შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი..რა მაკლდა ჰავაიზე [8]


8-06-2015, 19:21
ავტორი prettygirl
ნანახია 2 591

-სტოპ,სტოპ,სტოპ! საკმარისია...
ახლაღა მოეგო გონს ალექსანდრა
- ჩშ... წამით მოშორდა და მაზად გადაატარა ცერა თითი ათრთოლებულ ტუჩებზე..
-ეს..ეს.. სიტყვებს ვერ აბამდა თავს ალექსანდრა და აქეთ-იქით ატრიალებდა ბრიალა თვალებს... თან ტუჩები უთრთოდა.. ჯერ კიდევ ავალიანის კალთაში მოკალათებული ღრმად სუნთქავდა...
მისი აღელვებით და დაბნეულობით გამხიარულებული ვაჩე მომღიმარი სახით ჩუმად შესცქეროდა აღელვებულ გოგონას და ხმას არ იღებდა...
- შენ..შენ.. აღშოფებული აჭერდა ბიჭს საჩვენებელ თითს გულმკერდზე.
-რა მე? ღიმილით უთხრა ვაჩემ და წარბები მაღლა აწკიპა
-
-რა...რა.. რატომ? გაკვირვებულმა შეხედა ვაჩეს და კალთიდან წამოუხტა.. თან "ცელქობისას" გადათხაპნილ წითელ პომადას ისწორებდა
-რა რატომ? მის წვალებას არ წყვეტდა საძაგელი და აღელვებული გოგონას ყურებით ტკბებოდა.. თან თვალებით უბურღავდა წამოწითლებულ ტუჩებს და დაბლიდან ჭინკაათამაშებული თვალებით შესცქეროდა
- გეყოს ! ცდილობდა მკაცრი ტონი გაერია ათრთოლებულ ხმაში კარს ზურგით მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა... მწვალებელი "დესპოტი" "შხვართალას" (როგორც ტყუპები ეძახდნენ) წინ აიტუზა ... კარს მიაბჯინა ორივე ხელი და ალექსანდრა მათ შუა მოიმწყვდია.. სახე ძალიან ახლოს მიუტანა და ცალყბად გაიღიმა.. გოგონა უარესად აღშფოთდა და ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო...თან "შეშინებული" აფახურებდა წამწამებს..
- რომ გეხები კანკალებ.. რომ გკოცნი ხომ საერთოდ.. ხელებში მადნები... გიზიდავ.. თავდაჯერებული ღიმილით ჩაილაპარალა , ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.. თან ვნებიან ღიმილს არ იშორებდა სახიდან...
ბიჭის თავდაჯერებულობამ სურვილი გაუჩინა ის მონაცრისფრო მომწვანო თვალები ამოეგლიჯა და ის ლამაზი სახის ნაკვთები დაეკაწრა.. სიბრაზე ყელში მოაწვა.. სადაა თავდაჯერებული "ჟურნალისტკა" ?! არ გეკადრება გოგონავ ავალიანის "გაბლატავება"!
-თავდაჯერებული და აუტანლად ცინიკოსი ხარ! ამდენის უფლება ვინ მოგცა საერთოდ! ხმამაღლა დასჭექა რეალობაში დაბრუნებულმა ალექსანდრამ და გულმკერდზე ხელის მიკვრით მოიშორა ვაჩე....
ბიჭმა ვითომც არაფერიო.. ლურჯი პერანგი ( " საროჩკა" ) შეისწორა.. ცალყბად გაღიმებულმა გადახედა ალექსანდრას რომელიც პუფზე ჩამომჯდარიყო ხელებგადაჯვარედინებული და კოპებს კრავდა...
სახელური ჩამოსწია ,ნელი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.. ალექსანდრას ეგონა წავიდაო და ნახევრად ღია კარის დასაკეტად დაიძრა რომ სიმპატიურმა ყმაწვილმა სახე შემოყო გაღებულ კარში და ღიმილით მიაძახა
- გემრიელი ტუჩები გაქვს !
რამის ის კარი მიხურა და ია ცინიკოსი თავი ჩააჭეჭყა შიგნით ისეა საკუთარ დაბდურობასა და ვაჩეს დიდგულობაზე გაბრაზებული... როგორც იქნა ავალიანების ვაჟმა ინება ტერიტორიის დატოვება. ბამბუკისაგან შეკრული კიბეები ხმაურით ჩაიარა და ღიღინ-ღიღინით გაუდგა ცხელ, ქვიშიან სანაპიროს...საბოლოოდ რომ მიეფარა თვალს აღელვებულმა ალექსანდრამ გულზე ხელი მიიდო და ასე შეეცადა აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას... მძიმე ნერწყვი გადაყლაპა... წეღანდელი მომენტი გაახსენდა.. ტუჩები სიამოვნებისაგან უბჟუოდა.. უნებურად გადაიტარა საჩვენებელი თითი ტუჩებზე და ჩაეღიმა... მერე გონს მოეგო რას "ვიღრიჭებიო" .. "თახ" ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ღიმილაკრული შევიდა სააბაზანოში გრილი შხაპის მისაღებად..
გრილმა შხაპმა თავისი გაიტანა და "გაცეცხლებული" გოგონა ჩააწყნარა.. ლამანდის აბაზანამ საბოლოოდ დააწყნარა ჰორმონებისა თუ ნერვებისაგან ახურებული სხეული... მოკლე შორტსა და თეთრ ,წვრილბრეტწლიან მაისურში გამოწყობილი ფეხშიშველა გამოტანტალდა მისაღებში..იქ მისული კი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნანახი სტუმრებით.. მუდამ ჭკუა მხიარული ტყუპები მისაღებში მოკალათებულიყვნენ და "ლექსოს" ელოდნენ როგორც ჩანს... თუმცა ისე იყვნენ ერთმანეთის "მოფერებით" გართულები ვერც კი შეამჩნიეს კედელთან ეყუდებული ალექსანდრა, რომელიც ძმების "სასიამოვნო" დიალოგით ხალისობდა და ცოტაც და ხარხარს ატეხდა..
-ისე ის მართლა მაგარი გოგო იყო.. "დანანებით" ჩაილაპარაკა სანდრომ და მწვანე ვაშლი გემრიელად გაკბიჩა..
-აბა რატო დაშორდით? გაკვირვებულმა ჰკითხა გიგამ და მასავით ვაშლი "გაიგდო" ყბაში..
- გარეგნობით იყო მარტო კარგი.. დიდი ტ**კი ჰქონდა თან და მაგარი მკერდი ! სახე ხო ვაფშე... თან უკომპლექსო იყო და ნებისმიერ დროს მთანხმდებოდა სექსზე.. მაგრამ რომელი გოგოების უნახავი მე ვარ მარტო კარგი ფორმებისათვის დამეტოვებინა გვერძე..თათა სულით ბო*ი იყო...გასართობად გამოდგება...მობეზრებულად ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება და კვლავ გააგრძელებდა დიალოგს რომ არა
-უკაცრავად მეც აქვარ.. "ზრდილობიან" საუბარს რომ მოკრა ყური მერე შეიმჩნია თავი ალექსანდრამ...
გიგამ უხერხულად ჩაახველა და ძმას მხარი გაკრა მოკეტე და ნათიაზე ნუღარ ლაპარაკობო..
-აა.. უი.. ალექსანდრა.. უხერხულად ჩაილაპარაკა ბიჭმა და კეფა მოიქექა..
-მოსაკითხად შემოგიარეთ.. უხერხული სოტუაცია განმუხტა გიგამ და მეგობრულად გადაკოცნა გოგონა, სანდრომაც მას მიბაძა...
-ფეხმა ცოტა გამიარა.. ღიმილით ამცნო გოგონამ მდგომარეობა და მათ წინ ჩამოსკუპდა...
-ვაჩე ვერსად ვნახეთ შენ ხომ არ გინახავს სადმე? გამომცდელად შეხედა სანდრომ და ოდნავ გაუღიმა...
- ა ვაჩე.. დაბნეულად ჩაილაპარალა და ყელზე დაცვარული ხელის გუკი ჩამოისვა..
სანდრომ წარბების თამაშით გადაჰხედა ძმას მანაც თავი დაუქნია
- რა ? "ვერ" მიუხვდა ალექსანდრა ტყუპებს ნამიოკებს..
-რამე გითხარი? "გაოცებულმა" თქვა სანდრომ...
- არვიცი სადა.. თქვა და მხრები აიჩეჩა..ბიჭებმა ეშმაკური ღიმილით გადახედეს ერთმანეთს...
- ოოო გეყოთ! თქვა სირცხვილისაგან აწითლებულმა და სანდროს ბალიში გაუქანა თავში.. ეგონა სახეზე ეწერა უკვე ვაჩემ მაკოცაო.. ისე ამ ტყუპებმა რამე გაიგეს ვითომ? არა ვაჩე მაგას ხო არ ეტყოდა.. ვერც მოასწრებდა ნახვას..ამ ფიქრებში იყო გართული გიგამ რომ უთხრა:
-ეჰ "შხვართალა ძევოჩკა" ჩვენ რას გამოგვაპარებ,,სახეზე გაწერია ყველაფერი..
ადა სიცილით მოუჭირა ცხვირზე თითები..
- არაფერიც არ მაწერია.. ამოიბუზღუნა და აწითლებული ცხვირი დაიზილა..
- ცეცხლავთ რამეს? "თავაზიანად" მიმართა "სტუმრებს" და სამზარეულოსაკენ გაემართა
- დამისხიიი დამააააალეეევინეეეეეეე! წაიმღერა გიგამ ნარნარა ხმით ისე რომ იოგებმაც რამის ყურებზე აიფარეს ხელები
- ოე ყვავო!! სახედამანჭულმა უთხრა სანდრომ და ხელები ყურებიდან ჩამოიღო
- ყვავიც ხარ და კაჭკაჭის გაგდებულიც! კოპებშეკრულმა წამოარტყა თავში ხელი ტყუპისცალს
აი..რა მაკლდა ჰავაიზე [8]

- მაშ შენც კაჭკაჭის გაგდებული გამოდიხარ! "ფილოსოფიურად" დააასკვნა სანდრომ და საჩვენებელი თითი სახის წინ აუფრიალა ძმას
- ჩშშ.. თორემ ჰეროდოტე თუ არა მინიმუმ ვოლტერი მაინც წამოხტება საფლავიდან და მე რა ფილოსოფოსი ვარ ბატონ სანდრო ახვლედიანთანო იტყვის და სულ დახევს თავის ნაშრომებს.
-ლოლ.. ეგრე ნუ ღადაობ ძმაო.. მოიღრუბლა!! "აღშფოთებულმა" ჩაილაპარაკა და ძმას თითები ააფარა პირზე.,..ამ მეორე მთლად "დალაგებულმა" თითებზე უკბინა ...
- აეეე შენ ხო არ გაჟრუალებს!!! ყვირილით წამოვარდა ფეხზე გიგა და სამზარეულოში გავარდა...წყალს თითები მოუშვირა და ღრმად ამოისუნთქა...
-რა იყოთ რა მოხდა? გაკვირვებულმა იკითხა ალექსანდრამ და კოკტეილი ჭიქებში გაანაწილა.. შემდეგ წრუპები ჩაარჭო და ხმაურით დადგა მისაღების მაგიდაზე, სადაც სანდრო სიცილით იგუდებოდა..
- სხვათაშორის ამ თითებით წეღან ჩემს ერთ ადგილს ვეფერებოდი აბაზანაში! ამაყად გასძახა უკვე "ხელმორჩენილმა" გიგამ ძმას...
- ფუ შენი!! გინებით წამოხტა სანდრო დივნიდან და აბაზანაში შევარდა პირის გამოსარეცხად.
ალექსანდრა გაშტერებული უყურებდა გიგას .რომელსაც თითები ჯერ კიდევ ცივი წყლისთვის ჰქონდა მიშვერილი
- აუუ მართლა კი არა რა იყო...
"დარცხვენილმა" ჩაილაპარაკა და ონკანი გადაკეტა
- ვაიჰ რა გეშველებათ.. ღიმილით გადააქნია თავი ალექსანდრამ და მაგიდის გაწყობა გააგრძელა ტკბილეულით
როგორც იქნა ძმები დააზავა და ბოლოს სამივე ერთად გემრიელად შეექცეოდნენ კივის კოქტეილსა და შოკოლადის ნამცხვარს..მხიარულ ტალღაზე გააცილა ძმები და მაგიდას მიუბრუნდა ასალაგებლად.. სახლი რომ მიალაგა ფეხიდან ბინტი შემოიხნსა და მოშუშებული ჭრილობის მდგომარეობით კმაყოფილმა ჯერ სადმე გასართობად წასვლა, შემდეგ კი სანაპიროზე გავლა გადაწყვიტა ვულგარულად ჩაცმა არასოდეს უყვარდა, სულ მოხდენილად ეცვა და ლამაზად. შეიძლება მოკლე სცმოდა ,მაგრამ იმდენად მოხდენილად, რომ ზედმეტს ვერაფერს ეტყოდი,ახლაც ტანზე მომდგარი,მუხლსზემოთ .მთლიანი შავი კაბა ჩაიცვა, ზურგამოღებული.. თმები ლამაზად გაისწირა , კაბისფერ მაღალქუსლიანებზე შედგა, ოდნავ მაკიაჟი და საკუთარი თავით კმაყოფილი დატრიალდა სარკეშე.
აი..რა მაკლდა ჰავაიზე [8]



გასაღებს და მობილურს ხელი დაავლო,შუქები ჩააქრო და სახლი დატოვა.. მინიშნებებითა და კითხვა კითხვით მიაგნო მთელს ჰავაიზე განთქმულ "Beach Club"
ს და ამაყად შეაბიჟა ხალხითა თუ განათებებით აფერადებულ შენობაში.. გარემო არაჩვეულებრივი იყო.. განათებული ბარი და არცისე ხმაურიანი მუსიკა... მუქ ხისფერში გაწყობილი ბარის მაგიდები.. მხიარულად მომღიმარი ბარმენი და ხალხი...
ბარის მაღალ სკამზე შემოხტა და კულულა ბარმენს ღიმილით უთხრა
- a glass of Martin please..
(1 ჭიქა მარტინი თუ შეიძლება)
- okay miss..
(კარგით მის)
ღიმილით უპასუხა ბარმენმა და მარტინი ჩამოუსხა.. სულმოუთქმელად გამოწაფა პატარა გამჭირვალე ჭიქაში არსებული სითხე და მოცეკვავეთა ჯგუფს შეერია
ფეხი ცოტას,უმნიშვნელოდ წიწკნიდა ...ტანის ნაზი რხევით ჰყვებოდა მუსიკას და როგორც კი თვალებს დახუჭავდა ვაჩეს გემრიელი კოცნა ახსენდებოდა.. არა მაინც რა შეგრძნება იყო.. ეგონა მეცხე ცაზე იჯდა..კიაარადა დაფრინავდა.. ისე ცხადად გრძნობდა ვაჩეს სიახლოვეს ეგონა გვერდით ჰყავდა.. თვალები გაახილა,მაგრამ ვერ დაინახა... აბა საიდან ეს მწველი მზერა?! ისე მიეჩვია უკვე ელანდება კიდეც? ფიქრებში გართულს ღიმილით მიუახლოვდა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა,
რომელიც ამერიკელს წააგავდა... ზრდილობიანად სთხოვა გოგონას ცეკვა ..
ალექსანდრამაც რატომაც არაო და გამოწვდილ ხელს თავისი მიაგება.. ქერა გამომწვევი მზერით უყურებდა ჩვენს ქართველ ლამაზმანს და ნელა ეცეკვებოდა..
2 წუთიც არ იყო ქერას მოსვლიდან გასული მწველი მზერის პატრონი ჰორიზონტზე რომ გამოჩნდა.. არცისე სახარბიელო მზერით და აშკარად გაბრაზებული.. ომმ ცოტახანში შემომეჭმევა ეს სიმპატიური ყმაწვილი...

ჯერ ხომ ისედაც როგორი სიმპატიურია და ახლა რაღაცა სპორტულ-კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი მთლად სექსუალურია.. კოპებშეკრული დაიძრა მომცინარი ალექსანდრასაკენ,რომელიც უცხოელის მოყოლილ ხუმრობაზე გულიანად იცინოდა და თან ნაზად ცეკვავდა.... ვაჩე რომ შეამჩნია გამარჯვებულმა ჩაიღიმა და უცხოელთან უფრო ახლოს მიიწია, კარგი იყო ამ ცინიკოსმა ავალიანმა დილით რომ გაამასხარავა და სანთელივით ჩაიდნო მკლავებში ? ახლა შურა იძიებს ! მაგრამ რის გამო? კოცნის გამო რომელიც თვითონაც ესიამოვნა? ამ ფიქრებში ეს ჩვენი ზე სექსუალური ბიჭი ( ვაიმე მგონი ალექსანდრას ბიჭს ავახევ ეს ჩემი გამოგონილი პერსონაჟი ისე შემიყვარდა ) ( გათახსირებული ავტორი იცინის ) ხოდა რას ვამბობდი.. მიუახლოვდა მოცეკვავე წყვილს და ამერიკელს ზრდილობიანად სთხოვა მეწყვილე დაეთმო,. ჩვენი ვაჩე არ გახლავთ მუშტი კრივის მოყვარ
ული ქართველი "ვაჟკაცი".. მაგრამ აი ეს ამერიკელი გამოდგა ამერიკელისათვუს შეუსაბამო ხისთავიანი
- I don't allow you to dance with my partner (მე არ გრთავ ნებას ეცეკვო ჩემს პარტნიორს)
ვაჩემ ცინიკურად ჩაიცინა და ქართულად უპასუხა:
-შენი ნებართვა რომ დამჭირდება ალექსანდრასთან ცეკვაზე აუცილებლად გადმოგირეკავ.. და ბრაზმოწოლილმა უხეშად გაწია გაწლიკული ქერა..
-no no no no...
ამოიბლუყუნა მთვრალმა ქერამ და არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა წყვილს.
ვაჩემ თვალები დახუჭადა ღრმად ჩაისუნთქა... ალექსანდრას ხელი უშვა , "დანანებით" ჩაილაპარაკა
- ამ ევროპულ ყაიდაზე გაზრდილ ბიჭს მაიძულებს ქართველი "ვაჟკაცივით" მოვიქცე...დასანანია..
და მძიმე ნაბიჯებით გატრიალდა "მურმანის ეკალის" როლში მყოფი ხისთავა უცხოელისკენ..
********
ისტორია მოკლე თავები და დღეგამოშვებით იმიტომ იდება,რომ მობილურით ვბეჭდავ და ფიზიკურად უფრო ხშირად და მეტი არ შემიძლია.. ველი თქვენ შეფასებას.. არ დაიშუროთ კრიტიკაც და მოწონებაც.. <3
P.s
ეს შედარებით მსუყე თავია და გული დამწყდება თუ "ღუნღულა" კომენტარებს არ დამახვედრებთ



№1  offline წევრი prettygirl

Au bavshvebo suratebis dadeba ameria belay Sorry ..is bichi zemot Sul uadgilodaa chasmuli wink

 


№2  offline წევრი ხატული♥

ხო შედარებით მოზრდილი თავი იყო არაუშავს თუ ვერ ახერხებ უფრო დიდების ატვირთვას მთავარია რომ ძაან არ დააგვიანო love მომწონს ისტორია ♥♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

აღარ აგრძელენ?

 


№4  offline წევრი prettygirl

lalita
აღარ აგრძელენ?

Ki rogor ARA <3 dges
Daideba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent