შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 24


13-06-2015, 20:49
ავტორი Lydia
ნანახია 1 800

გოგონა სკამზე მოკუნტული იჯდა და ღრმად სუნთქადა.ერთ პალატას მიაჩერდა და თვალს არ აშორებდა.მხოლოდ მაშინ მოსწყვიტა თვალი როცა ლიდიას თბილი ხელი იგრძნო მხარზე.
-(ლიდია) საყვარელო აი შენი ყავა და ეცადე დამშვიდდე.
გოგონამ ნაზად გაუწოდა პლასმასის ჭიქაში ჩასხმული ცხელი ყავა.
-(ანნა) როცა პატარები ვიყავით ის ბაღში ჩვენთან ერთად თამაშობდა ხოლმე დამალობანას.თვალთმაქცობდა თითქოს ვერ გვპოულობდა.
-(ლიდია) ჩვენ კი ბოლოს საიდანღაც გამოვხტებოდით და შევაშინებდით ხოლმე.გოგონამ თავი ჩაქინდრა და ცრემლები წასკადა.მისი გულჩვილობა საზღვარს სცდებოდა.
-(ანნა) ისევ იმ დროში ვარ გაჭედილი,ყველაფერი თვალწინ მიდგას,ყოველთვის მინდოდა გავყროდი მას,მაგრამ ახლა მსიამოვნებს მასზე ფიქრი.
გოგონამ ყავა გვერდძე გადასდო და თავის თმებს მაგრად ჩაებღაუჯა.ლიდიამ კი წელზე მოუსვა კვლავ თბილი ხელი და მხარზე თავი დაადო.
განათებული დერეფნიდან ექთანი და დამიანი ერთად მოაბიჯებდნენ.
-(ექთანი) ქალაბტონო ანნა ბატონ აარონთან დაკავშირებით სიახლე გვაქვს.
გოგონა უცბად ფეხზე წამოდგა და მოსასმენად მოემზადა.
-(ექთანი) გილოცავთ,მამთქვენი სრულიად ჯანმრთელია,მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
-(ანნა) ეს როგორ მოხდა?გახარებულმა და თანაც გაკვირვებულმა გოგონამ მიმართა ექთანს.
-(ექთანი) გაურკვველი იყო მისი მდგომარეობა,ეხლა კი მისი ასეთი ნაუცბედავი გამოჯამრთველება არის მედიცინისთვს აუხსნელი,მაგრამ გილოცავთ და შეგიძლიათ ხვალ დილით წაიყვანოთ სახლში.
-(ანნა) ძალიან დიდი მადლობა.გოგონას სახეზე ცოტა ღიმილი გამოჩნდა,მაგრამ მალევე გაქრა.
-(დამიანი) საყვარელო გთხოვ წამოდი სახლში ცოტა გამოიძინე,ფეხზე ძლივს დგეხარ.
-(ანნა) არა.აარონს ვერ დავტოვებ აქ.
-(ლიდია) ანნა მეც გთხოვ რომ წახვიდე. აქ მე დავრჩები.ცხელი შხაპი მიიღე ცოტა დაიძინე და მერე მოდი ისევ.
-(ანნა) არა ვერ წავალ.გოგონა გაჯიუტდა.
-(დამიანი) ანნა დასუსტებული ხარ ასე ვერ გიყურებ.თუ გინდა რომ ხვალ დედაშენის დასაფლავებაზე მიხვიდე აუცილებლად გჭირდება ძალების აღდგენა. ბიჭიც გაუჯიუტდა და თავს არ ანებებდა.
-(ანნა) კარგი მხოლოდ რამდენიმე საათი,მერე ისევ მომიყვან აქ.მკაცრად უთხრა და ლიდიას შეხედა.
-(ანნა) ლიდ ძალიან დიდი მადლობა.გპირდები დიდხანს არ მოგიწევს აქ ყოფნა,მალე მოვალთ.
-(ლიდია) წადი საყვარელო,ნურაფერზე ნუ ინერვიულებ.
გოგონამ თავი დაუქნია და დამიანს გაყვა.ბიჭმა ხელი ჩასჭიდა,ეშინოდა არ წაქცეულიყო.ნელ-ნელა გავიდნენ ავტოსადგომზე და მანქანს მიუახლოვდნენ.ბიჭმა გასაღებით მანქანის გაღება დაიწყო.გოგონამ კი გასასვლელისკენ გაიხედა უეცრად და ვიღაცას დაუწყო დაკვირვება.ისევ ის უცნობი იყო აანნას მშობლების პალატიდან რომ გამოვიდა.
-(ანნა) უკაცრავად! გოგონამ დაუძახა უცნობს და მანაც შემოიხედა.
ბიჭი გაკვირვებული იყურებდა ანნას და მერე უცნობზე გადაიტანა ყურადღება.
-(ანნა) გთხოვ გაჩერდი ერთი წუთი!! გოგონა მიუახლოვდა ცოტათი და იქვე გაჩერდა.
-(ანნა) შენ ის არ ხარ სკოლის კაფეტერიაში რომ იჯექი?
უცნობმა გვერძე გაიხედა და ზურგი შეაქცია ანნას.
მოულოდნელად დამიანის შეძახილი გაისმა.
-(დამიანი) ანნა იცნობ მას? ბიჭმა გოგონას მზერა მიიპყრო
-(ანნა) არა მეეე........გოგონამ შემოიხედა ისევ უცნობისკენ და ის გამქრალიყო.აღარსად ჩანდა.
-(ანნა) სად წავიდა? სად გაქრა? გოგონამ ფორიაქი დაიწყო.
-(დამიანი) ვინ იყო ?
-(ანნა) არ ვიცი ალბათ ვინმეს მივამსგავსე.
-(დამიანი) ეხლა მაგის დრო არ არის ჩაჯექი მანქანაში.
გოგონა უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და ისევ იმ უცნობზე ფიქრობდა.როდესაც დაიღალა ფიქრით,მანქანის სავარძელს მიეყუდა და ჩაეძინაა.
..........................................................................................................................
დამიანმა სახლის წინ გააჩერა მანქანა და გოგონა ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში.
კარებში ედვარდი შეეგება და ალმაცერად დაუწყო ყურება.
-(დამიანი) შენ აქ რა გინდა?ბიჭს ყელზე ძარღვები დაეჭიმა.
-(ედვარდი) ვერ გავიგე?
-(დამიანი) წადი ამ სახლიდან...
-(ედვარდი) მიდი ჯერ ჩემი დედინაცვალი აიყვანე თავის ოთახში და მერე ვითამაშოთ მამა-შვილობანა.ედვარდმა ირონიით აწია წარბები და გაეცალა იმ ოთახს.
გაბრაზებულმა დამიანმა გოგონა აიყვანა ოთახში და დააწვინა.მსუბუქი თეთრი საბანი გადააფარა და შუქი ჩაუქრო...
..............................................................................................
-(დამიანი) ედვარდ მოდი აქ!
ბიჭი თითების ლოკვით გამოვიდა სამზარეულოდან.
-(ედვარდი) რა ბანალური ხარ დამიან?
-(დამიანი) რამდენი გინდა?
-(ედვარდი) ვერ მიგიხვდი მამიკო
-(დამიანი) რამდენი გინდა მეთქი რომ აქედან წახვიდე.
-(ედვარდი) მომისმინე მამიკო! ბიჭმა ხელზე მოუჭირა და კედელზე მიაწვინა.
-(ედვარდი) შენი ფული გაი****თე ერთ ად***ში,არ მჭირდება და მეორეც ერთი აქედან არ წავალ,აქედან მხოლოდ მკვდარი გავალ.
-(ედვარდი) მოგიწევს ან ჩემი მოკვლა ან ჩემი ატანა.არჩევანი ბევრია...ბიჭი შეტრიალდა ისევ სამზარეულოსკენ და ღვინის ბოთლი აიღო.
დამიანმა ფეხი გაუქანა წიგნების თაროს და რამოდენიმე წიგნი გადმოყარა ძირს,შემდეგ მდივანზე ჩამოჯდა და თავში ხელები წაიშინა.
..............................................................................
თენდებოდა როცა ანნა უკვე ემზადებოდა წასასვლელად.დამიანს ქვემოთ ანნას მზადების ხმა შემოესმა და იმ წამსვე ამოვარდა მაღლა.
-(დამიანი) უკვე მზად ხარ?
-(ანნა) როდის მიდის?გოგონამ იკითხა და თან ფუთარაობდა ოთახში.
-(დამიანი) ალბათ ედვარდზე მეკითხები.
-(ანნა) ზუსტად.
-(დამიანი) არ აპირებს წასვლას.
-(ანნა) ეგ ვიცი მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ მოიმოქმედებდი უკვე რამეს და ალბათ ედვარდი კუვე ბარგს ალაგებს.
ბიჭი გაჩუმდა.დუმილი ამჯობინა ლაპარაკს.
-(დამიანი) ანნა მეეე.......
-(ანნა) არც კი გიცდია ხომ?გოგონა მიხვდა ყველაფერს და სახეზე ფერი ეცვალა.
-(დამიანი) მე მართლა შევეცადე,დრო მივცეთ.
-(ანნა) შენ ამ სიტყვებით უკვე ყველაფერში მიმახვედრე.
(ანნა) ამანდას დასაფლავების შემდეგ მოვალ და ჩემს ბარგს წავიღებ.
-(დამიანი) არა ანნა გთხოვ ასე ნუ მომექცევი.ბიჭმა ფორიაქი დაიწყო და ანნს მიუახლოვდა.
-(ანნა) მე დღეს დედაჩემი უნდა ჩავდო მიწაში და შენ ამბობ რომ უბრალოდ დრო უნდა მივცეთ?
-(ანნა) ნეტა ვინ იქნება შემდეგი?მე შენ ლიდია თუ ელისონი?იქნებ კვლავ აარონი?
(დამიანი) არამგონია კიდევ ჩაიდინოს რამე...
-(ანნა) მომისმინე დამიან! მე მაგასთან ცხოვრებას აღარ ვაპირებ და შენ თუ გინდა იყავი და ელოდე მის გაანგელოზებას.ყოველ შემთხვევაში მე მას არასდროს არ ვაპატიებ დღეს მე რა ტკივილსაც ვატარებ.
-(ანნა) შენ მისი მამა ხარ და რა თქმაუნდა მასზე უნდა იზრუნო,მაგრამ არა ჩემი სიცოხლის ფასად. ამ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელდება.მე ანნა მილერი ვარ და არა ელენა გილბერტი.
გოგონამ გაშეშებულ ბიჭს გვერდი აურა და გავიდა.დამიანი გაშტერებული იდგა და ვერ იჯერებდა იმ სიტყვებს რაც ანნას პირმა გაიჟღერა.
ერთ მხარეს მისი შვილი იდგა,მეორე მხარეს კი საყვარელი ქალი.ორივე სურდა და ორივე ენანებოდა დასათმობად.


ვიცი რომ ძალიან პატარა თავია,მაგრამ არ მცალია და სულ რომ არ დამედო ეგრეც არ გამოდიოდა.ამიტომ ეს შეაფასეთ.
და კიდევ ერთი: ვინც გამცემს ერთ კითხვაზე პასუხს იმას დავუდებ სასურველ დროში სასურველი გვერდების რაოდენობის ამ ისტორიის :D :D კითხვა შემდეგია: როგორ ფიქრობთ ვინ არიც ის უცნობი გოგონა,რომელსაც ანნა ხედავს,და თქვენი აზრით რა ამოძრავებს მას? :D :******



№1  offline წევრი anuchia

მე ვიცი მგრნი:)))) ეგ იქნება ედვარდის დედა:p

 


№2  offline წევრი Lydia

დედა არ არის,მაგრამ ახლოს ხარ მაინც :D :****

 


№3  offline წევრი anuchia

მაშინნნ ისსს დამიანის მენობარი ვინხ ასწავლა რაგაცეებიიი:**:დდ

 


№4  offline წევრი Lydia

ახლა კიდევ უფრო მიუახლოვდი :D ნელ-ნელა გავიგებთ ვინ არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent