შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია(12 ნაწილი)


10-06-2015, 18:16
ავტორი ანკა
ნანახია 4 501

......შაკოს მონაყოლი.........
ლიზას ძებნაში ყველაფერი გადავაყირავე მაგრამ არსად არ იყო. ნერვიულობისგან უკვე ხელები მიკანკალებდა, ძლივს ავკრიფე თემოს ნომერი და დაველოდე როდის უპასუხებდა
-ხო ბრატ(თემო)
-ბიჭო, ცუდადაა საქმე
-რა ხდება, რანაირი ხმა გაქ?!
-ლიზა სახლში არ არის, ტელეფონი კიდევ დარჩენილი აქვს, სად შეიძება იყოს.. - ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ ლაპარაკის ნაცვლად ვღრიალებდი
-კაი ტო დაწყნარდი, ეხლავე მოვალთ მე და ლექსო და გავარკვევთ ყველაფერს არ ინერვიუოლო
-კაი მალე ბრატ - გავუთიშე და სავარძელში ჩავეშვი.
ცუდი ფიქრები თავიდან არ მშორდებოდნენ, სად შეიძლება იყოს... ასე გვიან არსად არ წავიდოდა, ან მეტყოდა მაინც... კარზე ზარი იყო და თემო და ლექსო შემოვუშვი
-შემოდით... - გავიწიე და შემოვატარე
-აბა რახდება?! - ორივე დაძაბული შემოვიდა.
-არვიცი ამის დ**** შ*****!!! სახლში არაა!!!!
-თოკოს დაურეკე?
-არა არ დამირეკავს თქვენ იცით მარტო
-არ გინდათ ჯერ დარეკვა ინერვიულებს (ლექსო) და იქნებ საერთოდ სადმეა გასული და მოვიდეს რო ატეხე ერთი ამბავი - შედარებით მშვიდად ლაპარაკობდა ლექსო
-არ ვიცი ბიჭო რო მოვედი და არ დამხვდა გადამეკეტა რა... (მე) -ნერვიულად მოვისვი თავზე და ათასი გეგმა დავსახე გონებაში რა უნდა გვექნა თუ ლიზა უახლოეს ნახევარ საათში არ მოვიდოდა.

....თოკოს მონაყოლი....
ასე ტკბილად დილით ჯერ არ გამღვიძებია... თვალები გავახილე და საყვარელი ადამიანის სურნელით გავივსე ფილტვები, კისერში ვაკოცე და უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები. შეიშუშნა, ჩემსკენ გადმოტრიალდა და ზღვისფერი თვალები მომანათა
-რა ტკბილი მყავხარ - ჩავჩურჩულე და ისევ გემრიელად ვაკოცე კისერში. ღმერთო როგორ მაგიჟებს!!!
შემდეგ ტუჩებზე გადავედი და სანამ არ ამიფართხალდა მანამდე არ გავჩერებულვარ
-თოკოო - ამოისლუკუნა ძლივსძლივობით
-ჰოო - გაურკვევლად ვუპასუხე ვნებამორეულმა
-გამიშვი რა ავდგეთ
-რა დროს ადგომაა გოგო
-ბიჭო 11ია უკვე, ავდგეთ რა - თავი მოისაწყლა და მუდარის ტონით მიპასუხა
-კაი ხო - ვუპასუხე მობეზრებულად და ხელები მოვაშორე რომ ადგომა შესძლებოდა.
-მე ქვემოთ ჩავალ რამეს გავაკეთებ და ადე შენც - მოვიდა, ტუჩებში ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა...

....ლიზას მონაყოლი....
საშინელი თავისტკივილით გავიღვიძე. თვალები გავახილე და უცნობი გარემო შევათვალიერე. ვიფიქრე სიზმარში ვართქო. რაღაც პატარა ოთახში ვიყავი. მხოლოდ პატარა საწოლი და ერთი ტუმბო იდგა. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი. საწოლიდან წამოვდექი და ფეხზე დადგომა როცა ვცადე, ისევ თავი ამტკივდა. ჯანდაბა!! რა მჭირს ნეტა... კარისკენ წავედი და სახელურს მოვქაჩე. ცოტათი მორყეული იყო და გაღება გამიჭირდა. გარეთ გავიხედე და ვიწრო დერეფანი დავინახე. „ჩემი ოთახის“ კარის მარცხნივ კიბე იყო. ქვემოთ ნელა ჩავედი, თან მოაჯირს ვეჭიდებოდი, თავს სუსტად ვგრძნობდი. ლაპარაკის ხმა მომესმა და შევჩერდი
-ბიჭო ამას რა უნდა ვუქნათ?
-რავი მე დემეს დაველოდოთ
-ეგ ჩე***ა კიდე სადაა ამდენხანს რა - თქვა ვიღაცამ მობეზრებულად და ღრმად ამოიხვნეშა.
მოიცა მოიცა..... მე რა, მომიტაცეს თუ რახდება?? დემე ვინღაა?! სახელი მეცნო, თუმცა საიდან არ ვიცი, ჯერ კიდევ არ მქონდა იმდენი ძალა, რომ რამეზე ფიქრი დამეწყო. მხოლოდ იმის გააზრება მოვასწარი, რომ მაგარ შარში ვიყავი.
-ვნახავ ერთი კიდევ ძინავს თუ გაიღვიძა და მოვალ - თქვა მეორემ და კიბეებისკენ წამოვიდა. არაფრის თავი არ მქონდა, გაშეშებული ვიდექი კიბესთან და ვიღაცას ველოდებოდი. აი იმას, ჩემს შესამოწმებლად რომ მოდიოდა. კიბეზე დამინახა თუ არა, მაშინვე გაშეშდა.
-ოჰჰ... ნახეთ ვის გაუღვიძია!! - მითხრა ირონიულად. სახეზე დავაკვირდი. შავი თმები და შავი თვალები ჰქონდა. ისე ბოროტულად მიმზერდა რომ შემეშინდა - შენ რა, გვისმენდი? იცი რომ სხვისი ლაპარაკის ჩუმად მოსმენა უზრდელობაა?! - მეკითხებოდა ისევ ისეთი ტონით, რომელიც საშინლად არ მსიამოვნებდა - მიპასუხე!!! - მიღრიალა ბოლო ხმაზე. გული გამისკდა. ასე არასდროს არავინ არ მომქცევია. შეშინებულმა გავხედე და წამოსული ცრემლი მუჭით მოვიწმინდა.
-ბავშვია ტო დაანებე თავი, ნახე რა შეშინებულია - გამოეპასუხა მეორე და ჩემსკენ წამოვიდა. - წამოდი ოთახში აგიყვან და დაისვენე. - მოვიდა და ხელით ოთახისკენ მიბიძგა. მეც დავემორჩილე და სულ კანკალით ავედი კიბეებზე. როცა კართან ვიდექი მაშინ შევბრუნდი მისკენ და გამბედაობა მოვიკრიბე
-სად ვარ?
-თბილისიდან შორს - მპასუხობდა წყნარი კილოთი
-აქ რა მინდა? ვინ ხარ?
-მაგას მალე გაიგებ, ეხლა კი დაისვენე - მითხრა და კარი გაიხურა.
საწოლის კუთხეზე ჩამოვჯექი და ისტერიული ტირილი ამივარდა. სად ჯანდაბაში ვიყავი!!! რა უნდოდათ ჩემგან... რა მელოდა წინ... გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა, თუმცა იმედს ვიტოვებდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. საღამოსკენ ოთახის კარზე კაკუნი გავიგე. მეორე ტიპი იყო, საჭმლით ხელში
-მოგშივდებოდა - თეფში ტუმბოზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა. ჩაფიქრებული მიყურებდა. ბოლოს ისე გამაღიზიანა მისმა მოშტერებულმა მზერამ რო თავი ვეღარ მოვთოკე
-რა ჯანდაბა გინდა?! ხო დადგი თეფში, ადექი ეხლა და გადი!!!
-გაღიზიანებულიც ყოფილხარ, შუადღეს შიშისგან ფეხს ვერ ადგამდი - ეს წყნარი ტონი ხო უფრო მიკეტავდა გონებას
-რა შენი საქმეა მე როგორ ვიყავი - საიდან ამდენი გამბედაობაა...
-გოგო წეისერად მელაპარაკე, შენნაირ ლაწირაკებს ამდენს არ ვუთმენ - მითხრა გამაფრთხილებელი ტონით
-და მაინც რას მიზამ? მცემ?! - ისევ შევუბრუნე სიტყვა. არ ვიცი ამდენს რა მალაპარაკებდა, მაგრამ მაჩერებას ჯერ-ჯერობით რომ არ ვაპირებდი ის ვიცოდი. უცბად წამოენთო. ჩემსკენ წამოვიდა და მეც შიშისაგან ერთი კარგად შევკივლე, როცა ოთახში ვიღაცის მკაცრი ხმა გაისმა
-გოგოს თავი დაანებე - მისი ამ სიტყვების თქმა და ამ ვიღაც ტიპის ხელის ჰაერში გაშეშება ერთი იყო... ჩემს „გადამრჩენელს“ გავხედე, რომელსაც სიბრაზისგან ძარღვები დაბერვოდა და ისე შესცქერდა ჩემს წინ ატუზულ ბიჭს. ამ მეორესაც სხვა გზა არ ქონდა, მომშორდა, ოთახის კართან ერთი კარგად შეიკურთხა და კიბეებზე ჩავიდა. „გადამრჩენელი“ მომიახლოვდა და კედელს აეყუდა.
-უკვე გითხრეს აქ რისთვის ხარ? – უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე - აქ შენი ძმის დანაშაულის გამო ხარ. მან ორი რამ დააშავა - პირველი ის, რომ ჩემი კუთვნილი ფული დამიმალა და არ მეუბნება სადაა, მეორეც კიდევ ის, რომ ჩემი და სადღაც წაიყვანა. - ეხლა გავიაზრე, რომ თოკომ მოიტაცა ელენე, ვიღაც დემეტრეს და.
-შენ რა დემეტრე ხარ?! - ვკითხე გაკვირვებულმა
-ჩემი სახელი გცოდნია - აშკარად ესიამოვნა - მაგრამ ის თუ იცი თოკო სადაა, ან ჩემი ფული?
-არა, არ ვიცი - ვუპასუხე გულწრფელად. გაეცინა. - რა გაცინებს? - ვკითხე გაკვირვებულმა
-სუფთა ბავშვი ხარ რა... ასე გულწრფელი პასუხი დიდიხანია არ გამიგია
-ბავშვი არ ვარ - ვუპასუხე კატეგორიულად
-კარგი როგორც გინდა, კარგად კი გამაცინე და... - მიპასუხა მხიარულად - მოკლედ - უცბად დასერიოზულდა - სანამ შენი დებილ ძმას არ ვიპოვი მანამდე ჩემთან იქნები რომ დავაშანტაჟო. გაქცევა არ გაბედო, ფიქრსაც კი გიკრძალავ!! თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ბათუმში ხარ. ასე რომ გირჩევ ჭკვიანად იყო და არ გამაბრაზო - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ოთახიდან გავიდა.


..........
ვიცი ბავშვებო რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და დიდხანს გალოდინეთ, უბრალოდ ეს დღეები სულ გამოცდები მქონდა და არაფრისთვის არ მეცალა. ეხლა უფრო შევეცდები რომ მოვიცალო და შედარებით მალე დაგიდოთ შემდეგი თავი.
ძალიან მიყვარხართ <3 <3 თუ კიდევ ვინმე შემორჩით ამ ისტორიის მკითხველი გთხოვთ დააკომენტაროთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent