შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი?(ჩემი ცხოვრების ისტორია)თავი 10


10-06-2015, 12:11
ავტორი Dippie
ნანახია 1 832

ყველაფერი საშინლად აეწყო,სანამ მიშო რამეს გააკეთებდა ნიკამ კარები გაიჯახუნა და წავიდა.იმ მომენტში დავწრმუნდი რომ ნიკა უბრალოდ არაკაცი იყო და მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნდა.მიშოს გამოხედვა ცივი იყო,თავისდაუხამხამებლად მომშტერებოდა თვალებში და სახე უფრო და უფრო ერყეოდა.
-გთხოვ აგიხსნი,-ჩუმად წავიბუტბუტე, ის კი ისევ ისე მიყურებდა.-მართლა ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე.შენ რომ არა მე და დემე სად ვიქნებოდით წარმოდგენაც კი არ მინდა,-გულწრფელად ველაპრაკებოდი და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი მას.დემე კიბეზე იყო ჩამომჯდარი და ხან მე და ხან მიშოს გვიყურებდა.-გთხოვ გამიგე,შენც ხომ ხვდები სხვა გზა არ მქონდა.იმ არაკაცის საქციელმა მაიძულა,რომ ასე მოვქცეულიყავი და დემესთვის მამა ყოველთვის შენ იყავი და ვიმედოვნებ ასე იქნება.პატიებას ვერ მოგთხოვ...-ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, გაქვავებული იყო,ყელზე ძარღვები დაეტყო და თვალები გაუწითლდა,ვაღიარებ, იმ მომენტში შემეშნდა მისი. არ ვიცოდი რა მექნა,დემესთვის დამევლო ხელი და ელენესთან წავდულიყავი? მე ისიც არ ვიცი ის რას აპირებს,ხმასაც არ იღებს,ჩუმად დგას და მზერით მკლავს.
-არაფერს იტყვი?სულ არაფერს?მიშო გთხოვ რამე მაინც თქვი,იყვირე მაინც,გთხოვ ასე ნუ იქცევი მაშინებ,-თვალები ამიცრემლიანდა და მისგან ახლა მაინც ველოდი რაიმეს,მაგრამ არა...დემე ხელში ავიყვანე მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად მოვწყდი იქაურობას..
__________________
-ელე მიდი რა დემეს ჩააცვი და გამოვალ მეც მალე,
-მიდი ჰო გაგვიანდება,-ერთი თვე გავიდა რაც მიშოგან წამოვედი,და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ გვინახავს ერთმანეთი.მე და დემე ელენესთან ვცხოვრობთ რაც ძალიან უხერხულად მაგრძნობინებს თავს მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ვარიანტი არც მაქვს.დღეს გასაუბრებაზე მივდივარ და იმედი მაქვს ახალ ცხოვრბას დავიწყებ.
-გეხვეწები შენ წაიყვანე ბაღში რა,-ოთახიდან ოთახში გავრბივარ და ელენეს დემეს წაყვანას ვატენი. მოტკეცილი მუხლზე დამჯდარი შავი ქვედაბოლო ჩავიცი,თეთრი ოდნავ ამოღებული პერანგი და შავი პიჯაკი.თმა ზევით ავიწიე და მემგონი ცხოვრებაში მეორედ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე,რომელიც ელენემ მათხოვა.
-საქმიან ქალს გავხარ,რომელიც დაუსაქმებელია,-დამპლურად მომაჯახა ელენემ,
-ჯერ-ჯერობით დაუსაქმებელი,-შევუსწორე და მანქანაში ჩავჯექი.
წესიერად არც ვიცოდი სად მივდიოდი,ელენემ მითხრა ვიღაც ფეხბურთელს აქვს თავისი ოფისი და იქ მიდი ვაკანსიააო, ასე ბრმად ავდექი და კაცმა არ იცის სად უნდა ამოყო თავი.
კარები რომ გავაღე ვიღაც გოგო დამხვდა,მალევე გამიძღვა წინ და უცნობი ფეხბურთლის კაბინეტში დავსკუპდი.დაახლოებით ხუთი წუთი ველოდე,მალევე ჩემს უკან კარები გაიღო და მამაკაცის სექსუალური ხმა მომესმა,თითქოს ვიცანი მისი ბგერები,თითქოს მისი ხმა აქამდეც მქონდა მოსმენილი.
-დიდი ბოდიში რომ გალოდინეთ,-კარები ჩქარა მიხურა და ჩემს წინ დადგა. არ ვიცი ეს რამდენხანს გრძელდებოდა,ერთმანეთზე მიშტერებულები ვიყავით და ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ვბედავდით. ჩემს წინ ჩემი პირველი სიყვარული მედგა,ღმერთო ამხელა ირონია როგორ ჩაატიე ჩემს ცხოვრებაში.
-ნინი,-ჩუმათ ამოილუღლუღა და ადგილიდან არ იძვროდა.
-აი ეს მესმის,-გამეცინა და ფეხზე წამოვდექი,-მიხარია შენი ოცნება რომ აიხდინე,მართლა ძალიან მაგარია,-ოთახს ვათვალიერებდი(რაც მანამდე აზრადაც არ მომსვლია) და ვცდილობდი სახე ამერიდებინა მისთვის.
-კი ასეა,შენ რა არაფერი გაგიგია ჩემზე?
-არ ვიცი,ალბათ არა.შეიძლება კი...არ მახსოვს,-დავიბენი და ძლივს გავცუმდი.
-გთხოვ დაჯექი რა ნუ დაბოდიალობ ასე უაზროდ,-თავის დიდ სავარძელში დაჯდა.
-მართლა ძალიან დავიბენი,-უაზროდ მეღიმებოდა და თვალს ვერ ვუსწორებდი,-საერთოდ არც მიფიქრია იმაზე რომ ოდესმე სადმე შევხვდებოდით ერთმანეთს,მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში.
-ჰო არც მე,მაგრამ ძალიან მიხარია რომ ასე მოხდა.-რაღაცნაირად გამიღიმია,თითქოს ჩემს შებმას აპირებდა,რაც ძალიან არ მომეწონა.
-კარგი,საქმეს მივხედოთ.სამუშაოს დაწყება მინდა და თუ იქნება რაიმე..-სიტყვაგამაწყბეტინა
-რათქმა უდა , დღეიდან აქ მუშაობ.
-მმმმ, ჰო, მადლობა და ვინ ვიქნები ,-სიცილით ვუთხარი და ნელ-ნელა პანიკა მიპყრობდა
-ჩემი პირადი ასისტენტი,ჩემი დამხმარე და,-ისევ იგივე მზერით შემომხედა,-ჩემი ყველაფერი.
-ჰაჰა ისევ ისეთი ხარ ალექსანდრე,ბოლოზე ალბათ უარს ვიტყოდი და სხვა დანარჩენი მაწყობს,-სიცილით ვუთხარი და ფეხზე ავდექი,-ახლა მეჩქარება უნდა წავიდე.
-უკვე?მე კი მეონა სადმე გავისეირნებდით და ერთმანეთს მოვუყვებოდით ამხენი წლის განმავლობაში მომხდარ ამბებს.
-არა ახლა არ შემიძლია,ჩემი ქმრის სახლიდან უნდა წამოვიღო ნივთები,-ფუუუ!რაატომ ვთქვი ეს?! გაუცნობიარებლად მოვროშე იდიოტობა და კარი გავაღე,
-ქმრის?ნინი უკვე დაოჯახდი კიდეც?-ღიმილით და ვითომ სიხარულით მითხრა.
-ყველაფერი ძლიან ჩახლართულია,ალბათ ოდესმე მოგიყვები,ნახვამდის.
-ხვალამდე,-მომაძახა და კარები გამოხურე.
მანქანაში ცოტახანს უმოქმედოდ ვიჯექი. ორივე ოცი წლის ვართ,ერთმანეთი ბოლოს ექვსი წლის წინ ვნახეთ და ახლა ასე უეცრად შევეჩეხეთ ერთმანეთს. თითქოს მთელი ცხოვრება წინ მაქვს,არადა საერთოდ ახალგაზრდობის სილამაზე და სიგიჟე არც მინახავს. ალექსანდრე რომ არა ჩემნაირები სახლში უმუშევრები ზიან და შვილს უვლიან, მე კი აი ასე მარტივა დავიწყე თურმე ძალიან ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელთან მუშაობა.აფსურდად ჟღეს და ამაზე არც ვიცონებებდი,სრული სიგიჟე ხდება ჩემს ცხოვრებაში. ბოლოს მანქანა დავძარი და მიშოსკენ წავედი. ახლა მასზე ფიქრმა შემიპყრო და საშინლად არ მსიამოვნებდა ამდენ მამაკაცზე ფიქრი.ხან ნიკა,ხან მიშო ახლა ალექსანდრეც დაემატა და ველოდები შემდეგი წარსულის მოჩვენება როდის გამოხტება ჩემ ცხოვრებაში.
სახლის კარი რომ გავაღე არავინ იყო,ამდენი ხნის განმავლობაში რაც მჭირდებოდა ის მიმქონდა მაგრამ ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთის,ის ყოველთვის სხვაგან იყო,ამჯერადაც ასე მოხდა. ცოტახანს ნოსტალგია შემომაწვა,წარსულის აჩრდილები დაიარებდონენ ჩემს წინ და ლამაზ წარსულს აცოცხლებდნენ.შემდეგ კიბეებს ავუყევი და დემეს ოთახში შევედი.მისი რამოდენიმე სათამაშო და ტანსაცმელები ჩავაწყვე ჩემოდანში, მერე ჩემს ყოფილ საძინებელს ვეწვიე.არ მინდოდა იქ დიდხანს დარჩენა ამიტომ ქაოტურად ჩავყარე ყველაფერი ჩემოდანში და კარები გამოვხურე. კიბეებზე რომ ჩამოვდიოდი კარები მიშომ გააღო და ერთმანეთს შევეჩეხეთ. სწრაფად ამოვიდა კიბეებზე და ჩემოდანი გამომართვა
-მე ჩავიტან,
-ნუ გეშინია მივდივარ დარჩენას არ ვაპირებ
-ეგ რა შუაშია
-რავიცი...-წავილუღლუღე და კარებთან დავდექი.ისევ ის საღამო გამახსენდა,მის წინ ვიდექი,თვალებში მივშტერებოდით ერთმანეთს და სრული სიჩუმე იდგა ჩვენს გარშემო.მის სახეზე ახლა ძლიერ მონატრებას ვხედავდი,ვნებას რომელიც მისკენ მიზიდავდა და გონებას მიბნელებდა.
-კარგი წავალ,-ვარჩიე გავცლოდი იქაურობას,მაგრამ როგორც ყველა ქალს,მეც მქონდა მოლოდინი იმისა რომ ხელს ნაზად მომკიდებდა,მეტყოდა არ წახვიდეო და შემდეგ ვნებიანად მაკოცებდა.მოხდა თუ არა ასე?..
-არ წახვიდე,-ხელი იმაზე ნაზად მომკიდა წელზე ვიდრე მე წარმომედგინა,მისკენ მიმიზიდა და ნელა მაკოცა,შემდეგ სახეზე შემომხედა და დაელოდა ჩემგან პასუხს.ძლიერად მოვხვიე კისერზე ხელები და დავეწაფე მის ტუჩებს.თავში შიგადაშიგ ელავდა კითხვები თუ რატომ ვაკეთებდი ამას,ყველაფერს რომ თავი დავანებო ქალი ვარ,ერთი თვე არანაირი ურთიერთობა არ მქონია მამაკაცთან და ამასაც რომ დავანებო თავი უბრალოდ მჭირდებოდა ეს.დროებით მაინც მეგრძნო სითბო და მოვწყვეტოდი ათას საფიქრალს რომელიც ნელ-ნელა მკლავდა. ჩვენი სუნთქვა გახშირდა,მის დიდ ხელებს ვნებიანად დააცურებდა ჩემს სხეულზე და უფრო და უფრო მითავისებდა,მიჩემებდა, იმ მომენტში მხოლოდ მისი ვიყავი და არ აპირებდა სადმე გავეშვი.ხელში ამიყვანა და ბალიშებით სავსე დიდ დივანზე ნაზად მიმაწვინა.ჩვენს წინ, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა გარეთ კი დეკემბრის თოვლმა დაიცწო ცვენა.
-მიყვარხარ,ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ,-ჩემს ზემოთ მოქცეული ვნებიანად მჩურჩულებდა და ჩემს სხეულს კოცნისგან იკლებდა. მე? რათქმაუნდა არაფერი მიპასუხია,ვნებებში ჩაძირული უდიდეს სიამოვნებას ავყოლოდი და მის სხეულს უფრო და უფრო ძლიერად ვიზიდავდი ჩემკენ...



№1  offline წევრი laqlaqa

შემდეგ თავს რატო არ დებთ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent