შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (17)


13-06-2015, 12:04
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 408

ყველაფერი ისეთი მძიმე და ჩახლართული იყო არ შეეძლო რამე კარგზე ეფიქრა,ვერ ხვდებოდა ცხოვრება ასეთ სიურპრიზებს რატომ უწყობდა,ეს კიდევ რა იყო გული უარესის მოლოდინში შუაზე ეგლჯებოდა,თავის დარდსა და ტკივილს სასაფლაოზე მყოფ დედამისს უზიარებდა,მას ყველაზე უკეთ ესსმოდა მისი,მიუხედავად იმისა რომ ვერ პასუხობდა და რჩევებს ვერ აძლევდა.დათოს მოლოდინში 2 კვირა გაილია,ის კი ისევ არსად ჩანდა,ყოველდღიურად თამრიკოს მომაბეზრებელი წიკვინი ჩაესმოდა მერის და სურვილი უჩნდებოდა ეს ქალი შიშველი ხელებით მიეხრჩო.
დილა ისევ მისი წივილით დაიწყო,მერიმ იფიქრა ალბათ ისევ გვანცამ გააბრაზაო ამიტომ გვერდი იცვალა და ძილი განაგრძო,მაგრამ როცა წივილი კივილში გადაიზარდა და ტირილში მაშინღა გავარდა გარეთ
-რა ხდება?-შეშფოთებულმა შეხედა თამრიკოს რომელიც სახეს იხოკდა
-თამარა და თამაზი აღარ არიან-ხმამაღლა ამოიკნავლა
-რა? რას ქვია აღარ არიან?-გაოცებსგან პირი დააღო მერიემმა
-ხო შვილო,ავარიაში მოყვნენ საცოდავები და ორივე ადგილზე გარდაიცვალა-შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მეზობელმა გასცა პასუხი
-რასამბობთ? რა ავარია?-გული საშინლად ეტკინა ეს ამბავი რომ გაიგო,ყველაფრის მიუხედავად თამარა და თამაზი კარგი ადამიანები იყვნენ და მათგან მხოლოდ კარგი ახსოვდა.თამრიკო ტირილს არ წყვეტდა,მაშინვე ეცა მერი ტელეფონს და დათოსთან დარეკა,მაგრამ ამაოდ გათიშული ჰქონდა,ან როდის იყო დათოს ტელეფონი ჩართული,ეს ხომ დიდი ფუფუნება იყო მერისთვის.
თიტთმის ყველა ნათესავი და ახლობელი მოვიდა,მერი კუთხეში იჯდა და სამძიმარს იღებდა.კარებში მდგარი უგულავა და ბიჭები რომ დაინახა თვალები ისე გაუფართოვდა ალბათ გუგიდანაც ამოვარდებოდა.ფეხზე ადგომაც ვერ მოახერხა,უგულავამ მიცვალებულებს გადახედა და მერისკენ წამოვიდა
-ადექი მივდივართ-ხელი მაჯაში ჩაავლო
-სად?-ვერაფერს მიუხვდა
-მიდი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ის ნივთები ჩაალაგე რაც გჭირდება-ოთახში შეიყვანა და კარადისკენ მიუთითა
-რა ხდება დათო არ ამიხსნი?-გახევებული და გაოცებული იდგა მის წინ
-ახლა არ მაქვს მაგის დრო,უბრალოდ რასაც გეუბნები ის გააკეთე კარგი?-ბოლო სიტყვები თბილად უთხრა და ლოყაზე მოეფერა
მერიმაც თავი დაუქნია და მხოლოდ ის ტანსაცმელი და ნივთები ჩაალაგა რაც სჭირდებოდა
-მზად ვარ დათო
-მისმინე ახლა ძალიან რთული იქნება შენთვის ამ ყველაფრის გაგება და გააზრება,მაგრამ თუ მართლა გიყვარვარ უნდა აიტანო გესმის?
-რას გულისხმობ?
-მაგას მანქანაში აგხსნი-ხელი დაავლო და მისაღებში გავიდნენ
თამრიკოსთან და გვანცასთან მივიდა უგულავა,ორივეს მაგრად მოეხვია,მერე თამრიკოს რაღაც მისცა და მერისთან ერთად კარებში გაუჩინარდა.მანქანაში უხმოდ ისხდნენ უგულავა და დადიანი. ნინჩო ნიკა და კასპერა მეორე მანქანით მოყვებოდნენ უკან.
-დათო რა ხდება აღარ მეტყვი?-მოთმინებადაკარგულმა გადახედა ქმარს და პასუხის მოლოდინში გაიწურა
-გიყვარვარ?-ამღვრეული თვალებით ჩახედა
-ეჭვი გეპარება?
-მიპასუხე
-მიყვარხარ თანაც ძალიან მაგრად
-მეც მიყვარხარ და სწორედ ამიტომაც ესე ჯობს ჩვენთვის
-თუ უფრო გასაგებად ამიხსნი ყველაფერს კარგი იქნება,ბებიაშენი და ბაბუაშენი გარდაიცვალნენ და ახლა რატომ წამოვედით სახლიდან?
-ზუსტად მაგიტომ წამოვედით მერი,შენ გგონია ჩემთვის ადვილი გადასატანი იყო მათი სიკვდილი? იმ დედამოტ*ნულს არ შევარჩენ ამას,ახლა არ მაქვს უფლება სუსტი ვიყო თორე ის ს*რი ამას თავის პონტში გამოიყენებს და ყველას დედა გვეტირება-საჭეს ხელი დასცხო
-რას გულისხმობ დათო?-შეშინებულმა შეხედა
-იმას რომ თამარა და თამაზი შემთხვევითი ავარიით არ გარდაცვლილან,იმ ნაბო*ვარმა მოაწყო!-დაიღრიალა მთელ ხმაზე
-რაა? რატომ? რაში დასჭირდა მათი მოკვლა?-ადგილზე შეხტა დადიანი
-ხო იცი რომ მათი მემკვიდრება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადმომეცემოდა? ხოდა მაგიტომაც მოკლა,მაგ ტიპის ვალი გვქონდა მე და ბიჭებს,დიდი ხნის ამბავია ადრე ვთამაშობდით და ძალიან დიდი თანხხა წავაგეთ ხოდა ამის მერე გადავემტერეთ ერთმანეთს-კისერზე ძარღვები დაებერა
მერიმ პირზე ხელები აიფარა და ცრემლები გადმოსცვივდა,ვერ იჯერებდა რომ ამ ამბავს თამარა და თამაზი შეეწირნენ.
-ახლა ხო ხვდები რატოც წამოგიყვანე იქიდან? არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშაოს-ხელი მაგრად მოკიდა ხელზე შემდეგ კი აკოცა
-კი მაგრამ თამრიკო და გვანცა? მათაც ხომ ემუქრებათ საფრთხე?
-თამრიკომ ისეთი რაღაც ისიც ხელს ვერ ახლებენ ვერც მაგას და ვერც გვანცას,თანაც შენ რომ გგონია ისეთი მშვიდი და სანთნო არაა თამრიკო შეუძლია საკუთარი თავისა და შვილის დაცვა,ასე რომ მათზ ნუღარ ინერვიულებ.თამრიკოს ან გვანცას ერთი თმის ღერი,რომ ჩამოუარდეთ მაშინვე დააპატიმრებენ იმ ახვარ ლაშას.
-ვერაფერი გავიე,თუ გაქვთ ისეთი რამ რაც მას ციხეში ჩავსვამს რატომ ახლავე არ აკეთებთ ამას?
-იმიტო რო ეგ რო ციხეში მოხვდეს მე და ბიჭებსაც თან გაგვიყოლებს.თანაც ციხე პრო*ული თემაა ჩვენში-თვალი ჩაუკრა ცოლს და გზას გახედა
-მოკლედ რა შარში ვარ-თავი გააქნია მერი და მანქანის მინას მიეყრდნო
-შენ ნურაფრის ნუ გეშინია ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს-მტკიცედ თქვა უგულავამ
ხმა აღარ ამოუღია დადიანს,მანქანა თეთრი დიიდ სახლის წინ გააჩერა.ადრე არასოდეს ენახა მერის ეს სახლი მის შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდა.დათომ ანიშნა გადმოდიო,ისიც უხმოდ მიჰყვა უკან,ამასობაში ბიჭების მანქანაც მოვიდა და ისინიც გადმოვიდნენ.ნინჩომ დაინახა თუ არა მერი მაშინვე მასთან მიირბინა და მოეხვია,მერიმაც საპასუხოდ მოხვია მკლავები და გაუღიმა
-სად ვართ დათო?-დაბნეულმა გადახედა ქმარს
-დროებით აქ ვიცხოვრებთ,უსაფრთხო ადგილია ჩვენს გარდა მის შესახებ არავინ იცის.
ბარგი გადმოიტანეს და სახლში შევიდნენ, ისეთი ძალაგამოცლილი იყვნენ გოგონები არაფრის ამოლაგების ან დალაგებს თავი არ ჰქონდათ.
-თქვენ ადით დაიძინეთ-ბრძანება გასცა დათომ
შეწინააღმდეგების თავი არცერთს არ ჰქონდა,ამიტომაც უხმოდ ავიდნენ მაღლა,თუმცა ძილი არცერთს მიჰკარებია
გვიან იგრძნო მერიმ როგორ შემოუწვა უგულავა საწოლში და როგორ მოხვია გაყინული ხელები მუელზე,სიამოვნებისგან გაეღიმა და გაიბარდა,რამდენი ხანია მასთან ესე არ ყოფილა,როგორ მოენატრა მასთან სიახლოვე.
-მიყვარხრ,მიყვარხარ და კიდევ 100000-ჯერ მიყვარხარ-მის ყელში ჩურჩულებდა უგულავა და გაყინულ ცხვირს ყელში უხახუნებდა დადიანს.ისიც სიამოვნებისგან ტაოდაყრილი ჩუმად იწვა და ხმას არ იღებდა.
მთელი ღამე ასე ერმანეთთან აკრულებმა გაატარეს,დილით ისევ ჩაბღუჯული ჰყავდა უგულავას დადიანი,გეგონებოდათ ვინმე ართმევს მის თავსო.
-დათო მეტკინა-ამოიკნავლა მერიმ და თავის დალუჯრებულ მკლავს დახედა
-მაპატიე არ მინდოდა
-არაუშავს-გაუღიმა და ცხვირზე აკოცა
-როგორ გამიმართლა შენ რომ მყავხარ-თვალებში ჩახედა
-მე კიდევ შენში გამიმართლა დათო
რომ არა კასპერას კაკუნი ასე დებილებივით იქნებოდნენ მთელი დღე და ერთმანეთისთვის თბილ სიტყვებს არ დაიშურებდნენ.
-რა გინდა ?-გასძახა უგულავამ
-კარგია ხო მანდ ნებივრობა? გავდივართ ადექი დროზე-კარებს იქიდან მოესმა კასპერას გაბრაზებული ხმა
-ტვინი მოტ*ნა!-ჩაიბურტყუნა და ტრუსის ამარა გავიდა ოთახიდან
რა თქმა უნდა დილიდან გავიდნენ და ალბათ საღამომდე არც დაბრუნდებოდნენ
-ნინჩო რამხელა მუცელი გავს უკვე,როდის ელოდები?-გამობურცულ მუცელზე მოეფერა მერი
-2 თვეში უნდა გამოძვრეს-ხელი მიიდო და გაეღიმა
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება მაგ დროისთვის და სიმშვიდეში დაიბადება
-მეც მაგის იმედი მაქვს მერი,მართლა აღარ შემიძლია ამხელა მუცლით აქეთ იქით სიარული,დავიღალე უკვე,ესენი სულ ესე არიან სულ პრობლემები აქვთ,გაცნობის დღიდან ასეთ სიტუაციაში ვარ
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება-თბილად გაუღიმა
-ისევ შენ მამშვიდებ,ვიცი შენც ცუდ დღეში ხარ და კიდევ უარესად გიშლი ნერვებს,მაპატიე რა-ამღვრეული თვალებით შეხედა
-ეგ არაფერი,თუ ცხოვრებას დანებდი და უიმედოდ შეხედე არაფერი გამოვა,უფრო დაგჯაბნის და გაგაუბედურებს,ყველაფერს იმედის თვალით უნდა შეხედო,მითუმეტეს შენ ნინი,მალე დედა გახდები,ქალისთვის ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს გოგონებმა,მერე იქაურობა მიალაგეს,ვახშამი მოამზადეს და ბიჭების მოლოდინში ერთმანეთზე მიეძინათ დივანზე.
დადიანს ცხვირში შეუღიტინა საყვარელი სუნამოს სუნმა და შეიშმუშნა
-მერი გაიღვიძე რა-ცხვირზე უჩქმიტა
-მოხვედით?-ფეთიანივით წამოხტა და ზედ შეახტა ქმარს
-არა გზაში ვართ-ახადავდა კასპერა-აუ მერი რამე გვაჭამე რძალო თორე კუჭი გვიხმება
-ჰო მიდი რა პატარა ადე რამე გვაჭამე-ხელი უკანალზე მისცხო ცოლს
მერიმაც სამზარეულოსკენ გაქუსლა.ბიჭებს სუფრა გაუწყო და დათოს გვერდით მოკალათდა. დათოს ეტყობოდა როგორ უჭირდა თამარასა და თამაზის სიკვდილი თანაც ამ მიზეზით,მაგრამ ცდილობდა დაემალა და არ შეემჩნია,თუმცა მერ მაინც ხვდებოდა და ცდილობდა გაემხნევებინა. მაგიდას ალაგებდა მერი რაღაც ხმაური რომ შემოესმა ეზოდან,უგულავამ მაშინვე სტაცა იარაღს ხელი და კარებთან აიტუზა
-რა ხდება ეე?-კასპერამ გახედა
-ჩუმად იყავი და მომყევი უკან-ხელით ანიშნა უკან დამიდექიო
მერის ტანში გაცრა,ერთ ადგილას გაშეშებული და გაიყინული იდგა ისე ეშინოდა
-დათო არ გახვიდე რა გარეთ-ძლივს ამოიკნავლა და მუდარის თავლებით ახედა ქმარს
-მერი მაღლა ადი ნინჩოსთან-გასცა ბრძანება
-არა,აქ მინდა შენშან ერთად
-მერიმეთქი!-იმხელაზე დაუღრიალა დადიანი შეხტა და ტირილი დაიწყო
-ნუ მიყვირი-ტირილს უმატა
-მერი ადი მაღლა ნუღარ გამამეორებინებ!დროზე!
დადიანი უკან მოუხედავად ავიდა ნინის ოთახში
-რა ხდება? -შეშფოთებულმა ჰკითხა ნიკამ
-არვიცი რაღაც ხმაური გავიგეთ მერე დათომ იარაღი აიღო-არეულად ლაპარაკობდა
ნიკამ სწრაფად ჩაირბინა ქვემოთ
-რა ხდება შეჩ*ემა?-ბიჭებს გადახედა
-ის ახვარია მგონი და ამჯერად ვერ გადამირჩება-კბილებში გამოსცრა უგულავამ
-მერიზე იფიქრე ბიჭო,ოჯახი გყავს,ნიკა ნურც შენ აიფხორები ეხლა და ვაბშე ორივე გაჩუმდით!-შუაში ჩადგა კასპერა


_________________
დიდი ხანია არ დამიდია ეს ისტორია რაღაც პრობლმების გამო,ვაპირებ გავაგრძელო თუ ეყოლება მკითხველი,ბოდიშით და იმედი მაქვს გააგრძელებთ კითხვას. ანუკი :***




№2  offline მოდერი anuki_just love

კი მალე დავდებ,გამიხარდა რომ აგრძელებთ გითხვას. :*** :) <3

 


№3  offline წევრი mbella

ვიცი რომ კარგად წერ და წაკითხვა ძალიან მინდა, მაგრამ იმდენი ისტორია გაქვს დაუმთავრებელი, მეშინის ესეც არ გაწყვიტო.

 


№4  offline წევრი Firefly

მიყვარს ეს ისტორია ❤
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი kiwi

mbella
ვიცი რომ კარგად წერ და წაკითხვა ძალიან მინდა, მაგრამ იმდენი ისტორია გაქვს დაუმთავრებელი, მეშინის ესეც არ გაწყვიტო.



Mec zustad egre var :))) velodebi rodis daasrulebs

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor deidzaba sitvacia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent