ვამპირის ირონია 23
გოგონა კვლავ დანით მირბოდა.თან ფეხიც ერეოდა და სახეზე ცრემლები მოგორავდა.დამიანმა ვერ შენიშნა როგორ მალავდა ანნა ზურგს უკან დანას.ედვარდი კი განაგრძობდა ირონიით გაჟღენთილ წინადადებების სროლას. -(დამიანი) საყვარელო,ვიცი ძალიან მძიმეა,მაგრამ თავი ხელში უნდა აიყავნო.ბიჭი ამშვიდებდა გზაზე მომავალ გოგონას. როგორც იქნა,მიუახლოვდა გოგონა ედვარდს და წყნარი დეტონაციით მიმართა. -(ანნა) იცი ყოველთვის ვხვდებოდი რომ უკვე დედაჩემი ყელში იყო ამოსული -(ედვარდი) არაფრის სიხარულო.რა სალაპარკოაა.ბიჭს ცანცარი აუვარდა. -(ანნა) მაგრამ ეხლა დავრწმუნდი რომ ამანდას სიკვდილს არავის ვაპატიებ. გოგონამ დანა მუცლის არეში გაუყარა და დიდი სიამოვნება გადაეფარა სახეზე.ბიჭმა ოხვრით მოიკუნტა და გოგონას დაეყდნო. -(ანნა) ეს იარა ხუშ წუთში გაგივლის,მე კი სიკვდილამდე მემახსოვრება.ჩათვალე რომ დღეიდან ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლება. გოგონამ დანა ისევ გამოაცურა ედვარდის მუცლიდან,ძირს დააგდო და გასცილდა იქაურობას. -(დამიანი) მე გაფრთხილებდი! ბიჭი ედვარდისკენ გადაიხარა და სიტყვის დამათავრებისას მუშტი უთავაზა სახეში. ედვარდმა გამსკდარ ტუჩზე ხელი მოსვა და ისევ ძირს გაითხლაშა. დამინმა კვლავ გადახედა ამაზრზენად და იქაურობა დატოვა. დაინახა გოგონა როგორ ადიოდა წვრილ რკინის კიბეებზე და სისხლიან ხელებს მაისურზე იწმენდდა.დამიანმა ოდნავ გაირბინა და მისი სახელი დაიძახა. -(დამიანი) ანნა გთხოვ გაჩერდი. -(ანნა) რა გინდა?გოგონა უხეშად შემოტრიალდა მისკენ და თვალი აარიდა. -(დამიანი) მოდი დავილაპარაკოთ. -(ანნა) ნუ მაფიქრებინებ რომ გაგიჟდი. -(ანნა) ხელზე სისხლი მაქვს,ცრემლებს ვერ ვიჩერებ,დედა ეხლახანს გარდამეცვალა და შენ ამბობ რომ უნდა დავილაპარაკოთ? -(დამიანი) კარგი მაპატიე,უბრალოდ აღარ ვიცი რა ვქნა, რითი განუგეშო. -(დამიანი) ვიცი როდესაც ამბობენ რომ ,,მე მესმის შენი'' ეს უბრალოდ თანადგომაა,მაგრამ მე ამ წამს მართლა მესმის შენი. -(ანნა) არამგონია გესმოდეს! ვამპირებისთვის ეს მგონი უცხო ხილია.გოგონამ უხეშად და მკაფიოდ წამოსთქვა თავისი სათქმელი. -(ანნა) ახლა კი უნდა ავიდე პალატაში.ანნამ საავადმყოფოს შესასველელი კარები გამოაღო და ნელი ნაბიჯი გადადგა წინ. დამიანმა კი უბრალოდ თავი დაუქნია და თვალებით გააცილა გოგონა.რაღაც უცნაურად მოხვდა გულს ეს სიტყვები.მის თვალებში თითქოს იმედ გაცრუება იბეჭდებოდა. ................................................................................................................. გოგონა ჩამომდნარი სანთელივით მიაბიჯებდა პალატისკენ.მხოლოდ მაშინ შეყონდა დერეფანში,როცა დანახა თავისი მშობლების პალატიდან როგორ გამოვიდა ვიღაც უცნობი გოგო.მისკენ დაიძრა ძახილით. -(ანნა) ჰეი მოიცადეთ! უცნობი გოგონაც უკან მოუხედავად მირბოდა.ეს ეს იყო ანნა დაეწია,როდესაც წინ ექთანი გადაეღობა და ლაპარაკი დაუწყო.უცნობი კი გაქრა.გოგონა დიდხანს იყურებოდა აქეთ-იქით და ეძებდა უცნობს.მხოლოდ მაშინ შეწყვიტა თვალების ცეცება,როცა ექთანმა შეანჯღრია. -(ექთანი) ქალბატონო ანნა! პალატაში ვეღარ შეგიშვებთ. -(ანნა) რატომ? გოგონამ პალატისკენ გაიხედა და შემდეგ ისევ ექთანს შეხედა. -(ექთანი) დედათქვენი მორგში გადაიყვანეს,მამათქვენი კი უგონო მდგომარეობაშია და ვერ შეგიშვებთ. -(ანნა) ასე მალე რატომ წაიყვანეს? -(ექთანი) ეგრე იყო საჭირო.გაღიზიანებულამ ექთანმა მკაცრად მიუგო და სასწრაფოდ გავარდა. გოგონამ თავზე ხელი შემოიშინა და იქვე კარებთან ჩაიცუცქა.არ უნდოდა ეტირა,მაგრამ ცრემლბი არ აძლევდნენ გასაქანს,ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხმადაბლა დაიწყო ღრიალი. დერეფანში მორბენალი ლიდია გამოჩნდა,ხელში ჟაკეტი ეჭირა და მხარზე ყავისფერი ნაჭრს ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.ანნას ეძებდა და ბოლოს თვალი მოკრა ჩაცუცქულს. -(ლიდია) ანნა საყვარელო! დამიანმა დამირეკა. ძალიან ვწუხვარ.ლიდიას თვალები აუცრემლიანდა. როცა ანნამ დაინახა ლიდია,ფეხზე წამოდგა და მაგრად ჩაეხუტა გოგონას. -(ანნა) ის აღარ არის ლიდ -(ლიდია) შენ ძლიერი გოგო ხარ.ლიდია თმაზე უსვავდა ხელებს და თვითონაც ცრმლები მოსდიოდა. -(ანნა) არა აღარ ვარ ძლიერი,საერთოდ არაფერი აღარ ვარ. -(ლიდია) ასე ნუ ლაპარაკობ ლამაზო! ვიცი ძნელია მაგრამ უნდა შეეგუო,ამით არ მთავრდება ცხოვრება.ყველაზე ძლიერი ეხლა უნდა იყო. -(ანნა) ასე მგონია საცაა მიწა გამომეცლება ფეხებიდან და სადღაც უფსკრულში ჩავარდები.ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გახდა. -(ლიდია) ჩემო საყვარელოო...ლიდია კიდევ ერთხელ ჩაეხუტა გოგონას. -(ლიდია) ყავას მოგიტან,ცოტა გონზე მოხვიდე. აცრემლებულმა გოგონამ თავი დაუქნია და სკამზე ჩამოჯდა. ---------------------- გამარჯობა მეგობრებო! დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე დადება,სოფელში ვიყავი,დღეს ჩამოვედი და რაც მოვასწარი ის დავდე.შემდეგში უფრო დიდ თავებს დავდებ.იქამდე ეს შეაფასეთ :**** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.