შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბოლოო არჩევანი შენზე (5)


12-06-2015, 23:52
ავტორი Bero)))
ნანახია 2 682

ძალიან რომ არ გავწელო, მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა ერთი წლის განმავლობაში... საბა არადა არ ეშვებოდა ანიტას, ხან ეხვეწა, ხან დაემუქრა, თუმცა ჩოხელი მაინც თავის აზრზე იდგა და არ აპირებდა ისეთ არაკაცთან დაბრუნებას, როგორიც დადიანი იყო... მე თუ მკითხავთ, საბა მეტის ღირსიცაა, ალბათ არ გაუგია ანდაზა, "ორი კურდღლის მადევარი, ვერცერთს ვერ დაიჭერსო", საბოლოოდ სიყვარულიც დაკარგა და საყვარელიც...
ახალ საცხოვრებელთან შეგუება ცოტა გაუჭირდა... ძნელია გაიარო და ბიჭების დამშეულ თვალებს გაუძლო... რამდენიმე თაყვანისმცემელიც აიკიდა, აი ისეთი ტიპები "კოჭებს დაგიხვრეტ და ხელით გატარებ." ასეთი ხალხი კი ჩოხელს არ მოსწონს, უკვე მესამე წელია თავისუფლად ცხოვრობს და ვიღაცის შეზღუდვებს ვერ აიტანს... არც ახალი ურთიერთობისთვის არის მზად, ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია დაღუპული შვილი და დაკარგული სიყვარული... არ გეგონოთ, რომ საბას მისტირის, პირიქით, თავისთავს ვერ პატიობს იმ შეცდომას რაც დაუშვა... თუნდაც იმ ხალხთან ერთად წასვლას და თავისთვის საბედისწერო "დასვენების" გატარებას.
სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდა, მთელი ორი თვე ეძებდა, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა, თუმცა მაინც არაფერი ჩანდა... ქეთო ბებიამაც მთელი ორ თვის გადასახადი დააცადა, ეუბნებოდა "შვილო განა ფული მიჭირს, უბრალოდ ჩემს შვილთან გადავედი და სახლს მომვლელი ხომ უნდაო", მაგრამ ჩოხელი მაინც უხერხულად გრძნობდა თავს, თან უკვე დანაზოგიც შემოელია და არ იცოდა რა ექნა. ბოლოს, როგორც იქნა ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, დილით ადრე გადიოდა და 5 საათზე სახლში ბრუნდებოდა...
ჩოხელს მოსწონდა თავისი ახალი ცხოვრება, საბას და მშობლების გარეშე... ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა მაღაზიაში დედამისი შემოვიდა. ქალს თავიდან თვალები გაუფართოვდა, თუმცა მალევე გაისწორა სახე და ახალი კოლექციის შეთავლიერებას შეუდგა, ქალბატონ ლიკას, თან ერთი ქალი ახლდა, რომელიც რატომღაც არ ეცნო ჩოხელს, არადა დედამისის მთელ სადაქალოს იცნობდა, თუმცა გაახსენდა, რომ უკვე 2 წელზე მეტია დედა არ უნახავს და არც მის ცხოვრებაზე გაუგია რაიმე... ანიტა განცვიფრებული დარჩა, როცა საკუთარმა დედამ გვერდით ჩაუარა და არ მოიკითხა, მოკითხვა იქით იყოს, არც კი შეხედა და კისკისით დატოვა მაღაზია... თვალების შუბლზე ასვლა, ზუსტად მაშინ უნდა გენახათ. გული აუჩქარდა და თავბრუ დაეხვა, სკამზე ჩამოჯდა, თანამშრომელმაც შეატყო ანიტას ცუდად ყოფნა და გულის წვეთებით მიირბინა მასთან... როგორც იქნა ფერი დაუბრუნდა ანიტას სახეზე და აფორიაქებულ თიკას გაუღიმა... მას შემდეგ ქალბატონი ლიკა აღარ გამოჩენილა, აღარც ანიტამ შეიწუხა თავი მასზე ფიქრით და საბოლოოდ დაასკვნა, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია"...
ჩოხელი სიგარეტსაც შეეშვა. მას შემდეგ რაც დღეში ორი შეკვრის ყიდვა დაიწყო, მიხვდა, რომ სიგარეტი არც მის ჯიბეს არგებდა და არც ჯანმრთელობას, ამიტომ თავი დაანება და არამარტო დაანება, არამედ შეიზიზღა კიდეც, სადაც კი მისი სუნი ეცემოდა, ხველება ეწყებოდა და სუნთქვა უჭირდა...
^^^^
მოდით, დავბრუნდეთ დღევანდელობაში...
ანიტა, როგორც ყოველთვის, სამსახურისთვის გამოეწყო და დილა ჭიქა ყავასთან ერთად დაიწყო... უბანში მხოლოდ ის არ მოსწონს, რომ სამარშუტო ტაქსი შიგნით არ შემოდის და ამიტომ ფეხით უწევს მთავარ გზაზე გასვლა... ახლაც ფეხითა დაუყვა ქუჩას და გაჩერებაზე შეჩერდა... ყვითელი "მარშუტკაც" მალევე მოვიდა, ანიტამაც მალევე დაიკავა ადგილი და ზოგად საკითხებზე დაიწყო ფიქრი...
სამუშაო დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ანიტა ისევ გაჩერებაზე იდგა და ისევ ყვითელ მიკროავტობუსს ელოდებოდა... ამჟამად, მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო, უკან ოთხსკამიანზე. ერთ მხარეს ორი გოგონა იჯდა და ჩურჩულებდა, თან ანიტას გვერდით მჯდომ ბიჭისკენ თვალს აპარებდნენ. ჩოხელმაც შეეათვალიერა გოგოების სათვალთავლო ობიექტი და გონებაში აღნიშნა, რომ ახალ თაობას ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს. ბიჭს თეთრი მაისური ეცვა, მკლავების გარეშე, ორივე მკლავზე ტატუები ქონდა, ასევე კარგად ჩანდა ტატუ მარჯვენა მკლავის ქვეშ, თუმცა ანიტამ ნაწერი ვერ გაარჩია. მაისურზე სისხლის წვეთები ქონდა შეშრობილი, მხარზეც რამდენიმე ნაკაწრი ემჩნეოდა ზოლად. ალბათ ბიჭმა იგრძნო დაჟინებული მზერა და ჩოხელს ირონიული ღიმილით გადმოხედა, ანიტამაც წამებში აარიდა მზერა და წინ მჯდომ ბებიას ჩანთას გაუშტერა. ახლა ანიტას ეწვოდა სხეული ბიჭის მზერით და მის მოშიშვლებულ ფეხებზე მოთარეშე თვალები გულს უწუხებდა... გულის შეწუხება მაშინ უნდა გენახათ, ბიჭმა როცა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. კვამლის შეგრძნებისას ანიტას ხველა აუტყდა და თან ეძებდა ადამიანს, ვინც ამ თავხედს, შენიშვნას მისცემდა, საზოგადო ტრანსპორტში სიგარეტის მოწევისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ან მის გარდა არავის აწუხებდა, ან ხალხი ვერ ბედავდა.
-უკაცრავად, მაგრამ აქ მოწევა არ შეიძლება._როგორც იქნა ეყო გამბედაობა და ხმადაბლა ამოილაპარა, თან თვალი ბიჭის გადატყავებულ თითებს გაუშტერა, რომელსაც ჰარმონიულად ეწყობოდა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი.
ბიჭმა ცინიკურად გადმოხედა და ღრმა ნაპასი დაარტყა, კვამლი კი ანიტას სახეზე შეაფრქვია... ჩოხელს ისეთი ხველება აუტყდა, რომ ვეღარ სუნთქავდა.
-ამის მერე ზედმეტს აღარ ილაპარაკებ._მშვიდი, თუმცა ბოხი ხმით თქვა ბიჭმა და ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა. ჩოხელს ეგონა, რომ ციმბირში გადაისროლეს, იმდენად გამყინავი ეფექტი ქონდა სიმპატიური მგზავრის ბარიტონს... ხმას რაღა ამოაღებინებდა, იჯდა თავისთვის გასუსული და წამებს ითვლიდა... ისევ და ისევ გრძნობდა ბიჭის დაჟინებულ მზერას, თუმცა აღარც შეუხედავს და აღარც გამოლაპარაკებია. რატომღაც გული უგრძნობდა, რომ ეს ბიჭი, რომელიც გვერდით უზის და მას უყურებს, კარგი რეპუტაციის არ უნდა იყოს... ეს მისივე ხმაში იგრძნო და მას მერე მუხლებაცახცახებული ელის თავის გაჩერებას. როგორც იქნა გამოჩდა ქუჩის შესახვევი და ანიტაც სწრაფად წამოხტა ფეხზე, მიხვდა, რომ ის ბიჭიც უკან მოყვებოდა. მძღოლისთვის ფული უნდა მიეცა, როცა უკნიდან ხელისკვრა იგრძნო და ძლივს შეიკავა თავი, რომ გზაზე არ გაჭიმულიყო.
-ორის აიღეთ._მოესმა აწ უკვე ნაცნობი, ბოხი ხმა და გაკვირვებულმა მოატრიალა თავი... თითქოს შიშმა გაუარაო, პირი დააღო გასალანძღად, მაგრამ ბიჭმა თვალები, რომ დაუბრიალა, ისევ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა.
-შენ ვინ მოგცა მაგდენის უფლება?_ბოლოს მაინც ვეღარ მოუთმინა გულმა და სწრაფად მიაყარა... გაგიკვირდებათ და სიმპატიურმა მგზავრმა, ყურადღება არც კი მიაქცია, ისე ჩაუარა გვერდით და ქუჩას ქვევით დაუყვა,
___________________________________
გამაარჯობათ!!!! სკოლის მოსწავლეებს გილოცავთ, სკოლის დამთავრებას! პატარა თავია,მაგრამ სამაგიეროდ ხვალ მთელი დღე სახლში ვარ და დიდ თავს დავდებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent