე, შენ, ლიკა, სანდრო და ილო?-მითხრა მან და მთელ სხეუში დენმა ჩამიარა. დემემ ჩემი ცვლილება შეამჩნია და მითხრა:
-ხომ კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ-ხელით მოვჭმუჭნე ჩემი მაისური რათა არ შეემჩნიათ როგორ ვნერვიულობდი.
-ისე ლიკას და სანდროს ვიცნობ, ანკაც გავიცანი და ილო ვინ არის?
-მოიცა, მოიცა ილოს არ იცნობ? არადა ლენუკა ყველაზე ახლოს მასდთან იყო-სიცილით თქვა ანკამ და შევნიშნე როგორ დაებერა დემეს ძარღვები.
-რა გინდა ანკა? ვერ ვხვდები რას გულისხმობ? რის მიღწევას ცდილობ?-ვეღარ მოვითმინე მე.
-არ მეგონა შენმა ქმარმა შენი საყვარლის შესახებ რომ არ იცოდა, ყოფილი საყვარლის....-დააზუსტა მან და მე ზიზღისგან თვალთ დამიბნელდა.
-აეთრიე, ახლავე აეთრიე_მეთქი-ვუყვირე მაშინვე.
-სახლიდან გაგდებით ვერაფერს მიაღწევ, სიმართლე არ დაიმალება ლენა, რა მიზანი უნდა მამოძრავებდეს იმის გარდა რომ მინდა შენს გამოდებილებულ ქმარს ცოტა ჭკუა დავუბრუნო-ეს სიტყვები და მსხვრევის ხმა ერთი იყო.
-წადი ამ სახლიდან-დაიგრგვინა დემეტრემ და შიშისგან ადგილზე შევხტი.
-დღეს რაც ვთქვი დაიმახსოვრე, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მე მომმართე-ღიმილით უთხრა ანკამ , თავის ხელჩანთას ხელი დასტაცა და სახლიდან კურტუმოს ქნევით გავარდა.
-შენც!-შევკრთი.
-დემე მე...-დავიწყე მაგრამ შემაწყვეტინა.
-არ მითხრა რომ სიმართლეს არ ამბობს, რომ სტყუის და იმ კაცთან არაფერი გქონია, რომ ჩვენი ქორწინების მერე არ შევხედრიხარ.
-მომისმინე დემე-ვიგრძენი როგორ მიკანკალებდა ხმა-მქონდა მაგრამ ეს მანამდე იყო სანამ შენ გაგიცნობდი. მერე ის დავივიწყე, ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ, სწორედ ანკას გამო დავკარგეთ მე და იმ ბიჭმა ერთმანეთი, ახლა უნდა რომ ჩვენც დაგვაშოროს.
-არ მჯერა ლენა და იცი რატომ? ნამდვილად არ დავუჯერებდი ვიღაც მოთრეულს რომელიც მეუბნება რომ ჩემზე შურის საძიებლად იმ ******** იყავი. მაგრამ ყველაფერი ემთხვევა. როგორც ჩანს იმ ქალს მეც და შენც კარგად შევუსწავლივართ. ჩვენ არა. ცალკე მე და ცალკე შენ, იმიტომ რომ...
-იმიტომ რომ შენ მე დამკარგე-მეტი ვეღარ მოვითმინე მე და ავტირდი-შენ... შენ ყურადღებას აღარ მაქცევდი. იცი მაინც შენი შეხება, შენთან ყოფნა, შენი სიტყვები, შენი სიყვარული როგორ მენატრებოდა. ხოდა დამკარგე, ახლა კი ჩემს დადანაშაულებას შეეშვი და იმასთან წადი ვისთანაც ამდენი ხანი იყავი, ვის გამოც დრო არ გრჩებოდა ჩემთვის, შენი ცოლისთვის. ხვდები მაინც? მე რას ვგრძნობდი. ჩემი ტკივილი, სევდა, გულისტკენა შენთვის უცხო და გაუგებარი იყო. ვერ აცნობიერებდი რა გინდოდა და რა არა. მე კი მეტი აღარ შემიძლია. რადგან ღალატია შენთვის შეურაწყოფა და მხოლოდ ამიტომ მიყვირი, ახლა სახლიდან წავალ, მერე კი რაც მომინდება იმას გავაკეთებ. შენთვის მაინც მნიშვნელობა არა აქვს ცოლი ფანჯარასთან მდგარი დაგელოდება თუ არა.
-შენ...-სცადა ჩემი გაჩუმება მაგრამ არა! რადგან დავიწყე უნდა დამემთავრებინა.
-არ გაბედო და არ მითხრა რომ რამე მეშლება. ახლა თავისუფალი ხარ, ჩემგანაც და იმ შეურაწყოფისგანაც რისიც გეშინია. -არაფერი არ ამიღია ისე წამოვედი სახლიდან და შემორჩენილი ცრემლები მოვიწმინდე. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. გინდ არ ყოფილიყო ანკა, ილო მაინც მოხდებოდა. და განა იმიტომ რომ მათ დააშავეს არამედ იმიტომ რომ ჩვენ დავაშავეთ... დამთავრდა, ამდენი წლის სიხარული, სიყვარული, სითბო და მყუდროება დასრულდა. რამდენი რამე მოხდა, ყველაფერი გადავიტანეთ და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა კი... მივხვდი რომ დემემ მართლაც დამივიწყა.
ეჰჰ თურმე ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული! თვით სიყვარულსაც კი...
ამ ფიქრებით მივადექი სახლის კარს და ზარი დავრეკე. კარი დედამ გამიღო და ჩემს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ერთი შეჰკივლა:
-რა მოხდა შვილო?
.....................................................
მოსაკლავი ვარ მოსაკლავი .. მარა მეც რა ვქნა წლის ბოლოა და გამოცდები მაქვს. ვიცი ძალიან პატარა თავია და თანაც ძალიან დავიგვიანე, გპირდებით მეტს აღარ დავიგვიანებ .. შეიძლება ეს დაგვიანება იმიტომაც ხდება რომ წინა თავს ნახვები ჰქონდა მაგრამ არც ერთი კომენტარი, ვცდილობ ყველა ისტორია დავასრულო მხოლოდ ერთი მაქვს შეწყვეტილი და მის გაგრძელებასაც ვფიქრობ, ერთმა მკითხველმა მესიჯიც მომწერა ისტორიას რატომ აღარ აგრძელებო. თუ გაინტერესებთ და მოგწონთ ხომ შეიძლება ერთი სიტყვით მაინც დაწეროთ კარგიაო. ველოდები ჯანსაღ კრიტიკასაც. მოკლედ თქვენს შეფასებებს ველოდები



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძან მომეწონა

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი აზრით ძალიან საინტერესო დასაწყისია და საინტერესოდ წერ ასე გააგრძელე და მალე მსუყე თავი დადე თორემ არ მყოფნის იმედი არ გამიცრუო იცოდე

ყველა შენი ისტორია წავიკითხე და მჯერა რომ ესეც მაგარი იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent