მსხვერპლად შეწირული სიყვარული 6
დემე გაუცნობიერებლად იქცეოდა, ანკას კოცნიდა მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. უცბად შეჩერდა და გაველურებულმა შეხედა ქალს: -შენ ვინ ყოფილხარ, კიდევ კარგი გონს მოვედი და შენს ბინძურ ჭაობში არ ჩამითრიე-უთხრა ზიზღით, გახსნილი პერანგი შეიკრა და სახლი დატოვა. ''ეს რა გავაკეთე, განა მე კაცი ვარ?!'' გალანძღა საკუთარი თავი და მანქანა დაქოქა. მეშინოდა... და არა ჩემს გამო. მეშინოდა... იმ ტკივილის მეშინოდა რომელიც მტანჯავდა. ვიცოდი ჩემს შვილს სტკიოდა და ეს უფრო მამწარებდა. იმ წუთას ამ ყველაფერთან გამკლავება არ შემეძლო მაგრამ არ მავიწყდებოდა რომ საფრთხეში მხოლოდ მე კი არა, ბავშვიც იყო. ჩემი და დემეს სიყვარულის ნაყოფი. იატაკზე ვიკლაკნებოდი და როგორც კი ხმის ამოღებას დავაპირებდი კვნესა აღმომხდებოდა ხოლმე. მოულოდნელად მუცელზე მიდებული ხელი რაღაცამ დამისველა, სისხლიანი თითები თვალებთან მივიტანე და შევკივლე. -არა! მიშველეთ! ჩემი შვილი... ჩემი პატარა-ვყვიროდი სასუწარკვეთილი და შველას ვითხოვდი. ოდნავ გავჩოჩდი კარისკენ მაგრამ ვერ შევძელი. ის იყო ვიგრძენი რომ ძალა გამომელია და კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. -დემე.-ვიყვირე მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი ვინ იყო. -ლენა?-შიში ვიგრძენი მის ხმაში. -დემე მიშველე! მიშველე გთხოვ...-უკანასკნელად შევძელი ხმის ამოღება და გული წამივიდა. -მიყვარხარ ლენა. ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ვიცი უკანასკნელი ნაძირალა ვარ, არ გეწინაამღდეგები. შენ ყოველთვის ცდილობდი რომ ჩემს გამო უფრო უკეთესი გამხდარიყავი. მე კი ისიც ვერ შევძელი ის მაინც ვყოფილიყავი, ვინც შენ პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებდა. შენი მესმის, მაგრამ რა ვქნა... უშენოდ არ შემიძლია. შურისძიებაც კი არ გამომივიდა.-ჩამესმოდა ძილში ხმა.თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე. ბედი დამცინის... აქამდე საავადმყოფოში ერთხელ თუ ვიყავი თორემ მეტჯერ არა. ჩემი და როგორც იტყვიან ''ჭიანი'' ბავშვი იყო, მე კი მებრძოლი ორგანიზმი მქონდა და მაქვს. ალბათ ორსულობის ბრალია ეს ყველაფერი. ორსულობა... ბავშვი... შემომკრა პიკის ზარებმა და წამოვიწიე. -ჩემი შვილი ხომ კარგადაა? დემე, მითხარი ხომ ცოცხალია, ხომ არ მოვკალი...-ავქვითინდი მე და დემეს საკინძეში ხელი ჩავავლე. -დამშვიდდი ლენა, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება-თავი ჩაღუნა დემემ. ყველაფერს მივხვდი, თუმცა ამის დაჯერება არ მინდოდა. ეს უბედურება ხომ იმიტომ დამატყდა რომ თავს არ გავუფრთხილდი. ცარცი რომ არ მეჭამა და საკუთარი თავისთვის სურვილები არ შემესრულებინა ქვეყანა დაიქცეოდა?... ახლა კი მესმოდა ის, რისი გაგონებაც არ მინდოდა. ნუთუ უფლის საჩუქარი ვერ შევირგე ... ვერ გავუფრთხილდი. -ჩემი ბრალია, ჩემი, ჩემი ბრალია...-ისტერიკულად ვყვიროდი და სახეში ხელებს ვიცემდი. -ლენა მისმინე, შენ...-ჩემს დამშვიდებას ცდილობდა დემე მაგრამ მის თვალებში რაღაც ''დავინახე'', ეს იმედგაცრუება იყო... -შენ... ასეთი საყვედუნარევი მზერა რატომ გაქვს? იმედი გაგიცრუე არა?მაგრამ პატიებას არ გთხოვ. შენ რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა. მძულხარ!-ვტიროდი და ამ სიტყვებს უფრო საკუთარ თავს ვეუბნებოდი. იმ ტკივილს რომელმაც ბავშვის დაკარგვის გამო დაისადგურა ჩემს სულში. -მაპატიე ლენა.... მაპატიე ძვირფასო-ჩამეხუტა ის. უნდოდა ვენუგეშენინე მაგრამ თავადაც დამნაშავედ გრძნობდა თავს. ის რაც მე იმედგაცრუებათღ ჩავთვალე სინანული იყო. ის ისევე განიცდიდა როგორც მე, მაგრამ თავს იკავებდა და არა იმიტომ რომ კაცი იყო... არამედ იმიტომ რომ მე, ქალი ვიყავი მის გვერდით. უეცრად ვიღაცის ჩახველების ხმა მომესმა და დემე ცივად მოვიშორე. კართან ექთანი იდგა. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ანალიზის პასუხები აგვერია, თქვენი ბავშვი ჯამრთელია და თავს საოცრად კარგად გრძნობს-ღიმილით გვამცნო მან. არ ვიცი რა ვიგრძენი. სიხარული, ბედნიერება თუ უფლის ხელი რომელმაც ამ საშინელი ტანჯვისთვის არ გამიმეტა. ალბათ რომ მკითხოთ ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო, ვუპასუხებ იმ დღეს როცა გავიგე რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო_მეთქი. -ჩვენი ბიჭი... ჩვენი ბიჭუნა-ჩავიჩურჩულე დაუფიქრებლად. -რა?-ბედნიერება და გაოცება ერთად იგრძნობოდა დემეს ხმაში. -ბიჭია. ვგრძნობ.-გავუღიმე მას და აკანკალებული ხელები კისერზე მოვხვიე. -მე კი ვგრძნობ რომ გოგოა-ჩვეული სიჯიუტე გამოიჩინა და მუცელზე ხელი მომითათუნა.-შენსავით ლამაზი გოგო. -აუ კარგი რა... ამაშიც ნუ მედავები. მე დედა ვარ და ვგრძნობ... -მე კი მამა ვარ და... ისე ვლაპარაკობდით თითქოს ჩვენს შორის არავითარი გაუგებრობა არ ყოფილიყო. თითქოს ისე ვიყავით როგორც ადრე. მეც მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. -მოკლედ სალომე შენი მომხედავი არაა. გადმოდიხარ ჩემთან.-მოკლედ ''ამიხსნა'' ვითარება დემემ. -ეეე ჯერ ჩემთვის არ უნდა გეკითხა-ავბუზღუნდი მე. -შენ კითხვა არ გჭირდება. ჩემი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.-თვლი ჩამიკრა დემემ. -ერთი რამ მიკვირს, რატომ არ ჩააბარე იურიდიულზე-ირონიულად ვუთხარი მე. -რა ვიცი, რატომღაც არ მინდოდა-მიპასუხა დემემ. -ხოდა მეც რატომღაც არ მინდა სახლში დაბრუნება-გავჯიუტდი ისევ. -ჩემი მჩხავანა დაიკო. ლენა, ხომ იცი ჩემზე უკეთ დემე მოგივლის, მზრუნველ დას მზრუნველი ქმარი ჯობია-უკნიდან მომაწვა სალომე და ლამის სახლიდან გამაგდო. არ მინდა დემე რაა, გთხოვ.-არ ვიცი სად დავკარგე ჩემი სითამამე და ხვეწნაზე გადავედი. -ხელს არ დაგაკარებ გპირდები-ღიმილით ჩამჩურჩულა ყურში დემემ და წელზე ხელი მომხვია. დანებების ნიშნად ხელები ავწიე: -კარგი ხოო მოვდივარ, მოვდივარ-ვთქვი და საძინებლისკენ ჩემ გადაწყვეტილებაში დასარწმუნებლად გავედი. ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა. ჩემი სახლში დაბრუნება შერიგების ტოლფასი იყო, ეს კი არ მინდოდა. ან მეზობლები რას იტყოდნენ ეს გოგო ხან მოდის ხან მიდისო. თან ახლა ორსული რომ დავბრუნდები. (მიუხედავად იმისა რომ ოცდამეერთე საუკუნეა ბავშვობიდან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხალხის აზრს) არც ის მინდა კიდევ რამე მომივიდეს. როგორც ვხედავ სალომე მართლა არაფრის გამკეთებელია. გამოდის დემეს უნდა დავთანხმდე და ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ....................................................... აი ეს არის რაც არის მოკლედ ახლა მივემგზავრები და შემდეგ თჱავს როდის და როგორ დავდებ არ ვიცი. ისტორია უკვე დაწერილი მაქვს და ორი თავია დარჩენილი. იმედია მკითხველებს არ დავკარგავ, 13 დღით მივდივარ და მეცამეტე დღეს აუცილებლად დაგიდებთ შეიძლება მანამდეც (თუ ჩემს ნათესავს შევუთანმხდი). ბოდიშს გიხდით მინდოდა დამესრულებინა მაგრამ აქეთ-იქით სიარულში ვერაფერი ვერ მოვასწარი.დააფიქსირეთ თქვენი აზრი. პ.ს. ლალიტა ამჯერად ვერ გამოიცანი. დემე ასეთი არაკაციც არაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.