ნინაკა (თავი მეოთხე)
*** „პირველი ნაბიჯი“ *** მზე ჩადის და მთვარე ამოდის, თვალი გაქვს კაცს შეჩვეული თორემ ამ სამყაროში ყველაფერი სასწაულია. როგორ სუნთქავ, მოძრაობ, გძინავს, იცინი, ტირი, ფიქრობ, გიყვარს, გენატრება... *** იმ საღამოს დიდად არ მომზადებულა, სპორტულებზე კეტები ამოიცვა და ფილარმონიასთან გავიდა. ახლაღა დაფიქრდა 14 ივლისზე. კაკი რომ არ ენახა რა მოხდებოდა? ან რა სასწაული ღიმილი ქონდა ამ ბიჭს?! თვალებიც როგორი ლამაზი.. დახვეწილი მანერებით. ეტყობოდა კარგად აღზრილი რომ იყო... ამ ფიქრში იყო ნინაკა მანქანის სიგნალის ხმა რომ გაიგო. ღიმილით გაემართა უკვე ნაცნობი მანქანისკენ და მძღოლის მხრიდან ფანჯარას მიუახლოვდა. კაკი მანქანიდან გადმოვიდა და ამაყად არიმაღტა მის წინ. მშვიდად გადაკოცნა გოგონა, მისი თმების სურნელი შეიგრძნო, ინსტიქტურად გააჭიანურა გადაკოცნისდრო, კარგად რომ შეესწავლა მისი ნაზი სახის ნაკვთები. ნინაკა ათრთოლდა, კაკისაც გააჟრჟოლა მაგრამ არ შეიმჩნია, ჩუმად ჩაიცინა და ნინაკას სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუყარა. -წამო სადმე დავსხდეთ-გადაკოცნის შემდეგ ღიმილით შესთავაზა ბიჭმა. -არა იყოს, მე უბრალოდ ბეჭდის დასაბრუნებლად მოვედი-გაღიმა მორცხვად. -ბეჭედს დაგიბრუნებ, კი არ შვჭამ-გაიცინა ბიჭმა, გოგო დადნა-უბრალოდ სადმე დავსხდეთ და კარგად გავიცნოთ ერთმანეთი?-როგორც კი ნინაკას დაბნეულ სახეს შეხედა ეგრევე სხვა გზას მიმართა-არ გსიამოვნებს ჩემთან ერთად ყოფნა? იქნებ გაწუხებ?-საწყალი თვალები მიიღო. -არა რას ამბობ-ძლივს ამოილუღლუღა გოგომ-უბრალოდ...-ცოტა ხნით ჩაფიქრდა-კარგი ხო არაფერი, ოღონდ დიდხანს ვერ დავრჩები! -რა პრობლემაა-გაუცინა კაკიმ-აქეთ წამობრძანდით-მიუთითა მძღოლის გვერდითა სავარძელზე, მანქანას შემოუარა, გოგონას კარები გაუღო და შემდეგ თვითონაც მოკალათდა საჭესთან.-აბა საით? კაფე? ბარი? -მგონი კუს ტბა უკეთესია.. -დიდი სიამოვნებით-გაუცინა ბიჭმა და მანქანა დაქოქა. ნინაკაც ახლა მიხვდა რომ თითქმის სრულიად უცნობ ადამიანს ჩაუჯდა მანქანაში, რომელსაც კუს ტბისკენ მიჰყავს, რომელსაც თბილი ღიმილის გარდა ლამაზი თვალებიც აქვს.. თუმცა ეს რა შუაშია, მთავარია მანიაკი არ აღმოჩნდეს.. დაძაბული აურა იდგა სალონში, კაკიმ სიმღერა ჩართო, ძალიან ნაზი და რომანტიული იყო, რაც ძალიან მშვიდ გარემოს ქმნიდა, აი ნინაკა კი ამ სიმღერამ უფრო შეასინა და მორცხვად წაიღო ხელი გადასართველად. თავიდან კაკიმ გაოცებულმა შეხედა, მერე თითქოს რაღაცას მიხვდაო გაუცინა და წინ ყურება განაგრძო. მალე მივიდნენ კუს ტბაზე, ორივე მშვიდად გდმოვიდა მანქანიდან და იქნე მდებარე კაფეში დასხდნენ. ცოტა ხალხი იყო, ზოგი საღამოს ვარჯიშობდა, ზოგიც უბრალოდ სეირნობდა, ზოგი ყავას სვამდა, ზოგი იცინოდა და ზოგიც წიგნს კითხულობდა. სიჩუმე იყო.. მიმტანს ორი ყავა შეუკვეთეს... ეღტი თავისთვის, ერთიც ნინაკასთვის, ან ერთი თავისთვის ერთიც კაკისთვის. ვისაც როგორ მოეხერხება. -ლამაზი გოგო ხარ!-ყავა მოსვა კაკიმ და ფანჯრიდან გაიხედა.-გოგონა შეცბა, ხმა ვერ ამოიღო, უბრალოდ ძალიან გაუკვირდა ასეთი პირდაპირი კომპლიმენტი სრულიად უცხო ადამიანისგან. -მადლობა-გაუღიმა და მანაც ყავა მოსვა. -მომიყევი რამე შენზე-თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -ვარ ნინაკა და მეტი არაფერი, ვარ ერთი ჩვეულებრივი ობოლი გოგო ვცხოვრობ თბილისში, ბიძასთან და ბიცოლასთან მეტი რა ვთქვა, ვხდები 19 წლის. ვსწავლობ პედიატრიულზე. შენ? -ვარ კაკი და მეტი არაფერი-გაიმეორა კაკიმ თან გაეცინა-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ვცხოვრობ თბილისში, დედასთან და დასთან ერთად, მამა რუსეთშია, ვხდები 25 წლის. ვარ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დირექტორის მოადგილე, ასევე ვარ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. -ჩემზე საკმაოდ დიდი ყოფილხარ-ჩაილაპარაკა ჩუმად. -ასაკი არაფერს ცვლის!-ოდნავ მკაცრად გამოუვიდა კაკის. -ვერ დაგეთანხმები, მაგალითად მე თუ შემიყვარდა 60 წლის კაცი, განა ეს არაფერია?-გაოცდა გოგო. -თუ ნამდვილია სიყვარული მაშინ რატომაა გასაკვირი? -იმიტომ რომ.. იმიტომ რომ... -ხო, რატომ?-ჩაეკითხა კაკი. -იმიტომ რომ ეს ჩემთვის მიუღებელია-მკაცრად განაცხადა და თავი მაღლა ასწია. -ეგ შენთვისაა მიუღებელი და აბა სხვა კითხე! -არ ვიცი, ალბათ ძალიან ძველმოდური ვარ, ან ძალიან „გოიმი“ მაგრამ ვთვლი რომ წყვილს შორის განსხვავება მაქსიმუმ 10 წელს არ უნდა აღმატებოდეს! -არც აღემატება!-ჩაილაპარაკა ჩუმად კაკიმ -ვერ გავიგე?! -არაფერი, წამოდი გავისეირნოთ-ხელი გაუწოდა ბიჭმა -კარგი-ხელი-ხელს შეაგება და ერთად გაუყვნენ კუს ტბის ნაპირებს... *** ხანდახან გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, უბრალოდ მორჩა, გათავდა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედიღა დაგრჩა, ხშირ შემთხვევაში კი ესეც არ განუგეშებს. უბრალოდ იღლები, ან სხვები იღლებიან. გგონია რომ ყველა წავიდა. მაგრამ შენ მაინც გაქვს მომავლის იმედი, და მაინც რატომ? ალბათ იმიტომ რომ გინდა ილოცო, ილოცო გულმხურვალედ!სთხოვო ღმერთს ერთადერთი რამ: „ღმერთო, სამუდამოდ მყავდეს!“ *** დიდხანს ისეირნეს კუს ტბაზე, დაღამდა, ხალხი აღარ ჩანდა, ეტყობოდა რომ საკმაოდ დაბნელებულიყო. -რომელი საათია?-უცებ გამოერკვა ნინაკა -თორმეტი ხდება-ჩაილაპარაკა კაკიმ მშვიდად. -ვაიმე მომკლავს ბიცოლაჩები, წამოდი დროზე რა! -კარგი მოვდივარ-გაუღიმა ბიჭმა და გოგონას გაყვა რომელიც სწრაფად გარბოდა. და ზუსტად, ზუსტად მათ ბედზე იმ საღამოს აღარ ანათებდნენ კუს ტბაზე ლამპიონები... -ნინაკა გაჩერდი! სხვა გზით მიდიხარ-ნაბიჯს აუსწრაფა კაკიმ. გოგონამ ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო ეგრევე ცივ წყალში აღმოჩნდა. -ააა! მიშველეთ! კაკი!!-კიოდა ბოლო ხმაზე. -მოვრბივარ! ნუ კივიხარ დამაცადე ტელეფონი ამოვიღო გავანათო და დაგინახო სად ხარ!-თან იცინოდა თან კი ტელეფონს ეძებდა. -კაკი რომ ამოვალ მოგკლავ!-კიოდა ისევ. -ხო გიპოვე დამაცადე ამოგიყვანო!-უცებ ააფრიალა გოგონა და მანქანისკენ წაიყვანა. -რატომ დამცინოდი?-გაბრაზდა გოგო. -არ იყო დასაცინი?-კიდევ ეუფრო ახარხარდა ბიჭი. -სრულიად არა!-გაწითლდა... ბიჭმა ძირს ჩამოსვა! -ასე სად წაგიყვანო სულ სველი ხარ-დაფიქრდა ბიჭი -ხო მართალია ასე ვერსად ვერ წავალ-შეწუხებულმა დახედა ტალახიან ტანსაცმელს. -ბიცოლაშენს რომ დაურეკო და უთხრა რომ ლენუკასთან რჩები?-შეწუხდა ბიჭი. -არა, დღეს ბიძამისი ჩამოვიდა ჰოლანდიიდან.. -სხვა არავინ გყავს ახლობელი? -არა ასეთი არავინ. ნელისთან რომ მივიდე კიდე ეგრევე გააგებინებს ყველას. -ნელი ვინღაა?-გაეცინა ბიჭს. -გრძელი ამბავია რა..-გაეცინა გოგოსაც, -წამო ჩემთან -არა, რას ამბობ ასე როგორ შეგაწუხებ. -რა შეწუხებაა ხვალ დილით კი ისევ სახლში წადი, სულ კი არ გიტოვებ. -დარწმუნებული ხარ?!-კიდევ გაეცინა გოგოს. -სრულებით-გულზე ხელი დაიდო ბიჭმა -მაშინ კარგი!-დათანხმდა. -ბიცოლაშენმა იცის რომ ლენუკას ბიძა ჩამოუვიდა?! -არა. -ხოდა დაურეკე და უთხარი რომ ლენუკასთან რჩები. -კარგი ეგრე ვიზამ-ჯიბეები მოიქექა მაგრამ ტელეფონი ვერ იპოვა, მერე მანქანშიც ეძება, არსად არ იყო.-იქნებ დამარეკინო?-საცოდავი თვალებით შეხედა გოგომ. ტელეფონი როგორც კი იხელთა მაშინვე ბიცოლის ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა. -ალო ბიცო მე ვარ. არა ტელეფონი სახლში დამრჩენია... კარგი ნუ ნერვიულობ... არ მომკვდარვარ.. არც მოვუტაცივარ ვინმეს.. სრულიად ჯანმრთელი ვარ.. დღეს ლენუკასთან ვრჩები... ნუ შევაწუხე ეგ ხალხი? ბოლო შემთხვევაა შენ თავს გეფიცები... კარგი წავედი მე, მიყვარხარ-ტელეფონი გათიშა და ბიჭს მიაწოდა. -მზად ხარ?! -კი მზად ვარ! -მოიცა ჩემს სპორტულებს მოგცემ თორე სულ სველი ხარ და გაცივდები.-დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ნინაკას სამი ზომით დიდი სპორტული შარვალი, ოთხი ზომით დიდი ფეხსაცემლები და დაახლოებით 3-4 ზომით დიდი მაისური ეცვა წარწერით კალანდაძე (კაკი), ამის შემყურე კაკიმ კი სიცილი ვერაფრით ვერ შეიკავა. -რა გაცინებს?!-გაბრაზდა გოგო. -არაფერი, არაფერი ჩაჯექი წავედით. -ძაან ცუდად მაცვია?-ეწყინა გოგოს. -არა შენ თავს ვფიცავარ! -როგორ?!- ეს კი ნამდვილად კარგად გაიგო ნინაკამ. -არაფერი, მართლაც რომ არაფერი!-ნინაკას აღარაფერი უთქვამს თუმცა კი ხვდებოდა რომ ეს ურთიერთობა სხვა გზით რომ წავიდოდა. კორპუსთან გააჩერა მანქანა და გოგონა გადასვა. -უი ჩემი ბეჭედი-ახლაღა გაახსენდა ის რისთვისაც ამდენი უბედურება დაატყდა თავს. -მეთვითონ!-გაუცინა ბიჭმა და თითზე ლამაზი ვერცხლის ბეჭედი გაუკეთა გოგოს.-ამის შემდეგ მეთვითონ სრულიად სხვა ბეჭედს გაგიკეთებ ჩემივე ხელებით შენს ნაზ თითებზე-გაიფიქრა და გულში სითბო ჩაეღვარა.-ახლა კი ჩემების კითხვების ატანის დროა!-ომახიანად შესძახა და გოგონა სადარბაზოში შეატარა, სანამ ლიფტი მოვიდოდა კი ბექას ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „ეს პირველი ნაბიჯი იყო“ და თქვენ წარმოიდგინეთ ბექა მიხვდა ამ ტექსტის შინაარსს.... ------------------------------ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.