შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (10)


9-06-2015, 22:26
ავტორი MyLove
ნანახია 5 982

რაც შეიძლებოდა მოხდილი და გამომწვევი სარაფანი ჩაიცვა იმ საღამოს. ქალაქში ძლივს ნაყიდი ხაფანგი დაუგო ფერხთით ბერდიას და მის წამოდგომას დაელოდა.
რა ეშმაკი გოგოა, საიდან მოაფიქრდა ასეთი უბედურება, ღმერთმა უწყის. მგონი, მოუწევს ხვიბლიანს ფეხის მოტეხვა მეორედ და ეგ იქნება, თან ამხელა ხაფანგში.
თვითონ გამოწვევად რომ აეტუზა თვალწინ, ეს იყო ყველაზე სასაცილო.
–ბერდია-ა, –წაიმღერა მისი სახელი და დაინახა როგორ შეუთრთოლდა დახუჭული ქუთუთოები მამაკაცს,–გაიღვიძე! მფარველმა ანგელოზმა მოგაკითხა-ა! –ღიღინს არ წყვეტდა ნაინა და თან ჩუმად ფხუკუნებდა.
წვალებით, როგორც იქნა გაახილა თვალები ხვიბლიანმა და გაკვირვებულმა შეხედა გოგონას, მის წინ რომ ატუზულიყო, უხერხული ღიმილითურთ.
თვალები მუშტით მოიფშვნიტა და ძლივს–ძლივობით წამოჯდა საწოლზე დამუნჯებული.
იმხელა ნერწყვი გადააგორა, რომ ხმა ნაინამაც კი გაიგონა და გამარჯვების მოახლოებული სურნელიც ისე იგრძნო, რომ უკვე აყროლდა!
–რას აკეთებ?! –გამოსცრა გაბრაზებულმა და კბილები გააღრჭიალა.
–რას უნდა ვაკეთებდე?! –გაიკვირვა გოგონამ და ქვედა ტუჩი მოფშლუკა.
–შარში ყოფ თავს, ნაინა,–გამოსცრა კბილებს შორის ხვიბლიანმა.
–ვითომ,რატომ?!
–რატომ?! –შეიცხადა ხმამაღლა,–ამხელა კაცს ასეთ მდგომარეობაში მიდგები თვალწინ და კიდევ კითხულობ, „რატომო?“
–რა მდგომარეობაში გიდგები?! –ისე შეათვალიერა მისი თავი, თითქოს აღარც კი ახსოვდა რა ეცვა.
–გოგო, ნერვებს ნუ მიშლი, გაიგე?! –დაიყვირა გამწარებულმა, თუმცა ფეხზე მაინც არ ამდგარა,–რა ხრიკებს აწყობ?! გადი აქედან!
–ჩემი ოთახიდან მაგდებ?!
–ხო! გადი!–დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა,–და ეს ხაფანგიც გაიყოლე!
–რა.. -აბლუყუნდა დაბნეული,–საიდან იცი? როგორ გაიგე?
–უხმაუროდ უნდა გააკეთო ხოლმე რაღაც-რაღაცები და ვერ გავიგებ,–ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი,–ახლა კი –გადი!
–არა! –ჯიუტად გადააჯვარედინა ხელები.
–ჯერ ის არ იკმარე, რომ შენ სიჩერჩეტეში დამარწმუნე, ახლა აპირებ ნერვები მომიშალო და მწყობრიდან გამომიყვანო? გაყეყეჩებული გოგო ხარ, რომელმაც არაფერი იცის ამ ცხოვრებაში! არაფერი გამოუვლია და ყველაფერს ადვილად უყურებს. რაღაც უაზრობას ჩაიდებს გულში, დაიბოღმება, მერე კი სამაგიეროს გადახდა სურს. ცარიელი ქანდაკება ხარ. საერთოდ, კანს შიგნით რამე გაქვს?! მარცხნივ რამე გიცემს?! ვერასოდეს ხედავ იმ სითბოს, რასაც ხალხი შენდამი ამჟღავნებს. საკუთარ ფიზიკურობაზე ხარ დამოკიდებული და არა ადამიანობაზე. –გამწარებული ათას სალანძღავ სიტყვას ეუბნებოდა და სულ არ ადარდებდა ის ,რომ საშინელ დღეში ჩააგდო ბერიძე.
არაფერი უთქვამს. ოთახი გაშტერებულმა დატოვა. იმხელა შოკი განიცადა, რომ ცრემლებიც კი აღარ მოსდიოდა. ერთადერთი, რასაც გრძნობდა მწვავე ტკივილი იყო გულში. ყოველი შეკუმშვის დროს, უფრო ძლიერად კენწლავდა გულში და ყოველი გრძნობა უქვეითდებოდა.
ნუთუ, მართლა ასეთია, როგორიც ბერდიამ თქვა? მართლა ასეთი გულღრძო ადამიანია, რომ სხვის სითბოს ვერ ხედავს?
დივანზე წამოწვა და ჭერს მიაშტერდა. ტირილი უნდოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არ შეეძლო ტკივილი ცრემლებად დაეღვარა.
ყელში მოაწვა სიბრაზე. ბერდია კი არ აბრაზებდა, საკუთარი თავი აღიზიანებდა და სძულდა, ასეთი სიჩერჩეტე რომ ჩაიდინა.
ამაღამ აქ დარჩება და მერე სადმე წავა,მოცილდება აქაურობას.
მშობლების სახლში ჩასვლა კარგი აზრი იქნებოდა, რამდენი ხანია იქ არ ყოფილა. ახლა თუ არა ,მაშინ მაინც იჯერებს გულს ტირილით.დედას ხომ უსიტყვოდ ესმოდა ნაინასი, ხოდა ახლაც გაუგებდა.
სული დაეხუთა, ისე მოუნდა ახლა სოფელში წასვლა, დედ-მამის საფლავზე მისვლა და ღრიალით გულის მოოხება. ეს ყველაფერი მისი სურვილი იყო, რომელიც ბერდიას სიტყვებმა გაუღვიძა.
თავს ფიცი მისცა, რომ არასოდეს მივიდოდა იქ. იმ ადგილს მხოლოდ ტკივილის მოტანა შეეძლო,მაგრამ ახლა მეტი გამოსავალი არ არსებობდა. გული იმაზე მეტად ატკინა ხვიბლიანის სიტყვებმა, ვიდრე მოელოდა. ყველაფერი მისი ბრალია, რად უნდოდა ამ უაზრო თამაშის თამაში? წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ჩვეულებრივად ხომ გაგრძელდებოდა?
ფეხზე კედები ამოიცვა და საფულე აიღო. ტელეფონი არ წაუღია. ზედმეტი ზარებისგან შეიძლება ჭკუიდან გადასულიყო.
ტაქსი გამოიძახა და სოფლის მისამართი უკარნახა. მისდა საბედნიეროდ, მძღოლმა იცოდა ეს ადგილი, თორემ უკვე მისამართის ახსნის თავიც აღარ ჰქონდა.
ფიქრები, სიტყვები, შინაგანად ახრჩობდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. პირი რამდენჯერმე გააღო რაღაცის სათქმელად, თუმცა აზრი არ ჰქონდა. ვერაფერს იტყოდა ისეთს,რაც მის დანაშაულს გამოისყიდიდა.
დაფიქრდება, იქნებ სოფელში გადმოვიდეს კიდეც საცხოვრებლად. არ ეზარება თავის მოვლა და სოფლის საქმეც კარგად ეხერხება.
მაგრამ მეორე მხარეს ქალაქი იდგა, აწყობილი ცხოვრება, სამსახური, ნათლია, მურთაზი, ვაჟა, უკვე ლილე და მარიამიც.. ყველაფერს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გადაყრიდა და გაანადგურებდა.
მართალია, გული ატკინა სვანმა, მაგრამ ამ ყველაფერში თავადაც მიუძღვის წვლილი და ამას მშვენივრად ხვდება... თუმცა გულის რაღაც ნაწილში, მაინც თვლის, რომ ზედმეტი მოუვიდა ხვიბლიანს და მისგან ასეთ სიტყვებს არ იმსახურებდა.


სამი საათი იმგზავრა და ნაცნობი შარა, ოღრო-ჩოღრო გზის დანახვისას ცრემლები მოადგა თვალებზე.
–აქ გამიჩერეთ,–მოკრძალებულად უთხრა მძღოლს და ფული გაუწოდა.
ფეხით გაიარა ის გზა,რომელზეც ამდენი წელია არ ყოფილა. როგორ ეტყობა დაბეჩავებული რომ არის გზა.. ქვები.. თითქოს, ყველაფერს სევდის ფერი ადევს, მაგრამ მაინც ყველაფერი ახსენებს ბავშვობის ყოველ ტკბილ წამს, წუთს.. ყოველი ნაწილაკი, ნივთი ახსენებს წარსულს, რომელიც იტევს ყველაფერს და უარესად იღვრება ცრემლებად.
–განა ტირილი არ შემიძლია?! –ამოილუღლუღა ჩუმად და ხის ჭიშკარი წვალებით შეაღო, ერთსართულიანი, ოდა გამოესახა თვალწინ, გრძელი ხის აივნით, რომელიც ლამაზად არის მოჩუქურთმებული,–განა გრძნობები არ მაქვს?! ყველაფერზე ახლა გაგეცი პასუხი...
სახლში შესულს ხის სურნელი მოელამუნა და აცრემლებული თვალები მინაბა.
სახლი, ბავშვობა, მშობლები, წარსული, წამი... ყველაფერი ერთმანეთში აირია, ამჯერად ერთი დანამატით, მისი სახელი კი –ბერდიაა.
არ იცის, რა იგრძნო და ამის გარკვევას ვერც ახერხებს. რაღაც ისე არ არის, როგორც წარსულში.
თითქოს მის გულში რაღაც შეიცვალა, რაღაცის რესტავრირება მოხდა.
ღამის სამ საათამდე ტიროდა შეუჩერებლად.
„ცარიელი ქანდაკება ხარ. საერთოდ, კანს შიგნით რამე გაქვს?! მარცხნივ რამე გიცემს?!“ გაახსენდა ხვიბლიანის სიტყვები და გულზე ხელი დაიდო.
გაიყუჩა. ელოდებოდა, როდის აძგერდებოდა გული, მის ხელის გულებსაც რომ გაეგოთ.
საკუთარი პულსი რომ მოესმა, ცოტა დამშვიდდა და ღრმად ამოისუნთქა. ათრთოლებული ტუჩები მოკუმა და ენა ლამის გადაყლაპა. ჩაეძინა.
დაუპატიჟებელი სტუმარი (10)

ირიჟრაჟა.
ნაინას არ გაღვიძებია. პირიქით, ჯერ კიდევ ტკბილად და უდარდელად თვლემდა. ზაფხულის თბილ სიოს ღია ფანჯრებში შემოეღწიათ და ანცად აფრიალებდა თეთრ, ჩითის ფარდებს.
ხის კარებზე ბრახუნის ხმა რომ გაიგონა, შიშისგან დაჭყიტა თვალები. ისე სწრაფად, რომ გეგონებოდათ არც სძინებიაო.
–გააღე!–მოესმა ნაცნობი ხმა, რომელშიც გაბრაზება მკვეთრად იკვეთებოდა.
–გააღე–მეთქი! –ისე მაგრად დააჯახუნა ამჯერად, რომ იატაკზე დაყრილი მტვერი აფრიალდა.
ფაცხა–ფუცხით წამოხტა ფეხზე და ჯერ კიდევ ბურანში მყოფი, თვალებს ისრესდა. ჭრიალით გააღო კარი და ბერდიასთვის არც კი შეუხედავს ისე გამობრუნდა უკან.
–შენ გოგო ნორმალური ხარ?! –დაუყვირა მაშინვე და მკლავში ხელი ჩაავლო, უკან რომ მიებრუნებინა.
როგორც კი სახეზე დახედა, ყველანაირი ემოცია სახეზე შეეყინა და დარჩა მხოლოდ, რაღაც ერთი, ამოუცნობი გრძნობა,თითქოს რთული, არითმეტიკული, მრავალუცნობიანი გამოცანა გამოსახვოდა სახეზე.
დაუფიქრებლად წაიღო სახე მისკენ და დიდი ხნის ნანატრი ოცნება, წამებში აიხდინა, ისე რომ, არც კი დაფიქრებულა...
ძილისაგან დაბუჟებულ ტუჩებს ნელა წაეტანა და კბილები მოსდო. კოცნიდა ისე, როგორც პირველ კოცნას ეკადება. ვნებიანად და დასამახსოვრებლად. ბოლოსდაბოლოს, რამე რომ მოხდეს, სანანებლად არ გაუხდის ამ ტკბილ კოცნას.
წოლისგან აჩეჩილ თმებში ხელი შეუცურა და უფრო ახლოს მიიზიდა, ისე რომ გოგონას ცხვირი მის ღაწვს ეხებოდა.
ოდნავ ნაინამაც რომ შეანძრია ტუჩები, მაშინ სულ გახელდა და გადაირია. ცალი ხელი მაგრად მოუჭირა წელზე და ხის კედელზე მიახეთქა, ვარდისფერი,ძველებული შპალერი ოდნავ რომ გადაქლექვოდა.
ღრმად ჩაისუნთქა ცხვირით, ისე რომ მისი ტუჩებისთვის ერთხელაც არ მოუცილებია ბაგეები.
ქვედა ტუჩზე მაგრად დაასო კბილები და ბლანტი, რკინის გემოს მქონე სითხე რომ იგრძნო საკუთარ ბაგეზე კმაყოფილს ჩაეღიმა.
პირველი კოცნა, რაც არ უნდა მოხდეს, ახლა არასოდეს დაავიწყდება..
_____________________
მოკლედ, ესეც ახალი თავი.
ვეცდები, ყოველდღე დავდო ხოლმე, რადგან მერე სოფელში მივდივარ და ისტორიას დაუწერელს ვერ დავტოვებ.
ასევე, ვეცდები მოვლენები დავაჩქარო.
შემიფასეთ, აბა...



№1  offline წევრი mariami12

პატარა იყი ძან რა :/

 


№2  offline წევრი S.likuna

dzaan kaiaa magram patara tavi ikoo male dade xolme da didi tavebi ❤️

 


№3  offline მოდერი D-roni

აღირსე ამათ შემდეგ თავში ცელქობები დაასვენე ეგენიც და ჩვენც wink ძალიან კარგი ხარ შენ love

 


№4  offline წევრი Maniacal Laughter

Coo xd magari iyo :D

 


№5  offline წევრი Khaleesi

ვა საღორ ბერდოს მე ბიჭის მხარეს ვარ wink ყოჩაღ მაგარი თავი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent