შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 42)


12-06-2015, 02:46
ავტორი llella
ნანახია 5 965

თამუნას ნაამბობი:


ლელუკა ჩემთან წავიყვანე, დღეს ჩემთან დარჩი თქო ვუთხარი, ისიც დამთანხმდა, ხვალ ჩვენი ძველი მეგობრის დაბადების დღეა და ამიტომაც პირდაპირ ჩემიდან წავიდოდით, გოგოებმა უარი განაცხადეს, ეხლა ვერა და მერე წამოვალთო, არანაერმა ხვეწნამ და მუდარამ არ გაჭრა.
სახლში მისულებს ბიჭები იქ დაგვხვდნენ, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ დაგვინახეს თუ არა გაჩუმდნენ.
-ვაახ! ეს ვინ მოსულან-წამოიყვირა კოკამ.
-თვით ანგელოზები-გავიცინე და გვერდით მივუჯექი.
-აი მე მაგალითად გეთანხმები-განაცხადა ლექსომ, ლელუკას მაგრად მოეხვია და დააცხრა ტუჩებზე, გეგონება მე და კოკა იქ არ ვყოფილიყავით.
-აეეე გვრიტებო, ჩვენც აქ ვართ-გადაიხარხარა კოკამ.
-მერე და იყავით-„ფეხემზე“ სახე მიიღო ჩემმა ძმამ, ლელუკას ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა, ისიც გაიტრუნა და გაიღიმა.
-მერედა ვართ!-მეც გავიცინე.
-ხოდა იყავით!
-ვართ თქო-ისევ გავიცინე.
-ვაიმე გეყოფათ-საუბარში „სარძლოც ჩაერთო“ კოკამ ხელი გადამხვია და თმაზე მომქაჩა.
-ოოჰ ვინ ამოიღოო ხმაო, დავინიშნეთო და ავბლატავდითო?!-გადავიხარხარე და აწითლებულ ლელუკას გავხედე-ვაიმე! ახლა გამახსენდა!-წამოვიყვირე და ლექსოს გაბრაზებულმა გავხედე.
-რა გაგახსენდა?!-მანაც მკითხა, როცა მიხვდა მას ვუყურებდი.
-რადა ჩემს დაქალს რო ინიშნავ და მე არაფერი არ ვიცი არაუშავს?!-გაბრაზებული სახე მივიღე, აი ჩემი ძმა კი მაგრად დაიბნა, ამაზე მე და კოკა სიცილისგან კინაღამ ჩავბჟირდით.
-მინდოდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვიცოდი გაგიხარდებოდა დაქალისა და ძმის ბედნიერება და აღარ შეგთანხმებივარ-იმართლა თავი უფროსმა წილოსანმა.
-ოოხ, კაი ერთი!
-თავს ნუ იმართლებ შენ... შენ...-წამოიყვირა კოკამ და თითი ჰაერში შეათამაშა, სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
-ვაიმეეე, ეს ვინაა ღმერთოოოო!
-ვინ და კოკა ვარ ბუჟღულაშვილი!
-ხო ვამბობ დებილია თქო!-დაასკვნა ლექსომ და საცოლეს თავზე აკოცა.
უცებ ტელეფონზე დამირეკეს, ტელეფონს ხელი ვსტაცე და როცა დემეტრეს სახელი ამოვიკითხე ღიმილით გადავხედე ბავშვებს.
-მე გავალ და მოვალ.
-ოოოჰ, ჩვენთან აღარ ლაპარაკობენ უკვე-გაიცინა კოკამ.
-შენ გაგიგდებ ერთ დღეს-დავემუქრე და სიცილით გავედი აივანზე.
-გელოდები სიხარულო-მომაძახა და გადაიხარხარა.
აივანზე გავედი და ტელეფონს ვუპასუხე.
-რას შვრება ჩემი გოგო?!-მისი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცივი ჰაერი მეფერებოდა სახეზე, კაცი ამას დააბრალებდი, მაგრამ არა, ჩემი ჟრუანტელის მიზეზი დემეტრე იყო...
-არაფერს, ეხლა მოვედი სახლში.
-და სად იყავი?!-ხმა გაუმკაცრდა. „მარტო მე მეჩვენება ეს რო ზედმეტად ეჭვიანი გახდა რაც წავიდა თუ... არა რაა გადარევთ თქვენ ერთმანეთს თამუნა“
-გოგოები კაფეში ვიყავით და...
-აჰ მეთქი...
-შენ რას შვრები?!-მისი ნათქვამი დავაიგნორე, ვიცოდი ნერვები მომეშლებოდა.
-მე ვმუშაობ...
-კიდევ გაქვს პრობლემები?!
-ხო რაა... ჯერ ვერ მოვაგვარე, მაგარი ს*****ა გააჩალიჩეს!
-იცი მაინც ვინ ქნა?!
-როგორ არა!-ხმა გაუმკაცრდა.
-და ვინაა?!
-არაა ეგ შენთვის საინტერესო!
-ნუ როგორც ყოველთვის-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.
-ეხლა არ დაიწყო!
-არ ვიწყებ...
-აბა ეხლა ეგ რა იყო?!
-აუ შევცვალოთ თემა-ამოვიოხრე.
-მაგრამ შენ ყოველთვის გაიმეორებ მაგას.
-ისევე როგორც შენ!-გაბუტული ხმით გამოვუცხადე.
-ვსო ვცვლით თემას-გაიცინა.
-როდის ჩამოხვალ?!
-მა...
-მალე ხო?!-არ ვაცადე დასრულება.
-ხო მალე.
-ისე კი მაინტერესებს როდის იქნება ეგ მალე...
-მალე იქნება-გაიცინა.
-ხვალ დაბადების დღეზე მივდივართ მე და ლელუკა.
-ვისთან?!
-ჩვენ ძველ კლასელთან.
-და რა ქვია მაგ თქვენ ძველ კლასელს?!
-მარიკა აბულაძე, 16 წლის, ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ყავს ძმა ირაკლი აბულაძე, 20 წლის, ასევე ყავს დედა და მამა.
-კაი ხო მივხვდი-გაიცინა.
-კიდო კაი-მეც გამეცინა.
-ამდენი ინფორმაციაც არ მითხოვია, უბრალოდ სახელი გკითხე.
-მაგრამ ყველაფერი გაინტერესებდა-დავუზუსტე.
-კარგად მიცნობ-გადაიხარხარა.
-აბა როგორ.
-აბა ჭკვიანად, კარგად გაერთეთ ხვალ, წავიდე დავიძინო, ხვალ შეხვედრა მაქვს დილით და...
-კარგად და იცოდე რომ მიყვარხარ.
-მეც პატარავ! ყველაზე მეტად!-მისი ხმა ისეთი თბილი და ხავერდოვანი იყო, იქვე როგორ არ დავდნი მიკვირს.
დემეტრეს ტელეფონი გავუთიშე, მოაჯირს დავეყრდენი და ქალაქს გავხედე.
-მიყვარხარ ჩემო „ბოროტო“!!!-ჩემთვის ჩავიჩურჩულე და ეზოს გავხედე, გამიკვირდა როცა იქვე სკამზე ბარათელი დავინახე, სახეწაშლილი, სასმელით ხელში, „არაფერს“ უყურებდა, საშინელ მდგომარეობაში იყო, წამით ამოიხედა, როცა დამინახა მსუბუქად გამიღიმა, ფეხზე წამოდგა და წავიდა...
მე გავყურებდი სასმელისგან მოქანავე ჯაბა ბარათელს და მიკვირდა მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა... განადგურებული იყო... მაგრამ ვერ გამეგო რამ, ან ვინ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე...
-ნეტა რა დაემართა?!-დავსვი კითხვა, რომელზეც პასუხს არავინ გამცემდა.
სანამ მიეფარებოდა ჩემს თვალთახედვას მანამდე ვაკვირდებოდი, მერე კი სახლში შევბრუნდი.
-რა უნდოდა დემეტრინიოს?!-მკითხა ლექსომ მისვლისთანავე.
-ისეთი არაფერი...
-რა ენდომებოდა ახლა შენაც-გაიცინა კოკამ-მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ და მენატრებიო.
-ნუ ხართ თქვენ ბოროტები-დაუცაცხანა ლელუკამ ბიჭებს-აბა რა უნდა უთხრას ვერ გავიგე.
-ცოლო შენ ჩუ!-ვითო დატუქსა ლელუკა ლექსომ, მერე გაუცინა და თავზე აკოცა.
-შენ ჩემო კარგო მგონი დაგავიწყდა რომ ჯერ საცოლე ვარ!-ისეთივე ტონით უპასუხა ლელუკამაც „საქმროს“
-კაი იყო-ახარხარდა კოკა.
-შენ გოგო! გამითამამდი ხო იცი!-ზემოდან დახედა უფროსმა წილოსანმა საცოლეს.
-მაგარი დაქალი მყავს რაა-კმაყოფილმა გამოვაცხადე და ლელუკას გავხედე.
-მაგას ეხლა მიხვდი შენ ?!-მანაც გაიცინა და ლექსოს ლოყაზე აკოცა.
-ჩუმათ იჯექით ეხლა ორივემ და არ გამაბრაზოთ!-გაგვიბრაზდა და გაბრაზების ნიშნად თითი დაგვიქნია.
-აუ ფილმს არ ვუყუროთ?!-დასვა კითხვა კოკამ.
-ხო ვუყუროთ.
-და რას?!
-დივერგენტს ვუყუროთ-წამოვიყვირე.
-ხოდა ვუყუროთ-დამეთანხმნენ ხსვებიც.
ფილმი ჩავრთეთ, იატაკზე მოვკალათდით და დავიწყეთ ფილმის ყურება. ფილმის დამთავრებამდე წავიდნენ დასაძინებლად ლელუკა და ლექსო, მე და კოკამ კიდევ ბოლომდე ვუყურეთ, მერე კი ჩენც წავედით დასაძინებლად.



ლექსოს ნაამბობი:


ოთახში შევედით თუ არა ლელუკას მაჯაში ხელი წავავლე და ჩემსკენ მოვწიე, წელზე მაგრად მოვხვიე ხელი და მის ტუჩებს დავეპატრონე.
-შენ არ იცი როგორი გემრიელი ხარ!
-სულელო-ლოყები აუწითლდა და თავი დახარა.
-სიმორცხვეც გიხდება!
-...........
-ყველაფერი გიხდება საერთოდ!-ისევ ვაკოცე, სულაც არ მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ ტელეფონის ხმამ მაიძულა.
-ვნახავ ვინაა...-დაიჩურჩულა.
-არა!
-ლექსო უნდა ვნახო...
-გათიშე საერთოდ!
-2 წუთი, ნუ ხარ გველი-გაიცინა.
-მომეცი ერთი ტელეფონი-ღიმილით გავხედე აწ უკვე „საცოლეს“ და ტელეფონის გამოსართმევად გავიწიე.
-მოიცა... და ვინაა?!-გაკვირვებულმა იკითხა და ტელეფონის ეკრანს დააკვირდა.
-რა ვინაა?!
-არ ვიცი ვინაა... უცნობი ნომერია...
-მომეცი!-ტელეფონი გამოვართვი.
ლელუკა ოთახში დავტოვე, მე კიდევ გავედი აივანზე და ვუპასუხე.
-გამარჯობა ლელუკა! როგორ ხარ?! ძნელი კი იყო შენი ნომრის გაგება მაგრამ... მაინც გავიგე...
-კაი ერთი რას მელაპარაკები-ირონიულად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე.
-ლელუკა სადაა?!
-ვა რა ინტერესიანი ხარ ტო!
-ლელუკა სადაა თქო ბიჯო გკითხე მგონი!-„ეუფ რას ბლატობს“ გულში გადავიხარხარე.
-და ბავშვი, შენი სახელი მითხარი აბა სწრაფად-ისე ვუთხარი თითქოს 5 წლის ბავშვს ვეკითხებდი რაღაცას.
-წესიერად ილაპარაკე ბიჭო! და ლელუკას მიეცი ტელეფონი.
-სახელი მითხარი დროზე!-უკვე მაგრად მომეშალა ნერვები.
-რატი.
-მისმინე რატი, ეხლა გათიშავ ტელეფონს და ამ ნომერზე მეტი აღარ დარეკავ! 2 წუთში დაგირეკავ და გაბედე და არ მიპასუხო!-იმ დონეზე ვიყავი ნერვებ მოშლილი, სიბრაზისგან როგორ არ გავსკდი არ ვიცი, მოაჯირს მაგრად მოვუჭირე ხელი, წამით მეგონა რომ ჩავღუნავდი.
მისთის აღარ მიმიქცევია ყურადღება, ტელეფონი გავთიშე და ოთახში დავბრუნდი, სადაც განერვიულებული ლელუკა დამხვდა.
-ვინ იყო?!
-არავინ.
-არავის ელაპარაკებოდი?!
-მასე გამოდის-გავიცინე და ცხვირზე ვაკოცე.
-ლექსო მართლა გეკითხები.
-მიდი ახლა შენ დაწექი დაიძინე და მე მალე მოვალ კაი?!
-არა.
-რას ქვია არა?!
-არ დავიძინებ! სად მიდიხარ?! იჩხუბო უნდა?! ვისაც ელაპარაკე იმას უნდა ეჩხუბო?! არ წახვიდე რაა... გეხვეწები არ წახვიდე-ამოისლუკუნა და ჩამეხუტა.
-კიარ უნდა ვეჩხობო, უნდა ვცემო!-დავაიმედე საცოლე და გავუღიმე.
-გაგიჟდი შენ?!-ამოისლუკუნა და აცრემლებული თვალებით გამომხედა.
-რა გატირებს გოგო?! არ გადამრიო ახლა, მარტო მაგის გამო გავგლიჯავ იმას რო ტირიხარ!
-არ წახვიდე!-ხმა გაიმკაცრა მისი ჭკუით.
-მალე მოვალ-ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი.
მისაღებში შევედი, თამუნა უკვე დასაძინებლად წსულიყო, კოკა კი ფეხბურთს უყურებდა.
-ადექი მივდივართ!
-სად?!
-ერთი ვითო მაგარი ბიჭი უნდა დავნაყო!
-რა მოხდა იტყვი?!
კოკას ყველაფერი მოვუტყევი და სახლიდან გამოვედით. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და იმ ახ****ს დავურეკე. სამჯერ დავრეკე, არცერთხელ არ მიპასუხა, ბოლოს როგორც იქნა აიღო ყურმილი.
დანიშნულების ადგილას ზუსტად 37 წამში მივედი, მოკლედ რომ ვთქვა, მე და კოკას 10 კაცის დანაყვა მოგვიხდა, წარბი მქონდა გახეთქილი, ტუჩთან გაკაწრული, ხოლო ხელები კიდე გადატყავებული... როცა პატარა ნაბ***ს ცემით გული ვიჯერე ხელი შევუშვი, ფეხზე წამოვდექი.
-მასთან ახლოს დაგინახავ და ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ!
მანქანაში ჩავჯექით და სახლისაკენ ავიღეთ გეზი. სახლში შევედით თუ არა, კოკა დასაძინებლდ წავიდა, მეც ავედი ჩემს ოთახში.
-ჩემი „საცოლე“!-მძინარე ლელუკასთან ჩავიმუხლე, სახეზე გადმოყრილი თმები უკან გადავუყარე, შუბლზე ვაკოცე და მეც გვერდით მივუწექი.



თამუნას ნაამბობი:


დილით მზის სხივებს გაღვიძება მოვასწარი, რატომღაც ადრე გამეღვიძა, ამიტომაც მომინდა ლელუკასა და ლექსოს გაღვიძებაც, მაგრამ მანამდე ჩემს ძიძას მივაკითხე.
-კოკააააააა, ადექი ბიჭოოოოო-დავიწყე ბღავილი-დავიღუპეთ ბიჭოოოოოოოო!!!
-ჰა?! რა მოხდა?! რატო დავიღუპეთ?!-ისიც იმწამსვე წამოვარდა ფეხზე.
-ვაიმეეეეეეეე კოკაააააააა ეს რა დაგვემართა ბიჭოოოოო-არ ვწყვეტდი ბღავილს.
-იტყვი რა მოხდა?!
-რაღა რა მოხდა კოკააააა, ეს როგორ დაგვემართა ღმერთო ჩემო-ამოვისლუკუნე და ფერდაკარგულს კოკას გავხედე.
-თქვი გოგო რა ხდება! გავთავდი კაცი!-წამით დავსერიოზულდი, ახლოს მივედი, თავი დავხარე და ჩურჩულით ვთქვი.
-სახლში ნაყინი არ გვაქვს...
-..................-ხმა არ ამოუღია, ავხედე და ისეთი სახე ქონდა, იქვე მომკლავდა უფლება რომ მიგეცათ.
-კოკა...
-ჩათვალე ტრუპი ხარ!-დამაიმედმა „ძიძამ“
-აე აე ძიძა, რა ტრუპი, რის ტრუპი...
-დაგანახებ ახლავე!-მის თქმა და ჩემი ოთახიდან გავარდნა ერთი იყო, სახლი თავზე დავიმხეთ, ბოლოს ლექსოს და ლელუკს შევუვარდით.
-ვაიმეეეე ლექსო მიშველე-ლოგინში ჩავუხტი გაკვირვებულ ძმას და მაგრად მოვეხვიე.
-რა მოხდა გოგო?!
-მოდი აქ!-გაისმა კოკას გაბრაზებული ხმა.
-უნდა რომ ტრუპი გამხადოს!-ამოვიბურტყუნე და ძმის გულ-მკერდში ჩავმალე სახე.
-რა უნდა გაგხადოს?!-გაიცინა და თავზე მაკოცა.
-მომკლას უნდა...
-ააა თუ უნდა მოგკლას მაშინ მე რა შემიძლია-საწყლად ჩაილაპარაკა ლექსომ-მე ვერაფრით გიშველი.
-ლელუკ.... სარძლო შენ მაინც თქვი რამე-ახლა ლელუკას მივუბრუნდი.
-ვაიმე გეყოფათ ეხლა ორივეს, ცოდოა!
-საცოლე შენ ჩუ-დატუქსა ლექსომ ლელუკა-კაი ბიჭო უთხარი რომ არაფერს არ უზამ თორე შემომახია მაისური.
-იცი მაგან რა ქნა?! გული გამისკდა ბიჯო კინაღამ! იქვე როგორ არ მოვკვდი მიკვირს.
-მე გეხუმრე! შენ თუ ხუმრობა არ იცი რა ჩემი ბრალია?!-გავეკრიჭე კოკას, მანაც ვერ გაუძლო და გამიცინა.
-ბოროტი ბავშვი ხარ!-გამიცინა და დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია.
-შენ რო გიყვარს ხოო?!
-ოოოხ ეგ ენა რო რ გქონდეს შენ!
-რა ვიქნებოდი-დავაბოლოვე და კოკასმ მოვეხვიე.
უკვე 6 საათი იყო, ლექსომ რომ დაგვიძახა მივდივართო. უკვე მივდიოდით მარიკასთან. ლელუკას ტანზე მოდგმული ღია ვარდისფერი კაბა ეცვა, რათქმაუნდა მუხლს ცოტათი აცილებული, აბა ჩემი ძმის ხელში რას ჩაიცვამს ადამიანი, თმები მაღლა ქონდა აწეული, სადა მაკიაჟი და ეგაა. ძალიან ლამაზი იყო, ამის დამადასტურებელი საბუთი კი ლექსოს დადორბლილი გამომეტყველება იყო. მე კიდევ შავი კოკლე მთლიანი კაბა მეცვა, ფეხებზე ბალეტკები, თმები გავიშალე, მაკიაჟის მოყვარული არასოდეს არ ვყოფილვარ ამიტომც არც ამ შემთხვევაში დამიშვი გამონაკლისი.
-წავედით?!
-აჰამ.
-კოკას დაურეკეთ და მოგაკითხავთ-მივედით თუ არა გვითხრა ლექსომ.
-და შენ სად მიდიხარ?!-კითხა ლელუკამ და საქმროს გახედა.
-ქალებში, არამგონია ამაღამ საერთოდ მოვიდე სახლში-სრული სერიოზულობით უპასუხა ლექსომ, მე კი ვიცოდი რომ მას აბრაზებდა, მაგრამ ლელუკამ მაინც იეჭვიანა და გაებუტა საქმროს.
-საერთოდ არ მოხვიდე!-კარების სახელურს დასწვდა, უნდოდა გადასულიყო, მაგრამ ლექსომ მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მიატრიალა.
-როგორ მიყვარს როცა ეჭვიანობ!
-გამიშვი ხელი! უნდა გადავიდე! გეჩქრებოდა შენ!-არ თმობდა საკუთარ პოზიციებს.
-ლელუკა ნუ სულელობ!
-არ ვსულელობ! ხელი გამიშვი გადავიდე უნდა!
-არსად არ მიდიხარ!
-რას ქვია არ მივდივარ!
-დაისჯები და არ წახვალ!
-მე უნდა დავისაჯო თუ შენ?
-და მე რატო?!-გაიცინა და გაკვირვებულმა გახედა ლელუკას.
-მეკითხები კიდეც?!
-ჩემი პატარა ეჭვიანი გოგო ხარ შენ!-მისკენ მიიწია და ტუჩებზე დააკვდა.
-ვაიმეეეე, სულ არ გეცოდებით ეს პატარა გოგო რააა-გადავიხარხარე და ავტომობილიდან გადმოვედი.



ლექსოს ნაამბობი:



თამუნამ ერთი სიტყვით გამოგვლანძღა და მანქნიდან გადავიდა.
-ჭკვიანად და თუ რამე დაურეკეთ კოკას.
-მართლა სად მიდიხარ?!
-საქმე მაქვს რაღაც და მალე მოვალ!
-ისევ იჩხუბო უნდა?!
-არა-მსუბუქად გავუღიმე-სხვა საქმე მაქვს.
-მაინც?!-ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა და მაცდურად გამიღიმა.
-გაილახები შენ და იცოდე.
-რატო?!
-იმიტომ! მიდი და ჭკვიანად, მოულოცეთ მარიკას ჩემს მაგივრად.
-შენც ჭკვიანად იყავი!-დამარიგა გადასვლის დროს.
-მე სულ ჭკვიანად ვარ პატარავ!-გავიცუნე.
-ოოოხ იკლავ თავს-მასაც გაეცინა.
-აე თხა-დავუძახე თამუნას-ჭკვიანად და კიდე არ მოიტეხო რამე წინ გიხედე.
-ვაიმე ვინ ამბობს ჭკვიანადო-დამეჯღანა და სახლში შევიდა.



თამუნას ნაამბობი:


არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს, მანამ სანამ ჩემმა თვალებმა არასასიამოვნო სხეულს მოკრეს თვალი.
-მარიკა ჯაბას იცნობ?!-ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომ მარიკას, რომელიც მე და ლელუკას გვიყვებოდა რაღაცას.
-ჰა?! კი კაცო როგორ არა, ირაკლის ძმაკაცია და...
-ააა გასაგებია.
-და შენ საიდან იცნობ?!
-მქონდა მისი გაცნობის ბედნიერება-ამაზე არეფერი აღარ უთქვამს, ისევ ამბის მოყოლა გააგრძელა, ჩვენც ინტერესით ვუსმენდით.
-რაფრა ხარ შე თხა ჰა?!-მოგვიახლოვდა ირაკლი და გვერდით მომიჯდა.
-კარგად ვარ, შენ რაფრა ხარ ბუჯო?!-გავეკრიჭე და ლოყაზე ვაკოცე.
-რა მიჭირს, შენ ლექსოს სატრფოვ?!-ახლა ლელუკას მიუბრუნდა.
-მეც კარგად ვარ მასხარა-გაეკრიჭა ლელუკა.
-აუ ეს ლექსოს საცოლე რაცაა გათამამდა თუ მე მეჩვენება მარტო?!-ინტერესით სავსე თვლებით გამომხედა.
-გეთანხმებით ბატონო ირაკლიე-გავიცინე.
-ვაიმე თქვენ ხო...-ერთად თქვეს მარიკამ და ლელუკამ და გაიცინეს.
-აუ პროსტა ვინები ამბობენ რაა... მისის სიუჟმურე-მარიკასკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი ირაკლიმ და გაიცინა-და საქალბატონე „ლექსოს შეყვარებული ვარ არ გამეკარო აგჩეხავს“-გადაიხარხარა, მას მეც ავყევი.
დიდი ხნის საუბრის შემდეგ, დაღლილმა გარეთ გასვლა გადავწყვიტე.
-ლელუკა გავალ მე ცოტა ხანი გარეთ.
-ცუდად ხო არ ხარ?!
-არა... უბრალოდ ჰაერზე მინდა გასვლა.
-კი... მალე შემოდი იცოდე-თვალებით ჯაბაზე მანიშნა რომელიც ამ დროის განმავლობაში თვალს არ მაშირებდა.
-კაი.
გარეთ გავედი თუ რა ტელეფონზე დამირეკეს, დემეტრე იყო...
-რას შვრება ჩემი გოგო?!
-ერთობა, შენ რას შვრები?!
-მე რავიცი, ეხლა მივედი სახლში და ვისვენებ.
-ისევ აგვარებ პრობლემებს?!
-ხო...
-მომენატრე.
-შენ არ იცი მე როგორ მომენატრე...
-მალე ჩამოდი!
-ყველანაირად შევეცდები რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე.
-დაჩი როგორაა?!
-მოსიარულე მკვდარივით-გაიცინა-თითქმის არ გვძინავს, 24 საათი შეხვედრები, კონფერენციები და ა.შ
-შენთან მინდა...
-სულ მალე სამუდამოდ ჩემთან იქნები!
-მიყვარხარ!
-მიყვარხარ!-მისი ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დამიარა ტანში-მიდი გაერთე და მერე დაგირეკავ.
დემეტრეს გავუთიშე და ქუჩას გავხედე, განათებულ ბათუმში აქა-იქ მოძრაობდნენ მანქნები, ლამპიონების შუქზე ულამაზესი იყო წვიმიანი ბათუმი.
-ამ სიცივეში აქ რა გინდა?!-უკან გავბრუნდი და ხელში უცნობი ბიჭი შემრჩა, როგორც ეტყობა ნასვამი იყო.
-უკაცრავად?!
-შედი შიგნით ცივა აქ! ან აი მოსაცმელი აიღე-მისი მოსაცმელი გამომიწოდა.
-მადლობა მაგრამ არ მინდა.
-ცივა თქო და მოიცვი!
-არ მინდა!
-აუ რა ჯიუტი ხარ ტო! მე ნიკო ვარ.
-სასიამოვნოა ნიკო, ეხლა უნდა წვიდე.
-შენ სახელს არ მეტყვი?!-ყურადღება არ მიმიქცევია, უკან გაბრუნებას ვაპირებდი მაგრამ ვინ დამაცადა რო?!-მოიცადე სად მიდიხარ?! ვერ გაიგე რა გკითხე?!-ხმა აუწია და მისკენ მიმწია.
-ხელი გამიშვი!
-რომ არა?!
-ხელი გამიშვი თქო!-ხმას ავუწიე.
-რომ არა?!-ისევ გაიმეორა კითხვა.
-ხელებს მიგამტვრევ!-გავიგონე უკვე კარგად ნაცნობი ხმა-ხელი გაუშვი! დროზე!-ისეთი ხმა ქონდა გული კინაღამ გამისკდა.
-ააა... მე... ისა.... ჯაბა უბრალოდ მოსაცმელს ვაძლევდი... ციოდა და...-თავის მართლება დაიწყო და ხელი შემიშვა.
-მოშორდი აქედან! არ გეგონოს რომ ამით დავამთავრეთ!-გვერდით ამომიდგა, მე კიდე შეშისგან კანკალმა ამიტანა.
-მაპატიე თამუნა...-ჩაიბურტყუნა ნიკომ და გაგვშორდა.
-დაწყნარდი-გამომხედა და თბილად გამიღიმა.
-შემეშინდა...-ჩურჩულით ვუთხარი.
-რისი ტო?! მე აგერ არ ვარ?!
-რომ არ ყოფილიყავი აქ?!
-მე სულ იქ ვიქნები სადაც შენ-ხელზე ხელი მაგრად მომკიდა-წამო ეხლა წაგიყვან სახლში!
-არ მინდა, უკან დავბრუნდები, კოკას დავურეკავ და მოგვაკითხავს.
-ლელუკა წავიდა უკვე.
-რას ქვია წავიდა?!
-რას ქვია და წავიდა, კოკას დაურეკა და იმანაც წაიყვანა.
-და მე?!-გაკვირვებულმ ავხედე, მომღიმარ სხეულს.
-შენ მე წაგიყვან!
-არ არსებობს! კოკა აქ არ დამტოვებდა შე...-მინოდა მეთქვა შენთან ერთად თქო, მაგრამ მის სახეს რომ გადავაწყდი გაჩერება ვამჯობინე.
-წავედით!
-ტაქსით წავალ!
-არ წახვალ!-პირდაპირ მანქნისაკენ წამიყვანა.
მარიკას დავემშვიდობეთ და წამოვედით.
-ძალიან ლამაზი ხარ!-გამომხედა და გამიღიმა.
-მადლობა!-მეც გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე.
სახლთან გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და გადმოსვლაში მომეხმარა.
-გადმოდით მადამ-გაიცინა და ხელი გამომიწოდა, მეც მის ხელს საკუთარი შევაგებე.
-ოოოხ-გავიცინე.
-ისე...-გაიღიმა და თავზე ხელი გადაისვა.
-რა?!
-რა მიკვირს იცი?!
-რა?!
-ის რომ ამდენჯერ „გადაგარჩინე“ და შენ ერთხელაც არ გითქვამს მადლობა-გიცინა და თვალებში ჩამხედა.
-მადლობა-გამეცინა.
-ეგრე არა!
-რაა?!-ვერ გავიგე რას ამბობდა.
-ეგეთი მადლობა არ მინდა.
-აბა?!-გავიცინე.
-აი ესეთი...-საჩვენებელი თითი ლოყაზე მიიდო და გაიცინა.
-ოოოოჰ-გავიცინე.
-ჰე, არ მიხდი მადლობას?!-მასაც გაეცინა.
თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, უცებ შემიცურა წელზე ხელი და თვალებში ჩამხედა.
-ჯაბა რას აკ....
-რა ლამაზი ხარ!
-ჯაბა გამიშვი!
-შენზე ლამაზი არავინაა დედამიწის ზურგზე!
-ჯაბა ნუ სულელობ, გეყოფა, გამიშვი, ხომ მოგიხადე მადლობა...
-როცა ბრაზდები მაშინაც კი ლამაზი ხარ!
-ვერახარ შენ!-დარწმუნებულმა გამოვუცხადე.
-ვიცი-გაიცინა და ხელი შემიშვა.
-უნდა წავიდე!
-მოიცა... არ წახვიდე ჯერ.
-ჯაბა დავიღალე, უნდა წავიდე.
-და რომ გთხოვო-ყელი გამოიბდღნა კინაღამ, მე კიდევ სიცილი ამიტყდა-მე დამცინი?!
-აჰამ-ისევ ვაგრძელებდი სიცილს.
-მოდი აქ! განახებ მე შენ სიცილს-დამემუქრა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ჰა?!-მივხვდი რომ ცუდ დღეში ვიყავი, გავიქეცი, ჯაბა კიდევ უკან მომყვებოდა, ბოლო ხმაზე ვიცინოდი.
-რომ დაგიკავებ ცუდ დღეს დაგაყრი იყოდე.
-ვერ ეღირსები მაგას!
ბევრი სირბილისა და სიცილის შემდეგ როგორც იქნა მივედით სალში.
-თურმე სიცილი გიხდება შენ-გავიცინე და თითებით ტუჩები იქეთ-აქეთ გავწიე, ღიმილის იმიტაციის გასაკეთებლად.
-ხო... თურმე...
-კაი წავედი თორე დამამხობს ლელუკა სახლს თავზე.
-მომიკითხე.
-აუცილებლად-მოვიდა, მაგრამ ჩამეხუტა, მე კიდე სახლში წავედი.



ჯაბას ნაამბობი:


ყველაზე ბედნიერი კაცი მეგონა საკუთარი თავი დედამიწის ზურგზე... აი დღეს კი მე ვიყავი მისი ღიმილის ვტორი და ეს მაბედნიერებდა.
როცა თამუნას ვემშვიდობებოდი, ის დავინახე... აი პირველად ცხოვრებაში გამიხარდა დემეტრე წერეთელის დანახვა... ხელში თეთრი ვარდების თაიგული ეკავა... სახეზე ღიმილი მოჰფენოდა, რომელიც მალევე შეაშრა ჩვენი დანახვისას. გვერდით ლექსო, დაჩი, უჩა და ბესო ედგნენ.
ლექსო აპირებდა ჩვენსკენ წამოსვლას, მაგრამ დემეტრემ გააჩერა. იქვე დაყარა ყვავილების თაიგული და უკანმოუხედავად წავიდა... აი ეხლა კიდევ სრულიად ბედნიერი ვიყავი!!!



დემეტრეს ნაამბობი:


თამუნასთვის სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე, მაგრამ... იმან რაც ვნახე ბოლო მომიღო... ჯობდა არც კი ჩამოვსულიყავი! არც კი მდომებოდა სიურპრიზის გაკეთება... სრულიად განადგურებული ვიყავი... ხმას ვერ ვიღებდი... მეგონა რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა... მე ცოცხლად ვიყავი დამარხული... ვარდებით ხელში მივდიოდი ჩემი „საცოლის“ სანახავად, მინდოდა რაღაც ორიგინალური გამეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი კრახით დამთავრდა...
მან... მან მას შეეხო... როცა დავინახე რომ თამუნა იცონოდა... იცინოდა მასთან ერთად... ეს იყო რამაც გამანადგურა... მერჩივნა შუბლში ტყვია დაეხალათ ვიდრე ეს მენხა.
ლექსო აპირებდა მათთან მისვლას მაგრამ... არ გავუშვი...
-გაჩერდი!-ჩემი ბრძანება ხრიალს უფრო გავდა.
-რ... რა?!-გაკვირვებულმა შემომხედა ლექსომ.
-რას ამბობ ბიჭო?!-ჩაერია უჩაც
-არ წახვიდე... ხომ... ხომ ხედავ რომ ის იცინის.... ხომ ხედავ?!-უემოციოთ ვსაუბრობდი.
-რას ვხედავ ბიჭო რას?! ვერაა ეს მგონი-თავი გააქნია ლექსომ.
-ის... ის ბედნიერია... მასთან ერთად ბედნიერია...
-სულ გაგიჟდი შენ!-დადო განაჩენი დაჩიმ.
-დავიჯერო არაფერს არ გააკეთებ?!-გაისმა ბესოს ხმა.
-რა აზრი აქვს მითხარი?!-გავხედე გაკვირვებულ ძმაკაცს-მე... მე ვუთხარი... ვთხოვე... რომ არ გაკარებოდა მას... რომ მისგან თავი შორს დაეკავა... რომ არ მინდოდა ჯაბა ბარათელს მის სიახლოვეს გაევლო... მან კიდევ... ხედავ რა გააკეთა?!-ხელები მაგრად მოვმუშტე, არ ვიცოდი ბრაზი სად წამეღო, არ ვიცი თავს როგორ ვიკავებდი, მინდოდა მეღრიალა, მინდოდა მივსულიყავი და ძვლებში გადამეტეხა ჯაბა ბარათელი, მინდოდა თავზე დამემხო ქალაქი, ოღონდ ემოციებისგან დავცლილიყავი-დაიკიდა ჩემი ნათქვამი... ვითომც არაფერი... მე დამიკიდა... ის მასთანაა ბედნიერი...!
-ხვდები ეხლა რასაც ამბობ?!-კბილებს შორის გამოსცრა უჩამ.
-არ ვიცი!-მსუბუქად გავუღიმე ძმაკაცს და თაიგული იქვე დავაგდე-ერთი ის ვიცი რომ... მე უნდა წავიდე!
-სად უნდა წახვიდე ბიჯო?!-მკითხა კოკამ.
-არ ვიცი... სადღაც...-ესღა ვთქვი და დავტოვე იქაურობა.
ახლა უნდა დამელია, პირდაპირ ბარში წავედი, საშინლად მთვრალი ვიყავი, ფეხზე ძლივს ვდგებოდი, ერთი გოგო მომიჯდა, მართლაც რომ ლამაზი იყო, გამომწვევადაც ეცვა და იქცეოდა კიდეც, მაგრამ... არ გავკარებივარ... არ შევხებივარ... ავდექი და პირდაპირ სახლისაკენ წავედი.
-შენს გარდა არავინ არ მინდა!-მტკიცედ გამოვაცხადე და ქალაქს გავხედე.
-მეგონა აგიხდინე... თურმე შევცდი-ჩურჩულით ჩავილაპარაკე და სახლში შევედი.
დავწექი თუ არა ჩამეძინა.




- - - - - - -
გამარჯობა ბავშვებო <3
კომენტარები წავიკითხე და უბრალოდ ძალიან მაგრად ვარ გახარებული... არც კი ვიცი რა ვთქვა... ემოციებით ვარ სავსე... და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის... მადლობა რომ კითხულობთ ისტორიას და მოგწონთ.
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ ^^ ველოდები კომენტარებს და შეფასებას <3 მიყვარხართ ყველანი ძალიან, ძალიან <3



№1  offline წევრი malikuna

ვუამეეეეე ახლა მოვკვდები:(( ესენი.. აუუ... აუ არაა რაა. თამუნაა რა ნერვებს მიშლის უუფ :3 :// ძალიან გავბრაზდი მაგრამ კარგია მაგარი ხარ.. უკომენტაროდ ვერ ვტოვებ ვერცერთ თავს.. მალე დადე გთხოვ თორე ძაან ვნერვიულობ:( :-( ❤

 


№2  offline წევრი კუსა ♥

ვაიმეე რაიყო ეს?! ცრემლები ძლივს შევიკავე. თამუნაც მაგარი ცუდად იქცევა რა :/

 


№3  offline წევრი masu

Auuuuu guli damewva :(((( mele dade <3

 


№4  offline წევრი Indigo

ეეე... კი მინდა ჯაბა და თამუნა ერთად მარა არ მინდა ლექსოს ასე დაშორდეს!!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№5  offline წევრი -tiko))

Lelu... ici ro kagri gogo xar da dzaaan ro miyvarxar da dzaan ro miyvars es istoria mara... jaba ar minda raa... gexvewebi araa raaa... jabastan araa raaa... demetres ar daashoro raa... jaba araa raaa... gegicebi ro wavikitxe cudat gavxdi... jabas vegar vitan ukve... ar minda tamunastan ro iyos raa... gemudarebi raaa

Es komentaric dzlivs davwere ... dzmebs vficavar ise vtirivar ramis tvalebi gadmomcvibdes
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი niniko123

Armomewona es tavi vxvdebi ukve RAC gaq chafinqrebuli aii tamuna jabastan ro datpvo at iqneba samartliani....cudi iqneba martla...demetrestan datove I code rawesia exa es martla...moashore jaba :D

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime gavgijdebi :(( amati dashoreba iqneboda exlaa ::(( uuux jabaa raa :X

 


№8  offline წევრი ხატული♥

ძალიან მომწონს ეს ისტორია მაგრამ მემგონი ძაან გაგიგრძელდა მერე ჯაბა გამოჩნდა მთლიანობაში ცუდი ბიჭი არაა მაგრამ
მე თამუნასთვის დემეტრე მინდა ან ეხლა ის რაღა იყო ისე რომ ამბობს თამუნა ბარათელთან ბედნიერია ო. გამაგიჟებს რაა ეს ბიჭი მალე შეარიგე და აღარ გაწელო

 


№9  offline წევრი nanako123

ორივე მეცოდება :((

 


№10  offline წევრი wkunnn

402 სერიის დასასრული! ტელემუნდო წარმოგიდგენთ, ბარემ ესეც მიაწერე დასაწყისში. ეს უკვე ზედმეტია...
თან საცოლეა!
აქამდე სასიამოვნო წასაკითხი იყო ეს ისტორია, ახლა კი მარაზმში გადადის.

 


№11  offline წევრი lamazmani

მომწონს მარა თამუნას საქციელი არ მომეწონა ეხლა დემეტრე შემეცოდა და შეარიგე რა არ წავიდეს love

 


№12  offline წევრი Geek Girl

თამუნა სუფთა დებილია... რეებს აკეთებს რა წესია ეხა ეს... ჯაბა არაა ცუდი ბიჭი მაგრამ.... თამუნა არა არის დემეტრეს ერთგული... სამწუხაროდ. მალე დადე რა და შეარიგე ესენი.... <3

 


№13  offline წევრი barret

Au kai ra ra Jaba risi jaba guli Ramos gamicherdaa . ar daashoro ra:/ egeni tu dashordnen raga azri ekneba :/

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

არ მინდა რამე ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რომ არ დავწერო ვერ ვითმენ ძალიან ცუდად გამოგყავს თამუნა ისეთად , რომელმაც არ იცის ვინ და რა უნდა 16 წლის ჩამოუყალიბებელ გოგოდ აქციე ნუ მიწყენ .

 


№15  offline წევრი malikuna

აუუ დადეეეეე შემდეგიი თავი გთხოოოვ❤

დადეე შემდეგი გავგიჟდიიი❤

 


№16  offline წევრი usazgvro

რატო აღარ დებ ადრე ყოველდღე დებდი რაკარგი გოგო იტავი ეხლა სულ გაფუჭდიი. აუ აუუუ მალე დადე რა კვირაში ერთხელ რო დებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent