შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გემო (18)


13-06-2015, 18:18
ავტორი anuki_just love
ნანახია 4 236

ოთახში უგულავა შევიდა,გოგონებს რომ გადახედა მიხვდა,რომ მერი აშკარად გაბრზებული იყო,ნინჩო თბილად მოიკითხრა და დადიანს ანიშნა წამოდიო,ისიც გაბრაზებული სახით გავიდა ოთახიდან.
-რა დაგემართა?-კითხა დათომ
-ნეტა რა დამემართა?-ისტერიკული სიცილი აუტყდა,ხარხარებდა
-გაჩუმდი გოგო რა გაცინებს?-პირზე ხელი ააფარა
-კიდევ ბედავ და მეკითხები რა დამემართა?!-კბილებში გამოსცრა დადიანმა
-მერი გაჩუმდი,ისედაც ნერვებზე ვარ და უარესად ნუ გამაღიზიანებ-ეცადა მშვიდი ყოფილიყო
-ხო აბა რა! რა თქმა უნდა შენ სულ გაღიზიანებული ხარ! ყელში ამომივიდა უკვე დათო!
-აა, ასე მალე ამოგივიდა ყელში? ესაა შენი სიყვარული? საღოლ! -ტაში შემოკრა უგულავამ,მერე დოინჯი შემოირტყა და ნერვიულად გაეცინა
-როგორ შეგიძლია ამის თქმა?! შენ კარგად იცი მე როგორც მიყვარხარ და არ ვაპირებ ამის მტკიცებას,უბრალოდ ქალი ვარ და ასეთ სიტუაციაში ცხოვრება არ შემიძლია არ გესმის?! მომავალზე საერთოდ არ ფიქრობ ხო? შვილი რომ გვეყოლება ასე უნდა ვიცხოვროთ შიშის ქვეშ და სულ უნდა ვიმალებოდეთ?! ჯანდაბა!
-დაწყნარდი და ნუ პანიკიორობ,გითხარი ეს დროებითია და არა სამუდამო,თუ ასე ამოგივიდა ყელში შეგიძლია ჩაალაგო ბარგი და წახვიდე არავინ გააჩერებს!-სიგარეტს წაუკიდა და აივანზე გავიდა
დადიანმა იფიქრა ბოლო სიტყვები მომესმაო,ისეთი გაბრაზებული იყო არ აპირებდა ამ სიტყვების მერე იქ დარჩენას,ჩანთა აიღო და ნივთების ჩალაგება დაიწყო,საშინლად ატკინა გული დათოს სიტყვებმა,ჩანთის ელვა შეკრა და გასვლას აპირებდა დათომ რომ შეაჩერა
-იმიტომ გთხოვე ჩემთან ერთად წამოსვლა,რო მეგონა ყველაფერს ერთად გავუმკლავდებოდით,ვიცი რთულია შენთვის,მაგრამ უნდა გავუძლოთ,მჯერა რო ერთად გავუძლებთ,სულ ცოტა დარჩა მერი და გპირდები ამის მერე მსგავსი არაფერი მოხდება
-აბა წადიო არავინ გაგაჩერებსო?-გაბუსხული მოტრიალდა დადიანი და ტუჩები გამობურცა
-ეგ გაბრაზებულ გულზე გითხარი,თორე ხო იცი რო ეგრე არ ვფიქრობ-ხელები გაშალა უგულავამ-მოდი ჩემთან
მერიემიც მისკენ გაიქცა და ზედ შეახტა.
ალბათ ესაა სიყვარული,მის გარეშე სუნთქვაც კი რომ აღარ შეგიძლია,სიამაყესაც და საკუთარ თავსაც რომ აბიჯებ,ოღონდ მასთან იყო.
-იცოდე კიდევ თუ მეტყვი მასე წავალ! ოღონდ ამჯერად ეგ შენი კნუტის სიფათი აღარ გიშველის-უჩქმიტა ქმარს და მის კალთაში მოკალათდა.უგულავას უბრალოდ გაეღიმა და თავზე აკოცა
ის საღამო ერთმანეთის ალერსში გაატარეს.ოთახში მათი გახშირებული სუნთქვა ისმოდა,რომელიც ფანჯრის რაფებზე წვიმის წვეთების წკარუნს ერთვოდა.
მერის ძალიან მოენატრნენ თავისი გოგონები,ამიტომ გადაწყვიტა მათთვის დაერეკა და მოსვლა ეთხოვა
-ეკა როგორ ხარ ?
-ვა,შენ ცოცხალი ხარ?
-მომენატრეთ,იმდენი რაღაც მოხდა არვიცი საიდან დავიწყო,ნატუკას უთხარი და ჩემთან მოდით,მისამართს მესიჯით გამოგიგზავნი კარგი?
-იცი,დღეს ვერ მოვალთ მერი
-რატომ?
-თეა ხომ გახსოვს? ჩვენი ჯგუფელი
-ხო მერე?
-მაგის ნიშნობაა,მე და ნატუკა მეჯვარეებად მივყავართ
-თქვენ ეგრე როდიდან?-გაოცებისგან გაეცინა დადიანს
-შენ საერთოდ ათასში ერთხელ თუ გამოჩნდები ხოლმე,უნივერსიტეტშიც აღარ დადიხარ,მოკლედ ბევრი რამ არიცი,კარგი უნდა წავიდე ნატუკა მოვიდა
ისე გაუთიშა დამშვიდობებაც ვერ მოასწრო მერიმ,გული ეტკინა რაღაც ჩასწყდა.საშინლად იეჭვიანა.ადამიანი რომელიც საკუთარ დას ერჩია ასეთ რამეს როცა გეუბნება ადვილი მოსასმენი არუნდა იყოს.მთელი დღე ხმა არამოუღია,მოღუშული სახით იჯდა და არავის ელაპარაკებოდა.
-მოხდა რამე?-გვერდით მიუჯდა უგულავა
-არაფერი-გვერდი იცვალა დადიანმა
-აბა რა სახით ხარ?
-და რა სახით უნდა ვიყო?
-ისევ თავიდან დაიწყე? უკვე ხო ვილაპარაკეთ მაგ თემაზე?
-და შენ რა იცი რა თემაა?
-ხოდა მითხარი რა თემაა
-შენ არ გეხება
-რაც შენ გეხება ყველაფერი მეხება მეც
-ნატუკა და ეკაც?
-ეგენი რა შუაში არიან?
-დღეს ეკას დავურეკე მინდოდა ჩემთან მოსულიყო,მან კი ვერ მოვალ თეას მივყვებით მეჯვარედ მე და ნატუკაო-ცრემლები გადმოსცვივდა,მაგრამ მაშინვე სიმწრისგან გაეცინა-წარმოგიდგენია დათო>? -თვალებში ჩახედა და ატირდა
-კარგი დამშვიდდი,ეგ არაფერი,მოდი ჩემთან-მაგრად მოხვია ხელები,მერი კი იჯდა და სლუკუნებდა.
-ანუ რა გამოდის? თეამ ჩამანაცვლა? ასეთი რაღაც როგორ შეიძლება დათო?-სლუკუნით ლაპარაკობდა,გული ამოვარდნას ჰქონდა.
-კაი რა მოხდა მერე,რატო ქმნი პანიკებს ამის გამო? დიდი ამბავი ალბათ არ ეცალა,მოიცლიან და მოვლენ,შენ მაგაზე არ იდარდო-გაეღიმა
-ეტყობა იმის ბრალია რომ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ-ცრემლები მოიწმინდა
-მეგობრობას და სიყვარულს დრო ვერაფერს დააკლებს მერი.
-უფრო მეტად ნუ მიშლი რა ნერვებს!-ატირდა ისევ
დათომ ისევ დასცინა,მხარზე მოიგდო და დაბლა სულ წივილ-კივილით ჩაიყვანა
-არ დაგივარდეს ჩამოსვი-სიცილით თქვა ნინჩომ
-არიყო ოორსულად-გადახედა ნიკამ
-რო არ ვიყო რაა?-ენა გამოუყო ქმარს
-მე ვიცი რაც-თვალი ჩაუკრა და ლუდის ბოთლს დასწვდა
-დათო,როდის შევძლებ უნივერსიტეტში სიარულს?
-შეგიძლია იარო,მაგრამ ფრთხილად უნდა იყო ხო იცი?
-მართლა?-სიხარულით ცას ეწია და თვალები გაუნათდა
-ხო მართლა,მე წაგიყვან და წამოგიყვან,თუ მე არ მეცლება ბიჭები წამოგიყვანენ.
მერის ძალიან გაუხარდა სწავლის გაგრძელებას და ნორმალურ ცხოვრებას,რომ შეძლებდა,მობეზრდა სულ სახლში ჯდომა.
დილით ადრე გაიღვიძა,კარადიდან შავი კოჭამდე ჯინსი გადმოიღო,თეთრი თავისუფალი მაისური გადაიცვა,ფეხები სქელქუსლიან შუზებში ჩააცურა,ტყავის მოკლე ქურთუკი მოიცვა და დათოს დაადგა
-შენ ისევ გძინავს?-დოინჯი შემოირტყა და მომაბეზრებლად გააქნია თავი
-რომელი საათია?-ცალი თვალი გაახილა უგულავამ
-უკვე 9 ხდება დათო! 10 ზე უნივერსიტეტში უნდა ვიყო! ადექი რა-დაეჯაჯგურა
-ხო ვდგები მაცადე
ძლივს წამოზლაზნა უგულავა საწოლიდან,წყალი გადაივლო,სპორტულები გადაიცვა და უნივერსიტეტში წავიდნენ.
-რომელზე გიმთავრდება?-მთაქნარებით კითხა ცოლს
-3ზე ვრჩები ლექციებს
-იცოდე არსად წახვიდე,3 საათზე აქ ვიქნები
-სად უნდა წავიდე?-მოჭუტული თვალებით გადახედა ქმარს,მაგრად აკოცა და მანქანიდან გადავიდა
ისე უხაროდა ძველ ცხოვრებაში დაბრუნება,რომ გული გამალებით უცემდა,აუდიტორიაში შესულს სიურპრიზი დახვდა
-ეს ჩემი ადგილია-თავზე დაადგა მის ადგილას წამოსკუპებულ თეას
-უკვე აღარ!- ამაყად გაუღიმა თეამ
-თეა ადექი,ნუ გამამეორებინებ-თავი მოსაბეზრებლად გააქნია დადიანმა
-ვა ეს ვინ მოსულა,როგორ ხარ მერი?-ნატუკა და ეკა შემოვიდნენ
-ეს აქ რატომ ზის?-გოგოებს რამე მითხარის თვალებით გადახედა
-შენ რომ არიყავი მაშინ დაჯდა-მხრები აიჩეჩა ნატუკამ
-მეღადავებით? ესეიგი რა გამოდის ჩემი დროებითი შემცვლელი იპოვეთ?
-მოიცა გეწყინა?-გაიოცა ეკამ
-შენი აზრით?
-მე რავიცი, ვანგა კი არ ვარ
-ვანგა არა, მეგობარი ხარ ეკა-თავი გააქნია მერიმ და აუდიტორიიდან გულამოვარდნილი გავარდა
საპირფარეშოში შევარდა და ტირილი დაიწყო,ცოტახანს იქ იჯდა,მერე სახეზე წყალი შეისხა და გარეთ გამოვიდა.მიხვდა რომ მათ გამო არც კი ღირდა ნერვიულობა,ასე სკოლის ბავშვებიც კი არ მოიქცეოდნენ,როგორც ისინი მოიქცნენ.ამაყად შევიდა აუდიტორიაში და თავისი კურსელი ნიას გვერდით დაჯდა,ნუ ნიას გვერდით იყო მხოლოდ თავისუფალი ადგილი და მაგიტომ.
-რა მოხდა შენს დაქალებთან რატომ არ ზიხარ?-ეს გოგოღა აკლდა ახლა მერიემს
-ნია შემეშვი-თავაზიანად უპასუხა
-ხო რას ვიზამთ,ხდება ხოლმე-მხრებია აიჩეჩა ნიამ
აღარაფერი უპასუხა დადიანმა.მთელი დღე არც ეკა მისულა მასთან და არც ნატუკა.სიზმარში ეგონა თავი,ეგონა გამოიღვიძებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ სიზმარი არა და არ სრულდებოდა. გადაწყვიტა ბოლო ლექციაზე აღარ შესულიყო და უნივერსიტეტის ეზოში დაჯდა,დათოს მომლოდინე. 3 საათამდე კიდევ 1 საათი იყო დარჩენილი,ამიტომ მოუწევდა ლოდინი.ტელეფინს ატრიალებდა ხელში უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა
-ვა მერი?-მის წინ ლევანი იდგა
-ლევან?
-რა იყო გოგო გამარჯობას აღარ მეუბნები?
-რავიცი ლევან,მეგონა შენც აღარ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა
-რას ბოდიალობ?-გვერდით მიუჯდა
-არაფერია ისეთი,როგორ ხარ ?- სახეზე ღიმილი აიკრო
-რავი ნელ-ნელა,შენსკენ რა ხდება?
-ძველებურად ლევან
-მოხდა რამე? ნატუკა და ეკა სად არიან?
-არვიცი
-რას ნიშნავს არიცი? დილით დავინახე ორივე
-აღარ მეკონტაქტებიან
-რა? რატომ?
-არვიცი,ეგ მათ კითხე,თუმცა უკვე აღარც მაინტერესებს,კარგი ლევან უნდა წავიდე,გამიხარდა შენი ნახვა იმედი მაქვს ერთ დღეს შენც არ იპოვნი ჩემს შემცვლელს-გაუღიმა და დათოს მანქანაში ჩაჯდა
-ვი ნიყო?-ლევანს გახედა ფანჯრიდან
-ლევანი
-ვინ ლევანი?
-ეკას ძმა
-რა უნდოდა?
-არაფერი დათო,მომიკითხა უბრალოდ
-ჰო კარგი,ნახე გოგონები?
-კი
-მერე?
-არაფერი,მოდი არ გვინდა ამ თემაზე კარგი? წარსულზე ლაპარაკი არ მინდა,ეკა და ნატუკა კი უკვე ჩემი წარსული არიან-გაიღიმა და მოეხვია დათოს
-ხოდა ეგრე რაა-მასაც გაეცინა და მანქანა დაქოქა.
მომდევნო დღეები სახლში გაატარა,სიმშვიდე იყო,არც არავინ გამოჩენილა,თითქოს სიტუაცია დაწყნარდა.
-დათო ელენეს ნახვა მინდა-აივანზე მყოფ ქმარს გასძახა დადიანმა
-კარგი,ხვალ წავიდეთ
-დათო
-ჰო
-აქ როდემდე უნდა ვიყოთ?
-მოგბეზრდა?
-არა,უბრალოდ მაინტერესებს
-არ გვინდა რა ამ თემაზე
-კარგი
-მერი
-ჰო
-მიყვარხარ
-მეც დათო
-მერი
-ჰო
-2-ჯერ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ დათო
-ჩემზე მეტად ცვეტში ვერ გეყვარები-გაეღიმა და სიგარეტს წაუკიდა




№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auuu dzalian dzaliann magariiaa malee dadee raa axalii tavii mainteresebs :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent